“კანონი ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის, დავრჩეთ სახლში და ტელევზიის საშუალებით ჩავერთოთ ლოცვაში” – ამირან გამყრელიძე

“დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძე მორწმუნეებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი შეკრებებისაგან. “ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობით აკრძალულია ყველაზე მთავარი, ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლის. ყველამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლებაა და ამაზე დაყრდნობით მე ვერ მივცემ რეკომენდაციას და ვერ ვიტყვი, რომ კანონის…

მეტი...

“საქართველოში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის” – კახაბერ საბანაძე

“საქართველოში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ განაცხადა. მან საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყანაში არსებული ვითარების და სამინისტროს მიერ დანაშაულის შემცირების მიზნით განხორცილებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში იცავენ როგორც იმ დადგენილების პრინციპებს, რომლებიც წეღან აღვნიშნე, ასევე, საზოგადოებრივ მართლწესრიგს და ზრუნავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. ამ მიმართულებით, ჩვენ, წინა პერიოდთან მიმართებაში კლება გვაქვს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებში, როგორიც არის, ქონების, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, ეს არის – ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა და…

მეტი...

“თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გარდაცვლილ 86 წლის პაციენტს თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა” – მარინა ენდელაძე

“ჩვენ ოცი დღის განმავლობაში ვებრძოლეთ სიკვდილს და მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველაფერი გაგვეკეთებინა, მაგრამ ყველაფერთან ერთად ასაკი, თანმხლები დაავადებები, მძიმე ინფექცია და პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. „გარდაცვლილი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ის 86 წლის გახლდათ, თანმხლები დაავადებებით. შეხვდა ეს მძიმე ინფექცია, რის ფონზეც მდგომარეობა თანდათან დამძიმდა. შემოსვლისას ახალი დაწყებული იყო ინფექცია და პაციენტი სტაბილურად მძიმე გახლდათ. შემდგომ, როგორც „კოვიდ-19“-ს ახასიათებს, დინამიკაში კიდევ უფრო დამძიმდა. მაქსიმალურად გაუკეთდა ყველაფერი, მაგრამ სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ დღეს, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში…

მეტი...

“ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და ამ მდგომარეობაში ყველამ საგანგებოდ უნდა ვიმუშაოთ” – ლევან დავითაშვილი

“ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები და მომთხოვნები ბიზნესსექტორთან; ამის უფლება გვაქვს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და ამ მდგომარეობაში ყველამ საგანგებოდ უნდა ვიმუშაოთ”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. როგორც ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, ფასების დეტალური მონიტორინგი ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ხორციელდება. ამასთან, ლევან დავითაშვილმა ბიზნესსუბიექტების სოლიდარობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ასეთ დროს ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. „დღეის მდგომარეობით, პირველადი საჭიროების და მნიშვნელობის სასურსათო პროდუქტების  კომპენსირება გადაწყდა მთავრობის მიერ. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, ჩვენ ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ვახორციელებთ ფასების დეტალურ მონიტორინგს. ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები და მომთხოვნები ბიზნესსექტორთან;…

მეტი...

“ბევრმა ბიზნესმა შეძლო ისეთი პირველადი საჭიროების პროდუქტების წარმოება, რომელსაც ადრე არ ვაწარმოებდით” – ლევან დავითაშვილი

„შექმნილ ვითარებაში, მთელ მსოფლიოში ბევრი მიმართულების გადახედვა ხდება, იცვლება მიდგომები. ამიტომ, მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ ჩვენ გარკვეულ განსხვავებულ მიდგომებს შევთავაზებთ საზოგადოებას”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა. ლევან დავითაშვილმა ბიზნესსექტორთან ურთიერთობის კუთხით მყისიერი ღონისძიებებისთვის ეკონომიკის სამინისტროს მადლობა გადაუხადა. “ეს არის ადეკვატური რეაქცია კონკრეტულ გამოწვევებზე. ახალი გამოწვევები კი ასეთია – დღეს ბევრ ქვეყანაში სასურსათო ჯაჭვში ხდება წყვეტები, ეს უკავშირდება პირველადი მოხმარების საქონელს, როგორც სასურსათოს, ისე არასასურსათოს, მათ შორის, სამედიცინოს. აღნიშნულ საკითხზე გაეროს ჰქონდა სპეციალური კვლევა. ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმოქმედეთ; ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან ოპერატიულად იმუშავა და…

მეტი...

“ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს კორონავირუსის 350-დან 400-მდე შემთხვევა გვექნება” – ამირან გამყრელიძე

“ვპროგნოზირებთ, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს კორონავირუსის 350-დან 400-მდე შემთხვევა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აპრილის თვე და მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული. „ახალი ინფექციაა, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაიწყო, ვირუსის ქცევის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი, არსებობს ბევრი თეორია და ბევრი მათემატიკური მოდელი ამ დაავადების გავრცელების, მსოფლიო ჯერ ერთ ციფრზე ვერ ჯერდება, რამდენ ხანს გაგრძელდება. მეცნიერთა ერთი უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ უფრო თბილ სეზონზე კორონავირუსმა უკან უნდა დაიხიოს და წავიდეს კლებისკენ შედარებით როგორც ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა და რომ ის გადაიქცეს…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა. „დამთხვევა იყო თუ არ ვიცი, დღეს 7 აპრილია და შვიდი ახალი შემთხვევა გვქონდა დღეს დილით. ამჟამად, ახლა ერთია დამატებული. ანუ სტატისტიკა რომ გითხრათ, საქართველოში ამ წუთისთვის გვაქვს 196 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა“ ,- განაცხადა გამყრელიძემ. 196 შემთხვევიდან 46 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

მეტი...

“ეპიდემია თანდათან ვითარდება. ვფიქრობ, გვექნება შემთხვევების მატება” – ამირან გამყრელიძე

„ჯერჯერობით საქართველოში ეპიდსიტუაცია ვიტყოდი, რომ არ არის ისეთი რთული, როგორც მეზობელ ქვეყნებში, ან ევროპაში, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.  “ეპიდემია თანდათან ვითარდება. დღეს ჩვენს ლაბორატორიებში მიმდინარეობს 200-მდე კვლევა, მიმდინარეობს ე.წ პისიარსტანდარტით ქვეყანაში ექვს სხვადასხვა ლაბორატორიაში და ამ ეტაპზე, ერთი შემთხვევაა დამატებული, მაგრამ “ეპიდემია თანდათან ვითარდება. ვფიქრობ, გვექნება შემთხვევების მატება” – ამირან გამყრელიძე , რამეთუ ყოველდღიურად გვაქვს შემთხვევების მატება. განსაკუთრებით ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო ორნიშნა მატებები, იყო 15, 18, თუმცა…

მეტი...

ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებულ ორსულსა და ოკუპირებული გალიდან გადმოსულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხებით, სპორტსმენის კლასტერის წევრს ორსულ ქალსა და ოკუპირებული გალიდან გადმოსულ მამაკაცს, COVID-19 არ აქვთ. ამ დროისთვის, სამეგრელოში კორონავირუსის დიაგნოზით ისევ ორი ადამიანი მკურნალობს.

მეტი...

“72 წლის ვარ და საქართველოში ასეთი სოლიდარობა არ მინახავს” – თენგიზ ცერცვაძე

“72 წლის ვარ და საქართველოში ასეთი სოლიდარობა არ მინახავს”, – ამის შესახებ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „ეკონომიკური კრიზისი რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ მე ისეთ აღმაფრენას ვხედავ თქვენში, ადამიანებში, მასმედიაში, ქართულ საზოგადოებაში, მე ასეთი სოლიდარობა 72 წლის ვარ და ჯერ საქართველოში არ მინახავს. ძალიან მინდა ეს სოლიდარობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მეტი...

“მინდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, ისე არიან დაცულები, როგორც არც ერთი მსოფლიოს სახელმწიფო” – თენგიზ ცერცვაძე

“მინდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომ ისინი, როგორც არც ერთი ევროპის სახელმწიფო და შესაძლოა, არც ერთი მსოფლიოს სახელმწიფო, ისე არიან დაცული ამ ინფექციისგან”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობამ ულაპარაკოდ უნდა შეასრულოს ყველა მითითება, რასაც საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს. „ყველას გყავთ მეგობრები აშშ-ში, ინგლისში, იტალიაში, ჰკითხეთ, რა ხდება იქ. ჩემი კოლეგები, პროფესორები და ჩემი ქართველი თანამოქალაქეები მათ შორის მეგობრები და ნათესავები, ისეთ რამეებს ყვებიან, აქ რომ ხდებოდეს, ჯერ არ დაიჯერებთ და ამას არ ეყოფა ბრიფინგები. პაციენტები ხდებიან ავად და ერთადეთი რჩევა, რასაც აძლევენ არის,…

მეტი...

“არსებობს ალბათობა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში იყოს ინფიცირების სხვა შემთხვევებიც” – ქეთევან ციხელაშვილი

„ის, რომ შემთხვევა დადასტურდა აფხაზეთის რეგიონში, რა თქმა უნდა არ არის მოულოდნელი. ცხადია, როცა საფრთხეებზე ვსაუბრობთ, ამის ალბათობა არსებობდა და არსებობს ალბათობა, რომ იყოს სხვა შემთხვევებიც”, – ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში „კოვიდ 19“-ით პირის ინფიცირების ფაქტს. ციხელაშვილი საქართველოს ხელისუფლების სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა დასახმარებლად. “ჩვენი მზაობა ძალაში არის, ასევე გრძელდება მოქმედებები, რომელსაც ვატარებთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ დავეხმაროთ იქ მოსახლეობას. ასევე, იმედი მაქვს, რომ ადგილზე მოხერხდება ყველა იმ პროტოკოლის დაცვა, რითაც ასეთ შემთხვევებში ცდილობენ რომ შეაკავონ უკვე გავრცელება, დაადგინონ კლასტერი, კონტაქტები…

მეტი...

“შესაძლოა, კორონავირუსმა მომავალში სეზონური ინფექციის სახე მიიღოს” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში კორონავირუსმა სეზონური ინფექციის სახე მიიღოს. თუმცა, ცერცვაძის თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსი მხოლოდ სამი თვეა, რაც არსებობს და შესაბამისად, მისი ბუნება ჯერ არავინ იცის. „10%-ია ევროპის ქვეყნებში სიკვდილობა და საშუალოდ მსოფლიოში 5%. გრიპის სიკვდილობა იყო 0,5% და აქ 10%-ია სიკვდილობა. შესაძლოა, ეს გადავიტანოთ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შეიძინოს იმუნიტეტი ამის წინააღმდეგ და მომავალში მოგვევლინოს, როგორც სეზონური ინფექცია. შესაძლებელია, მაგრამ ეს ინფექცია სულ რაღაც სამი თვეა, არსებობს და არავინ იცის, ასე იქნება, თუ არა“ , –  განაცხადა ცერცვაძემ.

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთი ფსოუზე მიმოსვლას კრძალავს

ოკუპირებული აფხაზეთი მდინარე ფსოუზე მიმოსვლას 20 აპრილამდე კრძალავს. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებაშია აღნიშნული. შეზღუდვა ეხება ყველას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. ფსოუზე გადაადგილების უფლება მიეცემათ მხოლოდ დიპლომატებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს და სატვირთოს მძღოლებს. შეზღუდვები კორონავირუსის გავრცელებას უკავშირდება. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეტი...

StopCoV ფონდში 24 მლნ 200 ათასი ლარია მობილიზებული

7 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ #StopCoV ფონდში 24 მლნ 200 ათასი ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: კომპანია „GeoSteel” – 150 ათასი ლარი, CAUCASIAN METALS TERMINAL – 100 ათასი ლარი, შპს „ინ-სი“ – 35 ათასი ლარი, „ლასარე“ – 30 ათასი ლარი, მაჰიმ მამედოვი – 25 ათასი ლარი, „ბიზნეს ჯგუფი“ – 25 ათასი ლარი, სადაზღვევო კომპანია „პრაიმი“ – 20 ათასი ლარი, შპს „კახური“ – 20 ათასი ლარი, „ფაბრიკ“ – 20 ათასი ლარი, „ჯორჯია თექნოლოჯი პარკი“ – 20 ათასი ლარი, „პოლიმერი“ – 20 ათასი ლარი, „ელემენტ კონსთრაქშენი“ – 20 ათასი ლარი, ზაზა ჭანტურაია – 18 ათასი…

მეტი...

