ქუთაისში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გაკონტროლდება

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღამის საათებში – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება იკრძალება. შესაბამისი დადგენილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა. მოთხოვნები არ ვრცელდება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე (31 დეკემბრის 21:00 საათიდან 2 იანვრის 23:00 საათამდე და 13 იანვრის 21:00 საათიდან 14 იანვრის 23:00 საათამდე), საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი). გარდა ამისა, დადგენილების მიხედვით, გაკონტროლდება აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაც. მოთხოვნები არ ვრცელდება დასაქმებულთა მიმართ სამუშაო ადგილებზე და სამუშაო გარემოში წარმოქმნილ ხმაურზე, საავიაციო, სარკინიგზო, საზღვაო და საავტომობილო ინფრასტრუქტურაზე, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული…

მეტი...

“საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს ისე” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს ისე, რომ ვერ გაიგეს. „არიან ადამიანები, რომლებმაც გადაიტანეს კორონავირუსი და ვერ გაიგეს. ჩვენ ასეთ ტესტებს ვატარებდით, როდესაც ვეძებდით ხოლმე ინფიცირებული და უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს. მათ ვიკვლევდით არა მარტო „პისიარ“ დიაგნოსტიკით, არამედ ვიკვლევდით ანტისხეულებზე. გვაქვს დაახლოებით ათამდე შემთხვევა დადასტურებული. ვიკვლევდით მათ არა მარტო სწრაფი ტესტებით, არამედ ე.წ. ელაიზა მეთოდითაც, ეს უფრო დამაჯერებელი პასუხია, რომ ანტისხეულები არის და ნამდვილად კოვიდურის წინააღმდეგ არის. გერმანული ტესტებია. ასეთი ადამიანები ნამდვილად იყო და,  ასე ვთქვათ თითზე ჩამოსათვლელი. როგორც მოგეხსენებათ, ასევე ტარდება სეროპრევალენტობის კვლევები. უკვე ერთ ხელზე, მაქსიმუმ ორ…

მეტი...

“ჩინეთიდან მიღებული ძალიან ცუდი „საჩუქარი“ – ტრამპი კორონავირუსზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსს ჩინეთიდან მიღებული საჩუქარი უწოდა. „მთელ მსოფლიოში კორონავირუსი დადის – ჩინეთიდან მიღებული ძალიან ცუდი „საჩუქარი“. ძალიან ცუდია ეს!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე. 20 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ დაადანაშაულა ჩინეთი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეულ მასშტაბურ სიკვდილიანობაში. „ჩინეთში ვიღაც შეშლილმა ახლახან განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჩინეთის გარდა ყველას სდებს ბრალს კორონავირუსის გამო, რომელსაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გთხოვთ, აუხსენით ამ შეშლილს, რომ ჩინეთის არაკომპეტენტურობამ გლობალურ დონეზე მასობრივი სიკვდილიანობა გამოიწვია“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

მეტი...

“ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო” – ამირან გამყრელიძე

“მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დადგა. ჩვენთან სიტუაცია შედარებით რომ მშვიდდება, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. „ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას…

მეტი...

სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება ჯარიმას გამოიწვევს

სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება ჯარიმას გამოიწვევს. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომლის ინიციატორები დეპუტატი ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ სატრანსპორტო საშუალების სამ თვეზე მეტი ვადით გზაზე მიტოვება 50 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ცვლილებებით დაკონკრეტებულია, რომ მიტოვებულად მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალება, თუ მას არ აქვს ძრავა, ან საბურავები, ან უსაფრთხო გადაადგილებისთვის საჭირო სხვა ნაწილები. „საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. კანონმდებლობით ასევე არ არის განსაზღვრული ამ პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისი რეგულაცია. კანონპროექტის მიღება კი, აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი…

მეტი...

“რუსებს ვთავაზობთ, ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტს მაშინ ექნება აზრი, თუ რუსი ექსპერტები ლაბორატორიის ყველა შენობაში შესვლას შეძლებენ და წვდომა ექნებათ ყველა სასურველ დოკუმენტაციაზე. „უკვე 30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და შეეგუონ ამას. რას ნიშნავს, ჩამოვლენ და ყველა კუთხე კუნჭულში შევლენ და ა.შ. ისევე ჩამოვა რუსი, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამდენჯერმე მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები, ამას არ დავუშვებთ…

მეტი...

