“ქრისტიანული დღესასწაულების ტრადიციული ფორმით ჩატარებას შესაძლოა, შემთხვევების მატება მოჰყვეს” – თენგიზ ცერცვაძე

“ქრისტიანული დღესასწაულების ტრადიციული ფორმით ჩატარებას შესაძლოა, შემთხვევების მატება მოჰყვეს”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „იქნება თუ არა ეს პიკი, ვერ გეტყვით. ეს ჩემი პერსონალური აზრია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკლესიას და კატეგორიულად არ მინდა, მის საქმეში ჩავერიო და რაიმე რჩევები მივცე. უკვე არის რაღაც საუბრები, რომ ეს დღესასწაულები რაღაც შეზღუდული ფორმით ჩატარდეს. ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო და თუ მანამდე ისეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით რისკებს არ შეამცირებს, რა თქმა უნდა, რისკი არსებობს“, – განაცხადა ცერცვაძემ. საქართველოში კორონავირუსი 155 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანია გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი. საქართველოში კორონავირუსი 155 ადამიანს დაუდასტურდა.

მეტი...

სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება

სკორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ, ამჯერად, საბურთალოს რაიონში, ქავთარაძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირი, ასევე, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის (ბაზრის), ნანეიშვილის, კეცხოველისა და ჯაბიძის ქუჩები მოირეცხა. ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს თემურ მღებრიშვილთან ერთად გაეცნო. „შესაბამისი ხსნარებით ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. მსგავსი ღონისძიება სამ ლოკაციაზე უკვე ჩატარდა. ესენია: პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა და…

მეტი...

“რუსთავის გადაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის” – ქვემო ქართლის გუბერნატორი

ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ რუსთავის გადაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის. მისი თქმით, რუსთავში პროცესი აბსოლუტურად მართვადია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპისთვის, ექვსი დადასტურებული შემთხვევაა. „მინდა რაღაც გარკვეული პარალელები გავავლო, რადგან სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, ერთსა და იმავე გამოწვევის ფონზე სხვადასხვა მიდგომა აქვს ხელისუფლებას რუსთავთან და დანარჩენ მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ განვმარტავ, შეზღუდვები, რაც არის დაწესებული მთავრობის დადგენილებით, კომენდანტის საათი, ეს ყველაფერი ყველგან ვრცელდება და თანაბრად ვრცელდება. ერთადერთი გამონაკლისი მოხდა სოფელში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისში, სადაც საკმაოდ მჭიდრო დასახლებაა და იქ უკვე გვაქვს ხუთი დადასტურებული ფაქტი.…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 155-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. შესაბამისად, ამ დროისთვის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გამოჯანმრთელებულია 27 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5526, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.

მეტი...

პოლიციამ ტაძრის გაქურდვის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი ძმები – 2005 წელს დაბადებული გ.კ. და 2007 წელს დაბადებული ი.კ. ოზურგეთში ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, 18:00 საათზე, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა. არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირავის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის…

მეტი...

რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა დაადასტურა. მისი ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. საუბარია ეროვნული ბანკის თანამშრომელსა და მის მეუღლეზე, რომელიც თბილისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მუშაობს. „რუსთავში იყო ოთხ დადასტურებულ ფაქტს მიემატა ორი ახალი შემთხვევა. ვადასტურებ რომ, როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთი ოჯახის წევრები არიან. მათი კავშირების და კლასტერის შესახებ ჯერ ამ წუთამდე ჩემთვის ცნობილი არ არის და როგორც კი გახდება შესაძლებელი, ჩვენ დამატებით დეტალურ ინფორმაციას ამ შემთხვევებთან დაკავშირებით მოგაწვდით. მანამდე სად იმყოფებოდნენ ესენი, ვერ გეტყვით, ეს არის გვიან დადასტურებული ფაქტი. ამიტომ არ…

მეტი...

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

საქართველო მუდამ იყო და არის ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით! ჩვენ გვჯერა ამერიკის გამარჯვების! – ამ მესიჯს  საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორს უგზავნის. კორონავირუსთან ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ამერიკის დროშის ფერებში განათდა. რამდენიმე დღის წინ, საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ და ესპანელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთისა და იტალიის დროშის ფერებში გაანათა.

