“როგორც კი პირველი პაციენტი შემოვიდა, ერთადერთი, რაც აზრად მომივიდა, თავიდან წამეკითხა უზნაძის განწყობის თეორია” – ლევან რატიანი

“როგორც კი პირველი პაციენტი შემოვიდა, ერთადერთი, რაც აზრად მომივიდა, თავიდან წამეკითხა უზნაძის განწყობის თეორია და მივხდი, რომ, რადგან სხვა საშუალება არ არსებობდა გარდა სიმპტომური და ინდივიდუალური მიდგომისა, რაც შეიძლება კარგ განწყობაზე უნდა ვყოფილვიყავი”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული მძიმე ვითარებისა, იგი ახერხებს პაციენტებთან კარგ განწყობაზე ყოფნას. „თავიდანვე, როდესაც ეს დაავადება გაჩნდა, გადმოვიღე უზნაძის განწყობის თეორია, მეტი გზა არ არსებობდა, რადგან არ ვიცოდით პროფილაქტიკური მედიცინა, არ ვიცოდით ამ დაავადების ზნე და პრაქტიკულად დღესაც არ ვიცით. შეიძლება ყველა პაციენტის ფსიქოლოგია არ ვიცოდე, მაგრამ…

მეტი...

“კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც კი მსოფლიო ჩვეულ საქმიანობას ვერ დაუბრუნდება” – ჯანმოს დირექტორი

“კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგაც კი მსოფლიო ვერ დაუბრუნდება ჩვეულ საქმიანობას”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მისივე თქმით, მსოფლიო უნდა მოემზადოს შემდეგი შესაძლო პანდემიისთვის და მდგრად ჯანდაცვის სისტემას საძირკველი ჩაუყაროს „კორონავირუსის პანდემია საბოლოოდ უკან დაიხევს, მაგრამ ჩვეულ საქმიანობას ვერ დავუბრუნდებით. საუბარი არ არის პანიკის დათესვაზე, მაგრამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციის ჩადება სიცოცხლეების გადარჩენას ნიშნავს. აღნიშნული მოიცავს პათოგენების თავიდან აცილებასა და მათზე ფრეაგირებას“, – განაცხადა მან.

მეტი...

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი 10 მაისიდან რუსეთთან ე.წ. საზღვარს ერთი კვირით სრულად ჩაკეტავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება10 მაისიდან რუსეთთან ე.წ. საზღვარს ერთი კვირით სრულად ჩაკეტავს. აღსანიშნავია, რომ დღეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. „სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან საზღვარი 10 მაისის 00:00 საათიდან 17 მაისის 23:59 საათამდე ჩაიკეტება. აღნიშნული გადაწყვეტილება ოპერატიული შტაბის სხდომაზე იყო მიღებული. საზღვრის გადაკვეთის დროებითი აკრძალვა ყველა მოქალაქეს ეხება. აკრძალვა ასევე გავრცელდება სატვირთო ავტოტრანსპორტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“თვით პუტინიც ვერ მოიფიქრებდა უკეთესს უკრაინის დასასუსტებლად” – ყოფილი ვიცე-პრემიერი სააკაშვილზე

“ის, რომ სააკაშვილს დადებითად აფასებენ დასავლეთში – მითია. მითია ასევე ის, რომ სააკაშვილი პუტინის მტერია, ვინაიდან ის პროფესიონალი დესტაბილიზატორია და თვით პუტინიც კი ვერ მოიფიქრებდა უკეთესს უკრაინის დასასუსტებლად”, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში, რადაში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ივანა კლიმპუში ვიდეომიმართვაში ამბობს. “ის, რომ ხელისუფლება ყურს არ უგდებს ოპოზიციას, სიახლე არ არის. უბედურება ის არის, რომ ხელისუფლება არ უსმენს უკრაინის მეგობრებსაც კი და მზად არის გაანადგუროს პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობები „სლუგა ნაროდუ“-ს ახალი სეზონის გამო. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ზელენსკის ეშინია სააკაშვილის მის დანიშვნამდეც კი. ვინაიდან მან საჯაროდ შესთავაზა თანამდებობა, ახლა…

მეტი...