როგორ გაკონტროლდება რესტორნებსა და ღამის კლუბებში დისტანციის დაცვის რეკომენდაცია – პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატ იმნაძის ინფორმაციით, რესტორნებსა და ღამის კლუბებში დისტანციის დაცვის რეკომენდაციები შემუშავებულია. მისი თქმით, სახელმწიფო სამსახურების მიერ აუცილებლად გაკონტროლდება, რომელ რესტორანს, თავის ტერიტორიაზე რამდენი მაგიდის განლაგება შეეძლება. “ყველა მეპატრონეს ვალდებულება ექნება, როგორც მონიშნული იყო სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ეკლესიების ეზოებში, ადამიანი სად უნდა დამდგარიყო, აი ასეთ მონიშნულ ადგილზე დადგას მაგიდა. როდესაც რესტორანში შევალთ და ვნახავთ, რომ მონიშნული ადგილის გარდა, კიდევ არის მაგიდა ჩამატებული, ასეთ რესტორანში ნუღარ შევალთ, ეს იქნება ყველაზე კარგი კონტროლი“, – აღნიშნა იმნაძემ

მეტი...

რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

“ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგ, ნაკადების გაკონტროლებაზე შესაბამისი უწყებები იმუშავებენ, ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენი მხრიდან რეკომენდებულია, რომ მგზავრთა ნაკადები იმგვარად იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთოს მგზავრების დიდი რაოდენობა ერთ სივრცეში და ეს სიტუაცია კონტროლირებული იყოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სასურველია ადამიანებს მგზავრობისას თან ჰქონდეთ სადეზინფექციო საშუალებები და ხელები ხშირად დაიმუშაონ. ამირან გამყრელიძის თქმით კი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის ტარება. „უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ სანქციები არ არის ყოველთვის აუცილებელი, ვამბობთ, რომ ვსწავლობთ თანცხოვრებას კორონავირუსთან ერთად და…

მეტი...

“ამ ეტაპზე საქართველო მწვანე ზონად რჩება” – ამირან გამყრელიძე

“ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა მწვანე ზონად განიხილება, რადგან ინფექციის გავრცელება დაბალ ნიშნულზეა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „გარკვეული ქვეყნები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოსთან იყოს ორმხრივი შეთანხმება ტურისტული მარშუტის და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

ინდოეთში 200-ზე მეტი ღამურა მკვდარი იპოვეს – მოსახლეობა პანიკაშია

ინდოეთში, უტარ პრადეშის პროვინციაში 200-ზე მეტი მკვდარი ღამურა იპოვეს, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ადგილობრივები ამ ფაქტს კორონავირუსს უკავშირებენ, რის გამოც სახლიდან აღარ გადიან. ეპიდემიოლოგებმა დახოცილი ფრინველები გამოკვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნეს. ექსპერტების ნაწილი მომხდარს რეგიონში ჰაერის მაღალ ტემპერატურას უკავშირებს.

მეტი...

“ევროპაში კი არა, სახლებში არ ვართ შესაშვები” – მეუფე იაკობი

“ევროპაში კი არა სახლებში არა ვართ შესაშვები, ისე ვიქცევით”, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.  მისი თქმით, ეკლესიაზე შეტევები ხორციელდება და ვინც ამას თავს არ დაანებებს, უკან დაუბრუნდება ყველას. „მე გინდ ცილს მწამებენ, გინდ მაგინებენ, არაფერია, პასუხსაც არ ვცემ. პასუხი რატომ უნდა გავცე? თუ რამე არ მახსოვს, ცოდვები რაც ჩადენილი მაქვს, უფალი მომიტევებს. ნუთუ სირცხვილის გრძნობა იმ ტელევიზიის მუშაკებს არ კლავთ, სიკვდილი პირდაპირ არ იფიქროთ, ქართული გამონათქვამია, როდესაც გადაცემა გააკეთეს, რომ ეს დიდებული ტაძარი ვიღაცის მამა-პაპის მიწაზე არის აშენებული, არა გრცხვენიათ? ტელევიზიის მმართველები ხომ ხართ? მაპატიეთ, ასეთ იდიოტობას…

მეტი...

