ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 73 წლის პაციენტი განიკურნა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 73 წლის მამაკაცი განიკურნა, რომელსაც „კოვიდ 19“-ის თანმხლებად სიმსივნური დაავადება აქვს. ის კლინიკას ხვალ დატოვებს. ამ დროისათვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან 97 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

მოსკოვში კორონავირუსით სასულიერო პირი გარდაიცვალა

“ტასის” ინფორმაციით, მოსკოვში ელოხოვოს საკათედრო ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა. დეკანოზი ალექსანდრ აგეიკინი 48 წლის იყო. ის ელოხოვოს საკათედრო ტაძრის წინამძღვარი 2013 წლიდან იყო. რუსეთში ოფიციალური მონაცემებით, სულ გამოვლენილია კორონავირუსის 52 700-ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 456 ადამიანი.

მეტი...

“როგორ უძლებენ ამას ჩვენი ჩუმი გმირები?” – ტელეჟურნალისტის მიმართვა (ვიდეო)

ტელეჟურნალისტი, ირაკლი იმნაიშვილი, რომელმაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სიუჟეტის მოსამზადებლად ერთი დღე გაატარა, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ მას ხელები ეწვის: “ხელები მეწვის. ვერც ხელთათმანს ვიკეთებ და ვერც სადეზინფექციო ხსნარით ვიმუშავებ. ეს რეანიმაციაში გადაღების შემდეგ დამეწყო, ლატექსზე ალერგიული რეაქციაა. როგორ უძლებენ ამას ჩვენი ჩუმი გმირები? თქვენი ხელებით დავამარცხებთ კოვიდ-19-ს. მივცეთ ექიმებს საშუალება, იყვნენ მათთან, ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია”, – აცხადებს ირაკლი იმნაიშვილი.

მეტი...

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა სომხეთის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! ერთად დავამარცხებთ პანდემიას – ამ მესიჯს საქართველო სომხეთს უგზავნის. საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, აზერბაიჯანისა და გერმანიის დროშების ფერებში გაანათა.

მეტი...

პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველოს მდგომარეობა 0.39 ქულით გაუმჯობესდა

საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2020 წლის წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 0.39 ქულით გაუმჯობესდა და ქვეყანა მე-60 ადგილს იკავებს. საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით უსწრებს ისეთ განვითარებულ ქვეყნებს, როგორიცაა, პოლონეთი, საბერძნეთი, იაპონია, უკრაინა, მალტა და უნგრეთი. 2018 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში, 2017 წელთან შედარებით, საქართველო სამი პუნქტით დაწინაურდა. კერძოდ, ქვეყანა 64-ე პოზიციიდან 61-ე ადგილზე გადავიდა. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ქვეყანა ამავე ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, პრესის თავისუფლების ინდექსში მე-100 ადგილზე იყო და 2013 წლიდან 40 საფეხურით დაწინაურდა. ექსპერტების შეფასებით, მე-60 ადგილი ისტორიულად საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 20 აპრილის ჩათვლით მოქმედი ე.წ. საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდა. დღეიდან გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი. ინფორმაციას “სპუტნიკ-აბხაზია” ავრცელებს. ამასთან,  გაგრისა და გალის რაიონებში მოხსნილია შესვლის აკრძალვა. “კვლავაც დახურულია სკოლები, საბავშვო ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. არ გახსნილა ტურისტული ობიექტები და სასტუმროები”, – განაცხადა ე.წ. საგანგებო შტაბის ხელმძღვანელმა, რაულ ლოლუამ. ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა 28 მარტიდან მოქმედებდა.

მეტი...

“კორონავირუსის პანდემია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული კრიზისია” – ერდოღანი

“კორონავირუსის პანდემია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული კრიზისია”, – ამის შესახებ   თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თურქეთმა ახალი მსოფლიო წესრიგის გარდაქმნაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიიღო. „თურქეთი ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო, კორონავირუსთან დაძაბულ ბრძოლაშია ჩართული. ვხედავ, რომ ეპიდემიის სტაბილიზირება ხდება. ეკონომიკური შედეგებით ეს ეპიდემია ყველაზე სერიოზული კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთში შეზღუდვები რამადანის თვის განმავლობაშიც იმოქმედებს, ხოლო შემდეგ კი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს ეტაპობრივად დაუბრუნდება.

