“უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, არ ჩამოვა” – თენგიზ ცერცვაძე

“უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე, ასეთ შემთხვევაში არ ჩამოვა, არც ჩვენი ტურისტი არ გავა იქ ორკვირიანი კარანტინის ფასად”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „ვიცი, სახელმწიფო სტრუქტურები ფიქრობენ, რომ რეგულაციების ოქროს სტანდარტი იპოვონ. ერთი მხრივ, ისეთი რეგულაციები უნდა შემოიღონ, რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება და მეორე მხრივ, არ დაუკარგოს ტურისტს შემოსვლის არ დაუკარგოს, რადგან ძალიან მკაცრი რეგულაციები თუ დაუწესე, არ შემოვა ტურისტი, ან არ დაუკარგოს აქედან გასვლის სურვილი. მიმაჩნია, რომ არ უნდა იქნას საკარანტინო ზომები. უცხოეთიდან ჩამოსული ტურისტი ორი კვირა თუ კარანტინში გააჩერე,…

მეტი...

“მგონია, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა იქნება, მაგრამ ნაკლებად ძლიერი, ვიდრე პირველი” – თენგიზ ცერცვაძე

“მსოფლიოში ღმერთის გარდა არავინ იცის, მეორე ტალღა იქნება თუ არა”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა. მისი თქმით, მეორე ტალღა მოსალოდნელია ოქტომბერ-ნოემბრიდან და ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა ამას სეზონური ბუნება. „ყველაფერი ეს ვარაუდებია და ეს ვარაუდები აგებულია იმაზე, თუ როგორ იქცევიან სხვა რესპირაციული ინფექციები, მაგალითად გრიპი და სხვა. ველოდებით ოქტომბერ-ნოემბრიდან, დამოკიდებულია იმაზე, რა ბუნება აქვს კორონავირუსს. მას აქვს ისეთივე ბუნება როგორც გრიპის ვირუსს, რომელიც ცივ პერიოდებში აქტივირდება, ხოლო ცხელ პერიოდებში მისი აქტივობა იკლებს. თუ კორონავირუსს არ აქვს ასეთი სეზონური ბუნება, შეიძლება, არც იქნეს…

მეტი...

“დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ” – ნათია თურნავა

„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. რა სავალდებულო რეგულაციები დახვდება ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორს, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ გარკვეულ ქვეყნებში იმოქმედებს გამარტივებული პროცედურები და დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ, სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ. „რაც შეეხება კონრეტულ ქვეყნებს, მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება, ეს სიტუაცია მუდმივად იცვლება. „ამიტომ, ჩვენ გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ. მთავარი ჩვენთვის არის უსაფრთხოება. ჩვენ…

მეტი...

იაპონიაში აუზებისთვის სპეციალური პირბადეები შექმნეს

იაპონურმა კომპანიამ აუზებისთვის სპეციალური პირბადეები შექმნა, რომლებიც სპორტული კომპლექსების შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია „ასაჰი” იტყობინება. პირბადეები გამჭვირვალე მასალისგან არიას დამზადებული, სახის ქვედა ნაწილს ფარავს და წყალში არ ცურდება, რაც ადამიანს მისი მოხსნის გარეშე ცურვის საშუალებას აძლევს. თავდაპირველად პირბადეები ხელნაკეთი იყო. 10 ცალის ფასი კი 260 დოლარს შეადგენდა. დღეისათვის კომპანია თვეში 10 ათას პირბადეს უშვებს, მაგრამ მათზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ შეკვეთის ლოდინი მომხმარებლებს 1 თვემდე ელის.

მეტი...

ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, მ.ხ.-ს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მ.გ.-ს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 3 ივნისს, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N83-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ.ხ.-მ ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ვ.კ.-ს ჯგუფურად ფიზიკური…

მეტი...

“ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდა ერთ-ერთ ქორწილს უკავშირდება” – ირანის პრეზიდენტი

“ირანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდა ერთ-ერთ ქორწილს უკავშირდება”, – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ გააკეთა. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, არსებული მდგომარეობის მიუხედავად ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს და ეკონომიკა ღია უნდა იყოს. „ამ გარემოებაში სხვა არჩევანი არ გვაქვს – უნდა ვიმუშაოთ, საწარმოებმა უნდა იმუშაოს, მაღაზიები ღია უნდა იყოს, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ქალაქებს შორის გადაადგილება“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ. საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ირანში ვირუსის 169 425 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 8 209 ადამიანი.

მეტი...

სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ, 15 ივნისიდან აღდგება

სარკინიგზო მიმოსვლა სავარაუდოდ, 15 ივნისიდან აღდგება. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, მზად არიან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინონ და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყონ. „რეკომენდაციების შემუშავების პროცესში საქართველოს რკინიგზაც იყო ჩართული. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაცხადებდით, რომ მზად ვართ, მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისთვის, რაც ჩვენი მხრიდან ყველა რეგულაციის შესრულებას გულისხმობს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული გვაქვს მგზავრობის სპეციალური ინსტრუქცია. კერძოდ, ვაგონოს შესასვლელებში გამცილებლები მგზავრებს ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარებით. მნიშვნელოვანია, მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. არ დაიშვებიან მგზავრები პირბადის გარეშე…

მეტი...

“ტურიზმის აღდგენა საქართველოსთვის დიდი გამოცდა იქნება” – თენგიზ ცერცვაძე

“ტურიზმის აღდგენა საქართველოსთვის დიდი გამოცდა იქნება”,- ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, საქართველომ წარმატებით გაიარა შეზღუდვების მოხსნის ეტაპი, ამიტომ ახლა მთავარ გამოცდას ქვეყნისთვის ტურისტული სეზონის განახლება წარმოადგენს. „ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა, იმიტომ რომ შეზღუდვების მოხსნის პირობებში საზოგადოებამ მაინც შეინარჩუნა ის ჩვევები და ქართველებმა გამოავლინეს მათთვის არადამახასიათებელი მობილიზება და პასუხისმგებლობის გრძნობა და ამიტომ შეზღუდვების მოხსნა კარგად გადაიტანეს. ჯერ ზღვაზე გასვლის მასობრივი სეზონი და შემდეგ უკვე საერთაშორისო ტურიზმის გახსნა იქნება ძალიან დიდი გამოცდა“, – აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, ყველაზე დიდ გამოწვევას სწორედ საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას წარმოადგენს და სახელმწიფომ…

მეტი...

რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება? – თენგიზ ცერცვაძის განმარტება

“ზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება”, – ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი…

მეტი...

მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებულ რვა პირს ჯარიმა დაეკისრა, ერთს კი, სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა

კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე გუშინ დაკავებულ რვა პირს, სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის გამო, 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ერთის მიმართ კი, მოსამართლე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა. მინდია ლავასოღლის ახლობლები აჭარის პროკურატურასთან პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ. ლავასოღლის დის, ირინა გორაძის განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, ორშაბათს კი, ისინი გენერალურ პროკურატურაში შეხვედრას გეგმავენ, რაზეც მსჯავრდებულის ექსტრადაციაზე იქნება საუბარი. „პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე ექსტრადიციის საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდება. მინდიას ადვოკატს დაუკავშირდნენ გენერალური პროკურატურიდან და ორშაბათს წავალთ შეხვედრაზე“, – ამბობს ირინა გორაძე. მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები მეექვსე დღეა, აჭარის პროკურატურასთან აქციებს აწყობენ. 15-მდე ადამიანი…

მეტი...

კახა კალაძე აცხადებს, რომ პირს, რომელიც მას მაისურის შემოხევაში სდებს ბრალს, მაისურს ჩუქნის

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში გუშინ მომხდარ ინციდენტში ძალადობას ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, ადგილზე მივიდნენ პროვოკატორები, რომლებსაც არეულობის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება. მათ ეს არ გამოუვიდათ. არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. სარჩელის შეტანა მათი უფლებაა, შსს თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა კალაძემ. რაც…

მეტი...

