“აქამდე გამოყენებულმა შემაკავებელმა ღონისძიებებმა მოგვცა საშუალება, გაგვეწყვიტა ვირუსის გადაცემის ჯაჭვი” – თამარ გაბუნია

“აქამდე გამოყენებული შემაკავებელი ღონისძიებები ძალიან ეფექტური იყო და მოგვცა საშუალება, გაგვეწყვიტა ვირუსის გადაცემის ჯაჭვი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნია აღნიშნავს, რომ კვლავაც გვმართებს მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ეს შედეგი იყოს შენარჩუნებული. „ერთი, რაც დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ის შემაკავებელი ღონისძიებები, ფიზიკური დისტანცირება და სხვა ზომები, რომლებიც აქამდე გამოვიყენეთ, იყო ძალიან ეფექტური, რამაც მოგვცა საშუალება, რომ შეგვეკავებინა, გაგვეწყვიტა ვირუსის გადაცემის ჯაჭვი და მივიღეთ ასეთი დაბალი გავრცელება დღევანდელი მდგომარეობით. საინტერესო ტენდენცია არის ის, რომ ვირუსის გავრცელების პროცესში, როდესაც რაიმე ჩარევა ხდება, ეს შედეგს გვაძლევს…

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი დაინფიცირდა. ისინი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გასულ 24 საათში ტესტი ჩაუტარდა 19 ადამიანს. მათ შორის იყვნენ რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნებული სტუდენტები. მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა. ისინიც გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობენ.

მეტი...

ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ფაშიზმზე გამარჯვების 75–ე წლისთავს ულოცავს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, ჩვენს  გმირ თანამემამულეებს, რომელთა თავდადებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაცობრიობის გადასარჩენად მოპოვებულ გამარჯვებაში. მეორე მსოფლიო ომის თითოეული მონაწილე, რომელიც დღეს ჩვენს გვერდით ცხოვრობს, ნამდვილი გმირია და მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება პანდემიის ამ რთული ვითარების ჟამს განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზრუნვას იჩენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის. სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ იმ სახელმწიფომ, რომლის გადასარჩენად მაშინ თავდაუზოგავად და მამაცურად იბრძოდნენ ქართველი მეომრები, მათ შორის…

მეტი...

“72 დაინფიცირებული მედიკოსი ცოტა არ არის, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კოვიდინფიცირებული 626 პირიდან 72 მედიკოსია. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პროცენტულად საქართველოს შემთხვევაში ეს მართალია, მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია. „ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა, ვიცი, რომ 72-ია. იქ ერთის კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და საგარეჯოშიც და თითქოს დაუდასტურდა. ხდება დამაზუსტებელი კვლევები. მინდა, გითხრათ, რომ ეს კარგი არ არის და პროცენტი მაღალია, თითქოს ათ პროცენტზე მეტია, იცით, რატომ არის 10 %-ზე მეტი, რადგან სულ 626 ინფიცირებულია. იტალიასა და ევროპის ქვეყნებში ექვსი ათასზე მეტი სამედიცინო მუშაკია დაინფიცირებული, მათგან ნაწილი გარდაიცვალა. ნუ ვიქნებით ყველაფერზე ძალიან…

მეტი...

“ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას” – თენგიზ ცერცვაძე

“ჩვენ ვდგევართ ახლა კრიტიკულ გზაგასაყარზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ იხსნება შეზღუდვები, იხსნება ქვეყანა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია, აკეთებს კარგ ფონზე. „11 მაისიდან გაიხსნება დიდი ქალაქები. მანქანების მოძრაობა აღდგენილია, გარკვეული აქტივობები აღდგენილია, მოხდება ეტაპობრივი აღდგენა. გაიხსნება მაღაზიები, გარდა ტანსაცმლის მაღაზიებისა, რამდენადაც ვიცი. რაც ყველაზე მთავარია, გუშინ და გუშინწინ ანონსდებოდა ტურისტული სეზონის გახსნა სასტუმროების ამოქმედება, ფაქტობრივად, ქვეყანა უბრუნდება ჩვეულებრივ, ნორმალურ ცხოვრებას და ამას აკეთებს ერთ-ერთი პირველი ევროპაში და რაც მთავარია,…

მეტი...