მეტი...

“როგორც კი შევიტყვეთ ჩვენს თანამშრომელთან დაკავშირებით კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომის არსებობაზე, მაშინვე მივიღეთ შესაბამისი ზომები” – კობა გვენეტაძე

“როგორც კი შევიტყვეთ ჩვენს თანამშრომელთან დაკავშირებით კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომის არსებობაზე, მაშინვე დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა. „ჩვენ ასევე უზრუნველვყავით ამ თანამშრომლის თვითიზოლაცია და არა მხოლოდ მისი იზოლაცია, არამედ მასთან შემხებლობაში მყოფი პირების იზოლაცია, ამავე დროს სასწრაფოდ დეზინფექცია ჩაუტარდა იმ ადგილ-გარემოს, სადაც ეს თანამშრომელი მუშაობდა და ამის შემდეგაც რამდენჯერმე გაკეთდა დეზინფექცია“, – განაცხადა გვენეტაძემ. როგორც ცნობილია,საქართველოს ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს. ამასთან, კორონავირუსი დაუდასტურდა დღეს თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს, ეროვნული ბანკის იმ თანამშრომლის მეუღლეა, რომელიც ინფიცირებულია.

მეტი...

“სასწრაფოს ექიმის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან” – ჯანდაცვის სამინისტრო

“კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფოს ექიმის ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან”, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკის კლასტერს განეკუთნება. ექიმის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ამ დროისთვის, ყველა კონტაქტი, რომელსაც მასთან შემხებლობა ჰქონდა, იდენტიფიცირებულია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მეტი...

“ქვეყნის მასშტაბით შვიდი კრიტიკული პაციენტია. უიმედო არცერთი არაა” – თენგიზ ცერცვაძე

“კრიტიკული პაციენტი ქვეყნის მასშტაბით არის შვიდი. უიმედო არცერთ არაა. თუმცა სადაც არ არის გამოსავალი ორია. ხუთი პაციენტის გადარჩენის შანსი მეტია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა. ცერცვაძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 148 პაციენტია. „თუმცა ვითარება ყოველ წუთში იცვლება. აქედან 60 პაციენტი ჩვენთან გადიოდა მკურნალობას. 22 პაციენტი გამოჯანმრთელდა და უკვე გაეწერა. ამჟამად ჩვენთან წევს 38 პაციენტი. 35 წევს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, 19 გორის ჰოსპიტალში. დანარჩენი პაციენტები ბათუმში, ქუთაისში, ბოლნისში და საჩხერეში. სამი პაციენტი წევს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომლიც პროვაიდერი გახდა ამ სერვისის, სადაც COVID19-ით ავადმყოფებს უმკურნალებენ“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მეტი...

“სახლში, კარანტინში ყოფნა იოლი არ იყო” – ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, სახლში კარანტინში ყოფნა იოლი არ იყო. „მოხარული ვარ, რომ დღეს კანცლერის უწყებიდან მოგმართავთ. სახლში კარანტინის რეჟიმზე ჩემი ყოფნა დღეს დასრულდა. თავს კარგად ვგრძნობ. ახლა ვაცნობიერებ, რომ 14 დღე სახლში, 14 დღე მხოლოდ ტელეფონით და ინტერნეტით კონტაქტი იოლი არ არის. განსაკუთრებით იოლი არ არის ხანდაზმული ასაკისა და ავადმყოფი პირებისათვის, ვინც იძულებულნი არიან სახლში მარტო იყვნენ, ვინაიდან ვირუსი დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის“, – ნათქვამია გერმანიის კანცლერის განცხადებაში. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინიდან გამოვიდა და სამუშაოს დაუბრუნდა. ანგელა მერკელი კარანტინში მას შემდეგ გადავიდა, რაც ექიმს, რომელთანაც კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი…

მეტი...

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ეროვნული ბანკის თანამშრომლის მეუღლეა.  “ექიმი გადაყვანიალია შესაბამის დაწესებულებაში. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი სიმპტომები დაეწყო გუშინ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა პირი გადავიდეს თვითიზოლაციაში, ვისთანაც მას ჰქონდა შეხება. აღნიშნული ექიმი აგრძელებს მკურნალობას შესაბამის დაწესებულებაში“, – განაცხადეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში.

