„ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით“ – პაატა იმნაძე

„3 კვირაში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ, თუ არ დავრჩებით სახლში, ვერ გადავრჩებით“ – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „მოამბის“ ეთერში გააკეთა. როგორც იმნაძე აცხადებს, თუ მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხე არ გაითავისა, კობოების დათვლას ვერ აუვალთ.   „ოჯახებში ვრცელდება ინფექცია. თითო ოჯახში 5, 6, 7 ავადმყოფია. სამეგობროში, სამეზობლოში, ოჯახებში, გავიგოთ, გავითავისოთ, რომ დისტანცირება ოჯახებშიც საჭიროა, არა თუ გარეთ. სამ კვირაში საქართველოში საშინელებას დავატრიალებთ თუ ამას არ გავითავისოთ. დარჩით სახლშ. არ წახვიდეთ არსად და მოერიდეთ ერთმანეთსაც კი თუ ვინმეს გარეთ უწევს გასვლა. სხვა გზა არ გვაქვს.…

მეტი...

“რაც უფრო მკაცრად დავიცავთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელსაც მთავრობა გვიწესებს, მით უფრო ჩქარა გავთავისუფლდებით ამ შეზღუდვებისგან” – თენგიზ ცერცვაძე

“მთავარი რეკომენდაცია არის ის, რასაც დღეს აჟღერებს საქართველოს მთავრობა – დავრჩეთ სახლში, მოვახდინოთ სოციალური დისტანცირება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ცერცვაძის თქმით, რაც უფრო მკაცრად დავიცავთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელსაც მთავრობა გვიწესებს, მით უფრო ჩქარა გავთავისუფლდებით ამ შეზღუდვებისგან. „მე ჩემეულ მოდიფიკაციას ვუკეთებ იმას, რასაც საქართველოს მთავრობა ამბობს, გავიჭირვოთ მაქსიმალურად, იმაზე მეტად, ვიდრე დღეს გვიჭირს. გავიჭირვოთ იმაზე მეტად, რომ ეს გაჭირვება რაც შეიძლება ჩქარა დამთავრდეს. პირდაპირ გეტყვით, რაც უფრო მკაცრად დავიცავთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არსებობს, რომელსაც მთავრობა გვიწესებს, რაც უფრო მკაცრად დავიცავთ, მით უფრო ჩქარა გავთავისუფლდებით…

მეტი...

“ხელისუფლების მოწოდებაა დავრჩეთ სახლში, არ დავარღვიოთ კანონი” – ირაკლი ჩიქოვანი

“საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა დავრჩეთ სახლში, არ დავარღვიოთ კანონი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.   ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ყველას ვალდებულებაა დაიცვას კანონი და ის შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ მოქალაქეების სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის არის დაწესებული. „Covid-19 არის გლობალური გამოწვევა და უმძიმესი კრიზისი მთელი მსოფლიოსთვის.  აქამდე ჩვენ მოვახერხეთ ვირუსის გავრცელების  შენელება. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ექიმების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების, პოლიციელების, მებაჟეების, მესაზღვრეების და ყველა იმ ადამიანის ერთობლივი დამსახურება, ვინც ამ უხილავ მტერთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას. მოგეხსენებათ, უკვე საქართველოშიც მატულობს შიდა გავრცელების შემთხვევები,…

მეტი...

“არაფერი ირღვევა, თუ საფლავზე არ გავალთ” – ანდრია ჯაღმაიძე

“სასურველია, ტრადიციული ტრაპეზი ერთად არ გაიმართოს. ეს დამატებით სირთულეს ქმნის, ერთად ბევრი ხალხის თავმყორა რეკომენდაციაში შედის”, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. ამასთან, ჯაღმაიძის თქმით, აღდგომა დღეს, სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას. „ასევე, აღსანიშნავია სასაფლაოზე გასვლის საკითხი. აღდგომა დღეს, სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა დღევანდელ დღეს, დღევანდელ რეალობას, ამიტომ აქაც არაფერი არ ირღვევა, თუ ჩვენ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც გათვალისწინებით იმ შეზღუდვებისა, რასაც გვიწესებს ხელისუფლება, არ გავიდეთ საფლავზე“ , – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მეტი...

საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა  – ეკლესიები არ დაიხურება

საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით,  მრევლი ტაძარში  21:00 საათამდე მივა და 06:00 საათამდე დარჩება. ამით ისინი კომენდანტის საათს არ დაარღვევენ და საზეიმო წირვაშიც მიიღებენ მონაწილეობას. როგორც საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება. „ბევრი კონსულტაცია გახდა საჭირო, პოზიციების დახვეწა და შეჯერება. მუდმივად გვქონდა სახელმწიფოსთან კონსულტაცია და საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები, რომ ამ რთული ვითარების გათვალისწინებით, არ მოხდეს ეკლესიის დახურვა მრევლისთვის და მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშვნა. გათვალისწინებული იქნება ყველა რეკომენდაცია.  ეს რეკომენდაციები ეხება კომენდანტის საათს, გადავწვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს 21:00 საათამდე ტაძარში და ტაძარი…

მეტი...

ყველა ეკლესიასთან პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება მოხდება – მთავრობის საგანგებო განცხადება

“ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინიტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორ მეტრიანი სოციალური დისტანცია. „ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვას. დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული კომენდანტის საათის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება გადაადგილება,…

მეტი...

თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში თურქეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ამ ბრძოლაში ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! გვჯერა ერთად დავამარცხებთ პანდემიას! – თბილისის მერიის ცნობით, ამ მესიჯს საქართველო თურქ ხალხს უგზავნის. საქართველომ მსგავსი სოლიდარობა სხვა ქვეყნებსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის დროშების ფერებში გაანათა.

მეტი...

“პანდემია აჩქარდა, გაახალგაზრდავდა, ახლა უკვე საქართველოშიც ვიმყოფებით მასობრივი გავრცელების ზღვარზე” – თემურ მიქელაძე

“პანდემია აჩქარდა, გაახალგაზრდავდა, ახლა უკვე საქართველოშიც ვიმყოფებით მასობრივი გავრცელების ზღვარზე”, – ამის შესახებ პედიატრი თემურ მიქელაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მედიკოსი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში. „პანდემია აჩქარდა! აჩქარებასთან ერთად გაახალგაზრდავდა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ქვეყნების დაბალ, საშუალო და მაღალი რისკის ზონებად არასწორად დაყოფამ მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე. ახლა უკვე საქართველოშიც ვიმყოფებით მასობრივი გავრცელების ზღვარზე. არ არსებობს ვაქცინა, რომელსაც შეუძლია ჯაჭვის გაწყვეტა და მედიკამენტი, რომლითაც შეიძლება ვუმკურნალოთ. ერთადერთი საშუალება ეს არის ჩემი, თქვენი და თქვენი შვილების მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა: სოციალური დისტანცირება, უკიდურესი აუცილებლობის გარდა #დარჩითსახლში! თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ…

მეტი...

“შეიძლება ვიყოთ ინფიცირებულები და არ ვიყოთ დაავადებულები – ეს ყველაზე საშიშია” – ლევან რატიანი

“ინფექციურ დაავადებას ახასიათებს ორი რამ: შეიძლება ვიყოთ ინფიცირებულები და არ ვიყოთ დაავადებულები. ეს ყველაზე საშიშია, იმიტომ რომ 100%-ით ვავრცელებთ ინფექციას, მაგრამ ვინ როგორ მიიღებს და ვის როგორი იმუნიტეტი აქვს, არავინ არ ვიცით”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა განაცხადა. ლევან რატიანის თქმით, პირველი მოთხოვნაა ფიზიკური დისტანცირება. „აუცილებლად უნდა დავცილდეთ ერთმანეთს. არავის ვაშინებ, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დედა, რომელიც შეიძლება იყოს COVID-ინფიცირებული, ბავშვის გაჩენის შემდეგ, შვილს უნდა დაცილდეს. ამიტომაც უნდ დავცილეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ამით დროს მოვიგებთ და მეტად ვეომოთ ამ ვირუსს: იქნებ წამალი გამოჩნდეს ან ვაქცინა.…

მეტი...

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რამდენიმეს პირველადი ტესტის პასუხი კი უარყოფითია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რამდენიმესთან კი პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია. ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსისგან 48 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 71. „დღეს დილას როგორც ვთქვით 306 დადასტურებული შემთხვევაა, ჯერჯერობით უცვლელია. ახალი შემატებული პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს.  12 პაციენტთან ჩავატარეთ ტესტირება, პირველადები ყველა უარყოფითი იყო და განმეორებითი ჩატარებული გამოკვლევებით ორ პაციენტტან უკვე განმეორებით მივიღეთ უარყოფითი პასუხი.  კიდევ ორი პაციენტი გამოგვიჯანმრთელდა, რამდენიმესთან კი პირველ ეტაპზე უარყოფითია და გავიმეორებთ 24 საათში“ , – განაცხადა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 306 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 71 ადამიანი, გარდაიცვალა სამი. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 034, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 463 პირი.