„პლაქვენილის“ გამოყენება შევაჩერეთ” – თენგიზ ცერცვაძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველომ კორონავირუსის სამკურნალოდ „პლაქვენილი“ ხმარებიდან ამოიღო. საქართველოში ინფიცირებულებს ამ პრეპარატით უკვე 3 თვეა მკურნალობენ. „გასული სამი თვის განმავლობაში, ამ პრეპარატს ძალიან დიდი წარმატებით ვიყენებდით – განსხვავებით იმ ზოგიერთი ნაშრომისგან, რომელიც დაიდო. მაინც, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა კვლევა „პლაქვენილზე“. ვინაიდან ჩვენც ვმონაწილეობთ კვლევაში „სოლიდარობა“, უბრალოდ, ვალდებულნი ვიყავით, ეს გაგვეთვალისწინებინა და „პლაქვენილის“ გამოყენება შევაჩერეთ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

“საქართველო დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად” – ჯანმო

“საქართველომ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების უფროსმა სპეციალისტმა, კეტრინ სმოლვუდმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად. „რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, სიტუაცია იცვლება და რთულია პროგნოზირება, თუ როგორი იქნება ვითარება საქართველოში ერთი ან ორი თვის შემდეგ. ამ დროისთვის შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველომ ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. ბოლო ორი კვირის განმავლობაში რეგისტრირებულია 100-ზე ნაკლები შემთხვევა. ასე რომ, ეს არის ქვეყანა, რომელიც დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შესამცირებლად. რა თქმა უნდა, ეს უნდა გაგრძელდეს. საქართველოსთვის უკიდურესად…

მეტი...

საქართველო გერმანიის მთავრობისგან 90 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW) ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას 90 მილიონი ევროს მიღების თაობაზე. მათვე ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა, კლაუს ფაიგელმა. აღნიშნული დაფინანსება წარმოადგენს საბიუჯეტო მხარდაჭერას და მიიმართება COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად. „აღსანიშნავია, რომ KFW-სთან ხელმოწერილი ხელშეკრულება, ნაწილია იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა“, – აცხადებენ სამინისტროში.

მეტი...

მოსალოდნელია, თუ არა უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება?

“მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული”, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს ასეთი კოორდინირებული, სწრაფი და დროული ქმედებისთვის. ასეთი დონის კრიზისი მსოფლიოს ისტორიაში არ ყოფილა და ბუნებრივია, ნებისმიერი კრიზისის დროს, ეკონომიკას სჭირდება სტიმულირება. ეს პაკეტი, რომელიც დღეს წარმოადგინა მთავრობამ, არის ყოვლისმომცველი და არის ძალიან კარგად დაბალანსებული. ერთი მხრივ, ახდენს მოთხოვნის სტიმულირებას, იპოთეკური სესხების ნაწილს…

მეტი...

ბოლნისში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლნისში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ გადაგზავნილი 122 ნიმუშიდან ორს კორონავირუსი დაუდასტურდა. მათვე ინფორმაციით, ერთი დადასტურებული შემთხვევა ქვემო ბოლნისიდანაა და ერთი სასწრაფოს მძღოლია. სულ ბოლნისში 165 დადასტურებული შემთხვევაა.

მეტი...

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს ულოცავს. შესაბამისი განცხადება მინისტრმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა. „თბილი მილოცვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. ვუსურვებთ წარმატებას და კეთილდღეობას ჩვენს მეზობლებს, სტრატეგიულ პარტნიორებს და ბედნიერებას აზერბაიჯანელ მეგობრებს“, – წერს დავით ზალკალიანი. დავით ზალკალიანის განცხადება „ტვიტერში“ გააზიარა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. „ვუგზავნით აზერბაიჯანსა დ მის ხალხს გულწრფელ მილოცვას რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს პარტნიორებს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. ავტორი – ქეთი ჩოხელი

მეტი...

“ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის ოთხ პროცენტს დაუსუბსიდირებს” – ბექა ლილუაშვილი

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს…

მეტი...