მეტი...

“ინფიცირების შემთხვევები კიდევ მოიმატებს, უბრალოდ აღდგომის დღეებში მოსახლეობა ნაკლებად აქტიური იყო” – თენგიზ ცერცვაძე

“დარწმუნებული ვარ, რომ ინფიცირების შემთხვევები კიდევ მოიმატებს, ეს უბრალოდ აღდგომის დღეებში მოსახლეობა ნაკლებად აქტიური იყო”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ათეულით მოიმატებს. “მგონია, რომ რაოდენობა კიდევ მოიმატებს, მაგრამ არა ასეულებით, არამედ რამდენიმე ათეული შემთხვევით, როგორც ვპროგნოზირებდით. ქვეყანაში ეკონომიკური რეცესიაა მოსალოდნელი და შემდეგ უკვე იმის აწონ-დაწონა, თუ რომელი უფრო მძიმე ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ავადმყოფთა რაოდენობა თუ ეკონომიკური რეცესია. ეს ძნელი სათქმელია. მე ვისურვებდი, რომ 2-3 კვირა არ შემსუბუქდეს ზომები იმიტომ, რომ ჩვენ ახლა დავიჭირეთ ძალიან კარი მომენტი. არც ახლა გვაქვს…

მეტი...

“სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმაზე მუშაობას ვასრულებთ და ის საზოგადოებას ამ კვირაში წარედგინება” – არჩილ თალაკვაძე

“მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს, საზოგადოებას, რადგან თქვენი მოთმინების, მხარდაჭერის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გარეშე პანდემიასთან ბრძოლა გაგვიჭირდებოდა. ჩვენ ვმუშაობთ და გვაქვს გეგმა თუ როგორ დავეხმაროთ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად ელოდება სახელმწიფოს მხარდაჭერას. ასევე, გვაქვს გეგმა, როგორ დავეხმაროთ ბიზნესს, დარგობრივ სექტორებს, დამსაქმებლებს, რომ შევძლოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია და აღდგენა” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიცია ფიქრობდა, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა არანაირი გეგმა არც ეკონომიკის, არც შეზღუდვების მოხსნის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთ გეგმა არსებობს და ის საზოგადოებას პარასკევს წარედგინება.​ „დიახ, მეც ვნახე ოპონენტების კომენტარები, მაგრამ ამას კინკლაობას…

მეტი...

თუ პაციენტების რაოდენობა 1200-1600-მდე გაიზარდა, მათ სრულყოფილად ვერ მოემსახურებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სახელმწიფოს შეუძლია 1200-დან 1600-მდე პაციენტს სრულფასოვანი მკურნალობა გაუწიოს. “არ ყოფილა შემთხვევა, რომ მოქალაქეს, რომელსაც კოვიდის რაიმე ნიშანი აღმოაჩნდა, ადეკვატური მკურნალობისა და დიაგნოსტიკის გარეშე დარჩენილიყო. ეს დონე რომ უზრუნველვყოთ, ამისთვის დაახლოებით ოთხჯერადი მარაგი მაინც გვაქვს. დღეს თუ 400 პაციენტია, ამ დონით, რომელიც დღეს გვაქვს, სახელმწიფო 1 200 – დან 1 600-მდე პაციენტს უზრუნველყოფს. შემდგომში, ეს მომსახურება ვეღარ იქნება ასეთი სრულყოფილი. შემდეგში შეიძლება გამოვიყენოთ მომსახურების ის ტიპი, რომელიც არის ინგლისში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში, როდესაც მომსახურება შემოიფარგლება ნაწილობრივი დახმარებით და ძირითადად, პაციენტების სახლში…

მეტი...