“მართლდება ოპტიმისტური პროგნოზები, პიკი არ გამოდგა ციცაბო” – თენგიზ ცერცვაძე

“მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, პიკი არ გამოდგა ციცაბო”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში თანდათან მცირდება კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი. „დღეისთვის, ქვეყანაში არის 626 პაციენტი. ბოლო დღეებში თანდათან მცირდება პაციენტების რიცხვი. მართლდება ის ოპტიმისტური პროგნოზები, რომელსაც ექსპერტები გამოთქვამდნენ, რომ სადღაც აპრილის ბოლოსთვის იქნებოდა პიკი, შემდეგ პლატო და შემდგ ქვევით წავიდოდა. ახლა არის პლატო, ის პიკი არ გამოდგა ციცაბო პიკი და გამოდგა ასეთი სწორი, პლატოსებური“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მეტი...

“სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ გამოწვევასთან გამკლავება უკეთესად შეძლო” – კარლ ჰარცელი

“სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ ამ გამოწვევასთან გამკლავება ბევრი მიმართულებით უკეთესად შეძლო – მტკიცე პოლიტიკური ნების, მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალისა და მაღალი შეგნების მქონე მოსახლეობის წყალობით”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. ​9 ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იმ თანაგრძნობისთვის, რომელსაც მისი თქმით, ქვეყანა გასული კვირების განმავლობაში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მის მოსახლეობას უცხადებდა. „ამასთანავე, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე რთულ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ასევე ეკონომიკური მიზეზებით. თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც დღეს განსაცდელშია. სწორედ კრიზის დროს გვჭირდება პარტნიორები და მეგობრები ყველაზე მეტად. ნათქვამია „კარგი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო“. ამიტომ, ჩემთვის საამაყოა,…

მეტი...

“საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც არ შეეხო მეორე მსოფლიო ომის შედეგები” – ანდრია ჯაღმაიძე

ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიის ნაწილია. „მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც არ შეეხო მეორე მსოფლიო ომის შედეგები. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ ომში, თავი შესწირა იმ მიზანს, რაც ქვეყნის დაცვას ეხებოდა, ამიტომ ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც იომა, იბრძოლა. პაპებს, დიდ პაპებს და მნიშვნელოვანია ეს ხსოვნა, რადგან ეს არის ჩვენი ისტორია“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მეტი...

“თქვენ მიმართ მოწიწებას, მადლიერებას მცირედი საჩუქრით გამოვხატავ” – პრეზიდენტის წერილი ვეტერანებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა. გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მისალოც წერილთან ერთად ვეტერანები პრეზიდენტისგან საჩუქრად მედიკამენტების შესაძენ 100 ლარიან სააფთიაქო ვაუჩერებს მიიღებენ. „დიდი პატივისცემით გილოცავთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს! იმ ომში, კაცობრიობისთვის უპირველესი ღირებულების – მშვიდობისთვის ბრძოლაში საქართველომ უდიდესი წვლილი შეიტანა. პირადად თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი იმ გამარჯვებაში ძალიან დიდია. ბედნიერებაა, რომ დღეს ჩვენ გვერდით ხართ და გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა და ქედი მოვიხაროთ თქვენი გმირობის წინაშე. ახლა მსოფლიო ისევ ებრძვის დაუნდობელ მტერს, რომელიც, ამჯერად, უხილავია. ასეთი…

მეტი...

