“ჩოგბურთელს გაუმართლა, პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური მხარე რომ არ არის, თორემ რისხვას ვერ ასცდებოდა” – მარიამ კუბლაშვილი

“საბედნიეროდ წამყვან ჩოგბურთელს გაუმართლა, რომ პოლიტიკოსი არ არის ან პოლიტიკური მხარე, თორემ დაუნდობელ რისხვას ვერ ასცდებოდა”, – ამის შესახებ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მართლმსაჯულებას სჭირდება დრო, ვიდრე სასამართლო დაადგენს სიმართლეს. “თავიდან იყო მცდელობები, რომ მისთვის წინასწარ განაჩენი გამოეტანათ, მაგრამ მთელი შეგნებული საზოგადოების აზრი აშკარად შემოტრიალდა და დღეს ის საპირისპიროს ამტკიცებს. საბედნიეროდ წამყვან ჩოგბურთელს გაუმართლა, რომ პოლიტიკოსი არ არის ან პოლიტიკური მხარე, თორემ დაუნდობელ რისხვას ვერ ასცდებოდა. ვერც ვერავინ გაბედავდა მასიურად მის გამოსარჩლებას, რადგან მაშინვე პოლიტიკურ სარჩულს მიაწებებდნენ. ჩვენს პრაქტიკაში სამწუხაროდ, ხშირია შურისძიების,…

მეტი...

“ბასილაშვილი თუ გამართლდება, ადამიანებს, რომლებმაც მას რეპუტაცია შეულახეს, მოუწევთ პასუხისგება” – ადვოკატი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი თუ გამართლდება, აუცილებლად მოუწევთ პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მას პატივი, ღირსება და რეპუტაცია შეულახეს. „ბატონი ბასილაშვილი გახლავთ საქართველოს სახელით მოასპარეზე მსოფლიო დონის ვარსკვლავი. ვიცით, რომ მისი იმიჯი გარკვეულწილად უკვე შეილახა და იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი გამართლდება, აუცილებლად მოუწევთ პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც მას პატივი, ღირსება და რეპუტაცია შეულახეს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მეტი...

ხვალიდან საქართველოში დათბება

სინოპტიკოსები ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ. უნალექო ამინდები 28 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება. „ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს. უნალექო ამინდები დარჩება 28 მაისის ჩათვლით და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-27 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27-32 გრადუსამდე გათბება. ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი 28 მაისს – დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 31-33 გრადუსი, აღმოსავლეთით კი ჰაერი 28-31 გრადუსამდე გათბება. 29-ში, დღის პირველი ნახევარი უნალექოდ ჩაივლის, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან დღის ბოლომდე საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება, დღის ბოლოს მოსალოდნელია ზოგიერთ რეგიონში წვიმა, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. ტემპერატურა 1-2 გრადუსით დაიკლებს. ტემპერატურის დაკლება შენარჩუნდება 30 მაისსაც. 30 მაისს დასავლეთ…

მეტი...

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება” – ჯანდაცვის მინისტრი

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კონკრეტული რეკომენდაციები ჯერ სამინისტროს არ აქვს, თუმცა ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს. „საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება მიმდინარეობს. დღესდღეობით კონკრეტულ რეკომენდაციებზე ჩვენ შეთანხმებული არ ვართ. როგორც მოგეხსენებათ, ამ ინტენსიური კომუნიკაციების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, რომ არ უნდა შეიქმნას გარკვეული ეპიდსიტუაციის გაუარესება და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მხოლოდ სრული სტანდარტებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მეტი...

