ნიუ-იორკის შტატში წყვილები დაქორწინებას ონლაინ შეძლებენ

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც წყვილები დაქორწინებას ონლიან შეძლებენ. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, მოქალაქეები ქორწინების შესახებ განცხადების შეტანას დისტანციურად შეძლებენ, მოხელეები კი მათ ვირტუალურ ცერემონიაზე დააქრორწინებენ. ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი 15 მაისამდე გაგრძელდა. ნიუ-იორკში კორონავირუსს 13 ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

მეტი...

“აპრილის ბოლომდე ინფიცირებულთა რაოდენობა თუ 1000-ს არ გადააჭარბებს, კეთილსაიმედო სცენარის გაგრძელება იქნება” – აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” ერთ-ერთი დამფუძნებლისა და მკვლევარის აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თვის ბოლოსთვის 1000-ს არ გადააჭარბებს, შესაძლოა მოვლენები ნაკლები დრამატულობით წარიმართოს. როგორც ზოიძემ აღნიშნა, აღდგომის ღამეს მრევლის ნაწილმა სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა. “ძალიან ბევრმა კეთილგონიერება, სიყვარული და მოყვასი აირჩია და შესაბამისად, ვხედავდით, რომ იქ ვინც მივიდა ის მრევლიც საკმაოდ მოწესრიგებულად ცდილობდა რეკომენდაციების დაცვას. აპრილის ბოლომდე თუ 1000-ს არ გადააჭარბებს პაციენტთა რაოდენობა, ეს იქნება კეთილსაიმედო სცენარის გაგრძელება. ამავე პერიოდში დავინახავთ, რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ეპიდემიოლოგიური კუთხით მოხდა თუ არა,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მეტი...

“მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდა სახლში” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, ქართულმა საზოგადოებამ გუშინ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინა. “გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ასე შენდება წარმატებული სახელმწიფო!” – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში. პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, რათა მალე დაუბრუნდნენ ჩვეული ცხოვრების რიტმს.  “გუშინ ქართველმა ხალხმა, საკუთარი რწმენისა და ეკლესიის მიმართ ერთგულებასა და პატივისცემასთან ერთად, გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით აუცილებლად მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას! მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს შეხვდა სახლში. მადლობა მათ, ვინც გუშინ ტაძარში ყოფნისას დაიცვა ყველა ის მოწოდება და რეკომენდაცია, რომელსაც…

მეტი...

აღდგომის ღამეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები 230-მა ადამიანმა დაარღვია

აღდგომის ღამეს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები 230-მა ადამიანმა დაარღვია. კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმებულია 71 მოქალაქე. 68 პირი დაჯარიმდა სოციალური დისტანციისა და საჯარო სივრცეში შეკრების გამო. 91 პირი კი, მგზავრთა გადაყვანას ავტომობილით გადაადგილებას წესების დარღვევით ცდილობდა.

მეტი...

“9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა” – ანდრია ჯაღმაიძე

“9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. „ქრისტე აღდგა! მინდა, ყველას მოგეფეროთ! ყველას! ისეთი მოჭარბებული სიხარული მოგვცა ღმერთმა ამ ღამეს, შეგვიძლია, ყველა უსიყვარულობა, განკითხვა, შური და მტრობა დავამარცხოთ! რომ შეიძლებოდეს სათითაოდ, ყველა ქართველს მოგილოცავდით პირადად! 9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა! 1. აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან. 2. ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცვილი რაი დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა. 3. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყუნენ წინაშე ღმრთისა და განსხცრებოდიან სიხარულითა. 4. აქებდით ღმერთსა და უგალობდით სახელსა…

მეტი...

ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა

ბოლნისში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 54-მდე გაიზარდა. ინფექცია დღეს კიდევ სამ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებული პირები მუნიციპალიტეტში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. შესაბამისად, ინფექციის წყარო დადგენილია.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის. „გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობას გიხდით იმ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რომელიც გუშინ ქართველმა ერმა გამოიჩინა. ამით ჩვენ ვიტვირთეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა! ყველას გიხდით მადლობას! ქრისტე აღდგა!“ , – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

“მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც მაგალითი მისცა მსოფლიოს, აჩვენა, როგორ შეგვიძლია ერთად დგომა” – მეუფე გერასიმე

ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე შარაშენიძემ ქადაგებისას მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და აღნიშნა, რომ ქართველებმა მსოფლიოს ერთად დგომის მაგალითი აჩვენეს. „ვნების შვიდეულში ჩვენ გოლგოთის გზა გავიარეთ თითოეულმა ჩვენგანმა, თქვენთან ერთად. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით. მინდა, მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, ქართველ ხალხს, რომელმაც მართლაც მაგალითი მისცა მთელ მსოფლიოს, აჩვენა, ჩვენ, ქართველები როგორები ვართ, ქართველებს როგორ შეგვიძლია ერთად დგომა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს, გაახაროს სრულიად საქართველო, მთელი სამყარო, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთში არიან, ნაწილი ღვთის წყალობით,…

მეტი...

“დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ მოქალაქეებმა გუშინ სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, რისთვისაც მათ მადლობას უხდის. „რაც ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო ვთქვათ თავშეყრილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, იგივე ტაძრებში და დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირების მექანიზმები, ძალიან ბევრი არ მივიდა, მადლობა ამ ადამიანებს, ეს სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების შემდგომი ზრდის რისკს მხოლოდ და მხოლოდ შეამცირებს. დამშვიდების საფუძველს ჩვენ არაფერი გვაძლევს. ერთი და ორი დღე დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ მოგვცემს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ ახალი შემთხვევების ზრდა კვლავ მოსალოდნელია და…

მეტი...

“თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ნულამდე დაიყვანენ საფრთხეს” – თენგიზ ცერცვაძე ღამით ეკლესიაში მყოფ ადამიანებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს ახალ რეკომენდაციებს აძლევს. თუ ის პირები, რომლებიც ეკლესიებში იმყოფებოდნენ, იზოლაციაში დარჩებიან და შეძლებენ ოჯახის წევრებთან ახლო კონტაქტს თავი აარიდონ, ვირუსის გადადების საფრთხე შემცირდება. “ამ პირებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს მოწოდებები და მაინც მივიდნენ, არამგონია მათ ახლა ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინონ და თვითიზოლაციაში წავიდნენ. თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა მათ შეექმნათ ღამის განმავლობაში. მე ვხედავ, რომ თითქმის ყველა მათგანს უკეთია ნიღაბი. იდეალური დაცვა არ არის, მაგრამ არის მცდელობა სოციალური დისტანციის დაცვის,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

„ჯორჯიან ეარვეისი“ რომი-თბილისის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ რომის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, დაგეგმილ რომი-თბილისის ავიარეისზე ბილეთების გაყიდვა, დღეს თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ერთი გზის, რომი-თბილისის ფასი 199 ევროს შეადგენს. „დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე, გაიხსნება გაყიდვები რომის რეისისთვის. დიდი მოთხოვნის გამო, ადგილები კვლავ შეზღუდულია. მგზავრებს, რომელთაც დიდი ხნის წინ ჰქონდათ შეძენილი ბილეთები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს (რომელიც ასევე შეეცდება დაგიკავშირდეთ, თუ საკონტაქტო დეტალები სწორად გაქვთ მითითებული ჯავშანში). რაც შეეხება ბილეთებს, რომელიც დღეს უნდა გაიყიდოს: წინასწარი დაჯავშნა არ არის შესაძლებელი, ასევე არ ხდება ბილეთების ხელმეორედ რეალიზაცია, სახელის შეცვლა, ან ბილეთების დაბრუნება. ერთი…

მეტი...

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 394 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 86 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 394 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 86 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5094 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547.

მეტი...

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო დატოვა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. ახალგაზრდა მამაკაცი უკვე სახლშია. ეს უკვე მეორე პაციენტია, რომელიც კლინიკიდან გაეწერა. ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში 25 პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მეტი...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი ორ პაციენტს დაუდასტურდა. ინფორმაციას კლინიკის პრესსამსახურში ადასტურებენ. მათივე ცნობით, პაციენტებს თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ.

მეტი...

თელ-ავივი-თბილისის რეისით სამშობლოში საქართველოს 154 მოქალაქე დაბრუნდა

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. თელ-ავივი-თბილისის რეისით სამშობლოში 154 მოქალაქე დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს. 14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან და ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციიის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან…

მეტი...

კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს (ვიდეო)

თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ფეისბუქზე პირდაპირი ჩართვის დროს ისაუბრა, როდესაც მოქალაქეებს შვილებთან ერთად მიმართა. კახა კალაძემ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა ამ მძიმე ვითარებაში რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, რადგან ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ ამ მძიმე ვითარებაში. „ჩვენ ვხედავთ, რა რთული ვითარებაა მსოფლიოში. სამწუხაროდ, დღეს მეოთხე გარდაცვლილი გვყავს. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და ახლობლებს. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ერთმანეთის სიცოცხლისთვის, ერთმანეთის ჯანმრთელობისთვის. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ შევასრულებთ რეკომენდაციებს, ძალიან მალე, გამარჯვებული გამოვალთ ამ რთული და მძიმე მდგომარეობიდან“, – განაცხადა თბილისის…

მეტი...

“2020 წლის სერია” – პრეზიდენტის პასკები (ფოტო)

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, თავისი გამომცხვარი პასკების ფოტოს აზიარებს და წერს: “2020 წლის სერია”.

მეტი...

თენგიზ ცერცვაძის რეაქცია, როდესაც კორონავირუსით მე-4 პაციენტის გარდაცვალების შესახებ შეიტყო (ვიდეო)

როდესაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში მე-4 პაციენტის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, პირდაპირ ეთერში ფეხზე წამოდგა. ის ერთ-ერთ ტელევიზიაში იყო მიწვეული სტუმრად.   საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-4 პაციენტი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ის ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა.

მეტი...

“დარჩი სახლში და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება, ქრისტე აღდგა!” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.: „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია. ჩვენ, ქართველებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს. სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა, თითოეულ ჩვენგანში დღეს კიდევ უფრო ძლიერია რწმენა და იმედი, რომ ამ განსაცდელს მალე სიხარული მოჰყვება. დარჩი სახლში! და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება. ქრისტე აღდგა!“ – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში. გიორგი გახარიას მილოცვას თან ერთვის ფოტო, რომელიც გადაღებულია 2019 წელს, აღდგომის დღესასწაულზე, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში. #დარჩისახლში

მეტი...