ინფექციური საავადმყოფო დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ხვალ სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს  ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოში 46 პაციენტი იმყოფება. როგორც ალექსანდრე გოგინავამ აღნიშნა, დღეს ინფექციური საავადმყოფო ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ხვალ კი, შესაძლოა, კლინიკა სამმა პაციენტმა დატოვოს. „ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 46 პაციენტი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო სიმძიმის. ასევე, გვყავს მსუბუქი პაციენტები. ორი მძიმე პაციენტი რჩება, თუმცა მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულს, დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა კლინიკა. ხვალისთვის ველოდებით სამ პაციენტთან განმეორებით პასუხებს და სავარაუდოდ ხვალ სამი პაციენტი დატოვებს საავადმყოფოს. დღეს ჩვენს კლინიკაში დადასტურებული შემთხვევა არ გვქონია“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

მეტი...

კომპანია, რომლის სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის იანვარში 30 000 ლარით დაჯარიმდა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ობიექტს, საიდანაც დღეს მუშა გადმოვარდა და დაიღუპა, შპს „სი ემ სი მეზღვაური“ აშენებს. უწყების ცნობით, აღნიშნული კომპანიის მიმართ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიმდინარე წლის იანვრის თვეში დაწყებულია სამშენებლო ადმინისტრაციული სამართალწარმოება უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. სამართალწარმოების ფარგლებში, აღნიშნული კომპანია მუნიციპალური ინსპექციის მიერ დაჯარიმებული იქნა 30 000 ლარით და მიმდინარეობს საქმისწარმოება. საქართველოს მთავრობის 477-ე და 361-ე დადგენილებების შესაბამისად, ობიექტზე უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში ინსპექცია შესაძლებლობას მოკლებულია სამუშაოების შეჩერება მოითხოვოს. ბათუმში მშენებარე ობიექტიდან დღეს მუშა გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მეტი...

“პატრიარქის მოღვაწეობა დასტურია, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს” – მეუფე შიო

“ილია მეორის მოღვაწეობა არის დასტური, რომ ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა. მან მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა. „ეს არის დღე, ჩვენი წმინდა ეკლესიის დაბადებისა, ეს არის დღე, რის გამოც, უფალი იესო ქრისტე მობრძანდა ამ ქვეყნად, რის გამოც განკაცდა. ეს იყო მისი მიზანი, რომ დაეარსებინა თვისი ეკლესია და სულიწმინდის მადლი გარდამოევლინა ჩვენზე. გილოცავთ ამ დიდებულ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს დალოცვას და ლოცვა-კურთხევას. დღეს ჩვენ ვიგალობეთ საგალობელი, რომელიც ყველამ იცით, „რაოდენმა ქრისტეს მიერ ნათელ…

მეტი...

ბათუმში 28 მამაკაცი მშენებლობიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული 28 წლის მამაკაცი მე-16 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სამუშაოებს შპს „CMC მეზღვაური“ აწარმოებს. როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ამ კომპანიის მიმართ უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის იანვარში დაიწყო სამართალწარმოება და ის 30 000 ლარით არის დაჯარიმებული. გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

რა შეზღუდვები მოიხსნება და რჩება ძალაში ხვალიდან საქართველოში?

ხვალიდან, 8 ივნისიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. დასაშვები გახდება ყველა სახის მომსახურება იმ სასტუმროებსა და რესტორნებში, რომელიც უსაფრთხოების ზომებს აკმაყოფილებს და შესაბამისი რეკომენდაცია აქვს. ასევე, აღდგება საქალაქთაშორისო მიმოსვლა მეორე და მესამე კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. მგზავრები ვალდებულნი იქნებიან, ეკეთოთ პირბადე. ამასთან, გაიხსნება ვალუტის გადამცვლელი პუნქტები. აკრძალული რჩება სპორტული, კულტურული, გასართობი ღონისძიებები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები და აქტივობები.

მეტი...

ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ გალთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იზოლატორში არიან გადაყვანილები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია სამი ახალგაზრდა. მათი დაკავება მოხდა სოფელ ფახულანის ლანჯისის უბანსა და გალის რაიონის სოფელ ლეკუხონას საზღვართან. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

“ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, თუმცა არ მიგვიღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ. სომხეთის პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში ამჟამად ჰოსპიტალიზაციის რიგს კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტი ელოდება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში იყო შემთხვევა, როდესაც “კოვიდ-19”-ით ადამიანი სამედიცინო დახმარების დაგვიანების გამო გარდაიცვალა. ფაშინიანი აცხადებს, რომ საზოგადოებას კორონავირუსის არსებობის არ სჯერა. “ამბობენ, რომ ეს სიცრუეა, რომ კორონავირუსი არ არსებობს და მთავრობა ციფრებს იმიტომ აქვეყნებს, რომ დახმარება მიიღოს. ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ, თუმცა არ მიგვიღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის. შეგვიძლია, ეს ჯოჯოხეთი გავიაროთ ჰუმანიტარული კატასტროფის გარეშე”- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID – 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 36-ს შეადგენს

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID – 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 36-ს შეადგენს. ბოლო ინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც რეგიონში ახლახან დაბრუნდა. ახალგაზრდა სამკურნალოდ გუდაუთის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოკუპირებულ ცხინვალში კი COVID – 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 57- ია, 12 ახალი შემთხვევა გუშინ გამოვლინდა. ინფიცირებულები აქაც რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტები არიან.

მეტი...

მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, ქვეყანა შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნისთვის ემზადება. თამარ არჩუაძის განმარტებით, მიმდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების მომზადება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად იმ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნდა. ,,ვემზადებით პირველი ივლისისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად პრაქტიკულად მზად არის. მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მართვაში მყოფი შიდა აეროპორტების მომზადება ფრენებისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, რათა მგზავრებმა შეძლონ დაწესებული მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა“ – განაცხადა თამარ არჩუაძემ. მისივე განმარტებით, მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ.…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა და 402 283 შეადგინა. ბოლო მონაცემებით, აღიცხულია კოვიდინფიცირების 6 983 734 შემთხვევა, 3 413 749 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ (112 096 ადამიანი), მეორეზე – დიდი ბრიტანეთი (40 465 ადამიანი), მესამეზე – ბრაზილია (36 044 ადამიანი), მეოთხეზე – იტალია (33 846 ადამიანი), მეხუთე ადგილზე კი საფრანგეთია (29 142 ადამიანი).

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 809 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 674-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

რუხის საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

რუხის საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. როგორც საავადმყოფოს დირექტორი ირაკლი გვაზავა აცხადებს, რუხის საავადმყოფოში 18 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან ხუთი კორონავირუსით ინფიცირებულია. გვაზავას თქმით, ყველას მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...