“მომდევნო ორი კვირა განსაკუთრებით კრიტიკულია და სოციალური დისტანციის ზომები მაქსიმალური სიზუსტით უნდა დავიცვათ” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღდგომის დღესასწაულზე ხალხის შეკრების შემდგომ რისკებთან დაკავშირებით ისაუბრა. თამარ გაბუნიას თქმით, ვირუსის გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, მომატებულია და ამისთვის ემზადებიან. „ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს, ორი კვირის წინ გატარებული სოციალური დისტანცირების ეფექტია, ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ სულ მცირე ორკვირიან პერიოდზე ვსაუბრობთ, ინტერვენციას შედეგი ექნება ორი კვირის დაგვიანებით. დღეს, როდესაც ჩვენ გვქონდა თავშეყრა, მართალია, ზომიერად და წესების დაცვით, ამის შედეგები უნდა გვქონდეს დაახლოებით, 10 დღის, ორი კვირის შემდეგ. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირების ღონისძიების კიდევ უფრო გამკაცრება იმისთვის, რომ ის გადაცემა, რომელიც შესაძლოა, მოხდა, კიდევ უფრო…

მეტი...

“კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს” – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილება პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს. „გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შეზღუდვების შერბილება არც ერთ ქვეყანაში პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს. ეპიდემიაზე გამარჯვება მოითხოვს მდგრად ძალისხმევას ცალკე პირებისა და მთავრობებისგან, რომლებაც უნდა განაგრძონ ბრძოლა ამ მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. მან თითოეულ სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყობ დაავადების თითოეული შემთხვევის გამოვლინება, ტესტირება, იზოლირება და მკურნალობა.

მეტი...

“ხანდაზმულებისთვის ეს ვირუსი იმდენად საშიშია, მათ გარეთ გასვლას არ ვურჩევთ” – ინფექციონისტი

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილი ყოფნა ძალიან რთულია, ხანდაზმული ადამიანები მაინც სახლში უნდა დარჩნენ. „მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს სახლში ჩაკეტვას გასაგებია, რომ შეიძლება გარკვეული უარყოფითი შედეგები მოჰყვეს, მაგრამ ხანდაზმულებისთვის ეს ვირუსი იმდენად საშიშია, რომ მათ გარეთ გასვლას არ ვურჩევთ“, – აღნიშნა ინფექციონისტმა

მეტი...

მესტიის მუნიციპალიტეტში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს

მულახში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი მოკლეს. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ადასტურებს. მერი ამბობს, რომ ჯერჯერობით, მისთვის დეტალები უცნობია.

მეტი...

“არა მგონია, ახლა ის სიტუაცია იყოს, სადაც ულტიმატუმის ენით უნდა ელაპარაკებოდე შენს ქვეყანას და საზოგადოებას” – ირაკლი სესიაშვილი

„ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ  covid19-ის გავრცელების  ძალიან მაღალი რიცხვები.  ეს შეუქცევადი პროცესი იყო და ამაზე გვაფრთხილებდნენ ეპიდემიოლოგები. ის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება არსებობს, ამას პირველ რიგში საზოგადოება ხედავს ძალიან კარგად და ამაზე მუდმივად საუბრობს  ხელისუფლება, მედიკოსები, ეპიდემიოლოგები“, –  განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. მისი ინფორმაციით, 22 აპრილს, ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის საკითხს განიხილავს. „სამწუხაროა, რომ ოპოზიცია პოლიტიკურად მანიპულირებს. არა მგონია, ახლა ის სიტუაცია იყოს, სადაც ულტიმატუმის ენით უნდა ელაპარაკებოდე შენს ქვეყანას და საზოგადოებას.  ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ ხელისუფლება  მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებასთან,რის შედეგადაც უკვე მობილიზებულია…

მეტი...

“მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო, თორემ ახლა სერიოზული პიკი გვექნებოდა” – მარინა ენდელაძე

“მიღებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო, თორემ ახლა სერიოზული პიკი გვექნებოდა”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობა ამ საკითხს შეგნებულად მიუდგა და უმეტესობა მართლაც სახლში დარჩა. „ამიტომ არის, რომ ეს ორი-სამი დღე არ არის დიდი მატება, როცა ამ პერიოდისათვის თუ არ იქნებოდა ყველა რეკომენდაცია დაცული, რა თქმა უნდა, დაიწყებოდა პიკის მონაცემები. პიკის განსაზღვრა ასე ადვილი არ არის, ეს მოსახლეობაზეა დამოკიდებული – მგონია, რომ აღდგომის დღეები კარგად გადავაგორეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მეტი...

პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ საფლავები აკურთხა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით სამღვდელოებამ მცხეთა-თბილისსა და რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა. სასაფლაოები იკურთხა ეპარქიებშიც. დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში, საღმრთო ლიტურგიაზე მიცვალებულთა სულები მოიხსენიეს და პანაშვიდი გადაიხადეს. ამ დღეს, როგორც წესი, მოქალაქეები საფლავებზე გადიან, თუმცა წელს, კორონავირუსის საფრთხის გამო დედაქალაქსა და რეგიონებში სასაფლაოებს სამართალდამცველები აკონტროლებდნენ. 17 აპრილს როგორც რეგიონების, ასევე, თბილისის 56-ვე მუნიციპალური სასაფლაო ათი დღით დაიკეტა. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 402-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.  გაიზარდა ასევე გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა და ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-გან უკვე 95 პაციენტი განიკურნა. გარდაცვლილია – 4. 

მეტი...

“ჩერნობილიდან რაიდიოაქტიური ღრუბელი სავარაუდოდ, ევროპამდე მიაღწევს” – საერთაშორისო ორგანიზაცია

საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები ბირთვული ომის წინააღმდეგ“ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩერნობილის აკრძალულ ზონაში ხანძარს სერიოზულად მოეკიდნონ. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ უკრაინის თავზე რადიოაქტიური ღრუბელი წარმოიქმნა, რომელმაც შესაძლოა, ევროპასაც მიაღწიოს. საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები ბირთვული ომის წინააღმდეგ“ აცხადებენ, რომ უკრაინიდან მომავალმა ღრუბელმა უკვე მიაღწია ევროპის რამდენიმე სახელმწიფომდე, სადაც დაფიქსირდა რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ-137-ის მომატებული დონე. ამასთან, უკრაინის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კიევში და კიევის ოლქში, ისევე როგორც ჩერნობილის აკრძალულ ზონაშიც, რადიაციული ფონი ნორმაშია.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ ორით გაიზარდა. ამ დროის მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 95 მოქალაქე. ამასთან, უკვე დადასტურებულია კორონავირუსის 402 შემთხვევა. გარდაცვლილია ოთხი პაციენტი.

მეტი...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს. სააგენტო “როიტერსი” ინფორმაციას საქართველოში ფონდის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. სელიმ ჩაკირის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით მილიარდნახევარზე მეტი დოლარის მოძიებაში დაეხმაროს. მან ასევე შეაქო საქართველოს მთავრობა ეკონომიკური შოკის შემსუბუქების მიზნით გატარებული ზომებისთვის. “მთავრობამ მოახერხა ფინანსების მობილიზება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან, რათა დაეფარა ჯანდაცვის და ეკონომიკის სფეროების ხარჯები და შეექმნა ე.წ. უსაფრთხოების ბალიში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული,” – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.

მეტი...

ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში საკვებით 50-მდე მოქალაქე მოიწამლა

ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში საკვებით მასობრივი მოწამვლის შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. „50-მდე პირის საკვებისმიერი მოწამვლის შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იყო ორი დღის წინ. ორი მათგანი იყო საყურადღებო, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კვლავ კარანტინში დაბრუნდნენ. სხვა შემთხვევები იყო მსუბუქი. შემთხვევას სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ. მისივე ინფორმაციით, ყველა მოქალაქე თავს კარგად გრძნობს. გამოკვლევის შემდეგ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მეტი...

ოკუპირებულ ახალგორში მესამე დღეა ხანძარია

ოსური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ახალგორში უკვე მესამე დღეა ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ტყეშია გავრცელებული. მათივე თქმით, ცეცხლი მიუვალ ადგილებშია, სადაც ტექნიკით შესვლა შეუძლებელია. „ტყეში ცეცხლი ფოთლებს უკიდია, რომლის მასშტაბი საკმაოდ დიდია. სამჯერ მოხდა თანამშრომლების მობილიზება და ტყეში შესვლა. დღის მანძილზე ჩვენ ვახერხებთ ცეცხლთან გამკლავებას, თუმცა ღამით ვრცელდება“, – აღნიშნულია ე.წ. სახანძრო სამსახურში.