30 ქვეყნის მონაცემებით, კორონავირუსით 90 ათასზე მეტი მედიკოსი დაინფიცირდა, 260-ზე მეტი ექთანი კი, დაიღუპა

ექთანთა საერთაშორისო საბჭოს განცხადებით, 30 ქვეყნის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 90 ათასზე მეტი მედიკოსია ინფიცირებული, 260-ზე მეტი ექთანი კი, გარდაიცვალა.  საერთაშორისო ორგანიზაციაში მთავრობების მიერ კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან მომუშავე ექთნებსა და ჯანდაცვის სფეროს სხვა თანამშრომლებს შორის ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების არაზუსტ აღრიცხვაზე საუბრობენ. „ათასობით ექთანი დაინფიცირდა „კოვიდ-19“-ით და ასობით უკვე გარდაიცვალა, თუმცა მთავრობები ვერ ასახელებენ ზუსტ რაოდენობას, რადგან მონაცემებს არ აგროვებენ. ზუსტი მონაცემების არარსებობა იწვევს ექთნებს შორის ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის არასათანადო შეფასებას“, – ნათქვამია ექთანთა საერთაშორისო საბჭოს განცხადებაში. ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, აწარმოონ ზუსტი აღრიცხვა და მიაწოდონ მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

მეტი...

“არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ვირუსი ლაბორატორიაში წარმოიშვა” – მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-ს უდავო ფაქტები არ აქვს კორონავირუსის პანდემიის წარმოშობასთან დაკავშირებით, თუმცა შესაძლოა, რომ ვირუსის გავრცელება უხანის ლაბორატორიაში დაიწყო. „უდავო ფაქტები არ გვაქვს, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომ ვირუსი ლაბორატორიაში წარმოიშვა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. 6 მაისს აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, თუ სად წარმოიშვა კორონავირუსი. „მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსს ბუნებრივი წარმოშობა აქვს, რომ ის ადამიანის მიერ შექმნილი არ იყო. იყო თუ არა მისი გავრცელება შემთხვევითი? მოხვდა თუ არა ვირუსი გარემოში ბუნებრივი გზით თუ…

მეტი...

„მედალფაში“ კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ „მედალფა“ უკვე დატოვეს. კლინიკაში 17 კოვიდინფიცირებული რჩება, უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე პირის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. აჭარაში კორონავორუსისგან 38 პირი განიკურნა. „კიდევ ორმა პაციენტმა სრულად დაამარცხა კორონავირუსი, ეს დაადასტურა საკონტროლო ტესტებმაც და სხვა გამოკვლევებმაც ისინი კლინიკიდან დღესვე გავწერეთ“, – განაცხადა „მედალფას“ რეგიონალურმა მენეჯერმა ლევან ანთაძემ. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა მეექვსე დღეა არ გამოვლენილა. 

მეტი...

კოკა ყანდიაშვილი განცხადებას ავრცელებს

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი მასსა და  მედიაკომპანია „ესპერსონას“ საქმიანობასთან დაკავშირებულ განცხადებებს ეხმაურება. ყანდიაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მას 2004 წლიდა ყველა ხერხით ებრძვის. „ყურადღებით ვადევნებ თვალს სიყალბით სავსე განცხადებებს პირადად ჩემსა და „ესპერსონას“ საქმიანობაზე. არახალია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ხერხით მებრძვის 2004 წლიდან. არც ისაა ახალი, რომ არასდროს დავიღლები ამ ბოროტ ძალასთან ბრძოლით. დიახ, ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი იყო, ჩამოვეშორებინე ჩემს საყვარელ საქმეს – ტელევიზიას. გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ, ვერავინ ამიკრძალავს შევქმნა მედია საშუალებები და ხალხს გავაგებინო სიმართლე, რომელიც ხან პარტიებს არ მოსწონთ და ხანაც ბიზნესებს“,- ნათქვამია კოკა ყანდიაშვილის განცხადებაში. ამასთან, ყანდიაშვილი განმარტავს,…

მეტი...

