29 აპრილიდან თბილისი ნაწილობრივ გაიხსნება

თბილისიც მაცხოვრებლები,  29 აპრილიდან, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილას და შემოსვლას შეძლებენ. გასვლა 06:00-დან 08:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სათის ჩათვლით. აღნიშნული გადაადგილებისთვის მოქალაქეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული საშვი დასჭირდებათ. ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mepa.gov.ge. მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე. შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად,…

მეტი...

გერმანელი მინისტრი გამოდის ინიციატივით, რომ ქვეყანაში სახლიდან მუშაობა დაკანონდეს

გერმანიის შრომის მინისტრი ინიციატივით გამოდის, რომ გერმანიაში სახლიდან მუშაობა დაკანონდეს. მინისტრის თქმით, ადამიანებს, რომლებსაც სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა არა მხოლოდ პანდემიის დროს, არამედ შემდეგაც უნდა ჰქონდეთ. მინისტრის თქმით, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს არჩევანი, სად ურჩევნია მუშაობა – ოფისში თუ საკუთარ სახლში, ან კვირაში რამდენიმე დღე სახლში.

მეტი...

“შემთხვევათა მატება გვაქვს იქ, სადაც 7-10 დღის წინ არ იყო დაცული რეკომენდაციები” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შემთხვევების მატება ვლინდება იქ, სადაც 7-10 დღის წინ არ იყო დაცული რეკომენდაციები. ამასთან, იმნაძის ინფორმაციით, საფლავებზე გასვლა და სუფრებზე დღესასწაულის აღნიშვნაც დაფიქსირდა. „სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის რომ გვაქვს შემთხვევების ასეთი მატება და გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, ათი დღის წინ არ იყო დაცული გაცემული რეკომენდაციები. ჩემი ინფორმაციით, მათ შორის, ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასაც და სუფრებზე დღესასწაულების აღნიშვნას, ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს“, – განაცხადა იმნაძემ.

მეტი...

ქართული ქორწილი კარანტინში – თბილისის ქუჩებში ველოსიპედებით მოსეირნე მაყრიონი გამოჩნდა

ნეფე – პატარძალი ველოსიპედებით დღეს თბილისში, დიღმის მასივში გამოჩნდა. უჩვეული ქორწილის მაყრებმა ცოტა ხანში დედაქალაქის ქუჩები მხიარული შეძახილებით მოიარეს. წყვილს რამდენიმე თანხმლები პირი, ასევე ველოსიპედებით და დისტანციის დაცვით მიჰყვებოდა.

მეტი...

ბათუმში, სპეცოპერაციის დროს, 50 კგ-მდე ჰეროინი ამოიღეს

ბათუმში, ახალგაზრდობის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე დააკავეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. ისინი თავს საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ.  შსს-ს ინფორმაციით, საქმე საერთაშორისო დანაშაულს ეხება. არაოფიციალური ინფორმაციით, ამოღებულია 50 კგ-მდე ჰეროინი.

მეტი...

თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა

თეთრიწყაროში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 12 უშუალოდ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრიდანაა. შესაბამისად, გადაწყდა, რომ თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტოს.  ამ წუთებში ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების განთავსება მიმდინარეობს. სულ თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში ოთხი საკონტროლო-გამშვები პუნქტი განთავსდება კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოში, რადგან დაინფიცირებული პირველი პაციენტი თეთრიწყაროს საავადმყოფოს ექთანია. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია. სწორედ ექთნის კონტაქტებია 18 პირი.

მეტი...

“ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ, საავადმყოფოები ვერ დაიტევდნენ პნევმონიან ავადმყოფებს” – პაატა იმნაძე

“ჩვენ რომ მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ბევრი პაციენტი რომ გვეპარებოდეს, დღეს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნებოდა ავადმყოფებით, საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევდნენ პნევმონიან ავადმყოფებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ განაცხადა. „ანა-ბანაა, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა მედიცინაში, ოქროს სტანდარტი არის ყველაზე უკეთესი, რაც კი არსებობს ამ შემთხვევაში. დიახ, არსებობს ჩვეულებრივი „პისიარ“ ტესტები, თუ მასალა კარგად არის აღებული, თუ ის მოხვდა იმ ადგილას, სადაც ნაცხი იყო აღებული ცხვირ-ხახიდან, ამ შემთხვევაში მისი მგრძნობელობა არის ძალიან მაღალი. ზოგიერთი ქვეყნის კლინიკური გამოცდილებით აღმოჩნდა, რომ არ არის ასეთი ძალიან მაღალი ტესტირება „პისიარ“ ტესტითაც კი, ლაპარაკია აშშ-ის გამოცდილებაზე. არამგონია…

მეტი...

