“ცოტა ხანს შევიწუხოთ თავი, გავიჭირვოთ მაქსიმუმ სამი კვირა, ამის შედეგი იქნება, რომ დაიწყება შემთხვევათა კლება” – თენგიზ ცერცვაძე

“ცოტა ხანს მეტად შევიწუხოთ თავი, ცოტა ხანი მეტად გავიჭირვოთ. ეს ორი კვირა, მაქსიმუმ სამი კვირა ძალიან მკაცრად შევასრულოთ რეკომენდაციები”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, შეზღუდვები არ არის კომფორტული, მაგრამ ეს იქნება შედეგის მომტანი. „ეს იქნება გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ გავუძლოთ და შედეგი იქნება ის, რომ სტაბილიზაციის ტენდენცია, რომელიც ჩვენთან შემთხვევათა მატებაში უკვე შეინიშნება, გახდება მყარი და დაიწყება შემთხვევათა კლება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერსონალმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორსული ტაშით გააცილა (ვიდეო)

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 24 კვირის ორსულმა დატოვა. კლინიკის მედპერსონალმა პაციენტი ტაშით გააცილა. პაციენტის გაცილების ვიდეომასალას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ავრცელებს. „ასე ამაღელვებლად დაემშვიდობა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა და პერინატალური დეპარტამენტი საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებულ პირველ 24 კვირის ორსულს, რომელიც 2020 წლის 26 მარტს საუნივერსიტეტო კლინიკაში შემოვიდა საკმაოდ მძიმე კლინიკური ნიშნებით. ორსული სრულად გამოჯანმრთელდა, ნაყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს“, – ნათქვამია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

მეტი...

უკრაინელ ჯარისკაცებს კორონავირუსი დაუდგინდათ

აღმოსავლეთ უკრაინაში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ ძალებთან მებრძოლ უკრაინელ ჯარისკაცებს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 2,777 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 83 მოქალაქე.

მეტი...

კორონავირუსი თბილისში კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ ერთ ექიმს დაუდასტურდა. პაციენტი კლინიკა “თიმის” თანამშრომელია. მას საეჭვო სიმპტომები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღენიშნებოდა. კლინიკა “თიმის” ინფიცირებული ექიმი პროფილურ კლინიკაშია გადაყვანილი. აღნიშნულის გამო იზოლაციაშია რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის იზოლაციაში იმყოფება კლინიკის დირექტორიც. რაც შეეხებაკლინიკა “თიმში” მყოფ სხვა პაციენტებს. მათი ნაწილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. ხოლო 7 მძიმე პაციენტი, კლინიკის დირექტორის თქმით, ადგილზე რჩებიან და მათთან კლინიკის ის ექიმები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულ ექიმთან შემხებლობა არ ჰქონიათ. ამ დრომდე კლინიკაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მუშაობენ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 252 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

„გარდიანი“ საქართველოს კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითად ასახელებს

ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ საქართველო იმ ქვეყნებს შორის დაასახელა, რომლებმაც შეანელეს ან შეაჩერეს კორონავირუსის გავრცელება, რადგან 3.7 მილიონი მოსახლის ფონზე, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების მხოლოდ სამი შემთხვევა ფიქსირდება და სამივე შემთხვევაში პაციენტებს თანდართული დაავადებები ჰქონდათ. როგორც გამოცემა წერს, საქართველოს შემთხვევაში, კორონავირუსის გავრცელების შენელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის სწრაფი რეაგირება გახდა. „საქართველომ დროულად დააწესა შეზღუდვები გადაადგილებაზე, მათ შორის, ჩინეთიდან ფრენები იანვრიდანვე შეაჩერა. შემთხვევების მცირე რაოდენობის მიუხედავად, საქართველომ მარტის დასაწყისშივე დაკეტა ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები“, – წერს „გარდიანი“.

მეტი...

რაჭაში თოვს

რაჭაში მოთოვა. ამბროლაურის რაიონში თოვა დაახლოებით 1 საათის უკან დაიწყო. ფოტოები გადაღებულია სოფელ ზედა შავრაში. თოვლის საფარი დიდი არ არის, თუმცა, ადგილობრივები სრიალებენ და გუნდაობენ. „მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მეტი...

პოლონეთში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქე სამშობლოში ავტობუსებით დაბრუნდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთში მყოფი საქართველოს 71 მოქალაქე სამშობლოში დასაბრუნებლად მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებს. უწყების ცნობით, მოქალაქეები ერევნიდან საქართველოში ავტობუსებით დაბრუნდებიან. „მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს. პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და ხელშეწყობით, პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები – 71 ადამიანი, ავტობუსებისა და სპეციალურად მოწყობილი დერეფნის მეშვეობით, ორგანიზებულად გადაიყვანეს პოლონეთიდან ბელარუსში, საიდანაც ისინი, ბელარუსში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მინსკი-ერევნის რეისით ისარგებლებენ; ხოლო ერევნიდან, ასევე საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ავტობუსებით გამოემგზავრებიან სამშობლოში. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ სამედიცინო შემოწმება და გადაყვანილ იქნებიან კარანტინში“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში. მათივე ინფორმაციით, 12 აპრილის მონაცემებით, საქართველოს…

მეტი...

