თბილისში, სავარაუდოდ, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე სახანძრო სამსახურის ჯგუფები მივიდნენ. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალაშენებულ კორპუსებსა და სავაჭრო სივრცეებში ჩამსხვრეულია შუშები. პერიმეტრი გადაკეტილია როგორც ვაშლიჯვრის, ისე ნუცუბიძის მიმართულებით და მიმდინარეობს მუშაობა. აფეთქევა კაფე “ვერდეს” მიმდებარედ მოხდა. დასავებული გადაყვანილია დამწვრობის ცენტრში. ადგილობრივები გასგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ასეთ მჭიდრო დასახლებულ უბანში გაზგასამართი სადგური არ უნდა იყოს. სამართალდამცველებთან შელაპარაკებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ადგილზე ერთი პირი დააკავეს.

მეტი...

ნუცუბიძის ქუჩიდან 24 ადამიანი საკარანტინო სივრცეში მოათავსეს

ე.წ. საბურთალოს კლასტერი ისევ ერთ-ერთი პატარა კერაა. ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსიდან საკარანტინე სივრცეში 24 პირი ადამიანი გადაიყვანეს. მათ, სავარაუდოდ იმ მედიკოსთან ჰქონდათ კონტაქტი, ვინც დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს და „კოვიდ 19“ დაუდასტურდა.     ე.წ. საბურთალოს კლასტერად ცნობილი დევნილთა ჩასახლების გარდა, „კოვიდ ვირუსი“  ნუცუბიძის ქუჩაზე ამ, მეორე კორპუსშიც აღმოჩნდა. ამ ეტაპისთვის, საკარანტინე სივრცეში გადაყვანა სრულდება. ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, რომელიმე მათგანს აღმოაჩნდა თუ არა ვირუსი.    

მეტი...

“ერთადერთი, რითაც შევძლებთ კორონავირუსის შეჩერებას, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა” – ხათუნა ზახაშვილი

„ის, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლეს ამ დრომდე, არის ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შედეგი და ახლაც არ უნდა დავკარგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. ხათუნა ზახაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ, რათა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს. „ის, რაც რეკომენდებულია, უნდა დავიცვათ ყველამ, ყველგან და ყოველთვის. ეს ინფექცია არსად წასულა და არ არსებობს რაიმე ისეთი ტიპის სამსახური, რომელიც მარტო კონტროლით, თუნდაც ძალოვანი ღონისძიებების გატარებით, ჯარიმებით და ა.შ. შეძლებენ მის დამარცხებას. ერთადერთი, რითაც ჩვენ შევძლებთ კოვიდის შეჩერებას, არის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა,…

მეტი...

“მე არ ვარ პოლიტიკაში ჩართული და არც ვაპირებ” – თენგიზ ცერცვაძე

“ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობს, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა”, – ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა გუბაზ სანიკიძის კრიტიკას. „არასოდეს არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ პოლიტიკაში. სახელმწიფოს ბრძოლის პროცესი კორონავირუსის წინააღმდეგ, ჩემი ღრმა რწმენით, ევროპაში საუკეთესოა და ვის რა უნდა, ის თქვას. ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, მაშინ საქმიანობა უნდა მოგიწონონ და საქმიანობას არ გვიწონებენ. ეს ის ხალხია, ვინც ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობს, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა. მე არ ვარ პოლიტიკაში ჩართული და არც ვაპირებ, მაგრამ თუ ყველას გზა გახსნილი აქვს პოლიტიკაში ჩასართავად, ექიმებს ვინმემ აუკრძალა?!“, –…

მეტი...

