“ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ოდნავ მშვიდდება – ასეთია ყოველდღიური მონაცემები” – ამირან გამყრელიძე

“შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, ასეთია ყოველდღიური მონაცემები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელების ყოველდღიური მაჩვენებელი ახალ ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს. „ამის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი გახლავთ ის, რომ გამოჯანმრთელების ყოველდღიური მაჩვენებელი ახალ ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს. ეს იმ ფონზე, როდესაც ტესტირება სერიოზულად გაფართოებულია, გაოთხმაგებულია PCR ტესტების მაჩვენებელი ქვეყანაში. ანუ, უფრო მეტი ადამიანია გამოკვლეული და ნაკლები ინფიცირებული ვლინდება“, – განაცხადა გამყრელიძე.

მეტი...

“არ შეიძლება, ბორდერიზაციისა და ხალხის გატაცების პირობებში, რუსეთს რამე პოზიტიური მოსაზრებები ჰქონდეს” – გია ვოლსკი

“არ შეიძლება, რუსეთის ფედერაციას ბორდერიზაციის პროცესისა და ხალხის გატაცების პირობებში რამე პოზიტიური მოსაზრებები ჰქონდეს”, – ას აფასებს ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას, სადაც მან საქართველოსა და უკრაინასთან საპარლამენტო დიალოგის სრულად აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა. გია ვოლსკის განცხადებით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ჟენევის ფორმატი, არსებობს მაღალი დონის შეხვედრების ფორმატი, სადაც რუსეთს პოლიტიკურ თემასთან არანაირი პოზიტიური ნება არ გამოუჩენია არასდროს. „ასეთი შეხვედრა ვირტუალურად რომც შედგეს, პირველივე შეხვედრა იქნება რეზულტატის გარეშე“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მეტი...

“ვირუსი დედის რძით ახალშობილზე არ გადადის” – ექიმი

“შესაძლებელია ახალშობილი დედისგან კორონავირუსით დაინფიცირდეს პირდაპირი კონტაქტით და იმ გზით, რა გზითაც შეიძლება ნებისმიერი ადამიანი”, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალვინა ჯავახაძემ განაცხადა. მისი თქმით, დედის რძით ბავშვზე ვირუსი არ გადადის. „ცალსახა მოწოდებაა, რომ ძუძუთი კვება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ რძით ვირუსი არ გადადის, მაგრამ გადადის ანტისხეულები, რომელიც ბავშვს დაავადების მძიმე განვითარებისაგან და საერთოდ ინფიცირებისგან იცავს“, – აღნიშნა ექიმმა.

მეტი...

დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსი დაუდგინდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ანალიზებმა უარყოფითი შედეგი აჩვენეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, თანაშემწე სამხედროა და სავარაუდოდ, ახლო კონტაქტი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან. „თეთრი სახლის სამედიცინო სამსახურმა შეგვატყობინა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების წევრს, რომელიც თეთრ სახლში მუშაობს, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

მეტი...

ენტონი ფაუჩიმ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა აშშ-ს ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორისა და მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერი პროფესორის ენტონი ფაუჩისგან მიიღო წერილი, სადაც მან საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილებას მაღალი შეფასება მისცა. ინფორმაციას შიდსისა და ინფექციური პათოლოგიის ცენტრი (თბილისის ინფექციური საავადმყოფო) ავრცელებს. მათი ცნობით, ცენტრს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს NIAID/NIH-თან და ამ თანამშრომლობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოში აივ/შიდსის თანამედროვე ტიპის სამსახურის შექმნას და განვითარებას და ზოგადად აშშ–საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ბიოსამედიცინო დარგში. „2017 წლის ოქტომბერში პროფესორ ენტონი ფაუჩის ინიციატივით, ქალაქ ბეთესდაში ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის და მისი…

მეტი...

უკრაინელმა პენსიონერმა კორონავირუსით 35 ადამიანი დააინფიცირა

უკრაინის რიგით მესამე უდიდეს ქალაქ დნეპრში პენსიონერმა ქალმა კორონავირუსით 35 ადამიანი დააინფიცირა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიურო წერს. 63 წლის ქალი ამჟამად საავადამყოფოშია და ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა. 21-დან 83 წლამდე ასაკის 35 ინფიცირებული კი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. როგორც გაირკვა, ყველა მათგან კონტაქტი დაავადებულ ქალთან ჰქონა. კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე მის შვილსაც.