კორონავირუსის დამარცხებამდე, ჩინეთი ვირუსის წარმოშობის შესახებ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაზე უარს ამბობს

ჩინეთის ხელისუფლება ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობის შესახებ საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას მანამ არ დაუშვებს, სანამ ვირუსი საბოლოოდ არ დამარცხდება. ამის შესახებ გაეროში ჩინეთის ელჩმა, ჩენ სუმ განაცხადა. „ამჟამად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლაზე ფოკუსირებაა. ჩინეთს გამოძიებაზე ან შეფასებაზე ალერგია არ აქვს. რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, თუ როდის და როგორ შედგება ეს, ამისთვის საჭიროა, რომ სათანადო ატმოსფერო სუფევდეს“, – განაცხადა გაეროში ჩინეთის წარმომადგენელმა. 1-ელ მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ორგანიზაციის ექსპერტები ახალი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებასთან დაუშვას. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სურს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და ჩინეთის ხელისუფლების მოწვევით კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიებაში…

მეტი...

ჯემალ გამახარიამ დევნილ ოჯახებს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლო 1 თვის მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე ათას დევნილ ოჯახს გაეწია ჰუმანიტარული დახმარება საკვები პროდუქტების სახით. პირველ რიგში დახმარება გაეწია ხანდაზმულ ადამიანებს და მრავალშვილიან ოჯახებს. სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში, დღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ეწვია თბილისში, ყვარლის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას. მან მიულოცა დევნილ თანამემამულეებს გიორგობის დღესასწაული და ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. „აღმოჩნდა, რომ ამ კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობს 110 წლის ქალბატონი; ახლა მთავარია  ეს ქალბატონი და ყველა ჩვენი თანამოქალაქე ჯანმრთელი გამოვიდეს  ამ ვითარებიდან, რომელშიც ვიმყოფებით უცნობი ვირუსის გამო. ძალიან მნიშვნელოვანია…

მეტი...

“ებრძოლო იმ ადამიანებს, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, დააზიანო ეკლესია და ამ ყველაფერში ფული დახარჯო, ეს არის მავნებლობა” – კახა კალაძე

„ძალიან კარგად ვიცი ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან იმ ადამიანებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა. კახა კალაძის თქმით, ის სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი და მას ადამიანებთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს. “ძალიან ცუდია ის ფაქტები, რაც გასაჯაროვდა, თუმცა არ მინდა პოლემიკაში ჩავერთო, რადგან ამის დრო არ არის: მთელი სახელმწიფო, გუნდი, მთავრობა და ასევე თვითმმართველობა მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. ამ პირობებში და ამ ვითარებაში, როდესაც ისმენ ასეთ ინფორმაციას და თან ფული იხარჯება იმაზე, რომ…

მეტი...

რა წესები უნდა დაიცვათ იუსტიციის სახლებში სერვისების მისაღებად?

იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის, სოსო გიორგაძის ინფორმაციით, იმ ადამიანებს, რომლებიც იუსტიციის სახლებსა თუ საზოგადოებრივ ცენტრებში მიიღებენ მომსახურებას, დოკუმენტების წასაღებად მოსვლა აღარ მოუწევთ და ყველა მზა დოკუმენტს სახლში ფოსტით მიიღებენ. „არსებობს ასევე სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, რომელთა შესრულებაც საშუალებას მოგვცემს, რომ ვიყოთ სწრაფები და მოქნილები და საშუალება მივცეთ ქართულ ბიზნესსაც საქართველოს მოსახლეობასაც, რომ სწრაფად მიიღონ სერვისები და გაატარონ ღონისძიებები. მხოლოდ ამისთვის, მათ უნდა დაიცვან ისეთი მარტივი წესები, როგორიც არის მაგალითად პირბადით მოსვლა იუსტიციის სახლში, როგორიც არის მოქალაქის პორტაპლიდან my.gov.ge-დან წინასწარ დაჯავშნა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არ მოვიდნენ თანმხლებ პირებთან ერთად. მხოლოდ ეს,…

მეტი...