“საქართველოში ეპიდსიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა დავიწყოთ” – ეკატერინე ტიკარაძე

“საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია ეკონომიკური აქტივობების ნელ-ნელა დაწყების საშუალებას იძლევა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „დღევანდელი ეპიდსიტუაცია საქართველოში არის დამაკმაყოფილებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 0,59%. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნელ-ნელა დავიწყოთ ეკონომიკური აქტივობები და უფრო მასშტაბური გავხადოთ ის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის 100 000 დოლარის გადახდაზე უარს ამბობს

“რადგანაც ეს თემა სპეკულაციის საგანი გახდა, თურმე, ბასილაშვილი ყოფილ ცოლს თანხას იმიტომ უხდის, რომ რაღაცაზე დადუმდეს და რაღაცაზე გაჩუმების სანაცვლოდ უხდის, ჩვენ შევწყვიტავთ ყველაფრის გადახდას. თუ ვინმეს რამე სათქმელი აქვს, თუ ვინმეს რამე მტკიცებულება აქვს, წარმოადგინოს”, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.  მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა შეძენილი ქონებიდან ყოფილ ცოლს იმაზე მეტი მისცა, ვიდრე ეკუთვნოდა. “ნიკამ თანაცხოვრებისას შეძენილი ქონებიდან ყოფილ ცოლს იმაზე მეტი მისცა, ვიდრე ეკუთვნოდა, დაახლოებით, 70% მისცა მათი საერთო შეძენილი ქონებიდან. მეტი არანაირი შეთანხმება არ ყოფილა და არანაირ 100 000 არ უხდის არც თვეში და არც…

მეტი...

“ამოღებულია ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ქალზე არავინ ძალადობს” – ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი

“მასალებით, რომლებიც სასამართლოში პროკურატურამ წარმოადგინა, არ დასტურდება და არ მტკიცდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეზე იძალადა”, – ამის შესახებ ბრალდებული ჩოგბურთელის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა. ადვოკატის თქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ვიდეოჩანაწერები სადაც ჩანს, რომ ქალზე არავინ ძალადობს. „ტენდენცია ამ ქვეყანაში გახლავთ შემდეგი, რომ ქალზე განხორციელებულ ძალადობაზე საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონის განცხადება და ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, ბუნებრივია. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალადობის მსხვერპლმა ქალბატონებმა აუცილებლად უნდა განაცხადონ და უნდა დაიცვან თავი მოძალადე მეუღლეებისგან. თუმცა მასალები, რომლებიც ჩვენ გადმოგვეცა და მასალებით, რომლებიც სასამართლოში პროკურატურამ წარმოადგინა არ დასტურდება და არ მტკიცდება რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა…

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა მცირდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის შემცირება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომელიც 2020 წლის, მეათე მოწვევის პარლამენტს შეეხება. ცვლილებების გათვალისწინებით, თავმჯდომარეს დღეს არსებული შესაძლო ცხრა მოადგილის ნაცვლად, მხოლოდ სამი მოადგილე ეყოლება. ესენი იქნებიან – პირველი მოადგილე, ერთი მოადგილე უმრავლესობიდან და ერთი მოადგილე ოპოზიციიდან. მეცხრე მოწვევის პარლამენტში, ამჟამად, პარლამენტის თავმჯდომარეს შვიდი მოადგილე ჰყავს – ხუთი უმრავლესობის წევრია, ორი ოპოზიციის წარმომადგენელი.

მეტი...

„ნელიმ „ჯვარს აცვა“ ეს ბიჭი, არ ანახებს ბავშვს, თუ ანახებს, რაღაცის საფასურად, ბასილაშვილმა დიდი ქონებაც გადაუფორმა“ –  რას უყვება წყარო „მედიაცენტრ მთავარს“

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ახლობელი „მედიაცენტრ მთავარს“ უყვება, თუ როგორ აშანტაჟებდა ნელი დოროყაშვილი მეუღლეს და როგორ იყენებდა პირადი მიზნებისთვის მცირეწლოვან შვილს.   „ბასილაშვილის სასამართლო დავა წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და ერთ-ერთი სერვის ცენტრია ჩართული, როგორც ბავშვის წარმომადგენლები. ამ გოგომ,  ნელი დოროყაშვილმა  „ჯვარს აცვა“ ეს ბიჭი. არ ანახებს ბავშვს, თუ ანახებს და აუცილებლად რაღაცის საფასურად. საკმაოდ დიდი ქონება (მილიონზე მეტი) გადაუფორმა ამ გოგოს და ყოველთვიურად კიდევ ცალკე უხდიდა დიდ თანხას. იმ დღეს სოციალური მუშაკის თანდასწრებით უნდა მომხდარიყო ბავშვის წამოყვანა. ცოლმა დაურეკა სოც.მუშაკს და უთხრა მარტო უნდა მივიდეო. იმავე დღეს ნიკამ დაურეკა სოც.…

მეტი...