“დაგავიწყდათ, რომ საქართველომ ტერიტორიის თითქმის მესამედი დაკარგა?” – ლუკაშენკო

“ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც უბედურება არ უნახავს”, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ახალი მთავრობის დანიშვნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლუკაშენკომ ჩამოთვალა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, რომლებიც პრობლემების წინაშე დადგნენ, მათ შორის საქართველო. „ბელარუსი ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც უბედურება არ უნახავს. ზოგიერთ ბელარუსს ჰგონია, რომ უკრაინა სადღაც შორს დაანგრიეს, ომი იქ მიდის, წაართვეს ტერიტორიის ნაწილი. სადღაც შორს მოლდოვაა, რომელიც შუაზე გახლიჩეს – დნესტრისპირეთი და დასავლეთ ნაწილი. დაგავიწყდათ, როგორ ომობდნენ ლიეტუვაში, ბრძოლით იცავდნენ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საბჭოთა დროს გორბაჩოვის პერიოდში? დაგავიწყდათ, რომ დღეს ჯერ კიდევ ცეცხლი უკიდია კავკასიას, სომხები აზერბაიჯანელებს ეომებიან? ვერ თანხმდებიან.…

მეტი...

„ეს ყველაფერი ჰგავს ხეს, რომელსაც ყლორტს  ნაჯახით აჭრიან“ – გაიანე სეროპიანი „მედიაცენტრ მთავარში“

„მივცეთ ადამიანს შესაძლებლობა ნორმალური სასკოლო განათლება მიიღოს“ – ეს განცხადება ნინოწმინდიდან ჩამოსულმა პედაგოგმა გაიანე სეროპიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მან ადგილობრივების გზავნილი გაახმოვანა და დაკავებული მოზარდის პატიმრობიდან გათავისუფლება ითხოვა. „პედაგოგად მუშაობის დიდი სტაჟი მაქვს, თან  გენდერული თანასწორობის განყოფილებაში ვმუშაობ, ამ მოზარდსაც კარგად ვიცნობ, ეს ყველაფერი ჰგავს ხეს, რომელსაც ყლორტს  ნაჯახით აჭრიან.  მივცეთ ადამიანს შესაძლებლობა, ნორმალური სასკოლო განათლება მიიღოს. გამოუშვან თავდებში და გამოძიება განაგრძონ. ეს მიმაჩნია სწორ ქმედებად. ის ჯერ ნორჩია, ახალგაზრდა და ნუ დავუნგრევთ ცხოვრებას. ეს ადამიანი 12 წლის განმავლობაში სკოლაში წარჩინებული მოსწავლე იყო. ხომ ხვდებით, მისი მხრიდან რა მონდომება და…

მეტი...

“გარკვეული ძალები ცდილობენ, სამცხე-ჯავახეთში არიონ ვითარება. გაფრთხილებთ, გაფრთხილდით” – ადგილობრივების მიმართვა

„ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი თანაცხოვრება“ – ეს განცხადება  სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის სახელით დგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენელმა, ახალქალაქელმა პედაგოგმა არმინე მინასიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.   როგორც მინასიანმა აღნიშნა, სამცხე-ჯავახეთში ვითარება ყოველი არჩევნების წინ იძაბება. „როგორც კი არჩევნებს ვუახლობდებით, გარკვეული ძალები ყოველთვის ცდილობენ, სამცხე ჯავახეთში დაძაბონ და არიონ ვითარება. ცეცხლს ეთამაშებით. ჩვენ ვართ ძალა, 21 000 ადამიანი არის ძალა და ეს უსამართლობა თუ არ დასრულდა, ვითარება უფრო გართულდება, არმენი არ არის კრიმინალი, არმენი არ არის მსროლელი, არენი არ არის ის, ვისაც ე.წ. პოლიტოსები წარმოაჩენენ. გაფრთხილდით და მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ გვინდა მშვიდობა…

მეტი...

