აშშ-ის საელჩო სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ რუსეთის მიერ მართულ აგრესიულ ბორდერიზაციას გმობს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის განხორციელებას გამოეხმაურა. „ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მართულმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაახლეს აგრესიული „ბორდერიზაცია” რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, სოფელ ტახტისძირთან. ჩვენ ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ გადაუდებელ ძალისხმევას, განსაკუთრებით აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა, რაც ემსახურება…

მეტი...

“ეს პიკი უნდა გადავიაროთ მშვიდობიანად” – თენგიზ ცერცვაძე

“ჩვენ ვისწავლით ამ დაავადებასთან თანაცხოვრებას, ოღონდ მინიმალური რისკის ფასად, ისე როგორც ხდება გრიპის ეპიდემიის დროს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ექიმებს კორონავირუსის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ორი თვის წინ. „როცა ჩვენ ვამბობთ რომ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება, ვგულისხმობთ, რომ ეს პიკი უნდა გადავიაროთ მშვიდობიანად, დიდი დანაკარგების გარეშე, შემდეგ იყოს ამ დაავადების ცალკეული შემთხვევები, თუნდაც რამდენიმე ათეული შემთხვევა. ჩვენ ვიქნებით უკვე გამობრძმედილი და კიდევ მეტი ინფორმაცია გვექნება ვირსუსის შესახებ ვიდრე ახლა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მეტი...

თბილისის ანძა გერმანიის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად თბილისის ანძა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. „საქართველო თქვენ გვერდით არის! ერთად დავამარცხებთ პანდემიას!“ – ამ მესიჯს საქართველო გერმანელ ხალხს უგზავნის. საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის, ესპანეთის, თურქეთის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და აზერბაიჯანის დროშების ფერებში გაანათა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 21:45 საათზე 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ დოჭუსთან იყო.

მეტი...

“ღმერთმა დაიფაროს და მართლაც რომ მოხდეს ის, რის პროგნოზებსაც აკეთებენ, თქვენ ნახავთ, რა ნაბიჯებს გადადგამს ეკლესია” – მეუფე გრიგოლი

“ღმერთმა დაიფაროს და მართლაც რომ მოხდეს ის, რის პროგნოზებსაც აკეთებენ, თქვენ ნახავთ, რა ნაბიჯებს გადადგამს ეკლესია”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა. „ფაქტია, მე მანამდეც ვისმენდი სპეციალისტების და ხელისუფლების გამონათქვამებს, რომ მდგომარეობა მძიმეა. მაგრამ ერთი რამ ცხადია, როდესაც, თუნდაც საპატრიარქოში მოდიოდნენ და უწმინდესობას ამის შესახებ ეუბნებოდნენ; პირადად მე როცა მქონდა საშუალება, ერთ-ერთ შეხვედრას დავსწრებოდი, იცით, იმდენად დიდი კრძალვით, მორიდებითა და პატივისცემითა და უხერხულობით საუბრობდნენ ამ პრობლემებზე, რომ დამაჯერებლობა აკლდა, ამას მე ვფიქრობ. ასე რომ, მთლად ეკლესიას ნუ დავდებთ ბრალს. ღმერთმა დაიფაროს და მართლაც რომ მოხდეს ის,…

მეტი...

“გველის ორი-სამი, თუ არა მეტი უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სახლში დარჩენა. დარჩით სახლში” – სალომე ვზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს. „შინ დარჩენილებიც საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით. ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობას და უნდა ვიცოდეთ, რომ ერთიანობა და სოლიდარობა ჩვენი გადარჩენის იარაღი იქნება არა მხოლოდ დღეს, დაავადებასთან ბრძოლაში, არამედ ხვალაც, როცა დადგება ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დრო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, კანონი იკანონებს და როგორც აქამდე, სამაგალითოდ დავძლიეთ პირველი კრიზისული ეტაპი, ხვალინდელ მძიმე დღეებსაც გავუმკლავდებით. და ბოლოს, ვიცით, რომ გველის ორი-სამი, თუ არა მეტი უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სახლში დარჩენა. დარჩით სახლში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მეტი...

“ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ჩვენ ამ პერიოდის მხოლოდ დასაწყისში ვართ” – სალომე ზურაბიშვილი

“ერთად უნდა გავუმკლავდეთ ურთულეს გამოწვევას, თუ არ გვინდა, რომ საქართველომ გაიზიაროს ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნები ვერ აცდნენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს წითელი პარასკევია, დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე და უჩვეულოა, რომ ამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა საჭიროდ ჩათვალოს მიმართოს თავის ხალხს. საჭიროდ მივიჩნევ იმიტომ, რომ ახლა ჩვენი სახელმწიფო ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე დრო დგება და ჩვენ ამ პერიოდის მხოლოდ დასაწყისში ვართ. ყველა მონაცემი, სხვა ქვეყნების გამოცდილება, ექიმების გაფრთხილებები, ეპიდემიოლოგების შეფასებები და მიმდინარე პროცესი გვიჩვენებს, რომ არ გვაქვს არც მოდუნების და არც…

მეტი...

კორონავირუსის ინფექციის სამართავად მობილიზებული კლინიკების ჩამონათვალი – მთავრობის დადგენილება

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისთვის მობილიზებული სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი დადგენილებით განსაზღვრა. კლინიკების ჩამონათვალი დადგენილების ორი დანართით არის განსაზღვრული და მთლიანობაში 44 სამედიცინო დაწესებულებას მოიცავს. ასევე დადგენილება განმარტავს, მომსახურებებს, რომელიც აღნიშნულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ, დანართების შესაბამისად. ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, შერჩეულ დაწესებულებებში უნდა განხორციელდეს COVID-19-ის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მართვისთვის სამედიცინო დაწესებულებების საწოლფონდის სრულად მობილიზება პირველი დანართის, მათ შორის არსებული პაციენტების გადაყვანა (დაწესებულების სრულად დაცლა) შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში და ან მათ ბაზაზე არსებული საწოლფონდის (მათ შორის, რეანიმაციული) გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და, საჭიროების…

მეტი...

“ჩვენს კლინიკაში უკვე 101 პაციენტი გვყავს, საიდანაც ნახევარზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია, რაც კარგი მაჩვენებელია” – მარინა ეზუგბაია

“ჩვენთან გატარებული პაციენტების რაოდენობამ გადააჭარბა 100-ს, უკვე 101 პაციენტი გვყავს, საიდანაც ნახევარზე მეტი, 50-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელებულია, რაც კარგი მაჩვენებელია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ბოლო მონაცემები უცვლელია, დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა. „როგორც დილით მოგახსენეთ, დადასტურებული შემთხვევა იყო 370. საღამოსაც იგივე ციფრი რჩება. გამოჯანმრთელებული არის – 79. იცით, რომ 24 საათის განმავლობაში 34 პაციენტი დაგვემატა, რომელთაგან დღეს, ექვსი პაციენტი ჩვენთან შემოვიდა. უკვე გვყავს 45 დადასტურებული პაციენტი. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან გატარებული პაციენტების რაოდენობამ გადააჭარბა 100-ს. უკვე 101 პაციენტი გვყავს. ამ 370-დან 101 პაციენტიდან ნახევარზე…

მეტი...

“რუსეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ლუგარის ცენტრის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებისგან” – ვლადიმერ კონსტანტინიდი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი რუსეთის მხარეს მოუწოდებს თავი შეიკავოს ლუგარის ცენტრის შესახებ პროვოკაციული განცხადებებისგან და ძალისხმევა მიმართოს არა დეზინფორმაციის გავრცელებაზე, არამედ მთელი მსოფლიოსათვის საშიშ დაავადებასთან რეალურ ბრძოლაზე. „ცენტრის წვლილი ნამდვილად ფასდაუდებელია და მისი 24-საათიან რეჟიმში მუშაობის გარეშე ჩვენ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში არა თუ ვერ მივაღწევდით იმ წარმატებებს, რომლებსაც მთელი მსოფლიო აღიარებს, არამედ შესაძლოა, რეალურად კატასტროფულ ვითარებაში აღმოვჩენილიყავით. ცენტრის ამ საქმიანობისა და როლის თაობაზე კარგადაა ცნობილია რუსეთშიც და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის პროვოკაციული განცხადებები. გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა და მისი დამარცხება მხოლოდ ყველა სახელმწიფოს…

მეტი...

“რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში მეუფე იაკობს, მითხარით, რა გავაკეთე საბოდიშო, ღმერთმა შეუნდოს, რაც თქვა ჩემზე” – ამირან გამყრელიძე

“რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში მეუფე იაკობს, მითხარით, რა გავაკეთე საბოდიშო, ღმერთმა შეუნდოს, რაც თქვა ჩემზე”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „რა კომენტარი უნდა გავაკეთო ახლა, ამ წითელ პარასკევს. რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში, მითხარით, რა გავაკეთე საბოდიშო, გამაგებინეთ. არ არის სასურველი, აღდგომის დღეებში მე ვუპასუხო მეუფე იაკობს? მეუფე ორჯერ ესწრებოდა ჩემს შეხვედრას საპატრიარქოში პატრიარქთან და ძალიან კარგად იცის ჩემი მოსაზრებები ყველაფერთან დაკავშირებით, რა რეკომენდაციებიც მე მივეცი საპატრიარქოს. არაფერი განსხვავებული არ არის. იგივეა, რასაც მოსახლეობას ვაძლევ რეკომენდაციების სახით. ახლა, მაპატიეთ და, ამ ტიპის გამოხტომაზე და გამოსვლაზე ნამდვილად არ…

მეტი...

საგანგებო მდგომარეობისას მოქმედი წესების დარღვევის გამო, 152 კომპანია დაჯარიმდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი შეზღუდვებისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 152 კომპანია დაჯარიმდა. „საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-7 და მე-9 მუხლების, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისი ნორმების აღსრულების მიზნით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ კონტროლს აღნიშნული დადგენილების აღსრულებაზე. კონტროლში მოიაზრება იმ მეწარმე სუბიექტების გამოვლენა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერებული აქვთ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. ამასთან, მონიტორინგს ექვემდებარებიან ის მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც საგანგებო…

მეტი...

„ხელი სპირტით დაიმუშავეს და სიგარეტის მოკიდებისას ცეცხლი წაეკიდათ“ – დამწვრობის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ მედიკოსების რეკომენდაციები და ისეთ შეცდომებს ნუ დაუშვებენ, რაც მათთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდება. როგორც ექიმი აცხადებს, არაერთი შემთხვევა მოხდა, როცა ადამიანებმა, დაზიანებები მიიღეს.     „გვქონდა  შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა, „კორონავირუსისგან“ თავის დასაცავად  ხელები სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს, შემდეგ სიგარეტის მოკიდებისას ცეცხლი გაუჩნდათ და მიიღეს დამწვრობა. ამას გარდა, არის შემთხვევები, როცა ადუღებულ წყალს სვამენ და ამ გზითაც იზიანებენ საკუთარ თავს. ნუ დალევთ ადუღებულ წყალს, შეიძლება ტუჩების ყელის და საყლაპავი მილის დამწვრობა გამოიწვიოს. რაც შეეხება ხელების სპირტით დამუშავებას, სიგარეტს მას მერე მოუკიდონ, როცა ხელები კარგად შეშრება“ –…

მეტი...

“ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულის განწყობა გაუზიარეთ და არა ვირუსი!” – საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა ქვეყნის მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართავს და მოუწოდებს თითოეულ ოჯახს საქართველოში, წელს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისას, პირველ ადგილზე დააყენონ საზოგადოების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.  „აღდგომა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულია, რომელსაც მრავალი ოჯახი ერთად აღნიშნავს. დღეს საზოგადოების სააღდგომო განწყობა ასევე გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას კორონავირუსისგან საკუთარი თავისა და სხვათა დასაცავად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა გაგებით ეკიდება და იცავს მთავრობის რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით შემუშავებულ პროფილაქტიკურ ზომებს ეფუძნება. ამის შედეგად კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კონტროლს ექვემდებარება და ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. მოვუწოდებთ თითოეულ ოჯახს…

მეტი...

“მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებზე მაღალია” – “როიტერი”

“ახალი კორონავირუსით მოსკოვში იმაზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები ადასტურებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.  ქვეყნის კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალურ მონაცემებში არ შედიან ისინი, ვისაც არ აქვს სიმპტომები, არ ჰქონია დადასტურებული კონტაქტი ინფიცირებულთან და არც ახლო წარსულში მოგზაურობის ისტორია აქვს. მათი მონაცემებით, რუსეთში „კოვიდ-19“-ის დაახლოებით 6000 ასიმპტოპური შემთხვევაა დაფიქსირებული. კომერციული ტესტები რუსეთში მარტის შუა რიცხვებიდან ტარდება და მათთვის არის განკუთვნილი, ვისაც უფასო სახელმწიფო ტესტირება არ ეკუთვნის. ოფიციალური მონაცემებით, მოსკოვში ინფექციის გავრცელების დონე 0.1%-ია, თუმცა კერძო ლაბორატორიების ტესტირებებმა აჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი შეიძლება 1-დან 5%-მდე იყოს.

მეტი...

“პირბადეების დამზადების საკითხზე ცრუ ინფორმაციები ვრცელდება, რომლის მიზანი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა” – ეკონომიკის სამინისტრო

“როდესაც საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად, ყველაფერი კეთდება პირბადეებთან დაკავშირებული დეფიციტის დასაძლევად, ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და მათთან აფილირებული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია”, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. სამინისტროს შეფასებით, ასეთი ინფორმაციის გავრცელების მიზანი საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა. “ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, 17 აპრილიდან პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულო ხდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც სხვა საჯარო უწყებებთან კოორდინაციითა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, რეკორდულად მოკლე დროში განახორციელა საყოფაცხოვრებო დანიშნულების 12-შრიანი პირბადეების ადგილზე დამზადების ორგანიზება, ქვეყნის 4 მსხვილ…

მეტი...

“სანამ თქვენ საყოველთაო კარანტინს საყოველთაო არდადეგებად ჩათვლით, ექიმები არაადამიანურ რეჟიმში უვადოდ ვიცხოვრებთ” – მარიამ გრიგორაშვილი

პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ექი­მი მა­რი­ამ გრი­გო­რაშ­ვი­ლი ინტერნეტში 5 კვირის უნახავი შვილის ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. „19 მარტი იყო, როდესაც ბოლოს ვნახე ჩემი შვილი. უფრო სწორად, დაძინებულს ვაკოცე და რამდენიმე კვირით (მისთვის) დავიკარგე. წავედი კლინიკაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. სიღრმეებს არ ჩავყვები, კლინიკაში რამდენი ძალიან მაგარი რამ ვნახე, რამდენი ზრუნვის, პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი, ამაზე სხვა დროს. მშრალ ინფორმაციას მოგაწვდით: 3 კვირა ვიმუშავე – 2 კვირა ბოქსირებულ პალატებში, 1 კვირა რეანიმაციაში. ახლა თვითიზოლაციის ორკვირიან პერიოდს გავდივარ, და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 1-ელ მაისს ჩემი შვილის დაბადების დღეს მის გვერდით ყოფნა…

მეტი...

თავდაცვის სამინისტრომ გადაადგილების კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა

ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალებმა შსს-ს ძალებთან ერთად, გადაადგილების კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრა. საავტომობილო გზებზე მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდება, შესაბამისად სადეზინფექციო სამუშაოები მხოლოდ სატვირთო და სასურსათო ავტომანქანებს, მათ მძღოლებს კი, თერმოსკრინინგი უტარდებათ. სამართალდამცავებთან კოორდინაციით, სხვადასხვა რეგიონში დამატებითი გამშვები პუნქტები შეიქმნა. ახალი საგუშაგო შეიქმნა ბათუმის შესასვლელშიც. სამხედროები და სამართალდამცავები მხოლოდ ლოჯისტიკური, სამედიცინო, სასურსათო და საბანკო დანიშნულების ავტომანქანებს აძლევენ ბათუმში შესვლისა და გასვლის უფლებას. მუდმივ რეჟიმში ხდება საგუშაგოებზე გასული მანქანების აღრიცხვა. გამკაცრებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ბათუმში ამჟამად გადაადგილების შეზღუდვის 7 პუნქტი ფუნქციონირებს. ქალაქში შესასვლელ და გამოსასვლელ 4…

მეტი...