“სოფლებისგან განსხვავებით, ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ქალაქებში მცხოვრებმა მოსახლეობამ შეასრულა რეკომენდაციები, თუმცა სოფლის მოსახლეობამ სახლში დარჩენის რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. „დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სოფლის მოსახლეობა, სამწუხაროდ, იმ დღეების განმავლობაში, როცა ჩვენ მოვუწოდებით მათ, რომ სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეზობლებში გადასვლას საქეიფოდ, მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ, სახლში დარჩენა ნიშნავს სახლში დარჩენას, საკუთარ სახლში დარჩენას. სამწუხარო შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით, ის, რაც ხდება ვთქვათ დასახლებებში, რომლებიც დავასახელე, ძირითადად ეს ხდება ბოლნისის რაიონში, თეთრწყაროში.…

მეტი...

“გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს” – მეუფე გერასიმე

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ზუგდიდ-ცაიშისა და ავსტრია-გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ ​კვირაცხოვლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზიარების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება. „გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას, ღვთისმშობლის წილხვედრს ქვეყანას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ძალიან ცოტანი ვართ და გამეტებით ვწირავთ ერთმანეთს, გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი, ვითარცა თავი ჩვენი“, – ამის მიტროპოლიტმა ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას. მან მრევლს პასკები და სააღდგომო კვერცხები დაურიგა.

მეტი...

“კიმ ჩენ ინი ცოცხალი და ჯანმრთელია” – პრეზიდენტის მრჩეველი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ცოცხალი და ჯანმრთელია. „13 აპრილიდან ის ვონსანის რაიონში იმყოფება. არანაირი საეჭვო გადაადგილება ჯერ არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა. კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ცნობების ფონზე ჩინეთმა ჩრდილოეთ კორეაში მედიკოსების ჯგუფი გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მანამდე ტელეკომპანია CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გულზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია.

მეტი...

“ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია დიდ გასაჭირშია” – ილია მეორე

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდა.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს კვირაცხოვლობა სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა. „გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, – კვირაცხოვლობას. ეს უდიდესი დღესასწაულია. მრავალი ტაძარი იყო აშენებული კვირაცხოვლობის სახელზე. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს, „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი-ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას. დღეს იყო წაკითხული სახარება. უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან დაკეტილი კარიდან და უთხრა, „მშვიდობა თქვენდა!“. მიიღეთ სულიწმინდა. ჩვენ მზად…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 95 წლის ქალი გარდაიცვალა

რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 95 წლის ქალი გარდაიცვალა. ხანდაზმული ქალი მკურნალობას გუდაუთის ჰოსპიტალში გადიოდა. გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები და მრავალი ქრონიკული დაავადება გახდა.

მეტი...

ბათუმში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ბათუმში, ახალგაზრდობის გამზირზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი. შსს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაცია დიდი რაოდენობით ნარკოტიკის ამოღებას უკავშირდება. მათივე ცნობით, უწყება დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

მეტი...

სამედიცინო პირბადეებსა „კოვიდ 19“-ს ტესტებში მილიონი დოლარის კოკაინი იყო დამალული

მსოფლიო პანდემიის პირობებში, დიდი ბრიტანეთი ნარკოტიკების კონტრაბანდის პანდემიის წინაშეც დადგა. ამჯერად, ბოროტმოქმედები ნარკოტიკებს სამედიცინო ინვენტარად ასაღებდნენ. ბოლო შემთხვევა 2 დღის უკან მოხდა, როცა 200 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო ინვენტარის ნაცვლად, ნარკოტიკები აღმოაჩინეს. „ამოღებულია მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი, რომელიც მომხმარებელმა სამედიცინო პირბადის ნიშნით შეუკვეთა. კიდევ 2 პირი დააკავა ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ, რომლებიც მსგავს საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და „კორონავირუსის“ ტექსტების შეფუთვით გადაჰქონდათ ნარკოტიკები“ – განაცხადეს დიდ ბრიტანეთში და საზღვრის კონტროლის უფრო მეტად გაძლიერება დააანონსეს.

მეტი...

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ფაქტი გამოავლინა. უწყების ცნობით, პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 25 აპრილის 21:00 საათიდან 26 აპრილის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა. „ამ ეტაპზე კლინიკაში 115 პაციენტი გვყავს. ინფიცირებულია 86 პაციენტი. რაც შეეხება რეანიმაციას, იქ შვიდი პაციენტია. მამაკაცთან მიმართებაში, რომელზეც გუშინ ვაცხადებდი, რომ იყო მძიმე მდგომარეობაში, დღეს ბიოლოგიური სიკვდილი დადასტურდა. ასაკით 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით –  გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო“, – განაცხადა ლევან რატიანმა. ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ექვსი პაციენტია გარდაცვლილი.

მეტი...