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოსო გიორგაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. „მინდა დავაზუსტო, რომ იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. ჩვენ არ გავჩერდებით, ყოველდღე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ მათ სასურველი სერვისების მიღება მოახერხონ“ – განაცხადა სოსო გიორგაძემ. იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები უკვე გაიხსნა და ისინი ახალი პრინციპით მუშავებენ. მოქალაქე შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ს პორტალზე დაჯავშნის.

მეტი...

“მოლოდინი, რომ ვირუსი მძიმე ფორმით, ისევ თავიდან დაიწყება, არ არსებობს” – ინფექციონისტი

“პანდემიების დროს ყოველთვის არის მოლოდინი, რომ შეიძლება ვირუსი ხელმეორედ შემოტრიალდეს, სწორი მიდგომაა, რომ ყველა ქვეყანა უარესი სცენარისთვის მზად იყოს”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოლოდინი, რომ ვირუსი მძიმე ფორმით, ისევ თავიდან დაიწყება, არ არსებობს. „ყველა პანდემიას, როდესაც ჩამთავრდება, ახასიათებს უკან მობრუნება, თუმცა საბედნიეროდ, ეს არის ბევრად უფრო სუსტი, როგორც პირველი ტალღა. ჩვენ არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება, ყველა ვერსიისთვის მზად უნდა ვიყოთ. თუმცა იმის მოლოდინი, რომ ვირუსი მძიმე ფორმით, ისევ თავიდან დაიწყება – არ არსებობს“, – განმარტა ინფექციონისტმა.

მეტი...

რუსეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა.  „კულტურის მინისტრი, ოლგა ლიუბიმოვა დისტანციურად მუშაობს. „კოვიდ-19“-ზე ტესტის შედეგები დადებითი აღმოჩნდა. მინისტრი სახლში იმყოფება და ვიდეოკონფერენციების მეშვეობით აგრძელებს მუშაობას, მონაწილეობას იღებს შეხვედრებში ონლაინ ფორმატში. დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრის საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი ჯერ არ არის“, – აცხადებს კულტურის მინისტრის პრესმდივანი ანა უსაჩევა.

მეტი...

“არ ვიცი „ტროლები“, „ბოტები“. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და არ გვაქვს ამის საჭიროება” – კახა კალაძე

“არ ვიცი „ტროლები“, „ბოტები“. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და არ გვაქვს ამის საჭიროება, იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო გადართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „გვერდების გაუქმებასთან დაკავშირებით ბევრი განცხადება კეთდება. შესაბამისად, არ ვიცი „ტროლები“, „ბოტები“. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და არ გვაქვს ამის საჭიროება, იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო გადართულია კრონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად მოგვარდეს, მოწესრიგდეს და ამ მდგომარეობიდან, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ. უბრალოდ, ისმის კითხვის ნიშანი, ვის აწყობს, ვინ არის ის ჯგუფი, კონკრეტული ადამიანები, ვინც გარკვეულ თანხებს იხდიდნენ რეკლამებში და…

მეტი...

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ერთ-ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ განაცხადა, რომ ინფიცირებული ქალბატონი არ მიეკუთვნება არც ერთ კლასტერს და არ არის სამეგრელოში მცხოვრები. ის  მოქალაქე თურქეთიდან 22 აპრილს ჩამოვიდა და  პირდაპირ კარანტინის სივრცეში მოათავსეს.

