“კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლასთან ერთად უკიდურესი სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად უკიდურესი სიფხიზლის გამოჩენაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ აქამდე გერმანიასა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. „იმედის ნიშნებს ვხედავთ, ქვეყნები კარანტინის რეჟიმიდან ეტაპობრივ გამოსვლას იწყებენ. თუმცა, უკიდურესი სიფხიზლე უნდა გამოვიჩინოთ. თუ დაავადება დაბალ დონეზე შენარჩუნდება, კლასტერების გამოკვლევის შესაძლებლობის გარეშე, ყოველთვის იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ვირუსი კვლავ წამოყოფს თავს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა.

მეტი...

“პანდემიის დამარცხებაზე შეზღუდვების მოხნის შემდეგ ვილაპარაკოთ” – თენგიზ ცერცვაძე

“ის დიდი წარმატება, რომელიც ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაშია მიღწეული, მხოლოდ პირველი ეტაპია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის დამარცხებაზე შეზღუდვების მოხნის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ. „ჩვენ სერიოზულ წარმატებაზე და პანდემიის დამარცხებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ტენდენციას, რაც დღეს არის, შეზღუდვები მოიხსნის შემდეგ შევინარჩუნებთ. ამის შემდეგ შეგვიძლია წელში გავიმართოთ და ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე პანდემიის პირველ ტალღას გავუმკლავდით, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობა შეზღუდვების მოხსნას ნუ განიხილავს ისე, როგორც ყველაფრის უფლების თავისუფლებას“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

“ელჩების განცხადებამ პოლიტიკური სპეკულაციისთვის სივრცე მოსპო” – ირაკლი კობახიძე

“რადიკალური ოპოზიციის ენას სამწუხაროდ ძვალი არ აქვს, თუმცა ელჩების ამ განცხადებამ პრაქტიკულად მოსპო სივრცე ყოველგვარი სპეკულაციისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ჩვენ დავსვით კითხვა – შევთანხმდით თუ არა იმის თაობაზე, რომ მმართველ პარტიას უნდა განეხორციელებინა პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულებაში. ამაზე მივიღეთ ძალიან მარტივი პასუხი – მეორე შეთანხმების მიზანი მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა კი არ ყოფილა, არამედ ეს ყოფილა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის პრევენცია. აქ ყველაფერი მარტივია, რომ შეთანმხება ვერ გახდებოდა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის საფუძველი. პირიქით, ამ შეთანხმებას ამის საპირისპირო მიზანი ჰქონდა. ბუნებრივია, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მართალი აღმოჩნდა, ვერავითარ შემთხვევაში,…

მეტი...

“დათბობასთან ერთად ვირუსის სიძლიერე და ინტენსივობა მცირდება” – შარიტეს ქართველი ექიმი

“დათბობასთან ერთად ვირუსის სიძლიერე და ინტენსივობა მცირდება”, – ამის შესახებ შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციოლოგიის განყოფილების ექიმ-ინტერნისტმა, პულმონოლოგმა, თამარ ჟამურაშვილმა განაცხადა. „თუ ცნობილი მეცნიერების და ეპიდემიოლოგების მოსაზრებას დავეყრდნობით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსის მეორე ტალღა ყველაზე გვიან, შემოდგომაზე გველოდება. ის რისიც ვირუსის მეორე ტალღის გავრცელების დროს გვეშინია, ეს ახალი კორონავირუსის H1N1-თან მართვაა“, – აღნიშნა ექიმმა.

მეტი...

“8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება” – აშშ-ს საელჩოს განცხადება

“8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა. „8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა. ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა ხელი შევუწყვეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი…

მეტი...

“საქართველოს საავიაციო ბაზარზე წარმოდგენილი 36 კომპანიიდან 18-მა ფრენების აღდგენის სურვილი უკვე გამოთქვა” – ნათია თურნავა

საქართველო პირველი ივლისიდან საერთაშორისო მოგზაურების მისაღებად ემზადება. დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით გაიმართა შეხვედრა აღნიშნული უწყების სისტემაში შემავალი სატრანსპორტო სფეროს მარეგულირებელი სამსახურების ხელმძღვანელებთან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე. შეხვედრაზე განხილული იყო ტურიზმის სექტორის ამოქმედებისთვის მზადების პროცესი, კონკრეტულად კი მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისი წესების შემუშავება როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო საქალაქთაშორისო ტრანსპორტითა და რკინიგზით, აგრეთვე მგზავრთა გადაყვანის ადგილებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის ამოქმედება. აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და…

მეტი...

