“პანდემიიდან გამომდინარე შემოღებული გარკვეული შეღავათები მოქალაქეებს უნდა შეეხიდოს, რომ მშიერი არ დარჩნენ” – მამუკა მდინარაძე

“აბსოლუტურად ლეგიტიმურია კითხვა, ვის ეყოფა 200 ლარი – არავის, ქართველებს ასეთი გამოთქმა გვაქვს – პურის ფული არის ამ შემთხვევაში, მაგრამ ამ საკითხს ცალკე თუ განვიხილავთ, აქაც შეცდომას დავუშვებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ბიზნესის ხელშეწყობა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, ბანკებისთვის ხელშეწყობა, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი, რომელიც მილიონ ოჯახზე მეტს შეეწია – ეს არის გადაწყვეტილებები გადარჩენის ეტაპზე, რომელიც მოქალაქეებს რაღაცაში უნდა შეეხიდოს, რათა მშიერი არ დარჩნენ. დღეს ამ ეტაპზე ვართ და უნდა ვიფიქროთ განვითარების ძველ ნიშნულზე დაბრუნებაზე. გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ სწრაფი, სწორი და მართებული, სადაც აღსრულებაში ასევე პატარ-პატარა ხარვეზები…

მეტი...

ქუთაისში ავტომობილი ბავშვს დაეჯახა, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა

ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსიარულე ბავშვს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. ადგილზე სასწაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მივიდა და დაშავებული, 12 წლის გოგონა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

საფრანგეთში კორონავირუსი კატას დაუდგინდა

საფრანგეთში კორონავირუსი კატას გამოუვლინდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. სპეციალისტებმა 10-მდე ცხოველი შეამოწმებს. COVID-19 კი პარიზის მახლობლად მცხოვრებ კატას დაუდგინდა, რომლის პატრონსაც კორონავირუსი აქვს. .მსოფლიოს მასშტაბით COVID-19 კატებს უკვე რამდენიმე ქვეყანაში გამოუვლინდა, თუმცა სპეციალისტების თქმით, ვირუსის ცხოველისგან ადამიანზე გადადების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა.

მეტი...

სილამაზის სალონების მომსახურება შესაძლოა, გაძვირდეს

„მოსალოდნელია სალონებში ფასების ზრდა. აუცილებლად გაძვირდება მომსახურებაც”, – ამის შესახებ სილამაზის სალონების ფედერაციის პრეზიდენტმა, თამუნა შარაშენიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი ქირის გადასახადი და ახალი რეგულაციებია, გამოიწვია სალონებისთვის დანახარჯების გაზრდა. „სალონების მფლობელები დაბნეული არიან, ვის და ვის შორის უნდა იყოს დაცული 2-მეტრიანი დისტანცია. ძალიან ბუნდოვანია რამდენი ადამიანის ერთად ყოფნა არის შესაძლებელი ერთ სივრცეში. ზოგს 10 კვ.მ. სალონი აქვს და ზოგს კი 200-300 კვ.მ. დიდი ფართის ქირაობა გაცილებით ძვირი ღირს, დამეთანხმებით, და შესაბამისად, 3 ხელოსნით ვერ მოიტან იმდენ შემოსავალს, რომ ამხელა ქირა გადაიხადო. ეს ყველაფერი ძალიან ბევრ დაზუსტებას მოითხოვს”, – ამბობს სალონების…

მეტი...

“როგორც ჩანს, სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი” – ამირან გამყრელიძე

“როგორც ჩანს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აქ ინფიცირებულები კორონავირუსზე განმეორებითი კვლევის ჩატარებას ითხოვენ. „მე იმაზეც მაქვს ეჭვი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი, როგორც ჩანს. ჩვენ ასე მოგვცეს ინფორმაცია, რომ თითქოს მოლა და მუფტი ცუდ როლს თამაშობს. ახლა განმეორებით კვლევებს ითხოვენ. განმეორებითი კვლევები მათ ჩაუტარდებათ 4 დღის შემდეგ, 8 დღის შემდეგ. განმეორებითები არის 3 – 4 დღის შემდეგ და გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც პროტოკოლით არის განსაზღვრული“,…

მეტი...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობაში სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი ნახეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინფორმაცოას ადაუდასტურებენ, თუმცა უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მეტი...

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 105 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 105 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 1 მაისის 21 საათიდან 2 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 86 მოქალაქე დააჯარიმა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 2 პირი დააჯარიმეს. გარდა ამისა, სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 17 მოქალაქე დააჯარიმეს. შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები,…

მეტი...