მეტი...

“ვირუსი პრაქტიკულად დამარცხებულივითაა” – მარინა ენდელაძე

“გადაჭრით იმის თქმა, რომ ამ სეზონზე ვირუსი დამარცხებული იქნება, ძნელია, მაგრამ ამის წინაპირობები არსებობს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის 2 თვე ექიმებისთვის უდიდესი გამოწვევა იყო. „საქართველოში ყოველ დღე ინფიცირებულთა რიცხვი იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულად ვირუსი დამარცხებულივითაა. ეს ორი თვე ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იყო. სერიოზული დაღლა და შრომა. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც დიდი სიამოვნებაა ის, რომ შევძელით რაღაც კარგი გაგვეკეთებინა, ჩვენს ხალხს და ქვეყანას რაღაცით გამოვადექით“, – აღნიშნა ენდელაძემ.

მეტი...

“2007 წლის ივლისში ნარკოტიკების ჩადების საქმეზე ევროსასამართლომ სახელმწიფოს მიერ სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა” – საია

“2020 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საია-სა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის ერთობლივ საქმეზე მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა”, – ინფორმაციას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, გადაწყვეტილების თანახმად, ჩხრეკის დროს მომჩივანს დაუსაბუთებლად არ მიეცა დამსწრეების მოწვევის უფლება და ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ განიხილეს მისი არგუმენტი პოლიციელთა მხრიდან ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით. „საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2007 წლის 3 ივლისს მომჩივანი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს და პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს. სოდ-ის…

მეტი...

უანგარო დონაციის აქციას ჭიათურაც შეუერთდა

,,გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” აქციას ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ჭიათურის ადგილობრივი ორგანიზაციაც შეუერთდა. უანგარო დონაციის ფარგლებში, სისხლი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემაც გაიღო „მსგავსი აქციები ნამდვილად აუცილებელია და ეს არის ჩვენი გუნდისა და მოსახლეობის ერთობლივი თანადგომა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ასეთი დახმარება სჭირდება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მსგავს აქციებში მონაწილეობისათვის. სიკეთე გადამდებია და იმედს ვიტოვებ უანგარო დონაციის აქცია მთელ საქართველოს მოედება. პირადად მე, ჩემს თანამშრომლებთან ერთად, მზად ვარ, ამ სასიცოცხლო და აუციელებელ აქციაში პერმანენტულად მივიღო მონაწილეობა“ –  განაცხადა მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა.

მეტი...

“რუსეთს ჯერ ბევრ თემაზე აქვს სალაპარაკო და ბევრი პირობა აქვს შესასრულებელი” – მდინარაძე კოსაჩევის ინიციატივაზე

“ჯერ მათი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა იმაზე იზრუნონ, რა ვალდებულებები აქვს რუსეთს შესასრულებელი, რა საერთაშორისო ნორმებს არღვევს და როგორ ექცევიან ადამიანებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან და მხოლოდ ამის შემდეგ ვილაპარაკოთ ოდნავ სერიოზულად მაინც იმ თემებზე, რაზეც ისინი დღეს საუბრობენ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე  კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებას, რომლის მიხედვით, რუსეთი მზად არის, საქართველოსთან საპარლამენტო დიალოგის აღსადგენად.  „მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და საქართველო ამ ბრძოლაში არის განსაკუთრებულად წარმატებული, როგორც ჩანს, ვიღაცებმა გადაწყვიტეს, რომ ცინიკური დამოკიდებულებით რაღაც რუსულ ნარატივზე მიაპყრონ ქართული საზოგადოების ყურადღება და ცინიკურია იმიტომ, რომ…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 3 848 994-ს მიაღწია

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 265,905-ს მიაღწია. ვირუსით სულ 3 848 994 ადამიანი დაინფიცირდა, 1 317 085 კი – გამოჯანმრთელდა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (74 813) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა ბრიტანეთი (30 076), მესამეზე კი – იტალია (29 684).

მეტი...