“არავითარი წინაპირობა და მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს” – ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, დადგენილი წესები არსებობს და ამ წესებით ლუგარის ლაბორატორიის შემოწმებამ ქართულ მხარეს ძალიან კარგი სურათი მისცა, რომელიც ჟენევასა და გაერო-ს ოფისში იყო განხილული და უმაღლეს დონეზე შეფასებული. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, არავითარი იმის წინაპირობა და მეცნიერული დასაბუთება არ არსებობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეიძლება იარაღი ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არსებობდეს. „ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს, რომ ასეთ ფორმატში, მათი მონაწილეობით ჩატარდეს შემდგომი კვლევა. ვინაიდან, ამაზე რუსეთი უარს ამბობს, ეს გვაჩვენებს, რომ მიკერძოებული და თავისი სტრატეგიული პოლიტიკური ამოცანები აქვს სახელმძღვანელოდ, რათა დაწეროს ის, რაც სურს. გარდა ამისა, არსებობს წესი,…

მეტი...

საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ბატონიშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო. ამ ეტაპზე, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში,  5 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „დიდი დიღმის კერძო დასახლებაში საგზაო სამუშაოები გრძელდება. მათ შორის, არის ბატონიშვილის ქუჩა, სადაც გზის მოწესრიგება დავიწყეთ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ და კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული  კომპანია „მშენებელი“ აწარმოებს. პროექტი კი,…

მეტი...

„ჩვენი ოპონენტების სპეკულაციური კითხვები იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, უსაგნო და უშინაარსო“ – დიმიტრი ხუნდაძე

„პრემიერ-მინისტრის მიმართ ჩვენი ოპონენტების მიერ გუშინ დასმული სპეკულაციური კითხვები იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, უსაგნო და უშინაარსო. ბევრი კითხვა საერთოდ სცდებოდა კორონას, ჯანდაცვას, კრიზისს და  ეკონომიკას. დაგრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ, თითქოს, ეს კრიზისი ხდება მხოლოდ საქართველოში და მხოლოდ საქართველოს ეკონომიკა დაზიანდა და ამაში დამნაშავეა ბიძინა ივანიშვილი, კახი კალაძე, გიორგი გახარია, დიმიტრი ხუნდაძე და „ქართულო ოცნების“ გუნდის წევრები. რა თქმა უნდა, ეს არის სპეკულაცია“,- განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ეკონომიკური კრიზისი  მთელ მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოსაც  შეეხო. „ეს არის პანდემია, რომელმაც  ისეთი ძლიერი ქვეყნებიც კი, …

მეტი...

საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა

ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შესახებ საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (GORBI-ს) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში მოსახლეობა ყველაზე მეტად ქართულ ჯარს ენდობა. გამოკითხულთა 87% ამბობს, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ ინსტიტუტს ენდობა, მეორე ადგილზეა პოლიცია 81%-ით, მესამეზე – მედია 72%-ით, მეოთხეზე – პარლამენტი 63%-ით, მეხუთეზე კი სასამართლო 56%-ით. აღსანიშნავია, რომ 2008 წელთან შედარებით, ყველა აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობა გაზრდილია.

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოწონს საქართველოს გამორჩეული, პოზიტიური შედეგი“ – დიმიტრი ხუნდაძე

 „უცხო არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და  მის პოლიტიკურ მეგობრებს არაფერი მოწონთ. არ მოსწონთ თუნდაც ის, რომ  კოვიდთან ბრძოლის  გზაზე საქართველომ გამორჩეულად პოზიტიური შედეგი აჩვენა და ჩვენ პრაქტიკულად მინიმალური დანაკარგებით გავედით ამ ფონს“, – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, პანდემიის რეჟიმში ძალიან ბევრმა ქვეყანამ, რომელსაც  უფრო მეტი გამოცდილება და რესურსი ჰქონდა,  როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე ფინასურად, საკმაოდ მძიმე შედეგები მიიღეს.  „ჩვენს ოპონენტებს ეს არ მოწონთ იმიტომ, რომ მათ ეს შედეგი აშინებთ. მოდის არჩევნები და ნებისმიერი წარმატებული საქმე, თუნდაც ეს წარმატება  მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე …

მეტი...

