“საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, გავერთობით, კინო აწი იწყება” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

“საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, გავერთობით, კინო აწი იწყება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ წარმომადგენლების მიერ საერთო კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით და იმის შესახებ განაცხადა, რომ ისინი ვერ თანხმდებიან. ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება და არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რაზეც შეთანხმდნენ. „ჩემი მოლოდინი არის ის, რომ პარლამენტში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს ამ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნისთვის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მგონია, რომ ჩვენ, ყველა მოვახერხებთ საარჩევნო სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ შემოთავაზებული სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხება“, – განაცხადა კახა კალაძემ

მეტი...

ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. შატლ-ავტობუსები იმოძრავებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. შატლ-ავტობუსები (Shuttle bus-ები) იმოძრავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. „მოვაგვარეთ ეს, შევთანხმდით და „შატლები“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით იმოძრავებს, ისევე, როგორც რკინიგზის სადგური გარემონტდება, რომელიც 1.5 კმ.-ით არის დაშორებული აეროპორტიდან და ქალაქისთვისაც კარგი იქნება, იმ „შატლს“ დაუკავშირდება ეს რკინიგზის სადგურიც და ჩვენი შტადლერები, რომლებიც მოძრაობს, ქუთაისშიც გაჩერდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

“მოდით, მცირე მანძილზე გადაადგილებისთვის გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები” – ხათუნა ზახაშვილი

“მოდით, სატრანსპორტო საშუალებებში დავუთმოთ ადგილი მათ, ვისაც ეს ტრანსპორტი ყველაზე მეტად სჭირდება; მცირე მანძილებზე გადაადგილებისთვის ისევ გამოვიყენოთ საკუთარი ფეხები და ვეცადოთ, რომ ნაკლებად ავიდეთ ტრანსპორტში, თუ ამისი გარდაუვალი საჭიროება არ არის”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისის რეალობაში, ყველა სატრანსპორტო საშუალებაში შეუძლებელია მუდმივად იყოს ადამიანების გარკვეული რაოდენობის კონტროლი. „ზოგ ქვეყანაში არის ასეთი რეკომენდაციები, რომ ტრანსპორტში რაც შეიძლება მცირე რაოდენობით იყვნენ ადამიანები, განთავსდნენ ჭადრაკულად და ა.შ. მაგრამ ასეთივე რეკომენდაცია ჰქონდა შვედეთსაც. ეფექტური გამოდგა თუ არა შვედეთის მაგალითის გადმოტანა საქართველოსთვის, ცხადია,…

მეტი...

“არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ შეიძლება ადამიანს ზარალი მიაყენოს” – ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განაცხადებით, არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზარალი შეიძლება მიაყენოს, ეს მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებას. „არც ერთი კვლევა არ ადასტურებს იმას, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზარალი შეიძლება მიაყენოს მაშინ, როდესაც მსოფლიოში პანდემიაა. აქ არ არის საუბარი იმ ნიღბებზე, რომელსაც იყენებს სამედიცინო პერსონალი, ანუ სპეციალურ რესპირატორებზე. საუბარია ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო პირბადეებზე. ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ნიღბის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ნიღბის გამოყენებით მიყენებული ზარალი რას გულისხმობს ამ შემთხვევაში? რა არის საპირწონე? კორონავირუსით ინფიცირება და…

მეტი...

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან სატელეფონო საუბარში, მარტი-მაისის პერიოდში, პრეზიდენტმა 200 ლარი და 98 თეთრი დახარჯა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისთვის მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მარტი-მაისის პერიოდში სალომე ზურაბიშვილი 50 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა. “აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით – ვიდეოზარით დაუკავშირდა, 32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით; 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტის მობულურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა. მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა“, – აცხადებენ ადმისნისტრაციაში.

მეტი...