“პიკი მაშინ გვქონდა, როდესაც დღეში 30 ინფიცირებული გვყავდა” – მარინა ენდელაძე

“როდესაც დღეში 30 ინფიცირებული გვყავდა, მაშინ გვქონდა პიკი”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული  განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვირუსი ორგანიზმში დიდხანს რჩება და მასთან გათამამება არ შეიძლება. „ამ ვირუსთან გათამამება არ შეიძლება. მიღებულმა ღონისძიებებმა განაპირობა, რომ ასეთი მშვენიერი შედეგი გვაქვს. გავრცელებულია ინფორმაციაა, რომ ეს ინფექცია არაფერი არ არის, მართლაც რომ არაფერი იყოს, ის ძალიან ხანგრძლივია. ვირუსი ორგანიზმიდან ადვილად არ გადის“, – აღნიშნა ენდელაძემ.

მეტი...

“ვადასტურებ მზაობას, რომ ცხინვალის რეგიონში ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს დავეხმარებით” – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს წვდომა ცხინვალის რეგიონში. „ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირებული პირების შესახებ, რაც არ არის მოულოდნელობა. არც ის არის სიახლე, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემა არ არის გამართული და ვერ აწვდის ხარისხიან მომსახურებას მოსახლეობას. მინდა იმედი გამოვთქვა და ვუსურვო ჩვენს მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება. აქვე ხაზგასმით და კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს. ადგილზე იცით, რომ წვდომა არის შეზღუდული. ვთანამშრომლობთ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს ეს…

მეტი...

“ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს საქართველოში მოგზაურობისკენ მოვუწოდოთ” – მარიამ ქვრივიშვილი

„ჩვენ ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ გამოვიდეთ და მთელ მსოფლიოს მოვუწოდოთ, რომ იმოგზაურონ საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავია”, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის აღდგენის პროცესში, საქართველოს პოზიციონირება ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს, ვინაიდან ქვეყანამ შეძლო, მსოფლიო პანდემიასთან წარმატებით ბრძოლა. “ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ის, თუ როდის შეძლებს ჩვენი ყვეყანა იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რომელიც გასულ წელს გვქონდა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენთვის საინტერესო და ტურისტულად, ღირებულების მქონე ქვეყნებთან, რათა შეიქმნას უსაფრთხო დერეფნები. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად გავყვეთ და ვნახოთ, როგორი იქნება ავიაკომპანიების სიძლიერე, რამდენი ქვეყნიდან…

მეტი...

“რუსეთი მზად არის, საპარლამენტო დიალოგი საქართველოსთან და უკრაინასთან სრულად აღადგინოს” – კოსაჩევი

“რუსეთი მზადაა, სრულად აღადგინოს საპარლამენტო დიალოგი უკრაინასთან და საქართველოსთან”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მისი თქმით, რუსი პარლამენტარები მზად არიან სრულად აღადგინონ საპარლამენტო დიალოგი, როგორც მათ თანამოაზრეებთან, ისე ოპონენტებთან. „მინდა ჩემი კოლეგების, რუსი პარლამენტარების სახელით, დავადასტურო ჩვენი მაქსიმალური მზადყოფნა, რომ სრულად აღვადგინოთ ჩვენი საპარლამენტო დიალოგი როგორც ჩვენს თანამოაზრეებთან, ისე ჩვენს ოპონენტებთან”, – განაცხადა კონსტანტინ კოსაჩევმა. Russia Today-ის მიერ ორგანიზებულ ვიდეოხიდში პარტია “ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა.

მეტი...

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ დღეს კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერეს. ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ 15 ინფიცირებული პირი იმყოფება. აჭარაში კორონავირუსი საერთო ჯამში კორონავირუსისგან 40 პირი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

საგარეჯოში, ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალის“ ექთანს, რომელიც ამავდროულად ბოჭორიშვილის კლინიკის სარეზერვო ექთანია, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ბოჭორიშვილის კლინიკაში აცხადებენ, ტესტირება კორონავირუსთან დაკავშირებით მედიკოსს სწორედ საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ ჩაუტარდა და „კოვიდ-19“ იქ დაუდასტურდა.

მეტი...

“კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია!” – NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: “კვლევები, რომლებიც მოწევას და ნიკოტინს წარმოაჩენენ COVID-19-სგან თავის დასაცავ საშუალებად, ყალბია!!! თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად პრევენტირებადი პრობლემაა მსოფლიოში. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 6 მილიონი მწეველია, ხოლო დაახლოებით 1 მილიონი არამწეველი. თამბაქოს მიზეზით ყოველ 6 წამში ერთი ადამიანი იღუპება და თამბაქოს მიზეზით გარდაცვლილთა 28% ბავშვია. თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდა, 2030 წლისთვის თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების წლიური რაოდენობა 8 მილიონს მიაღწევს; ყოველ 4 წამში დაიღუპება…

მეტი...

იაპონიაში „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატად „რემდესივირი“ დაამტკიცეს

“ალჯაზირას” ინფორმაციით, იაპონიაში „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პრეპარატად „რემდესივირი“ დაამტკიცეს. ეს პირველი პრეპარატია, რომელიც იაპონიამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ოფიციალურად დაამტკიცა. გავრცელებული ინფორმაციით, „რემდესივირს“ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ. კომპანია „გილეადის“ მედიკამენტი „რემდესივირი“ აშშ-ის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ სამკურნალოდ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

მეტი...

“მერწმუნეთ, სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც” – ნათია თურნავა

“ალბათ, სულ რამდენიმე ხანში შევძლებთ სილამაზის სალონებში სტუმრობას” , – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სალონების გახსნისათვის საჭიროა, უსაფრთხოების კუთხით სათანადოდ მომზადება. „სილამაზის სალონები მტკივნეული საკითხია, მათ შორის ჩემთვისაც, მერწმუნეთ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სილამაზის სალონები არის ძალიან დიდი სეგმენტი დასაქმების, მცირე ბიზნესი და ჩვენ ყველანაირად ვეხმარებით სწორედ მცირე ბიზნესს და მართლაც ძალიან მინდა, რომ მალე შევძლოთ მათი გახსნა. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ მთელი რიგი ინდუსტრია გადმოვწიეთ უფრო ახლოს გახსნის ეტაპზე და არ გავა ბევრი დრო, სანამ გახსნით სილამაზის სალონებსაც. მაგრამ დავიმახსოვროთ, რომ ეს არის ისევე…

მეტი...

“დაახლოებით 60 მილიონი ლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ფარგლებში მიიმართება ტურისტული სექტორის დასახმარებლად” – ნათია თურნავა

„200 მილიონი ლარის საერთო ღირებულების პაკეტი – ეს არის მესამე ეტაპის ანტიკრიზისული ღონისძიებები. პირველივე დღიდან, პრაქტიკულად მარტის თვიდან ვეხმარებით ტურისტულ ინდუსტრიას, მაგრამ ახლა ყველაზე კრიტიკული და გადამწყვეტი ეტაპია, რადგან ჩვენი ამოცანა მესამე ეტაპის დროს 200 მილიონის ფარგლებში არის არა მარტო ის, გადავალახინოთ ტურიზმს რთული პერიოდი, არამედ მოვამზადოთ გახსნისთვის. გახსნის თარიღები არის ძალიან ახლოს. ეს არის ამბიციური, მაგრამ სრულიად მისაღწევი გეგმა“, – განაცხადა მინისტრმა. ნათია თურნავამ განმარტა, რისგან შედგება ფინანსური პაკეტი და ბიუჯეტი, რომელიც ტურიზმთან მიმართებაში მესამე ეტაპის ანტიკრიზისულ ღონისძიებებს ითვალისწინებს. „პირველ რიგში ყველაზე წონადი არის საგადასახადო შეღავათები, ჯამში დაახლოებით 135 მილიონი. ეს არის საგადასახადო შეღავათები, რომელსაც…

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ ცხინვალში „კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.  ინფორმაციას ადგილობრივი მედია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზედამხვედელობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეზე, ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს. „საერთო ჯამში დაინფიცირებულთა რაოდენობა 11-ია. მათგან ერთ-ერთი ჩრდილოეთ ოსეთიდან სამკურნალოდ ჩამოსული მამაკაცია. ინფიცირებულთა შორის რუსეთის უნივერსიტეტების სტუდენტებიც არიან, რომლებიც სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან გასულ კვირას ჩამოვიდნენ“, – განაცხადა ანა გაგლოევამ. მისივე განცხადებით, ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აცხადებენ, რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში დაახლოებით 160 სტუდენტი იმყოფება. ამჟამად ისინი კარანტინში იმყოფებიან. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი სამი შემთხვევა გუშინ დადასტურდა.

