საბერძნეთი საზღვრებს ხსნის, თუმცა, საქართველოსთვის – არა

15 ივნისიდან, საბერძნეთი საზღვრებს ხსნის და ტურისტების მიღებას იწყებს. საბერძნეთის საზღვარი 29 ქვეყნისთვის გაიხსნება, თუმცა, ჩამონათვალში საქართველო არ ფიგურირებს. როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, 1 ივლისიდან აღნიშნული ქვეყნების ჩამონათვალი გაიზრდება. თუმცა, ეს დამოკიდებულია როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარება.

მეტი...

“ჩვენ დაახლოებით, 140-მდე ინფიცირებული ადამიანი კარანტინიდან აღმოვაჩინეთ” – ამირან გამყრელიძე

“კარანტინმა ითამაშა სერიოზული როლი. ჩვენ დაახლოებით 140-მდე ინფიცირებული ადამიანი კარანტინიდან აღმოვაჩინეთ”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. „ქვეყანა ძალიან სერიოზულად აკონტროლებს საზღვრებს. ძირითადად, ახლა საქართველოში შემოდიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, სომხეთისა და საქართველოს, ან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც პირდაპირ კარანტინში გადადიან. კარანტინმა ითამაშა სერიოზული როლი. მაგალითად, დღევანდელ 8 ახალ პაციენტშიც 2 კარანტინიდან იყო. ამან ითამაშა სერიოზული პრევენციული როლი ინფექციის შემდგომ არგავრცელებაში“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

უქმნის თუ არა ეპიდსიტუაციას საფრთხეს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია? – ამირან გამყრელიძის განმარტება

“ნებისმიერი დიდი თავყრილობა არის რისკის შემცველი, მაგრამ თუ იქნება დაცული პირობები – ორმეტრიანი დისტანცია, პირბადეების ხმარება და ის რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ოპოზიციის მიერ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა. „ხაზს ვუსვამ, ეს უნდა მოხდეს არა ისე, როგორც ჩვენ მივდივართ აქციებზე და ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით, ვეხვევით და ა.შ. ეს ყველაფერი დაუშვებელია. კარგახანს უნდა გადავეჩვიოთ ამას. ახლა რომ ვხვდებით ერთმანეთს, ხელს ხომ აღარ ვართმევთ? მუშტით ვადებთ ერთმანეთს ხელს. ხომ მივეჩვიეთ ამას? ტრადიცია გახდა. ასევე, ძალიან გვიჭირს ჩვენი…

მეტი...

“თუ ინფექციის გავრცელება ამ ტემპით გაგრძელდება, არც არჩევნებს და არც ადამიანების დასვენებას საფრთხე არ შეექმნება” – ამირან გამყრელიძე

“თუ ინფექციის გავრცელება ამ ტემპით გაგრძელდება, არც არჩევნებს და არც ადამიანების დასვენებას საფრთხე არ შეექმნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, არჩევნების ჩატარებას საფრთხე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეექმნება, თუ ინფიცირების მაჩვენებელი მკვეთრად მოიმატებს. „ჩვენი სტრუქტურა საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი შემადგენელია. ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს სწორედ ეს საბჭო, ძალიან ბევრი სტრუქტურული ერთეულის რეკომენდაციის საფუძველზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ, საქართველო, ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ მდგომარეობიდან და ისევ ხალხს მოვუწოდებ, რომ ეს ზაფხული გამოვიყენოთ, ნუ დავარღვევთ იმ რეკომენდაციებს, რასაც ვიძლევით. ამ შემთხვევაში არ იქნება იმის…

მეტი...

“მეტწილად უცნობია, არის თუ არა უსიმპტომო ადამიანი კორონავირუსის გადამტანი” – ჯანმოს წარმომადგენელი

“მეტწილად უცნობია, არის თუ არა უსიმპტომო ადამიანი კორონავირუსის გადამტანი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ, განაცხადა. „ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ასიმპტომურია, ანუ რომელსაც სიმპტომები არ აქვს, ვირუსის სხვა ადამიანზე გადატანა შეუძლია – რაც ახლა უკეთ უნდა გავიგოთ, არის ის, თუ მოსახლეობის, რა ნაწილს არ აქვს სიმპტომი“, – განაცხადა მარია ვან კერხოვემ. მისივე განმარტებით, გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე, სადაც განაცხადა, რომ უსიმპტომო ადამიანებისგან კოვიდ 19-ის გავრცელება ძალიან იშვიათად ხდება, ის რამდენიმე კვლევას ეყრდნობოდა. მარია ვან კერხოვემ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა, რომ უსიმპტომო ადამიანებისგან კოვიდ 19-ის გავრცელება ძალიან იშვიათად…

მეტი...