“პანდემიის საპასუხოდ საქართველოში გატარებულმა ღონისძიებებმა ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა” – ლუიზა ვინტონი

გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში, ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ საქართველოს რეაგირებამ პანდემიაზე უდავოდ ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა და სამომავლოდ მოხდება მისი, როგორ საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა. ვინტონმა აღნიშნა, რომ პანდემიამ ასევე ბევრი ნაკლოვანება გამოააშკრავა. „აქ ისევე როგორც ყველგან მსოფლიოში, „კოვიდ-19“-მა გამოაშკარავა სისუსტეები და ეკონომიკური დისბალანსი. გაეროს განვითარების პროგრამა, მიესალმება საქართველოს ლიდერების მიდგომას, რომ უფრო საკმარისიზე მეტი გააკეთონ რათა შექმნან ქვეყნის აღდგენის ისეთი გეგმა, რომელიც პოზიტიური ასპექტების გააძლიერებას და ნეიტრალიზებას ისახავ მიზნად, რათა დაისახოს გზა უფრო მწვანე, სამართლიანი და ინკლუზიური მომავლისკენ“, – აცხადებს ლუიზა ვინტონი.

მეტი...

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოვლინდა შემთხვევა, როცა პაციენტის ორსულობის დადგენა საერთოდ ვერ მოხერხდა – ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშს „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“ აქვეყნებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანგარიში დაიწერა მონიტორინგის საფუძველზე, რომელიც სახალხო დამცველმა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით განახორციელა. მონიტორინგის მიზანი იყო ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასება. აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა არაერთი სისტემური პრობლემა, რომელიც ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების დარღვევებს იწვევს. „ქვეყანაში არ არის დანერგილი გზამკვლევი, რომელიც ხელს შეუწყობს…

მეტი...

“რა პოლიტიკურ პატიმრებზეა ლაპარაკი, ან ლოგიკა სად არის?” – გიორგი ვოლსკი

“რა პოლიტიკურ პატიმრებზეა ლაპარაკი, ან ლოგიკა სად არის?” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. „ყველაფერი რომ გამორიცხო, ესენი (ოპოზიცია) ამბობენ, რომ დემოკრატული სამყაროს ელჩები, წარმომადგენლები დამოუკიდებელ სახელმწიფოს, დემოკრატიულ საქართველოს ავალებენ, რომ სახელისუფლო სტრუქტურების მეშვეობით სასამართლოში დამდგარი განაჩენი გადახაზონ და სასამართლოს უბრძანონ, რომ კარი გააღეთ და ხალხი გამოუშვით. ასეთი რამ არ არსებობს. ეს ის ხალხია, რომლის ფიქრის, აზროვნების სტანდარტი არის, ვინც ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ამ სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, ყველა დაასკვნის, რომ ეს არის მოგონილი მიზეზი, რათა ოპოზიცია თავის საწყის პოზიციას, ანუ დესტრუქციას დაუბრუნდეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მეტი...

მოსკოვში სამხედრო აღლუმის რეპეტიციაზე კორონავირუსით 376 ადამიანი დაინფიცირდა

მოსკოვში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმის რეპეტიციაზე კორონავირუსით 376 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიებების პორტალზე დაყრდნობით Deutsche Welle ავრცელებს. ჟურნალისტური გამოძიების ავტორთა მტკიცებით, ინფიცირებულებს შორის სამხედრო სასწავლებლების კურსანტები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულთა რეალური რიცხვი გაცილებით დიდია, ვინაიდან გამოძიების ავტორებმა მხოლოდ რეპეტიციაში მონაწილე 6 სასწავლებლის კურსანტები გამოკითხეს, სულ კი აღლუმის რეპეტიციაში 40-ზე მეტი სამხედრო სასწავლებელი მონაწილეობდა. აღლუმის რეპეტიცია მარტსა და აპრილში მოსკოვის ოლქის სოფელ ალაბინოში მიმდინარეობდა, მაშინ როდესაც მოსკოვსა და მთელ მოსკოვის ოლქში უკვე კარანტინი იყო გამოცხადებული. ამასთან ერთად, აღლუმის რეპეტიციის მონაწილეთა დიდ ნაწილს პირბადეები არ ჰქონდა, ინფიცირებულების იზოლირება კი დაგვიანებით…

მეტი...