“შიდა გავრცელებიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან ქვეყანა შიდა გავრცელების დაფიქსირების პერიოდიდან მეშვიდე კვირაში შედის. მისი თქმით, მთელმა რიგმა ქვეყნებმა პიკი გადალახეს და საქართველო ამ ეტაპამდე შედარებით ნაკლები დაზიანებით მოდის, ახლა კი პიკურ პერიოდშია. „ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილე, მეტი გამოვლენა და ყველამ იცოდეთ, თუ ვინმეს ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვთ, მიმართონ ექიმს, მისი რჩევით იმოქმედონ. გაფართოებულია გამოკვლევების რაოდენობა და თუ დადებითია, სწრაფად, საწყის ეტაპზე მკურნალობა…

მეტი...

“ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა COVID 19-თან ბრძოლაში ერთ-ერთ სამაგალითოა როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში” – ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ჩიქოვანი ფრანგული გამოცემა L’Opinion-ის სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარია COVID 19-თან ბრძოლის პროცესში, „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებზე. „ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებასაც, რომ გამოცემაში საუბარია იმაზე, რომ არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღო საქართველომ თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, არამედ, უკვე წლებია, განაგრძობს სტაბილური სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც რეალურად შეიცვალა და კიდევ უფრო ახლოს არის ევროკავშირთან, მისი მისწრაფებები არის ძალიან სწორი, ადეკვატური და ევროპამაც შესაბამისად უნდა დაინახოს. ძალიან დადებითია ის გარემოება, რომ ჩვენ განვიხილებით ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად და ეს არ არის მხოლოდ ერთი ავტორის აზრი, არამედ იგი ეყრდნობა სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებსაც, სადაც საქართველო…

მეტი...

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „ვებსკოლას“ იწყებს, რომელიც მათ მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს. ინფორმაციას განათლების სმაინისტრო ავრცელებს. პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა el.ge-ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს. განათლების სამინისტროს ცნობით, ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 მაისიდან იწყება და 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს 2 მაისიდან შეეძლება. რეგისტრაციის მარტივი ფორმა ვებგვერდზე el.ge, ვებინარების ბლოკში უკვე განთავსებულია. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ვებინარის აუდიო ჩანაწერი შეინახება და ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება. გარდა…

მეტი...

“ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ” – მეუფე იოანე

“გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბაგრატის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა. მეუფემ ქუთაისელებს „გვირილობის“ დღესასწაული მიულოცა. „ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ“, – აღნიშნა მეუფე იოანემ. შუადღეს ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარები დაირეკა.

მეტი...

“ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ვემსახუროთ ქვეყანას, ძალიან გთხოვთ, გვაცადეთ მუშაობა” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა მედპერსონალის ინფიცირებასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. „რაც შეეხება გუშინდელ განცხადებას, კლინიკის სიტუაციასთან დაკავშირებით და მედპერსონალთა ინფიცირების შესახებ, მინდა, გითხრათ,რომ მე ამ წუთში გახლავართ კლინიკის ხელმძღვანელი, მაგრამ მოწოდებით ვარ ექიმი და არასდროს არ ვარღვევ ეთიკას. ეთიკა ეს არის პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ პაციენტს, რომელიც არის ინფიცირებული, თუ არაინფიცირებული, მას უფლება აქვს, ილაპარაკოს მისი დაავადების შესახებ, მაგრამ მე, როგორც ექიმს, არანაირი უფლება არ გამაჩნია, პაციენტის იდენტიფიკაციაზე და მის კომპეტენციაზე ვისაუბრიო. თუ პაციენტებმა გადაწყვიტეს კონტაქტზე გასვლა ნებისმიერ ტელევიზიასთან , ნებისმიერ საინფორმაციო წყაროსთან, ეს მათი…

მეტი...

კახეთში კორონავირუსის პირველი ფაქტი გამოვლინდა – ინფიცირებულია სასწრაფო დახმარების ექიმი

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ყვარლის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ტელმან ხვედელიძის განცხადებით, ინფიცირებული 50 წლამდე ქალი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა. ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებიან და ინფიცირებულის კლასტერს იკვლევენ.

მეტი...

