“მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე” – მეუფე გრიგოლი მორწმუნეებს კანონის დაცვას ურჩევს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, რომ კომენდანტის საათის შემთხვევაში, მრევლი ვერ შეძლებს ეკლესიაში მისვლას, რის გამოც მათ მრევლის გარეშე  მოუწევთ წირვის ჩატარება.  “კომენდანტის საათის შემთხვევაში, მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას და ჩვენ ალბათ, მოგვიწევს წირვის ჩატარება მრევლის გარეშე. არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი, რადგან მძიმე ჯარიმების გადახდა უწევთ და შეიძლება მერე, კიდევ მეტი სირთულეები დაუდგეთ წინ,” – აცხადებს მეუფე გრიგოლი.

მეტი...

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. 67 წლის მამაკაცის განმეორებით ანალიზის პასუხები ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. პასუხი უარყოფითია. დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით 67 წლის მამაკაცი 25 მარტიდან მკურნალობდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 242 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. ახალი შემთხვევა გაგრაში დაფიქსირებულ წინა 2 შემთხვევასთანაა კავშირში. ინფიცირებული მამაკაცი 1925 წელსაა დაბადებული და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის დონეზე ფასდება. მამაკაცი ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ.

მეტი...

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარანტინში „სულიკო“ შეასრულეს (ვიდეო)

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს. ვიდეო უკრაინული BBC-ის გვერდზე გავრცელდა.

მეტი...

ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“ბიბისის” ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით ძალიან კარგი პროგრესია.  ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი დაახლოებით ორი კვირის წინ დაუდასტურდა, საავადმყოფოში რჩება. ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციაში გუშინ განაცხადეს, რომ ბორის ჯონსონს მოკლე მანძილზე სიარული შეუძლია და ექიმებს ესაუბრა. ბორის ჯონსონმა ინტენსიური განყოფილება 9 აპრილს, საღამოს დატოვა და მკურნალობას ლონდონში, წმინდა თომას ჰოსპიტალში განაგრძობს.

მეტი...

“მთავარია, სულიერად შევხვდეთ ბზობის დღესასწაულს და არა ფორმალურად” – მეუფე გერასიმე

“მთავარია, სულიერად შევხვდეთ ბზობის დღესასწაულს და არა ფორმალურად”,  – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, გერასიმე შარაშენიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტაძრებში ბზა არ გაიყიდება, სახლებიდან მიტანილ ბზას ყველა ტაძარში აკურთხებენ. მეუფე მრევლს მოუწოდებს, რომ ბზები არ მოჭრან, რადგან სიმბოლურად თითო ტოტიც საკმარისი იქნება, იმ შემთხვევაში კი, თუ ესეც ვერ მოხერხდება, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

მეტი...

“ეკლესიაში არ მოსვლა ცოდვაში არ ჩაეთვლება იმას, ვისაც ამის მიზეზი აქვს” – მეუფე ნიკოლოზი

ხვალ ბზობაა. მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს, თუმცა წელს ეს და სხვა საეკლესიო დღესასწაულები, უმეტეს შემთხვევაში, განსხვავებულად ჩაივლის. მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა შეთანხმდა, რომ გაიზიარებს მედიკოსებისა და ხელისუფლების რეკომენდაციებს. სასულიერო პირები ღვთისმსახურებას ცარიელ ტაძრებში აღავლენენ, რაც ტელევიზიით გადაიცემა, სხვადასხვა ქვეყნის პატრიარქები მრევლს მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და ტრანსლაციას ადევნონ თვალი.  “ეკლესიაში არ მოსვლა ცოდვაში არ ჩაეთვლება იმას, ვისაც რაიმე მიზეზი აქვს ამის. ან შეუძლოდ გრძნობს თავს ან კიდევ შინაგანად თუ განიცდის. ჯანმრთელ ადამიანს რომ უთხრა, არ მოხვიდე, ან რაღაც არ ქნაო, თუ ის მოაზროვნეა, უნდა აუხსნა რატომ არ უნდა გააკეთოს…

მეტი...