“ოპოზიცია ჩიხურ მდგომარეობაშია” – ირაკლი კობახიძე

“თითოეული პარტია 8 მარტის შეთანხმების მიხედვით უნდა მოქმედებდეს, თუმცა სამწუხაროდ, ორი პოლიტიკური პარტია უარს აცხადებს დოკუმენტის მხარდაჭერაზე პარლამენტში”. –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოპოზიციას უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. „ჩვენ ვმოქმედებთ 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ავიღეთ ვალდებულება, ავამოქმედოთ ახალი საარჩევნო სისტემა და რა თქმა უნდა, თითოეული პარტია ამ შეთანხმების მიხედვით უნდა მოქმედებდეს, თუმცა სამწუხაროდ ხედავთ, რომ ორი პოლიტიკური პარტია უარს აცხადებს დოკუმენტის მხარდაჭერაზე პარლამენტში. რა თქმა უნდა, ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი ამ დოკუმენტის სრული…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, გამოჯანმრთელება უსურვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, გამოჯანმრთელება უსურვა. „გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას თქვენ და თქვენს ოჯახს“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“. ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირდაპირ ეთერში დღეს განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახის წევრები „კოვიდ-19“-ით არიან ინფიცირებულები. პრემიერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მას ვირუსის სიმპტომები არ აქვს და მუშაობას რეზიდენციიდან გააგრძელებს, სადაც თვითიზოლაციაში იმყოფება.

მეტი...

ქეთევან ციხელაშვილმა ბავშვთა დაცვის დღე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მრავალშვილიან ოჯახებს მიულოცა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან სოფელ ხურჩასა და ორსანტიაში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა. მინისტრმა ოჯახებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. „ვაგრძელებთ კამპანიას გამყოფი ხაზების მიმდებარედ სოფლებში, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. დღეს რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ ხურჩასა და ორსანტიაში. იმ ბავშვებს, ისევე როგორც თითოეულ ბავშვს საქართველოში, გამყოფი ხაზის აქეთ თუ იქით მხარეს, ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. მთავარი, რაც უნდა ვისურვოთ ჩვენი შვილებისთვის ეს არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და მშვიდობა, რომელიც აუცილებლად დადგება ამ…

მეტი...

“საკითხის განხილვა, რომ გადასახადის გადამხდელის ფულით ვიღაცას ბინას ვუფინანსებთ, არასწორია” – ირაკლი როსტომაშვილი

საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი მთავრობის მიერ წარმოდგენილ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ გეგმას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ამ საკითხის ისე შეხედვა, რომ გადასახადის გადამხდელის ფულით ვიღაცას ბინას უფინანსებენ, არასწორია „ეს არის სტიმულირება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ გადაწყვეტილება მიღებული და რაღაც აფერხებთ. თუ მათ გადავაწყვეტინეთ ბინის ყიდვა, ამას ექნება გენერატორის ამოქოქვის ეფექტი. ამ პროგრამის ასამუშავებლად, მთავარი მოთამაშე იქნება ბანკი. მენაშენე აქ ყველაზე პასიურია, მისი ვალდებულებაა შენობა ააშენოს. პროექტის დაფინანსებას ჰყავს ორი მხარე – სახელმწიფო და ბანკი. კარგი რაღაც მოხდა, სახელმწიფომ თქვა, რომ მშენებლობების დასრულებაზე პასუხს ვაგებ”, – აღნიშნა როსტომაშვილმა.

მეტი...

“უკრაინასა და საქართველოსთან მაღალ დონეზე დიალოგი არ ვითარება” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მიუხედავად კონტაქტების არსებობისა, უკრაინასა და საქართველოსთან მაღალ დონეზე დიალოგის განვითარება არ ხდება. კრემლის პრესპიკერის თქმით, ურთიერთობების განვითარების დინამიკა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ასრულებს ქვეყნის ხელმძღვანელობა თავის ვალდებულებებს. პესკოვის განცხადებით პუტინი, მხარეებთან თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად არის.

მეტი...

ქალს ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა – უბედური შემთხვევა საგარეჯოში

საგარეჯოში უბედური შემთხვევის დროს 70 წლის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ვერხვიანში იმ დროს მოხდა, როდესაც ქალი პურის გამოცხობას ცდილობდა, ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა.  დახმარება ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა სცადეს, თუმცა მიღებული დამწვრობით ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობდნენ.

მეტი...

ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პერიოდში, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, N2, N25, N43 და N39 ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ავლაბრამდე“, ნაცვლად ბარათაშვილის ქუჩისა; N31, N44 და N80 მარშრუტები კოტე აფხაზის ქუჩის გავლით, გორგასალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, ხოლო N122 ავტობუსი ევროპის მოედანზე დატრიალდება და ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, ბარათაშვილის აღმართის მეშვეობით, მუჯირიშვილის ქუჩაზე მოხვდება. რაც შეეხება N31, N37 და N46 ავტობუსებს, ისინი ქეთევან დედოფლის გამზირიდან რუსთაველის გამზირზე ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების…

მეტი...

“თუ ინფიცირებულთა დღევანდელი დინამიკა გაგრძელდა, სექტემბერში სასწავლო წლის დაწყება არ შეფერხდება” – კახა იშხნელი

ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორი, კახა იშხნელი ვარაუდობს, რომ, თუ ვირუსით ინფიცირებულთა დღევანდელი დინამიკა გაგრძელდა, სექტემბერში სასწავლო წლის დაწყება არ შეფერხდება. „ბავშვები კორონავირუსით ისევე ინფიცირდებიან როგორც უფროსები, მაგრამ საბედნიეროდ, მათთან კლინიკური გამოვლენა მინიმალურია. დღევანდელი დინამიკით სექტემბერში სასწავლო წლის ჩავარდნის საშიშროება არ უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა კახა იშხნელმა.

მეტი...

როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია, ცნობილია

2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-3 ეტაპი იწყება. რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მშობლებს შვილების დარეგისტრირება სპეციალურ საიტზე 5 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ. “იწყება საყოველთაო რეგისტრაციის მესამე ეტაპი 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით. ვისაც ექვსი წელი შეუსრულდა ყველა მშობელს შეუძლია დაარეგისტრიროს ბავშვი. საბუთების მიღება შესაძლებელია 5 ივლისამდე,”- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მეტი...

თბილისი-რუსთავის ავტობანზე მსუბუქი მანქანა სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ ავტობანზე მსუბუქი მანქანა სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც სატვირთო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მძღოლი კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „პირველი ივნისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია ცხრა პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია სამი პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში ერთი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია რვა პაციენტი. გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი“,- აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

მეტი...

„ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

მოძრაობა „ქართული მარში“ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განუცხადა. „ჩვენ იძულებულები გავხდით, წავსულიყავით პოლიტიკაში, რათა შეიქმნას მძლავრი, ეროვნული, ნაციონალისტური პოლიტიკური ცენტრი „ქართული მარშის“ ბაზაზე. პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გარდა მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენი იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. მათ რიცხვში არ შედის „პატრიოტთა ალიანსი“, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათთან მეგობრული და ახლო ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება ლევან ვასაძეს, რამდენადაც ვიცი, ის პოლიტიკაში მონაწილეობას არ აპირებს და საზოგადოებრივი საქმიანობით შემოიფარგლება. თუკი ის გადაწყვეტს პოლიტიკაში მონაწილეობას, მე ამას მხოლოდ მივესალმები. ჩვენი დამფინანსებლები მე და ჩემი მეგობრები…

მეტი...

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს ბავშვთა უფლებების უხეშ დარღვევას” – ჯემალ გამახარია

„სამწუხაროა, რომ XXI საუკუნეში, ჩვენი სამშობლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ადგილი აქვს ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული უფლებების უხეშ დარღვევას, ისინი მოკლებული არიან ცივილურ, დემოკრატიულ პირობებში ხალისიანი ბავშვური განწყობით ცხოვრების, ჰუმანურ გარემოში აღზრდის საშუალებას“ – აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.   მისივე შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ქართველი ბავშვები, მშობლებთან ერთად, მუდამ შიშისა და სტრესის ქვეშ იმყოფებიან. „მიუხედავად მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერისა, ჯერაც ვერ ვახერხებთ იქ მათი უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობის აღსრულებას. აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი დე ფაქტო კანონებით, ადგილობრივ ქართულ ოჯახში დაბადებული ქართველი გოგო–ბიჭების რეგისტრაციაც კი აკრძალულია, ვინაიდან მამა–პაპათა მშობლიური მიწის…

მეტი...