“20 ივნისს 200 „ნაციონალის“ შეკრება პრობლემა არ არის, შეგვიძლია, ყველა სათითაოდ დავთვალოთ” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პოლიტიკური შინაარსის შეკრებებს კანონი არ კრძალავს. „თუმცა, მთავარი ისაა, რომ 200 „ნაციონალის“ შეკრება არ არის პრობლემა არც პოლიტიკური, არც პანდემიის კუთხით. შესაბამისად, შეიკრიბონ რამდენიც უნდათ. იქ იდგება 200 „ნაციონალი“, შეგვიძლია, ყველა სათითაოდ დავთვალოთ. ეს უფრო მარტივი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ალბათ, ისინი გარკვეულ სოციალურ დისტანციას დაიცავენ, თავებიც შეგვიძლია დავთვალოთ 200 „ნაციონალის“, რომელიც 20 ივნისს შეიკრიბება“,- განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ გამორიცხავენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში სავარაუდოდ, გახანგრძლივდება. „საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივების ალბათობა არსებობს და ეს ალბათობა საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდება“, – განაცხადა ფაშინიანმა. საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტიდან მოქმედებს და მისი ვადა 13 ივნისს იწურება. 9 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19 13 675 ადამიანს დაუდასტურდა, 217 პაციენტი გარდაიცვალა, 4 451 კი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“ნიკა მაჭუტაძის პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნატო ჩხეიძის არჩევა ქართულ პოლიტიკაში რყევებს გამოიწვევს” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ნიკა მაჭუტაძის პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნატო ჩხეიძის არჩევას გამოეხმაურა. „ეს გამოიწვევს რყევებს ქართულ პოლიტიკაში და ველოდებით, რა იქნება ამ ყველაფრის ზუსტი შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ. ნიკა მაჭუტაძემ დღეს „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ განახლებული შემადგენლობა წარმოადგინა.  მისი პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნატო ჩხეიძე გახდა.

მეტი...

აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინის რეჟიმი პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა. მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო. აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 8 191 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 98 ადამიანი.

მეტი...

ფოთში ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა

ფოთში მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულე წლის ქალს დაეჯახა. 69 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა სტაბილურია.  შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

“რეგლამენტში აბსოლუტურად ჯანსაღი ცვლილებები შედის, თუ არ გინდათ პროგრესი, დარჩით თქვენს რეგრესში” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს 12 ფრაქცია მოქმედებს, რაც დასავლური პრაქტიკისგან მთლიანად აცდენილია. მისივე თქმით, ოპოზიცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, შენარჩუნდეს რეგრესი და არასწორი პრაქტიკა. „ჩვენ პარლამენტში გვაქვს ჩამოყალიბებული ძალიან მახინჯი პრაქტიკა. დღეს საქართველოს პარლამენტში მოქმედებს 12 ფრაქცია, რაც არის სიმახინჯე და მთლიანად აცდენილი დასავლური პრაქტიკისგან. დღეს რასაც ითხოვს ზოგიერთი კოლეგა, ეს არის ამ მახინჯი პრაქტიკის შენარჩუნება, რაც, ბუნებრივია, მიუღებელია. ჩვენ თუ გვინდა პროგრესი და არა რეგრესი, ბუნებრივია, უნდა გავყვეთ პროგრესის გზას. თუმცა მოგვიწოდებენ, შევინარჩუნოთ რეგრესი, რაც იყო და არასწორი პრაქტიკა.…

მეტი...

„კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩანაწერს რეგლამენტში ვერ გავითვალისწინებთ“ – გურამ მაჭარაშვილი

“დღევანდელი მოცემულობით, ფრაქციის შესაქმნელად 6 პარლამენტის წევრის გაერთიანება არის საკმარისი. კონსტიტუციაში ცვლილებით ფრაქციის შექმნისთვის 7 პარლამენტის წევრის გაერთიანებაა საჭირო. ეს ჩანაწერი კონსტიტუციის 41-ე მუხლში არის, რომლის საწინააღმდეგოს რეგლამენტში ვერ გავითვალისწინებთ“, – აღნიშნული განმარტება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.  მისი თქმით, ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. „პარტიის მიერ კი არა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მოქალაქეს, რომელიც გახდა პარლამენტის წევრი, და ასეთი შეიძლება იყოს შვიდი – ამ შემთხვევაში, ამის საწინააღმდეგო არაფერია რეგლამენტში ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით.…

მეტი...

“2020 წელს საქართველოს ბიუჯეტი მსოფლიო ეკონომიკაში ყველაზე ცუდი სცენარის განვითარებისთვის მზად არის” – ფინანსთა მინისტრი

“2020 წელს საქართველოს ბიუჯეტი მსოფლიო ეკონომიკაში ყველაზე ცუდი სცენარის განვითარებისთვის მზად არის”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ბუჯეტის ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. „მთელი ფილოსოფია, რომელიც ამ ბიუჯეტთან არის დაკავშირებული წარმოადგენდა იმას, რომ ჩვენ უნდა მოგვეზიდა მაქსიმალურად მეტი თანხა, რათა იმ გაურკვევლობის შემთხვევაში, რომელსაც შეეძლო უფრო მძიმე სურათი მოეტანა არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად, ჩვენ ვყოფილიყავით მომზადებულები. და ეს ამოცანა არის შესრულებული. ჩვენ პრაქტიკულად ყველაზე ცუდ სცენარისთვისაც, როგორითაც შეიძლება განვითარდეს მსოფლიო ეკონომიკა, მზად ვართ და საქართველოს ფისკალური და ბიუჯეტის კრიზისი 2020 წელს არ ემუქრება. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით“, – განაცხადა მინისტრმა.…

მეტი...

“20 ივნისს ვიხილავთ სიმბოლურად შრომის შედეგს, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს” – რომან გოცირიძე

20 ივნისს პარლამენტთან აქცია ჩატარდება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოქალაქეებს სრული უფლება აქვთ ერთი წლის წინანდელი მოვლენები გააპროტესტონ და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ამ უფლებას ვერ შეზღუდავს.  პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 20 ივნისს მომავალი ხელისუფლების კონტურები გამოჩნდება.  “ძალიან დიდი ალბათობით, 20-ში ჩვენ ვიხილავთ სიმბოლურად ამ დიდ მიტინგზე იმ შრომის შედეგს, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს. ვიხილავთ მომავალი ხელისუფლების კონტურებს,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მეტი...

ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების თანმხლებ მშობლებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს

ამირან გამყრელიძე მშობლებს, რომლებიც შვილების ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ცენტრთან მისვლას აპირებენ, დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგამოცდო ცენტრებთან მშობლებს შორის დისტანცია 1.5-2 მეტრი უნდა იყოს. „მოწოდებაა მშობლებთან – მესმის, ყველა ნერვიულობს, განიცდის, როდესაც შვილი შესულია გამოცდაზე. მეც ასე ვიყავი და ჩემი თაობაც, როცა ჩვენი შვილები აბარებდნენ, მაგრამ, მაშინ არ იყო პანდემია. დღეს პანდემიაა, ამიტომ დისტანცირება უნდა დავიცვათ. როდესაც ველოდებით ბავშვის გამოსვლას, დისტანცია 1.5-2 მეტრი დაცული უნდა იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

ორდღიანი ძებნის შემდეგ, გომის მთაზე დაკარგული მამაკაცი მიტოვებულ კარავში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, გომის მთაზე დაკარგული მამაკაცი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცი ხიდოს მთაზე, საზაფხულო საძოვრებზე, მიტოვებულ კარავში ნახეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ის თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველებს მამაკაცი საავტომობილო გზაზე ჩაჰყავთ, საიდანაც კლინიკაში გადაიყვანენ. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო გურიის სამმართველოს ათწევრიანი ჯგუფი, რომელთაც სამაშველო დრონით იმერეთის სამმართველოს მაშველები ეხმარებოდნენ.

