“უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს ძალიან მალე დაინახავენ” – ირაკლი სესიაშვილი

“როდესაც უკრაინელ მეგობრებს რჩევას ვაძლევდით და ამ პოზიციას ვაფიქსირებდით, თავისთავად ცხადია, ჩვენი ეს შეშფოთება იყო აბსოლუტურად ლოგიკური, ვინაიდან, როცა გინდა მეგობარს დაეხმარო, მას უნდა უთხრა სიმართლე და ასეც მოვიქეცით. იმედი მაქვს, რომ უკრაინელები სააკაშვილის რეალურ სახეს ძალიან მალე დაინახავენ”,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველო და უკრაინა წლების განმავლობაში სამაგალითო პარტნიორი არიან და ორივე ქვეყანას აქვს საერთო მიზნები და სწორად აქვს გააზრებული ამ პარტნიორობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა. მისივე თქმით, საქართველოს ვალდებულება იყო მეგობარი ქვეყნისთვის რჩევის მიცემა ადამიანზე, რომელიც ეჭვმიტანილი და ბრალდებულია მთელ რიგ…

მეტი...

მომავალ კვირას ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 30 გრადუსამდე მოიმატოს

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. დაბლობსა და ბარში დაახლოებით 19-დან 22 გრადუსამდე, მთიან რაიონებში 17-19 გრადუსი და მაღალ მთაში 10-12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. 12 მაისს, დაბლობში 27 გრადუსია მოსალოდნელი, მთიან რაიონებში- 25. აღმოსავლეთ საქართველოში – 21-23 გრადუსი. დასავლეთ საქართველოში -18-დან 23 გრადუსამდე. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ Imedinews-ს განუცხადა, რომ 13 მაისს, საღამოს საათებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, სავარაუდოდ, ელჭექი კახეთისკენ, თუმცა საერთო სურათი არ იქნება უკანასკნელი პერიოდის მსგავსი. დოდო გვაზავას ინფორმაციით, მომავალ კვირაში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა, 30 გრადუსს მიაღწიოს.

მეტი...

“აცრები და ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი” – მეუფე გერასიმე

“აცრები და ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ვისაც უნდა გაიკეთებს და ვისაც არ უნდა – არა, დაძალება ამ შემთხვევაში არ შეიძლება”, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მოვისმენთ და გავითვალისწინებთ ექიმების რეკომენდაციებს. შედგება კომისია, რომელიც განიხილავს, არის თუ არა მისაღები აცრები და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ვერ შევაფასებ კონკრეტული მღვდელმთავრების ქადაგებებს, ვინაიდან ამის არანაირი უფლება არ მაქვს“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ. მისივე თქმით, კონკრეტული მღვდელმთავრების ქადაგება აცრების წინააღმდეგ მხოლოდ მრევლის გაფრთხილებას ემსახურება. „რასაც მღვდელმთავრები ამის შესახებ იმიტომ ქადაგებენ, რომ ჩვენი მრევლი…

მეტი...

„ჯორჯიან ეარვეისი“ 12 მაისს დაგეგმილ ლონდონი-თბილისის რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

იმ ქართველების საყურადღებოდ, რომლებიც ცხოვრობენ დიდ ბრიტანეთსა და მის მიმდებარედ, „ჯორჯიან ეარვეისი“ ინფორმაციას ავრცელებს. ავიაკომპანიის ცნობით, 12 მაისს დაგეგმილ ლონდონი-თბილისის რეისზე ბილეთები ჯერ კიდევ დარჩენილია. „ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ადგილები ლონდონი-თბილისის რეისზე. ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტს ბილეთებისთვის! რეისი შედგება 12 მაისს, გეთვიკის აეროპორტიდან“,- აღნიშნულია ავიაკომპანიის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა” – ლევან რატიანი

„ყოველთვის უნდა გვქონდეს უკან დასახევი სიტყვა, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა“, – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა განაცხადა. „ძალიან გული მწყდება ყოველთვის, როცა საერთაშორისო კონფერენციაზე დავდივარ, საქართველოს მედიცინა წინა პლანზე არ დგას. ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი, კარგი, განათლებული ექიმი ყავს და ვოცნებობ, რომ ჩემი ქვეყანა მოწინავე რიგებში იდგეს, რადგან ეს ქვეყანა ამას იმსახურებს, პირველ რიგში წარსულით. ძალიან მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დარგში პირველი გამოჩნდეს. ყოველთვის უნდა გვქონდეს უკან დასახევი სიტყვა, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.…

მეტი...

“ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, ჩვენ ვნახავთ სიხარულს” – ილია მეორე

„ადამიანებმა უნდა მიაღწიონ იმას, რომ გულში უფალი შევიდეს, რაც ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა. „ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის. ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას და ჩვენ ვნახავთ სიხარულს. „რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა? როდისაა ადამიანი კმაყოფილი, ბედნიერი და როდის არ არის? ჩვენ ვხედავთ ხშირად, რომ ყველაფერი გააჩნია, მდიდარი არის, მაგრამ ბედნიერი არ არის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია.…

მეტი...

თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას დღეს ოთხი პაციენტი დაემატა. ახალი შემთხვევებიდან ორი უკვე ცნობილ, სამედიცინო კლასტერს უკავშირდება და ინფიცირებული ადამიანების ოჯახის წევრები არიან, ორი მათგანი კი თეთრიწყაროდან საკარანტინო სივრცეებში იყო გადანაწილებული. თეთრიწყაროში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა.

მეტი...

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 61 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 61 ახალი ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ, 9 მაისის 21 საათიდან 10 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 57 მოქალაქე დააჯარიმა. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 1 იურიდიული პირი. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 3 პირი დააჯარიმეს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები,…

მეტი...

ბაკურიანში თოვლი მოვიდა (ფოტო)

ბაკურიანში თოვლი მოვიდა. თოვლიანი ბაკურიანის ფოტოებს ფეისბუქგვერდი bakuriani.ge ავრცელებს. ვებგვერდის ინფორმაციით, ფოტოები დღეს, 10 მაისს არის გადაღებული.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 309 პაციენტი.. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...