მეტი...

StopCoV ფონდში 128 მლნ 500 ათასი ლარია მობილიზებული

15 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ  500  ათასი ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა: სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი, 30 ათასი ლარი​; იბეროილი, 30 ათასი ლარი; ლილო მოლი, 20 ათასი ლარი; შპს გოფრატარა, 10 ათასი ლარი; არქიტექტურა და სამშენებლოკორპორაცია-ასკო, 10 ათასი ლარი; რესტორნების ქსელი „კახელები“, ჭიჭიკო გოლეთიანი,   5 ათასი ლარი​; პაგი ჯგუფი,  5 ათასი ლარი ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV  ფონდში გადარიცხავენ. სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები. სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის…

მეტი...

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან 106 წლის ქალი განიკურნა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან 106 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კონი თითჩენი ყველაზე ხანდაზმული პაციენტია, რომელმაც ვირუსი დაძლია. საავადმყოფოს პერსონალმა ის სახლში ტაშის ფონზე გააცილა.

მეტი...

“ყველა პოზიტიურ ადამიანად გიცნობთ და ძალიან გთხოვთ, ახლა გაბრაზდეთ” – ოთარ ტატიშვილი ლევან რატიანს

“ყველა პოზიტიურ ადამიანად გიცნობთ, რა თქმა უნდა ექიმი ასეთიც უნდა იყოს, მაგრამ ახლა გთხოვთ, რომ შეძლებისდაგვარად გამკაცრდეთ, გაბრაზდეთ და მიმართოთ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ამ პანდემიას არც თუ ისე სერიოზულად უყურებს”, – ასე მიმართა წამყვანმა ოთარ ტატიშვილმა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს.  ამის საპასუხოდ ლევან რატიანმა განაცხადა, რომ დღეს ძალიან გაბრაზდა, როცა სამსახურში მიდიოდა. „უამრავი ავტომანქანა დადიოდა. მე არ ვიცი, სად მიდიოდნენ, მაგრამ ერთი რაღაც მინდა ვუთხრა ყველას, თუ ამ ეტაპამდე მივაღწიეთ იმ შედეგს, რაც ყველა ქვეყანას, მათ შორის წამყვან ქვეყნებს შურთ, ლეტალობიდან და დაავადების გამოსავლიდან გამომდინარე, ეს ამ…

მეტი...

“სასურველია, ადამიანებს გარეთ გასვლის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ პროდუქტების შესაძენად და აფთიაქში” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ COVID 19-ის სწრაფი გავრცელებისა და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან ასარიდებლად ქალაქებს შიგნით მოქალაქეთა გადაადგილების წესები უნდა გამკაცრდეს. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, მოქალაქეების გადაადგილების უფლება მხოლოდ წამლის ან სურსათის შესაძენად უნდა შეეძლოთ. “ქალაქებს შიგნით ხალხის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის კონტროლი უნდა იყოს ძალიან გამკაცრებული, რადგან, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის. თითოეული ჩვენგანი საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, მაგრამ ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის არ გახდა, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი მოწოდების საფუძველი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და რამდენიმე დღის და კვირის განმავლობაში ალბათ, სასურველია ადამიანებს გარეთ გასვლის უფლება ჰქონდეთ…

მეტი...

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. ვირუსი სულ 2 000 984 ადამიანს აქვს. მათგან 500 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა, 128 071 კი, გარდაიცვალა. ყველაზე რთული ვითარება აშშ-შია. ქვეყანა გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა ოდენობით მსოფლიში პირველ ადგილზეა. აშშ-ში ვირუსი საერთო ჯამში 610 ათასამდე ადამიანს აქვს დადგენილი, 26 ათასზე მეტი კი, გარდაიცვალა. მსხვერპლის მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს იტალია 21 ათასზე მეტი გარდაცვლილით. მესამე ადგილზე კი, ესპანეთია 18 600-მდე ლეტალური შემთხვევით.

მეტი...

