“საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ალბათობა მაღალია” – არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების ალბათობა მაღალია. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ლომიას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ გამორიცხა. „თუ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საჭიროება იქნება და სავარაუდოდ ამის ალბათობა მაღალია, თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთავრობის წარმომადგენელი მოვა და მოხსენებას წარადგენს. გთხოვთ, კითხვები მოინიშნოთ. საინტერესო განხილვა იქნება, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – მიმართა ლომიას თალაკვაძემ.

მეტი...

გიორგი გახარია საპატრიარქოში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს საპატრიარქოში იმყოფება. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში შეხვედრა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ თემატიკას შეეხება. საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მეტი...

“არ გეგონოთ, რომ კომენდანტის საათის დრო ჰაერიდან მოტანილია, ის ეყრდნობა სწორ საერთაშორისო პრაქტიკას” – ირაკლი სესიაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათით დაწესებული შეზღუდვები კავშირშია საპოლიციო, ადამიანური რესურსის გამოყენებასთან. „შეზღუდვების დროს შესაბამისი წესების შესრულებას სწორი მართვა სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. დაწესებული შეზღუდვები 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კავშირშია საპოლიციო, ადამიანური რესურსის გამოყენებასთან. ამასთან კავშირშია ასევე კრიმინალთან ბრძოლის ელემენტები და დამატებითი მართვითი კომპონენტები. არ გეგონოთ, რომ ეს დრო ჰაერიდან მოტანილია. ეს ეყრდნობა სწორ საერთაშორისო პრაქტიკას. ამის შესაბამისი სტანდარტები არსებობს. ეს არ არის ველოსიპედი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გამოიგონა. როცა საგანგებო მდგომარეობაა, ყველა სახელმწიფო ცდილობს, ისეთი ფორმა და წესი გამოძებნოს, რომელიც…

მეტი...

“უმუშევრად დარჩენილებს საქართველოს მთავრობა თვეში 150 ლარს გადაუხდის” – საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში მთავრობა ყოველთვიურად 150 ლარი გადასცემს.  უმუშევრად დარჩენილების დახმარების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეაგროვეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ თემაზე განცხადება ხვალ გაკეთდება.

მეტი...

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკის ინფექციონისტი სამედიცინო დაწესებულებას სავარაუდოდ ხვალ დატოვებს. ეს უკვე მე-6 გამოჯანმრთელებულია, რომელიც კლინიკიდან გაეწერება. ამ დროისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

მეტი...

ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ორი მცირეწლოვანია

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან. მათ შორის ორი მცირეწლოვანია – ერთ წლამდე და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, სამ წლამდე ბავშვს, ასევე ერთ წლამდე ბავშვს დედასთან ერთად თბილისში გადაიყვანენ, ხოლო დანარჩენი ორი პირი ბათუმის „მედალფას“ კლინიკაში მოთავსდება. ინფიცირებულები ორი ოჯახის წევრები არიან სოფელ ლეღვადან. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღეს ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან 28 პირის ანალიზის პასუხს ელოდნენ, რომელთაგან აღნიშნული ხუთი შემთხვევა დადასტურდა.

მეტი...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები საქართველოს Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით შესაბამისი ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა მარტინს შორის გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა IMF-ის მიერ საქართველოსთვის საგარეო დაფინანსების საჭიროებები შეაჯამეს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, საქართველოში IMF-ის ტექნიკური მისია მიმდინარეობდა და სწორედ მისიის შედეგებზე დაყრდნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამატებით ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. როგორც მერსედეს ვერა მარტინმა აღნიშნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკის აღდგენის ტემპი კორონავირუსთან ბრძოლის ეფექტურობაზეა დამოკიდებული და…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 68-მდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​272 დადასტურებული შემთხვევიდან 68 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

საპატრიარქოში ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე მივიდნენ

საპატრიარქოში სასულიერო პირებთან შესახვედრად რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მივიდნენ. მთავრობის წარმომადგენლებსა და საეკლესიო პირებს შორის საუბრის თემა, სავარაუდოდ, სააღდგომო ლიტურგია იქნება. 

მეტი...