“ჭორები, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს, უსაფუძვლოა ” – ადვოკატები

ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენლებმა“ ონლაინ პრესკონფერენცია გამართეს. ადვოკატებმა საქმის გარკვეულ დეტალებზე ისაუბრეს, თუმცა მტკიცებულებების გასაჯაროვებისგან გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შეიკავეს. ადვოკატების განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოლიდურ თანხას აძლევდა ყოფილ მეუღლეს, უსაფუძვლოა. „გვსურს შევეხოთ 100 ათასი დოლარის საკითხს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არის ქონებრივი ინტერესი და საქმე ამიტომ არის აღძრული. ეს საკითხი შემდეგია. ადამიანები თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების თანამესაკუთრეები არიან. საქართველოს კონსტიტუციით, ერთად ცხოვრების დროს შეძენილ ქონებას განქორწინები დროს ყოფილ მეუღლეებს ეკუთვნით. 100 ათასი დოლარი, თითქოს ეს იყო ბასილაშვილის საჩუქარი და წყალობა, არასწორია. ეს არის თანხა, რომელიც სასამართლომ მიაკუთვნა ნელი დოროყაშვილს. გაიყო ქონება ორ…

მეტი...

“თუ ვინმეს გიამაყიათ ბასილაშვილის წარმატებით, ეს პირველ რიგში ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული” – ადვოკატი

“თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ ეს დიდწილად მის ოჯახთან და პირველ რიგში ყოფილ ცოლთან არის დაკავშირებული”. – ამის შესახებ ნეკა დოროყაშვილის ადვოკატმა ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თავად ქალბატონი ნელი უარს ამბობდა პირად კარიერულ წარმატებაზე. მან კარიერა დაიწყო ჯერ კიდევ საჯარო სამსახურში და არაერთი მიმართულებით ჰქონდა შემოთავაზება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, თუმცა მან თავისი ნებით გააკეთა არჩევანი, რომ მის ოჯახზე ეზრუნა“, – აღნიშნა ანა აბაშიძემ. მისივე თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი სპორტულ სამყაროში მისაბაძი ადამიანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წარმატებული ადამიანი ვინმეზე უნდა…

მეტი...

“კორონავირუსთან ომი ჯერ არ მოგვიგია” – ინფექციონისტი

“შეიძლება ჩვენ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი ჯერ არ მოგვიგია”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. ამისთვის ინფექციონისტის თქმით, აუცილებელია, მთელი საზოგადოების კონსოლიდირებული, ერთიანი მოქმედება. „კორონავირუსი არსად წასულა. საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან ერთად გატარებული ღონისძიებებით, ამ ვირუსის გავრცელების შეფერხება შევძელით, მაგრამ ის ისევ ჩვენთან რჩება, ამიტომ ის რეკომენდაციები, რაც მოწოდებულია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. საზოგადოებას პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და ფიზიკური დისტანცირება ჩვევად უნდა ექცეს, რადგან ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე კარგი საშუალება ესაა. არ დაგავიწყდეთ, ვირუსი ჯერ დამარცხებული არაა“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

მეტი...