სტომატოლოგიური კლინიკები მუშაობას, არსებული ნორმების დაცვის შემთხვევაში, უახლოეს პერიოდში შეძლებენ

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში 70 განაცხადია შესული და სპეციალისტები კლინიკებს საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად შეამოწმებენ. არსებული ნორმების დაცვის შემთხვევაში, ისინი მუშაობის განახლებას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში შეძლებენ. სააგენტოს დირექტორის, ზაალ კაპანაძის განცხადებით, აღნიშნულის გარდა სტომატოლოგიურ კლინიკებს პაციენტების თერმოსკრინინგი და სოციალური დისტანციის დაცვა ევალებათ. ასევე, მათი შესაბამისად აღჭურვა. „სტომატოლოგს უნდა ჰქონდეს სრული აღჭურვილობა, ის რაც საჭიროა ინდივიდუალური დაცვისთვის, რაც შეეხება სოციალურ დისტანციას, უნდა არსებობდეს შესაბამისი სივრცე, რათა დიდი რაოდენობის ადამიანების ერთ სივრცეში კონცენტრაცია არ მოხდეს, როგორც ამას ჯანდაცვის მსოფიო ორგანიზაცია ითხოვს“, – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძე

მეტი...

“ყველანაირი საშუალება იქნება საქართველოში, რომ მოგზაურობა ძალიან კომფორტული და უსაფრთხო იყოს” – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა უსაფრთხო დერეფნების შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკების შედეგად შეიქმნება. „მნიშვნელოვანია, ტურიზმის ინდუსტრია ისეთი პასუხისმგებლიანი იყოს, როგორც არასდროს, რომ არ გახდეს ვირუსის უნებლიე გამავრცელებელი. უსაფრთხო დერეფნები ნიშნავს, როცა ორი ქვეყანა თანხმდება  იმ კრიტერიუმებზე, რომელიც ორივეს დააკმაყოფილებს. ეს იქნება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე გასატარებელი აქტივობები: რა დოკუმენტაციით უნდა იმოგზაუროს ადამიანმა, როდესაც ის  უცხო ქვეყნიდან მოემგზავრება, ასევე რა პროცედურები უნდა გაიაროს საქართველოს მოქალაქემ, როდესაც მას უცხო ქვეყანაში მოგზაურობა სურს. უსაფრთხო დერეფანი თავისი შინაარსით  გულისხმობს, რომ მაქსიმალურად შეიქმნას უსაფრთხო მიმოსვლის კრიტერიუმები.  სულ…

მეტი...

“სწორად და დროზე გადადგმულმა ნაბიჯმა მოგვიყვანა აქამდე” – კახა იშხნელი

“ქართველებს აქვთ ერთი დამახასიათებელი ჩვევა, მათ იციან თავდადება როდის და სად არის საჭირო, ამის გამოძახილია ჩვენი დღევანდელი სიტუაცია”, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა განაცხადა. „საუკეთესო ვარიანტი, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ჩვენი ერთობლივი მეცადინეობით გამოვიდა. ხშირად მიწევს კომპლიმენტების მოსმენა და მინდა, ეს კომპლიმენტები დავუბრუნო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო. ჩვენ ვნახეთ, რომ სწორად და დროზე გადადგმულმა ნაბიჯმა მოგვიყვანა აქამდე. ჩვენ ამ ბრძოლაში ვიცავთ ჩვენს დედებს და მამებს, ბებიებს და ბაბუებს, რადგანაც ასეთი საქმე კეთდება, ეს არ შეიძლება სიყვარულით არ კეთდებოდეს“, – აღნიშნა კახა იშხნელმა.

მეტი...

მამამთილმა რძალი, სავარაუდოდ, ფეისბუქის მოხმარების გამო სცემა

ოჯახში ძალადობის ფაქტზე პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. არსებული ინფორმაცით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამამთილი რძალს ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვება რამდენიმე დღის წინ მოხდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, მამამთილმა რძალი ფეისბუქის მოხმარების გამო სცემა. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. დეტალებს შსს-ში არ აკონკრეტებენ.