მეტი...

ნავთობპროდუქტების დაბეგვრა იცვლება – სულხან მახათაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრობს

თხევად აირთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. დეტალებზე „მედიაცენტრ მთავარს“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი მოადგილე სულხან მახათაძე. კანონპროექტის მიხედვით, თუ დღეს ნავთობპროდუქტები ორ ეტაპად იბეგრება, ცვლილება ერთეტაპიან დაბეგვრას გულისხმობს.

მეტი...

„პისიარ“ ტესტირება უფასო იქნება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც დასჭირდებათ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ „პისიარ“ ტესტირება სრულიად უფასო იქნება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ტესტის ჩატარება დასჭირდებათ. „შეტყობინება მომივიდა და იმას ვუპასუხებ, რომ იყოს გარკვეულად და ერთმნიშვნელოვნად. მე ვთქვი დასაწყისშივე, რომ „პისიარ“ ტესტირება, რომელიც ძვირადღირებული სიამოვნებაა, ყველა იმ აბიტურიენტისთვის, ვისაც ეს სჭირდება და ექიმი დაუნიშნავს, იქნება უფასოდ. პირველად, თუ გამოცდებს შორის, ყოველთვის, ეს იქნება უფასოდ და ძალიან გთხოვთ, რომ სხვა ინტერპრეტაცია ამისი არ იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციაა, რომ ერთ სივრცეში ერთ დარბაზში შესაბამისი დისტანციით 12 ადამიანი იყოს. „თუ არის სამედიცინო ჩვენება, რომ ადამიანს პირბადის…

მეტი...

“კორონავირუსისთვის განკუთვნილი ჩინური ტესტები სრული ნაგავია” – სან-პაულუს ერთ-ერთი ლაბორატორიის დირექტორი

“ჩინური ტესტები სრული ნაგავი იყო”, – ამის შესახებ ბრაზილიაში, სან-პაულუს ფლორის ლაბორატორიის კლინიკურმა დირექტორმა, დოქტორმა სელსო გრანატომ განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. „თებერვალსა და მარტში ბრაზილიაში ჩინური ტესტების დიდი ნაკადი შემოვიდა. მიიჩნევდნენ, რომ უკეთესი იყო ამ ნაკრების გამოცდა, ვიდრე არაფრის გაკეთება, მაგრამ ეს მართალი არ არის. არ შემოწმებაზე უარესი არის შემოწმება ცუდი ტესტით, ამას ცუდი შედეგი აქვს“, – განაცხადა დოქტორმა სელსო გრანატომ. „ბიბისი“ ბრაზილიის კიდევ ერთ გამოწვევად ქვეყნის სიდიდეს ასახელებს. გამოცემა წერს, რომ ლაბორატორიების უმრავლესობა, რომლებსაც „პისიარ“ მოლეკულური ტესტის ჩატარება შეუძლია, ქვეყნის სამხრეთით არის განთავსებული და ისეთი შორეული ადგილებიდან, როგორიც ამაზონია, ტესტების ტრანსპორტირება ყოველთვის წარმატებული არ არის და ბევრი ტესტი…

მეტი...

“ნუ მივეცემით თვითკმაყოფილებას, რომ საქარველომ თითქოს გაიმარჯვა კორონავირუსზე” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ტელევიზიებს მოუწოდებს, ე.წ. მორბენალი სტრიქონით გაავრცელონ ინფორმაცია, რომ პანდემია ჯერ არ დამარცხებულა. გამყრელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, მოქალაქეები არ გათამამდნენ და რეკომენდაციების დაცვა გააგრძელონ. „ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ, თითოეულმა ტელევიზიამ გაავრცელეთ მორბენალი სტრიქონით, რომ არ დამარცხებულა ჯერ პანდემია. პანდემიას მარტო საქართველო ვერ დაამარცხებს. პანდემია მთელმა მსოფლიომ ერთად უნდა დაამარცხოს და ამისთვის ერთადერთი იარაღი გვაქვს სოციალური დისტანცირება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა და დამუშავება. მეტი ჯერ წამალი არ არის, ვაქცინა არ არის. გთხოვთ, ნუ მივეცემით თვითკმაყოფილებას, რომ საქარველომ თითქოს გაიმარჯვა კორონავირუსზე და შეგვიძლია, ყველაფერი გავაკეთოთ – არა“,-…

მეტი...

