“არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კორონავირუსი მუტაციას განიცდის. მარია ვან კერხოვემ განაცხადა, რომ ვირუსოლოგებმა SARS-CoV-2-ის 40 000-ზე მეტი სრული გენომის სეკვენსირება მოახდინეს. „ვირუსი სტაბილურია, შედარებით სტაბილურია. მუტაციას არ განიცდის ისე, რომ უფრო გადამდები ან უფრო მწვავე გახდეს“, – განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

მეტი...

შსს გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანის ხევში აღმოჩენილი ახალშობილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2020 წლის 2 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების მიერ შევიდა შეტყობინება, რომ ნაპოვნი იქნა ჩვილი. უწყების ცნობით, შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში პოლიცია შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. შსს-ს ცნობით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია არასრულწლოვანი გოგონას დაკავებასთან, ასევე, პოლიციის თანამშრომლის მიერ ახალშობილის ცხედრის გადაგდებასთან დაკავშირებით, არის დეზინფორმაცია. „მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რაც დედის მიერ მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.…

მეტი...

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ სროლა იყო, არიან დაშავებულები

თბილისში ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ, სროლა იყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არიან მსუბუქად დაშავებულები. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ შვიდ კურსანტს ​კორონავირუსი დაუდასტურდა

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ შვიდ კურსანტს ​კორონავირუსი დაუდასტურდა. ​როგორც აფხაზური მედია იუწყება, კურსანტები გუშინ ჩამოვიდნენ მოსკოვიდან. დღეს მათ ჩაუტარდათ ტესტირება და შვიდ კურსანტს დაუდასტურდა კორონავირუსი. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, კოვიდინფიცირებულ კურსანტებს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

მეტი...

ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც იუწყებიან, მანამდე პრეზიდენტთან შეხვედრაზე განხილული იყო მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის საკითხი. ამ თათბირს ესწრებოდნენ ბელარუსის საბჭოს თავმჯდომარე ჰატალია კოჩანოვა, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანდრეიჩენკო, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და უშიშროების საბჭოს მდივანი.

მეტი...

“საქართველომ მოახერხა უნიკალური რამ, პირბადეების იმპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა” – ნათია თურნავა

“საქართველომ მოახერხა უნიკალური რამ, რაც ბევრმა დიდმა სახელმწიფომ ვერ შეძლო და პრაქტიკულად, სამი თვის განმავლობაში, როდესაც მთელი მსოფლიო პირბადეების დეფიციტს განიცდიდა, საქართველომ შეძლო და იმპორტიორიდან ექსპორტიორ ქვეყნად გარდაიქმნა”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კომპანია „მედიფარის“ პირბადეების საწარმოში სტუმრობისას განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საწარმომ ფუნქციონირება ცოტა ხნის წინ დაიწყო და დღეისათვის დღე-ღამეში დაახლოებით 100 000, ხოლო თვეში – 3 000 000 უმაღლესი ხარისხის, სამედიცინო დანიშნულების პირბადეს აწარმოებს, რომელთა გატანას უახლოეს ხანებში ექსპორტზე გეგმავს. „მთლიანობაში, ყველაზე უხეში დათვლებით, პირბადეების წარმოების თვალსაზრისით, დღესდღეობით ქვეყნის საწარმოო სიმძლავრეები თვეში 10 მილიონ მაღალი ხარისხის პირბადეს აღემატება. ამ პროგრამის…

მეტი...

ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, ჩინური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავების ფრენა აკრძალოს

“როიტერის” ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, ჩინური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავების აშშ-ის მიმართულებით ფრენა აკრძალოს.  სააგენტოს ინფორმაციით, აკრძალვა 16 ივნისიდან ამოქმედდება, თუმცა თარიღი შეიძლება შეიცვალოს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ჩინეთის მხრიდან ფრენების აღდგენის თაობაზე მიღებული შეთანხმების დარღვევების საპასუხოდ მიიღო.

მეტი...