მეტი...

“ალბათ გაჭირდება ფენების სწრაფად აღდგენა და ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოდან სულ მცირე ორი მიმართულებით ფრენების აღდგენაზე. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს „აირზენასთან“, ასევე ინფორმაციას ელოდებიან „ვიზეარისგან“. „პირველი და შედარებით მარტივი არის, რომ აღდგეს ფრენები ტრადიციული მიმართულებით. ამ მიმართულებით გვქონდა მოლაპარაკება „აირზენასთან“, რომ სულ მცირე ორი მიმართულებით რეგულარული ფრენები განახლდეს. საჭიროების შემთხვევაში, მათაც მხარდაჭერის პაკეტს შევთავაზებთ, რადგან ახლა ისეთი ვითარებაა, ერთმანეთს თუ არ დავუდგებით გვერდით მთავრობა და საავიაციო ინდუსტრია, ალბათ გაჭირდება ფენების სწრაფად აღდგენა და ჩვენ ეს გეგმაც გვაქვს. კონკრეტიკას მოგახსენებთ უახლოეს პერიოდში, რადგან ეს უნდა იყოს დასრულებული გადაწყვეტილება. ეს…

მეტი...

ქობულეთის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში ხვალიდან შეზღუდვების შემსუბუქებისა და მოხსნის შესაძლებლობა იქნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში ბევრი სასტუმრო, განთავსების ობიექტი, საქართველოს მთავრობის ტურიზმის ხელშეწყობის გეგმის შესაბამისად, შეღავათებით ისარგებლებს. „საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა ტურიზმის ხელშეწყობის გეგმა და ამ გეგმის შესაბამისად, ძალიან ბევრი სასტუმრო,განთავსების ობიექტი, მათ შორის აჭარაში ისარგებლებს ამ შეღავათებით. ეს არის მიზნობრივი მხარდაჭერის, დახმარების პროგრამა და დარწმუნებული ვართ, ის კონკრეტული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს უკვე 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის აღდგენას და შემდეგ უკვე პირველი ივლისისთვის საერთაშორისო ვიზიტორების, მოგზაურების მიღებას,  საშუალებას მისცემს ჩვენს ტურიზმის ინდუსტრიას, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში შეძლონ, მათ მიიღონ უკვე ტურისტები და მიიღონ შემოსავლები, რომელიც მნიშვნელოვანია მათი სწორი, მდგრადი განვითარებისთვის.…

მეტი...

“ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-ს თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საბანკო, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს კი სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება. „ტურისტული ბიზნესის საკმაოდ დიდი სეგმენტი, სარესტორნე ბიზნესი, ალბათ, ყველაზე სწრაფად აღდგება, რადგან ჩვენი კულინარული ტრადიცია ძალიან ძლიერია და შიდა ტურიზმიც გარკვეული მოცულობით დატვირთავს ამ ობიექტებს და შემდგომ უკვე საერთაშორისო ტურიზმი. გარდა საერთო შეღავათებისა, რაც შეეხება ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას და საშემოსავლო გადასახადის გადავადებას წლის ბოლომდე, ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ დამატებით დახმარებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო საგარანტიო სქემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში საბანკო, არსებული სესხების…

მეტი...

„პეტროსიანების სახლიდან პოლიციამ  14 დასახელების იარაღი ამოიღო” – მკოიანების ოჯახის ადვოკატი

მკოიანების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, პეტროსიანების სახლის ჩხრეკის დროს, სამარათალდამცავებმა, სხვადასხვა დასახელების იარაღი ამოიღეს. ადვოკატის ინფორმაციით არსენალის დასახელებაში იყო სანადირო თოფიც. „ბევრი დასახელების იარაღი არის პეტროსიანების სახლში ჩხრეკის შედეგად ამოღებული. პოლიციამ  14 დასახელების იარაღი ამოიღო, ეს არის, როგორც პისტოლეტური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე  არის “კარაბინები”, რამოდენიმე “კარაბინა” და “გლუვლულიანი” სანადირო თოფი, ასევე „ტეტე,“  – განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. აღსანიშნავია, რომ იარაღებიდან ზოგი მასზეა გაფორმებული, ზოგი კი მის შვილზე,“ – განაცხადა  ტარიელ მურმანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.”

