ქუთაისის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ცხელების ცენტრში ერთ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი ამ წუთებში ცხელების ცენტრიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ქუთაისის ინფექციურმა საავადმყოფომ კი ლაბორატორიიდან ერთი საეჭვო პაციენტის პასუხი მიიღო და პასუხი უარყოფითია.

მეტი...

ზუგდიდისა და ფოთის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ზუგდიდისა და ფოთის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო. დედაქალაქსა და რეგიონებში სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებაში საგანგებო სიტუაციების მართვის, ზუგდიდის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მართვის ცენტრია ჩართული. მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც. სადეზინფექციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული პრეპარატებით ხორციელდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდება ხალხმრავალი ადგილები და ღია სივრცეები.

მეტი...

საჩხერის მერს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს, ბენიამინ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.  საჩხერის მერს კორონავირუსზე ტესტირება მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს.  ბენიამინ ფალავანდიშვილის მეუღლე ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის, ინფორმაციით, მას დაავადება მსუბუქი ფორმით აქვს.

მეტი...

იტალიაში კორონავირუსისგან 104 წლის ქალი განიკურნა

“ბიბისის” ინფორმაციით, იტალიაში ახალი კორონავირუსისგან 104 წლის ქალი განიკურნა. 104 წლის ადა ზანოსუ იტალიის ჩრდილოეთით, ლესონაში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ამ თავშესაფრიდან „კოვიდ 19“-ით 20 ადამიანი დაიღუპა. ექიმების ინფორმაციით, 104 წლის ქალი ვირუსისგან სრულად განიკურნა და ის ახლა თავს კარგად გრძნობს.

მეტი...

იტალიაში მცხოვრები ქართველების საყურადღებოდ საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

იტალიაში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 აპრილს დანიშნულია ჩარტერული რეისი რომი-თბილისი, რომელსაც განახორციელებს ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები”. ბილეთები ორი დღით ადრე ავიაკომპანიის ვებგვერდზე გაიყიდება. გაცნობებთ, რომ მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა 13 აპრილის შემდეგ იტალიაში გამოცხადებული შეზღუდვის წესები, მოქალაქეს, რომელსაც ექნება იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის აუცილებელი ავტოსერთიფიკატი (სადაც მიუთითებს, რომ მოემგზავრება რომში სამშობლოში დასაბრუნებლად) და ასევე საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთი, შეეძლება თავისუფლად ჩამოვიდეს რომში იტალიის ნებისმიერი რეგიონიდან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც იტალიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მეტი...

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მათ კლინიკაში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მისივე თქმით, ისინი კლინიკიდან გაეწერებიან. ამასთან, ცოტა ხნის წინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ მათ ცენტრში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას სამი შეემატა.

მეტი...

“80 წლის ქალს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი სუსტად დადებითია” – ლევან რატიანი

“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 80 წლის ქალი რამდენიმე საათში შესაძლოა, დამხმარე ვენტილაციის რეჟიმიდან მოიხსნას”, – ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.  რატიანი აცხადებს, რომ 80 წლის ქალს კორონავირუსზე დღეს ტესტი ჩაუტარდა და პასუხი მიიღეს სუსტად დადებითი. „ქალბატონი 80 წლის, რომელიც არის შეჭიდული დაავადებებით, მასთანაც დადებითი დინამიკა გვაქვს. ფაქტობრივად, დამხმარე ვენტილაციის რეჟიმშია და რამდენიმე საათში ეს ქალბატონის შესაძლებელია მოიხსნას. კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგად მოვიდა სუსტად დადებითი „პისიარი“,- განაცხადა რატიანმა.

მეტი...

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში 174-მდე გაიზარდა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები საქართველოში 174-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ვებ-გვერდზე StopCov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, დღეს ტესტირება 15 პაციენტზე ჩატარდა და მათგან 4 კოვიდდადებითი აღმოჩნდა.  “ამ 4 პაციენტის წყარო სხვადასხვაა, ერთის წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს და დანარჩენი სამის წყარო არის ეროვნული ბანკი,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. გარდა ამისა, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

​თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯამში თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსიგან 29 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 39. „გამოჯანმრთელებული პაციენტების სიას შეემატა კიდევ სამი პაციენტი, ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაეწერებიან ალბათ დღეს. უკვე პასუხი მიღებულია, შეჯერებულია მათი კლინიკური მონაცემები პისიარის ტესტის პასუხთან და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, თანდათანობით დატოვებენ ცენტრს“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