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 79 ვაქცინასა და 155 პრეპარატზე მუშაობენ

ავსტრიის სამედიცინო ტექნოლოგიების ინსტიტუტის (AIHTA) ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო 79 ვაქცინასა და 155 პრეპარატზე მუშაობენ. პრეპარატების უმრავლესობის გამოყენება სხვადასხვა ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ ნებადართულია. კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მათ გამოსაყენებლად კი კვლევების დასრულებაა საჭირო. რაც შეეხება ვაქცინებს, 79-ვე ვაქცინა ჯერჯერობით შემუშავების ეტაპზეა.

მეტი...

“სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ – ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ” – ივანე მაჭავარიანი

“სააკაშვილის გადამკიდე შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, იგი მზადაა ჩაერთოს აშშ-ის, ევროპული სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან მოლაპარაკებებში და საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს. „ოდნავ მაინც, წარმოდგენა თუ აქვს ვინმეს, რასთან არის დაკავშირებული ამ თანხების მოზიდვა. მაშინ სააკაშვილის გადამკიდე, შეიძლება ის თანხებიც წაგვართვან, რასაც გვაძლევენ, ამიტომ ამ საკითხზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, სხვა ჟანრიდანაა. ერთადერთი, ვიცი, რომ რამდენსაც მეტს ჩაერევა, შანსია მეტი დავკარგოთ, ამიტომ გვაცადონ. ჩვენ ჯობია…

მეტი...

“კორონავირუსის დროს ევროპამ იტალია მარტო დატოვა” – იტალიის პრემიერი

“კორონავირუსის დროს ევროპამ იტალია მარტო დატოვა”, – ამის შესახებ განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. ჯუზეპე კონტეს თქმით, ეს ევროკომისიის პრეზიდენტმა აღიარა და ბოდიში მოიხადა, რასაც იტალიის მეთაური დადებითად აფასებს. “კორონავირუსის დროს ევროპამ იტალია მარტო დატოვა. ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შოკი გველოდება. ევროპამ ამ გამოწვევას სათანადო პასუხი უნდა გასცეს. ეს შესაძლებელი თუ ევროპა გამოიჩენს სიმამაცეს,” – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტემ.

მეტი...

“ბევრი სახლში ვერ დარჩება, რადგან მაცივრები ცარიელი აქვთ” – ბრაზილიის პრეზიდენტი

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო იმედოვნებს, რომ მომდევნო კვირიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო რეგიონების მიერ დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. „ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია აღვადგინოთ ბრაზილია. ვიმედოვნებ, რომ ეს კარანტინის რეჟიმის უკანასკნელი კვირაა, რის გამოც ხალხს სახლში ყოფნა უწევს. ბევრი ვერ დარჩება სახლში, რადგან მაცივრები ცარიელი აქვთ“, – განაცხადა ბრაზილიის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მეტი...

“ოპოზიცია რამდენად ზრუნავს ადამიანის სიცოცხლეზე, ეს მათი ქმედებებიდან ჩანს” – გურამ მაჭარაშვილი

“ოპოზიცია რამდენად ზრუნავს ადამიანის სიცოცხლეზე, ეს მათი ქმედებებიდან ჩანს, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება ნიშნავს, რომ ყველა შეზღუდვა გრძელდება. „სავარაუდოდ ხვალ იქნება პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის თანახელმოწერა, რომელიც უკვე საკმარისია იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობა 10-მაისამდე გაგრძელდეს, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ უმრავლესობა, როგორც მინიმუმ და თუ ოპოზიციაც მოვა ძალიან კარგი, შევიკრიბებით, ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით და უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მეტი...

“თქვენს ქცევებს უნდა მოეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკური ეტაპი ჯერ არ დამდგარა და მომავალი სამი-ოთხი კვირა საკმაოდ რთული იქნება. „ზრდა არის დუნე, რადგან ჯერ პიკი არ არის. ჩვენ შიდა გავრცელების შემთხვევები გვაქვს უკვე 22-23 მარტიდან, ამიტომ როგორც წესი, შემდგომი შვიდი-რვა კვირა, როცა შიდა გავრცელება იწყება, არის ხოლმე რთული, ამიტომ ყველა უნდა მოეკიდოთ ძალიან მაღალი სიფრთხილით მომავალი სამი-ოთხი კვირის განმავლობაში თქვენს ქცევებს. თუ გვინდა, რომ ნაკლები დაზიანებით გადავიაროთ ეს პიკური პერიოდი, მაქსიმალურად დაიცავით ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო იძლევა“,- განაცხადა ამირან გემყრელიძემ.