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა – მათ შორის 14 წლის მოზარდიცაა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდგინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარ ექიმზე, მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით წერს.  ინფიცირების პირველი შემთხვევა რამდენიმე საათის წინ გამოვლინდა. დე-ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ვირუსი 14 წლის ბიჭს დაუფიქსირდა, რომელიც ცხინვალში ვლადიკავკაზიდან ჩავიდა. სამივე ინფიცირებული იზოლირებულია. ოკუპირებულ რეგიონში უკვე 3 ინფიცირებული ადამიანია.

მეტი...

“ფეისბუქის ანგარიშში ნახსენებია ერთადერთი პოლიტიკური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ – მამუკა მდინარაძის განცხადება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: “ყველამ ვიცით, რომ სოციალური ქსელების გავლენა ძალიან დიდია მოსახლეობის განწყობებზე და მნიშვნელოვნად ქმნის, მათ შორის, პოლიტიკურ დღის წესრიგს. ფაქტია ისიც, რომ საქართველოში განსაკუთრებით 2018 წლიდან დაიწყო სოცქსელების გამოყენება დეზინფორმაციისა და ყალბი კონტენტის შექმნისთვის, რაც უფრო მეტად იყო დაკავშირებული ნაციონალური მოძრაობის რუს პიარკონსულტანტ  შკრიალოვთან, რომელმაც სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება სოცქსელების მეშვეობით მისი დაგეგმილი კამპანიის საფირმო  ნიშნად აქცია. სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ დღესაც ფეისბუქ სივრცე გაჯერებულია დეზინფორმაციით, სიყალბით და სიძულვილის ენით, თუმცა თავად ფეისბუქმა გამოააშკარავა და ოფიციალურად დაადასტურა,…

მეტი...

“ჩვენი გუნდის მოტივაციის წყარო იყვნენ ახალგაზრდები” – მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია „მაიკროსოფტის“ (Microsoft) მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო, – ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სამიტის მთავარ მიზანს პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებზე მსჯელობა წარმოადგენდა. სპეციალური მოწვევით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პანელურ სესიაზე, ავსტრიისა და ეკვადორის განათლების მინისტრებთან ერთად, განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. „ჩემთვის დიდი პატივია ვირტუალური…

მეტი...

“ვფიქრობთ, პრეპარატ რემდესივირს საქართველო მაისის ბოლოსთვის მიიღებს” – თამარ გაბუნია

ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება პრეპარატ რემდესივირის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, პრეპარატით მკურნალობა მას შემდეგ დაიწყება, რაც საქართველო ოფიციალურად ჩაერთვება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წამოწყებულ „სოლიდარობის კვლევაში“, რომელიც „კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტების შესწავლას ისახავს მიზნად. „სოლიდარობის კვლევა დაიწყო კოვიდთან დაკავშირებული გამოწვევების პასუხად. ის ექსპერიმენტული კვლევები, რომელიც იმედის მომცემი იყო და გარკვეული შედეგები უჩვენა, რა თქმა უნდა, საჭიროებდა მეტ შესწავლას. დღეს კვლევაში ჩართულია 100-მდე ქვეყანა. საქართველომ მიიღო შემოთავაზება კვლევაში ჩართვის შესახებ და ჩვენ დღეს უკვე ვასრულებთ ფორმალურ საკითხებს, რათა…

მეტი...