ინსტრუქცია პაციენტისა და მისი თანმხლები პირის საცხოვრებელი მისამართიდან კლინიკაში გადაადგილების შესახებ 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პაციენტისა და მისი თანმხლები პირის საცხოვრებელი მისამართიდან კლინიკაში გადაადგილების ინსტრუქციას ავრცელებს. კლინიკაში გეგმური სამედიცინო მომსახურების მისაღებად: (დიალიზი, ქიმიო/ჰორმონოთერაპია, მშობიარობა და ა.შ) კლინიკა პაციენტზე გასცემს კლინიკის ბლანკზე, ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემებს: •    პაციენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;•    ვიზიტის დრო და თარიღი;•    გადასაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი);•    საჭიროების შემთხვევაში მძღოლისა და თანმხლები პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)კლინიკიდან პაციენტის გაწერისას:•    კლინიკა პაციენტზე გასცემს ფორმა N IV-100/ა;•    ამავდროულად იწერება ცნობა კლინიკის ბლანკზე, ბეჭდით დამოწმებული და ხელმძღვანელის…

მეტი...

“პიკი იქნება ორ კვირაში, ერთი თვის შემდეგ დაიწყება დაღმავალი ტალღა” – თენგიზ ცერცვაძე

“მე მგონია, რომ პიკი იქნება სადღაც ორ კვირაში, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ერთი თის მერე დაიწყება დაღმავალი ტალღა. „მასმედია მუშაობს შესანიშნავად. მე არ მომბეზრდება, რომ უდიდესი პატივისცემა გამოვხატო, თუ საქართველო გადაურჩა ამ საშინელ ეპიდემიას, აქ ექიმებთან და სახელისუფლებო ვერტიკალთან ერთად მედიის და, შეიძლება ითქვას, უფრო მეტი მედიის დამსახურება იქნება. პიკი ისეთი რამეა, ასე კატეგორიულად ვერ მოთხოვ ვერავის, თქვას როდის იქნება, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იქნება ორ კვირაში, შეიძლება იყოს სამ კვირაში. ამის ზუსტად გათვლა შეუძლებელია. მე ახლაც მგონია, რომ პიკი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 97 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში, ქვეყანაში 97-მა ადამიანმა დაამარცხა კოვიდ-19. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 408 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაცვლილია – ოთხი პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 4816 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571.

მეტი...

„კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი“ – პრეზიდენტმა დეკრეტის ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელებას ხელი მოაწერა. საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პრეზიდენტს მთავრობამ დღეს მიმართა.  „ერთი თვის წინ მოგმართეთ და გაცნობეთ საგანგებო მდგომარეობის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადების შესახებ. ასევე, წარმოგიდგინეთ დეკრეტი, რომლითაც დაწესდა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების გარკვეული შეზღუდვები. მიღებულმა ზომებმა განაპირობა ის, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი. თუმცა, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა არ გვაძლევს უფლებას, მოვადუნოთ ყურადღება და შეზღუდვები ნაადრევად მოვხსნათ. ყველა არსებული გათვლა და პროგნოზი მიუთითებს მომავალ ორ-სამ კვირაში ეპიდემიის შიდა გავრცელების ზრდის დიდ…

მეტი...

“ჯერჯერობით ვაქცინა არ არის და 1 წელი არც იქნება” – ამირან გამყრელიძე

“ვაქცინა კიდევ ერთი წელი არ იქნება, ჯერჯერობით პირდაპირი დანიშნულების პრეპარატი, რომელიც ამ ვირუსს უშუალოდ კლავს, არ გახლავთ, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, შემოდგომაზე ის უკვე საზოგადოების ხელში იქნება და უფრო ადვილად გავუმკლავდებით ამ ინფექციის ტალღებს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „გთხოვთ, ექიმებს ანგარიში კიდევ ერთხელ გაგვიწიეთ, რომ ჩვენ დავიცვათ ისევ და ისევ თქვენი მშობლების, ბებიების და ბაბუების, მომავალი თაობების ჯანმრთელობა. თუ ყველა რეკომენდაციას და შეზღუდვას გავითვალისწინებთ, საქართველო ამ პანდემიისგან ძალიან ნაკლები დაზიანებით გამოვა“, – აღნიშნა გამყრელიძემ. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის. „მადლობა საქართველოს მოსახლეობის, მადლობა დაავადებათა…

მეტი...