მეტი...

კომერციულ ბანკებს შეუძლიათ, ლარის ლიკვიდობის მართვისთვის უცხოური ვალუტის ბუფერები გამოიყენონ – ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომერციულ ბანკებს შეუძლიათ, ლარის ლიკვიდობის მართვისთვის უცხოური ვალუტის ბუფერები გამოიყენონ და ჯამური ლიკვიდობის მოთხოვნა მათი საშუალებით დაიცვან. დაკრედიტების პროცესის ხელშეწყობისთვის ეროვნული ბანკის ახალი ინიციატივის შესახებ უწყებამ ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე გაავრცელა. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების საგანგებო გეგმის ფარგლებში, ეკონომიკის საფინანსო სერვისებით შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, საფინანსო სისტემას ლიკვიდობის ჭარბი რესურსი და სათანადო ბუფერები აქვს. თუმცა, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და საჭიროა შესაბამისი რესურსის მიწოდება რათა, დაკრედიტება შეუფერხებლად და ლიკვიდურობის შემცირებული რისკის შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით გაგრძელდეს“,…

მეტი...

“პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ამიტომ ვერ მოხდება ვერანაირი შეთანხმება” – თეა წულუკიანი

ვინაიდან ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები დღეს არ არსებობენ, შესაბამისად,  ვერ მოხდებოდა არარსებულ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის შეთანხმება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მოლაპარაკებების შედეგად გამოიცა წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც არავითარ პატიმართა გათავისუფლებაზე საუბარი არ არის. „დღეს მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელმაც თხოვნით მიმართა მოლაპარაკების პროცესში ჩართულ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ელჩებს, რათა მათ დაადასტურონ ის რეალობა, რომ მოლაპარაკებების საგანი არ ყოფილა და ვერ იქნებოდა საქართველოს მართლმსაჯულების ან პროკურატურის ორგანოების საქმიანობაში ჩარევა, ან კიდევ ისეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის, პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევა, როცა…

მეტი...

„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა იტალიისა და დიდი ბრიტანეთის მაჩვენებლებს გაუსწრო და ახლა ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევებით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა. როგორც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზე წერია, რუსეთზე მაღალი ინფიცირების რიცხვი მხოლოდ ესპანეთსა და აშშ-ში ფიქსირდება. რუსეთში „კოვიდ-19“-ს უკვე 2009 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა მაჩვენებელი 221 344-ს შეადგენს. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ და დაღუპულთა სტატისტიკურ მონაცემებს 31 დეკემბრიდან აღრიცხავს.

მეტი...

“საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რათა ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა” – გიორგი გახარია

საქართველოსთვის პანდემია, ეს გლობალური კრიზისი აუცილებლად უნდა გახდეს ახალი შესაძლებლობა ეკონომიკური აღდგენის და წინსვლის, ეკონომიკური აღორძინების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბათუმში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. „ჩვენ რამოდენიმე დღის წინ გამოვაცხადეთ ეკონომიკის გახსნის კონკრეტული გეგმა, სადაც ტურიზმს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი არის ყველაზე უფრო დაზარალებული ეკონომიკური სექტორი, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შესაძლებლობები უნდა შევზღუდოთ. პირიქით, მე დღეს კოლეგებთან ერთად ვსაუბრობდი და სულ უფრო და კიდევ უფრო ხშირად გავიმეორებ ამას, რომ…

მეტი...

“ჩემზე უკეთესად იცით, ბაზარზე საქართველოს პოზიციონირება, როგორც ტურისტული ლოკაციის, რას ნიშნავს” – გიორგი გახარია

საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი უნდა პოზიციონირებდეს საერთაშორისო ბაზარზე, არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის ისტორიული კულტურის, სამზარეულოს ქვეყანა ტურისტებისთვის, არამედ როგორც უსაფრთხო ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. „ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, მდგომარეობს იმაში, რომ ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა დარგების, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, მშენებლობის, მაგრამ პირველ რიგში, ტურიზმის ეფექტიანი გახსნა უნდა გახდეს წინაპირობა, რომ საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი პოზიციონირებდეს უკვე საერთაშორისო ბაზარზე, არა მხოლოდ როგორც ზღვის, ღვინის, მთის ისტორიული კულტურის, სამზარეულოს ქვეყანა ტურისტებისთვის, არამედ…

მეტი...

“ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს” – გიორგი გახარია

გიორგი გახარია ოპოზიციის მოთხოვნას ე.წ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით წარმოუდგენლად თვლის. მისი თქმით, წარმოუდგენელია მსგავსი მოთხოვნის დაყენება, როცა ამ საქმეებზე ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს აქვთ გადაწყვეტილებები მიღებული. პრემიერი ამბობს, რომ მას არც კი წარმოუდგენია, რომ მის გუნდში რომელიმე ადამიანს შეეძლო მსგავს განხილვაში შესულიყო. „ვამბობთ, ვადასტურებთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს და კონკრეტული მსჯავრდებულების შესახებ, კონკრეტული სასამართლო პროცესები არის დასრულებული – ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს და ამის შემდგომ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გამოშვება შეიძლება გახდეს პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი ან შეიძლება ვიღაც ამბობს, რომ სამართლებრივი…

მეტი...

“ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი” – კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასა და გარკვეული პირების პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. „ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავს, გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი. რაც შეეხება შეთანხმებას, 8 მარტის შეთანხმებაში განხილულიც კი არ ყოფილა და ცხადია, ვერც იქნებოდა იმიტომ, რომ ელჩების თანდასწრებით არავინ აიღებდა იმის პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინა. შესაბამისად, შეთანხმების დოკუმენტში ყველაფერი ასახულია და ეს საზოგადოებამ იხილა. რაც შეეხება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ეს ცვლილებები…

მეტი...

“ვფიქრობთ, ცალკეული ტურისტული ზონები გამოვაცხადოთ „კოვიდ-19“-სგან სუფთა ზონებად” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა განიხილავს საკითხს, რომელიც შეეხება ცალკეული ტურისტული ზონების „კოვიდისგან“ სუფთა ზონებად გამოცხაებას. როგორც საართველოს პრემიერმა ბათუმში, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს ზონები შეიძლება იყოს მათ შორის საირმე, წყალტუბო და გუდაური. „ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პროცესებიდან, რომელიც ახლა ეკონომიკაში ხდება, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აქ ძირითადი გამწევი ლოკომოტივი უნდა გახდეს აჭარა. რადგან ეს მაგნიტურობის ძალა ქართული ტურიზმის, რა თქმა უნდა, მთაც არის, ღვინოც არის, კიდევ ბევრი რაღაც არის, მაგრამ აჭარას მაინც თავისი მიმზიდველობა აქვს, ისევე როგორც, თბილისს და შემდგომ ეს ყველაფერი რეგიონებში იშლება. ახლა ჩენ ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ…

მეტი...

აფხაზეთის ისტორია მალე ახალი, საინტერესო კვლევით გამდიდრდება

დისტანციურად გაიმართა მეცნიერ–ისტორიკოსთა ვიდეოკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე განზოგადოებული ნაშრომის შექმნის თაობაზე მიმდინარე მუშაობის მიმოხილვას. ვიდეოკონფერენციაში როგორც მეცნიერმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა მონაწილეობა მიიღო  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს, რადგან კორონა ვირუსთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, დაწყებული საქმე არ შეჩერებულა და მალე აფხაზეთის ისტორია დოკუმენტურ მასალაზე დაფუძნებული, ახალი ობიექტური კვლევით გამდიდრდება.   პროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ფონდის მიერ და ითვალისწინებს ნაშრომის შექმნას ქართულ და ინგლისურ ენებზე. ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ ზურაბ ხონელიძე, ზურაბ პაპასქირი, ჯაბა სამუშია, ლია ახალაძე, ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა და კახა ყალიჩავა.

მეტი...

“დიდი მწუხარებით უნდა ვთქვათ, რომ კიდევ ერთი დანაკლისი გვაქვს” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთ პაციენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, 81 წლის მოქალაქის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. „ორ ფრონტზე ვიბრძვით პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. აქ ალბათ დიდი მწუხარებით უნდა ვთქვათ, რომ კიდევ ერთი დანაკლისი გვაქვს, კიდევ ერთი ადამიანი დავკარგეთ, სამწუხაროდ, აჭარის რეგიონის მკვიდრი, ქობულეთის კლასტერიდან 81 წლის ჩვენი მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის შედეგად მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაინც გარდაიცვალა. როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ვირუსთან ერთად ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ როგორ გავუმკლავდეთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. საქართველოში კორონავირუსისგან დღეს კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.…

მეტი...