“იკვებეთ იმით, რაც გვაქვს და იქნებით ჯანმრთელები” – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, „ნივრისა და ჯანჯაფილის ფსიქოზი“ შეწყვიტონ და ტრადიციული კერძებით იკვებონ. ამის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა იმ ფონზე, როდესაც ბელარუსის ანტიმონოპოლურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ნიორზე, ჯანჯაფილსა და ლიმონზე ფასები საგრძნობლად არის გაზრდილი. „ვიღაც იცინოდა, როცა ვამბობდი, რომ სპორტით უნდა იყოთ დაკავებული და ჯანსაღი წესით უნდა ცხოვრობდეთ, უნდა იკვებოთ იმით, რაც გვაქვს. ახლა კი თვალს ვადევნებ ახალ ფსიქოზს, ნივრისა და ჯანჯაფილისას. დაწყნარდით ბოლოს და ბოლოს, გვაქვს საკმარისი ნიორიც და ხახვიც ყველა ოჯახისთვის. არ შეიძლება, მარტო ნივრით და ხახვით იკვებოთ. ლიმონი და ჯანჯაფილი კი საერთოდ არ არის ჩვენი…

მეტი...

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, საერთო ჯამში თბილისის ინფექციურში კოვიდ19-სგან 45 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი უკვე – 68. „ერთ პაციენტთან დღეს განმეორებით უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ერთი პაციენტი გაჯანმრთელებული დაგვემატა. ჩვენთან არის უკვე გამოჯანმრთელების 45-ე შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით იქნება 68 გაჯანმრთელებული“, – განაცხადა ეზუგბაიამ. ამასთან,  ეზუგბაია ამბობს, რომ დილის შემდეგ მონაცემები არ შეცვლილა და ქვეყნის მასშტაბით ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ისევ 266-ს შეადგენს.

მეტი...

აშშ საქართველოს 100 ათასი ლარის პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას და 2 ათას ერთეულ სწრაფ ტესტებს გადასცემს

“ამერიკის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო 100 ათასი ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენას და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას გეგმავს”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც საელჩო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ელჩის თქმით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2 ათას ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფ ტესტებს, რომელთაც ვირუსის დადგენა რამდენიმე საათში შეუძლია. „ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, რომელიც აგრძელებს ფართო სპექტრის დახმარების პროგრამების განხორციელებას სოფლის მეურნეობის, განათლების, ბიზნესის განვითარების, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მიმართულებით, ახლახანს გამოაცხადა 1,1 მლნ დოლარის ოდენობით, საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა კოვიდ 19-თან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად.…

მეტი...

რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება ექიმის ხალათით „შემოსეს“ (ვიდეო)

კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმებისთვის სოლიდარობის გამოსახატავად, რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება ექიმის ხალათით „შემოსეს“.  ქრისტეს ქანდაკებაზე ჯერ თეთრი ხალათი გამოჩნდა, შემდეგ ფონენდოსკოპი, ხოლო ქანდაკების ქვედა ნაწილში კი სხვადასხვა ენებზე სამადლობელი სიტყვები გამოჩნდა. ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 22 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 223 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მეტი...

ბოლო 24 საათში პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 104 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 104 ახალი ფაქტი გამოვლინდა. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, 12 აპრილის 21 საათიდან 13 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე დააჯარიმა. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 4 ფიზიკური პირი. პოლიცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი…

მეტი...

“ცოტა უხერხულია, როცა კუპონის ავტორი ლარის ჩამოშლაზე საუბრობს” – სოფო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ოპოზიციონერ დეპუტატს, რომან გოცირიძეს ურჩევს, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე განცხადებების გაკეთებისას, სიფრთხილე გამოიჩინოს. „ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობას მივესალმები. მივესალმები იმასაც, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებდეს, მაგრამ რაღაც გარკვეული მორალური ზღვარი არსებობს. მაგალითად, როცა კუპონის ავტორი ლარის ჩამოშლაზე საუბრობს, მგონი, ცოტა უხერხულია. გირჩევდით, მომავალში, ამას უფრო სიფრთხილით მოეკიდოთ“, – მიმართა სოფო კილაძემ რომან გოცირიძეს.

მეტი...

StopCoV ფონდში დაგროვილი თანხა 2 მლნ 500 ათასი ლარით გაიზარდა

13 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, „კოვიდ-19“ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონი ლარია მობილიზებული. ​StopCoV ფონდი COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. ბიზნესომბუდსმენის აპარატი განმარტავს, რომ StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა, მათ შორის არიან:​დავით ხიდაშელი – 1 მლნ 200 ათასი ლარი, შოთა შალელაშვილი – 1 მლნ ლარი, შპს „იმპოსტი – 50 ათასი ლარი, შპს „ზდ ნავთობის კომპანია“ – 50 ათასი ლარი, „სუფთა სახლი“ – 30 ათასი ლარი, შპს „ბლოქსი“…

მეტი...