მეტი...

მუხრანის ქუჩაზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

მუხრანის ქუჩაზე გაზის მილი დაზიანდა და ბუნებრივი აირის ძლიერი გაჟონვა დაფიქსირდა. ამ წუთებში იქ  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს. მილის დაზიანება მანქანის შეჯახებამ გამოიწვია. ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა და მის დასაკავებლად ღონისძიებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დროულად მოახერხეს მილის გადაკეტვა, თუმცა მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, იქ მცხოვრებთა ევაკუაცია გადაწყდა.

მეტი...

კლდიაშვილის ქუჩაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ორი პირი დააკავეს

თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ორი პირი დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს სამართალდამცველებმა სოციალური დისტანცირებისა და საგანგებო მდგომარების ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც საპატრულო ეკიპაჟთან დაპირისპირება და ორი პირის დაკავება მოჰყვა. ორი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

მეტი...

“უამრავი დასნეულებული პაციენტი უნდა გვყავდეს, მაგრამ საბედნიეროდ, არ გვყავს – ამას რაღაც ფაქტორი განაპირობებს” – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კორონავირუსი სხვადასხვა გენოტიპში, სხვადასხვა ფენოტიპურ გამოვლინებებს იწყებს. ლევან რატიანის ვარაუდით, ჩვენი გენეტიკა აქტიურია და სწორედ ეს შეიძლება იყოს მიზეზი ქვეყანაში ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის. „არსებობს გეოგრაფია და ამ გეოგრაფიის ფარგლებში მცხოვრები ადამიანები. სხვადასხვა გარემოზე ვართ ადაპტირებული. სწორედ ესაა ორგანიზმის მდგრადობის გამოვლინება. სიმართლე გითხრათ, ჩვენი გენეტიკა ადრენალდამოკიდებულია, ანუ მოდუნებულები კი არა, აქტიურები ვართ. შესაძლებელია, ესეც განაპირობებდეს ჩვენს ქვეყანაში ვირუსზე ასეთ გამოვლინებას. ახლა ჩვენ ვართ პიკის ეტაპზე, უამრავი დასნეულებული პაციენტი უნდა გვყავდეს, მაგრამ საბედნიეროდ, არ გვყავს – ამას რაღაც ფაქტორი განაპირობებს, რომელიც არ ვიცით და აუცილებლად გვეცოდინება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი...

ხვალიდან, საქართველოში ამინდი გაუარესდება

ხვალიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 აპრილიდან 24 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, 22 აპრილიდან მაღალ მთაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.  მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. რაც შეეხება მოსალოდნელ ტემპერატურას, დედაქალაქში მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში მინიმალური ტემპერატურა +5, მაქსიმალური კი – +18 დაფიქსირდება.  

მეტი...

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

დაღესტანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ხუთ კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 16:53 საათზე დაფიქსირდა. საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიდიდემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

უეფა მზად არის მატჩები მაყურებლების გარეშე ჩაატაროს

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერნმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია მზად არის მატჩების მაყურებლების გარეშე ჩასატარებლად, თუ ეს ნაბიჯი დაეხმარება საფეხბურთო ტურნირების უახლოეს მომავალში განახლებას. „პრიორიტეტი გახლავთ გულშემატკივრების, მოთამაშეებისა და მწვრთნელების ჯანმრთელობა, – განაცხადა ჩეფერინმა. – მე ოპტიმისტი ვარ, მიმაჩნია, რომ არსებობს ვარიანტები, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვაახლოთ ჩემპიონატები და თასის გათამაშებები და დავასრულოთ ისინი. შესაძლოა, მოგვიწიოს მაყურებლების გარეშე თამაში, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარია, მატჩების ჩატარება. დღევანდელ მძიმე დროში, ეს ადამიანებს სიხარულსა და იმედის გრძნობას მოუტანს, თუნდაც ფეხბურთი მარტო ტელევიზორში იყოს. ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ ვერ შევძლებთ სეზონის დასრულებას. ეფექტი შეიძლება საშინელი აღმოჩნდეს…

მეტი...