“რაც „ფაბრიკასა“ და „ღვინის ქარხანაში“ ხდებოდა, ვირუსის გავრცელების ბევრად მომატებული რისკია, ვიდრე ეროვნული გამოცდები” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რვა ახალი შემთხვევა საგანგაშო ფაქტი არ არის, თუმცა მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ, რომ კორონავირუსი ჯერ არ დამარცხებულა და რეკომენდაციების დაცვა გააგრძელონ. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ფაბრიკასა“ და პეტრიაშვილის აღმართზე „ღვინის ქარხანაში“ ხალხმრავლობა დაფიქსირდა, რაც მიუღებელია. „რვა ახალი შემთხვევა საგანგაშო არ გახლავთ. პერიოდულად ჩვენ შეიძლება გვქონდეს სამიც, ხუთიც, რვაც, ათიც და მეტი შემთხვევაც. ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ არის. მხოლოდ ერთს მოგიწოდებთ, რაც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, იმ „ფაბრიკაში“, იმ პეტრიაშვილის აღმართზე „ღვინის ქარხანაში“, დიდი თავშეყრის ადგილებში, გავითავისოთ ის, რომ კორონავირუსი არ დამარცხებულა, პანდემია გრძელდება…

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს სავარაუდოდ 15 ივნისიდან დაუბრუნდება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, აქედან ორი სავარაუდოდ 15 ივნისამდე დატოვებს კლინიკას. მისი ვარაუდით, კლინიკა ჩვეულ რეჟიმში მუშაობას 15 ივნისიდან დაუბრუნდება, ამოქმედდება ემერჯენსი და ამბულატორია. გოფოძის თქმით, ამის საშუალებას იძლევა ის გარემოება, რომ კორონავირუსით გამოჯანმრთელებულების რიცხვმა დაავადებულებისას გადააჭარბა. „ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს ის გარემოება, რომ თანდათანობით ჩვენთან გამოჯანმრთელებულების რიცხვმა ბევრად გადააჭარბა უკვე დაავადებულების რიცხვს. სულ სამი პაციენტი დაგვრჩა. ვფიქრობთ, რომ აქედან კიდევ ორი 15 ივნისამდე დატოვებს ჩვენ კლინიკას. ერთი პაციენტი შეიძლება დარჩეს, მაგრამ იგი სრულად იქნება იზოლირებული ბოქსში, არავითარი სივრცის კვეთა მასთან არ მოხდება.…

მეტი...

დავით ჭიჭინაძე, ბიზნესისთვის სახელმწიფო ვალდებულებების გადავადებას ან შეჩერების ითხოვს

„თუ  ადამიანებს თავიანთი კომერციული საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების უფლებას არ ვაძლევთ, არავის აქვს უფლება, ამ ადამიანებს იმ ვალდებულებების განხორციელება დააკისროს, რომელიც  ხელშეკრულებით აქვთ განსაზღვრული. ეს ყველაფერი ითხოვს კომპლექსურ გადაწყვეტას და ამის დარეგულირებაზე უნდა იმუშაოს მთავრობამ, თორემ ჯარიმების დაწესებას დიდი ჭკუა არ სჭირდება,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხელისუფლების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ. „ამასთან, ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ბანკებისთვის, რომელბიც ჩვენი მოსახლეობის  ყოველდღიურ ტერორს ახდენენ. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა გახარიამ არაერთხელ განაცხადა სესხების კაპიტალიზაციის გადავადების შესახებ, სამწუხაროდ ბანკები და…

მეტი...