კიევ-პეჩერის ლავრაში კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის ინფორმაციით, კიევ-პეჩერის ლავრაში მეორე სასულიერო პირი გარდაიცვალა. გავრცელებულ განცხადებაში ბერის გარდაცვალების მიზეზი დასახელებული არ არის. მანამდე კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული არქიმანდრიტი გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, 73 წლის სასულიერო პირს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში მდებარე სამონასატრო კომპლექსში 63 სასულიერო პირია ინფიცირებული. ქვეყანაში ეკლესიები დახურული არ არის, მაგრამ მასობრივი რელიგიური ღონისძიებები აკრძალულია.

მეტი...

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 81 წლის ქალი სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება

“81 წლის ქალბატონი რეანიმაციული განყოფილებიდან გადმოვიყვანეთ და სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება. ის 18 დღის წინ შემოვიდა კლინიკაში, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა განაცხადა. ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მართვით სუნთქვაზე 4 პაციენტი იმყოფება. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო ორის სტაბილურად მძიმეა. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 84 პაციენტია, აქედან 67 კოვიდინფიცირებულია.

მეტი...

“ჩერნობილში ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს უხლოვდება, სიტუაცია კრიტიკულია” – უკრაინული მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჩერნობილში ხანძარმა ქალაქ პრიპიატს მიაღწია. როგორც ჩერნობილის ზონის მმართველი სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრი იაროსლავ ემელიანენკო აცხადებს, სიტუაცია კრიტიკულია და ცეცხლი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს უახლოვდება. „ახლა ცეცხლი ქალაქ პრიპიატში მძვინვარებს. ორ კილომეტრში მდებარეობს რადიოაქტიური ნარჩენების საცავი, სადაც ყველაზე საშიში რადიაციული ნარჩენები ინახება“, – წერს იაროსლავ ემელიანენკო. ჩერნობილში ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა. 7 აპრილს ხანძარი 35 ჰეტქარზე იყო გავრცელებული. 6 აპრილს პოლიციამ ცეცხლის გაჩენაში ეჭვმიტანილი 27 წლის მოქალაქე დააკავა. მისი თქმით, ცეცხლი მან გასართობად ბალახს წაუკიდა, რის შემდეგაც ხანძარი გავრცელდა და მისი ლიკვიდაცია ვერ შეძლო.

მეტი...

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ს აფხაზურენოვანი ვერსია დაემატა

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს – www.stopcov.ge აფხაზური ვერსია დაემატა, – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, დღეიდან აფხაზურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა საიტის ოსურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება. ამ ეტაპზე ოფიციალური ვებგვერდი უკვე ხუთ ენაზე ფუნქციონირებს. უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად მუშაობს www.stopcov.ge-ის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ვერსიები, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მიიღონ.

მეტი...

“ყველა სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგი შევსებულია” – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

12 აპრილიდან 30 ივნისამდე ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) რამდენიმე სასურსათო პროდუქტის ექსპორტის აკრძალვა საქართველოს ბაზარზე დეფიციტს არ გააჩენს, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს. „სამინისტრო ქვეყანაში არსებულ სასურსათო მარაგებზე და მათ შევსებაზე, სავაჭრო ქსელებში პროდუქციით შეუფერხებელ მიწოდებაზე და ფასებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით. დღეისთვის საქართველოში…

მეტი...

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები. მოქალაქეებს სახელიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება. ასევე ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით. ამასთან, პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავცრეებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმის პირობებში, მუშაობის უფლება მიეცემა…

მეტი...

“პირიქით, ახლა უნდა ვეზიაროთ, ნუთუ ამას ვერ ხვდებით?” – ირმა ინაშვილი

“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულ ახლოვდება, ლიტურგიაც ჩატარდება, წირვაც და ვეზიარებით კიდეც, ვინც ზიარების რიგში დგას. ვინც მაზიარებელი და აღმსარებელია, ის წესებს და რეკომენდაციებსაც დაიცავს” – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეჩვენება, რომ ე.წ კომენდანტის საათი იმისთვის არის დაწესებული, რომ მორწმუნეებს სააღდგომო ლიტურგიაზე ეკლესიებში მისვლა გაუჭირდეთ. „ჩემთვისაც გაუგებარია 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა და მეჩვენება, რომ რაღაცნაირად ეს სააღდგომო ლიტურგიასთან არის ეს კავშირში, რომ ადამიანებს ეკლესიაში მისვლა გაუჭირდეთ. პირიქით, ახლა უნდა ვეზიაროთ, ნუთუ ამას ვერ ხვდებით? ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობისა და მხედრობისთვის და ამათ რა…

მეტი...