“სახელმწიფომ ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა გაწირა” – დავით ჭიჭინაძე

„სახელმწიფომ იმის გამო, რომ არ გააჩნია ერთიანი პოლიტიკა ფორს-მაჟორულ სიტუაციასთან მიმართებაში, ამით ჩვენი ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა გაწირა. რადგან  სწორედ ეს ერთიანი პოლიტიკა, ასევე ყველას ვალდებულების გაჩერება ყველას მიმართ, რასაც საქართველოში კოვიდის დაფიქსირების მეორე დღიდანვე მოვითხოვ, იქნებოდა უპირველესი გადარჩენა ხალხისთვის. მითუმეტეს, რომ გვაქვს საგანგებო სიტუაცია თავისი კომენდანტის საათით”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ერთის მხრივ ფაქტია ის, რომ ფინანსურ კომპანიების უმრავლესობას ხელშეკრულებაში აღარ უდევს ფორს-მაჟორი,  რამაც 2008 წელს ბევრი ადამიანი გადაარჩინა, მაშინდელი ომის პირობებში ქონების დაკარგვისგან; “მეორეს მხრივ მინისტრ წულუკიანის განკარგულება, რომლის მიხედვითაც  ამუშავდა ეროვნული აღსრულების ბიურო,…

მეტი...

აგრარული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მონიტორინგი მიმდინარეობს

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რეგიონებისა და დედაქალაქის აგრარულ ბაზრებში არსებულ ვითარებას ეცნობიან და გასცემენ  რეკომენდაციებს იმ სტანდარტებთან დაკავშირებით, რომელთა დაცვაც მათი ფუნქციონირების განახლებისათვის სავალდებულოა. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და არსებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის დავალებით,  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიმუშავა რეგულაციები, რომლებიც გულისხმობს აგრარული ბაზრების ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაობის სისტემატურად  ჩატარებას, პერსონალისა და მომხმარებლის მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვას, პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკაცრად გაკონტროლებას, მათი ხელთათმანებითა…

მეტი...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ ახალ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც მანამდე გამოვლენილი ინფიცირებულის შვილია.  კლინიკის დირექტორის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 47 პაციენტია. კორონავირუსი მათგან ოთხს აქვს დადასტურებული. „სამი გვყავდა გუშინ, კიდევ ერთს დაუდასტურდა და ეს გახლავთ მეოთხე პაციენტი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერ რენტგენოლოგიურად პნევმონია არ ვლინდება, თუმცა ინფექცია არის და მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის პალატაში. დანარჩენ პაციენტებთან ერთად, მისი მკურნალობა მიმდინარეობს. ეს ჩვენი ერთ-ერთი პაციენტის შვილია, დედა-შვილს აქვს დადასტურებული. ინფიცირებული სრულწლოვანია და ცნობილ კლასტერს მიეკუთვნება. ეროვნული ბანკის კლასტერს არ მიეკუთვნება. ყველა ინფიცირებული პაციენტის ანამნეზი ცნობილია. ეს ორი, დედა-შვილი შიდა გავრცელებაა. თუმცა, საიდან, ისიც ცნობილია. ტიპური მეოთხეული გადაცემა ჩვენთან ამჯერად არ არის“, – განაცხადა…

მეტი...

შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 10 აპრილის 21 საათიდან 11 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების…

მეტი...

ამ წუთებში, დიღმის მასივში ხანძარია (ფოტოები)

ამ წუთებში ხანძარია დიღმის მასივში. ცეცხლი კორპუსის ბოლო სართულზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინას უკიდია. ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ევაკუაცია ოპერატიულად მოხდა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე -Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.  ამ დროის მონაცემებით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 56-ია. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 233-ს შეადგენს. გარდაცვლილი კი კვლავ 3 რჩება.  რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში 4856, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 ადამიანია. 

მეტი...

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი განიკურნა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში COVID-19-ით ინფიცირებული 17 პაციენტიდან 2 უკვე განიკურნა, მათ შორის არის 2 წლის ბავშვიც. ამის შესახებ დღეს განცხადება კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშავილმა გააკეთა. “დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზი აქვს 17 პაციენტს, აქედან 2 არის გამოჯანმრთელებული და ძალიან კარგი ამბავია ეს, იმიტომ რომ გამოჯანმრთელებულია 2 წლის ბავშვი. ერთი ბავშვი დაემატა მაგრამ ეს ჩვენთან არ დადასტურებულა, გადმოყვანილია და ეს არის სვანეთის კლასტერი. დანარჩენი პაციენტებიდან ერთი რჩება საყურადღებო, 8 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა შეიძლება ეს რაოდენობა გაიზარდოს,” – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მეტი...