კორონავირუსთან დაკავშირებით შემოღებული რეგულაციების გამო, საგამოცდო დღეების რაოდენობა გახანგრძლივდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის სოფო გორგოძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე, გახანგრძლივდება საგამოცდო დღეების რაოდენობა, თუმცა არ გაორმაგდება. მისივე თქმით, გამოცდების ხანგრძლივობა წინა წლებთან შედარებით შესაძლოა, ერთ კვირაზე მეტი იყოს. „მოგვიწია, რომ თითოეულ სესიაზე ერთი მესამედით ნაკლები აბიტურიენტი დავუშვათ, შესაბამისად, სესია გვექნება უფრო მეტი, დღეების რაოდენობაც იქნება უფრო გახანგრძლივებული, თუმცა დღეების რაოდენობა ნამდვილად არ ორმაგდება. ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხანგრძლივობის შეიძლება იყოს წინა წლებისგან განსხვავებით. რაც მთავარია, აბიტურიენტებისთვის გამოცდები დაიწყება 6 ივლისს და ივლისშივე დამთავრდება. ვფიქრობ, კარგია, რომ გამოცდები არ გადავა აგვისტოს თვეში“,- განაცხადა გორგოძემ.…

მეტი...

“არჩევნები გასცემს ყველაფერს პასუხს” – გია ვოლსკი

„წალეკა საინფორმაციო ველი ფეიკ ნიუსებმა. არ ვიცი, რამდენად ფასდება ეს ყველაფერი საზოგადოებაში, მაგრამ მგონია, რომ არჩევნები გასცემს  ყველაფერს პასუხს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. გიორგი ვოლსკი რამდენიმე საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპონენტების მხრიდან ადგილი აქვს ტყუილებს. „თურმე სესხი ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდისთვის გვინდა. ამაზე უზნეო ტყუილი არ არსებობს დღეს შექმნილ ვითარებაში. თურმე პოლიციელებმა ჩვილი ბავშვის გადაგდება გადაწყვიტეს ნაგვის ურნაში. ამაზე მთელი გადაცემა იყო აგებული და პატარა ბავშვები გამოიყენეს იმისთვის, რათა თავისი ეს ბინძური პიარ განზრახვა მოეყვანათ სისრულეში. ჯარში შესყიდვების საკითხთან დაკავშირებით – უზნეო ტყუილი და მგონი,…

მეტი...

აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა განაახლა

აგარის შაქრის ქარხანა ერთ-ერთი პირველია, რომელიც მთავრობის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პროგრამის საფუძველზე ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქარხანაში 500 ადგილობრივია დასაქმებული და პროდუქციის დღიური წარმადობა 500 ტონამდეა. რაც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დიდი ნაწილის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა. ახალ ქარხანაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ. „ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართულ წარმოებას, რათა ქართული პროდუქციით დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. მნიშვნელოვანია, რომ ერთი თვის წინ დაწყებული მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით დასრულდა და ტრადიციების…

მეტი...

აბიტურიენტი, რომელსაც კოვიდ 19-ის სიმპტომები აღენიშნება და PCR ტესტით ვირუსი არ ექნება დადასტურებული, გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აბიტურიენტს, რომელსაც კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება და მას ჩატარებული PCR ტესტით ვირუსი არ ექნება დადასტურებული, ამ შემთხვევაში გამოცდის ჩაბარებას სპეციალურ პირობებში შეძლებს. როგორც მან განმარტა, ამ შემთხვევაში აბიტურიენტს იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით მოუწევს გამოცდის ჩაბარება, რომ ყველა მოულოდნელობა გამოირიცხოს. „თუ აბიტურიენტს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას კოვიდზე ტესტი გაკეთებული აქვს და პასუხი უარყოფითია, მაშინ შესაბამისი პროტოკოლი არსებობს როგორ ვიქცევით ამ შემთხვევაში. ის დაიშვება გამოცდაზე, მაგრამ თუ ტემპერატურასთან ერთად სხვა სიმპტომებიც აქვს, ამ შემთხვევაშიც სპეციალური პროტოკოლია. ის დაიშვება გამოცდაზე იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით, რომ ყველა…

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. როგორც განათლების სამინისტროში აცახდებენ, 2020 წლის საგამოცდო პროცესის მაქსიმალურად სრულყოფილად წარმართვის მიზნით აქტიური მუშაობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან და სხვა უწყებებთან ერთად კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების პირველივე დღიდან დაიწყო. უწყების ცნობით, შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართულნი არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,…

მეტი...