“ერთი ეტაპიდან მეორეზე შეიძლება ორ კვირაზე ადრე გადავიდეთ, ან მოხსნილი შეზღუდვები ხელახლა დავაწესოთ, ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე” – ნათია მეზვრიშვილი

“იმ გეგმით, რომელიც გასულ კვირას წარმოვადგინეთ, ღონისძიებების შემსუბუქების ეტაპებს შორის გათვალისწინებულია ორკვირიანი შუალედი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. შესაძლებელია, ერთი ეტაპიდან მეორეზე გადავიდეთ უფრო ადრე, ან – უფრო გვიან”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას იგულისხმება არა მხოლოდ ინფიცირებულთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ როგორია ვირუსის გავრცელების ტენდენცია ცალკეულ გეოგრაფიულ არეალში. „ამიტომ, რასაკვირველია, შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნა შესაძლებელია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ზედმიწევნით, ზუსტად შეასრულებენ ჩვენი თანამოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს. ეს გახლავთ პირველ რიგში სოციალური დისტანციის დაცვა,…

მეტი...

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი გამოვლინდა

რუსთავში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვ​ირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. ის ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოსაძიებლად ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილ 72 წლის ქალს რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა

კორონავირუსით გარდაცვლილი მერვე პაციენტი 72 წლის ქალია, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მას რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა. „ბიოლოგიური სიკვდილი 72 წლის ქალთან დაფიქსირდა. ის კლინიკაში შემოვიდა 14 აპრილს სუნთქვის მწვავე უკმარისობით, მწვავე რესპირატორული დისტრესით, მწვავე მიოკარდიულ-ვირუსული ენდოკარდიტის დიაგნოზით. ანამნეზში ქალს ჰქონდა გულის უკმარისობა მეორე-მესამე კლასის, არტერიული ჰიპერტენზია, მორბიდული სიმსუქნე. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა დილით დაფიქსირდა გულის გაჩერება“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

მეტი...

დღეს ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი დატოვებს

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 3 პაციენტი, მათ შორის 1 მოზარდი დატოვებს. კლინიკაში COVID 19-ის დიაგნოზით 61 პაციენტი, მათ შორის 11 მოზარდი მკურნალობს. 1 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული რჩება.

მეტი...

მარნეულის სასწრაფო დახმარების რვა თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რვა თანამშრომელს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. რვა დადასტურებული შემთხვევიდან ხუთი მარნეულის მკვიდრია, სამი კი სხვა მუნიციპალიტეტის, თუმცა ისინი მარნეულში მუშაობდნენ. მარნეულის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“ გუშინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მენეჯერს დაუდასტურდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მერვე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

მეტი...

თბილისის ინფექციურ კლინიკას შვიდი კოვიდინფიცირებული დაემატა, აქედან სამი მოზარდია

თბილისის ინფექციურ კლინიკას შვიდი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეემატა, აქედან სამი მოზარდია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, მთლიანად ქვეყანაში გუშინ დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 566 დადასტურებული ემთხვევა იყო, რაც 16-ით გაიზარდა და ახლა 582-ს შეადგენს. “გვყავდა 40 პაციენტი დადასტურებული კოვიდინფექციით, დაგვემატა შვიდი ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან ერთი არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით. ეს არის მაღალი ასაკის პირი, რომელსაც თან არსებული დაავადებაც აქვს – მძიმე ჰიპერტონული ლ დაავადებით არის ავად, ანუ რისკის მატარებელი პაციენტია ასაკით, თანმხლები დაავადებითა და არსებული მდგომარეობით. ამ ეტაპზე მდგომარეობა ასეთი გვაქვს, ვნახოთ, დინამიკაში როგორ განვითარდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ამასთან, მისი თქმით, შვიდ ახალ პაციენტს შორის სამი…

მეტი...

საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს პრაღიდან დაბრუნდებიან

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი პრაღიდან ბათუმის მიმართულებით. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული რეისით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ავსტრიიდან. მგზავრთა შორის არიან სტუდენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოპაციენტები და კორონავირუსის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან და ა.შ. პირველი…

მეტი...

შიდა ქართლში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

შიდა ქართლში, გორის მუნციპალიტეტის სოფელ ფლავში „კოვიდ19“-ის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ის გორის ჰოსპიტალში ინფიცირებული უმცროსი მედდის პირდაპირი კონტაქტია. გუშინ გორის მუნიციპალიტეტის სამი სოფლიდან ლუგარის ლაბორატორიაში 17 სინჯი იყო გაგზავნილი. კორონავირუსის ახლად გამოვლენილი ფაქტი შიდა ქართლში „კოვიდ-19“-ის მერვე შემთხვევაა.

მეტი...