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა ბოლნისში მცხოვრებ 150 ოჯახს სურსათი გადასცა

საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრმა ბოლნისში მცხოვრებ 150 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა.  საკვები პროდუქტების სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიწოდების უზრუნველსაყოფად ბოლნისის მერიას გადაეცა. “COVİD-19-ს პანდემიად გამოცხადების შემდეგ, მსოფლიოს რიგ ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის სწრაფად გავრცელების გათვალისწინებით, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებით, საქართველოში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. 23 მარტიდან მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ამოქმედებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოწყვლადი კატეგორიის გაჭირვებულ ოჯახებზე უფრო უარყოფითად მოქმედებს, დამძიმდა მათი ყოფა-ცხოვრება. აქედან გამომდინარე, საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრიც ჩაერთო სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიაში. 150 ოჯახისთვის დახმარების მიზნით, ბოლნისის მერიას გადაეცა 150 შეკვრა სხვადასხვა სახის მოხმარების პროდუქტი”, – ნათქვამია…

მეტი...

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფოკუსირებულია სიცოცხლის გადარჩენაზე, დასაკარგი დრო არ არის” – ტედროს გებრეიესუსი

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ფოკუსირებულია სიცოცხლის გადასარჩენად, დასაკარგი დრო არ არის”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. „დასაკარგი დრო არ არის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავრი მიზანია, ემსახუროს ხალხს, გადაარჩინოს სიცოცხლე და შეაჩეროს კოვიდ 19- ის პანდემია“ ,- წერს ტედროს გებრეიესუსი.

მეტი...

ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებას არ გამორიცხავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებას არ გამორიცხავს. „ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება. გამორიცხული არაფერი არ არის. ხედავთ, როგორი ხალხმრავლობაა, და კორონავირუსის გავრცელების პირველი წყარო, რა თქმა უნდა, ხალხმრავლობა და ის მოურიდებლობაა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ“, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ. მისი თქმით, დღეს პოლიციასთან ერთად განიხილავენ ვითარებას და არ არის გამორიცხული, ზუგდიდის ბაზარი ისევ დაიკეტოს. „დილიდან ხალხმრავლობაა ბაზართან, უამრავი ადამიანი გადაადგილდება. მოსახლეობა არ იცავს დისტანციას და ბაზართან პოლიციელებს მოქალაქეების დაჯარიმება მოუწიათ. თუ მოსახლეობა არ დაიცავს საგანგებო ვითარებით გათვალისწინებულ წესებს, ბაზარი დაიკეტება“, – აღნიშნა გუბერნატორმა. ალესანდრე მოწერელიას თქმით, შესაძლოა, სასაფლაოებიც ჩაიკეტოს. „სასაფლაოებიც დაიკეტება, თუ იქნება ასეთი…

მეტი...

შსს-მ მოსახლეობას ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოსახლეობას ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და არსებულ სერვისებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას. შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობა დანაშაულის გამოვლენისა და პოლიციის დროული ინფორმირების პროცესში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალთა საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ოჯახში ძალადობისას პოლიციისათვის შეტყობინების მექანიზმებსა და ფორმებზე საქართველოს მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა. თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან გაქვთ ინფორმაცია ძალადობის…

მეტი...

რუხის საავადმყოფო პაციენტების მისაღებად მზადაა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რუხის საავადმყოფო პაციენტების მისაღებად მზადაა, თუმცა ჯერ ამის საჭიროება არ დგას. „რუხის საავადმყოფოს რაც შეეხება, პრაქტიკულად სრულიად მოწესრიგებულია და მზად არის, მიიღოს პაციენტები. პაციენტები არ შემოყავთ ჯერჯერობით, ვინაიდან ამისი აუცილებელი გადაუდებლობა დღეს არ არის და გვირჩევნია, უკეთესად მოწესრიგდეს. იყო ასეთი მოსაზრება, რომ იქ ყოფილიყო ჯერ საკარანტინო, შემდეგ ცხელების ცენტრი, თუმცა ვინაიდან ჩვენ გვაქვს საკმარისი რაოდენობით სასტუმროები, პირდაპირ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იქ მოეწყოს ინფექციური საავადმყოფო. პრაქტიკულად დამთავრებულია. თუ კი საჭიროება დადგება, ჩვენ შეგვიძლია უკვე ხვალიდან, ზეგიდან, დავიწყოთ პაციენტების მიღება. თუმცა ჯერ, საბედნიეროდ, ამის აუცილებლობა…

მეტი...