„ცხოველების ეგზოტიკური ბაზარი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ინფექციის გავრცელების წყარო არ უნდა არსებობდეს“ – ზურაბ გურიელიძე

„არის ვერსია, რომ ვირუსი, ეგზოტიკური ბაზრობიდან გავრცელდა. ეგზოტიკური ცხოველების ბაზარი არის სისასტიკე და არ უნდა არსებობდეს, ეს არის ცხოველთან დამოკიდებულების სასტიკი მაგალითი“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა. გურიელიძე მიიჩნევს, რომ ეგზოტიკური ბაზრობები არ უნდა არსებობდეს, თუმცა მისივე განმარტებით, ჩინეთი რეგულაციებს არ ემორჩილება და არც ზოოპარკების მსოფლიო ორგანიზაციებს გააჩნიათ ზემოქმედების რაიმე ბერკეტი. გურიელიძის განცხადებით, იყო საუბარი, თითქოს ღამურებიდან გავრცელდა ვირუსი, თუმცა ის ვერსიებს ჰიპოთეზებად თვლის. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ეგზოტიკური ბაზრობების არსებობას სისასტიკეს უწოდებს. „ჩინეთს ბევრ ქალაქში აქვს ზოოპარკები, რომლებიც არიან აზიის ზოოპარკის ასოციაციის წევრები, თუმცა…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, ცხოველთა მიმართ აგრესიის ფაქტები შემცირებულია, უბრალოდ ადრე ამის დაფიქსირება არ ხდებოდა” – ვახტანგ ლომჯარია

“ჩვენთან თავშესაფარში, ამ ეტაპზე 160-ზე მეტი ცხოველია. აქედან 80%-ია ძაღლი”, – ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ზოგადად, ჩვენთან ცხოველების რაოდენობა 200-მდე მერყეობს, მაგრამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო, მცირედით შევამცირეთ პოპულაციების მართვის ოპერაციების რაოდენობა. თუმცა გადაუდებელ შემთხვევებში ოპერაციებს მაინც ვაკეთებთ. 5 თებერვალს სააგენტოს არსებობის ისტორიაში, რეკორდი დავამყარეთ და 661 ცხოველი დავასტერილეთ. ამის საშუალება მარტში არ მოგვეცა. მიუხედავად ამისა, 1500 ოპერაციაზე მეტი მაინც ჩატარდა სააგენტოში და ვეცდებით, ამ მდგომარეობის გამო დიდი ჩამორჩენა არ გვქონდეს”, – აღნიშნა ლომჯარიამ. თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსი მე-12 სართულიდან ცხოველის…

მეტი...

“დაკარგული სტატუსით შემოსული ცხოველების რაოდენობა შემცირებულია, დაკბენების რაოდენობამაც იკლო” – ვახტანგ ლომჯარია

“არსებობს აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ ცხოველებს ქუჩაში აგდებენ, არიან აგრესიულები, რადგან საკვები აღარ აქვთ. სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, დაახლოებით, 17%-ით შემცირებულია დაკარგული სტატუსით შემოსული ცხოველების რაოდენობა. ასევე 19%-ით შემცირებულია დაკბენების რაოდენობა”, – ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. “ის ფაქტი, რომ ადამიანები ახლა ქუჩაში უფრო ნაკლები არიან, ვიდრე ადრე და ძაღლები მომრავლდნენ, ქმნის ილუზიას, რომ თითქოს ძაღლები მეტია. სინამდვილეში, დაახლოებით, იგივე რაოდენობაა. ქუჩაში ძაღლებს, სამწუხაროდ, ყოველთვის ადამიანები აგდებენ. ეს ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ ამ ეტაპზე შემცირების სტატისტიკა გვაქვს”, – დასძინა ლომჯარიამ.  ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში” ცხოველთა…

მეტი...