“ის შეზღუდვები, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს ქვეყანაში, სულ მცირე, ერთი თვე მაინც უნდა გაგრძელდეს” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცაძემ განაცხადა, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედებს ქვეყანაში, სულ მცირე, ერთი თვე მაინც უნდა გაგრძელდეს. „ბევრი კითხულობს გულწრფელად ან პროვოკაციულად, რომ „კი ბატონო, საჭიროა სოციალური დისტანცირება, ხელების დაბანა, პირბადის ტარება, მაგრამ კომენდანტის საათი რას გვაძლევს?“. ერთი ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის და მას აჯარიმებენ, მართლაც უსიამოვნო პროცედურაა და შეიძლება, ამ კუთხით, არც იყოს გამართლებული, მაგრამ კომენდანტის საათი რომ მოიხსნას, ადამიანები ძნელად შეიკავებენ თავს ხალხმრავალი შეკრებებისგან. ამ ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვის მოხსნის დრო კი ჯერ არ მოსულა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

“უკრაინა მოკავშირეს და რუსეთის მტერს კარგავს, სააკაშვილმა კი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია” – უკრაინული მედია

„უკრაინა მოკავშირეს და რუსეთის მტერს კარგავს, სააკაშვილმა კი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია“ – ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა OBOZREVATEL.com აქვეყნებს. სტატიის ავტორის, ვიტალი ტისიაჩნის თქმით, რეფორმების კომიტეტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სამშობლოში არაერთგზის გასამართლებული მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო უკრაინა დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა. უკრაინაში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისმა კონსულტაციებისთვის გაიწვია. როგორც გამოცემა უკრაინის საგარეო უწყებაში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, კიევში დაბრუნების შემდეგ თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინულ მხარეს პროტესტის ნოტას გადასცემს. მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაწყვეტაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თბილისისგან არც მეგობრული ნაბიჯების გადადგმაა მოსალოდნელი. ექსპერტების აზრით, უკრაინა მოკავშირე ქვეყანას და რუსეთის მტერს კარგავს.…

მეტი...

„ნუ ცდილობენ ზოგიერთები რეგიონში ვითარება დაძაბონ, ჩვენ მშვიდად ცხოვრება გვინდა“ – რა მოხდა ახალქალაქში

გუშინ, ახალქალაქში ბენზოგასამართ სადგურთან ორი ახალგაზრდა ერთმანეთს დაუპირისპირდა. ერთ-ერთი ადგილობრივი საავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებულს სახის არეში აქვს მიყენებული ტრავმა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ძალადობას ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ. მომხდართან დაკავშირებით რეალობის გასარკვევად, „მედიაცენტრი მთავარი“  ადგილობრივებს დაუკავშირდა. როგორც ერთ-ერთმა გვიამბო, მომხდარის შესახებ გაიგო და გვითხა რომ მსგავსი დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის ახალქალაქში კი არა ყველგან ხდება, მეორემ კი დაგვიდასტურა მომხდარი ამბავი და იქვე დასძინა რომ ჩხუბი ნამდვილად იყო თუმცა ახალგაზრდები მაშინათვე შერიგდნენ და არ ღირს…

მეტი...

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 300 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის, გარდა თბილისისა, ფულადი სოციალური დახმარების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო თბილისში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ფულადი დახმარების გაცემის მიზნით შესაბამის სახსრებს თბილისის მერია გამოყოფს.

მეტი...

მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“

“მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“, – შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა და მას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. მედლის გადაცემას მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს. ამავე განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს

მეტი...

“საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი” – გიორგი გახარია

“სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტპატიმრები არ არსებობენ. „საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი. საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო სტრატეგიული პარტნიორების წინაშე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ. ანდრიუს კუბილიუსმა ღია წერილით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. წერილში კუბილიუსი მიმდინარე წლის 8 მარტს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობს.

მეტი...

“როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით” – გიორგი გახარია

“როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებზე, რომ სააკაშვილის დანიშვნა მათი ქვეყნის შიდა საქმეა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავს წინადადებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება, რომ ისინი ასევე უზრუნველყოფენ, რომ შემდგომში სააკაშვილის მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს. „გასაგებია, რომ ის დაინიშნა არა მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, არამედ რაღაც მრჩევლად თუ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს მაინც გაურკვეველია. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ოდესის შემდგომ, რა…

მეტი...