“აღდგომა დღეს ვაპირებთ დისტანციის დაცვას, ვამზადებთ შენობას, სადაც 2000 კაცამდე შეიძლება დაეტიოს” – დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, აღდგომის ღამისთვის შენობას ამზადებენ, სადაც 2000-მდე ადამიანი დაეტევა. მისი თქმით, შეეცდებიან, რომ დისტანცია დაიცვან. „ჩვენ აღდგომა დღეს ღვთის მადლით ვაპირებთ დისტანციების დაცვას, ვამზადებთ ახლა შენობას, სადაც 2000 კაცამდე შეიძლება დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, მთლიანად ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის მარტივი იყოს ტაძარში მოსვლა. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია, მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ აქ ადამიანებს ყოფნა. ადგილებსაც ვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ ერთმანეთთან. პირადად ვთხოვდი მთავრობის წევრებს, ამ ღამეს დაგვეხმარონ დისტანცირების დაცვაში. ადამიანი, რომელიც კანონს არღვევს, ბუნებრივია, ის დაჯარიმდება, ამიტომ ითქვა, რომ 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე…

მეტი...

“უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში, ადამიანებს ჯანდაცვის სერვისები სჭირდებათ და არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა” – ქეთევან ციხელაშვილი

“უკიდურესად საგანგაშო ხასიათი შეიძინა ვითარებამ ცხინვალის რეგიონში, ადამიანებს სჭირდებათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა და არ ეძლევათ ამის შესაძლებლობა იმის გამო, რომ რეგიონი არის იზოლირებული უკვე თვეების განმავლობაში” – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მისი განცხადებით, 4 სექტემბრიდან დღემდე, რეჟიმის ამგვარ მიდგომებს 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. „იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია ამ ადამიანების სურვილის და საჭიროების დაფიქსირება, მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც…

მეტი...

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ” – აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ექიმი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ სააგენტოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ძალიან პროდუქტიული და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც რობერტ რედფილდმა განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ურთიერთობას გააგრძელებს. „დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, როგორც კორონავირუსის, ასევე სხვა არა ერთი დაავადების გავრცელების დროს ერთობლივად მუშაობის დიდი ხნის ისტორია აქვთ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ურთიერთობას“, – განაცხადა რობერტ რედფილდმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დაფინანსების შეჩერების განკარგულება გასცა მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა. ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეცდომების შედეგად აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავი…

მეტი...

აშშ-ის საელჩო შსს-სა და საქართველოს თავდაცვის ძალებს მადლობას უხდის

საქართველოში აშშ-ის საელჩო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს კორონავირუსის კრიზისთან ბრძოლისათვის მადლობას უხდის. საელჩო ინფორმაციას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს. „დღეს გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებში. ისინი მხარდამხარ მუშაობენ ამ კრიზისთან ბრძოლის წინა ხაზზე, რათა საქართველომ უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლოს „კოვიდ-19“-თან გამკლავება. ასეთი პროფესიონალების გამბედაობისა და თავდადების წყალობით ხდება ვირუსის გავრცელების შეკავება, ქვეყნის მიერ კრიზისის დაძლევა და საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

“გადაჭრით თქვან, რომ მავნე ვირუსი ადამიანებს სიკვდილით ემუქრება, ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს საპატრიარქო” – მამა ანდრია

“საპატრიარქომ როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღება უნდა შეუმსუბუქოს. გადაჭრით თქვან, რომ ეს არის მავნე ვირუსი, რომელიც ადამიანებს სიკვდილით ემუქრება და ამიტომ აუცილებლობაა დარჩეთ სახლში. ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს საპატრიარქო”. ამის შესახებ მღვდელმონაზონმა, მამა ანდრია სარიამ განაცხადა. მამა ანდრია მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ ხელისუფლების ნაბიჯებს ადეკვატური ნაბიჯებით უნდა უპსუხოს. „ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფო არ ებრძვის ეკლესიას და ადეკვატური უნდა იყოს საპატრიარქოს მხრიდანაც ნაბიჯები, საპატრიარქომ უნდა შეუმსუბუქოს როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღება, გადაჭრით თქვან, რომ ეს არის მავნე ვირუსი, რომელიც ადამიანებს სიკვდილით ემუქრება და ამიტომ აუცილებლობაა დარჩეთ სახლში, ამაზე უკეთესს ვერაფერს…

მეტი...