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

26 აპრილიდან ისრაელში ქცევის ახალი ნორმების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო ისრაელში, ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს: “რესტორნებსა და კაფეებში საკვების ყიდვა შესაძლებელი გახდება, გარეთ გატანის პირობით (take away); მუშაობას იწყებენ სილამაზის სალონები და კოსმეტიკური კაბინეტები; მსხვილი სავაჭრო ცენტრების გარდა, გაიხსნება ყველა მცირე სავაჭრო ობიექტი, რომელიც მდებარეობს ღია სივრცეში ან ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში; შრომითი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანთა ზრუნვაზე (“მეტაპლიმ“), დასაქმებულები მუშაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ დამქირავებელთან დროის ერთ მონაკვეთში, ან საერთო შინამეურნეობის მქონე რამდენიმე პირთან; ამასთანავე, პირბადეების ტარების წესი მკაცრდება – პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საზოგადოების თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, გარე ტერიტორიების ჩათვლით. წესები ვრცელდება როგორც…

მეტი...

“გამოსავალი არ არსებობს” – სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი სერიოზულ კრიზისზე საუბრობს

კორონავირუსმა სერიოზული ზიანი მიაყენა ტურიზმს – პანდემიის შედეგად, სასტუმროების უმრავლესობა დაიკეტა, მცირე ნაწილი კი საკარანტინე ზონად გადაკეთდა.  სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამ კრიზისიდან გამოსავალს ვერ ხედავს. ის ამბობს, რომ ზაფხულისთვის ზარალი 1,5 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. „ამ ეტაპზე პროფილი არცერთ სასტუმროს არ შეუცვლია, მხოლოდ 83 სასტუმროა საკანატინე ზონად გადაკეთებული, დანარჩენი ყველა ობიექტი დახურულია. ამ ეტაპზე, გამოსავლი არ არსებობს. სრულად ვემორჩილებით კარანტინის განკარგულებას “,- ამბობს შალვა ალავერდაშვილი. ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში 40 621 ადამიანია დასაქმებული, 2019 წლის მხოლოდ მეოთხე კვარტალში კი, ამ სეგმენტის ბრუნვა 531…

მეტი...

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ლენტეხში პირველ გამოჯანმრთელებულ პაციენტს კორონავირუსი 5 აპრილს დაუდასტურდა. ლენტეხში ინფიცირების სულ ხუთი შემთხვევა არის დაფიქსირებული, რის გამოც მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

მეტი...

თბილისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა. „ჩვენთან 46 პაციენტი წევს, აქედან 45 არის დადასტურებული შემთხვევა. ახალი პაციენტი გახლავთ ერთი, ბოლნისის წყაროდან. ახალგაზრდა პირი და მას არც თანმდევი დაავადებები არ აქვს და არც რისკჯგუფში არ შედის. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გუშინ ჩაუტარდა რადიოლოგიური გამოკვლევა და გაფართოებული კვლევები, შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის პნევმონია, თავისი ზოგადად საშუალო მდგომარეობით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. გვყავს 45 დადასტურებული, აქედან 17 მძიმე პნევმონიით რჩება. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. გვყავს ცხრა მოზარდი, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული დაგვემატა, რომელმაც დატოვა…

მეტი...

როგორ დავძლიოთ შიმშილი – გაიცანით სოფლად დაბრუნებული ადამიანები, ვისაც ინფრასტრუქტურა გააჩნიათ და არ იციან “დაპაუზებული დოვლათი” შემოსავლის წყაროდ როგორ აქციონ 

„მედიაცენტრი მთავარი“ სოფლად დაბრუნებულ იმ ადამიანებს წარმოგიდგენთ, რომლებსაც რესურსი და შესაძლებლობა გააჩნიათ, წლობით „დაპაუზებული მიწა“ დოვლათად აქციონ, თუმცა, არ იციან, საქმე როგორ „ამოქოქონ“.    საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ მიმართულებას სოფლის მეურნეობის განვითარება, მოსახლეობის სოფელში დაბრუნება და დაუმუშავებელი მიწის დოვლათად ქცევა წარმოადგენს.   ამ მიმართულებას ანტიკრიზისული გეგმის პროექტში საკმაოდ სოლიდური ნაწილი ეთმობა. კერძოდ, ზრუნვა სოფელზე, სოფლის მეურნეობაზე, რეგიონულ განვითარებაზე 30 000 ლარამდე გრანტებს გულისხმობს და სესხების სავარაუდო ჯამური მოცულობა 50 მილიონი ლარია.      შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არსებული შეზღუდვებისა და დაპაუზებული ქალაქების ფონზე, საკმაოდ ბევრი ადამიანი დაბრუნდა რეგიონებში. არიან ადამიანები, რომელთაც ყველანაირი…

მეტი...