ბერლინიდან ჩარტერული ავიარესით დღეს საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ბერლინი თბილისის მიმართულებით. საგარეო უწყების ინფორმაციით, ამ რეისით საქართველოში ჩამოვა 180-მდე მგზავრი, მათ შორის ონკოლოგიური პაციენტები, არასრულწლოვნები, ხანდაზმული პირები, სტუდენტები და ტრანზიტული მგზავრები. „აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მეოთხე ჩარტერული რეისი ბერლინიდან. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.“- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში. მათივე ცნობით, 8 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა…

მეტი...

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების შესრულებას შსს-ს თანამშრომლები გააკონტროლებენ

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გააკონტროლებენ. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. შსს-ში განმარტავენ, რომ 22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, იკრძალება შეკრება და მანიფესტაცია, ასევე ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. „2020 წლის 22 მაისის ჩათვლით საქართველოში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რა დროსაც იკრძალება: – „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია; – ყველა ტიპის კულტურული ღონისძიების ჩატარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში; შესაბამისად, 9 მაისს, ფაშიზმზე…

მეტი...

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 626 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 297 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ათი პაციენტი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში  4702 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459.

მეტი...

სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, კერძო სკოლამ მოსწავლეები „დაატყვევა“ და საჯაროში არ უშვებს

პანდემიის გამო, განათლების სისტემაში შექმნის ურთულეს პრობლემებს „მედიაცენტრმა მთავარმა“ არაერთი სტატია დაუთმო. სერიებად ვაგრძელებთ იმ პრობლემების გაშუქებას, რომელიც კულმინაციური და სენსაციური აღმოჩნდა. კერძოდ, საუბარია ერთ-ერთ კერძო სკოლაზე, რომელმაც პანდემიის გამო, სწავლის საფასურის გადაუხდელობისთვის, სკოლის მოსწავლეები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაატყვევა და საჯარო სკოლაში გადასვლის საშუალებას არ აძლევს. ისტორია შემდეგია. პანდემიის გამო, მშობელთა ნაწილმა სამსახური დაკარგა, ნაწილი კი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. შესაბამისად, მშობლებს, რომლებსაც შვილები კერძო სკოლაში დაჰყავდათ, სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სკოლაში არ დადიან და სახლიდან ერთვებიან „ონლაინ გაკვეთილებში, მიუხედავად იმისა, რომ მშობლების დატვირთვა და ხარჯი…

მეტი...

“შეზღუდვების მოხსნა ისე არ უნდა გაიგოს ხალხმა, თითქოს სრული თავისუფლებაა” – მაია ბუწაშვილი

“შეზღუდვების მოხსნა არ უნდა გაიგოს ხალხმა ისე, თითქოს სრული თავისუფლებაა”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მაია ბუწაშვილის თქმით, ახლა თითოეულ ადამიანზეა პასუხისმგებლობა, რათა მკაცრი ზომების შემოღება ისევ არ გახდეს საჭირო. „როგორც ვიცით, გაწერილია გეგმა. ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეზე. შეზღუდვების მოხსნა არ უნდა გაიგოს ხალხმა ისე, თითქოს სრული თავისუფლებაა. ის ზომები, რაზეც სულ იყო მოწოდებები, ჰიგიენური ღონისძიებები იქნება ეს თუ დისტანცირება, დიდხანს უნდა გვახსოვდეს და გაგვყვეს რომ ამ შერბილების გამკაცრების აუცილებლობა არ დადგეს. სახელმწიფომ კარანტინის შერბილება უნდა დაიწყოს, მაგრამ თითოეულ ადამიანზეა ახლა პასუხისმგებლობა,…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ. სულ გასული დღე ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ-19“-ზე 33 ტესტი ჩატარდა.

მეტი...