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა 65,37% სრულად განიკურნა

კიანუშ ჯაჰანპურის ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების 1512 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გუშინდელთან შედარებით 62-ით ნაკლები. სულ, დღემდე, ირანში კორონავირუსით ინფიცირების 76389 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. განვლილ 24 საათში ირანში კორონავირუსით 94 კაცი გარდაიცვალა, წინა 24 საათთან შედარებით 4-ით ნაკლები. კორონავირუსით დღე-ღამის განმავლობაში უფრო ნაკლები ხალხი ირანში ბოლოს 13 მარტს გარდაიცვალა. სულ, ირანში კორონავირუსით 4777 კაცია გარდაცვლილი. კიანუშ ჯაჰანპურის თქმით, განვლილ 24 საათში განიკურნა 1640 კაცი და სულ, დღემდე, განკურნებულთა რაოდენობა გახდა 49933 კაცი ანუ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან სრულად განკურნებულია 65,37%

მეტი...

დევნილთა სააგენტო ერთჯერად ფულად დახმარებას 1 500-მდე დევნილს გაუწევს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ერთჯერად ფულად დახმარებას 1 500-მდე დევნილს გაუწევს, ქირის თანხით კი, 141 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უზრუნველყოფს. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააგენტოში არსებულმა კომისიამ მარტისა და აპრილის თვეებში გამართულ სხდომებზე მიიღო. ​ერთჯერადი ფულადი დახმარება, სპეციალური კრიტერიუმების გათვალისწინებით, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში გაიცემა. კომისიამ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ერთჯერადი დახმარების მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადება, რომელიც კრიტერიუმებს შეესაბამებოდა დააკმაყოფილა. ამასთან, სააგენტოს მიერ ქირით უზრუნველყოფილ დევნილ ოჯახებს, რომლებიც დამატებით მოკვლევას საჭიროებდნენ, დაფინანსება ავტომატურ რეჟიმში გაუგრძელდებათ.

მეტი...

შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს, 21:00 საათიდან ამოქმედდება – შსს-ს განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალება თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლა იმ პირებისთვის, ვინც რეგისტრირებული არ არიან ამ მუნიციპალიტეტებში (მიუხედავად ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა). ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ მუნიციპალიტეტებიდან გასვლა შეზღუდვის ამოქმედების შემდგომ (კომენდანტის საათის გათვალისწინებით) შეუძლიათ მხოლოდ სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს რეგისტრაციის მისამართზე დაბრუნების მიზნით. ასეთი პირები ვეღარ შეძლებენ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ზემოხსენებულ ქალაქებში დაბრუნებას. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეზღუდვა ასევე არ შეეხება: ✓ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივ გადაადგილებას; ✓ საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; ✓ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა სამსახურებრივ…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციამ Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ Facebook-ს ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ათობით ყალბი ანგარიში გააუქმებინა. „ყალბი ახალი ამბების გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს სოციალურ ქსელ Facebook-თან. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის სახელით, სოციალურ ქსელში შეიქმნა ათობით ყალბი ანგარიში, რომლის საშუალებითაც კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. აღნიშნული ყალბი ანგარიშების გაუქმების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციამ მიმართა სოციალურ ქსელს, რის შედეგადაც ამ დროისთვის ისინი უკვე დახურულია“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში ამასთან, ადმინისტრაცია აქტიურად იკვლევს საქართველოს სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლების სახელით შექმნილ სხვა…

მეტი...

“წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი” – გიორგი გახარია

“წლის ბოლომდე საერთაშორისო დახმარების სახით ჩვენთვის ხელმისაწვდომია დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის რესურსი. არც ერთ ქვეყანას ასეთი შედეგი არ აქვს” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანი, კოორდინირებული მართვისთვის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოსთან, ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი შეიქმნა, სადაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები, ეროვნული ბანკი. მთავრობის მეთაურმა, პანდემიასთან გამკლავების პარალელურად, ხაზი გაუსვა ეკონომიკური მდგომარეობის კრიტიკულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ძირითადი ამოცანა ეკონომიკაზე მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა. „თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ…

მეტი...