“საქართველოში დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა არ იქნება” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის ფარგლებში.  ამასთან, თენგიზ ცერცვაძე პროგნოზირებს, რომ საქართველოში დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა არ იქნება. „საქართველოში ფიქსირდება მატება, მაგრამ არცერთ დღეს ყოფილა 20 შემთხვევაზე მეტი. ეს შიდა გადაცემის სტადიისთვის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის არის ძალიან ცოტა. ეს იგივეა, რაც წინა სტადიაზე 1-2-3 შემთხვევა. ყველა სხვა ქვეყანაში ფიქსირდება 500 შემთხვევაზე მეტი. ჩვენთან ორ ათეულ შემთხვევას არ გადაცდენია. ჩემი პროგნოზია, რომ ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე. დღეს თუ ორი ათეულია, შეიძლება, იქნას სამი…

მეტი...

აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.  მათი ცნობით, ინფიცირებული პაციენტი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. იქამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „კოვიდ-19“-ზე 86 ადამიანი შეამოწმეს, თუმცა არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

მეტი...

რა ზომები ტარდება ჭიათურაში ვირუსთან საბრძოლველად – მაჟორიტარი დეპუტატი მდგომარეობას აფასებს

რამდენიმე დღეა ჭიათურის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზარი დაიხურა. მოსახლეობა საგანგებო რეჟიმის პირობებს ეგუება და რეკომენდაციებს ასრულებს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე „მედიაცენტრ მთავართან“ იმ სამუშაოებზე საუბრობს, რაც ხელისუფლების მხრიდან საგანგებო სიტუაციის პირობებში გატრადა. „დავხურეთ აგრარული ბაზარი. დაახლოებით 230 ოჯახს გადაეცა პირველადი მოხმარების ნაკრები, ასევე ეკლესიაში გავითვალისწინეთ ის რეკომენდაციები, რაც ქვეყნის მასშტაბით გაიცა. მრევლი დადის ტაძარში, თუმცა დაცულია დისტანცია და დავეხმარეთ გახმოვანების აპარატით ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ჩვენს მუნიციპალიტეტში თითქმის არ დარჩა ოჯახი, ვინც კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული შეღავათით არ ისარგებლებს. აღვწერეთ გაჭირვებული ადამიანები და მათ გაეწევათ დახმარება. ასევე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს გადაეცათ ოჯახებში…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში, ქვეყანაში 46 ადამიანია ვირუსით განკურნებული. ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 195 შემთხვევა არის  დადასტურებული, მათ შორის 3 გარდაცვლილი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4708 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

მეტი...

“ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს” – ილია მეორე

“ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი. ილია მეორემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა. „დღეს არის დიდი დღესასწაული ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა…

მეტი...

“ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის გამართულმა, საათივით აწყობილმა ​მოქმედებებმა” – თენგიზ ცერცვაძე

“ავადმყოფების მცირე რაოდენობა განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებებმა. მხედველობაში მაქვს ვერტიკალი დაწყებული ეპიდემიოლოგით და ექიმით, გაგრძელებული დაავადებათა კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი, რომელიც მთავარ როლს თამაშობს ამ ყველაფერში, ასევე საქართველოს მთავრობით, პირადად გიორგი გახარიათი, რომელმაც გარკვეული დროის წინ, თავის ხელში აიღო მმართველობა ამ პრეკრიზისული სიტუაციის”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყველა საპასუხო ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად, რაც ვერ გააკეთა ევროპის ვერც ერთმა სახელმწიფომ. „ერთი პაციენტის გარდაცვალების განხილვა ხდება მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოებში ეს არის ათასობით და ათეულ ათასობით. ეს განაპირობა ჯანდაცვის სამინისტროს სწორმა პოლიტიკამ და…

მეტი...

“პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი, დაახლოებით, 2-3 კვირაში დადგება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ეს პიკი არ იქნება აფეთქება და საქართველო საუკუნის ერთ-ერთი უმძიმესი გამოწვევიდან მინიმალური დანაკარგით გამოვა. “პიკს მივაღწევთ 2-3 კვირის მერე, ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი, რამდენიმე ათეული შემთხვევით მატება და არა რამდენიმე ასეულით. შენარჩუნდება კიდევ 2-3 კვირის მანძილზე და დაახლოებით, თვენახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ,” – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. 

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 45 პაციენტი განიკურნა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში, ქვეყანაში 45 ადამიანი განიკურნა ვირუსისგან. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გარდაცვლილია სამი პაციენტი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4708 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

მეტი...

რეკომენდაციები, რომლებიც აგრარულ ბაზრებში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად უნდა შესრულდეს

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს იმ რეკომენდაციების შესახებ, რომლებიც აგრარული ბაზრებისთვის ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით არის შემუშავებული: „ბიზნესოპერატორის (ბაზრის ადმინისტრაცია) ვალდებულებები ბიზნესოპერატორი ვალდებულია:ა) მიუხედავად იმისა, აგრარული ბაზარი განთავსებულია დახურულ სივრცეში თუ ღია სივრცეში, ახალი კორონავირუსით (COVID-19) ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით უზრუნველყოს მომხარებელთა/მყიდველთა ნაკადურობის დაცვა, რისთვისაც საჭიროა მკაცრად განისაზღვროს და გაიმიჯნოს ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა/მყიდველთა შესასვლელი და გამოსასვლელი, სათანადო სავალდებულო ნიშნების მითითებით;ბ) დახურულ სივრცეში განთავსებული აგრარული ბაზრის შესასვლელში განათავსოს დეზობარიერები და უზრუნველყოს დეზინფექტანტით მათი რეგულარული განახლება;გ)პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყონ დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;დ) უზრუნველყონ ტერიტორიის საჭიროებისამებრ რეგულარული რეცხვა და…

მეტი...

რა შემთხვევაში შეძლებენ აგრარული ბაზრები მუშაობას – მინისტრის განმარტება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველი იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ მათი ფუნქციონირება ძირითადად შეზღუდული იქნება. ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. „გადაწყვეტილება იყო მიღებული მათ შორის თბილისის აგრარული ბაზრების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს უკავშირდებოდა მყისიერად იმ რისკებს, რომელიც არსებობდა აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით, რათა სწრაფად ჩატარებულიყო სადეზინფექციო სამუშაოები.  თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რომელიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ სტანდარტში, მხოლოდ იმ შემთხვევაში…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ეს უკვე კოვიდ19-ით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. საუბარია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 86 წლის ქალზე, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. რამდენიმე დღის წინ, კოვიდინფექციით თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 81 წლის და 79 წლის პაციენტები გარდაიცვალნენ.

მეტი...

“თუ ფქვილის გაძვირების წინაპირობა არ იქნება, პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს” – მინისტრი

“თუ ფქვილის გაძვირების წინაპირობა არ იქნება, პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს”, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, ხორბალი შედის იმ ძირითად პროდუქტებში, რომელზე ფასის მატებაც მთავრობას დაზღვეული აქვს. “როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, ეს გულისხმობს საგანგებო უფლებებს კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და აქ, მე შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს, რადგან ამას ობიექტური წინაპირობა უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავინახეთ ხორბლის ფასის გარკვეული მერყეობა და გარკვეული ზრდა, იგივე შავი ზღვის აუზის ქვეყნებში. ეს არის დროებითი მოვლენა ერთის მხრივ და ეს დროებითი მოვლენა…

მეტი...