არც წითელი კვერცხები, არც სანთლები და არც ჭიქა ღვინო – „მედიაცენტრი მთავარი“ სასაფლაოდან (ვიდეო)

დღეს, მიცვალებულის ხსოვნის დღეა, თუმცა, სასაფლაოები დაკეტილია. მოსახლეობაც ითვალისწინებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას და წელს პირველი შემთხვევაა, როცა სასაფლაოებზე ვერც წითელ კვერცხებს ნახავთ, ვერც პასკებს, ვერ სანთლებსა და ვერც ჭიქა ღვინოს.    „მედიაცენტრი მთავარი“ დასავლეთ საქართველოში რამდენიმე სასაფლაოზე იმყოფებოდა და ყველგან იდენტური ვითარებაა. ფოთში, ქუთაისსა და სენაკში, სასაფლაოების შესასვლელში მხოლოდ პოლიცია და შესაბამისი დაცვა დგას. სასაფლაოზე შესვლა აკრძალულია. “მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მეტი...

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია-ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონიტმა, პაატა ვეფხვაძემ განაცხადა. პაატა ვეფხვაძის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 5 პაციენტი იმყოფება, აქედან 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია: “ჯერ ახალი შესაძლო შემთხვევა არ დაგვიწვენია. დღეს ავიღებთ განმეორებით ტესტებს, რომელთა უარყოფითი პასუხის შემთხვევაში გვეყოლება ახალი გამოჯანმრთელებული. რეანიმაციაში 5 პაციენტი გვყავს, რომელთანაგ 2 არის კრიტიკული. ზოგადად, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება მცირეწლოვან პაციენტებს, ასეთი 5 გვყვავს აქედან ყველაზე პატარა არის 9 თვის. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პროგნოზი არის კეთილსაიმედო”-ამბობს ინფექციონისტი.

მეტი...

დღეის მდგომარეობით სამშობლოში 6 747 ადამიანი დაბრუნდა

20 აპრილის მონაცემებით, ადგილზე დახმარება უცხოეთში მყოფ 9 058 მოქალაქეს გაეწია, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 6 747, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ყოველ დღე ახლდება მონაცემები COVID 19 გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ. აღნიშნული მონაცემები ორი სახის ინფორმაციას შეიცავს, კერძოდ სამშობლოში დაბრუნებამდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ეტაპობრივი დაბრუნების სტატისტიკა. როგორც ცნობილია, მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი…

მეტი...

გახანგრძლივდება თუ არა საავტომობილო გადაადგილებაზე აკძალვა ხვალ გადაწყდება

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, ანუ 22 აპრილამდე, ოთხშაბათამდე და შესაბამისად, ხვალ მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის. გახანგრძლივდება თუ არა ეს აკრძალვა, პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს, რის შემდეგაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება. მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები.

მეტი...

“სასულიერო პირები პრევენციულად არიან თვითიზოლაციაში” – შოთა რეხვიაშვილი

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარტყოფის მონასტერში სასულიერო პირები თვითიზოლაციაში რჩებიან. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. „ისინი პრევენციულად არიან თვითიზოლაციაში. ჩემი ინფორმაციით, რაიმე სიმპტომი არ დასტურდება. თუკი რაიმე იქნება საჭიროება, ბუნებრივია იქ გამკაცრდება ზომებიც და კონტროლიც”, – განაცხადა რეხვიაშვილმა. შეგახსენებთ, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მარტყოფის მამათა მონასტერში 6 სასულიერო პირი თვითიზოლაციაში იმყოფება.

მეტი...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 20 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის თეა თავართქილაძის განცხადებით, კლინიკაში კოვიდინფიცირებულების რიცხვი დღეს არ გაზრდილა. “ამ ეტაპზე არის 61 პაციენტია ჩვენს კლინიკაში. 36 პაციენტი არის დადასტურებული ინფექციით. მათი მდგომარეობა არის სტაბილური. საღამოს ველოდებით 20 პაციენტის ტესტირების პასუხს. კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი დღეს არ გაზრდილა. რჩება ისევ 36 და არიან არსებული კლასტერებიდან. ყველა მათგანი იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე, ანუ სუნთქვის აპარატზე არცერთი არ არის. ყველა მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რამდენიმე მათგანს აღენიშნება პნევმონია,” – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

მეტი...