“სლოგანი “დავრჩეთ სახლში” ძალაშია” – ამირან გამყრელიძე

“აპრილის ბოლო კვირა, მაისის პირველ კვირებში მოსალოდნელია, იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული სლოგანი “დავრჩეთ სახლში” კვლავ ძალაშია. „ჩვენთან პირველი შემთხვევა 26 თებერვალს და 22 მარტს უკვე დაგვიფიქსირდა შიდა გავრცელების შემთხვევა, როცა ჩვენ უკვე ვეღარ გავედით პირველწყაროზე. შიდა გავრცელებიდან დაწყებული მე-6-დან და მე-8 კვირამდე ითვლება ყველაზე კრიტიკულად. დღეს ჩვენ შევედით მე-5 კვირაში. აპრილის ბოლო კვირას და მაისის პირველი კვირებში შეიძლება იყოს შემთხვევების ზრდა. ამიტომ ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მთავარი სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ ძალაშია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

“მოდუნების უფლება ერთი წუთით არ გვაქვს, რადგან წინ შემთხვევების ზრდა იქნება” – ამირან გამყრელიძე

“დღეს უკვე საკმაოდ დიდი კლასტერები გამოვიკვლიეთ: ქობულეთში, ბოლნისში, სხვაგან და შედეგები ძალიან მახარებს. 300 ადამიანს შერჩევითი პრინციპით რომ იკვლევ და იქ შემთხვევა ნული გაქვს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩვენ განვახორციელეთ, შედეგს გვაძლევს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, მოდუნების უფლება ერთი წუთით არ გვაქვს, რადგან წინ შემთხვევების ზრდა იქნება. “არ გვინდა, რომ ეს შემთხვევების ზრდა ყოველდღიურად რამდენიმე ათეული იყოს, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად იქცეს ჯანდაცვის სისტემისთვის. ჯანდაცვის სისტემა დღეს კარგად უძღვება იმ ადამიანებს, ვინც კლინიკებში ბრძანდებიან და მკურნალობას გადიან.…

მეტი...

24 აპრილს, მთავრობა ანტიკრიზისულ პროექტს წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პარასკევს 24 აპრილს საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ეკონომიკურ ანტიკრიზისული გეგმის პროექტს. „პარასკევს, 24 აპრილს, საქართველო წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს და მთლიანად პროექტს, რომელიც ორი ეტაპისგან იქნება შემდგარი. ეს არის – მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ამასთან, პარასკევს იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა და შესაბამისად, ეკონომიკის გახსნის გეგმა. აქვე უნდა აღინიშნოს, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პოსტკრიზისულ გეგმაზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...

ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა

“საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვების.  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.

მეტი...

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა გრძელდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 23 მაისამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. კორონავიურსის პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა საქართველოში მიმდინარე წლის 21 მარტს ერთი თვის ვადით, 21 აპრილამდე გამოცხადდა, თუმცა 14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების თაობაზე მიმართავდა. თუმცა, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდეს.

მეტი...

ბათუმში გამოკვლეულ კიდევ 73 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმში 73 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ლაბორატორიაში ანალიზების პასუხი გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია. 73 პირიდან 50 ე.წ. ქობულეთის კლასტერს ეკუთვნის, 23 კი „ცხელების ცენტრში“ მყოფი პაციენტია. შეგახსენებთ, დღეს დილით ბათუმში ვირუსი კიდევ 92 პირს არ დაუდასტურდა.

მეტი...

მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს ბრალი დაუმძიმდა

თბილისის პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ს.გ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 19 აპრილს, ს. გ. იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, დაახლოებით 21:00 საათზე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ს.გ. გავიდა საცხოვრებელი ბინის აივანზე და როდესაც ქვეყანაში გამოცხადებული იყო საგანგებო მდგომარეობა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლებში, თავისი კუთვნილი ,,ვიკინგ“-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა რამოდენიმე გასროლა საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით. შედეგად, ს. გ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ერთ-ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მყოფ- თ. ა.-ს, რომელიც მიღებული ცეცხლნასროლი ჭრილობის…

მეტი...