“რაც არ უნდა ძლიერი იყოს მეორე ტალღა, მსოფლიო ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდება” – ინფექციონისტი

“მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მზად ვიქნებით, თუნდაც ვაქცინის გარეშე”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველო რეგიონში და არა მარტო რეგიონში, მთლიანად ევროპაში ერთ-ერთ ყველზე ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყანად ითვლება. „კორონავირუსის მეორე ტალღა შეიძლება იყოს რამდენიმე თვეში ან ერთი წლის შემდეგ, ეს ზუსტად არავინ იცის. ჩვენ ექიმებმა, ეპიდემიოლოგებმა, ჯანდაცვის სისტემამ, უკვე მეტ-ნაკლებად ეს ვირუსი და მისი ბუნება შევისწავლეთ. ამიტომ მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მზად ვიქნებით, თუნდაც ვაქცინის გარეშე. მაქვს განცდა, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს მეორე ტალღა, მსოფლიო ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდება“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

მეტი...

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მერის თქმითვე, ტრანსპორტის ამუშავებისთვის მერიაში სრული მზადყოფნაა, თუმცა ეპიდიემიოლოგებისა და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ელოდებიან.  „ზუსტი თარიღი უცნობია. ჩვენ ეგ ინფორმაცია არ გვაქვს. ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დავსვი, რადგან საზოგადოებაში ძალიან დიდი მოთხოვნაა. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა იხელმძღვანელოს. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები მზადყოფნაშია არიან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას. დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ველოდებით. საზოგადოებრივი…

მეტი...

ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წყალი ჩამოვიდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში, ინტენსიური წვიმის დროს ჩასულმა წყალმა ინფრასტრუქტურის, დოკუმენტაციისა და სამედიცინო აპარატურის ნაწილი დააზიანა. კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორის შოთა გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია შენობის ნახევარი, ინვენტარი, პაციენტების ისტორიები, წყალი ჩავიდა ლაბორატორიაში, სადაც სხვადასხვა ვირუსზე, მათ შორის კორონა ვირუსზე კვლევები ტარდება. როგორც სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები აცხადებენ, კლინიკის მფლობელმა კომპანია „ავერსმა“ ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო, გადახადა ნახევარი სახურავი და მოგვიანებით, როდესაც კლინიკამ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მიიღო, მას ბრეზენტი გადააფარა.

მეტი...

“ამოსავალი არის, რომ უსაფრთხოდ მივიღოთ საერთაშორისო ვიზიტორები” – ნათია მეზვრიშვილი

როდესაც ვთქვით, რომ შიდა ტურიზმი გაიხსნება 15 ივნისიდან და საერთაშორისო ვიზიტორებს პირველი ივლისიდან ექნებათ საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა, ჩვენთვის ამოსავალი იყო უსაფრთხოების ზომების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სასტუმროები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, პროცესში გათვალისწინებულია კერძო სექტორის ინტერესებიც. „ტურიზმის ამუშავება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, თუმცა ამოსავალი არის ის, რომ უსაფრთხოდ მივიღოთ საერთაშორისო ვიზიტორები. ეს ნიშნავს, რომ სასტუმროებში შესაბამისი რეკომენდაციები შემუშავებულია ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის სააგენტოს მიერ. ეს შეეხება სასტუმროებს, გიდებს, სატრანსპორტო საშუალებებს, რომლითაც უნდა მოხდეს ტურისტების გადაადგილება. სასტუმროები უნდა…

მეტი...

“სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა” – კახა კალაძე

კალაძემ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა 15 ივლისამდე იყოს აკრძალული. „ეს არის ცრუ ინფორმაცია. სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა… ველოდებით მითითებებს. ჯერ არანაირი მითითება არაა შემოსული, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის ეპიდემიის დროს. ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა და როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია, შესაბამისი სამსახურები სრულ მზადყოფნაშია, რომ მოემსახუროს მოსახლეობას“, – აღნიშნა კალაძემ. როგორც კალაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა, შესაბამისი სამსახურები მზად არიან და მითითებას ელოდებიან. “ზუსტი თარიღი უცნობია, ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი…

მეტი...