გამოცდების დროს კონდიციონერები არ იმუშავებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განიავების პრობლემაზე გააამხვილა ყურადღება. მისი თქმით, საჯარო სივრცეებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ჯერჯერობით ნებადართული არ არის. „აქედან გამომდინარე, კონდიციონერები იმუშავებს გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია და უზრუნველყოფილი იქნება განიავება, მაგრამ გამოცდების დროს კონდიციონერები სამწუხაროდ ვერ იმუშავებს. თუ გამოცდების დაწყებამდე გამოქვეყნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა ეს რეკომენდაციები გადაიხედება“, -აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისივე თქმით, ყველა…

მეტი...

“კორონავირუსი უხანში, შესაძლოა, გასული წლის აგვისტოში გავრცელდა” – ჰარვარდი

კორონავირუსი ჩინეთში, შესაძლოა, გასული წლის აგვისტოში გავრცელდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევა თანამგზავრით გადაღებულ ფოტოებსა და საძიებო სისტემაში შეყვანილ მონაცემებს ეყრდნობა. „უხანის საავადმყოფოსთან ავტომობილების გაზრდილი გადაადგილება და საძიებო სისტემაში სიმპტომების შეყვანა წინ უძღოდა კორონავირუსის პანდემიის დოკუმენტირებულ დასაწყისს. აგვისტოში საძიებო სისტემებში გაზრდილი იყო ისეთი სიტყვების ჩაწერა, როგორიც არის გაციება და დიარეა, რაც გრიპის წინა სეზონებში არასდროს მომხდარა“, – ნათქვამია კვლევაში. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კვლევის დასკვნას სასაცილო უწოდეს. „ვფიქრობ, ეს სასაცილოა, წარმოუდგენლად სასაცილოა ზედაპირული დაკვირვების საფუძველზე ასეთი დასკვნის გაკეთება“, – განაცხადა…

მეტი...

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ეპიდემიოლოგიურადაც, უსაფრთხოების კუთხითაც, პოლიტიკურადაც, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ” – დიმიტრი ხუნდაძე

„ვფიქრობ, პოლიტიკურ პროცესს არჩევნების გზით საზოგადოება დაარეგულირებს, მაგრამ საარჩევნო პროცესი შესაძლოა ხელშემწყობი აღმოჩნდეს ეპიდვითარების გაუარესებისთვის. მით უმეტეს, თუ ჩვენ ამას სწორად არ დავგეგმავთ. შესაძლოა ეს ვინმეს ასეც უნდოდეს, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ეპიდემიოლოგიურადაც, უსაფრთხოების კუთხითაც, პოლიტიკურადაც, რომ არჩევნები ჩატარდეს უსაფრთხოდ“,-ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ხელისუფლებამ კრიზისი კარგად მართა და ამას არსებული სტატისტიკაც ადასტურებს, მაგრამ მისივე განცხადებით, კვლავ ვრჩებით პანდემიის რეჟიმში და საჭიროა სიფრთხილე და რეგულაციის ნორმების ზედმიწევნით დაცვა. „ამ დრომდე ჩვენ კრიზისი სწორად ვმართეთ. გვაქვს დაინფიცირების ერთერთი ყველაზე…

მეტი...

„კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს შეზღუდვა, რეგულაციები არ არის კომფორტული, თუმცა ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გავრისკოთ ჩვენი საზოგადოების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“ – ანრი ოხანაშვილი

კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს შეზღუდვა, რეგულაციები არ არის კომფორტული, თუმცა ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გავრისკოთ ჩვენი საზოგადოების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომ, მე მჯერა, რომ ყველა ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას მის განხილვაში, ხოლო დაჩქარებული იმიტომ არის, რომ ეფექტიანად გავუმკლავდეთ ჩვენ ამ ვირუსთან ბრძოლას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განხილვის საკითხს. „ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, და ჩვენი საზოგადება ამას ძალიან კარგად ხვდება, რომ  პანდემიასთან ბრძოლა არაა დასრულებული, გადავედით კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე და…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულებებისთვის ჩვენს მოქალაქეებს, კომპენსაციების სახით, უკვე 2 მლნ. ევრო აქვს გადახდილი“ – რატი იონათამიშვილი