“მთელი ცხოვრება რეიტინგებში საუკეთესო მაჩვენებლები მქონდა” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მთელი ცხოვრების განმავლობაში რეიტინგებში საუკეთესო მაჩვენებლების ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა. „მე მთელი ცხოვრება საუკეთესო შედეგები მქონდა რეიტინგებში, ასე რომ, უჩვეულო არაფერია. თეთრი სახლის ყოველდღიური პრესკონფერენციების რეიტინგი ყველა რეკორდს ხსნის, მაგრამ ეს არ მაღელვებს. მე მინდა, გვერდი ავუარო ყალბი ამბების გამავრცელებელ მედიას და ხალხს ვესაუბრო“, – წერს ტრამპი. „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ განცხადებაში ტრამპი კიდევ ერთხელ აკრიტიკებს მედიას და აცხადებს, რომ ის პრეზიდენტი იმ პირობებში გახდა, როდესაც „კორუმპირებული“ ყალბი მედია მის დისკრედიტაციას ცდილობდა. „საოცარია, მე პრეზიდენტი იმ პირობებში გავხდი, როდესაც სრულიად…

მეტი...

“ჩვენ ვგმობთ ანტისემიტიზმის, სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას” – გიორგი გახარია

“დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის დროს მოკლული მილიონობით ადამიანის ხსოვნას” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერის“ გვერდზე წერს. ყველას, ვინც ნაცისტების დანაშაულებებს ემსხვერპლა. ჩვენ ვგმობთ ანტისემიტიზმის და სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერ ფორმას. ვიხსენებთ გარდაცვლილებს, პატივს მივაგებთ გადარჩენილებს და ლტოლვილებს“, – წერს გიორგი გახარია.

მეტი...

9 აპრილის უსინათლო გმირს მოქალაქეებმა 3000 ლარი შეუგროვეს

9 აპრილის სიმბოლოს, ლელა ვეფხვაძეს მოქალაქეებმა დახმარების სახით 3000 ლარი შეუგროვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ჯგუფის ადმინი მარიამ ჩაკვეტაძე ავრცელებს. „ლელასთვის (9 აპრილის უსინათლი გმირი) შეგროვდა 3000 ლარი, საიდანაც დაიფარება ბინის ქირა, გადასახადები და პროდუქტის ხარჯები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თანადგომისთვის“ – წერს მარიამ ჩაკვეტაძე. აღსანიშნავია, რომ ლელა ვეფხვაძე უკვე 27 წელია ქირით ცხოვრობს. ყოველთვიური გადასახადის ნახევარს მერია უფინანსებს, დანარჩენს კი, თავად იხდიდა. მან კორონავირუსის გამო განვითარებული მოვლენების გამო ქირის ფულის გადახდა ვეღარ მოახერხა.

მეტი...

ოზურგეთში თვითიზოლაციაში არც ერთი პირი არ იმყოფება

ოზურგეთში თვითიზოლაციაში ამ დროისთვის არც ერთი პირი არ იმყოფება. საკარანტინო სივრცეში კი, ოზურგეთიდან მხოლოდ ერთი პირია მოთავსებული. „ოზურგეთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. საკოორდინაციო შტაბი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მოვუწოდებ მოსახლეობას, აუცილებელი შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან და დარჩნენ სახლში“, – აცხადებს საკოორდინაციო შტაბის თავმჯდომარე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე.

მეტი...

ფოთის ცხელების ცენტრში კორონავირუსზე სამი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ფოთში, ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებული სამი პაციენტი იმყოფება. როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა მხეიძემ განაცხადა, სამივე პაციენტის ანალიზი ლაბორატორიული კვლევისთვის უკვე გაგზავნილია. „სამივე პაციენტს ავუღეთ ბიოლოგიური მასალა და გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ანალიზის პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

მეტი...

“კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი შეიძლება შემოდგომაზე გვქონდეს” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხდებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მედიკამენტები ინიშნება არა სიმპტომების, არამედ ჩვენების მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს დაავადება. მისივე განცხადებით, უსიმპტომო პაციენტებში პრეპარატ პლაქვენილის გამოყენება არ ხდება. „მედიკამენტების მიღება არის საკმაოდ რთული საკითხი. მსოფლიოში რამდენიმე ტიპის პრეპარატი იხმარება, მათ შორის, რამდენიმე მათგანი საქართველოშიც. რამდენიმე პრეპარატზე საუბარია, რომ ჩვენთან შემოვა და ჩვენც დავიწყებთ მის გამოყენებას. ეს პრეპარატები იხმარება ჩვენების მიხედვით, და არა – სიმპტომების. თუ რა სახის პნევმონია აქვს, როგორ მიდის დაავადება ა. შ. ამის შემდგომ მიდის პრეპარატების შერჩევა. სხვადასხვა სირთულის პნევმონიის გამოვლინების შემთხვევაში, სხვადასხვა პრეპარატების კომბინაციები ინიშნება. ასე ვერ…

მეტი...