“მოგიწოდებთ, ნუ ეხუტებით ერთმანეთს” – ლევან რატიანი ჟურნალისტებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ჟურნალისტებს მოუწოდებს, სოციალური დისტანცია დაიცვან. გარდა ამისა, რატიანი საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. “ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს ქვეყანას. რაც შეიძლება მეტად ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული ერთმანეთისგან. არავინ არ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია, სამწუხაროდ, არც ერთმა ექიმმა და მათ შორის, არც მე. მე პირადად თქვენ (ჟურნალისტებს) მოგიწოდებთ, ნუ ეხუტებით ერთმანეთს, დავცილდეთ ერთმანეთს,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი...

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 67 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული 67 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია – ის სეფსისის ცენტრიდან გადაიყვანეს.  როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში 7 პაციენტი რჩება. “ამ ეტაპზე კლინიკაში სულ არის 61 პაციენტი. რაც შეეხება ინფიცირებულ პაციენტებს, არის 47 პაციენტი. კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფება 7 პაციენტი. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, პაციენტი არის 67 წლის,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

მეტი...

“ხალხს ამ მძიმე გაზაფხულის ფონზე სათესლე მასალა შემოეჭამა” – შალვა ნათელაშვილი

კორონავირუსთან ბრძოლის ფონზე, შალვა ნათელაშვილი მთავრობას მიმართავს და ითხოვს, რომ სოფლის მეურნეობის სფეროს სტიმულირებისთვის გამოყონ 500 ლარიანი ვაუჩერები. განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დღეს კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში გააკეთა. “ხალხს ამ მძიმე გაზაფხულის ფონზე სათესლე მასალა შემოეჭამა, სანამ სეზონია 500 ლარიანი ვაუჩერები გამოყონ, სადაც შევა ხვნა-თესვის, სათესლე მასალების პაკეტი თითოეულ ოჯახზე,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მეტი...

“საქართველო – ქვეყანა, რომელიც გლობალურ პანდემიას კარგად გაუმკლავდა” – ბრიტანული გამოცემა

“რა შეიძლება, ისწავლოს ბრიტანეთმა პატარა ქვეყნებისგან, რათა თავიდან აირიდოს სრული კარანტინი” – ამ სათაურით ვრცელ სტატიას ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველო ევროპელ ხალხებს შორის გამოირჩევა, როგორც ქვეყანა, რომელიც გლობალურ პანდემიას, მოულოდნელად, კარგად გაუმკლავდა. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ დაავადების გამკლავების შესაძლებლობის მაჩვენებელი პანდემიის დაწყებამდე საქართველოსთვის ხელსაყრელი არ იყო, თუმცა მოგვიანებით საპირისპირო შედეგი აჩვენა. “4 აპრილამდე საქართველოს “კოვიდ 19″-ით მხოლოდ ერთი ადამიანი ჰყავდა გარდაცვლილი, ინფიცირების შემთხვევათაგან კი ყველა იმპორტირებული ან მათთან პირდაპირ კავშირში მყოფია,” – წერია სტატიაში.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი 3 პირი ზუგდიდის ინფექციურში შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით სამივე პირი ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს. ისინი ინფიცირებული სპორტსმენის კონტაქტები არიან. პაციენტებს აღენიშნებათ ცხელება და ხველა. სამივე საშუალო ასაკის მამაკაცია. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტების ბიოლოგიური მასალა კვლევებისთვის დღესვე გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.

მეტი...

კორონავირუსით დაინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლისაა, ყველაზე პატარა კი – 2 წლის

„ასაკთან მიმართებაში მონაცემები არ შეცვლილა ამ დროისთვის ყველაზე მცირე ასაკის დაინფიცირებული 2 წლის ბავშვია, ყველაზე ხანდაზმული კი 82 წლის პაციენტი რჩება“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს. ამ დროისთვის ქვეყანაში ქვეყანაში კორონავირუსის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 36 გამოჯანმრთელებული, ხოლო 2 გარდაცვლილი.საკარანტინე რეჟიმში – 5067 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 330 ადამიანი. დღის ბოლომდე მედიკოსები კლინიკებიდან რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერას ვარაუდობენ.