26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება

მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. მთავრობის მეთაური გიორგი გახარია 26 მაისს ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, – ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. პრემიერის პრესსპიკერის ინფორმაციით, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ჩვენი ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების…

მეტი...

“სამწუხაროა, რომ ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია ” – ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ბასილაშვილის ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს,როგორც კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, სეოკ-ი გმობს ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოუწოდებს ყველა მხარს, დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია. “საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხილს გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში. სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ…

მეტი...

„ახლა, თურმე, ეს 100 ათასი ლარი აღარ ჰყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია“ – მეცოსოპრანო

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი, მსოფლიო ვარსკვლავი, მეცოსოპრანო თამარ ივერი ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს და აცხადებს, რომ ძალადობის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს ყველაფერი გამოძალვას უფრო გაქვს, ვიდრე მართლაც ძალადობას.   „ახლა, თურმე, ეს 100 ათასი ლარი აღარ ყოფნის და მისი გასამმაგება მოსდომებია. თავად მისულა “მსხვერპლი” მოძალადესთან სახლში(!), მორიგ ჯერზე კარიერის დანგრევით და საიდუმლოს გამჟღავნებით დამუქრებია და მოკლედ… ჩემს წინაშე უსუსური “ნაძალადევი” გოგონა კი არა…. კარგად დატრენინგებული შანტაჟისტი “პროვოკატორშა” წამოისახა!!! და მას ეს “ძალადობა”იგრძნობა რომ… ამ მომენტში ჰაერივით სჭირდებოდა.  მწარე ენით, შენი ცხოვრების ჭრილობაზე და საიდუმლოზე გამუდმებით მარილის ყრით და კარიერის დანგრევის მუქარით კი…

მეტი...

“ელჩის გამოძახება არ არის პოლიტიკური დემარში” – გია ვოლსკი

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივ ფორმატში არ განიხილება, ეს არის რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის ძალიან ფართო ასპექტის მქონე ფაქტორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციებთან დაკავშირებით. მისი თქმით, კონსულტაციებისთვის ელჩის გამოძახება ნამდვილად არის გარკვეული დიპლომატიური, პოლიტიკური დემარში კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სხვა ფაქტორიც არსებობს. „რაც შეეხება ელჩის დაბარების თემას, ყველამ კარგად ვიცით, რომ ელჩის გამოძახება კონსულტაციებისთვის ნამდვილად არის გარკვეული დიპლომატიური,  პოლიტიკური დემარში კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ, საიდანაც ელჩს იძახებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არ არის მხოლოდ თემა, ორმხრივ ურთიერთობაში…

მეტი...

„არჩევნებში დამოუკიდებლად წავალთ, „ოცნებათან“ თანამშრომლობა შეგვიძლია განვიხილოთ მხოლოდ პარლამანტში“ – ზვიად ძიძიგური

საქართველოს პარლამენტის წევრი, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული“ პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ძიძიგური თვლის, რომ პარტიას მხარდამჭერთა რესურსი აქვს. „ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობასთან დაკავშირებით, რეგიონი არაა დარჩენილი, სადაც აქტივობები არ გვაქვს, ჩავატარებთ დამოუკიდებელ საარჩევნო კამპანიას.  ჩვენ ამ არჩევნებში ვაპირებთ წარვდგეთ „კონსერვატიული“ ღირებულებების წარმოსაჩენად და დასაცავად, მე ვთვლით, რომ ამ ლიბერალური შემოტევების ფონზე აუცილებელია „კონსერვატიული“ პარტია არსებობდეს პარლამენტში. დამოუკიდებლად ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას, რაც შეეძლება „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას, ეს შეგვიძლია განვიხილოთ მხოლოდ პარლამენტში მისვლის შემდეგ, მანამდე ჩვენ ეს გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და მოსახლეობასაც და ჩვენს თავსაც უნდა დავუმტკიცოთ, რომ…

მეტი...

“როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრმა, ნათია თურნავამ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრ ტალის ლინკაიტსთან ონლაინ შეხვედრისას საქართველოსა და ლატვიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა დეტალურად ისაუბრეს აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის პერსპექტივაზე. ნათია თურნავას განცხადებით, ლატვიის ეროვნული გადამზიდავი „ეარ ბალტიკი“ მზადაა, ივლისის პირველი დეკადიდან განაახლოს ფრენები საქართველოს მიმართულებით. შესაბამისი განაცხადი უკვე შევიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვიიდან საქართველოში რეგულარული რეისების აღდგენით დაინტერესებულია უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარიც“, რომელმაც ასევე შეიტანა განაცხადი ფრენების დაწყებაზე. „როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა,  აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი…

მეტი...

“ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე 2 თვის განმავლობაში ანაზღაურდება” – ეკაერინე ტიკარაძე

“სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგში” შემავალი სამედიცინო დაწესებულებების განვითარების პირველი ეტაპი იწყება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საწყის ეტაპზე “უნივერსალური სამედიცინო ცენტრის” (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი) სრული რეაბილიტაცია-აღჭურვა განხორციელდება. მოხდება ცენტრის სრული აღდგენა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. „ონკოლოგიური საავადმყოფო არის სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტი საქართველოს ჯანდაცვაში და მისი სათანადო დონეზე პოზიციონირება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ ამ დროისთვის ცენტრში მყოფი პაციენტების მკურნალობას და დისპოზიციას სხვადასხვა სტაციონარულ დაწესებულებაში, სადაც ისინი გააგრძელებენ მკურნალობას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელფასო დავალიანება მიმდინარე…

მეტი...

“დავაკვირდებით, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება და ელჩის უკრაინაში დაბრუნებაზე ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება” – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციების ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო უწყებიდან აცნობეს, დღევანდელ შეხვედრაზე ელჩისგან მოისმინეთ ინფორმაცია და იმსჯელეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეისთვის არსებობს. სამინისტროში განმარტავენ, რომ ელჩის კონსულტაციებზე დედაქალაქში გამოძახება დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია. უწყებაში აცხადებენ, რომ დააკვირდებიან, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება და ელჩის უკრაინაში დაბრუნებაზე ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება. „მოგეხსენებათ, რომ ელჩი საქართველოში დაბრუნების შემდგომ გადიოდა სავალდებულო კარანტინს. დღევანდელ შეხვედრაზე ელჩისგან მოვისმინეთ ინფორმაცია და ვიმსჯელეთ საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით რაც დღეისათვის არსებობს. კიდევ…

მეტი...

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები” – ანრი ოხანაშვილი

საინტერესოა, რას ეტყვიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ციხის ბუნტის“ საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის უფლების ნეგატიური ვალდებულების დარღვევა, რაც ნიშნავს, რომ უშუალოდ სახელმწიფომ მოკლა პატიმრები“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის მოხსენებას ისმენენ. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები. საზოგადოებას აინტერესებს მაშინდელი ხელისუფლების მორალური პასუხისმგებლობა, მათი მორალური სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ კვირაში, პლენარულ სხდომაზე…

მეტი...

“ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იყო მოლოდინში, რომ პროვოკაციას მოუწყობდნენ – ყოფილი ცოლი კარიერის დანგრევით ემუქრებოდა” – ადვოკატი

ვფიქრობ, რომ დაზარალებული მიზანმიმართულად ახდენს ფაქტების დრამატიზირებას – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა. „ის როდესაც ამბობს, რომ არ იცის ნაჯახით, გიტარით თუ ჩონგურით თურმე მას მოსდევდა მამამთილი. ამაზეც არსებობს ვიდეომასალა და თუკი საჭირო გახდება, ჩვენ ვეცდებით, რომ საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, ასეთი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ნიკოლოზის მამას აქვს მუხლების სერიოზული პრობლემა, ანუ მას გადაადგილება უჭირს და ძალიანაც რომ სდომებოდა, ვერც ერთ ვარიანტში ვერ გამოეკიდებოდა. ეს არის ოჯახის დიდი ტრაგედია. ოჯახი არის განადგურებული“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ. ირმა ჭკადუას თქმით, ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, სავარაუდოდ, ფინანსური ინტერესი ამოძრავებს და ბასილაშვილი პროვოკაციას აქამდეც…

მეტი...

ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში

პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები. „ხელისუფლება აცნობიერებს მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით, მოსახლებისთვის შექმნილ სირთულეებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეების მაქსიმალურად არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა…

მეტი...

„თუ უმრავლესობა ისევ არ ამბოხდება, საკონსტიტუციო ცვლილებები გავა“ – ზვიად ძიძიგური (ვიდეო)

„თუკი არ ამბოხდებიან უმრავლესობაში მაჟორიტარები, თუკი დამოუკიდებელი დეპუტატები დაუჭერენ მხარს, მაშინ ეს საკონსტიტუციო ცვლილება გავა,“ – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ძიძიგური „კონსერვატორების“ სახელით აცხადებს, რომ მხარს დაუჭერენ ცვლილებებს, თუმცა „სიურპრიზებსაც“ არ გამორიცხავს. „თუკი უმრავლესობიდან გასული დეპუტატები დაუჭერენ მხარს ამ ცვლილებას და დამოუკიდებელი დეპუტატებიც, თუკი არ ამბოხდებიან მაჟორიტარები ეს ცვლილება გავა, მე შემიძლია ვთქვა, რომ „კონსერვატორები“ დავუჭერთ მხარს, მაგრამ სხვის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. არსებობს იმის რესურსი, რომ ოპოზიციის გარეშე იქნეს მიღებული ეს საკონსტიტუციო ცვლილება. მე არ ვიცი უმრავლესობიდან გასული ყველა დეპუტატის აზრი არის თუ არა ერთგვაროვანი,…

მეტი...

“23 პირს, რომელსაც პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, ეს სტატუსი უნდა მინიჭებოდა” – სოფიო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ 23 პირს, რომელსაც პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, ეს სტატუსი უნდა მინიჭებოდა. სოფო კილაძის თქმით, საგამოძიებო ორგანოს საქმიანობაში პარლამენტი ვერ ჩაერევა, მაგრამ პირადად ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. „პროკურატურის გადაწყვეტილებაზე, თუ რატომ უთხრეს კიდევ ერთხელ უარი, უწყების არგუმენტები არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში მათ ადგილზე მივანიჭებდი დაზარალებულის სტატუსს. თუმცა, თუ გაასაჩივრებს საია, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროცედურები და ამ პროცედურების მიხედვით, იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა…

მეტი...

“ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც საუბრობენ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე, კომიტეტის სხდომას არ ესწრებიან” – ანრი ოხანაშვილი

ოპოზიციის წარმომადგენლები დემაგოგიით გამოირჩევიან და რეალურად არ მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რასაც ჰქვია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საქართველოს პარლამენტის მონიტორინგი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის სხდომებში. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტის მხრიდან ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი. სიმბოლურია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც საუბრობენ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე, კომიტეტის სხდომას არ ესწრებიან. ეს ყველაფერი მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ისინი მხოლოდ ლიტონი სიტყვებით, დემაგოგიით გამოირჩევიან და რეალურად არ მონაწილეობენ იმ…

მეტი...

“მთავარი გამორჩა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, ეს არის ის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ჩართულია ამ თემაში” – სოფიო კილაძე ბასილაშვილის თემზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე საზოგადოებას მოუწოდებს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, ზედმეტი აჟიტირებისგან თავი შეიკავონ და მცირეწლოვანი შვილის ფაქტორი გაითვალისწინონ. როგორც კილაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, დოროყაშვილს და ბასილაშვილს ჰყავთ საერთო მცირეწლოვანი შვილი, რომელიც სამომავლოდ, სავარაუდოდ, ინტერნეტში წაიკითხავს განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას, რამაც შესაძლოა ბავშვის მომავალს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. „ამ საზოგადოებრივი დისკუსიების და ბევრი ლანძღვის ფონზე, მგონია, რომ ყველაზე მთავარი გამორჩა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, ეს არის ის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ჩართულია ამ თემაში. მგონია, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რჩება ინტერნეტსივრცეში…

მეტი...

