“ეკლესიაში დარჩნენ სასულიერო პირები” – პატრიარქის მიმართვა მრევლს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლისადმი საგანგებო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: „ნებისმიერი ადამიანი განსაცდელის ჟამს ეძიებს ხსნას და ნუგეშს. დღეს, როცა მსოფლიოში გავრცელებული ახალი ინფექცია საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს, ბუნებრივია, მრევლი განსაკუთრებულ სასოებას ღმერთზე ამყარებს და მიილტვის ტაძრისკენ. მორწმუნეთათვის სულიერი საზრდო ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც ხორციელი საკვები; ამიტომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და იგი ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს, რათა მიიღოს მადლი ღვთისა და სულიერად განმტკიცდეს. სასულიერო პირთათვის ღვთისმსახურების აღსრულება სამღვდელო მოვალეობის განუყოფელი ნაწილია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელი ერისთვის. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ,…

მეტი...

ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი მოეწყო

ქუთაისში ე.წ. ცხელების ცენტრი მოეწყო. ცენტრი შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ო.ჩხობაძის სახელობის ქუთაისის მრავალპროფილური დაწესებულების ბაზაზე ამოქმედდა.  დაწესებულებაში მხოლოდ იმ პაციენტებს მიიღებენ, რომელთაც რესპირატორული მოვლენები და ტემპერატურა აქვთ. ადგილზე შემოწმდება ეპიდემიოლოგიური და დაავადების ანამნეზი, ასევე, 24 საათიანი დაკვირვება და მინიმალური კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების ჩატარება მოხდება. ე.წ. ცხელების ცენტრების შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების უკეთ მართვა წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში მსგავსი ტიპის უკვე სამი ცენტრია ამოქმედებული.

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის გამო, ბათუმის სპორტ სკოლამ 10 ღონისძიება გადადო

16 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით,  ბათუმის სასპორტო სკოლამ შიდა სასკოლო პირველობის ყველა დაგეგმილ ღონისძიება გადადო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სპორტ სკოლიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 16 მარტიდან დაგეგმილი იყო 10 სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც 26 აპრილს უნდა დასრულებულიყო. ფარიკაობა, ტაიკვანდო, მაგიდის ჩოგბურთი, გოგონების ფრენბურთი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, კალათბურთი, ჭადრაკი, მთასვლელობა და  მშვილდოსნობა – ეს იმ შიდა სასკოლო პირველობის ღონისძიებებია, რომელიც ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო გადაიდო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლაში განუცხადეს, ეს აქტივობები მაშინ განახლდება, როცა სასწავლო პროცესი აღდგება. „დაგეგმილ ღონისძიებებს ეტაპობრივად აუცილებლად განვახორციელებთ და მოვრჩებით საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე“…

მეტი...

კომენდანტის საათის დროს, პოლიციამ მანქანა გააჩერა – მძღოლს მეუღლე სამშობიაროდ მიჰყავდა

31 მარტს, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ახალი ამოქმედებული იყო, პატრულმა ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი გააჩერა. როგორც გაირკვა, მძღოლს ზურაბ ჩხარტიშვილს ფეხმძიმე მეუღლე ბათუმის სამედიცინო ცენტრში სამშობიაროდ მიჰყავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა უზრუნველყო, რომ ავტომობილი დაუბრკოლებლად და დროულად მისულიყო სამშობიარომდე. ზურაბ ჩხარტიშვილს სამშობიაროს ეზოში აჭარის საპატრულოს თანამშრომლები გულშემატკივრობდნენ. მამამ პირველი მილოცვებიც მათგან მიიღო.

მეტი...

მოზარდს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

“მოზარდს, რომელსაც ბათუმში ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ბებიასთან ერთად კარანტინში იმყოფებოდა”, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. „ბავშვს დაუდგინდა კორონავირუსი. მას აქვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა კარანტინში. იგი თბილისში გადაიყვანეს, რადგან თბილისში ცხოვრობს ოჯახი და მათ ისურვეს გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ბათუმში მკურნალობის საშუალება“, – განაცხადა მიქელაძემ. მინისტრის განცხადებით, ბათუმში ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული რვა პაციენტი რჩება. დღეს, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან ერთი 10 წლის მოზარდია, ხოლო მეორე პაციენტი სომხეთიდან არის ჩამოსული.

მეტი...