მეტი...

ახალ ორლეანში პროზექტურები გაივსო და ცხედრებს ვეღარ იღებენ

ახალი ორლეანის მერის, ლატოია ქანთრელის ინფორმაციით, ახალ ორლეანში პროზექტურები გაივსო და ახალ ცხედრებს ვეღარ იღებენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანას უმძიმესი კვირა ელოდება და ბევრი ადამიანი დაიღუპება. ცნობისთვის, ლუიზიანაში ახალი კორონავირუსის 12 496 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 409 ადამიანი.

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფში გამოვლენილი ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო უცნობია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გუშინ, 4 აპრილს 67 წლის კაცი შეიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, კაცის დაინფიცირების წყარო, ამ ეტაპზე უცნობია.  “საშუალო სიმძიმის პაციენტია, მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია. ნიშანდობლივს არაფერს არ ამბობს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ შესძლო კონტაქტებზე”- თქვა ნადირაძემ და აღნიშნა, რომ კლინიკაში კორონავირუსით უკვე ხუთი პაციენტი მკურნალობს. 30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე – კომენდანტის საათი.  ამ დროსითვის საქართველოში კორონავირუსით ორი ადამიანია გარდაცვლილი.

მეტი...

“მივმართავ ყველას, არ ენდოს ასეთ ინფორმაციას, რაც საეჭვო წყაროების მიერ ვრცელდება” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ ენდონ იმ ფეიქ-გვერდს, რომელიც სოციალურ ქსელში გაჩნდა და მისი სახელით მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდის. „გაჩნდა ჩემი ე.წ. ფეიკ გვერდი. იქ ფოტოცაა ჩემი და დაიდო ჯერჯერობით ნეიტრალური ტექსტი. თუმცა როცა ამგვარი გვერდები ჩნდება, იქ ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ მივმართავ ყველას, არ ენდოს ასეთ ინფორმაციას, რაც საეჭვო წყაროების მიერ ვრცელდება. ენდონ მხოლოდ იმ ინფორმაცის, რაც გამოქვეყნდება შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის რესპუბლიკური ცენტრის გვერდზე ან ჩვენი ბრიფინგების დროს გაკეთებულ განცხადებებს ენდონ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, დამატებითი რეისები დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები. საგარეო უწყების ცნობით, ეს მიმართულებია: 16 აპრილი – პარიზი-თბილისი; 18 აპრილი – თელავივი-თბილისი; 21 აპრილი – რომი-თბილისი. რეისებს განახორციელებს კომპანია „Georgian Airways”. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე, კომპანიის ვებგვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო. მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება: 7 აპრილი – ათენი -თბილისი; 10 აპრილი – ლარნაკა – თბილისი; 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი…

მეტი...

“უკან მიმაქვს ჩემი სიტყვა, რადგან ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან” – მამა შალვა კეკელია

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარის მამა შალვა კეკელიას თქმით, მას უკან მიაქვს სიტყვები, რომელიც კომენდანტის საათის გამო სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას ეხებოდა. “მე პირადად ძალიან სწრაფად მომიწია განცხადების გაკეთება. ჩემი მრევლი სულ კითხვას მისვამდა, როგორ მოქცეულიყვნენ და ის იდეა მომივიდა, რომელიც გავაჟღერე. მე უკან მიმაქვს ჩემი სიტყვა იქიდან გამომდინარე, რომ ის არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან,” – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ. მამა შალვა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რომ აღდგომის ღამეს მრევლი ტაძარში 21:00 საათამდე მივიდოდა და დილით, 06:00 საათის შემდეგ წავიდოდა.

მეტი...

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის  ავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 აპრილის 21:00 საათიდან 5 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა…

მეტი...

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით 5 წლის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, 5 წლის ბიჭს თანმხლები ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა. ამის შესახებ BBC-ი წერს. ქვეყნის მთავრობის მინისტრის, მაიკლ გოუევის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსს 708 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 4313-ს მიაღწია.

მეტი...

აჭარაში საკარანტინო ვადის ბოლო დღეს პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა

აჭარაში კორონავირუსის მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია დაუდგინდა 80 წლამდე ქალს, რომელიც ინფიცირებულ ერთ-ერთ პირთან კონტაქტში ყოფნის გამო კარანტინში იმყოფებოდა. საკარანტინო ვადის ბოლო დღეს მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამდენად ბათუმში კლინიკა „მედალფაში“ 9 ინფიცირებული მკურნალობს. ერთი პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. საქართველოში კორონავირუსი 170 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

მეტი...