მეტი...

აშშ-ის ასობით მოქალაქე მოსკოვში დარჩა – რუსეთმა საერთაშორისო ფრენები სრულად შეწყვიტა

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან ნიუ-იორკში ასრულებდა რეისს და რომლითაც აშშ-ის მოქალაქეთა სამშობლოში ევაკუაცია უნდა მომხდარიყო, გაფრენა ბოლო მომენტში ვერ შეძლო.  აღსანიშნავია, რომ რეისის მგზავრებმა ფრენის გაუქმების შესახებ, თვითმფრინავის ბორტზე ასვლის შემდეგ შეატყობინეს. რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ ამავე რეისით აშშ-დან სამშობლოში რუსეთის მოქალქეები უნდა დაბრუნებულიყვნენ. რუსეთის მთავრობის განკარგულებით, 4 აპრილიდან რუსეთიდან ყველა საერთაშორისო ფრენა შეწყდა. შეზღუდვა ეხება სხვა ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილ ფრენებსაც.

მეტი...

“კორონავირუსით ინფიცირებულთა 35%-ს ყნოსვის დაქვეითება ან მისი სრულად დაკარგვა დაუფიქსირდა” – ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ინფექციონისტი  მამუკა მაჩაიძე კორონავირუსის ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებზე საუბრობს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ოთხი სიმპტომია: ცხელება, ხველა და ზოგადი სისუსტე, ამას ემატება კუნთებისა და სახსრების ტკივილი. აქვე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი სიმპტომი, ესაა ანოსმია ან ჰიპოსმია, ყნოსვის დაქვეითება. მამუკა მაჩაიძეს მაგალითად ორგანიზაცია UKANT-ის კვლევა მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა 35%-ში ყნოსვის დაქვეითება ან მისი სრულად დაკარგვა დაფიქსირდა. ამასთან ექიმი ამბობს, რომ კორონავირუსის დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაში სიმპტომები დაახლოებით 5-7 დღეში ალაგდება, ხოლო საშუალო, მძიმე და კრიტიკულ შემთხვევებში შესაძლოა პაციენტებს სიმპტომები, 4-6 კვირა გაუგრძელდეთ.

მეტი...

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს აღებული 16 პაციენტის ტესტის პასუხები COVID-19-ზე უარყოფითია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში დღეს კორონავირუსზე ტესტირება 16 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი იყო. მისივე თქმით, ანალიზი აღებული აქვს კიდევ 8 პაციენტს, რომლის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.  მარინა ეზუგბაიას თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე კვლავ 27 გამოჯანმრთელებული პაციენტია.  “როგორც დილას მოგახსენეთ, 148 დადასტურებული შემთხვევა რჩება აქამდე. ჩვენთან 40 დადასტურებული შემთხვევაა. ჩვენთან დღეს 16 პაციენტზე ჩატარდა ტესტები და აქედან უარყოფითია ყველა. არ შეგვმატებია. როგორც მე ვიცი, ჯერჯერობით, შემატებული არ არის დადასტურებული რაოდენობა, იქიდან გამომდინარე, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევის პროცესი. ჩვენთან მეორე ეტაპი დაიწყო უკვე, დილის მერე კიდევ არის აღებული დაახლოებით 8 პაციენტზე ტესტირება,…

მეტი...

დღეს, ვარშავა-თბილისის რეისით პოლონეთიდან საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესის ფარგლებში, დღეს სრულდება ვარშავა-თბილისის რეისი, რომელიც, საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის შემდეგ, რიგით მეხუთეა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფრენები ხორციელდება ქართული და პოლონური მხარის თანამშრომლობით და წარმოადგენს უპრეცედენტო შემთხვევას, მას შემდეგ, რაც პოლონეთმა საერთაშორისო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, პანდემიის გამოცხადების შემდგომ, აღნიშნული რეისებით ისარგებლა და პოლონეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 600-მდე მოქალაქე. პოლონეთში კვლავ რჩება მოქალაქეების ნაწილი, ვინც ვერ მოახერხა სამშობლოში გამომგზავრება და მათთან საქართველოს საელჩო ყოველდღიურ რეჟიმში ახდენს კომუნიკაციას. „სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს,…

მეტი...