30 წლის ქალს, რომელიც გომიდან თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა

30 წლის ქალს, რომელიც გომიდან თბილისში საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ოჯახთან ერთად გომში, აგარაკზე იმყოფებოდა. როგორც ხაშურის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ჩიქოვანმა განაცხადა, ამ წუთებში ეპიდემიოლოგები გომში მუშაობენ. იზოლაციაში გადაჰყავთ ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი. დგინდება კონტაქტები. ამასთან, მოხდება სინჯების აღება დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლების მიერ.

მეტი...

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ამ დროისთვის უკვე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. “24 პაციენტის პასუხი მივიღეთ, ერთი კვლევა გრძელდება. ამ 24 პაციენტიდან, ერთთან მოვიდა კოვიდ დადებითი, პაციენტი უკვე გადაყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. პაციენტი იმყოფებოდა თვითიზილაციაში,” – აცხადებენ თბილისის ზღვის ჰოსპიტალში

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 178 ფაქტი გამოავლინა

პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 178 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 11 აპრილის 21 საათიდან 12 აპრილის დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 94 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 60 მოქალაქე…

მეტი...

ქობულეთში ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 203 პირიდან, კორონავირუსი 20 მათგანს დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით გამოიკვეთა 203 კონტაქტი, მათ შორის უკვე გამოკვლეულია 187 პირი. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, გამოკვლეულთაგან კორონავირუსი საერთო ჯამში 20 პირს დაუდასტურდა. ზაალ მიქელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საკონტრო-გამშვებ პუნქტთან მივიდა. მინისტრის განცხადებით, მობილიზებულია მედიკოსთა ჯგუფი, რომელიც მკაცრ კარანტინში მოქცეული სოფლების ყველა მცხოვრებს ჩაუტარებს თერმოსკრინინგს. დღეს აჭარაში ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, ერთი კი იმპორტირებული შემთხვევაა.

მეტი...

“დადგება მომენტი, კორონავირუსი შეწყვეტს ბობოქრობას” – ლევან რატიანი

“დადგება მომენტი, კორონავირუსი შეწყვეტს ბობოქრობას და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს”, – ამის შესახებ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, ვირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ არ იქნება ასეთი აგრესიული. „იცით, რომ ამ ეტაპამდე მუშაობს რიგი სახელმწიფოები, რომ შექმნას ვაქცინა, მაგრამ დამტკიცებული მედიცინის მხრივ, ჯერჯერობით ვაქცინა არ არის. პანდემიას, ეპიდემიას ახასიათებს ასეთი რაღაც, ბუნების კანონია, დაწყნარდება აუცილებლად ვირუსი, და დაწყნარდებიან ადამიანებიც, ვინც ამ კაცობრიობაში ცხოვრობდა. ეს ვირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ ერთი პირობით – ასეთი აგრესიულობის გარეშე. მე ინფექციონისტი არ ვარ, რეანიმატოლოგი…

მეტი...

“ჩემი პრინციპია, რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე” – ლევან რატიანი

“სულით ექიმი ვარ, მნიშვნელობა არ აქვს, პაციენტი ვინ იქნება”, – ასე უპასუხა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატინამა კითხვას, რომლის თანახმადაც, „ექიმმა დავით ნანობაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში გააკეთა განცხადება, რომ თუ ნიკა გვარამია დაინფიცირდება, მას ექიმები არ უმკურნალებენ, თუ შეიძლება, ექიმმა პაციენტი გამოარჩიოს“. “ჩემი პრინციპია, რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე”, – განაცხარა ლევან რატიანმა.

მეტი...

“სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, თვითონ ვიცით, რომ ქართველი ადამიანი ძლიერია სულით” – ილია მეორე

“მაგრად იდექით, სხვები ლაპარაკობენ, უცხოეთში ქართველმა ხალხმა ვაჟკაცურად მიიღო ეს განსაცდელიო, სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, თვითონ ვიცით, რომ ქართველი ადამიანი ძლიერია სულით”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა. ილია მეორემ მორწმუნეებს ბზობის დღესასწაული მიულოცა. „გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ბზობას. მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე, ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს. დიდება და მადლობა უფალს. ღმერთი გვაძლევს ჩვენ ძალას, უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბზობა დიდებული დღესასწაულია, ეს არის ადამიანის გამოცდა, ადამიანის განწმენდა. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს,…

მეტი...