“არავინ იცის, საკმარისი იქნება ვაქცინის ერთხელ გაკეთება, თუ მას მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი ექნება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში არ არსებობს საერთო აზრი იმაზე, როგორი დამცველობის უნარი ექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს – საკმარისი იქნება მისი ერთხელ გაკეთება, თუ მას მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი ექნება. „ვაქცინის შექმნა დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში სირთულეს არ წარმოადგენს, რთულია მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დადგენა. 100-ზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, აქედან 10-მდე გადის დაჩქარებულ კლინიკურ კვლევებს. ზოგიერთ კვლევაში უკვე აღნიშნულია საკმაოდ კარგი იმუნოგენობა, ანუ იმუნიტეტის გამომუშავების თვისებები. დაიწყო ამ ვაქცინების გამოყენება ადამიანებზეც, მაგრამ როგორც წამყვანი ლაბორატორიები და კომპანიები ამბობენ, მათი უსაფრთხოების გამოცდამდე ჯერ შორი გზაა. არ არსებობს საერთო…

მეტი...

“განკურნებული ადამიანის ორგანიზმში ვირუსი შეიძლება ისევ აღმოჩნდეს, მაგრამ ეს არაა ხელახლა ინფიცირება” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ყველა მკვლევარი უფრო მეტად იხრება იმ აზრისკენ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში, როგორც ცხვირ-ხახის ნაცხში, ასევე ფეკალიებში შეიძლება აღმოჩნდეს კორონავირუსი, მაგრამ ის აღარაა სიცოცხლისუნარიანი. „მსოფლიოში აქამდე არსებულ სამეცნიერო მასალებში ხელახლა ინფიცირება აღწერილი არაა. ყველა მკვლევარი უფრო მეტად იხრება იმ აზრისკენ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში, როგორც ცხვირ-ხახის ნაცხში, ასევე ფეკალიებში შეიძლება აღმოჩნდეს კორონავირუსი, მაგრამ ის არაა სიცოცხლისუნარიანი. PCR-დიაგნოსტიკის საშუალებით ხდება ვირუსის გენეტიკური მასალის, რნმ-ის აღმოჩენა. საზოგადოებისთვის ცნობილია საქართველოში ასეთი შემთხვევის შესახებ, როდესაც პაციენტს ეს გენეტიკური მასალა 2 თვის განმავლობაში ჰქონდა. ერთ-ერთი…

მეტი...

“სასწავლო პროცესი სექტემბერში რეგულაციების დაცვით აუცილებლად უნდა აღდგეს” – ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, სასწავლო პროცესი სექტემბერში რეგულაციების დაცვით აუცილებლად უნდა აღდგეს.  “სასწავლო პროცესი უნდა განახლდეს, რადგან ქვეყანა განათლების გარეშე ნამდვილად ვერ დარჩება. რეგულაციები, რა თქმა უნდა, სასწავლო პროცესებსაც შეეხებათ, რაც საერთაშორისო სტანდარტებით ეფუძნება იმას, რომ სასწავლო პროცესებს ჯანმრთელი ბავშვი და მასწავლებელი უნდა ესწრებოდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მათ აქვთ რესპირატორული სიმპტომები. ამასთან, დაცული უნდა იყოს ჰიგიენის ზოგადი წესები. სასწავლო ოთახები შეძლებისდაგვარად უნდა განიავდეს. რეკომენდაციებზე მუშაობა კვლავაც მიმდინარეობს. ამ ყველაფრის უზრუნველყოფა კი, სასწავლო პროცესების სწორად განახლებას უზრუნველყოფს,”- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.  

მეტი...