მწვავე პნევმონია, სეფსისი, არითმია – 81 წლის ქალის მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალი მათ კლინიკაში 3 აპრილს, უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. „ქალბატონი გადმოყვანილი  იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითქმია, გულის ქონიკული უკმარისობა, არტერიული გიპერტენზიით“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

“ქვეყანას უსასტიკესი კვირა ელოდება და ბევრი ადამიანი დაიღუპება” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანას უსასტიკესი კვირა ელოდება და ბევრი ადამიანი დაიღუპება. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსის 306 000 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 8 300 ადამიანი. “ვუახლოვდებით დროს, რომელიც ძალიან საშინელი იქნება. უსასტიკესი კვირა გველოდება. ამ რიცხვების მსგავსი ალბათ არასდროს არაფერი გვინახავს, არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომის დროს“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. საუბარია თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადმოყვანილ 81 წლის ქალზე, რომელიც კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს.

მეტი...

“მეუფეები სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით, პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ” – მეუფე გრიგოლი

“მეუფეები სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით, პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ”, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არ იქნება სინოდის სხდომა, თუმცა ბზობის შემდეგ მეუფეების ნაწილი ილია მეორეს შეხვდება. თავად მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ ისინი პატრიარქის კურთხევასა და მთავრობის მითითებებს უნდა დაემორჩილონ. “დღეს ძალიან ლამაზი წირვა იყო ღია ცის ქვეშ. შეიძლება ისე, როგორც ანდრია პირველწოდებულმა ჩაატარა. უნდა ვიყოთ მშვიდად, რომ არ დავარღვიოთ კანონები და მშვიდად შევხვდეთ აღდგომას და ბრწყინვალე შვიდეულს. ჩვენ შევხვდებით პატრიარქს და მისი ლოცვა-კურთხევის შესაბამისად მოვიქცევით. ჯერ არ ვიცი, თუმცა, პირადად, ვფიქრობ, რომ  შეიძლება სადმე მონასტერში ღამისთევით…

მეტი...

“ერთად ვართ და ერთად გადავიტანთ ყველაფერს” – ამერიკის საელჩო

ამერიკის საელჩო საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. შესაბამისი ტექსტი დიპლომატიური წარმომადგენლობის ფეისბუქის გვერდზე განთავსდა. „დიდი მადლობა სოლიდარობისა და მეგობრობის ამ ლამაზი სიმბოლოსთვის. ჩვენ ამ სიტუაციაში ერთად ვართ და ერთად გადავიტანთ ყველაფერს!“, – წერია საელჩოს პოსტში „საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების! – ამ გზავნილით საქართველომ თავის სტრატეგიულ პარტნიორს მხარდაჭერა გამოუცხადა და თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 170-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 170-მდე გაიზარდა. stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს დილით 8-ით გაიზარდა. COVID-19-სგან უკვე გამოჯანმრთელდა 36 ადამიანი. ერთი შემთხვევა კი გარდაცვალებით დასრულდა.

მეტი...

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. “კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა,  მისი მოპოვება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე აკრძალულია და  კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ტყეში ბზის მოპოვებისაგან. თითოეულ გამოვლენილ კანონდარღვევაზე გატარდება მკაცრი სანქციები” – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა ბზა შესაძლებელია მოპოვებული იყოს მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან…

მეტი...

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა

საჩხერის მუნიციპლიტეტის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ​ბენიამენ ფალავანდიშვილმა ინფორმაცია თავად დაადასტურა. მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო. მერის ინფორმაციით, ახლა ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან.

მეტი...

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, შესაძლოა, დღეს კიდევ რამდენიმე შეემატოს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ვარაუდობს, რომ  მათ ცენტრში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე შეემატება. „ჩვენს გამოჯანმრთელებულ პაიცენტებს ალბათ დღის გამნავლობაში შეემატება კიდევ  რამდენიმე პაციენტი, დღეს ჩატარდება ტესტირება და შედეგების მიხედვით საღამოს მოგაწვდით ინფორმაციას“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ. ამ დროის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 25 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი – 36.

მეტი...