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი, კარანტინის წესების დარღვევისთვის დააკავეს

მონტენეგროს პოლიციამ სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი და მასთან ერთად 20 ადამიანი კარანტინის წესების დარღვევის გამო დააკავა. მათ შორის უმეტესობა მღვდელია. გავრცელებული ინფორმაცით, მიუხედავად კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვებისა, სასულიერო პირებმა ღვთისმსახურება მაინც ჩაატარეს.

მეტი...

“თუ გვინდა, რომ ყველასთვის სასურველი შედეგი იყოს, რეკომენდაციები ყველგან თანაბრად უნდა სრულდებოდეს” – დიმიტრი ხუნდაძე

“თუ გვინდა, რომ ყველასთვის სასურველი შედეგი იყოს, რეკომენდაციები ყველგან თანაბრად უნდა სრულდებოდეს”,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ხუნდაძე ოპოზიციას პოლიტიკური ვაჭრობისგან თავის შეკავებას ურჩევს. „ჩემი აზრით, რეკომენდაციები უნდა სრულდებოდეს ყველგან თანაბრად, თუ გვინდა რომ შედეგი იყოს ყველასთვის სასურველი. პოლიტიკური ვაჭრობისგან თავის შეკავებას ვურჩევდი ოპოზიციას. რა თქმა უნდა, ეს პროცესი არის რთულად სამართავი. იქნება გარკვეული ხარვეზები. შესაძლოა შეცდომებიც, მაგარამ საბოლოოდ შედეგი გაიზომება იმ შედეგით, რაც დღეს გვაქვს. მაგრამ არც ეს მონაცემები არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს, რამეთუ ყველაზე რთული ფაზა გვაქვს გასავლელი, ეს არის კრიზისული ფაზა. მოჭარბებული რაოდენობა იქნება…

მეტი...

“რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება დღითიდღე იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ” – პუტინი

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რუსეთში იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. „რუსეთის ფედერაციაში ვითარება დღითიდღე იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ. პაციენტების მდგომარეობა მძიმდება. უახლოესი კვირეები ბევრ რამეს განსაზღვრავს ქვეყანაში. მთელი ჯანდაცვის სისტემა უნდა მუშაობდეს, როგორც ერთიანი მექანიზმი”,-აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, მთავრობა სიტუაციის ყველანაირ განვითარებას განიხილავს. „აუცილებელია ყველა სცენარის განხილვა, თვით ყველაზე რთულის და არაორდინალურის, იმისათვის, რომ მოქნილად, დაუყოვნებლივ შეცვალოთ ჩვენი მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა“,-დასძინა პუტინმა. ცნობისთვის, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე იზრდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსი 2558 ადამიანს დაუდგინდა, რითაც ვირუსის დადასტურებულმა რიცხვმა 18328-ს მიაღწია.

მეტი...

“კორონავირუსით ექიმის ინფიცირების წყარო უცნობია” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის წყარო უცნობია, თუმცა მოკვლევა მიმდინარეობს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვისაც ექიმთან შემხებლობა ჰქონდა, საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილი. მისი თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც სიმპტომები ჰქონდა, კორონავირუსი არ დაუდგინდათ. „ექიმის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის. თუმცა, მოკვლევა მიმდინარეობს. განხორციელებულია შემდეგი ღონისძიება, რომ ყველა ის პირი, რომელიც ექიმთან კონტაქტში იმყოფებოდა, ამ ეტაპზე საკარანტინო ზონაშია. გარკვეული პირები, რომლებსაც სიმპტომატიკა აღენიშნებოდათ, უკვე დატესტილები არიან, თუმცა მათი პასუხი უარყოფითია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კეთილსაიმედო პროგნოზია. დანარჩენი პირები დაკვირვების რეჟიმში იმყოფებიან. ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური ინტენსიურად…

მეტი...

“დამცავი ნიღბის ტარება მალე ნორმა იქნება – ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს” – ჯანდავცის მსოფლიო ორგანიზაცია

დამცავი ნიღბის ტარება მალე ნორმა იქნება, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა, დევიდ ნაბარომ რადიო 4-თან საუბრის დროს განაცხადა. „ეს ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს. ჩვენ არ ვიცით ადამიანები მის მიმართ იმუნურები იქნებიან თუ არა. არც ის ვიცით როდის გვექნება ვაქცინა“, – აღნიშნა ნაბარომ. მისივე თქმით, ადამიანებს მოუწევთ ახალ რეალობასთან შეგუება. „ჩვენ ახალ რეალობასთან შეგუება მოგვიწია, მოგვიწია მაგალითად მაშინ, როცა გავიგეთ რომ აივ ინფექცია სქესობრივი გზით გადადის. ამჯერადაც ამ ახალ რეალობას უნდა შევეგუოთ. უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება“, – აღნიშნა ნაბარომ.