„ფასების კუთხით რთული ვითარებაა, ინფლაცია სახეზეა, მაისსა და ივნისში იგივე ტენდენცია გაგრძელდება“ – შოთა გულბანი

„ვისურვებდი, ეროვნულმა ბანკმა ყველა გზა მონახოს, რომ ვალუტა ადრინდელ მაჩვენებელს დაუბრუნდეს,“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ ეკონომიკის ანალიტიკოსმა შოთა გულბანმა გააკეთა. სპეციალისტი პანდემიასთან ბრძოლაში ქვეყანას წარმატებულად თვლის და სამთავრობო უწყებებისა და პრემიერის ეფექტურ მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას. გულბანს მიაჩნია, რომ გახარია მაღალი დონის მენეჯერია, ის საერთაშორისო საზოგადოების კვლევებსაც იშველიებს და აღნიშნავს, რომ საქართველო და შვედეთი ლიდერ ქვეყნებად დასახელდა. „კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ ეკონომიკაში არსებულ ფუნდამენტალურ პრობლემები, აქ ყველაზე მწვავედ დგას ორი პრობლემა, ფასების სტაბილურობა, ლარის კურსი და ასევე უმუშევრობა. ფასების სტაბილურობის კუთხით რთული ვითარებაა, შექმნილმა სიტუაციამ პირდაპირ დაარტყა ფასებს ლარის კურსის გამო,…

მეტი...

“საქართველოში არის 35 000 მშენებარე ბინა, 35 000 ბინის მფლობელი მეტად გარანტირებული იქნება, რომ მისი კორპუსი დასრულდება” – მაია ცქიტიშვილი

დღეს საქართველოში 35 000 ბინა არის მშენებარე, 35 000 ბინის მფლობელი მეტად გარანტირებული იქნება, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსი დასრულდება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომელიც დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ესწრებოდა. მისი თქმით, აღარ იქნება საჭირო ლოდინი, როგორც ეს რამდენიმე კომპანიის შემთხვევაში უკვე მოხდა და მშენებლობები დასრულდება დროულად. „დღეს საქართველოში 35 000 ბინა არის მშენებარე, 1 მილიონ 700 ათასი კვ/მ კომერციული მშენებლობა ხორციელდება, ეხება როგორც ბინებს, ასევე კომერციულ ფართებს. 35 000 ბინის მფლობელი უფრო მეტად გარანტირებული იქნება, რომ მისი საცხოვრებელი კორპუსი…

მეტი...

„2020 წლის მარტიდან მოყოლებული, ვისაც შეუმცირდა, ან საერთოდ დაკარგა შემოსავალი, მიმდინარე სესხები კი გადაუვადეს“ – დავით ჭიჭინაძე

2020 წლის მარტიდან მოყოლებული, ვისაც შეუმცირდა, ან საერთოდ დაკარგა შემოსავალი, მიმდინარე სესხები კი გადაუვადეს, მაგრამ პროცენტზე პროცენტი დაარიცხეს, ყველა არის გასაუმებელი, და თუ ვინმეს ამ პროცენტებს მაინც დაარიცხავენ, შეეგიძლიათ მომმართოთ და პირადად დაგეხმარებით ყველანაირად!“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, პრემიერ გახარიასთან შემდგარი საუბრის შემდეგ. ჭიჭინაძის განცხადებით, როგორც აღმოჩნდა, პრემიერი არ ფლობს სიტუაციას ყვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, რადგან  მას ეგონა, რომ ვისაც სესხები გადაუვადეს, მათ დამატებით არაფერი დარიცხვიათ. სინამდვილეში კი, აბსოლუტურად ყველა გადავადებულ სესხზე ხდებოდა ახალი პროცენტის დარიცხვა და ახალი კრედიტების გაცემა. „არადა, საგანგობო მდგომარეობის გამო, …

მეტი...

“მიმდინარე რამდენიმე წელში ბუნდოვანებას და გაურკვევლობას ვხედავ“ – შოთა გულბანი

ეკონომიკის ანალიტიკოსი შოთა გულბანი მიიჩნევს, რომ საქართველო მოცემულ სიტუაციაში განყენებულად ვერ განიხილება და ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზა დამოკიდებულია, როგორც ეკონომიკაზე, ასევე პოლიტიკაზე. მისი აზრით „მტკიცებით“ ფორმაში განცხადებების გაკეთება არაგონივრულია. „ჩვენ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული სავაჭრო და ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ პარტნიორებზე. ჩვენ, რომ ახლა პროგნოზი გავაკეთოთ, რომ ორ წელიწადში რეალურ კალაპოტს დავუბრუნდებით არარეალური იქნება. მე ვხედავ გაურკვევლობას და ბუნდოვანებას მიმდინარე რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ კრიზისი ნაკვალევი არ იქნება ერთ ან ორ წელზე, ეს იქნება რამდენიმეწლიანი ნაკვალევი და რაც უფრო კარგად და მალე გავაცნობიერებთ ამ ყველაფერს, მით უფრო მალე გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს.“ –…

მეტი...

“თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს – ჭკვიანად უნდა იყვნენ!” – მეუფე იაკობი ოპოზიციაზე

ბოდბელმა მიტროპოლიტმა,  მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკოსები „ჭკვიანად უნდა იყვნენ“. მეუფე თვლის, რომ ეკლესიაზე შეტევას გარკვეული ოპოზიციონერები ახორციელებენ. „მე არ ვიმუქრებ, უბრალოდ, თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს საზღვარგარეთაც და აქაც. აბსოლუტურად ყველაფერს ვგულისხმობ, როდესაც შეტევა მიდის ეკლესიაზე, სხვა არის კრიტიკა. ცუდად რომ ვიქცევი, თუ ვერ ვხვდები, უნდა მიმითითო, თუ ვერ ვხვდები, შეგიძლიათ მაინც ილაპარაკოთ ჩემს ცუდ საქციელზე. აღდგომაზე გული გაუსკდა ხალხს, ეკლესიის კლასტერი არ გაჩნდაო, არადა, ძალიან უნდოდათ ვიღაცებს და პოლიტიკოსებსაც. ჭკუას გვასწავლიდნენ, მაგრამ თვითონ ისწავლონ ჭკუა. საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, იციან, რომ ვიცი ეგ. ჭკვიანად უნდა…

მეტი...

“იპოთეკურ სესხზე ლარში საპროცენტო განაკვეთი 7 პროცენტამდე შემცირდება, რაც ისტორიული მინიმუმია” – ბექა ლილუაშვილი

მთავრობის მიერ დასუბსიდირდება სესხის საპროცენტო განაკვეთი, 4 პროცენტის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხზე ლარში შემცირდება დაახლოებით 7  პროცენტამდე და ეს არის ისტორიული მინიმუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ვისაც დაგეგმილი აქვს ბინის ყიდვა მნიშვნელოვანი შეღავათით სარგებლობა შეეძლება. „საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, დეველოპერულმა სექტორმა. ერთობლივად შევიმუშავეთ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებები. ვთანხმდებით, რომ დღეს მთავარი გამოწვევა არის შემცირებული შესყიდვები. იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, აუცილებელია, დეველოპერულ სექტორში გავზარდოთ მოთხოვნა, საცხოვრებელი ბინების შეძენა გავხადოთ…

მეტი...

„ეს არის დარგი, რომელიც ძალიან ბევრ მოქალაქეს ასაქმებს, დასაქმება კი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თემაა“ – კახა კალაძე დეველოპერულ სექტორზე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი გეგმის მიზანი სამშენებლო სექტორის სწრაფი განვითარება და შესაბამისად, დასაქმების  ხელშეწყობაა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გეგმაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თბილისის მასშტაბით არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებს და კვლავ მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ დაზარალებულმა მოქალაქეებმა კუთვნილი საცხოვრებელი ფართები მიიღონ. „პრემიერმა ვრცლად ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დეველოპერული სექტორის ხელშეწყობა. ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ეტაპობრივად დავიწყეთ…

მეტი...

 “გვყავს ყველაზე ეფექტური მთავრობა, თუმცა, საგარეო ურთიერთობებში გვაქვს სისუსტე” – ვახტანგ ჭარაია

ეკონიმიკის ანალიტიკოსები, იმ გამოწვევებზე საუბრობენ ბიზნესთან მიმართებაში, რის წინაშეც შესაძლოა ქვეყანა აღმოჩნდეს პოსტკრიზისულ პერიოდში. ვახტანგ ჭარაია სასტუმროების ბიზნესზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სასტუმროებს, ორი კვირის ვადა აქვთ გასახსნელად, რაც შესაძლოა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდეს. მისივე განცხადებით პირველ ეტაპზე მეზობელი ქვეყნებიდან მცირე ვიზიტორებს უნდა ველოდოთ. „სასტუმროს ვერ დავავალდებულებთ სრული მასშტაბით ამუშავებას, რადგან მისი შემოსავალი დაგეგმილთან შედარებით, შესაძლოა ბევრად ნაკლები გამოვიდეს, გაუჭირდება სხვა ბიზნესებსაც ბანკის სესხის გადახდა, ამიტომ შესაძლოა სახელმწიფომ გარკვეული პაკეტები შეიმუშავოს და უშუალოდ სასტუმრო ნომრების გასხვისებაზე გააკეთოს გარკვეული სუფსიდირება, შესაძლოა ამან შევსების უკეთესი მაჩვენებელი მოუტანოს სასტუმროებს, ეს სტიმული იქნება დამსვენებლისთვის.“…

მეტი...