“სამარშრუტო ტაქსების კომპანიას დავუკავშირდით და დავიქირავეთ მიკროავტობუსები” – კახა კალაძე

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ანაზღაურებას იღებენ, რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და დავიქირავეთ მიკროავტობუსები”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ამასთან, კალაძემ მძღოლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ჩვენი თანამშრომლები არიან, ჩვეულებრივად იღებენ ფიქსირებულ ხელფასს და გამომუშავებაზე არ არიან დამოკიდებულები. რაც შეეხება სამარშრუტო ტაქსებს, ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს კომპანიასთან. კლინიკებს, ექიმებს, ხანდაზმულ ადამიანებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვუგროვებთ გარკვეულ პროდუქტებს, რომლებსაც ტრანსპორტირება სჭირდება. ჩვენ დავუკავშირდით კომპანიას და დავიქირავეთ მიკროავტობუსები. იგივე ხდება ექიმების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანისას, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დასაქმებული მუშების ორგანიზებული ტრანსპორტირებისას, რათა დაცული იყოს მათი უსაფრთხოება.…

მეტი...

ორშაბათიდან სენაკის აგრარული ბაზარი დაიხურება

ორშაბათიდან სენაკის აგრარული ბაზარი დაიხურება. გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომაზე მიიღეს. როგორც მხარის რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, ზუგდიდისა და ფოთის ბაზრებმა ვითარება გააუმჯობესეს, სენაკის შემთხვევაში კი, მანამ, სანამ ადმინისტრაცია კონკრეტულ რეგულაციებს არ გაითვალისწინებს, ბაზარი დროებით დაიხურება. ალექსანდრე მოწერელიამ ასევე განმარტა, რომ რეგიონის მასშტაბით სამართალდარღვევათა რაოდენობამ იკლო, ამიტომაც აკრძალვების გამკაცრებაზე, ამ ეტაპზე, საუბარი არ არის. “რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტების გადმოყვანას, აფხაზეთში არსებული მოუწესრიგებელი ვითარების გამო, ზუგდიდში ოკუპირებული ტერიტორიიდან მოქალაქეების მკვეთრ შემოდინებას ველოდებით, რისთვისაც რუხში მდებარე საავადმყოფოს დაჩქარებული წესით ამზადებენ”, – განაცხადა მოწერელიამ.

მეტი...

“ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ხელისუფლებას და გადავაბაროთ მათ ეს მომზადებული რეისები” – გრიგოლ ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას ქართველების სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარებას კიდევ ერთხელ სთავაზობს. განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას უფასო რეისების განხორციელება შესთავაზა და უარი მიიღო. რამდენიმე დღის წინ კი, ვაშაძის თქმით, გიორგი გახარიამ დახმარებაზე მზაობა გამოთქვა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, უფასო რეისების განსახორციელებლად ხელისუფლებასთან კონსულტაციებისთვის და მათთვის გამზადებული რეისების გადაბარებისთვის მზად არიან.

მეტი...

StopCoV ფონდში ჩარიცხვები ერთ დღეში ერთი მლნ 700 ათასი ლარით გაიზარდა

3 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 22 მილიონი 800 ათასი ლარია მობილიზებული. StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით შეიქმნა. StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: ირაკლი გილაური, ერთი მლნ ლარი; საქველმოქმედო ფონდი „ხარება“ 300 ათასი ლარი; ტავ ურბან საქართველო, 150 ათასი ლასი; აქსის თაუერსი 50 ათასი ლარი; ქროსქანთრი საქართველო 40 ათასი ლარი; მოგზაურთა კლუბი, 20 ათასი ლარი; გრიზლი, 20 ათასი ლარი; ჯორჯიან პეტროლეუმ…

მეტი...