“რუსეთი მზადაა, განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში, თუ მსგავსი წინადადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იქნება” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა მალე განახლდება. ამის შესახებ ლავროვმა ვიდეოკონფერეციის დროს განაცხადა. „ჯერჯერობით, ავიამიმოსვლა შეწყვეტილია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ჩვენთვის მთავარია, რომ თბილისში რუსოფობიური კამპანია არ გაიზარდოს, დასრულდეს ისეთი ექსცესები, რომელსაც თბილისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეაზე ჰქონდა ადგილი. მათ გვაიძულეს, რომ სერიოზულად დავფიქრებულიყავით რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ქართული მხარე გვარწმუნებდა, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა, ჩვენ მაინც ვართ იმ მდგომარეობაში ახლა, რომ ავიამიმოსვლა შეწყვეტილია“,- დასძინა ლავროვმა.

მეტი...

“შენგენის ზონის ქვეყნების საზღვრები შესაძლოა ზაფხულამდე ჩაკეტილი დარჩეს” – ევროკომისარი

ევროკომისარი ბაზრის შიდა საკითხებში ტიერი ბრეტონი არ გამორიცხავს, რომ ახალი კორონავირუსული პანდემიის გამო, ევროპამ შესაძლოა საზღვრები ზაფხულამდე ჩაკეტოს. შესაბამისი განცხადება მან BFM-თან გააკეთა. შეკითხვაზე, იქნება თუ არა შენგენის ზონის ქვეყნების საზღვრები ზაფხულამდე ჩაკეტილი, ბრეტონი პასუხობს: “ვნახოთ, თუმცა, ვფიქრობ რომ, ეს ის არის, რასაც უნდა ველოდოთ”. ევროკომისარმა აგრეთვე ცალკე ისაუბრა შენგენის ზონის ქვეყნებში გადაადგილების შესახებ. “აუცილებელია ყველას ახსოვდეს, რომ ჩვენ კონტინენტზე ვართ. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას და ჩვენს უფლებებს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველა ქვეყანა ერთდროულად მოხსნის თვითიზოლაციის რეჟიმს”, – აცხადებს იგი. ამასთან, ბრეტონი არ გამორიცხავს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ…

მეტი...

“წესით, თვითონ უნდა ეყოს, კაცობა, რომ სასჯელი მოიხადოს და არ დაიწყოს ისე, როგორც ქართველებს გვჩვევია, რაღაცეების „ჩალიჩი“- გარდაცვლილი ქალის ოჯახი პოლიციელზე

პოლიციელის მიერ უმისამართლო გასროლის შედეგად გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრის თემო პირველაშვილი მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. როგორც ის განმარტავს, მისთვის წარმოუდგენელია, „მაკაროვის“ ტიპის იარაღიდან გასროლილ ტყვიას 560 მეტრის გავლის შემდეგ ადამიანი მოეკლა. პირველაშვილი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით არაერთი ვერსია ვრცელდება, თუმცა, ის ექსპერტიზისა და გამოძიების შედეგებს ელოდება. „აღნიშნული მუხლი შინაპატიმრობასაც ითვალისწინებს და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც. წესით, თვითონ უნდა ეყოს, როგორც ბრალდებულს ადამიანობა, კაცობა, რომ სასჯელი მოიხადოს და არ დაიწყოს ისე, როგორც ქართველებს გვჩვევია, რაღაცების „ჩალიჩი“. როგორც სამართლადამცავები ამბობენ, გასროლა „მაკაროვის“ ტიპის იარაღიდან მოხდა, ბალისტიკური ექსპერტიზის დასრულებამდე ძნელად დასაჯერებელია, რომ „მაკაროვის“…

მეტი...