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთმანეთთან საზღვრებს გახსნიან

ბალტიის ქვეყნები ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ერთმანეთთან საზღვრებს გახსნიან. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ლატვიის პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარინსზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ლატვიის პრემიერმა აღნიშნა, ახალი კორონავირუსის გავრცელების წარმატებული შეკავების შემდეგ, 15 მაისიდან სამი ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილება აღდგება. ამასთან, სხვა ქვეყნებიდან ჩასულ პირებს 14-დღიანი თვითიზოლაცია მოუწევთ. ასევე, როგორც ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა განაცხადა, სამივე ქვეყანამ შეაკავა კოორნავირუსის გავრცელება და ისინი ერთმანეთის ჯანდაცვის სისტემებს ენდობიან. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ლატვიაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა, ესტონეთში – ორი, ხოლო ლიეტუვაში ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ლიეტუვაში „კოვიდ-19“-ით ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

რუსეთის კულტურის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია მინისტრის პრესმდივანზე, ანა უსაჩევაზე დაყრდნობით წერს. სამინისტროში აცხადებენ, რომ დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრი სახლში იმყოფება და ვიდეოკონფერენციების მეშვეობით აგრძელებს მუშაობას. „კულტურის მინისტრი, ოლგა ლიუბიმოვა დისტანციურად მუშაობს. „კოვიდ-19“-ზე ტესტის შედეგები დადებითი აღმოჩნდა. მინისტრი სახლში იმყოფება და ვიდეოკონფერენციების მეშვეობით აგრძელებს მუშაობას, მონაწილეობას იღებს შეხვედრებში ონლაინ ფორმატში. დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მინისტრის საავადმყოფოში გადაყვანაზე საუბარი ჯერ არ არის“, – აცხადებს კულტურის მინისტრის პრესმდივანი ანა უსაჩევა.

მეტი...

“კოკა ყანდიაშვილს „ქართულ ოცნებასთან“ ოფიციალურად შეხება 2013-2014 წლებიდან აღარ აქვს” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კოკა ყანდიაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე კავშირში არ უნდა განიხილებოდეს. მამუკა მდინარაძემ აღნიშნა რომ ყანდიაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. „რაც შეეხება კოკა ყანდიაშვილს, ამ საკითხთან დაკავშირებით რომ დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ სპეკულირება, ჩვენ გვახსოვს ნარატივები “ბოტების და ტროლების” ქარხანაზე და ა.შ. ამ ადამიანს ოფიციალურად შეხება, თუ არ ვცდები, 2013-2014 წლებიდან „ქართულ ოცნებასთან“ აღარ აქვს. ის, ყველამ იცის და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია და კიდევ უფრო მეტად ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეს ადამიანი ძალიან დიდი ხანია და ბევრი წელია ოპერირებს…

მეტი...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთის პროვინცია ბალიკესირში 3,6 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიწისძვრა დაფიქსირდა ადგილობრივი დროით 02:23 საათზე. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ალტეილულის რეგიონში. კერა კი 5.4 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრა იგრძნობოდა მიმდებარე რაიონებშიც. ნგრევის, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

აფხაზეთის ავტონომიური საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა, სადაც განიხილეს საკითხები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“. მოხსენებებით წარსდგნენ უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი გასვიანი. ასევე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რომლის თაობაზე მოხსენებით წარსდგა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია. ბიუჯეტთან დაკავშირებით მოსაზრებები და შენიშვნები წარმოადგინეს უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ…

მეტი...

“ჯერ ადამიანები ვართ, შემდეგ ფეხბურთელები და გვეშინია!” – “ეიბარის” მოთამაშეების პროტესტი

ესპანეთის ლა ლიგის ბინადარ „ეიბარის“ ფეხბურთელებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერია, რომ ვარჯიშების განახლების ეშინიათ. ფეხბურთელების განცხადებით, ისინი ჯერ ადამიანები არიან და შემდეგ სპორტსმენები. „ჩვენ პრივილეგია გვაქვს, მოგვწონს ვარჯიში და თამაში, მაგრამ ფეხბურთელობამდე ადამიანები ვართ და როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს, ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაწუხებს. მართალია, რომ მილიონობით მუშაკი დაუბრუნდა თავის მოვალეობას და ჩვენზე გაცილებით ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და ნაკლებად ეხმარებიან. ბევრი მინიმალური გარანტიების გარეშეცაა, მაგრამ ეს არ არის სამართლიანი და ეს ვიცით. ჩვენ გვეშინია დავიწყოთ ისეთი აქტივობა, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. შეშფოთებული ვართ იმით, რომ შეიძლება დავინფიცირდეთ, შემდეგ ჩვენგან ჩვენი ოჯახის…

მეტი...