„კორონავირუსის“ ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტები არ არსებობს, ადამიანიდან ცხოველზე – კი

მსოფლიოში კორომავირუსის ცხოველიდან ადამიანზე გადადების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ ადამიანიდან ცხოველზე – კი. ამ მხრივ, მსოფლიოში რამდენიმე შემთხვევაა ცნობილი.  თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, მსოფლიოში ადამიანიდან ცხოველზე გადადების მხოლოდ სამი შემთხვევაა ცნობილი. “ერთი ჰონგ-კონგში მოხდა, მეორე კი ნიუ-იორკში, როდესაც ვეფხვს გადაედო ვირუსი და ბელგიაში კატაზე გადადების ფაქტი. ამ ეტაპზე, რამე საფრთხე რომ არსებობდეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლი შესაბამისად უპასუხებდნენ. ზოგადად, კორონავირუსი გავრცელებულია ცხოველებშიც, მაგრამ კოვიდ-19-თან დაკავშირებით ცხოველები საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანებისთვის და რამე დამატებითი ზომების მიღება არ არის საჭირო”, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში”. „მედიაცენტრი მთავარის“…

მეტი...

13 აპრილიდან საქართველოში გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-12 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აპრილიდან გამოიდარებს და შედარებით დათბება. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

მეტი...

რეგიონებიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები თბილისში სამ ლოკაციაზე განთავსდება

რეგიონებიდან ჩამოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები თბილისში სამ ლოკაციაზე – გლდანში, დიდუბესა და ორხევში განთავსდება.  პროდუქტის ტრანპორტირებას კომპანია „ჯიბე“ განახორციელებს, რომელსაც ყველა მოთხოვნის შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს. ფერმერებსა და შპს „ჯიბეს“ დამაკავშირებელი რგოლი სამინისტრო და რეგიონალური შტაბი იქნება, რათა ფერმერების მობილიზება და პროდუქტის ჩაბარება ორგანიზებულად, ყველა რეკომენდაციის დაცვით მოხდეს. „ჩვენ ვიქნებით დამაკავშირებელი რგოლი ფერმერებსა და შპს „ჯიბეს“ შორის. კერძოდ, ორგანიზება მოხდება სამინისტროს და გუბერნიასთან არსებული რეგიონალური შტაბის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის დონეზე აცნობებს ფერმერებს, სად, რომელ საათზე და როგორ მოხდება პროდუქტის ჩაბარება. ეს კეთდება იმისთვის, რომ კომპანიას კარდაკარ არ მოუწიოს სიარული და ფერმერების…

მეტი...

აშშ-დან საქართველოში დაბრუნებული მოსწავლეები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ-ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომლებიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სავალდებულო თერმოსკრინინგი გაიარეს, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით თბილისსა და კახეთში არსებულ ორ საკარანტინო ზონაში გაემგზავრნენ, სადაც 14 დღეს დარჩებიან. კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ.…

მეტი...

ქუთაისში კორონავირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა

იმერეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ქუთაისის ცხელების ცენტრიდან ლაბორატორიაში 9 პაციენტის ბიოლოგიური ნიმუში იყო გადაგზავნილი და ერთი დადებითი პასუხი მიიღეს. კლინიკის ხელმძღვანელის არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, COVID 19 ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოს ელჩი თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. ის მოქალაქეებს თურქეთის 31 დიდ ქალაქში გამოცხადებული 48-საათიანი კომენდანტის საათის შესახებ აფრთხილებს. ჯანჯღავა აღნიშნავს, რომ ​კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 12 აპრილის შუაღამემდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი. „ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება 3150 თურქული ლირის ოდენობით. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 1.…

მეტი...

„კორონავირუსის“ გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნამ, შესაძლოა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაზარდოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს ქვეყნებს მიმართავს და არ ურჩევს, ვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოხსნას. ჯანმოს ხელმძღვანელი ტედროს ადჰანო გებრეისუსი  აცხადებს, რომ შესაძლებელია, ასეთ შემტვევაში, უარესი სურათი მივიღოთ. „გასაგებია ფაქტი, რომ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ეპიდემიის შემცირება შეინიშნება, თუმცა შეზღუდვების ნაადრევად მოხსნამ, შესაძლებელია, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ხელახალი ზრდა გამოიწვიოს. დაღმასვლა ისეთივე საშიში შეიძლება იყოს, როგორც აღმასვლა, თუ ის სწორად არ იქნება მართული,“- განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, ესპანეთისა და იტალიის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიოღო, რომ  ზოგმა ბიზნესმა საქმიანობა გააგრძელოს.

მეტი...