“იმ დროს, როცა მონიტორზე ფიქსირდება ასისტოლია, მეც მიჩერდება გული” – ლევან რატიანი

კორონავირუსის დაფიქსირების დღიდან, ქართველი ექიმები ამ ვერაგ ვირუსს თავდაუზოგავად ებრძვიან. ქართველი მედიკოსების ძალისხმევა და ბრძოლა უხილავ მტერთან, მსოფლიოში სამაგალითოდ იქცა.  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი ერთ-ერთია იმ ექიმებს შორის, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში მართლაც რომ გმირულად ცდილობს ადამიანებს ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუნარჩუნოს. “არასდროს არ ვაკლებ პაციენტს არაფერს. გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ რაც შემიძლია, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს ვუკეთებ და შეუძლებელსაც კი. დგება მომენტი, როდესაც ბიოლოგიური მოვლენა – სიცოცხლე მთავრდება სიკვდილით. აქედან გამომდინარე, ცუდი მომენტია, როდესაც პაციენტი გეღუპება, გეკარგება, მაგრამ, სამწუხაროდ, მის წინააღმდეგ ვერ წახვალ. დამარცხება ძალიან ცუდი მომენტია. ჩათვალეთ, რომ იმ…

მეტი...

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასების ერთ მესამედს გადარიცხავენ

თბილისის საკრებულოს უმრავლესობა პარტია „ქართული ოცნების“ ინიციატივას შეუერთდა, რომლის ფარგლებშიც, საკრებულოს უმრავლესობის წევრები, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში საკუთარი ხელფასების 1/3-ს გადარიცხავენ. ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც ამას ყველაზე მეტად საჭიროებენ. მისივე თქმით, საკრებულომ დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს (ოთხი და მეტი შვილი) ეხმარება. ამ ინიციატივის შედეგად, უმრავლესობის დეპუტატები მოსახლეობის დასახმარებლად ფინანსებსაც გაიღებენ. „თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ხელფასების ერთ…

მეტი...

“ხვალიდან ლოცვები 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო ტაძრები დაიკეტება არაუგვიანეს 20:00 საათისა” – ანდრია ჯაღმაიძე

“4 აპრილიდან ლოცვები შუადღის 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო ტაძრები დაიკეტება არაუგვიანეს, 20:00 საათისა” – ამის შესახებ პატრიარქის პრეს-მდივანმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხსენებული ზომები კომენდანტის საათის შეზღუდვების შესრულების ფარგლებში მიიღო. მისი თქმით, შეტყობინება ახალი რეგულაციების შესახებ სასულიერო პირებს უკვე გაეგზავნათ. დეკანოზმა ასევე  იმ აუცილებლად შესასრულებელ ზომებზე ისაუბრა, რაც ტაძარსა და მის გარეთ აუცილებელი დისტანციის დაცვას გულისხმობს. „გეძლევათ სამი რეკომენდაცია: პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს 16:00 საათზე, ხოლო ყოველდღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 20:00 საათისთვის. შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისათვის…

მეტი...

“ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არცერთ ეკლესიას, იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები” – ანდრია ჯაღმაიძე

“ერთი კოვზით ზიარების პრინციპი არ შეუცვლია არცერთ ეკლესიას და იქნებ დავასრულოთ ამაზე შეკითხვები”- ასე უპასუხა პატრიარქის პრეს-მდივანმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტების კითხვას ზიარების პრინციპთან დაკავშირებით. “მუდმივად ვერ ვილაპარაკებთ ამაზე. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე დამთავრდა მსჯელობა”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მეტი...

“სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, ნუ გააკეთებთ ნაადრევ განცხადებებს” – ანდრია ჯაღმაიძე სასულიერო პირებს

პატრიარქის პრეს-მდივნის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერ არ გადაწყვეტილა, თუ როგორ ჩაატარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სააღდგომო ლიტურგიას. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯაღმაიძემ აღნიშნა, მოძღვარმა, რომელმაც საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე მრევლის ეკლესიაში დარჩენაზე ისაუბრა, განცხადების გაკეთება იჩქარა.   “ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ, რომ ნაადრევად ნუ გავაკეთებთ განცხადებებს, თუ როგორ შევძლებთ სააღდგომო ლიტურგიის შესრულებას, რომ ამან არ გამოიწვიოს სხვა გაუგებრობები. ვითარება ყოველდღიურად იცვლება, ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტზე ხელისუფლებასთანაც და ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვცდილობთ ადეკვატური რეაქცია გვქონდეს ამ ყველაფერზე.  განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, რომ 9:00 საათიდან დილის 6:00-მდე იქნებოდა მრევლი ტაძარში, სააღდგომო ლიტურგიის დროს. მან…

მეტი...