„განგაში იმიტომაა ატეხილი, რა რესურსიც ქვეყანას აქვს შესაძლოა გამოწვევას ვერ უპასუხოს“ – პაატა ჟორჟოლიანი (ვიდეო)

„შესაძლოა კადრებთანაც დადგეს პრობლემა და სასუნთქ აპარატებთანაც, ამაზე მოსახლეობას ღიად უნდა ვესაუბროთ“ – ამის შესახებ „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ჟორჟოლიანმა  „მედიაცენტრ მთავარში“  განაცხადა. პაატა ჟორჟოლიანი ქვეყანაში მოსალოდნელ საფრთხესთან ერთად პერსონალის და ინფრასტრუქტურის კრიზისს არ გამორიცხავს. „მე იმედი მაქვს მოსახლეობის კეთილგონიერების, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების, ხშირად მედიკები თვითონ ხდებიან დაავადების გადამტანები. ჩვენ არ გვქონია პრობლემა დაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ პროცესს ახლავს ის შემთხვევები, როცა დაუცველი ხდება მედიკოსი, ყველა ჩატარებული ღონისძიების მიუხედავად ეს მაინც მოხდება, მედიკოსების თავგანწირვის მიუხედავად ჩვენ გაუფრთხილებლობით წყალში ვყრით მათ შრომას. განგაში იმიტომაა ატეხილი, რომ რა რესურსიც ქვეყანას…

მეტი...

შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 198 ფაქტი გამოავლინა

“ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 198 ახალი ფაქტი გამოვლინდა” – ინფორმაციას ამიშ სესახებ შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ, 14 აპრილის 21:00 საათიდან 15 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 90 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 91 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 17 პირი დააჯარიმეს. „შინაგან…

მეტი...

“გუშინ შეყვანილი დაახლოებით 11 ინფიცირებულიდან, რამდენიმე ექიმია” – ლევან რატიანი

ლევან რატიანი ამბობს, რომ გუშინ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 11-მდე პაციენტი მიიღეს, მათ შორის რამდენიმე ექიმია. „გუშინ შემოგვივიდა დაახლოებით 11 პაციენტი კოვიდინფიცირებული. აქედან რამდენიმე მათგანი არის, სამწუხაროდ, ექიმი. ანუ არც ექიმები არ ვართ დაცული ამ დაავადებისგან. ამიტომ, რომ გადავრჩეთ, დავრჩეთ სახლში და ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავხდეთ დესოციალიზირებული, უნდა დავცილდეთ ერთმანეთს. რამდნიმე ექიმია, ექიმებიც, სამწუხაროდ, ვართ დაუცველი, რაც არ უნდა დავიცვათ“ , – განაცხადა ლევან რატიანმა. ლევან რატიანის ინფორმაციით, დამაკმაყოფილებელია მოზარდების მდგომარეობა. „გვყავს სამი მოზარდი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, იმედია, რამდენიმე დღეში დადგება მომენტი და…

მეტი...

„ორსული, რომელიც იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში პირველად ვამბობ თქვენთან, რომ პირველი ანალიზით განკურნებულია“ – პაატა ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“

„უნდა ავღნიშნო, რომ ორსულები არ განეკუთვნებიან რისკჯგუფებს, თუმცა კონტროლი და თავის დაცვა აუცილებელია“ – ამის  შესახებ  „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ წარმომადგენელმა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. პაატა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მათ კლინიკაში ინფიცირებული ორი ორსული იყო, თუმცა ერთი უკვე გაიწერა და მეორე ორსულის პირველ ანალიზზეც პასუხი აურყოფითია. „ჩვენ სულ გვყავდა კოვიდინფიცირებული ორი ორსული პაციენტი, ერთი შემოვიდა საკმაოდ მძიმე კლინიკური ნიშნებით, მაგრამ გამოვიდა მდგომარეობიდან და გაწერილია, ის იყო 24 კვირის ორსული, მეორე ორსული, რომელიც შემოვიდა ასევე  მძიმე კლინიკური ნიშნებით დღეს პირველად ვამბობ თქვენთან, რომ გუშინ ჩატარებული კვლევით განკურნებულია, თუმცა პროტოკოლით ველოდებით მეორე…

მეტი...

“ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად ვემზადებით” – ირაკლი ჩიქოვანი

“ჩვენ, პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელა” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და იმ კავშირების დადგენა, როლებიც უკვე ახალინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. „ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და დღევანდელი დღის მონაცემებით, უკვე ქვეყანაში გვყავს კოვიდინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და ასევე, მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, როლებიც უკვე ახალინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. ჩვენ, პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოვება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გუშინდელი…

მეტი...