ბულგარეთის დედაქალაქი სოფია განუსაზღვრელი ვადით ჩაიკეტა

ბულგარეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების ფონზე, დედაქალაქი სოფია გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა. გამკაცრებული რეგულაციების შედეგად აიკრძალა ქალაქიდან გასვლა და შემოსვლა. ქალაქში თავისუფლად გადაადგილების უფლება მხოლოდ სატვირთო მანქანებს, სასწრაფოს მანქანებს და პოლიციელებს ექნებათ. ბულგარეთში კორონავირუსის 800 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 38. შემთხვევების მკვეთრი მატება ქვეყანაში სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

მეტი...

“იდეალური იქნება, რომ ეკლესიაში არავინ არ მივიდეს სასულიერო პირების გარდა” – სოზარ სუბარი

“იდეალური იქნება, რომ ეკლესიაში არავინ არ მივიდეს სასულიერო პირების გარდა. ამ გზით წავიდა ძალიან ბევრი ეკლესია, რომელთაც თვითაკრძალვა დაიწესეს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. სუბარმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, რომ დარჩნენ სახლში, მაგრამ თუ ეკლესიაში მივლენ უნდა იყოს დაცული დისტანცია და შესრულდეს კომენდანტის საათით განსაზღვრული შეზღუდვები. „ჩვენი მსგავსი შეზღუდვებიც გატარდა და ამის მაგალითი არის ბულგარეთი. საქართველოში ნებადართულია, მაგრამ სასურველია რომ არ მივიდეს მრევლი. ეს არ ეხება მართლმადიდებელ ეკლესიას, ეს ეხება ყველა ეკლესიას. გასულ კვირას აღდგომა ცარიელ კათოლიკურ ტაძარში ჩატარდა. ასევე ლუთენარულში და ბაპტისტურში, მაგრამ მრევლი მივიდა სომხურ ეკლესიაში. ეს არის მათი…

მეტი...

ესპანეთში 105 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

ესპანეთში 105 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა ABC ავრცელებს. ევარისტა რუბიოს კორონავირუსი 9 აპრილს დაუდგინეს, თუმცა ხანდაზმული ასაკის გამო ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ის სახლში უფრო უსაფრთხოდ იქნებოდა. 13 აპრილს მისი მდგომარეობა გაუარესდა და მაღალი სიცხითა და სუნთქვის გართულებით ევარისტა რუბიო საავადმყოფოში მოათავსეს. კლინიკაში გატარებული 3 დღის შემდეგ ჩატარებულმა ორმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა და 105 წლის ქალი საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.

მეტი...

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტები 470-მდე გაიზარდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული კონტაქტების რიცხვი 470-მდე გაიზარდა, მათგან უკვე გამოკვლეულია 230. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, მასობრივი თერმოსკრინინგის პროცესი დასასრულს უახლოვდება, თუმცა გამოკვლევის არეალი უკვე გაიზარდა. მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს უშუალოდ ქალაქ ქობულეთსა და სოფელ ოჩხამურში. პროცესში ჩაერთნენ ოჯახის ექიმებიც. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ქობულეთში ჩატარებული კვლევების შემდეგ, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

მეტი...

“ბოლნისისა და რაჭისუბანის ცალკე საკარანტინო ზონად გამოყოფა ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად გაზრდამ განაპირობა” – სოზარ სუბარი

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა ქვემო ქართლში, ცალკე საკარანტინო ზონების გამოყოფასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. საერთო ჯამში საუბარია ქვემო ბოლნისზე, სავანეთზე, ქალაქ ბოლნისსა და რაჭისუბანზე, ასევე ქალაქ კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებზე. სუბარის თქმით, ქალაქ ბოლნისისა და რაჭისუბანის დაკეტვაზე გადაწყვეტილება უშუალოდ ქალაქ ბოლნისში დაინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად გაზრდას უკავშირდება, ხოლო ქალაქი კაზრეთი და სოფელი ბალიჭები ცალკე საკარანტინო ზონად გამოცხადდა, რადგან ადგილზე კომპანია „არემჯი“ მუშაობს, ხდება ბევრი ადამიანის თავშეყრა და ინფექციის გავრცელების საფრთხე უნდა გამოირიცხოს. „იცით, რომ დიდი ხანია, მარნეული და ბოლნისი გამოცხადებულია მკაცრ საკარანტინო ზონად, თუმცა იმის გამო, რომ იქ გავრცელების…

მეტი...