„ე.წ პოლიტპატიმრების თემაში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია“ – ზვიად ძიძიგური

„დისკუსიაში, შეთანხმებაში და გარიგებებში „კონსერვატორებს“ მონაწილეობა არ მიგვიღია და არც ახლა ვაპირებთ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ძიძიგური თვლის, რომ ე.წ პოლიტიკური დაპატიმრებები ბევრ ეჭვს იწვევს, თუმცა იმაზეც საუბრობს, რომ გიგი უგულავას კანონთან პრობლემები ჰქონდა. „როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუნდაც პირწავარდნილი კრიმინალი იყოს და მოლაპარაკებებში მონაწილე პირს აკავებ, თან, როცა სასამართლო განაჩენი გამოაქვს იმ მოსამართლეს, რომელიც ბრალდების წარდგენის მომენტში პროკურორი იყო, ეს იწვევს გარკვეულ ეჭვს და ის, რომ ევროპარლამენტარებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა  პოლიტპატიმრები ახსენეს არაერთგზის და ეს ითქვა ოქრუაშვილი, უგულავა, რურუასთან მიმართებაში, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ…

მეტი...

“საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობა 6.7 პროცენტით შემცირდა” – საქსტატი

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 619.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 8.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ „გამყვანი ტურიზმის სტატისტიკაშია“ აღნიშნული, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 44.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 452.5 ათასი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7 პროცენტით არის შემცირებული. საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 241.5 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, უწყების მონაცემებით,…

მეტი...

მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მთავარმა მოწმემ, სამართალდამცველმა დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა. სასამართლოში მოწმე ბექა მახარაძემ განმარტა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი თავად ამოიღო. მოწმის თქმით, იარაღთან დაკავშირებით არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რურუას ავტომობილი გააჩერეს, ჩხრეკის დროს კი, რურუას იარაღი ქურთუკის შიგნით ჰქონდა. „დავიწყეთ მე და ლევან ადეიშვილმა ჩხრეკა რა დროსაც ჩვენს მიერ აღნიშნული პიროვნებისგან მარჯვენა წელიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ. იარაღი ადგილზე განვმუხტე და გავაგრძელე ჩხრეკა მანქანაში. თხელი ქურთუკი ეცვა როგორც მახსოვს.  იარაღზე როდესაც გაქვს ინფორმაცია, პირველ რიგში წელზე მიდიხარ და წელზე რომ შემოვუსვი ხელი, მარცხენა…

მეტი...

„კონსერვატორები” საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს დავუჭერთ“ – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას „კონსერტვატორები” მხარს დაუჭერენ. ზვიად ძიძიგური იმ ვერსიას, რაც ამ ეტაპზე განსახილველია დადებითად აფასებს. „ჩემთვის გაუგებარია, თუკი მაინც დომინანტი იქნებოდა პროპორციული, რატომ ჩავარდა წინა პროექტი და რისთვის უღირდა ხელისუფლებას პოლიტიკური ნეგატივების ჩაწერა, ახლა შემოტანილი პროექტს, რომელის მიხედვითაც 120 პლიუს 30 – ით დაკომპლექტდება პარლამენტი, კონსერვატორები მხარს დავუჭერთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის უკეთესი ვერსია, ვიდრე 77 – ს პლიუს 73, ეს შემოთავაზებული პროექტი უფრო ნათლად გამოხატავს ხალხის ნებას, ვიდრე ამჟამად შემოთავაზებული ვერსია გახლავთ. კარგი ცვლილება შემოდის საკონსტიტუციო ცვლილების სახით და ამას დავუჭერთ…

მეტი...