საქართველოში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 22 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 178  პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5256 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548.

მეტი...

“22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა -15 არის თეთრიწყაროდან” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან დიდი ნაწილი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება. კერძოდ, ეზუგბაიას თქმით, 15 არის ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდან, სამი – სვანეთიდან, ხოლო დანარჩენი ბოლნისის კლასტერებია. თავად ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 43 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან ოთხი კლინიკაში გუშინ უკვე დადასტურებული დიაგნოზით შეიყვანეს. ეზუგბაიას განმარტებით, კოვიდის-ცენტრებში ამჟამად 361 პაციენტი იმყოფება. „22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან დიდი უმეტესობა -15 არის თეთრიწყაროდან, თეთრიწყაროს კლასტერიდან, სვანეთიდან არის სამი, დანარჩენი ბოლნისია. ჩვენ გუშინ დღე-ღამეში ოთხი დადასტურებული შემოგვემატა და ამჟამად გვყავს 43 დადასტურებული შემთხვევა, ორი…

მეტი...

30 აპრილი ქართული არმიის დღეა

დღეს ქართული არმია დაარსებიდან 29-ე წლისთავს აღნიშნავს. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა. 1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი

მეტი...

სამხრეთ კორეაში შიდა გავრცელების შემთხვევა აღარ დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში პირველად 75 დღის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გავრცელება არ დადასტურებულა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის მხოლოდ ოთხი იმპორტირებული შემთხვევა. სამხრეთ კორეაში სულ გამოვლენილია ინფიცირების 10 765 შემთხვევა, გარდაცვლილია 247 ადამიანი. პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, სამხრეთ კორეის ხელისუფლება დაავადების გავრცელების მეორე ტალღას არ გამორიცხავს. განსაკუთრებით მაღალია ვირუსის გავრცელების საშიშროება უახლოეს დღეებში, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე დღესასწაულს აღნიშნავენ, მათ შორის ბუდას დაბადების დღეს.

მეტი...

დღეს მადრიდიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი მადრიდიდან თბილისის მიმართულებით, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მგზავრთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსული ქალები, სტუდენტები, არასრულწლოვანი მოქალაქეები და ესპანეთის სამეფოში პანდემიის გავრცელების გამო თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები. „ბორტზე ასევე იქნებიან ტრანზიტული მგზავრები ლათინური ამერიკიდან, კერძოდ ურუგვაიდან. აღსანიშნავია, არგენტინაში საქართველოს საელჩოს მიერ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მიგრაციის ეროვნულ სამსახურთან გამართული კონსულტაციების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება მიეცათ, გადმოეკვეთათ ურუგვაი-არგენტინის საზღვარი, რომელიც…

მეტი...

„კარფურის“ მორიგი თაღლითობა – 24.90-ის ნაცვლად 39.90 გადაახდევინეს

„მედიაცენტრი მთავარი“ აქტიურად აშუქებს იმ დაზარალებული და მოტყუებული ადამიანების კონკრეტულ ისტორიებს, რომლებსაც დიდ სავაჭრო ქსელებში ურცხვად ატყუებენ და იმაზე მეტ თანხას ახდევინებენ, ვიდრე რეალურად პროდუქცია ღირს. ამჯერად, ფოტოზეც ხედავთ, რომ მყიდველს 24.90-ლარიან ნივთში 39.90 ლარი გადაახდევინეს. „კარფურში“ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. გასულ კვირას, „მედიაცენტრმა მთავარმა“ ფოტოები გამოაქვეყნა, როგორ მოატყუეს მყიდველი და შეძენილ რამდენიმე ნივთში თითქმის ორმაგი ფასი გადაახდევინეს.    გარდა ამ ტყუილისა, მყიდველს სავაჭრო ცენტრიდან ნივთი ისე გამოატანეს, ზედ მიმაგრებული სპეციალური მეტალიც არ მოხსნეს. მისი მიხსნა კი სახლის პირობებში შეუძლებელია. იმედია, „კონკურენციის სააგენტო“ დაინტერესდება მსგავსი თაღლითობით, რაც დანაშაულია.      “მედიაცენტრი…

მეტი...

“არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა” – თენგიზ ცერცვაძე

“იმედგაცრუებას ვატყობ ზოგჯერ ადამიანებს. როდესაც გაიგებენ რომ რამეში დაიდო კარგი შედეგი, ეს კარგი შედეგი არ უხარიათ. ვერ დავძლიეთ ჩვენ ეს განცალკევება და დაპირისპირება, პიროვნული, საზოგადოებრივი, პოლიტიკური. არის ადამიანების კატეგორია, ძალიან მძიმე რამეს ვამბობ, მაგრამ სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა. არ უხარია სხვისი აშენებული ქვეყანა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა `განაცხადა. „მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს თავიდან ავიცილო. ზოგჯერ, რაღაცის თქმა რომ მინდა ან გაკეთება, თავს ვიკავებ, რომ არ დავუშვა საკითხის პოლიტიზირება. ამ ეპიდემიასთან ბრძოლის პირველ პერიოდში ეს არ შეინიშნებოდა. მე არ ვიცი გულწრფელად თუ არაგულწრფელად, მაგრამ ერი იყო…

მეტი...

“ძალაში ვტოვებთ დანაპირებს, რომ პირველი ივლისიდან პენსიები 30 ლარით გაიზრდება” – ირაკლი კოვზანაძე

“ჩვენ ძალაში ვტოვებთ დანაპირებს, რომ 30 ლარით გაიზრდება პირველი ივლისიდან პენსიები 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის და იქნება 250 ლარი, მიუხედავდ იმისა, რომ ყოველდღიურად იგრძნობა ბიუჯეტში დანაკლისები”, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, პენსიების ზრდასთან დაკავშირებით აუცილებელია აღინიშნოს, რომ წელს, პირველი იანვრიდან პენსიები გაიზარდა 20 ლარით ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის და შეადგენს უკვე 220 ლარს. მისივე განცხადებით, პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება კანონპროექტის განხილვა, რომელიც ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან პენსიების ზრდას და ინდექსაციას ითვალისწინებს. „პარლამენტში უახლოეს დღეებში დაიწყება კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს პენსიების ზრდას მომავალი წლის პირველი იანვრიდან და ინდექსაციას.…

მეტი...

“გადაუდებელი შემთხვევებისთვის ვაქცინა სექტემბერში იქნება მზად” – თენგიზ ცერცვაძე

“გადაუდებელი შემთხვევებისთვის ვაქცინა სექტემბერში იქნება მზად”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “როგორც გვეუბნებიან ვაქცინა უკვე შექმნილია, ანუ სულ 3 თვე დასჭირდა ვაქცინის შექმნას. უბრალოდ გამოცდას უნდა გარკვეული დრო და ამას ვერ დააჩქარებ. აქ ლაპარაკია უსაფრთხოებაზე და გარკვეული გარანტიების მიცემაზე. ამას დრო სჭირდება, მინიმუმ რამდენიმე თვე. დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანულ-ამერიკული ვაქცინა გადაუდებელი შემთხვევებისთვის მზად იქნება სექტემბერში. ასე ჩქარა არ შექმნილა არასდროს. მხოლოდ ფილმებში იქმნება ვაქცინა 1 და 2 კვირაში”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

ქობულეთში დღეს 1637 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი – საეჭვო სიმპტომი არც ერთს არ აღმოაჩნდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი გრძელდება. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ქობულეთში ტემპერატურა 1425 ადამიანს შეუმოწმდა, სოფელ ცეცხლაურში კი 212 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი.  დღეს თერმოსკრინინგი, საერთო ჯამში, 1637 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან საეჭვო სიმპტომი არც ერთს არ აღენიშნებოდა. თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სოფლებში –მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და გვარაში.

მეტი...

“ექიმთა დაინფიცირების ყველა შემთხვევა იმისი ბრალია, რომ რაღაც უსაფრთხოება ბოლომდე არ იყო დაცული” – თენგიზ ცერცვაძე

“თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, ყველა შემთხვევა დაინფიცირების, რაღაცის ბრალია. ე.ი. რაღაც უსაფრთხოების ზომა ბოლომდე არ იყო დაცული”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა. “ეს ძალიან რთული პროცესია. ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს 24 საათიან რეჟიმში უხდებათ ინფიცირებულ პაციენტებთან ურთიერთობა, მათი მოვლა-მკურნალობა. აქ, ასეთ სიტუაციაში წესების აბსოლუტური დაცვა გამორიცხულია. ზოგიერთი ძალიან რთული პაციენტია, ფსიქიკურად გაუწონასწორებელია. ზოგი ისეთია, ძნელია მათთან დაიცვა უსაფრთხოების ზომები”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა

29 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს. კერძოდ, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგლამენტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ“; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის დებულების დამტკიცების შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილის შესახებ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შესახებ; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების…

მეტი...

ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს პატიმრობა შეეფარდა

ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული ბრალს არ აღარებს. ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავება.

მეტი...

გორის სამხედრო ჰოსპიტალი მედდის დაინფიცირების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

გორის სამხედრო ჰოსპიტლი მედდის დაინფიცირების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმური PCR ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-19. ექთანს ჰოსპიტლის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად, მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. ჰოსპიტლის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა“, – აღნიშნულია გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფორმაციაში.

მეტი...

დავით ცინარიძეს ბრალი წარუდგინეს

პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, დავით ცინარიძეს, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტზე დააკავეს, ბრალი წარუდგინეს. საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დიღმის სამმართველოში იმყოფება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ცოლზე ძალადობას ეხება. ყოფილი სამართალდამცველი სისტემიდან 5 წლის წინ გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის, ეკა ყურშიტაშვილისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის საუბრის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ ათით გაიზარდა. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 178 ადამიანი. რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რიცხვი დილის შემდეგ არ შეცვლილა და კვლავ 517-ია.

მეტი...

“ჩემგან რა გინდათ? ჩემი მეორე სახელი მესიაა, მაგრამ სასწაულებს არ ვახდენ” – ბოლსონარო ჟურნალისტებს

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის საერთო რაოდენობამ 5 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს შესაბამისი კითხვა დაუსვეს. „და რა? ვწუხვარ, მაგრამ ჩემგან რა გინდათ? ჩემი მეორე სახელი მესიაა, მაგრამ სასწაულებს არ ვახდენ. ვწუხვარ იმ სიტუაციის გამო, რომელშიც ახლა ვიმყოფებით კორონავირუსის გავრცელების გამო. სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ვინც ახლობლები დაკარგეს, რომელთა უმეტესობა ხანდაზმული ასაკის ხალხია, მაგრამ ასეთია ცხოვრება. ხვალ შეიძლება მე ვიყო მათ შორის“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა. ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 73 235 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 5 083 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეტი...

“ამ ვირუსს არც ერთი სეზონი ბოლომდე არ უცხოვრია და არავინ იცის როგორ მოიქცევა ის მომდევნო სეზონზე” – ხათუნა ზახაშვილი

“ამ ვირუსს არც ერთი სეზონი ბოლომდე არ უცხოვრია, ამიტომ არავინ იცის როგორ მოიქცევა ის მომდევნო სეზონზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა, განაცხადა. „ანალოგიებიდან გამომდინარე, ალბათ არის გარკვეული იმედები, რომ ზაფხულის და ცხელი სეზონის დროს ვირუსის აქტივობა შედარებით ნაკლები იქნება ისევე როგორც სხვა რესპირაციული ვირუსების, შემდგომ, შემოდგომასა და ზამთარში ალბათ ისევ გამწვავდება“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

მეტი...

“საქართველო ვირუსის განვითარების სტატისტიკით არც ერთ ქვეყანას არ ჰგავს, ის უნიკალურია” – ხათუნა ზახაშვილი

“საქართველო ვირუსის განვითარების სტატისტიკით, არც ერთ ქვეყანას არ ჰგავს, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს ვგავართ, მე ვფიქრობ საქართველო უნიკალურია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა, განაცხადა. „დღეს ყველა ქვეყანა, ამ პანდემიის პირობებში ქმნის თავის უნიკალურ მაგალითს და ასეთი უნიკალური მაგალითის სახით იქნება საქართველოც და ასეც განიხილება. ჩვენი მაგალითი, სამაგალითოა სხვა ქვეყნებისთვის და ის, რაც საქართველოში კეთდება განსხვავებულია ჩვენნაირი ქვეყნების სხვა მონაცემებისგან და შესაბამისად, ვიღებთ განსხვავებულ სიდიდეებს ავადობის, სიკვდილობის მაჩვენებლით“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

მეტი...

