მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებ რესტორნებს მოუწევთ

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, რესტორნებს მუშაობის განსაახლებლად რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ. მისივე თქმით, მოთხოვნებს შორისაა მოქალაქეთა ტემპერატურის შემოწმება, დეზინფექცია და დისტანციის დაცვა. „რესტორნებთან დაკავშირებით მოთხოვნილი არის ტემპერატურული სკრინინგი მომსახურების მიღებამდე, სადეზინფექციო სამუშოები, მაგიდების განლაგება, შესაბამისი დისტანცია“, – განაცხადა ბექა ფერაძემ. საქართველოს რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ მთავრობასთან სარესტორნო ბიზნესს ძალიან წარმატებული ურთიერთობა აქვს და მიმდინარეობს რეგულაციებზე მუშაობა. „მთავრობასთან მიდის მუშაობა, რათა ეს გაიდლაინი იყოს ადეკვატური, როგორც ჯანდაცვის თვალსაზრისით, ასევე ბიზნესის მუშაობის თვალსაზრისით. რასაკვირველია, არის ლაპარაკი გარკვეულ შეზღუდვებზე, სიმჭიდროვის შემცირებაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი მომენტი არის, რომ რესტორნების ბიზნესსა და…

მეტი...

რა რეკომენდაციები უნდა დაიცვან სალონებმა მუშაობის პროცესში?

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, დღის განმავლობაში ხორციელდება ყველა იმ კომპანიის მონიტორინგი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირდა. „მოითხოვეს, რომ ვიდრე საქმიანობას განახორციელებენ, პრევენციულად შევამოწმოთ და მივცეთ რეკომენდაციები, თუ რაიმე ტიპის დარღვევები აქვთ, რომ მათ მყისიერად მოახდინონ მათი აღმოფხვრა“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ. მისივე თქმით, სალონებში მომსახურება წინასწარი ჩაწერით უნდა განხორციელდეს. „ხვალიდან იწყებს ეს დარგი ფუნქციონირებას. განსაზღვრული არის ძირითადი რეკომენდაციები – მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარი ჩაწერით, რათა თავიდან ავირიდოთ ადამიანთა თავმოყრა. განსაზღვრული არის კვადრატულობა და ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე უნდა მოხდეს ერთი ადამიანის დაშვება. იქ, სადაც ვერ ხერხდება 2-მეტრიანი…

მეტი...

“მეც შემიძლია გამოვააშკარავო, ვინ, რას, როგორ და რისთვის აკეთებს” – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მედიას ზოგჯერ ხელმძღვანელობის მხრიდან „დაკვეთის“ შესრულება უწევს. მეუფე იაკობმა ბოდბის მონასტერთან დაკავშირებით ტელევიზიით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა. „გასაგებია, რომ ზოგჯერ, „დაკვეთაც“ მოდის, თქვენ რომ არ გინდათ, ესეც ვიცი, მუშაობთ და „გავალებენ“ და იმასაც აკეთებთ. როცა ტელევიზიები გადმოსცემენ, რაღაცას დაინახავენ და რა ცუდი ყოფილაო. მე რომ პირი დავაღო და იმ ტელევიზიის მეპატრონეებსა და იმ პარტიებზეც, ხომ იციან, მაგათზე მეტი ვიცი და სხვაგან მოსმენითაც მომისმენენ, სადაც მაგათ არ უსმენენ. სადაც წლები სჭირდებათ, რომ რაღაც დაეხმარონ. ჩვენები არიან, ქართველები არიან. რა არის, ამ ბოლო დროს, დედებსა და ქალებზე…

მეტი...

“თბილისის ანძა არა ლგბტ ფერებში, არამედ მუდმივად ქართული სიმბოლიკის ფერებში უნდა განათდეს” – მეუფე გერასიმე

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე შარაშენიძე აცხადებს, რომ თბილისის ანძა არა ლგბტ ფერებში, არამედ მუდმივად ქართული სიმბოლიკის ფერებში უნდა განათდეს. ამის შესახებ მან საკვირაო ​ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა და მრევლს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე მიულოცა. „ეს ვაქცინა არ არის შექმნილი. შემდეგში, როცა შეიქმნება და რეკომენდაციები იქნება, გავითვალისწინებთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ უნდა იყოს ვაქცინა სავალდებულო. ვისაც უნდა, გაიკეთებს, ვისაც უნდა – არა. ერთი მაგალითი მინდა, მოვიყვანო: ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე არ არის არც რეკომენდაცია, არც პროპაგანდა, ვისაც უნდა იკეთებს, ვისაც არ უნდა, არა“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

მეტი...

თბილისის ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება – მერიის განცხადებით

თბილისის მერია აცხადებს, რომ 17 მაისს თბილისის ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება, ხოლო შემდეგ დღეებში თეთრად. ,,საზოგადოების  ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის  ანძის განათების  პრინციპი: სხვადასხვა ორგანიზაციები და   უწყებები, საელჩოები  მიმართავენ მერიას   შესაბამისი წერილით, რის საფუძველზეც, ანძის  განათება ხდება კონკრეტულად, 17-18  მაისის განათებაზე  შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი  ორგანიზაციის და  ერთიც – მეგობარი ქვეყნის წერილი.  შესაბამისად, ჩვენ ვერ  დავარღვევთ  ტრადიციას და ვერ  გამოვტოვებთ ანძის  განათებას თურქმენეთის დროშის  ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან  დაკავშირებით.    რაც შეეხება  მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების   წერილებს, მათი   იდეური მრავაფეროვნებიდან და  მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე,  მიღებულია ისეთი  გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 695 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 425-ს შეადგენს. ამასთან, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 12 პაციენტია გარდაცვლილი.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4,6 მილიონს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 4 635 786 ადამიანი დაინფიცირდა, 1 621 489 კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 188 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს. ამ დროისთვის ინფექციას 311 821 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში (88 754) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (34 546), მესამეზე კი – იტალია (31 763).

მეტი...

ზუგდიდში სამ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე დღეს 59 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, სამ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ზუგდიდელი 42 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები არიან. გამოკვლეული პირებიდან, 22 ცხელების ცენტრების პაციენტი იყო, 30 – მედპერსონალი და შვიდი ადამიანი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან.

მეტი...

“აღმოვაჩინეთ ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმს კორონავირუსისგან იცავს” – ბიოფარმაცევტული კომპანია

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში მდებარე ბიოფარმაცევტული კომპანია „სორენტო თერაფიუთიქსი“ (Sorrento Therapeutics) აცხადებს, რომ აღმოაჩინა ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმს კორონავირუსისგან იცავს. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ მიერ აღმოჩენილ ანტისხეულს შეუძლია, კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმიდან ოთხ დღეში განდევნოს. მათივე თქმით, STI-1499 ანტისხეულს „კოვიდ-19“-ის სრულად განადგურება შეუძლია და მასზე წვდომა მოსახლეობას ვაქცინის შემუშავებამდე ბევრად ადრე შეიძლება ჰქონდეს. „გვინდა, ხაზი გავუსვათ, რომ არსებობს წამალი. ეს მიდგომა შემთხვევების 100 პროცენტში მუშაობს. თუ ჩვენ გამანეიტრალებელი ანტისხეული გვექნება, მაშინ სოციალური დისტანცირება აღარ დაგვჭირდება და შევძლებთ, ქვეყნები შიშის გარეშე გახსნათ“, – აცხადებს „სორენტო თერაფიუთიქსის“ დამფუძნებელი ჰენრი ჯი.

მეტი...