არმენ მკოიანს თავდებში უდგებიან და მისი გათავისუფლების მოთხოვნით 21 000 ხელმოწერა შეაგროვეს

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა დაკავებული მოზარდის – არმენ მკოიანის გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მათ 21 000-მდე ხელმოწერა შეაგროვეს. ისინი არმენ მკოიანს თავდებში უდგებიან. განცხადების შინაარსი მათ დღეს “მედიაცენტრ მთავარში” გააჟღერეს. “გვინდა არმენ მკოიანის შესახებ ჩვენი მოსაზრება და სურვილების შესახებ მოგითხროთ: არმენ მკოიანი არის სკოლის მოსწავლე (12 კლასი), სკოლაში იგი გამოირჩეოდა სანიმუშო ყოფა-ქცევით. არასდროს არღვევდა სკოლის განაწესს. აგრეთვე, არის წარჩინებული მოსწავლე, რის გამოც გასულ წელს, როგორც წარჩინებულს სკოლისგან გადაეცა პრიზი – კომპიუტერი ე.წ. ლეპტოპი, წელსაც წარდგენილი არის დაჯილდოებისთვის. ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ არსენ მკოიანს. ვახასიათებთ მას დადებით ახალგაზრდას, რომელიც თანატოლებში, მასზე უფროსებსა…

მეტი...

„ვსაუბრობთ მინუმუმ 50 000 ადამიანის სახელით – გაათავისუფლეთ ოქროსმედალოსანი მოსწავლე პატიმრობიდან“ – სამცხე ჯავახეთის მოსახლეობის მოთხოვნა

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა 18 წლის წარმატებული, 12-ე კლასელი, ოქროსმედალოსანი მოსწავლის არმენ მკოიანის საპატიმროდან გათავისუფლებას ითხოვს. ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.    „ჩვენ, დღეს აქ წარმოვადგენთ ათასობით ახალქალელის პოზიციას. ჩვენ დღეს აქ წარმოვადგენთ იმ 21 000 ოჯახს, რომელთა ხელმოწერები და თხოვნა ამ ფურცლებზეა ასახული. თითო ადამიანის უკან კი მინიმუმ თითო ოჯახი დგას. დღეს ჩვენ აქ ვსაუბრობთ მინუმუმ 50 000 ადამიანის სახელით. ჩვენ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში  ყველა გვიცნობს და ყველამ იცი, რომ ჩვენ სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს ვართ, სხვა შემთხვევაში, ეს 21 000-მდე ხელმოწერა…

მეტი...

აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასა და ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილი, მშვიდობიანი პროტესტები და თანმდევი ძალადობა, რასაც ადგილი აქვს შტატებში, შეხსენებაა, რომ აშშ არის ქვეყანა, რომელიც დიდი ხანია ისწრაფვის და ზოგჯერ წინააღმდეგობებსაც აწყდება რთულ ბრძოლაში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებლად, რაც თავისთავად მოიცავს კანონის უზენაესობასა და სამართლიან და თანასწორ მოპყრობას ყველას მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში, ისე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო თვალყურს ადევნებს ღრმად შემაშფოთებელ ახალ ამბებს, რომლებიც უკავშირდება პოლიციელების მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფაქტს, 25…

მეტი...

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 725-მდე გაიზარდა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 197 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 8 855 ახალი შემთხვევა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 458 687 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 5 725-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 221 388 ინფიცირებული.

მეტი...

დევნილთა სააგენტო დევნილ ოჯახებს საერთო სარგებლობის ფართებს საკუთრებაში გადასცემს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილესთან დავით კვინიკაძესთან ერთად, ბაგებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე, საერთო სარგებლობის ფართების აზომვითი სამუშაოები უკვე დაიწყო. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, დევნილი ოჯახების მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში გადაეცემა. დაკანონების პროცესთან დაკავშირებულ ყველა პროცედურას, მათ შორის, კომპაქტური განსახლების ობიექტებში აზომვითი სამუშაოების ჩატარებას, სააგენტო საკუთარი რესურსით უზრუნველყოფს. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მეტი...

გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული შსს – ს თანამშრომელი გარდაიცვალა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. ექსპერტ კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა და ერთი ადამიანი დაშავდა.

მეტი...

“ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება” – იენს სტოლტენბერგი

“ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება”, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „არის გაკვეთილები, რომლებიც უნდა ვისწავლოთ, რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაც უნდა გამოსწორდეს. სწორედ ამიტომ, ახლა ჩვენ ვიწყებთ ამ კრიზისიდან გრძელვადიანი გაკვეთილის გათვალისწინებას იმისთვის, რომ მომავალში შევძლოთ უფრო სწრაფი რეაგირება. ამჟამად ჩვენ ფაქტობრივად ვმუშაობთ გეგმაზე კორონავირუსის მეორე ტალღისთვის, რათა შევძლოთ, ჩვენი ძალისხმევის დაჩქარება და გაძლიერება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი და რუსეთი პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამოყენებას ცდილობდნენ ნატო-ს მოკავშირეებს შორის უთანხმოების გამწვავებისთვის. „ისინი ცდილობდნენ, დაედანაშაულებინათ ნატო-ს მოკავშირეები კორონავირუსში. ცდილობდნენ,…

მეტი...

თბილისის ტერიტორიაზე საველე გეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფარგლებში საველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი განახორციელეს, რომელიც თბილისის ტერიტორიის ფარგლებში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოიცავს. აღნიშნული სამუშაოები ყველა სახის გეოლოგიური პროცესის (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი და სხვა) საველე პირობებში იდენტიფიცირებას გულისხმობს. კვლევების საფუძველზე მომზადდება გეოლოგიური საფრთხეების მონაცემთა ბაზა, კატალოგი/კადასტრი და ზონირების რუკა, შესაბამისი გეოლოგიური ანგარიშით. კვლევები ითვალისწინებს გეოლოგიური საფრთხეების მონიტორინგული სისტემის გაუმჯობესებას და მიღებული საბოლოო შედეგები ხელს შეუწყობს როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგრადობას, ისე მოსახლეობის დაცვას მოსალოდნელი სტიქიური…

მეტი...

ნაგვის ბუნკერში თავით „გადაეყუდა“ – შავებში  ჩაცმული ბებო, რომელიც მოწყალებას არ იღებს – “მედიაცენტრი მთავარის” დღის ფოტო  

ეს ფოტო „მედიაცენტრმა მთავარმა“ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ და პრესტიჟულ უბანში, პეტრიაშვილზე გადაიღო. შავებში ჩაცმული ბებო ნაგვის ბუნკერთან მივიდა, მიიხედ-მოიხედა, როცა დარწმუნდა, რომ მას არავინ უყურებდა და ირგვლივ ხალხი არ იყო, ბუნკერში პირდაპირ თავით „გადაეყუდა“. ბებომ ბუნკერიდან რამდენიმე, სავარაუდოდ, მისთვის საჭირო თუ გამოსადეგი „ნივთი“ ამოიღო, “პარკში” ჩაალაგა, მიიხედ-მოიხედა და გზა გააგრძელა. ანალოგიური გაიმეორა ბარნოვის ქუჩაზეც. სანამ არ დარწმუნდა, რომ მას არავინ უყურებდა, ბუნკერს არ მიეკარა. „მედიაცენტრი მთავარი“ შეეცადა, მას გასაუბრებოდა. ბუნებრივია, არ შევიმჩნიეთ, რომ ჩვენ ის დავინახეთ. უბრალოდ გამოველაპარაკეთ. ვუთხარით, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა, ბებომ გვიპასუხა, რომ არა, ის მოწყალებას არ…

მეტი...