ბოლნისის სიონის ტაძარში სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოლნისის სიონის ტაძარში, სადაც ერთ-ერთ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სასულიერო პირები იზოლირებულები არიან. ბოლნისის სიონის წინამძღვრის, დეკანოზ ბესარიონ სულხანიშვილის ინფორმაციით, ტაძარში ორ კვირაზე მეტია, ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ტარდება. „ჩვენ ისედაც კარანტინში ვართ და ლოცვებს მრევლის გარეშე ვატარებთ. ეკლესიაში მხოლოდ მღვდელმსახურები მოვდივართ. მრევლი ვერ ესწრება, რადგან ბოლნისი ორ კვირაზე მეტია, დაკეტილია. რაც შეეხება კითხვას, ინფიცირებულ სასულიერო პირს ჰქონდა თუ არა შეხება მრევლთან, ეს არ ვიცი. სხვა ეკლესიაშიც ჩაატარა წირვა ლოცვა, სხვაგანაც ილოცა. მეც დღეს გავიგე ეს სამწუხარო ამბავი. ღმერთმა ყველას ტკბილად გაუთენოს აღდგომა. შევწუხდით ეს ამბავი რომ გავიგეთ, მაგრამ რა ვქნათ. იზოლირებულები ვართ, შიგნით ვართ ტაძარში, ვლოცულობთ, ვადიდებთ…

მეტი...

ბათუმში არასრულწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ არასრულწლოვანს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. მოზარდი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს. ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით ინფიცირების უკვე 32 შემთხვევაა დადასტურებული. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის სულ 370 შემთხვევა ფიქსირდება.

მეტი...

საქართველოს ქალაქები დღეს 12:00 საათიდან მსუბუქი ავტომობილებისგან დაცარიელდა (ფოტორეპორტაჟი რეგიონიდან)

საქართველოში 21 აპრილამდე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა 12:00 საათზე შევიდა ძალაში და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. გამკაცრებული ზომების შესაბამისად, საქართველოს ქალაქების, მათ შორის ქუთაისის ქუჩები ავტომობილებისგან თითქმის ცარიელია, თუმცა ნებადართულია ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება რეგიონებში მარკეტებთან მოქალაქეები დისტანციას იცავენ. „მედიაცენტრ მთავარის“ ფოტორეპორტაჟი ქუთაისიდან.

მეტი...

ესპანეთში კორონავირუსის 5 252 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ესპანეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 188 068-ს აღწევს. „როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის 5 252 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 585 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულთა მთლიანი რაოდენობა 20 000-ს უახლოვდება.

მეტი...

“ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის დაიბარა, თუ სააღდგომო წირვაზე წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო – ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს” – მეუფე იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტის მეუფე იაკობის განცხადებით, მისი ეპარქიის მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე მისვლის შემთხვევაში, ხელისუფლება სამსახურების დაკარგვით დაემქურა. „ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, მასწავლებლებისთვის დაიბარა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები წახვალთ, სამსახურებსო დაკარგავთო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს,“ – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეტი...

“სამწუხაროდ, მრევლს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ” – საპატრიარქო

“ავტომანქანების გადაადგილების აკრძალვით, ხელისუფლება მრევლს სააღდგომო მსახურებაში მოანწილეობის უფლების შესაძლებლობას არ აძლევს” – ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს. “გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში, და რა თქმა უნდა, სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის. სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

“იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება, დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან” – ნინო ლომჯარია

“ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა” – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. სახალხო დამცველი შექმნილ ვითარებას „ფეისბუქში“ გამოეხმაურა. „სამედიცინო ენაზე, იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება. დღეს ჩვენ რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან… არაფერი შეცვლილა, ფარისევლებმა ისევ გაიმეტეს დაუცველი ადამიანები ჯვარცმისთვის, ხოლო ხელისუფალმა ხელები დაიბანა“, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

მეტი...