„სტრასბურგის სასამართლო არის უმნიშვნელოვანესი თუნდაც იმისთვის, რომ ყველაზე სწორად და ზუსტად აფასებს ერთი მხრივ, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას და მეორე მხრივ, თუ რამდენად არის შესაძლებელი ეროვნულ სასამართლოებში იპოვო მოქალაქემ სამართალი. ეს სკამები, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ეკუთვნის,  მაშინაც, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ანგარიშის მოსმენა კომიტეტების სხდომაზე გაიმართა და ახლაც ცარიელია. ეს ნამდვილად არ მიკვირს“, – აღნიშნულის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სტრასბურგში საქართველოდან საქმეების გადინება  80%-ით არის შემცირებული. მონაცემების მიხედვით, 2009 წელს სტრასბურგში გაგზავნილი იყო 20122 საქმე, ხოლო 20016 წლის მაგალითით…

მეტი...

„დღეს გავხსენით ეკონომიკა და ძალიან მცირეა დარჩენილი შეზღუდვების ნუსხა, ამან დადებითად იმოქმედა ლარის კურსზე და ვხედავთ, რომ ჩვენი ნაციონალური ვალუტა გამყარდა“ – ირაკლი მეზურნიშვილი

„პანდემიამ შეცვალა მსოფლიოს ეკონომიკური დღის წესრიგი და გამოიწვია ძალიან სერიოზული რეცესია მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანაც  გლობალური  მსოფლიოს ნაწილია და მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი ჩვენთვის ძალიან კარგად დაიწყო მაკროეკონომიკური მაჩვენებელების პარამეტრებით,  პანდემიამ თავისი ნეგატიური სიტყვა თქვა ჩვენს ეკონომიკაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლსეობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა დღეს პლენარულ სხდომაზე. მან კოლეგებს შეახსენა, რომ წლის დასაწყისში,  პანდემიის გამოცხადებამდე ქვეყანაში ძალიან შემცირებული ინფლაცია გვქონდა. ასევე, დაიწყო ლარის კურსის გამყარება და იანვარში ლარის კურსი 2,75-მდე იყო  და 5,1% ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა. მაგრამ პანდემიამ მძიმე გავლენა იქონია ჩვენს ეკონომიკაზე და როგორც დეპუტატმა განაცხადა,…

მეტი...

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც თორნიკე რიჟვაძე ანგარიშს წარადგენს, ხმაური იყო

ხმაურით დაიწყო აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა, სადაც მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს ისმენენ. „ნაციონალური მოძრაობის“დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა თორნიმე რიჟვაძეს სიტყვა გააწყვეტინა და დარბაზში მოქალაქეების შემოყვანა მოითხოვა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მას განუმარტა, რომ დარბაზი სავსეა, რის გამოც მოქალაქეების დასწრება შეუძლებელი იყო, რასაც ბაგრატიონის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირება ურთიერთბრალდბებში გადაიზარდა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ბაგრატიონს თავმჯდომარემ ორჯერ გაფრთხილება მისცა, შემდეგ დააჯარიმა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა. ბაგრატონმა თავდაპირველად დარბაზი არ დატოვა, რის გამოც შესვენება გამოცხადდა. ხმაური შესვენების შემდეგაც გაგრძელდა. ბაგრატიონმა სხდომა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, როცა მასთან თორნიკე რიჟვაძე მივიდა და შესთავაზა…

მეტი...

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გ​იორგი კაკაურიძე, ცოტნე ყავლაშვილი და ნიკოლოზ გაგუა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის მომხსენებლებად დაინიშნენ. ბიუჯეტის პროექტს პლენარულ სხდომაზე გიორგი კაკაურიძე წარადგენს. ასევე მთავრობის წევრებმა მოიწონეს 2020 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი. ბიუჯეტის კორექტირებული დოკუმენტი საქართველოს პარლამენტში უკვე შევიდა . ფინანსთა სამინისტრომ დღეს მთავრობის სხდომაზე 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

მეტი...