ჩერნობილში, ატომურ სადგურთან გაჩენილი ხანძრის შედეგად, რადიაციის დონემ მოიმატა

ჩერნობილში გაჩენილი ხანძრის გამო რადიაციის დონემ მოიმატა. CNN-ის ინფორმაციით, ბირთვული რეაქტორის მიმდებარედ ტყეში ხანძრის ორი კერაა და მის ჩაქრობას მეხანძრეები ცდილობენ. ცეცხლი დაახლოებით 200 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული, ხანძარი შაბათს, შუადღისას გაჩნდა სოფელ ვლადიმიროვკასთან ახლოს, ჩერნობილის აკრძალულ ზონაში.  „ფეისბუქზე“ უკრაინის ეკოლოგიური ინსპექტირების სამსახურის ხელმძღვანელი წერს, რომ რადიაციის დონემ ხანძრის ცენტრში მოიმატა. ის ვიდეოში აჩვენებს, რომ გეიგერის მთვლელზე რადიაციის დონე 2.3-ია, მისი თქმით, ნორმა 0.14-ს არ უნდა აღემატებოდეს. რადიაციის მაჩვენებელი არ მომატებულა უკრაინის დედაქალაქ კიევში, გამოსხივების დონე კვლავ უცვლელია თვითონ ქალაქ ჩერნობილშიც.

მეტი...

ბათუმში სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა და კლინიკის ექმიები კარანტინში გადაიყვანეს

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი, სულ  6 ადამიანი, კარანტინშია გადაყვანილი. მათ შეხება ჰქონდათ ქალთან, რომელსაც დღეს, 7 აპრილს, კორონავირუსი დაუდგინდა. „ამ წუთას ჩვენი ექვსი თანამშრომელია კარანტინში და უტარდებათ შესაბამისი ტესტირება კორონავირუსზე. ორჯერ იყო ბრიგადა გამოძახებაზე გასული, შესაბამისად ორ ბრიგადას ჰქონდა შეხება პაციენტთან,“ – ამბობს მინდია კახიძე, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენელი ბათუმში. „ბათუმელების“ კითხვაზე,  არიან თუ არა სასწრაფო დახმარების ბრიგადები სპეციალური ფორმებით აღჭურვილები, მინდია კახიძე პასუხობს რომ კი. „C დონის აღჭურვა გააჩნია ყველა ბრიგადას. უბრალოდ ეს აღჭურვილობა გამოიყენება გრიპისმაგვარ დაავადებებთან. მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი არანაირ…

მეტი...

გიორგი გახარიამ ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიდეოკონფერენცია გამართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან. საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალურ პანდემიასთან გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისარს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რაც  სოლიდარობის ნათელი გამოვლინებაა. „პანდემიის შედეგების გამკლავების კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობას, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის გზით და აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მნიშვნელობა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დონორის მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას. აღინიშნა…

მეტი...

“ევროკავშირი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ პარტნიორების მხარდაჭერას აგრძელებს” – ოლივერ ვალჰერი გახარიასთან საუბრის შესახებ

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რათა დაგვედასტურებინა, რომ ევროკავშირი კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ პარტნიორების მხარდაჭერას აგრძელებს, რაც გულისხმობს დახმარებას მკაცრი ზომების მიერ ეკონომიკაზე მომხდარი ზეგავლენის დასაძლევად, რეგიონულად და ორმხრივად“, – წერს „ტვიტერზე“ ევროკომისარი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან ვიდეოკონფერენცია გამართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალურ პანდემიასთან გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია გატარებული თუ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მეტი...

„დაინფიცირებულ სტიქაროსანს მრევლთან ურთიერთობა არ ჰქონია“ – მამა სერაფიმე

“როდესაც გავიგე, რომ სტიქაროსანის ბაბუას ვირუსი ჰქონდა, მისთვის აღარ მიმიცია მსახურების უფლება“ – ამის შესახებ იმ ტაძრის მოძღვარმა განაცხადა, რომელშიც კორონავირუსით დაინფიცირებული სტიქაროსანი მსახურობდა. მამა სერაფიმე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სტიქაროსანის ბაბუა სანთელს ყიდიდა ეკლესიაში. „ამ ბავშვის ბაბუას ჰქონდა ფილტვების ანთება, როდესაც გავიგეთ ოჯახმა გვითხრა, რომ ჩაუტარდა კვლევა და საშიში არაფერი იყო. როცა დაუდასტურდა ბაბუას კორონავირუსი, შვილიშვილისთვისაც არ მიმიცია მსახურების უფლება. მას მრევლთან ურთიერთობა არ ჰქონია“ – განაცხადა მამა სერაფიმემ. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ეკლესიის სტიქაროსანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ოჯახის წევრებთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. არსებული…

მეტი...