“მშენებლობა და ჩვენი ქვეყნის შენება უნდა გაგრძელდეს” – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაურის თქმით, სიმბოლურია, რომ ამ პროგრამის წარდგენა ხდება აქსის თაუერში, შენობაში, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე. „სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ პროგრამას წარვადგენთ აქ, ამ შენობაში, რომელიც დაიწყო 2008 წლამდე და 2008 წლის კრიზისის შემდგომ ეს სექტორი იყო აბსოლუტურად მიგდებული. ერთეული კომპანიები არიან, რომლებმაც გაუძლეს მაშინდელ კრიზისს სამშენებლო კომპანიების გარდა ჩვენი მოქალაქეებიც იყვნენ მიგდებულები, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ბინას იშენებდნენ და საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებდნენ. ეს იყო ათასობით ადამიანი. 2012 წლის შემდგომ მთავრობა წლების განმავლობაში ვცდილობდით ამ პრობლემის მოგვარებას. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ პირველი  პროგრამა, რომელიც იყო 2008 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის…

მეტი...

მძღოლი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღემდე კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი მკურნალობდა, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც „მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით 31 წლის მამაკაცია და წყალტუბოდანაა კლინიკაში გუშინ გვიან ღამით მოათავსეს. მძღოლი საკარანტინე სივრციდანაა და მას მოგზაურობის ისტორია აქვს. ამჟამად ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი რჩება.

მეტი...

„თუ შემოდგომაზე ახალი ტალღა არ გვექნება, ორ წელში შესაძლოა დავუბრუნდეთ 2019 წელს არსებულ მდგომარეობას“ – ეკონომიკის ანალიტიკოსები “მედიაცენტრ მთავარში”

ეკონომიკის ანალიტიკოსები ვერ პროგნოზირებენ, რა ეკონომიური ზარალი შეიძლება მოჰყვეს შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღას, ვახტანგ ჭარაია თვლის, რომ პროცესებში, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში უნდა განვითარდეს ქართველი ეკონომისტების ჩართვის უნდა განხორციელდეს. ჭარაია პროგნოზირებს, რომ ვირუსი არ განმეორების შემთხვევაში, საქართველო ტურიზმის კუთხით 2019 წელს არსებულ პოზიციას შესაძლოა ორ წელში დაუბრუნდეს. „ცალკეული მიმართულებებით არის სისუსტეები, შეიძლება რჩევებით მივმართოთ პრემიერს, როცა პოსტკრიზისულ გეგმაზეა საუბარი,  უნდა მიმდინარეობდეს სცენარების დამუშავება, ამ გეგმებში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული ქართველი ეკონომისტები, რაც არ უნდა გამოცდილი იყოს უცხოელი ეკონომისტი, აქ არსებული მდგომარეობა სპეციფიურ მიდგომებს საჭიროებს, აუცილებლად უნდა იყვნენ ამ პროცესებში ჩართული ქართველი…

მეტი...

“გამოკითხულთა 86%-ის აზრით, საქართველო კორონავირუსის პანდემიას სხვა ქვეყნებზე უკეთ უმკლავდება” – GORBI

საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (GORBI) მოსახლეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამოკითხა. კითხვაზე „როგორ უმკლავდება საქართველო კორონავირუსს – სხვა ქვეყნებზე უკეთესად თუ უარესად?“ გამოკითხულთა 86% ამბობს, რომ უკეთესად, უარესად კი მიაჩნია მხოლოდ 3%-ს. კომპანია GORBI-მ კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩაატარა. მონაცემები 15-დან 19 მაისამდე პერიოდს მოიცავს. GORBI-მ 1 090 ზრდასრული ადამიანი სატელეფონო მეთოდით გამოკითხა. დასაშვები ცდომილება +/- 3%-ია.

მეტი...