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე სამსჯელოდ ოპოზიციურ ფრაქციებსა და საპარლამენტო ჯგუფებს შეხვდება

პარლამენტის თავმჯდომარე რჩილ თალაკვაძე საარჩევნო კოდექსის ცვლილების საკითხზე ოპოზიციურ ფრაქციებთან და საპარლამენტო ჯგუფებთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავს. ამის შესახებ მან პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განაცხადა. „პარლამენტს საარჩევნო მიმართულებაზე მუშაობა არ შეუწყვეტია. შესაძლოა, ეს ახლა არ არის პრიორიტეტული მიმართულება, მაგრამ ჩვენ ჩავატარეთ არაერთი დისტანციური სხდომა, სამუშაო შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან, ჩვენს ძირითად პარნტიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. განახლებული პაკეტი უკვე დაგზავნილი აქვთ ოპოზიციურ ფრაქციებსაც. ალბათ, ნახეთ, პარასკევს მიიღეთ ეს განახლებული პაკეტი, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გასწვრივ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. მე ვგეგმავ თქვენთან შეხვედრას, შესაძლოა ეს იყოს ონლაინ ფორმატში, მაგრამ უახლოეს დღეებში ოპოზიციურ ფრაქციებთან და საპარლამენტო ჯგუფებთან მექნება ამასთან…

მეტი...

კორონავირუსით ევროკომისიის თანამშრომელი გარდაიცვალა

ევროკომისიის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაავრცელა. „ღრმა მწუხარებით გაუწყებთ, რომ 12 აპრილს გარდაიცვალა ევროკომისიის ერთგული თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. გულითადად ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, ჩემი ფიქრებით მის კოლეგებთან ერთად ვარ, რომლებიც ევროკომისიის სამეცნიერო კვლევების საბჭოში მუშაობენ“, – წერს „ტვიტერის“ გვერდზე ევროკომისიის პრეზიდენტი. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკომისიის თანამშრომელი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. მარტში ვირუსს ემსხვერპლა ევროპარლამენტის თანამშრომელიც.

მეტი...

“კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება უახლოესი ორი კვირა” – დავით ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოში სწრაფად მოიხსნას საგანგებო რეჟიმი, მოქალაქეებმა უახლოესი ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ. კითხვაზე, განიხილავს თუ არა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას და ზომების გამკაცრებას, მინისტრი აცხადებს, რომ მომდევნო ორი კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება და მათ შორის, მნიშვნელოვანია, პიკის ფაზაში შესვლის კვალობაზე, მოქალაქეებმა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. „კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება უახლოესი ორი კვირა. ჩვენი მედიკოსების მხრიდან არაერთხელ იყო გაცხადებული, რომ ვუახლოვდებით და შევდივართ პიკის ფაზაში. აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეული ჩვენი მოქალაქე უახლოესი ორი კვირის განმავლობაში არსებულ სიტუაციას. ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, ჩვენი…

მეტი...

„ყველაზე კომფორტში ბანკები დარჩა, მათ მიიღეს მონაწილეობა ადამიანების გაღარიბებაში“ – ბექა ნაცვლიშვილი (ვიდეო)

„დღეს ყველაზე მოგებული დარჩნენ ბანკები, უსამართლოდ და არასამართილინად მოგებულები“ – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”განაცხადა. ნაცვლიშვილი თვლის, რომ ქვეყანაში ბანკების მიმართულებით არანაირი პოლიტიკა არ გატარებულა. „დღეს ყველაზე მოგებული კრიზისული ეკონომიკიდან დარჩნენ ბანკები, როდესაც ეკონომიკის ზრდა გვქონდა 5% და ბანკების მოგება იზრდებოდა ეს იყო დამღუპველი, რადგან ბანკებს ეკონომიკის განვითარებაში კი არ მიუღიათ მონაწილეობა, არამედ ადამიანების გაღარიბებაში მიღეს მონაწილეობა და დღეს შესაბამისად სახელმწიფო დგას, რაც არის გასაკვირი და ბანკების მიმართულებით არანაირი პოლიტიკა არ გაუტარებიათ, ესეგი აღმოჩნდა რამოდენიმე ბანკის კეთილი ნების იმედად, ვინც მოქალაქეებს სამი თვით შეუჩერა სესხები“ – განაცხადა…

მეტი...