ზაზა გაბუნიამ მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. „ეს ცვლილებები მინზად ისახავს მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას და გაუმჯობესებას, ამასთან ამ პოლიტიკის უფრო ეფექტურად განხორციელებას. კანონმდებლობის მოქმედი რედაქციით აღნიშნული შესაძლებლობები უკვე გააჩნია თვითმმართველ ქალაქებს და მნიშვნელოვანია ის გადაეცეს სხვა მუნიციპალიტეტებსაც”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებად განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას. კანონის მოქმედი რედაქციით, განსაზღვრულია ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ხოლო ნებართვები გაიცემა მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებში. აღნიშნული დანაწესი ეწინააღმდეგება…

მეტი...

ყოველი მეორე გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს

საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეორე გამოკითხული გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს, თუ მეცნიერები ვაქცინას შექმნიან. კვლევაში სულ 2 056 რესპონდენტი მონაწილეობდა. ვაქცინაციის მომხრეთა შორის კაცები ჭარბობენ. გერმანიის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს, თუმცა რიგი ექიმები ასეთი ზომის გატარებას ითხოვენ. ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2021 წლამდე ვაქცინის შექმნა ნაკლებად სავარაუდოა.

მეტი...

“მინდა, თითოეულ ბავშვს ვუსურვო, უფრო სამართლიან უფრო თანასწორ, უფრო უსაფრთხო გარემოში ცხოვრება” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ტერიტორიების ოკუპაციის გამო, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ბავშვი რჩება დევნილობაში. მისივე თქმით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდება და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა სამუშაო დღის წესრიგშია. „ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის გამო, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ბავშვი ვერ ბრუნდება სახლში, ძალიან ბევრი ოჯახი ვერ ბრუნდება სახლში და რჩება დევნილობაში, რაც, ბუნებრივია, ბავშვების განვითარებაზეც ახდენს გავლენას. დგას საჭიროება ბევრი ბავშვისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე. ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე ასევე ჩვენი სამუშაო დღის წესრიგში რჩება. მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ ჯანსაღ გარემოს, რომელშიც ბავშვები იზრდებიან და სადაც მათ აქვთ უფლება, რომ ჯანსაღ გარემოში იცხოვრონ“,- განაცხადა…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობას“ ისე ეშინია ჩემი, რომ ჟურნალისტსაც კი აგზავნიან კითხვებით” – მეუფე იაკობი

“მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თავად საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი ეშინია. „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე ეშინია ჩემი, რომ ჟურნალისტსაც კი აგზავნიან კითხვით. რომელი თეოლოგები ამბობენ, რომ მე უნდა გადამიყვანონ პასიურ მდგომარეობაში? ვინ უნდა გადამიყვანოს? ზღაპრებს ნუ მიყვებით. ვინ არის ის თეოლოგი? თეოლოგები კი არა, კერპოლოგები არიან, დემონოლოგიაში გადასულები. ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ. მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თვითონ საპატრიარქოს წარმომადგენელი ვარ“, – განცხადა მეუფე იაკობმა.

მეტი...

ჩვენი პირობა ძალაშია, ჩავატაროთ მაქსიმალურად დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები

პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „მინდა, მოვუწოდო ოპოზიციას და ასევე ვთხოვო კოლეგებს უმრავლესობიდან, მაქსიმალურად ჩაერთონ კონსტრუქციულ პროცესში, თანამშრომლობის ფორმატში გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა მაქსიმალურად, რათა საბოლოოდ, ფართო შეთანხმებით მხარი დავუჭიროთ ცვლილებებს, რომელზეც რეალურად პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს. ჩვენი პირობა ძალაშია, ჩავატაროთ მაქსიმალურად დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები და ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ შესაძლებლობას, რომ მოქალაქეებს და საერთაშორისო პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ საქართველო განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას და არჩევნები არის ამის კიდევ ერთი შესაძლებლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის…

მეტი...

“დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა” – პატრიარქი

დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა, რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეყვანა. დიდება უფალს და მადლობა უფალს! მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. ილია მეორემ მრევლს წმინდა ნინოს დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ ნინოობას, წმინდა ნინოს დღესასწაულს. ვთქვათ ერთად ტროპარი წმინდა ნინოსი: „სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანა მოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“. წმინდა ნინო განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა,…

მეტი...

“არანაირი მეორე ტალღა არ დაწყებულა, ჯერ პირველი არ დამთავრებულა და ვირუსი არსად წასულა” – ინფექციონისტი

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აცხადებს, რომ ეპიდემიის პირველი ტალღა ჯერ არ დასრულებულა: „მეორე ტალღა დაიწყო, ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ვირუსი არსად არ წასულა“ – ამბობს გოგინავა. მისივე მოსაზრებით გაზრდილი შემთხვევბი საფრთხეს არ წარმოადგენს. „ბოლო რამდენიმე დღეა შემთხვევების მატება აღინიშნა, თუმცა ეს საგანგაშო ნამდვილად არ არის. ახალი შემთხვევები ან საკარანტინო სივრციდან ან ცხელი კერიდანაა, სადაც მოსახლეობის კვლევა მასიურად მოხდა და ამიტომ ვირუსი შედარებით ბევრს დაუდასტურდა. ეს გაზრდილი მაჩვენებელი ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს და 2-3 დღის მონაცემებით ვერ ვიმსჯელებთ, რომ სიტუაცია გაუარესდა“, – აღნიშნა ინფექციონისტმა. მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობა ყურადღებით უნდა იყოს და…

მეტი...

“არავის უნდა გაუკვირდეს პროტესტის გაგრძელება ამერიკაში” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, აშშ-ს აკრიტიკებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს: „ზოგიერთი არ ფიქრობს, რომ შავკანიანთა სიცოცხლეც მნიშვნელოვანია. მათ, ვინც ვფიქრობთ, დიდი ხანია დროა, რომ მთელმა მსოფლიომ რასიზმის წინააღმდეგ ომი აწარმოოს“. მინისტრი ტვიტერის სტატუსს ასევე თან ურთავს აშშ-ის მიერ 2018 წელს ირანში აქციებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც წითელი ფერით შესწორებებია გაკეთებული და მაიკ პომპეოს განცხადების ტექსტის შინაარსი შეცვლილია. „აშშ-ის მთავრობა ფლანგავს მისი მოქალაქეების რესურსს, იქნება ეს ავანტურიზმი აზიაში, აფრიკაში ან ლათინურ ამერიკაში. მისი მხარდაჭერა ურიცხვი დიქტატორების მიმართ, მისი ამბიციები ბირთვული იარაღის პროგრამის უსაფუძვლოდ გაფართოებისთვის. ეს მხოლოდ ტანჯვას დაუმატებს ამერიკელ ხალხს. მანამდე…

მეტი...

„ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ“ – დავით ჭიჭინაძე

 „რაზეც დღეს ოპოზიციური პარტიების ნაწილი და ხელისუფლება ვაჭრობს, არა მგონია ხალხისთვის ან მნიშვნელოვანი, ან საინტერესო იყოს. მითუმეტეს, რომ ეს წარმოდგენილი ვარიანტი ისიც კი არ არის, რასაც ხალხი ითხოვდა.“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძე და არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. დავით ჭიჭინაძე 8 მარტის შეთანხმებას „ხალხის ზურგს უკან მიღებულ გარიგებად” აფასებს: „მე 2019 წლის ნოემბერში დავუჭირე მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რადგან ეს იყო ხალხის მოთხოვნა და ხალხის მონაპოვარი. მაგრამ იმის შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა, ამ მოლაპარაკებებში ხალხი  აღარ მონაწილეობდა. ეს უკვე პირადად ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების სავაჭრო…

მეტი...

“ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრეს პრიორიტეტად რჩება” – საქართველოს მთავრობა

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად – ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით. „ამასთან, ევროკავშირთან ინსტიტუციური და საკანონმდებლო დაახლოებასთან ერთად, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაძლიერება და ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა, განსაკუთრებით კი განათლების, შრომის ბაზრის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკისა და სხვა მიმართულებებით. მაშინ, როდესაც საქართველოს შეუძლია ევროპისთვის შეასრულოს ჰაბის ფუნქცია ფართო რეგიონზე წვდომის უზრუნველსაყოფად, ზემოაღნიშნული ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, მათ…

მეტი...

“მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა” – ბექა ლილუაშვილი

მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ისევ დასაქმდებიან, ისევ მიიღებენ შემოსავლებს და მათი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღდება და გაუმჯობესდება. „მოგეხსენებათ, რომ გლობალურად, მსოფლიო ძალიან სწრაფად შევიდა ეკონომიკურ კრიზისში. გლობალურმა ეკონომიკამ დაიწყო შემცირება და საქართველოც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, -4 პროცენტიან შემცირებას ველოდებით მიმდინარე წელს, თუმცა ძალიან კარგია ის, რომ ეს კრიზისი, მოსალოდნელია, რომ გლობალურად, ისევე როგორც საქართველო სწრაფად გამოვა ეკონომიკური კრიზისიდან და მომდევნო წელს, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ჩვენ გვაქვს 4…

მეტი...

ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი – 111, 1 მაისიდან სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დღეიდან კი ის სრული დატვირთვით ამოქმედდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართეს, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნატქვამი, შეხვედრას ასევე  გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ხასან ღალილი და ის მოზარდებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ბავშვის კოდექსის შემუშავებაში მიიღეს მონაწილეობა.  მათ დიპლომატებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს. „ონლაინ შეხვედრაზე ბავშვის დახმარების ცხელი ხაზისა და მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. მათი განცხადებით, ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი – 111, 1 მაისიდან სატესტო რეჟიმში მუშაობდა, დღეიდან კი ის სრული დატვირთვით ამოქმედდება. არჩილ თალაკვაძემ და სოფო კილაძემ ბავშვიან ოჯახებსა…

მეტი...

“2019 წელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა” – საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ 2019 წელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა. მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაიმართა კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები თბილისში, ბრიუსელსა და ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველო ეფექტიანად იყენებდა ნატო-ში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტს, კერძოდ, ნატო-საქართველოს კომისიას (NGC), წლიურ ეროვნულ პროგრამასა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს (SNGP). „საქართველოს ვიზიტით ეწვია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მადლენ მუნი. ბათუმში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი. ვიზიტის ფარგლებში: მიღებულ იქნა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადება,…

მეტი...

“ოპოზიცია არღვევს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილს, ჩვენ ვასრულებთ” – ირაკლი კობახიძე

გიორგი რურუა არის საბაბი, მიზეზი ისაა, რომ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. „მათემატიკურად ეს ცვლილებები აწყობს ოპოზიციას, რადგან ამ ცვლილებებით მიიღებენ მეტ მანდატს ვიდრე მიიღებდნენ 77/73-ზე მოდელის შემხვევაში. თუმცა რეალობაა ისიც, რომ ისინი ხედავენ, არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული, ისინი ამ არჩევნებში მარცხისთვის არიან განწირული. შესაბამისად, ისინი გადართული არიან დესტრუქციაზე. გიორგი რურუა არის საბაბი, მიზეზი ისაა, რომ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ. ერთი არის 12%-იანი, მეორე – 3%-იანი პარტია. ასეთ პირობებში მათთვის არჩევნებმა…

მეტი...

“29 ივნისს, სავარაუდოდ, სამივე მოსმენით იქნება კანონპროექტი მიღებული” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც იმსჯელეს, თუ როგორ უნდა წარიმართოს განხილვის პროცესი. კობახიძის თქმით, შედგება ორი შეხვედრა სატელევიზიო ფორმატში, სადაც კომისიის წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, წარადგენენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. „ასევე, გვექნება ინტერაქტიული კომუნიკაციის საშუალება საზოგადოებასთან, მივიღებთ კითხვებს და გავცემთ პასუხებს. სატელევიზიო ფორმატის შეხვედრები გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე, თბილისში და ასევე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება ასეთი შეხვედრა“,- განაცხადა კობახიძემ. კობაძიძე ვარაუდობს, რომ განხილვის პროცესი ივნისის შუა რიცხვებში, დასრულდება. „რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ 21 ივნისისთვის…

მეტი...

“ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ მსოფლიოში პანდემია არის დასრულებული, ჩვენ თანამშრომლები ყაზარმულ სისტემაზე გვეყოლებიან” – თეა წულუკიანი

ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დასრულდა, პენიტენციურ დაწესებულებებში თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში იქნებიან – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თეა წულუკიანის თქმით, იქნება როტაცია და ყაზარმული პერიოდი თანამშრომლებს ორ კვირაზე მეტი ხნით არ მოუწევთ. „პენიტენციურ სამსახურში ჩვენ როტაცია დავიწყეთ და მანამ, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ იტყვის, რომ მსოფლიოში პანდემია არის დასრულებული, ჩვენ თანამშრომლები ყაზარმულ სისტემაზე გვეყოლებიან, მაგრამ მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ორ კვირაზე მეტი ხნით გაჩერება აღარ მოუწევთ. აქედან გამომდინარე, ის ოთხი, ხუთი, ექვსი და მეტი კვირა, რომელიც 800-მდე თანამშრომელმა პენიტენციურ სისტემაში…

მეტი...

“საქართველოში უკვე მოქმედებს 45 სანოტარო ბიურო, თბილისის მასშტაბით ხვალ რვა დაემატება და გახსნის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება” – თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით სანოტარო ბიუროები ეტაპობრივად იხსნება. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში უკვე 45 სანოტარო ბიურო მოქმედებს, ხოლო ხვალ თბილისის მასშტაბით კიდევ რვა დაემატება. „მინდა, ორი მიმართულებით მივაპყრო საზოგადოების ყურადღება. პირველი ის, რომ საქართველოს მასშტაბით სანოტარო ბიუროები იხსნება ეტაპობრივად და დღეს დილით საქართველოში უკვე გვაქვს 45 მოქმედი სანოტარო ბიურო, ხვალ დილით დაემატება რვა ახალი სანოტარო ბიურო თბილისის მასშტაბით. ეს შესაძლებლობას მოგვცემს ვთქვათ, რომ თბილისში, დედაქალაქში სანოტარო მომსახურება მეტ-ნაკლებად ხელმისწავდომი იქნება. თუმცა გახსნის პროცესი გაგრძელდება და ყველა ის სანოტარო ბიურო, რომელიც ითანამშომლებს საქართველოს ისუტიციის სამინისტროსთან, იმისათვის, რომ…

მეტი...

რა ბედი ეწევათ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგით 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ

იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგის შედეგად 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ, – ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ჩვენთან ერთობლივი ჯგუფია შექმნილი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრთან ერთად და ვმუშაობთ რეკომენდაციებზე – როგორი უნდა იყოს, რამდენი აბიტურიენტი უნდა იყოს დარბაზში, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ერთმანეთთან დაშორება. ვიდრე საბოლოო რეკომენდაციები არ დაიდება, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. არის ჩვენი რეკომენდაციები, მაგალითად, როგორ უნდა გამოიყენონ ნიღაბი, თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს თუ არა შესვლისას. დარწმუნებული ვარ,…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, შემდეგ წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ყველა ბავშვის მდგომარეობა საქართველოში” – ეკატერინე ტიკარაძე

ყველა ბავშვს მივულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და დარწმუნებული ვარ, შემდეგ წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძემ „იუნისეფის“ კვლევას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. „რა თქმა უნდა, ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და გლობალური პრობლემა ყველასთვის. როგორც პრემიერმა პარლამენტში ისაუბრა, ჩვენ გადავდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომ სიღარიბის ეს ზღვარი იყოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული. გამოვიყენებ შესაძლებლობას და ყველა ბავშვს მივულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მათი…

მეტი...