“კვლავ „ტრიუკი“ თუ არ ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელს ვერაფერი შეუშლის” – რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები პარტიების მხარდაჭერის გარეშე თუ დამტკიცდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები არ იქნება სამართლიანი და დემოკრატიული. „ხელისუფლებამ კვლავ მოატყუა საერთაშორისო პარტნიორები და მუდმივ ტყუილზე პასუხისმგებლობა „ოცნებას“ დაეკისრება. პარლამენტში არიან დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციური ფრაქცია. თუ კვლავ რაიმე „ტრიუკი“ არ ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელს ვერაფერი შეუშლის, მაგრამ ეს არ იქნება იმ შეთანხმების შესრულება, რაც 8 მარტს დაიდო. როცა ხელისუფლებამ გაათავისუფლა უგულავა, ოქრუაშვილი და შეჩერებულია პროცესი ხაზარაძის, ჭუტა წერეთელის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება აპირებს შეთანხმების…

მეტი...

ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს

“ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანს”, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შემდგომ განაცხადა. „ქვეყნები, რომლებიც კარგად გაუმკლავდნენ კორონავირუსის გავრცელებას, მათ შორის, საქართველო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, შეიძლება ერთობლივად შევიყვანოთ იმ ქვეყნების სიაში, რომლებთანაც გავხსნით საზღვრებს სამოგზაუროდ ივნისის ბოლოს, ივლისის დასაწყისში“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები აქტიურად არიან ჩართულნი უსაფრთხო ტურიზმის კონცეფციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში. გაიმართა დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბრები ჩეხეთისა და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე იგეგმება…

მეტი...

ბარსელონის ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს პლაჟზე ასეირნებენ

BBC-ის ინფორმაციით, ბარსელონაში, კლინიკა ჰოსპიტალ დელ მარის პერსონალი კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის კურსის ფარგლებში, ავადმყოფებს სანაპიროზე ასეირნებს. სათანადოდ ეკიპირებულ მედმუშაკებს პაციენტები პლაჟზე საწოლებით გაჰყავთ. მათი თქმით, ეს გამოჯანმრთელების პროცესს ამარტივებს. ესპანეთში კოროანვირუსის 239 932 შემთხვევა დადასტურდა, ინფექციას 27 127 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

მეტი...

“ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღაა მოსალოდნელი” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ ახალი შემთხვევების მატება შესაძლოა, შემოდგომიდან დაიწყოს. “სადღაც ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღა მოსალოდნელია, თუ ამას დავუკავშირებთ სეზონურობის თეორიას. ჩვენ ვცდილობთ მოვემზადოთ იმისთვის, რომ კრიზისული მომენტი ჯანდაცვის სისტემაში არ დადგეს და ეპიდემიის ესკალაცია არ მივიღოთ. რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე ისევ იქნება ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეპიდემიის დაბალი გავრცელების მდგომარეობა, როგორიც დღეს გვაქვს. ამისთვის მექანიზმები დღეს უფრო მეტია ცნობილი, ვიდრე ეს იყო იანვარში, როდესაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ცოდნას და სამეცნიერო გამოცდილებასაც, რაც აქამდე დაგროვდა, მაქსიმალურად გამოვიყენებთ, გეგმა იქნება კარგად დასაბუთებული…

მეტი...

“ფასების გაძვირება დაბალშემოსავლიან ფენას ძალიან ურტყამს” – რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ფასების გაძვირება დაბალშემოსავლიან ფენას ძალიან ურტყამს. “ფასების გაძვირება სასიცოცხლოდ აუცილებელ საქონელს ეხება, ამიტომ ეს დაბალშემოსავლიან ფენას ძალიან ურტყამს. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში სიღარიბის შემცირება არ ხდება,”- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე.  საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა.

მეტი...

“კორონავირუსთან დაკავშირებით არის როგორც ფინანსური, ასევე ეკონომიკური რყევებიც” – დიმიტრი ხუნდაძე

ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაზრდას მთავრობის წარმომადგენლები აფასებენ. მათი თქმით, ფასების ზრდა, ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა.  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მთავრობა ყველანაირად შეეცდება, რომ ეს პროცესები მოსახლეობაზე ნაკლებად აისახოს.  “კორონავირუსთან დაკავშირებით არის როგორც ფინანსური, ასევე ეკონომიკური რყევები, თუმცა ჩვენ შევეცდებით ეს პროცესები მოსახლეობაზე ნაკლებად აისახოს. ყველაფრის გადაზღვევა ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდებით ყველაფერი დავძლიოთ,” – აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

მეტი...

მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, პოლიციამ გადაარჩინა

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თავის ჩამოხრჩობას ცდილობდა. ერთ-ერთი ვერსიით, მას ოჯახური კონფლიქტი მოუვიდა.  სუიციდამდე მამაკაცს პოლიციამ მიუსწრო და მისი გადარჩენა შეძლეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მეტი...

ძლიერმა ქარმა გორში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა გორში, სტალინის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. სახურავის ფრაგმენტი მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქარმა პრობლემები ქალაქის სხვა ადგილებზეც შექმნა, ჩოჩიშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად მოტეხილმა ხემ ასევე ავტომობილი დააზიანა.

მეტი...

იტალია ტურისტებისთვის გაიხსნა

იმ დროს, როდესაც ევროპაში საკარანტინო ზომებისა და შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს, იტალია ევროპის უმეტესი ქვეყნის ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის. შეზღუდვები მოიხსნა ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზეც და მოსახლეობას რეგიონებს შორის გადაადგილება თავისუფლად შეუძლია. „ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს რისკი და ვიცით, რომ შესაძლოა, ინფექციის მრუდი კვლავ გაიზარდოს. ეს უნდა მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასდროს დავიწყებთ თავიდან“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ გეგმის წარდგენისას. უკვე გაიხსნა რამდენიმე ღირშესანიშნაობა, როგორიცაა, რომის კოლისეუმი. ევროპის მასშტაბით იტალია ახალი კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა, სადაც ინფიცირების 230 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 33 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

ანრი ოხანაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 100-ლარიანი ჯარიმა დაწესდება

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული იქნება 100-ლარიანი ჯარიმა, არასწორია. „ვერ გეტყვით, ვინ მოიგონა და რატომ ავრცელებენ. ჩვენ იმისთვის ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საზოგადოების უსაფრთხოება. ჩვენი ერთადერთი მიზანია, შევიმუშავოთ წესები, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქე დავიცვათ კორონავირუსის გადადებისგან თუ შემდეგი გავრცელებისგან. ვმუშაობთ, რათა დეტალურად გავწეროთ ყველა ის წესი, რომლის დაცვაც არის მნიშვნელოვანი. ამ მხრივ გათვალისწინებული იქნება ის, რომ პირბადის ტარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, დეტალურად იქნება გაწერილი, რა წესების დაცვა იქნება საჭირო, რადგან ქვეყანა საგანგებო…

მეტი...

“ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული იქნება 100-ლარიანი ჯარიმა, არასწორია” – ანრი ოხანაშვილი

ერთ-ერთი დამცავი ნაბიჯია, რომ პრევენციული ღონისძიება გავატაროთ, მათ შორის, ჯარიმის სახით, თუმცა, ეს არ უნდა იყოს მძიმე ტვირთი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული იქნება 100-ლარიანი ჯარიმა, არასწორია. „ვერ გეტყვით, ვინ მოიგონა და რატომ ავრცელებენ. ჩვენ იმისთვის ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ საზოგადოების უსაფრთხოება. ჩვენი ერთადერთი მიზანია, შევიმუშავოთ წესები, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქე დავიცვათ კორონავირუსის გადადებისგან თუ შემდეგი გავრცელებისგან. ვმუშაობთ, რათა დეტალურად გავწეროთ ყველა ის წესი, რომლის დაცვაც არის მნიშვნელოვანი. ამ მხრივ გათვალისწინებული იქნება ის, რომ პირბადის ტარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. შესაბამისად,…

მეტი...