სხვა მგზავრებთან ერთად რომიდან სამშობლოს 11 ქართველი მეზღვაური დაბრუნდება

დღეს, 21 აპრილს, განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, რომი-თბილისის მიმართულებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მგზავრთა შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, ხანდაზმული პირები, ორსული ქალბატონები, სტუდენტები, შშმ პირები, ონკოლოგიური პაციენტები, ქრონიკული დაავადებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე პირები. ასევე, ამ რეისის საშუალებით, სამშობლოს დაუბრუნდება 11 ქართველი მეზღვაური. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ რეისს აგრეთვე მოჰყვება მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ქ. მატერადან (ბაზილიკატას რეგიონი), რომში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის აეროპორტში მას დახვდება სამედიცინო რეანომობილი, რათა მოხდეს პაციენტის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში.

მეტი...

“აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები – განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი” – ანდრია ჯაღმაიძე

“აგორდა ექიმებისადმი უდიერი მიმართვები, არ გავანაწყენოთ ეს ადამიანები დაუმსახურებლად, კიდევ ბევრი აქვთ საშრომი” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. როგორც დეკანოზი აცხადებს, განკითხვაც ერთგვარი ვირუსია, კორონაზე არანაკლებ დამაზიანებელი. „ექიმების განკითხვა, კორონასაგან ვერ დაგვაზღვევს და სულიერ ზიანს კი მოგვიტანს. ქრისტეს აღდგომის სიხარულს, მისგან მონიჭებულ სიყვარულს, თუკი მას მივიღებთ, შეუძლია განგვკურნოს ყველანაირი სულიერი კორონასაგან!“ – წერს დეკანოზი.

მეტი...

“მარტში კომუნალური გადასახადების შეღავათებზე უარის საკმაოდ კარგი აქტივობა იყო” – დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ მარტის თვესთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ კომუნალურ გადასახადებზე დაწესებულ შეღავათებზე უარის თქმის ვადა ამოიწურა. თუმცა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სპეციალურ გვერდზე ინტერნეტში უარი თქვან აპრილისა და მაისის შეღავათებზე. „მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩვენი პლატფორმის მეშვეობით უარი თქვან აპრილისა და მაისის შეღავათებზე. მათ უნდა შეავსონ მინიმალურად აუცილებელი სამი ველი. პროგრამა მათ დაუდასტურებს, რომ მათი განაცხადი უარის თქმასთან დაკავშირებით არის მიღებული. ყოველი მომდევნო თვის 11 რიცხვამდე მათ შეუძლიათ, თქვან უარი და შესაბამისად ამით დაზოგონ სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსი. შეღავათებზე უარი 4 000-მდე აბონენტმა თქვა, თუმცა ჯამში…

მეტი...

“ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საქართველომ გააკეთა ის, რისიც ყველა წამყვან ქვეყანას შურს. „მინდა, მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვინც ჩვენს მთავრობას აქილიკებს. ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა სახელმწიფომ გააკეთა ის, რაც ყველა წამყვან ქვეყანას შურს. ამის მაგალითია ინფიცირების დაბალი დონე, დაავადებულების დაბალი დონე, ლეტალობის დაბალი ინდექსი და გამოჯანმრთელების მაღალი ინდექსი“ , – განაცხადა ლევან რატიანმა. ამასთან, რატიანის განმარტებით, მაშინ, როდესაც ქვეყანა უხილავ მტერს ებრძვის, ტელევიზიების მეშვეობით, ქილიკისა და კრიტიკის დრო არ არის. მისივე თქმით, მიუღებელია ქილიკი ექიმების მიმართ, რომლებსაც ყოველდღიურად სასიკვდილო სივრცეში უწევთ მუშაობა. „არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო, რადგან,…

მეტი...

ფოთის ცხელების კლინიკაში, მოთავსებულ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ცხელების კლინიკაში, მოთავსებულ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. შეგახსენებთ, რომ მათ შორის ორი, აფხაზეთის მაცხოვრებელია, რომლებიც მწვავე რესპირატორული სიმპტომებით 112-მა, განმუხურის საკარანტინო ზონიდან გადმოიყვანა. ამჯერად ცხელების კლინიკაში, საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტი იმყოფება:51 წლის მამაკაცი ოზურგეთიდან და 25 წლის მამაკაცი გრიგოლეთიდან. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ორივე კორონავირუსზე ხვალ დილით დაიტესტება.

მეტი...