სოციალური სტატუსის მიხედვით ფულადი დახმარებების გაცემა 15 მაისიდან დაიწყება

“ის დახმარებები, რომელიც არის გაწერილი და რომლის პრეზენტაციაც დღეს ჩვენ გავაკეთეთ, არის ორი ტიპის. ერთი – სოციალურად დაუცველებზე, ანუ მოწყვლად ოჯახებზე, რომლებზეც სოციალური გასაცემლები არის და ამ შემთხვევაში მათი ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით მიიღება ეს გადაწყვეტილებები და არა დასაქმების სტატუსის მიხედვით. მეორე არის დასაქმების სტატუსის და შემოსავლის წყაროების მიხედვით” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა. „რაც შეეხება სოციალური სტატუსის მიხედვით დახმარებებს, მათი გაცემა 15 მაისიდან 20 მაისი ფარგლებში იქნება უკვე შესაძლებელი და გადარიცხვებსაც დავიწყებთ. ოჯახები, რომლებიც ამ ეტაპზე არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველთა ბაზაში, თუმცა არ არიან მიმღებები სოციალური დახმარების, რადგან მათი ქულა არის…

მეტი...

გორის სამხედრო ჰოსპიტალში სანიტარს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი სანიტარს დაუდასტურდა. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს. როგორც კარალეთის გამგებელმა, ჰამლეტ პეტუაშვილმა განაცხადა, ინფიცირებულს შეხება ჰქონდა დედასთან და რძალთან. მათ უკვე მიეცათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია.

მეტი...

პუტინისა და ელცინის პირადი მფრინავი გარდაცვლილი იპოვეს

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინისა და ბორის ელცინის პირადი მფრინავი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მფრინავის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, სადაც მისი გარდაცვალების მიზეზს დაადგენენ.  გრიგოლ ბელოდედი 74 წლის იყო.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 17:18 საათზე, დაბა ქედასთან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

შშმ პირები კუთვნილ პენსიასთან ერთად 100-ლარიან დანამატს 6 თვე მიიღებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას ინფორმაციით, შშმ პირები და ბავშვები ავტომატურად, კუთვნილ პენსიასთან ერთად 100-ლარიან დანამატს 6 თვე მიიღებენ. ჯამში დანამატი 600 ლარს შეადგენს. მინისტრის მოადგილის თქმით, ამ სტატუსით დახმარებას 40 ათასი ადამიანი მიიღებს. ბარკალაიამ განმარტა, რომ ამ ადამიანებს დამატებითი საბუთების წარდგენა არ დასჭირდებათ.

მეტი...

“საქართველოს მთავრობა შეუდარებლად მუშაობს, რადგან ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან ამ კრიზისს” – მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

“მინდა აღვნიშნო საქართველოს მთავრობის მობილიზება და მთავრობის შეუდარებელი მუშაობა, რადგან ისინი შესანიშნავად უმკლავდებიან ამ კრიზისს”, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა. მისივე თქმით, 2020 წელს ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისი გველოდება და საქართველო გამონაკლისი არ იქნება. „საქართველოს მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, მას ჰქონდა ფისკალური პოლიტიკა, რეზერვები, ინფლაციის მიმართულებითაც ძალიან კარგად მუშაობდა და ვფიქრობ, ის ნაბიჯები, რომლებიც ამ პერიოდში გადაიდგა, ქვეყანას საშუალებას მისცემს, ეფექტურად გაუმკლავდეს ამ კრიზისს. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რომ წინასწარ ვთქვათ, რა მოხდება მსოფლიოში. რა თქმა უნდა, Covid-19-მა დაარტყა მსოფლიო ეკონომიკას,…

მეტი...

რა კრიტერიუმებით და როდის გაიცემა მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხები – ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება

ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, ცოტა ხსნის წინ ის სქემა წარადგინა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გამოყოფილ თანხებს მიიღებს. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მოსახლეობას დეტალურ ინფორმაციას აწვდის თანხის მიღების პროცედურებზე. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მყოფი ოჯახები აღნიშნულ პირებს არ დასჭირდებათ დამატებით რაიმე განაცხადის ან დოკუმენტაციის წარდგენა. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო, მის ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ყოველთვიურად უზრუნველყოფს საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვას ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის ერთ წევრზე. საკომპენსაციო თანხა ოჯახის თითოეულ წევრზე შეადგენს თვეში 35 ლარს და შესაბამისად…

მეტი...

“გარკვეულ ჯგუფებზე ტესტირებას გავაფართოვებთ” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო ტესტების მარაგების შევსებაზე მუდმივად მუშაობას და დამტებით მარაგებს კვლავ ელოდებიან. „ტესტების ახალ მარაგს ჩვენ ველოდებით, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მარაგების შევსებაზე. გუშინ საქართველოში ჩამოვიდა ბოინგი, რომელიც დატვირთული იყო 52 ტონა ტვირთით და ამ ტვირთით ჩვენ მივიღეთ, როგორც ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ასევე 40 ათასი პისიარ ტესტი, 40 ათასი პრაიმერი და 20 ათასი სწრაფი ტესტი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ამასთან, ტიკარაძემ მიზნობრივი ჯგუფების გაფართოების საკითხზეც ისაუბრა. „გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ასევე, გუშინ, გვქონდა შეხვედრა კლინიკურ ჯგუფთან, მათი მხრიდან წამოვიდა ინიციატივა გარკვეული გაფართოებების შესახებ, თუმცა…

მეტი...

“ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეფექტურობა და შედეგი, რაც ჩვენ გვაქვს” – ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი,- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეფექტურობა და შედეგი. „მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღესდღეობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი. აქედან გამომდინარე ჩვენი შემდგომი ნაბიჯებიც აუცილებლად იქნება თანმიმდევრული და მიზნობრივი, რადგან მსგავსი მიდგომა აქვს ნებისმიერ ევროპის ქვეყანას და ეს ქვეყნები არის გერმანია, შვეიცარია, ავსტრია და მათ ჩამონათვალი არის დიდი. ეს ჩვენი მიდგომა კვლავ დარჩება ისეთი, როგორც არის იმ ჯგუფების გაფართოებით, რომლებსაც ჩვენ ეტაპობრივად ვაფართოებთ. მივიჩნევთ, რომ ვართ კონკრეტულად უფრო მიზნობრივები და ჩვენი ეფექტურობაც უფრო…

მეტი...

“სოციალურად დაუცველები მიიღებენ, ერთ-სულიან ოჯახზე – 70 ლარ, ორ-სულიანზე – 90 ლარს, სამ-სულიანზე – 105 ლარის ოდენობით თანხას” – თამილა ბარკალია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დღეს COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ კომპენსაციების მიმღებ ჯგუფებსა და დახმარების გაცემის გეგმაზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, რამდენიმე მიზნობრივ ჯგუფის დახმარების მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. „პირველ რიგში, ეს არის სოციალურად დაუცველები და ის ადამიანები, რომლებიც რეგისტირებული არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში,  ასევე ისინი, რომელთა ქულა 65 000-დან 100 000-ის ჩათვლით არის, ამ ეტაპზე, ასეთი ოჯახები იღებენ 50 ლარიან დანამატს, ბავშვის ბენეფიტს, თუმცა ამ მოკლევადიან ჭრილში, ექვსი თვის განმავლობაში აღნიშნული ოჯახები მიიღებენ დახმარებას. მნიშვნელოვანია ის, რომ…

მეტი...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი 67 პირიდან 47 კორონავირუსით ინფიცირებულია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 67 პაციენტი იმყოფება, მათგან 47 დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით. პაციენტების მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმის და დამაკმაყოფილებელია. „მართვით სუნთქვაზე არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყავს, თუმცა არის სერიოზული პნევმონიით მიმდინარე პროცესების მქონე რამდენიმე პაციენტი, მათ განსაკუთრებული ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ. მისივე თქმით, გუშინ კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა. „დღეს ველოდებით ერთი პაციენტის განმეორებითი ტესტირების პასუხს. თუ ნეგატიური პასუხი იქნება, ისიც დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა გოფოძემ. გოფოძე ამბობს, რომ გუშინ ორი ახალი პაციენტი მიიღეს, თუმცა უკვე დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით. „ისინი…

მეტი...

“ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ საქართველოს 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა – 8,563” – საგარეო უწყება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 29 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 17,072 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში, მთავრობის ხელშეწყობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,563 მოქალაქე. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უწყების ვებგვერდზე ყოველდღე ახლდება მონაცემები „კოვიდ-19“-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ, სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა. „როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმით სპეციალური განაცხადი, რომელიც…

მეტი...

“ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს პაკეტები ყოფილიყო მაქსიმალურად სამართლიანი” – ეკატერინე ტიკარაძე

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეებს, როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე, ასევე მათ ეკონომიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ყველა მოქალაქის დახმარება და მათ სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნვა. „დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება იმ პრეზენტაციას, რომელიც რამდენი დღის წინ გაიმართა კანცელარიაში, რომელიც წარადგინა პრემიერ-მინისტრმა. დეტალურად წარმოგიდგენთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც უახლოესი დღეებიდან გატარდება ჩვენს სამინისტროში და რომელიც შეეხება სოციალურ დახმარებებს, იმ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც კოვიდინფექციიდან გამომდინარე განიცადა ეკონომიკური ზიანი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ, ვიზრუნოთ მათ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და იმსჯელეს ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება. მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ჯანდაცვის სამინისტროებმა საბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია საწარმოებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის პროცესის მონიტორინგის შესახებ. უწყებების ინფორმაციით, საწარმოების აქტიური ინსპექტირება გრძელდება. ათობით საწარმო, რომელმაც წესები დააკმაყოფილა, ფუნქციონირებას განაგრძობს. მუშაობის პროცესში ისინი პერიოდულად გადამოწმდებიან. იმ საწარმოებს კი, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, დამატებითი დრო მიეცათ. სხდომაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ…

მეტი...