ამერიკელი სპეციალისტების ვარაუდით, „კოვიდ-19“-ის ვაქცინები იმუნიტეტს მხოლოდ გარკვეული დროით უზრუნველყოფს

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ექიმი სკოტ გოტლიების ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინები დიდი ალბათობით, იმუნიტეტს მხოლოდ შეზღუდული დროით უზრუნველყოფს. ამის თაობაზე განცხადება გააკეთა აშშ-ს წამყვანმა ეპიდემიოლოგმა, ენტონი ფაუჩიმაც. მისი თქმით, არის შანსი, რომ „კოვიდ-19“-ის ვაქცინამ გრძელვადიანი იმუნიზაცია ვერ უზრუნველყოს. „ეს იქნება ისეთ ვაქცინა, რომლის მიღებაც ყოველ წელს დაგვჭირდება. ექიმი ფაუჩი მართალია, იმუნიტეტი გრძელვადიანი არ იქნება, ისე როგორც ეს წითელას ან პოლიომელიტის შემთხვევაში, როდესაც ვაქცინას ერთხელ გაიკეთებ და მთელი ცხოვრება დაცული ხარ დაავადებისგან“, – განაცხადა გოტლიებმა.

მეტი...

საპენსიო აქტივებს 50 მილიონი ლარის სარგებელი დაერიცხა

საპენსიო აქტივებს დარიცხული სარგებელი 50 მილიონ ლარამდეა, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი. „საინვესტიციო სამსახურმა საკუთარი საინვესტიციო მანდატის ფარგლებში გააანალიზა ბაზარზე არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და მიიღო გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთის (84 მილიონი ლარი, რომელსაც ერიცხებოდა ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი, 8.50 პროცენტი) და კომერციულ ბანკებში არსებული ნაშთების (83 მილიონი ლარი, რომელსაც ერიცხებოდათ სხვადასხვა საპროცენტო სარგებელი) ოპტიმალურად განაწილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საინვესტიციო სამსახურმა ქართულ კომერციულ ბანკებთან აქტიური მოლაპარაკების საფუძველზე ეროვნულ ბანკში არსებული ნაშთი სრულად გადაანაწილა სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, როგორც მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ასევე გრძელვადიან სასერთიფიკატო დეპოზიტებში – კონკრეტულად, განხორციელდა 40 მილიონი ლარის ღირებულების 36-თვიანი სასერტიფიკატო დეპოზიტების შეძენა წლიურ ნომინალურ…

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ცნობებით, 2 ინფიცირებული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, მესამე კი მედმუშაკი. ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში სულ კოვიდინფექციის 45 შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსი 800 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 640 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეტი...

გიორგი გახარიას გადადგომის თემა ოპონენტებმა პოზიტიური თემების გადასაფარად მოიგონეს

პოზიტიური თემების გადასაფარად მოგონილია თემა, რომ გახარია მიდის და პოლიტიკურ ოპოზიციურ მოძრაობას ქმნის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა. „ინტენსიურად, ყოველი არჩევნების წინ ამორჩეულია რომელიმე პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართ მიდის ინტენსიური ინფორმაციული შეტევა – გახარია არათუ მიდის, არამედ ოპოზიციურ მოძრაობას ქმნისო. ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც, დღეს პარლამენტში იხილება და საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებზე „ნაცმოძრაობის“ პერიოდის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ამის გადაფარვა მიდის. სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაც მიდის, ან თუნდაც იმ ინფორმაციის გადაფარვა, რაც აღელვებდათ და ასეთი სკანდალური განცხადებები ჰქონდათ…

მეტი...

საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის ცხრა მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის ცხრა მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიებად რვა პირის შემთხვევაში ათი ათას, ხოლო ერთი პირის შემთხვევაში ხუთი ათას ლარიანი გირაო გამოყენებულიყო. ბრალდების მხარე აღკვეთის სახით პატიმრობას მოითხოვდა. პროცესზე ასევე, ერთ-ერთმა დაკავებულმა იარაღთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული იარაღი საქართველოში შეიძინეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236 მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. გამოძიებას სახელმწიფო…

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საგარეჯოში „საქმიანი ეზო“ მოეწყო

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს  ხე-ტყის დამზადებას,  დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“, – ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ახალი კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის, მათ შორის, „საქმიანი ეზოების”  მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ საგარეჯოში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ყველა რეგიონში  „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში. „აღსანიშნავია,  რომ   ტყის ახალი კოდექსი, რომელიც…

მეტი...

“კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა ქართული ოცნების ძლიერი მხარე” – მამუკა მდინარაძე

 „ერთ-ერთი მთავარი ღერძი წარმატებისა, რაც პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე გვაქვს, არის ხელისუფლების სწორი მენეჯმენტი. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს დემოკარატიული  სისტემა, რომელიც  უზრუნველყოფს სწორ მენეჯმენტს და განსაკუთრებით კრიზისული მენეჯმენტი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძლიერი მხარე. მოქალაქემ იგრძნო, რომ ამ ქვეყანას ყავს პატრონი, რომელიც კი არ ძალადობს ადამიანებზე, არამედ ყავს მზრუნველი ხელისუფალი“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძეის განცხადებით, ოპოზიციის განცხადებების მიუხხედავად, ხალხის განწყობა გაზომვადია და ნათელია. მისივე თქმით, რეიტინგები ყველაფერზე  მეტყველებს და ხელისუფლების მოლოდინი არის ისეთი, როგორიცაა რეალური განწყობა საზოგადოებაში და რასაც სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს. „ერთია…

მეტი...

„ჩვენი საარჩევნო სია დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე“ – მამუკა მდინარაძე

„მხოლოდ კონცენტრირება და  აქცეენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე და ბუნებრივია ამ  ყველაფერს ჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოვიდ -19 იყო ერთგვარი გამოცდა ხელისუფლებისთვის, კრიზისული მენეჯმენტის თვალსაზრისით და ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა. „ბუნებრივია, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს და არც ჩვენ გვაქვს იმაზე…

მეტი...

“სამართალი, რომელიც ამ ქვეყანაში დადგა 2012 წლის შემდგომ, არის მაღალი სტანდარტის” – ცოტნე ზურაბიანი

უმრავლსეობის წევრმა ცოტნე ზურაბიანმა გოჩა ლორთქიფანიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოჩნდა  რამდენად  დიდია მთავრობის ძალისხმევა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. მისი თქმით,  დიამეტრალურად განსხვავდება დღევანდელი სურათი 2012 წლამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით, თუმცა ეს არ იძლევა  იმის შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით რეფორმები და კონკრეტული ნაბიჯები არ გადიდგას, რათა მომავალში მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ადამიანის უფლებების, მათ შორის სოციალური, შრომითი და სხვა უფლებების დაცვას, რაც კიდევ ბევრ მუშაობას საჭიროებს.  „სამართალი, რომელიც ამ ქვეყანაში დადგა 2012 წლის შემდგომ, არის მაღალი სტანდარტის და არა ერთ დღეში და ერთ საათში მიღებული გადაწყვეტილებები,…

მეტი...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მესამედ გადააგდეს ხალხი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტყუილია, თუ ვინმე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ მხარი დაუჭირეს, რომელიმე შეხვედრაზე ვინმეს გათავისუფლებას დაეთანხმ ან რაიმე მსგავსი პირობა დადეს. „გასაგებია მეორე მხრივ პრეზიდენტის გადაწყვეტილება. თავისი მოტივაცია ჰქონდა. თუ ერთი ადამიანის, მათგან პოლიტპატიმრად წოდებულის გათავისუფლებაზე ისინი თვითნებურად ჩამოკიდებენ კონსტიტუციისა და ქვეყნის ბედს, ეს მათი გადასაწყვეტია, მათი პასუხისმგებლობა, მათ შორის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა და ამაზე ამომრჩეველი თავის რეაგირებას გააკეთებს“,- განაცხადა მდინარაძემ. მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და „ევროპული საქართველოსთვის“ არჩევნების ძველი მოდელით ჩატარება ხელსაყრელი იყოს. „ერთხელ ვიხუმრე და დღესაც…

მეტი...

„ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია“ – კახა კალაძე პრემიერის გადადგომაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

გავრცელებულ ინფორმაციას გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ თბილისის მერი დეზინფორმაციას უწოდებს, კახა კალაძე არ ადასტურებს რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა, როგორც კალაძე აცხადებს, ეს ინფორმაცია ტყუილია. „ტყუილია, არ არის ეს სწორი ინფორმაცია“, – განუცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად კალაძემ ჟურნალისტებს.