ბარსელონაში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

„გარდაიცვალა კორონავირუსით ჩვენი მოქალაქე ბარსელონაში, რომელიც გახლდათ ონკო პაციენტი“ -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით საქართველოს საკონსულო გარდაცვლილის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზეა. „სამწუხაროდ გარდაიცვალა ჩვენი თამანამემამულე 65 წლის ადამიანი ბარსელონაში, რომელიც იყო ონკო პაციენტი და დაერთო კორონავირუსი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პროცედურები რაც არის გასათავლისწინებელი იყოს პროტოკოლით დაცული“ – განაცხადა დავით ზალკანიანმა, მანვე ისაუბრა ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე. „ერაყში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენებასთან დაკავშირებით ვმუშაობთ, გართულებულია გადაადგილება და ქვეყნებს დაკეტილი აქვთ სახმელეთო საზღვრები. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქე დაბრუნდეს სპეცრეისით და მასთან ერთად…

მეტი...

საბერძნეთის ხელისუფლება კარანტინის წესების დარღვევაში ბრალდებული მღვდლების საქმის გამოძიებას პროკურატურას სთხოვს

საბერძნეთის ხელისუფლება კარანტინის წესების დარღვევაში ბრალდებული მღვდლების საქმის გამოძიებას პროკურატურას სთხოვს. საქმე ეხება ორ სასულიერო პირს, რომლებმაც აკრძალვის მიუხედავად, მორწმუნეები აზიარეს. როგორც ბერძნული მედია წერს, ათენის შემოგარენში, ერთ-ერთი მღვდელი მრევლს ტაძარში უკანა შესასვლელიდან უშვებდა და აზიარებდა. ანალოგიური შემთხვევა მოხდა წმინდა სპირიდონის ეკლესიაში კუნძულ კორფუზე. როგორც ცნობილი გახდა, კორფუს პროკურორმა უკვე წაუყენა ბრალი კორფუს ეპისკოპოსს, ასევე ქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მორწმუნეებს, რომლებიც მთავრობის მიერ დაწესებული აკრძალვისა და წმინდა სინოდის მითითების მიუხედავად, ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ.

მეტი...

„კოვიდ 19“-ის ნარჩენებით აჭრელებული ქალაქი  

სამედიცინო ხელთათმანები და ნიღბები ერთადერთი დამცავი საშუალებაა, რომელიც „კოვიდ 19“-ის ვირუსისგან გვიცავს. ეს სწორედ ის ყველაზე მოთხოვნადი და დეფიციტური ნივთებია, რომელიც  გამოყენების შემდეგ განადგურებისა და ნაგავში მოხვედრის ნაცვლად ქუჩებში, პარკებსა თუ სკვერებში ხვდება. ფოტოები „მედიაცენტრმა მთავარმა“ დედაქალაქის სხვადასხვა ცენტრალურ უბანში გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ურნები თითქმის ყველა ნაბიჯზეა, დაბინძურებული და ვირუსის შესაძლო მატარებელი ნიღბები თუ ხელთათმანები ყველგან ყრია.      „მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მეტი...

„სახელმწიფო ყველას უნდა დაეხმაროს, ვინც სამუშაო დაკარგა, სწორება ერთ სულზე 390 ლარი უნდა იყოს” – ბექა ნაცვლიშვილი

“ხელისუფლებამ რაც უნდა გააკეთოს ის არის, რომ დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს. ეს ხალხი არიან ყველაზე დაბალშემოსავლიანი და ფინანსურად სუსტი ჯგუფი „ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილი მოსახლეობის იმ კატეგორიაზე საუბრობს, რომლებიც მისი აზრით სოციალურად დაუცველებზე უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. “უმუშევრად დარჩენილ ხალხს  არანაირი დანაზოგები არ ექნებოდათ. ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა ელემენტარული საარსებოს გარეშე, ესენი არიან თვითდასაქმებული ადამიანები და ის სექტორი, ვინც გაჩერდა. ამ ხალხს არანაირი დანაზოგი არ ექნებოდათ მათი შემოსავლიდან გამომდინარე შესაბამისად ვერ გააკეთებდნენ დანაზოგს. დიდმა ბანკებმა შეიძლება გადაავდეს სესხები, მაგრამ მიკროსაფინანსოებს…

მეტი...