“გარკვეული პერიოდი ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს, ადაპტაცია უნდა გავიაროთ” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კორონავირუსითან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და მოქალაქეებმა ადაპტაცია უნდა გაიარონ. ამავდროულად, გიორგი გახარიამ ეკონომიკის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ, ადაპტაცია უნდა გავიაროთ, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ, არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას. ყველა უნდა ვისწავლოთ იმ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ქვეყანა ჩვეულებრივ თუ არა, ვითარდებოდეს მაინც, პირველ რიგში ეკონომიკურად, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურზიმი.  სამწუხარო პირობებში, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ვალდებულები ვართ, გავაკეთოთ…

მეტი...

“პაციენტებიდან ხუთი დღეს დატოვებს კლინიკას” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, საავადმყოფოს ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გყავს. მისივე ინფორმაციით, ​კლინიკში, ჯამში 44 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან დღეს ხუთი გამოჯანმრთელებული გაეწერება. როგორც ლევან გოფოძემ განაცხადა, ინფიცირებულ პირებს შორის ერთია მძიმე, რომელიც მართვით სუნთქვაზეა მოთავსებული. აღნიშნული პაციენტი კლინიკაში ორი დღის წინ მარნეულიდან გადაიყვანეს. ასევე საყურადღებოა კიდევ ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 61 პაციენტია. აქედან 44 არის კოვიდდადასტურებული. ამ პაციენტებიდან ხუთი დღეს დატოვებს კლინიკას, რადგან ორი ტესტი ზედიზედ ნეგატიური მოვიდა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მარზთვთ სუნთქვაზეა. ეს არის პირველი პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე გვყავს ჩვენ. რეანიმაციაშია, რა თქმა უნდა. გადმოიყვანეს მარნეულიდან. ასაკოვანი პაციენტია, აქვს…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 81 წლის პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. ის 81 წლის ასაკის მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა და კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკა „მედალფაში“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა, ქვეყნის მასშტაბით კი მე-11. ამ დროისთვის „მედალფაში“ 13 ინფიცირებული რჩება, მათგან ხუთის გამოჯანმრთელებას ახლო მომავალში ელოდებიან.

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. სანიტარული სამსახურის უფროსმა, ანა გაგლოევამ განაცხადა. „რეგისტრირებული შემთხვევები 23-ს შეადგენს. ბოლო გამოვლენილი პაციენტი რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასწავლებლის კურსანტია“, – განაცხადა გაგლოევამ. მისივე თქმით, ამ დროისთვის „რესპუბლიკაში“ 193 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ, კარანტინში იმყოფება.

მეტი...

ესპანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვალების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთში „კოვიდ-19“-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში 123 ადამიანი დაიღუპა. გამოვლინდა ინფიცირების 373 ახალი შემთხვევა. ამის შესახებ „ელ პაისი“ წერს. ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობა 26 744-ს აღწევს, გამოვლენილია ინფიცირების 227 000 შემთხვევა. ახალი კორონავირუსისგან ესპანეთში უკვე 137 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საკარანტინო სივრცეებიდან და „ცხელების ცენტრიდან“ ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 37 ნიმუშის პასუხი უარყოფითია

საკარანტინო სივრცეებიდან და „ცხელების ცენტრიდან“ 9 და 10 მაისს ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 37 ნიმუშის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათაკონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, კორონავირუსისათვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანების სინჯის გაგზავნა ლუგარის ლაბირატირიაში დღესაც იგეგმება. რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, კახეთში ამ ეტაპზე 11 ლოკაციაზე 529 მოქალაქე იმყოფება.

მეტი...

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს „კოვიდ-19“-ზე გეგმური კვლევები ჩაუტარდებათ

ფოთში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს „კოვიდ-19“-ზე განმეორებით კვლევებს ჩაუტარებენ. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციაშია აღნიშნული, პერსონალის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ცენტრში გაიგზავნება. „სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორცირლდება. 14 დღეში ერთხელ ხდება მათი გამოკვლევა. ერთხელ უკვე მოხდა მათი შემოწმება კორონავირუსზე და ყველა პასუხი უარყოფითი იყო. პერსონალის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ცენტრში გაიგზავნება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მეტი...

“საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ ნახევარში მივიღებთ” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მომზადებულია. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თითქმის საბოლოო პროექტი არის უკვე მზად. „უახლოეს დღეებში დაზუსტდება პროექტის შინაარსი, როგორც კი დასრულდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება იქიდან ორ დღეში შეგვიძლია, ჩვენ დაჩქარებული წესით მივიღოთ უკვე საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი. დრო არის საკმარისი, რათა ივნისის ბოლოს ან ივლისის პირველ ნახევარში საბოლოოდ დავასრულოთ პაკეტის მიღება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“ქვემო ქართლში ვირუსის უკონტროლო გავრცელება არ გვაქვს” – შოთა რეხვიაშვილი

თეთრიწყაროში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. ისინი ე.წ. სამედიცინო კლასტერს განეკუთვნებიან. სამივე მათგანი საკარანტინო ზონებში იმყოფებოდნენ. ქვემო ქართლის გუბერნატორის განცხადებით, მყისიერად მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო და ქვემო ქართლში ინფექციის უკონტროლოდ გავრცელება აღარ არის. „თეთრიწყაროში არის სამი დადასტურებული ფაქტი. ესენი არიან საკარანტინო სივრცეებში მყოფი ადამიანები. დროული რეაგირების გამო, როდესაც თეთრიწყაროში დავინახეთ, რომ გავრცელება იყო ფართომასშტაბიანი, 73 მჭიდრო კონტაქტი და მომეტებული რისკის მქონე ადამიანები ჩვენ ორგანიზებულად გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეებში, რამაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ვთქვათ ადგილზე, თეთრიწყაროში გავრცელება არ არის და ეს ერთეული შემთხვევები არის იქ, სადაც რისკი იყო…

მეტი...

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიციამ, 10 მაისის 21 საათიდან 11 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 მოქალაქე დააჯარიმა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 7 პირი დააჯარიმეს. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო,…

მეტი...

“ვირუსის შემთხვევების მატება არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს, თუ ასე გაგრძელდება, შემდეგ შესაძლოა, ითქვას, რომ პიკი გადალახულია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, მაშინ, როდესაც ქვეყანა რეალურად პიკურ პერიოდში იმყოფება, არსებული მონაცემები დამაიმედებელია. „მონაცემებს თუ შევხედავთ, უკვე თითქმის კვირაზე მეტია, მატება არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს.თუ ასე გაგრძელდება, პიკის პერიოდში, ვართ, შეიძლება შემდეგ ითქვას, რომ გადალახულია. ამაზე წინასწარ მტკიცებითში ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ იმედი არის, რომ ასე შეიძლება განვითარდეს სცენარი“, – განაცხადა ეზუგბააიმ. მისივე განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, მოსახლეობა არსებულ ვითარებას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს. „მოსახლეობა ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ სიტუაციას, როგორც ადრე გვქონდა ჩვენ და შედეგებიც ამასთან დაკავშირებით უკეთესი დაიდო. მართალია, შეზღუდვები შემსუქბუქდება, მაგრამ…

მეტი...

“ბოლო 24 საათში კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ცხრა პაციენტმა დატოვა” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო 24 საათში კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ცხრა პაციენტმა დატოვა. როგორც ლევან რატიანმა განაცხადა, დინამიკა არის მკვეთრად კლებისკენ. „ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 პაციენტი გვყავს. მათგან კოვიდინფიცირებული არის 52 პაციენტი. ყველაზე ცოტა. დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა ცხრა გამოჯანმრთელებული პაციენტი. ახალი შემტხვევა ბოლო რამდენიმე დღეა არ მიგვიღია და ესეც გვახარებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა. ამასთან, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, ამჟამად კლინიკაში გამოჯანმრთელებაზე კიდევ რამდენიმე პაციენტის ტესტის პასუხებს ელოდებიან. „რეანიმაციაში გვყავს სამი პაციენტი, ერთი სპონტანურ სუნთქვაზეა, ორი გამარტივებულ ფილტვის ვენტილაციაზე დადებითი დინამიკით. ამ პაციენტებთან არც ერთთან კოვიდინფექცია არ დასტურდება. განყოფილებაში არსებული…

მეტი...