მეტი...

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა ჯარიმა დაწესდეს

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა ჯარიმა დაწესდეს, – ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. „ამაზე ჩვენ დღეს უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ძალიან მალე გვექნება კონკრეტული ინიციატივა და ამას გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 17 აპრილს საქართველოში, დახურულ სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

მეტი...

„მიღებული წერილი მაძლევს იმის საფუძველს, რომ მინისტრი მოვა, თუმცა, ვფიქრობ, რეგლამენტი ითხოვდა, რომ ის აქ ყოფილიყო“ – დიმიტრი ხუნდაძე

„დეპუტატების მხრიდან ნამდვილად იყო მოთხოვნა რომ ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის სხდომაზე მოსულიყო. მე ვადასტურებ, რომ კომიტეტმა მინისტრი მოიწვია, მაგრამ ეპიდვითარება იყო იმდაგვარი, რომ ამას ხელი ვერ შეეწყობოდა. ამდენად, ობიექტური მიზეზი იყო და ამას რეგლამენტთან აცდენას ნამდვილად ვერ დავუდებდი საფუძვლად. ახლა, ისევ იყო მოთხოვნა დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან და პასუხად მოვიდა წერილი სადაც მინისტრი ითხოვს რომ თვის ბოლო კვირამდე გადაიდოს ეს საკითხები“, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საკითხები არის  იმდაგვარი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, თუმცა კოვიდის ინფექციასთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლები კითხვები…

მეტი...

აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე, ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად მისულ სპეციალისტს დენმა დაარტყა

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, მორიგი შემთხვევა მოხდა. კრიმინალისტიკურ ექსპერტს, რომელიც ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად სადგურზე მივიდა, დენმა დაარტყა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარტან დაკავშირებით შსს – მ ინფორმაცია გაავრცლა.  „შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა. მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე პრიმა…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შესასვლელად, მიზნობრივი ვიზის აღება აღარ დასჭირდებათ

საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს, მკურნალობის მიზნით თურქეთში შესასვლელად, მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება აღარ დასჭირდებათ. ამის შესახებ ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ ორი თანხმლები პირი. „თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიზნობრივი ვიზის აღების ვალდებულებასთან დაკავშირებით და გვაცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებათ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, შედგა საქართველოს საელჩოს კომუნიკაცია თურქეთის შესაბამის უწყებებთან და საქართველოში თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსთან გრძელდება უვიზო…

მეტი...

“ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ჩვენი დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ბოლო დღეებში ლარის გამყარების ტენდენციას გამოეხმაურა. „ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს და მათ შორის არის ჩვენი დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა, – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. „თქვენი მოსაწონი მომენტი ვერ დადგა, ე.წ. ლარის გამყარება არის რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების კომპლექსი. ერთი ეს არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტები, რასაც ვიყენებთ და ეს ნორმალურია. უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს, მაგრამ ეს არის დამაბალანსებელი პროცესი, რომელიც საბოლოოდ დადებითად აისახება, რადგან იმპორტირებული საქონლის ფასებზე ეს პოზიტიურად მოქმედებს და საბოლოოდ, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, –…

მეტი...

“საბურთალოს კლასტერიდან უკვე 24 შემთხვევა არის დადასტურებული, გამოკვლეულია 150-ზე მეტი კონტაქტი” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან ამ დროისთვის უკვე 24 შემთხვევა არის დადასტურებული. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და ეს პროცესი გრძელდება. „24 დადებითი შემთხვევა არის საბურთალოს კლასტერიდან უკვე დადგენილი, დაახლოებით 150-ზე მეტი კონტაქტია გამოკვლეული და ამ კონტაქტების კვლევა კიდევ გრძელდება. ჩვენ თითქმის ყველა კონტაქტირებული ადამიანი გამოვიკვლიეთ და ახლა მათი ჩაღრმავებული კვლევა მინდინარეობს. გარკეული რაოდენობა, დაახლოებით 80-მდე გადაყვანილია კარანტინში, დანარჩენი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...