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. ჩიქოვანის თქმით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. „დღეის მდგომარეობით, საქართველოში უკვე არის 252 დადასტურებული შემთხვევა კოვიდინფექციის. ამასთან, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ შემთვევაში იყო საკმაოდ ფართე წრე კონტაქტების და შესაბამისად, გვიწევს სპეციალურ ღონისძიებებს მივმართოთ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება. გარდა იმ მეზღუდვებისა, რაც დადგენილია საგანგებო…

მეტი...

“პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, პაციენტი პაციენტია, მას არ სჭირდება სხვა კრიტერიუმები” – მარინა ეზუგბაია

“პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, ჩვენ არც სქესსა და ასაკზე ვლაპარაკობთ, პაციენტი პაციენტია, მას არ სჭირდება სხვა კრიტერიუმები, ჩვენი მეგობარი იქნება, თუ მტერი, ავადმყოფს უნდა ვუმკურნალოთ”,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ეზუგბაიას თქმით, წარმოუდგენელია, რომ ექიმმა ვინმეს არ უმკურნალოს. „ჯერ ერთი, გილოცავთ დღეს უდიდეს დღესასწაულს, რომელსაც ბზობა ქვია და ქრისტიანი ადამიანი არასოდეს უარს არ ამბობს და მითუმეტეს ქრისტიანი ექიმი. რას ნიშნავს ეს? მტერი უნდა გიყვარდეს შენიო და მითუმეტეს პაციენტი, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანია და სჭირდება დახმარება. პაციენტს სახელი და გვარი არ აქვს, ჩვენ არც სქესზე…

მეტი...

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე ხვალ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

“საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის”, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული. ამასთან, სავალუტო ბაზარზე ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის პირველი ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა. ამ დღეს ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

მეტი...

დღეს ბერლინი-თბილისის რეისით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოს მთავრობა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. დღეს, 12 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით. მგზავრთა შორის არიან ფეხმძიმე ქალბატონები, მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „აღნიშნულ რეისს ასევე მოჰყვება მძიმე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან, ბერლინის აეროპორტამდე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვა ყველა შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი, რათა პაციენტის მომსახურება უზრუნველყოფილი იყოს უშუალოდ…

მეტი...

“იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს” – რომის პაპი

“იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს”, – ასე მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს კათოლიკური აღდგომის დადგომისას. რომის პაპმა ხალხს მოუწოდა, არ დაემორჩილონ შიშს და ყურადღება გაამახვილონ იმედის გზავნილზე. რომის პაპმა კათოლიკების წინასააღდგომო წირვა ვატიკანში, თითქმის ცარიელ წმ. პეტრეს ბაზილიკაში ჩაატარა. ტაძარში ჩვეულებრივად ცერემონიას 10 000-მდე ადამიანი ესწრება, ახლა კი პაპს თან მხოლოდ ორი ათეული ადამიანი ახლდა.

მეტი...

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება

სრულიად  მართლმადიდებლური სამყარო დღეს ბზობის დღესასწაულს – იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ამ წუთებში იწყება. “​ბაიობა”, იგივე ბზობა დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს აღინიშნება. ბზობა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება. წელს, „კორონავირუსის“ გამო, ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ტაძრებთან და ქუჩებში ბზა არ გაიყიდება, თუმცა, ვისაც ბზა ქოთნით ან ტოტები ექნება, ტაძრებში მას ჩვეულებისამებრ აკურთხებენ. „მედიაცენტრი მთავარი“  ყველა მართლმადიდებელს ულოცავს ბზობის დღესასწაულს.

მეტი...

„კორონავირუსები“ არის როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში, თუმცა, ცხოველებში „კოვიდ 19“ არ ფიქსირდება“ – რა ხდება ზოოპარკებში

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, “კორონავისური” არის როგორც ცხოველებში ისე ადამიანებში, თუმცა, არა „ახალი კორონავირუსი“ – „კოვიდ 19“. როგორც გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, „კოვიდ 19“ ცხოველიდან ადამიანზე არ გადადის, თუმცა, არის შემთხვევა, როცა ვირუსი ადამიანიდან ცხოველზე გავრცელდა. „რამდენიმე გამონაკლისის გარდა, არა მხოლოდ თბილისის, მსოფლიოს ყველა ზოოპარკი დაკეტილია. რაც შეეხება „ახალი კორონავირუსის“ ცხოველებზე გადაცემას, დაფიქსირებულია მხოლოდ ერთადერთი ფაქტი, როცა ვირუსით ცხოველი დაინფიცირდა. ეს მოხდა „ბრონქსის ზოოპარკში,“ ვეფხვს ვირუსი ადამიანისგან, კერძოდ კი მომვლელისგან გადაედო. სხვა ინფორმაცია ვირუსის ცხოველებზე გადადების, არ არსებობს. ითვლება, რომ ცხოველებზე ეს ვირუსი არ გადადის. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის…

მეტი...