“მთავრობამ მასობრივი ინფიცირების შეჩერება სხვა მოახერხა” – “დოიჩე ველე” საქართველოზე

„დოიჩე ველე“ წერს, რომ საქართველოში აღდგომის შემდეგ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების სწრაფ მატებას ელოდნენ, რადგან ეკლესია შემოღებულ უსაფრთხოების ზომებს არ დაემორჩილა, თუმცა მთავრობამ მასობრივი ინფიცირების შეჩერება სხვა მეთოდებით მოახერხა. აღნიშნულთან დაკავშირებით „დოიჩე ველემ“ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „კორონავირუსი საქართველოში: როგორ მოახერხა ქვეყანამ „კოვიდ-19“-ის ეპიდაფეთქების თავიდან აცილება აღდგომის შემდეგ“. „ეპიდემიის შეჩერების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულ ზომებს ექსპერტები აქტიურ რეაგირებას უწოდებენ. თებერვლის ბოლოს დაფიქსირებული პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ქვეყანამ დაიწყო ავიარეისების გაუქმება და საზღვრების ჩაკეტვა“, – ნათქვამია სტატიაში. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველაზე დიდ საფრთხეს აღდგომის დღესასწაული წარმოადგენდა, რადგან ღამის ლიტურგიასა და სასაფლაოებზე ხალხმრავლობის ფონზე, ეპიდემიის ნახტომისებური…

მეტი...

“44 პაციენტი მკურნალობს, მათგან რამდენიმეს პნევმონია აღენიშნება” – რესპუბლიკური საავადმყოფო

ახალი პაციენტები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ საღამოს, უკვე დადასტურებული დიაგნოზით სხვადასხვა კლინიკიდან და საკარანტინო ზონებიდან გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულ პაციენტებს, რამდენიმე მათგანს მძიმე პნევმონია აქვს, თუმცა მართვითი სუნთქვა არ ესაჭიროებათ. კლინიკას ასევე ჰყავს ორი გამოჯანმრთელებული. კიდევ ორის შემთხვევაში კი განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან. გარდა ამისა, ექიმები 15 პაციენტის შემთხვევაში იმ ტესტის პასუხს ელოდებიან, რომელიც დაადგენს, აქვთ თუ არა მათ „კოვიდ-19“. „ამ ეტაპზე 67 პაციენტია ჩვენთან მოთავსებული, მათგან 44 არის კოვიდინფიცირებული. გუშინ დაგვემატა ცხრა ახალი ინფიცირებული პაციენტი. ყველა მათგანის მდგომარეობა არის სტაბილური. 44 პაციენტიდან რამდენიმეს აღენიშნება პნევმონია,…

მეტი...

მეხანძრე-მაშველები ზვავში მოყოლილი მოქალაქის ძებნას მეორე დღეა განაგრძობენ

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მეორე დღეა მიმდინარეობ, – ინფორმაციას, ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. პროცესში ჩართულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, არსებობს ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება, რაც აფერხებს სამაშველო ოპერაციას. ადგილზე მობილიზებული არიან ჰიდროლოგები. საძიებო-სამაშველო პროცესი მათი მეთვალყურეობითა და რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს. „გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში გუშინ შემოვიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე. მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს.  იგი გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო…

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა – ადგილობრივი მედია

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავარმა ექიმმა, მარინა კოჩიევმა განაცხადა, კორონავირუსი დაუდასტურდა რუსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში 30 აპრილს ჩასულ მამაკაცს. „ის კარანტინში იმყოფებოდა, რის შემდეგაც მას სიცხემ აუწია, ჩაუტარდა ტესტი და ის დადებითი აღმოჩნდა. მამაკაცი იზოლირებულია ინფექციური საავადმყოფოს იზოლირებულ ბოქსში“, – განაცხადა კოჩიევმა. მისი თქმით, იზოლირებული იქნება მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი. ამასთან, როგორც მარინა კოჩიევმა განაცხადა, ცხინვალში დაბრუნდნენ მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და რიაზანის სასწავლებლების კურსანტები. ისინი 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

მეტი...