მეტი...

სასტუმროების ნაწილისთვის მთავრობა ხუთ მილიონამდე სესხის, 80 პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს

სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა არის 20 მილიონ ლარამდე, დავასუბსიდირებთ ხუთ მილიონამდე სესხის 80 პროცენტით, რაც იქნება ასევე სერიოზული მხარდაჭერა დარგის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „ტურიზმი რომ ეფექტურად გაიხსნას, ამას სჭირდება გარკვეული სამუშაოები, გარკვეული ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უნდა ჩავატაროთ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, დარგს სჭირდება კონკრეტული დახმარება, მათ შორის ფინანსური, რათა იყოს ფორმაში, რომ 15 ივნისიდან და პირველი ივლისიდან შესაბამისად, იყოს მზად, მიიღოს სტუმრები. ამისთვის ფინანსთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ, მთავრობამ, გუნდმა შევიმუშავეთ ღონისძიებები, რათა მხარი დავუჭიროთ პოსტკრიზისული აღორძინების ეტაპზე ტურისტულ სექტორს და არა კრიზისულ…

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მორიგი ჰუმანიტარული აქცია განახორციელა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში კომპაქტურად ჩასახლებულმა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სასურსათო დახმარება მიიღეს.  დევნილებს, სასურსათო პაკეტები და პირველადი დახმარების ნივთები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და სამეგრელოს–ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ბატონებმა ჯემალ გამახარიამ, ვახტანგ ყოლბაიამ და მალხაზ თორიამ პირადად გადასცეს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ინფორმაციით, ჰუმანიტარული დამხარება ზუგდიდში, სხვადასხვა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ 60 დევნილ ოჯახს გადაეცა. მისივე თქმით, ჰუმანიტარული დახმარების აქცია ერთჯერადი არ არის. რეგიონისა და დანარჩენი საქართველოს მასშტაბით, ასეთი დახმარება აქამდეც განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება; მასში ჩართულნი არიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები…

მეტი...

“პირველი ივლისიდან საქართველო უცხოელი ტურისტების მისაღებად მზად იქნება” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები გამოყოს. მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და ა.შ. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გამოყოს კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი, განსაკუთრებით ის კურორტები, რომლებიც ისტორიულად პოზიციონერდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები. ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რადგან ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვენლოვანი კონტროლის წერტილი და პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვარი“,- აღნიშნა გახარიამ. ამასთან, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე…

მეტი...

მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა ძალაში რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ზოგიერთ ქალაქში შეღუდვები მოიხსნა. პრემიერი განცხადებით, 11 მაისიდან თბილისში შესვლა-გამოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნება ასევე, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში. ხოლო, 18 მაისიდან მარნეული სრულად გაიხსნება.  თუმცა, როგორ “აიპრესს” მთავრობის ადმინისტრაცაში განუცხადეს, შეზღუდვების მოხსნა მუნიციპალურ ტრანსპორტზე არ ვრცელდება. შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 20 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს, რომლის მიხედვით, საღამოს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გასვლა იკრძალება. წესის დარღვევა კი  ფიზიკური პირებისთვის 3000-ლარიან ჯარიმას, ხოლო…

მეტი...

“გაითვალისწინონ, რომ გახსნის შემდგომი ეტაპები ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას” – გახარია კომპანიებს

ჩვენ წარმოვადგინეთ შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის ამოქმედების ექვსეტაპიანი გეგმა, მაგრამ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ შედარებით უფრო სწრაფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის ხელისუფლების, თითოეული მოქალაქის, ბიზნესოპერატორების და პირველ რიგში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას. „ჯანდაცვის სექტორის ხარისხიანი მუშაობა მაშინ, როდესაც ვიწყებთ შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, ხდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკის ფრონტზე, დღეს ეკონომიკა არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ეს…

მეტი...