„მარნეულში შეიძლება ვთქვათ, რომ დაავადება უკან მიდის“ – თამაზ ნავერიანი

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატით თამაზ ნავერიანი, მუნიციპალიტეტში შექმნილ ეპიდ ვითარებას დადებითად თვლის. ნავერიანის ინფორმაციით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი გამოჯანმრთელებულია, მისივე ინფორმაციით ბოლო ორი კვირის მანძილზე, მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლიდნა. „მარნეულში ბოლო დღეების განმავლობაში მხოლოდ ერთი ფაქტი გვქონდა, ორი დღის წინ ერთი შემთხვევა კიდევ აღმოჩნდა, რომელსაც გაეწია სათანადო პრევენცია, დადგენილია მისი ახლო წრე, ყველას ჩაუტარდათ კვლევა და არ აღმოაჩნდათ ვირუსი არავის. დაახლოებით 17 ადამიანიდან, რომელიც დაინფიცირებული იყო ჩვენთან, 8 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, დანარჩენები გადიან მკურნალობას, შეიძლება ვთქვათ, რომ დაავადება მარნეულში უკან მიდის” – განაცხადა ნავერიანმა.

მეტი...

“დღეს ჟურნალისტების სწრაფი ტესტირება იწყება” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მოხუცთა თავშესაფრებისა და შშმ პირთა პანსიონატების გარდა, რომელიც გუშინ დასახელდა, არსებობს სხვა მიზნობრივი ჯგუფებიც, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ. მისი თქმით, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც. ლევან გოფოძე ამბობს, რომ სწრაფი ტესტის მეშვეობით ჟურნალისტების ტესტირება დღეიდან იწყება. რესპუბლიკური საავადმყოფო საკუთარი ინიციატივით იმ ჟურნალისტებს ჩაუტარებს ტესტს, ვინც დღეს კლინიკაში გადაღებაზე იმყოფებიან. „გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჩვენ ჟურნალისტების გატესტვა დავიწყეთ-მეთქი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გუშინ თქვენ შებრძანდით და ტესტი გაიკეთეთ. რადგან ასე არ იყო, მაშინ დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას“,- აღნიშნა გოფოძემ. მისივე თქმით, ჩატარდება სწრაფი ტესტირება, მაგრამ…

მეტი...

„დღეის მდგომარეობით მარნეულიდან დაახლოებით 1 000 ტონა ბოსტნეულია გატანილი“ – სოფლის მეურნეობის სამინისტრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მარნეულიდან პროდუქციის რეალიზებაზე ისაუბრა, მიისვე ინფორმაციით სექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანნია გამოცდილ ქსპორტიორებთან თანამშრომლობა. „ესქსპორტიორები მუშაობენ სხვადასხვა სახის პროდუქციაზე როგორც ბოსტნეულზე, ასევე ხილზე. მათ დაათვალიერეს მარნეულის ტერიტორიაზე არსებული სამაცივრე მეურნეობები, რადგან ექსპორტიორისთვის აუცილებელია მოხდეს პროდუქციის დახარისხება. ფერმერს მიეცეს საშუალება, რომ თავისი პროდუქცია თავისი შეხედულებისამებრ შესთავაზოს ექსპორტიორს. ვფიქრობ, ეს გარკვეულად გამოიწვევს ფასების რეგულირებას და კონკურენციის გაზრდას. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ასეთი მეთოდით, ასეთი მართვით, ასეთი კომუნიკაციით გაგრძელდება სხვა რეგიონებშიც, რადგან ვიცით მათი გამოცდილება, ისინი მუშაობენ უკვე, სხვადასხვა მიმართულებით ჩართულები არიან“, – განაცხადა პავლიაშვილმა. მისივე თქმით, წინა კვირასთან შედარებით მარნეულში ზოგადი მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია.…

მეტი...