“ქვეყანაში კოვიდ ინფექციის გავრცელების 2 ცხელი წერტილი არსებობს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანას ამ დროისთვის 2 ცხელი წერტილი აქვს, სადაც კოვიდინფექციის სერიოზული გავრცელება შეინიშნებოდა – ქვემო ქართლის რეგიონი და ე.წ. საბურთალოს კლასტერი.​ “ორი ცხელი წერტილი გვაქვს ამჟამად ქვეყანაში. ერთი არის ქვემო ქართლის რეგიონი, სადაც 3 მუნიციპალიტეტში ჩვენ გვქონდა სერიოზული გავრცელება კოვიდ ინფექციის. ეს გახლდათ მარნეული, ბოლნისი და თეთრიწყარო. ამ სამ მუნიციპალიტეტზე მოდის მთელ ქვეყანაში დადასტურებულ შემთხვევათა 36%, აქედან ყველაზე მეტი – 185 შემთხვევა გვაქვს ბოლნისში, 43 მარნეულში და 43 თეთრიწყაროში. თეთრიწყაროში ბოლო შემთხვევის შემდგომ გავიდა 2 კვირა – ანუ ერთი ინკუბაციური პერიოდი. ვიმსჯელეთ და საჭიროდ ჩაითვალა, რომ შეიძლებოდა…

მეტი...

საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის ახალი პროტოკოლები შემუშავდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების გასახსნელად ახალი პროტოკოლების შემუშავება იქნება საჭირო. „საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების გასახსნელად ახალი პროტოკოლების შემუშავება მოგვიწევს. სტანდარტული პროცედურები შეიცვლება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უფრო მეტი უსაფრთხოება. გასაგებია, რომ თითოეული სპორტის სახეობის მიხედვით, თითოეული სპორტდარბაზისა და საცურაო აუზის თავისებურებების მიხედვით ამ დაწესებულებებმა თავიანთი პროტოკოლები უნდა შეიმუშაონ, მაგრამ ზოგადი წესები იქნება იგივე – შეძლებისდაგვარად დისტანცირება და ზოგადი ჰიგიენის წესების დაცვა“, – განაცხადა ზახაშვილმა.

მეტი...

“უნდა შევწუხდეთ და ვიდრე კორონავირუსი იქნება, ნიღბები ვატაროთ” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ესმის, რომ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მიჩვეული პირბადის ტარებას,  ამის გამო დამატებით დისკომფორტს განიცდიან. თუმცა, იმნაძის თქმით, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ლაბორატორიის მუშაკებს, ექიმებს მათთან შედარებით საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ნიღბის ტარება. „ქირურგები ჩვეულებრივ სამედიცინო ნიღაბს ატარებენ და იმისთვის, რომ ავადმყოფი გადაარჩინონ, საათობით უკეთიათ ნიღბები ოპერაციის დროს. ჩვეულებრივ, მოქალაქეებს არ მოეთხოვებათ სამედიცინო ნიღბების ტარება. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნიღბები შეუძლიათ, ატარონ“,- განაცხადა იმნაძემ. პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ ნიღბის გამოყენებით ვირუსის გადადების რისკი მკვეთრად მცირდება. „ვიდრე არ გვექნება იმის აბსოლუტური…

მეტი...

შსს ვარკეთილში მომხდარ ფაქტზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ა.ი. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 5 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. „პოლიციელებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ…

მეტი...

“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ახალი კონსტიტუციის შესაბამისი ცვლილებები შედის” – გურამ მაჭარაშვილი

“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა კონსტიტუციასთან თავსებადობის თვალსაზრისით გახდა საჭირო. მე-10 მოწვევის პარლამენტს უნდა დახვდეს ისეთი რეგლამენტი, რომელიც კონსტიტიუციასთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. „პარლამენტში ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები იქნებიან ფრაქციები, რომელთა მინიმალური რაოდენობა იქნება 7. ერთი და იმავე პარტიის მიერ წარდგენილი დეპუტატები ვერ შექმნიან 1-ზე მეტ ფრაქციას. ეს იმიტომ, რომ „პარტია უდრის ფრაქციას“ პოლიტიკურ პლატფორმაში აუცილებელი მიზანია, პარლამენტში პოლიტიკური პარტია იყოს წარმოდგენილი ზუსტად იმ ფორმატით, როგორც არის ის არჩეული“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. მისი განმარტებით, ერთი და იმავე პარტიის მიერ წარდგენილი…

მეტი...