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად, ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა. უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი განიხილეს. კერძოდ, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის შესახებ. წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდგომ გაიმართა კენჭისყრა, რომლის შედეგად 15-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას. დღეისათვის ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილება განხორციელდა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სხვადასხვა მიმართულებით დახმარების გასაწევად.სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე.…

მეტი...

თვითიზოლაციაში მყოფი ბორის ჯონსონი მოქალაქეებს სოციალურ ქსელიდან მოუწოდებს, სახლში დარჩნენ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები ჯერ ისევ აღენიშნება, თვითიზოლაციაში რჩება. პრემიერი მოქალაქეებს სოციალური ქსელიდან მიმართავს და სთხოვს, დარჩნენ სახლში. „სახლში დარჩენით თქვენ სხვებს სიცოცხლეს უნარჩუნებთ. მოგიწოდებთ, ამ უქმეებზეც დაიცვათ ეს, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ამინდი გვაქვს“, – აღნიშნავს ბორის ჯონსონი.

მეტი...

“პური, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქტია, მოსახლეობას უწყვეტ რეჟიმში უნდა მიეწოდებოდეს შესაბამის ფასად” – ლევან დავითაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის,ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო საჭიროების შემთხვევაში ხორბლის მარაგებს ალტერნატიული წყაროებიდან და უფრო შორს მდებარე გეოგრაფიული არეალებიდანაც შეივსებს. როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის ქვეყანაში ხორბლის მარაგები არსებობს და ასევე არის საკმარისი დრო მათ შესავსებადაც. „იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღეთ უფრო მკაცრი შეზღუდვები ექსპორტთან დაკავშირებით, რასაც რაციონალური საფუძველი არ აქვს, რადგან ჭარბია ხორბლის მარაგები მსოფლიოში და ფასები დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული წყაროები და წვდომა ალტერნატიულ წყაროებზე იმისთვის, რომ საქართველოში ხორბლის მარაგები შეივსოს. შესაბამისად, ეს არ აისახოს ფქვილის ფასზე. შესაბამისად, პური, რომელიც…

მეტი...

თბილისის მერია მშენებლობების გაგრძელებაზე შუამავლის როლს შეასრულებს

„მშენებლობის სექტორში დასაქმებულმა სუბიექტებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამშენებლო საქმიანობის გაგრძელების უფლების მისაღებად, დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ“ – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. „კომპანიების წარმომადგენლებმა შევსებულ განცხადებასა და სარეგისტრაციო ფორმაში, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს გადაუგზავნიან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პროექტის გასაგრძელებლად საჭირო დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე, კომპანიის მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება – დასაქმებულთა ტრანსპორტირება, დეზინფექციის შესრულების სიხშირე და მასშტაბი, კვების ორგანიზების საკითხი, თერმოსკრინინგსისა და კომპანიის მიერ გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ ინფრომაცია უნდა წარადგინონ.   სარეგისტრაციო ფორმის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონულ განაცხადში მითითებულ ობიექტებს შეამოწმებს, ხოლო შემოწმების შემდეგ,…

მეტი...

“ვამბობ, რომ ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც ოქროს სტანდარტია” -პაატა იმნაძე

“ვამბობ და ვიძახი, ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს. დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი. იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა “ჭრელო პეპელა” არ ვარ” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომ გუშინ ერთ-ერთ ექიმს სწრაფმა ტესტმა უჩვენა, რომ ახალი კორონავირუსი აქვს, თუმცა მოგვიანებით PCR კვლევით ეს არ დადასტურდა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში არსებული სწრაფი ტესტები უხარისხოა. მისი თქმით, ერთი და იგივე კითხვა მოსახლეობის ფსიქიკას ვნებს. „ვამბობდი, რომ ჯერ თავი შევიკავოთ-მეთქი და რატომ არ…

მეტი...