“სააკაშვილი არცერთი თეთრის მომტანი არ არის, ის კლოუნადით არის დაკავებული” – ირაკლი სესიაშვილი

„სააკაშვილი რომ არცერთი თეთრის მომტანი არ არის – ეს ყველამ კარგად ვიცით.ის კლოუნადით არის დაკავებული, მას არც თანხის მოძიება შეუძლია და მეტიც, მისი წარმომადგენლობა, საქართველოს სახელით მოქმედება ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იმიჯის შემლახავია, რამდენადაც მას სერიოზულად არავინ აღიქვამს“. ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინიციატივას.

მეტი...

“ეპიდემიის დროს იტალია მარტო დატოვეს” – იტალიის პრემიერი

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს თქმით, კორონავირუსის დროს ევროპამ იტალია მარტო დატოვა. ამის შესახებ განცხადება კონტემ გერმანულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავადაც აღიარა, რომ იტალია მიატოვეს და ბოდიში მოიხდა. კონტეს თქმით, ის ევროკომისიის პრეზიდენტის ამ ჟესტს აფასებს. „ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი შოკი გველის. ევროპამ ამ გამოწვევას სათანადო პასუხი უნდა გასცეს. ეს შესაძლებელია, თუ ევროპა გამოიჩენს სიმამაცეს“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ.

მეტი...

“როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ” – დავით ზალკანიანი

ევროკომისიის პრეზიდენტთან ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბარი შედგა; საუბარი შეეხო იმ ერთობლივ ძალისხმევას, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან ერთად პანდემიის ბრძოლის კუთხით ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ევროკავშირი არიან ძალიან ახლო მეგობრები და საქართველოს ევროკავშირის სახით ძალიან ძლიერი მეგობარი ჰყავს. „ეს დადასტურდა კრიზისის პერიოდში ჩვენი ძალიან მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, რაც გამოიხატა კონკრეტულ შედეგებსა და იმ ხელშესახებ ფინანსურ მხარდაჭერაში, რასაც ევროკავშირი საქართველოს მიმართ ახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა იმ ზომების…

მეტი...

“ვირუსთან ბრძოლის დროს ჩინეთი აშშ-ის მტერი არ არის” – ჩინეთის მთავრობა

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის დროს „ჩინეთი აშშ-ის მტერი არ არის“. „ამერიკელები დარწმუნებულები უნდა იყვენ, რომ ჩინეთი მათი მტერი არ არის. საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, რათა ვირუსთან ბრძოლაში გაიმარჯვოს“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო უწყებაში. მათივე თქმით, „პანდემიის დროს ჩინეთზე თავდასხმა აშშ-ს კარგს არაფერს მოუტანს“. „ჩინეთზე თავდასხმა ვერ დააბრუნებს დაკარგულ დროს და სიცოცხლეებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აშშ პატივისცემით მოეკიდება ფაქტებს, მეცნიერებას და საერთაშორისო კონსენსუსს. მათ უნდა შეწყვიტონ ჩინეთზე თავდასხმა და პეკინის დადანაშაულება. შეწყვიტეთ უპასუხისმგებლო კომენტარები და ფოკუსირებული იყავით ვირუსთან ბრძოლასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ,…

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე პარლამენტი 22 აპრილს იმსჯელებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებას პარლამენტი, სავარაუდოდ, 22 აპრილს დაამტკიცებს. მისივე განმარტებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედება წყვეტას არ განიცდის და მისი გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მაშინვე შევა ძალაში, როგორც კი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი შესაბამის ბრძანებას ხელს მოაწერენ. „ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ შიდა გავრცელების საფრთხე რეალობაა და ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, კოვიდ19-ით დაავადებულთა რიცხვი მზარდია. შესაბამისად, ლოგიკურია და სრული პასუხისმგებლობით საჭიროა, რომ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს. პრეზიდენტი და პრემიერი ერთად გამოაცხადებენ საგანგებო მდგომაორებას და პარლამენტი, სავარადუდოდ, 22 აპრილს დაამტკიცებს. ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევას და ვიღებთ პასუხისმგებლობას.…

მეტი...