“ჩვენ დაე სოფლად ვართ აქა. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისთვის“ – პატრიარქი

კათოლიკოს-პაქტრიარქმა, ილია მეორემ გიორგობის სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ქადაგებისას კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. „გილოცავთ გიორგობას. ეს არის ჩვენი ეროვნული დღესასწაული. ეს არის მფარველი საქართველოსი. ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოში, საზეიმოდ აღინიშნებოდა ჩვენს ოჯახში, რადგან მამაჩემს ერქვა გიორგი. ეკლესიიდან ამოჰყავდა მათხოვრები, პირველი მაგიდა იშლებოდა მათხოვრებისთვის. ჩვენ ვსხდებოდით მათხოვრებთან ერთად და ავღნიშნავდით გიორგობას. დიდი ზეიმი იყო. იმედის დღესასწაულია“, – განაცხადა ილია მეორემ. მისი თქმით, მსოფლიო განიცდის დღეს შექმნილ ვითარებას. „მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები და მონასტრები. ხალხი იძულებულია, წავიდეს სოფლებში და იქ ილოცოს, იქ დაესწროს წირვას. ჩვენ დაე სოფლად ვართ აქა. დიდება უფალს და…

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 88 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ,  – ამის შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 88 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 66 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის…

მეტი...

მარნეულში მოქალაქეებს პისიარმეთოდით გამოიკვლევენ

მარნეულის მერი ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს პოლიმერაზული ჯაჭვის რეაქციის (PCR) მეთოდით გამოიკვლევენ. „მარნეულში პისიარტესტირება დაიწყო. აღნიშნული ტესტირების ფარგლებში გამოიკვლევენ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ, მოსახლეობასთან ყოველდღიურ ურთიერთობაში არიან. ესენი არიან ექიმები, სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები, მაღაზიების თანამშრომლები, აფთიაქების თანამშრომლები და ა.შ“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მეტი...

ბავშვები სკოლის გარეშე რჩებიან, კერძო სკოლები ემუქრებიან, საჯაროში კი ადგილები არ არის   

კერძო სკოლების მშობლების ნაწილი თანხას ვერ იხდის, სკოლის ადმინისტრაცია კი მათ სწავლის საფასურის დაუყოვნებლივ დაფარვას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებიან, რომ სკოლაში მათი შვილი არ დაიშვება. „მედიაცენტრ მთავარს“ მსგავსი პრობლემით არაერთი მშობელი დაუკავშირდა. ისინი მოსწავლის საჯარო სკოლაში გადაყვანას ფიქრობენ, თუმცა, როგორც ამბობენ, ადგილები არსად არის და ბავშვის დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ. მშობელი 1: „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ბავშვის სწავლის საფასური ვერ გადავიხადე. სამსახურის გარეშე შეუძლებელია სწავლის საფასური გადახდა სკოლის ადმინისტრაციამ რამდენჯერმე დამირეკა და თანხის სასწრაფოდ გადახდა მოითხოვა, ვუთხარი, რომ ვერ ვახერხებ ამ ეტაპზე. მითხრეს რომ ეს მათი პრობლემა არ არის, ჰყავთ მოსწავლეები რომელთაც მათ…

მეტი...

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 633 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 6,935 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 633-ით გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 7,921-ს აღწევს. დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 114,715-ს შეადგენს, მათ შორის  48,221 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...