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა

„საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა“ – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს. „ბრალდებულებისთვის,  სატელეფონო საუბრის დაშვების გადაწყვეტილება განპირობებულია, ოჯახების მხრიდან გაზრდილი ინტერესით მათი მდგომარეობის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება  ხელს შეუწყობს  დისტანციურად ოჯახების მეტად ინფორმირებას. აღნიშნული შეღავათის დაწესება ასევე შეამცირებს მათი ადვოკატების დამატებით ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს“ – აღნიშნულია განცხადებაში.…

მეტი...

“პირველადი ჯანდაცვის სისტემა მზადყოფნაშია” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, ექიმები შესაბამის ტრენინგებს უკვე 2 თვეა გადიან და მათი მზაობა სრულყოფილია. მისივე განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის სისტემა არსებულ სიტუაციასთან გასამკლავებლად მზადაა. ტიარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მუდმივი კონტროლი განხორციელდება, რათა თავიდან იქნას აცილებული გადაცდომები. „პირველადი ჯანდაცვის სისტემა დღეს მზადყოფნაში, ასევე მნიშვნელოვანია 112-ის ხაზი, რომელიც იქნება დაკავშირებული პირველად ჯანდაცვასთან, ის უკვე ასრულებს თავის სატესტო რეჟიმში მუშაობას და თბილისში უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენი ტექნიკოსები მონიტორინგს ახორციელებენ და შეიძლება ითქვას, რომ 2 დღეში შესაძლებელი გახდება ზარების სრულად განხორციელება ყველანაირი შეფერხების გარეშე. ექიმები 2 თვეზე მეტია უკვე გადიან შესაბამის ტრენინგს,…

მეტი...

„გვაქვს განსაკუთრებული შემთხვევა – ადამიანი არ გამოდიოდა გარეთ და დაუდგინდა კორონავირუსი“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის ინფორმაციით ქართველი მედიკოსები ერთ განსაკუთრებულ შემთხვევას აკვირდებიან, რომელიც ხანდაზმულ ადამიანთანაა კავშირში. იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული პირი იზოლირებული იყო: „გვაქვს ერთი განსაკუთრებული შემთხვევა, ადამიანი არ გამოდიოდა გარეთ და დაუდგინდა კორონავირუსი, სახლში ჰყავდა მხოლოდ შვილი და შვილიშვილი. მიმდინარეობს აღნიშნული შემთხვევის ინტენსიური კვლევა“ – განაცხადა იმნაძემ.

მეტი...

პაატა იმნაძე მოქალაქეებს ნაღდი ფულის დეზინფექციისთვის სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენებას ურჩევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ნაღდი ფულის დეზინფექციისთვის სადეზინფექციო ხსნარებისა და ცხელი უთოს გამოყენება ეფექტური იქნება. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „საქართველოს ეროვნული ბანკი და ბანკები დეზინფექციას დიდი ხანია აკეთებენ. აქ საუბარია უფრო არა იმაზე, ბანკომატიდან რომ ფულს იღებს ადამიანი, არამედ იმაზე ხელიდან ხელში რომ ადამიანი ადამიანს ფულს მისცემს. ხელიდან ხელში გადაცემული ნებისმიერი ნივთი შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი. ამიტომაც შეეხება ყველა ჩვენი რეკომენდაცია სიფრთხილეს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფულზე, რომელიც ხელიდან ხელში გადადიდს, ყველა ნივთს ეხება. ინდივიდუალურ პირობებშიც…

მეტი...

“აღდგომის ლიტანიობაზე მრევლის შეკრება “კომენდანტის საათის” დარღვევა იქნება – მაია ცქიტიშვილი

“კომენდანტის საათი დაირღვევა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, – ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ცქიტიშვილი საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. „პირველ რიგში, ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ მკაცრად და ზედმიწევნით ყველა რეგულაცია, რომელიც უკვე დადგენილია, რათა შესაძლებლობა გვქონდეს, რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ. ეს არის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებადართული არ…

მეტი...