საოკუპაციო ძალებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ. “მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები, მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, – აცხადებენ სუს-ში.

მეტი...

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სასულიერო პირები ლოცვებს პირბადით აღავლენენ

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სამღვდელოება ლოცვებს პირბადით აღავლენს. ასევე, პირბადეებით იქნებიან სტიქაროსნები და მგალობლები. ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პირბადეები სავალდებულო იქნება მრევლისთვისაც. დეკანოზი ამბობს, რომ მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობის აკრძალვა მრევლს ტაძარში მისასვლელად დისკომფორტს ვერ შეუქმნის. ეპარქიაში სააღდგომოდ ღამის ლოცვები მრევლის გარეშე ჩაივლის. წირვა კი, კვირას, დილის შვიდ საათზე დაიწყება და მრევლს დასწრების საშუალება ექნება. „მრევლი ისევე, როგორც მე პირადად, ნახევარი საათით ადრე გამოვედით სახლიდან და მოვედით ტაძარში ფეხით. როდესაც მოვდიოდი ვფიქრობდი, რომ ქრისტემ ჩვენს გამო გოლგოთის გზა გაიარა ჯვრით მხარზე და შემდგომ ჯვარზე გაეკრა მთელი სამყაროს ცოდვებისათვის. ეს რაღაცნაირად ჩემს სულიერ…

მეტი...

პირობით მსჯავრდებულებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლების ვადა გახანგრძლივდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირობით მსჯავრდებულებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლების ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გახანგრძლივდა. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლებულნი არიან პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან. ამავე ბრძანებით, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესიც ამოქმედდა. კერძოდ, წინასწარი შეტყობინების შემდეგ, პრობაციის ოფიცრები გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პერიოდულად განახორციელებენ პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა კონტროლს საცხოვრებელ მისამართზე. წინასწარი…

მეტი...

“ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ჩვენი მედიკოსების რეკომენდაციები” – ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ყველა ტაძარში წირვა კვირას, დილის შვიდი საათიდან ჩატარდება, ღამისთევის მსახურება არ იქნება, რადგან ადამიანები ვერ მოახერხებენ მოსვლას, – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა, გერასიმე შარაშენიძემ ზუგდიდის საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წირვის დაწყებამდე განაცხადა. მიტროპოლიტ გერასიმეს თქმით, ღამისთევის წირვის ჩატარების დრო მთავრობის გადაწყვეტილების გამო შეიცვალა, რადგან მრევლი ვერ მოახერხებს ტაძარში მისვლას. „ეს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, იცავს ყველანაირად ადამიანის უფლებებს, ადამიანების ჯანმრთელობას“, – აღნიშნა მეუფე გერასიმემ. დამატებით შეზღუდვებს მეუფე გერასიმე არ უკავშირებს ეკლესიის პოზიციას. „ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს მივა თუ არა ეკლესიაში. ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ ჩვენი მედიკოსების რეკომენდაციები“,…

მეტი...

პატრიარქი სამების ტაძარში გარდამოხსნის წესს შეასრულებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე გარდამოხსნის წესს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ასრულებს. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევნილება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. ამ დროისთვის სამების საკათერდო ტაძარში მრევლი…

მეტი...

განვლილი 24 საათის განმავლობაში, აშშ-ში, Covid-19-ის შედეგად 4 591 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, განვლილი 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის შედეგად 4 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რაც პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული აქამდე ყოფილა. გასული 24 საათის განმავლობაში, აშშ-ში, ახალი კორონავირუსის შედეგად 4 591 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი ამ დროისთვის 32 916 ადამიანს შეადგენს. The Wall Street Journal წერს, რომ აღნიშნულმა მაჩვენებელმა ბევრად გადააჭარბა სიკვდილიანობის წინა ანტირეკორდულ მაჩვენებელს, ვინაიდან, მაშინ 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის შედეგად 2 596 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, საერთო ჯამში, აშშ-ში, ახალი კორონავრუსის შედეგად გარდაცვლილია 33…

მეტი...