“ვინც მოითხოვს სახლში ზიარებას სამღვდელობა მზად არის ყველანი მივიდნენ” – მეუფე დავითი

მომლეცველებს ტაძარში სპეციალური ნიშნები დახვდათ, რომელიც ეპარქიამ დისტანციის დაცვის მიზნით გააკეთა. სადღესასწაულო მსახურება ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა აღავლინა და მრევლი დალოცა. “ეს დღეები მუდმივად ლაპარაკია ვირუსზე, საფრთხეებზე, რა თქმა უნდა, წესები როგორც მოქალაქეების ვალია უნდა დავიცვათ , მაგრამ აღმატებული ზეცას მოქალაქეთა წესი უნდა დავიცვათ და რწმენას არ უნდა ვუღალატოთ . ვინც მოითხოვს სახლში ზიარებას სამღვდელობა მზად არის ყველანი მივიდნენ და აღსარებაც მოისმინონ და წესისამებრ აზიარონ კიდეც . დადგენილი მოთხოვნები ვცდილობთ, რომ დავიცვათ.”-, აღნიშნა მღვმდელმსახურების დასრულების შემდეგ ქადაგებისას მეუფე დავითმა.

მეტი...

“გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა” – მეუფე შიო

დავფიქრდეთ, გავიაზროთ, გავიხსენოთ ჩვენი განსაცდელები, თუ რაოდენ მსუბუქია ის, ვიდრე ღვთისმშობელს ჰქონდა და ვეცადოთ რომ შევუდგეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და მის ღვთაებრივ ძეს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, განსაცდელები ჩვენს ცხოვრებაში ხდება იმიტომ, რომ უფალი იშვას ჩვენს გულში, სულში, რაც დიდი სულიერი ბრძოლის და განსაცდელების შედეგად ხდება. „გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ყველა დღესასწაულს აქვს განუმეორებელი და საოცარი შინაარსი დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დიდ სასწაულს, რომ სულიწმიდა ჩაისახა ყოვლადწმიდა ქალწულში,…

მეტი...

“ქვეყნების მიერ შეზღუდვების ნაადრევად მოხსნა იგივეა, ავადმყოფი საწოლიდან წამოდგეს და სირბილი დაიწყოს” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ, როცა შეზრუდვების მოხსნას დაიწყებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეზღუდვების ნაადრევმა გაუქმებამ შესაძლოა ვირუსის ახალი ტალღა გაავრცელოს. „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ნაადრევად არ მოხდეს შეზღუდვების მოხსნა, რათა ვირუსის ხელახალი გავრცელება არ მოხდეს. ეს იგივეა, როცა ავად ხარ და საწოლიდან ჯერ კიდევ ცუდად მყოფი ადგები და სირბილს დაიწყებ. ასეთ დროს შესაძლოა დაავადება გაგირთულდეს“,-განაცხადა ორგანიზაციის პრესსპიკერმა, კრისტიან ლინდმეიერმა. ცნობისთვის რამდენიმე ქვეყანა თანდათანობით შეზღუდვების მოხსნას იწყებს. დღეს ამის შესახებ განცხადებები ჩეხეთსა და დანიაში გააკეთეს.

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დორექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ 51 პაციენტი იმყოფება. მისივე თქმით, გუშინ გამოკვლეული 16 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა. „მათგან უმრავლესობამ დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს კიდევ 18 პაციენტს გაუკეთდა დილიდან ანალიზი და მათ პასუხებს ხვალ მოგახსენებთ“ , –  აღნიშნა გოფოძემ.

მეტი...