“უახლოეს ხანში პოზიტიური სიურპრიზი გელით” – ტრამპი კორონავირუსის ვაქცინაზე

დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი. „გუშინ მქონდა შეხვედრა ვაქცინებთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან კარგი, საოცარი დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, უახლოეს ხანში პოზიტიური სიურპრიზი გელით. ასევე ძალიან კარგი, საოცარი ტემპით მიმდინარეობს მედიკამენტებზე მუშაობა. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ტრანსპორტირებისთვის მომზადებული ორი მილიონი ვაქცინა და ამ პროცესს დავიწყებთ, თუ ეს ვაქცინა უსაფრთხოების შემოწმებას გაივლის. ყველაზე კარგი ის არის, რომ არის შვიდი-რვა კომპანია, რომელიც მუშაობს ვაქცინაზე და ასევე – წამლებზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული“, – განაცხადა ტრამპმა

მეტი...

“ოკუპირებულ გალში მყოფი ქართული სკოლების პედაგოგები არიან გმირები” – როლანდ ნიჟარაძე

“ჩვენი მასწავლებლები არიან გმირები, ისინი დისტანციურ რეჟიმში ახერხებენ და ერთი პარაგრაფიც არ ჩაუგდიათ. დღეს ოკუპირებული გალიდან დარეგისტრირებულია 161 აბიტურიენტი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ეროვნულ გამოცდებში”, – ამის შესახებ აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ენგურს იქით, გალში ქართულ საჯარო სკოლებს აკრძალული აქვთ ქართული ენის სწავლება. განათლების სისტემა გადასულია მთლიანად რუსულად სწავლებაზე. “შექმნილი ვითარების მიუხეადვად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაეგისტრირებული 161 აბიტურიენტიდან, მხილოდ 14 ბარებს ეროვნულ გამოცდას რუსულად, დანარჩენი ყველა ქართულად. „ეს რა თქმა უნდა არის მასწავლებლების და დირექციის დამსახურება, ისინი არიან გმირები“, – აღნიშნა აფხაზეთის კულტურისა და განათლების…

მეტი...

“საერთოდაც არ მაქვს გადაწყვეტილი, ვიქნები თუ არა შემდეგი პერიოდი პოლიტიკაში აქტიური” – თამარ ხულორდავა

“საერთოდაც არ მაქვს გადაწყვეტილი, ვიქნები თუ არა შემდეგი პერიოდი პოლიტიკაში აქტიური”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ხულორდავამ განაცხადა. „ვფიქრობთ, ერთმანეთში ვმსჯელობთ, რამდენიმე კოლეგას გვაქვს მჭიდრო კონსულტაციები, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, ფაქტია, რომ მარტო ადამიანი პოლიტიკაში არ არსებობს. საერთოდაც არ მაქვს გადაწყვეტილი, ვიქნები თუ არა აქტიური შემდეგი ციკლის განმავლობაში პოლიტიკაში“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

მეტი...

“საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენგან არანაირი პრობლემა არ შეექმნება” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია გიორგი რურუას პატიმრობის პოლიტიკურ ჭრილში რამე ფორმით განხილვა. „შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია. ჩვენგან საკონსტიტუციო ცვლილებებს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მთავარია, იმ დეპუტატებმა, ვისაც საჯაროდ აქვთ გამოხატული მხარდაჭერის მიზანი, სამივე მოსმენისას მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. თუ ეს ასე იქნება, ამ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები არანაირი საფრთხის წინაშე არ დადგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მეტი...

“ოპოზიციიდან ბევრი გაფორმდა მედიაში, რათა „ჯიგრულ პონტში“ აეღოთ ნებართვა და კომენდანტის საათის დროს ემოძრავათ” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში, საშვის მოსაპოვებლად გაფორმდნენ მედიაში და როგორც ჟურნალისტებმა, საშვი მიიღეს. „ახლა მოგიყვებით ერთ სახალისო რაღაცას, პარლამენტში ძალიან საინტერესო ვიზიტი გვქონდა – ანგარიშის წარდგენა. ესეიგი, ამ ოპოზიციამ, რომელსაც მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, ოპოზიციას და ოპონირებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან ეს არის განვითარების ერთადერთი გზა იმიტომ, რომ კრიტიკა ყველაფრის მამოძრავებელია, პირველ რიგში – პროგრესის. „ჯიგრულ პონტშიო“, გახარიამ თქვა კორუფციაზეო, სინამდვილეში, ვთქვი საშვის დაშვებაზე. ახლა, ეს ჩვენი ოპოზიცია, რომლებმაც ეს თქვეს, თურმე ისეთი ანგელოზები არიან, ზუსტად ვიცი ბევრი მათგანი,…

მეტი...

“მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე ცხრა პირია დაკავებული” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებულია ცხრა პირი. დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით განხორციელდა, რაც სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დაკავება ბათუმი-სარფის მაგისტრალის ახალსოფლის მონაკვეთზე მოხდა, სადაც ლავასოღლის მხარდამჭერებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები ლავასოღლის თურქეთიდან ექსტრადიციას ითხოვენ.

მეტი...

“20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება” – გიორგი გახარია შესაძლო გადადგომაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.   გიორგი გახარიას განცხადებით,  20 ივნისს ისევ პრემიერი იქნება და პოსტის დატოვებას არც არჩევნებისთვის აპირებს. “ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს ინფორმაცია გავრცელებული ჩემი გადაგომის შესახებ. მინდა მადლობა გითხრათ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ დასვით ეს შეკითხვა. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები რეალურად – ვიქნები მთავრობაში, ვიქნები ხელმძღვანელი თუ ფერმერი, მე ჩემს გასაკეთებელს ყველაგან გავაკეთებ. უკიდურესად მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმით, რასაც ვაკეთებ და საიდანაც ვაკეთებ. ამიტომ გპასუხობთ, 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს…

მეტი...

რუსთავის მერიაში რუსთავის მერის მოადგილის ცემის ფაქტს ადასტურებენ

რუსთავის მერის მოადგილის ცემის ფაქტზე განცხადება რუსთავის მერიაშიც გაკეთდა. ადმინისტრაციის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია თავად გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავის მერიის შენობაშივე დააკავეს. “მერის ადმინისტრაციულ შენობაში გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. გამოძახებული იქნა შესაბამისად საპატრულო პოლიცია. საქმე გადაცემულია სამართალდამცავი ორგანოებისთვის და მიმდინარეობს გამოძიება. ამ საკითხზე სხვა კომენტარს არ ვაკეთებ,” – განაცხადა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის უფროსმა ნინო ნიკოლავამ. შეგახსენებთ, რუსთავის მერის მოადგილე გოჩა ლორია სცემეს. მას ფიზიკური დაზიანებები ერთ-ერთმა მოქალაქემ მერიის შენობაში მიაყენა. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის აღძრული, რაც ძალადობას გულისხმობს. 34 წლის მამაკაცს, რომელსაც რუსთავის მერის მოადგილის ცემაში ადანაშაულებენ, ბრალი…

მეტი...

“ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს, რომ როდესაც სახელმწიფო სამსახურში მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქონებრივი დეკლარაცია უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ის დეტალურად აქვს შევსებული. „იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაცა გავყიდე, რაღაცა ნაწილში მეც ვღარიბდები. ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ როდესაც სახელმწიფო სამსახურში მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. ახლა რა გინდათ, მოგიყვეთ ჩემ წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?“,- განაცხადა გახარიამ, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ქონებრივი დეკლარაცია რამდენიმე დღის წინ არის შევსებული და თქვენს საბანკო ანგარიშზე 100 ლარამდეა ასახული, თუმცა 2015 წელს თქვენს ქონებრივ დეკლარაციაში იყო მიწის ნაკვეთები, ბინა. 2015 წლის შემდეგ სად ქრება ეს ქონება, რომელიც, ფაქტობრივად, აღარ არის…

მეტი...

“მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა” – გიორგი გახარია

“მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა და კარგად ხედავთ, რიკოთის უღელტეხილზე რა სამუშაოები მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, იმერეთში სტუმრობისას განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო მოახერხებს, რომ იყოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, რომელიც მართავს ინფექციის გავრცელების რისკებს და მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური აქტივობა ეტაპობრივად, ფრთხილად და გონივრულად აღადგინოს. „ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შესაბამისად, ჩვენ რეგიონებში ვათვალიერებთ, როგორ მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ანტიკრიზისული გეგმა გავაცნოთ თითოეულ მოქალაქეს და ვნახოთ, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, ტემპი როგორია. გასაგებია, რომ პანდემიიდან გამომდინარე, სამი თვის განმავლობაში ეს ტემპი დავკარგეთ,…

მეტი...

“ჩაგვბარდა, ჩვენთან არის. ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა” – ვაჟა სირაძე ვარკეთლში დაკავებულ მამაკაცზე

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან უმისამართოდ ისროდა, პოლიციას ჩაბარდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, მოლაპარაკების შედეგად პიროვნებამ დატოვა საცხოვრებელი სახლი. „ჩაგვბარდა, ჩვენთან არის. ღონისძიების შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად უტარდება სასწრაფო სამედიცინო დახმარება. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, ეს პიროვნება იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში. მასთან ვაწარმოებდით რამდენიმე საათიან მოლაპარაკებას, რის შემდეგაც, მან მიიღო გადაწყვეტილება და გამოვიყვანეთ უსაფრთხოდ საცხოვრებელი სახლიდან. დეტალები ზუსტდება და მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მეტი...

“თეა წულუკიანს დაწინაურების ყველანაირი რესურსი აქვს, მის კარიერულ ზრდაში დარწმუნებული ვარ” – გიორგი გახარია

ინტერპრეტაციების თემა იყო და მკითხეს, რას იზამთ, თეა წულუკიანს დატოვებთო? ვუპასუხე, კიარ დავტოვებ, დავაწინაურებ-მეთქი. თეა წულუკიანს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა დაწინაურდეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, თეა წულუკიანს ურთულესი სამინისტროს მართვის უდიდესი გამოცდილება აქვს. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ წულუკიანი ეფექტურად მართავდა და მართავდა იუსტიციის სამინისტროს. „ქალბატონ თეასთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივე შემთხვევა იყო, რაღაცა ალოგიკურ უშინაარსო, ნუ რაღაც მიზან-შედეგობრივ კავშირს ხომ უნდა ვიცავდეთ, როცა რაღაცას საუბრობთ პოლიტიკოსები. რაღაცაზე მკითხეს,  რომ ეს თქვენ გვერდზე გიზითო, რაღაც ინტერპრეტაციების თემა იყო და რას იზამთ, მას…

მეტი...

მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, დააკავეს

მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, დაკავებულია. ადგილზე გაუვნებელყოფის ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საცხოვრებელ ბინაში ჩაკეტილ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, ამ დროისთვის სამართალდამცველთა ოპერაცია დასრულებულია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და ოჯახის წევრებთან კონფლიქტის შემდეგ დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ სროლა. შსს-ს ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებული, დაკავებული ვარკეთილში მცხოვრები 46 წლის დავით ივანოვია.

მეტი...

“დიახ, ვიქნები პრემიერ-მინისტრი, 20 ივნისს ისევ მოგიწევთ ჩემგან ინტერვიუს აღება” – გიორგი გახარია ჟურნალისტს

საბოლოო ჯამში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, მთავრობაში ვიქნები, ხელმძღვანელი ვიქნები, თუ ფერმერი, ჩემს გასაკეთებელს ყველაგან გავაკეთებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ე.წ. გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე იქნება თუ არა ისევ პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიამ უპასუხა: „დიახ, ვიქნები“. „ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ და რა მიზნით არის ეს გავრცელებული ინფორმაცია ჩემი გადაგომის შესახებ. მინდა, მადლობა გითხრათ, რომ უკვე იმუნიტეტი შემძინეთ. არანაირი რეაქცია ამაზე აღარ მაქვს, იმდენჯერ დასვით ეს  შეკითხვა. საბოლოო ჯამში, კონცეპტუალურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პერსონალურად ჩემთვის, სად ვიქნები, რეალურად  – ვიქნები…

მეტი...

“ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული, მე თქვენზე ვარ დამოკიდებული, როგორ დაიცავთ წესებს, თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, რა რაოდენობით და როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს” – გიორგი გახარია

აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული – მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, რა რაოდენობით და COVID-ის თვალსაზრისით, როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ტურიზმის სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რაც ქვეყანამ შეძლო ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების რისკების მართვაში, უნდა აისახოს კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებში. „რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან, საიდანაც ჩვენ გვაქვს რეალური შანსი, პირველი ტურისტები მივიღოთ, ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ის, რაც ჩვენ შევძელით ინფექციის…

მეტი...

“ქვეყანაში იქნება სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება, აკმაყოფილებენ სტანდარტს და მათი სია ეცოდინება ყველას” – გიორგი გახარია

ქვეყანაში იქნება სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება, აკმაყოფილებენ სტანდარტს და ამ სასტუმროების ცხრილი ეცოდინება ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისივე ინფორმაციით, მხოლოდ გუშინ თბილისში 75 სასტუმრო შემოწმდა, საიდანაც 15-მა დააკმაყოფილა მოთხოვნები. „როგორც გითხარით, ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებში უკვე დაწყებულია კონკრეტული სასტუმროებისგან განაცხადების მიღება, რომ მოდი,  შემამოწმეთ და თუ ვაკმაყოფილებ, გავიხსნები. უკვე რაღაც რაოდენობა შემოწმებულია. გუშინ თბილისს ამოწმებდნენ და 75-დან 15-მა გაუძლო. ამ რიცხვმა არ უნდა შეგაშინოთ. უნდა იცოდეთ, რომ თბილისში ბევრი დიდი სასტუმროა, მაგრამ სტანდარტები უჭირს. იქ კონდიცირება და კიდევ ბევრი…

მეტი...

ამ წუთებში კორპუსში ჩაკეტილ მამაკაცთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე უმისამართო სროლა დაახლოებით სამი საათის წინ დაიწყო, დავით ივანოვმა, რომელიც 46 წლამდე ასაკიისაა გავრცელებული ინფორმაციით მსგავსი ქმედება ადრეც ჩაიდინა, მის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი, თუმცა მას ვადა გაუვიდა. ვითარება ვარკეთილი ამ ეტაპზე უცვლელია, თვითმხილველების თქმით მამაკაცი ოჯახში იმყოფებოდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად, მოლაპარაკებები გრძელდება. ცნობილია, რომ მან ოჯახის წევრების შეშინების მიზნით გაისროლა. შეგახსნებთ, რომ ვარკეთილში მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მეტი...

“მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი, ეს ქმნის დამატებით შესაძლებლობას ტურიზმის განვითარებისთვის” – გიორგი გახარია

დღეს მსოფლიოში კოვიდისგან მწვანე რეგიონები და ქვეყნები, როგორადაც ითვლება საქართველო, ძალიან ცოტაა, ამიტომ, ეს თქვენ რაღაც დამატებით ღირებულებას მოგცემთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, ტურიზმის სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში COVID 19-ის გავრცელება არის დაბალი. პრემიერის თქმით, ეს ქმნის დამატებით შესაძლებლობას, ტურიზმიც განვითარდეს და ეკონომიკის სხვა დარგებიც. „ერთმნიშვნელოვნად იმას უნდა მიხვდეთ, რომ დღეს ჩამოსული ტურისტი სულ სხვანაირი ტურისტია, მას მეტი გადახდისუნარიანობა აქვს, ვიდრე ზურგჩანთა გადაკიდებული ტურისტი, რომელიც ავტოსტოპით მთელ მსოფლიოს მოივლის. აქ უფრო სხვა სეგმენტის ხალხი მოვა, უფრო…

მეტი...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტეტის ონლაინ სხდომა გაიმართა

დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტეტის ონლაინ სხდომა გაიმართა, სადაც სტრასბურგის  სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ  ანგარიში განიხილეს.  კომიტეტმა  მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“  ინიციატივას  და რუსეთს  საქართველოს მოქალაქეების მიმართ, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.  ევროსაბჭოს წევრებმა რუსეთის ფედერაციას რეპორტის მიხედვით, კიდევ ერთხელ შეახსენეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 2019 წლის 31 იანვარს, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს 1500 მოქალაქე დაზარალებულად ცნო და რუსეთს  10 მილიონი ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრა. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაცია  დღემდე აჭიანურებს  კომპენსაციების გადაცემას და თავს არიდებს დაკისრებული  ვალდებულებების…

მეტი...

„ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, პრიორიტეტი უნდა იყოს“ – ლევან დავითაშვილი

„გარემოს დაცვა სულ უფრო მეტ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, ზრუნვა ჰაერზე, წყალზე, ზრუნვა ტყეზე, ნიადაგზე პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს. წელს, გარემოს დაცვის საკითხებში მსოფლიო განსაკუთრებულ ყურადღებას ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ამახვილებს, რადგან ბიომრავალფეროვნება უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას, ის სასიცოცხლო როლს ასრულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების წარმოქმნასა და განვითარებაში. ჩვენი ქვეყნის უნიკალურ სიმდიდრეზე, ჩვენს ბუნებაზე ზრუნვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ ევროპული სტანდარტების და გამოცდილების გაზიარებით შევიმუშავეთ და მივიღეთ არაერთი საკანონმდებლო აქტი. მივიღეთ ტყის…

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები იზოლაციაში მყოფ დევნილებს დაეხმარნენ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ მორიგი ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა. გუშინ და დღეს, სასურსათო პროდუქტები და საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები მიაწოდეს  აფხაზეთიდან დევნილ 34 ოჯახს, რომლებიც თბილისში, ნუცუბიძის II მიკრორაინში ბაგა–ბაღის შენობასა და  „ქართული ფილმის“ ყოფილ სასტუმროში, იზოლაციაში იმყოფებიან. სწორედ ამ ორ საცხოვრებელ ობიექტზე დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევები, რომლის წყაროც დაინფიცირებული მედდა აღმოჩნდა და რომელსაც დღეს „საბურთალოს კლასტერით“ მოიხსენიებენ. ორივე კომპაქტური განსახლებიდან 31 პირი კარანტინშია გადაყვანილი.  ნაწილი მათგანი განათავსეს დიღომში მდებარე სასტუმრო „ფანტაზიაში“, 24 ადამიანი კი თელავში, სასტუმრო „სავანეთში“ გადის ორკვირიან კარანტინს. უმაღლესი საბჭოს აქციის მიზანია დევნილთა კომპაქტური განსახლების…

მეტი...

„რეგლამენტი ის დოკუმენტია, რომელიც ყოველთვის უნდა განიცდიდეს ცვლილებას, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და იქ ბუნებრივად იცვლება სიტუაციები“ – გურამ მაჭარაშვილი

„პარლამენტის რეგლამენტი არის ყველაზე მნიშვნელოვამი ძირითადი  ნორმატიული აქტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს პარლამენტმა და ბუნებრივია, კონსტიტუციაში ორი წლის წინ განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე საჭიროა პარლამენტშის რეგლამენტში  ცვლილებების შეტანა“, –  განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თვმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მან  პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე წარმოადგინა რეგლამნტში დაინიცირებული ცვლილებები. მისი თქმით, „რეგლამენტი ის დოკუმენტია, რომელიც ყოველთვის უნდა განიცდიდეს ცვლილებას, გამომდინარე იქიდან, რომ  პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და ბუნებრივად  იცვლება იქ სიტუაციები. პირველი პრინციპი ის არის, რომ აღარ იქნება სუბიექტი უმცირესობა როგორც ასეთი და იქნება საპარლამენტო ოპოზიცია, როგორც კონსტიტუციაშიც არის ნახსენები. …

მეტი...