„11 მაისიდან სრულიად გაიხსნება თბილისი, 14 მაისიდან კი რუსთავი და გარდაბანი, 18 მაისიდან – მარნეული“ – გიორგი გახარია

სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადეების გამოყენება, მოგვცემს საშუალებას ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. პრემიერის ინფორმაციით ჩაკეტილი ქალაქების გახსნა ეტაპობრივად მოხდება. „11 მაისიდან სრულიად გაიხსნება თბილისი, – 14 მაისიდან კი რუსთავიდან და გარდაბანში, 18 მაისიდან მარნეული. 6 ეტაპიანი გეგმა, როდესაც გვქონდა წარმოდგენილი განვაცხადეთ მაშინ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ვიმოქმედებდით, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული სექტორების გახსნა დავაჩქაროთ. ჩვენ გვეძლევა საშუალება შუალედები გახსნებს შორის დავაჩქაროთ. 11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას, ასევე საცალო და საბითუმო ბაზრობებს, რომელსაც აქვთ შესასვლელი ქუჩიდან…

მეტი...

20 000 ხელმოწერა არმენ მკოიანის გათავისუფლების მოთხოვნით

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა დაკავებული მოზარდის – არმენ მკოიანის გათავისუფლებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მათ 20 000 ხელმოწერა შეაგროვეს. ისინი არმენ მკოიანს თავდებში უდგებიან. როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალგაზრდა სრულიდ უსაფუძვლოდაა დაკავებული და გარდა აღნიშნულისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც რთულია. „მოზარდის  ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას თავში აქვს 7 სანტიმეტრამდე დიამეტრის კისტა და სისტემატურ მკურნალობას გადის როგორ თბილისში ისე სტამბულში. ექიმები ამბობენ, რომ სერიოზულ საშიშროებაა, ის გადაიზარდოს სიმსივნეში. ეს დასკვნებიც წარდგენილი გვაქვს, თუმცა, დღემდე არაფერი შეცვლილა. გარდა აღნიშნულისა 20 ათასმა ადამიანმა, ახალქალაქისა და ნინოწმინდაში ხელი მოაწერა ამ თხოვნას, რომ…

მეტი...

გუდაურის კარანტინის სივრცეები 67-მა მოქალაქემ დატოვა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა გუდაურში მოწყობილი საკარანტინო სივრცეები, რომელიც განთავსებულია სასტუმროებში „გუდაური ლოჯი“, „ალპინა“ და „ბესტ ვესტერნი“, 67-მა მოქალაქემ დატოვა. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელი დაუბრუნდნენ. თითოეულმა მათგანმა საკარანტინე სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მათი ტრანსპორტირება ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საკარანტინო სივრცეების ორგანიზებას. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში…

მეტი...

​სასტიკად ნაცემი დეპუტატის ძმა – ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების წინაისტორია (ვიდეო)

რა წინაისტორია ჰქონდა დეპუტატის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ახალქალაქში, ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და ფოტოები წარმოადგინა, როგორ გაუსწორდა პოლიციის ყოფილი უფროსის შვილი დეპუტატის ძმას. როგორც ტარიელ მურმანიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა,   სამველ პეტროსიანმა ენზელ მკოიანის ძმა  მარტუმ მკოიანი სასტიკად სცემა, რის  შემდეგაც მათ შორის ნეგატიური ურთიერთობა გაჩნდა. „დაპირისპირების წინაპირობა გახლდათ ის, რომ, 2019 წლის ოქტომბრის თვეში, სამველ პეტროსიანის შვილი ფიზიკურად უსწორდება ენზელ მკოიანის ძმას და მის თანმხლებ პიროვნებას. მიზეზი არის სრულიად უბრალო:  მანქანით, რომ გაიარეთ ამიმტვერდა გზა და რატომ ამიმტვერეთო.  ქვა ჩაარტყა, რომლის კადრებიც გვაქ წარმოდგენილი. დაუზიანა სახე როგორც მკონიანს ისე მის…

მეტი...

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 11 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. როგორც იუწყებიან, ინფიცირებულებიდან 5 471-ს ვირუსის სიმპტომები არ ჰქონდა. საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“ 177 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსით გარდაიცვალა 1 625 ადამიანი. რუსეთი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

მეტი...