მომხმარებლებს, რომელთაც მარტის ბუნებრივი გაზის ხარჯი უკვე დაფარეს, თანხა სააბონენტო ბარათებზე აესახებათ – “თბილისი ენერჯი”

“თბილისი ენერჯი” საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, კომუნალური გადასახადების დაფინანსების შესახებ, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი, ვინც 1 თვის განმავლობაში მოიხმარენ 201 კუბურ მეტრ და მეტი მოცულობის ბუნებრივ გაზს, თავად უზრუნველყოფენ საფასურის ანაზღაურებას სრულად. “საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კომუნალური გადასახადების დაფინანსებას, გაცნობებთ, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 და ნაკლებ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში საქართველოს მთავრობა სრულად აუნაზღაურებს მოხმარებული გაზის საფასურს ზემოაღნიშნული მოცულობის ფარგლებში. მომხმარებლებს, რომელთა მარტის თვის ბუნებრივი გაზის ხარჯი შეადგენდა 200 და ნაკლებ კუბურ მეტრს და…

მეტი...

“12 აპრილს ფრენა შესრულდება ბერლინი-თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს დაგეგმილია ამსტერდამი-თბილისის ავიარეისი” – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ახორციელებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“. როგორც უწყებაში განმარტავენ, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულია მიმდინარე წლის 26 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით განსახორციელებელი მიმართულებები. დღეს, საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა 10 აპრილის შემდგომ, დამატებით, ორი მიმართულება: 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი და 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფრენები, ისევე როგორც საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა ავიარეისები, განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს მგზავრთა ჭადრაკული პრინციპით განთავსებას, თითოეულ ბორტზე არაუმეტეს 120 მგზავრისა. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროს ოდენობით. ამასთან, საგარეო უწყება 3 აპრილის ვარშავა-თბილისის და ბერლინი-თბილისის მიმართულებებზე ბილეთების რეალიზაციის…

მეტი...

“კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. „ორი მძიმე, კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა დილის შემდეგ. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არასტაბილურია. აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილიზირებულია. გუშინდელი პაციენტი, რომელიც დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადავიყვანეთ, მისი მდგომარება დღეს დასტაბილურდა, და იმედია, ხვალ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ვნახოთ, ხვალ მოგახსენებთ მათი მდგომარეობის შესახებ. დანარჩენი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სხვადასხვა სიმძიმისაა. უმეტესობა მსუბუქი მიმდინაროებითაა და რამდენიმე არის საშუალო სიმძიმით მიმდინარე პნევმონიით“ , –  განაცხადა ეზუგბაიამ. ამასთან, ეზუგბაიას განცხადებით,…

მეტი...

StopCoV ფონდში უკვე 20 მლნ 500 ათასი ლარია მობილიზებული

StopCoV ფონდში 1 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით მობილიზებულმა თანხამ 20 მლნ 500 ათასი ლარი შეადგინა. #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: ​„ბევერილი“ ჯგუფი – 100 ათასი ლარი, შპს „აისბერგ ფოთი“ – 100 ათასი ლარი, „მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი“ – 25 ათასი ლარი, „ახალი ჰორიზონტი“ – 20 ათასი ლარი, „მწვანე ოფისი“ – 30 ათასი ლარი, კომპანია „ზოდი“ – 20 ათასი ლარი, „ბიოქიმფარმი“ – 10 ათასი ლარი, „ბესტი ჯგუფი“ – სამი ათასი ლარი, შპს „ბათუმის ბლოკი“ – სამი…

მეტი...

საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეჩერდა

საქართველოში ონლაინგაყიდვებიც შეწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები მზა საკვების გარდა, ინტერნეტით ვერაფერს შეუკვეთავენ. საქართველოში ეს შეზღუდვა ორი დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით შევიდა ძალაში და საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე იმოქმედებს. წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდება ან/და საქმიანობის უფლება ეზღუდება.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 10 წლის ბავშვია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი შემთხვევიდან ერთი 10 წლის ბავშვია, რომელიც ამ წუთებში ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავთ. „მისი ისტორია ჩემთვის არ არის ცნობილი. მშობელს უარყოფითი აქვს, მარტო ბავშვს აქვს დადებითი“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ. რაც შეეხება მეორე დადასტურებულ შემთხვევას, ეზუგბაია ამბობს, რომ ინფიცირებული სომხეთიდან ჩამოსული პაციენტია.

მეტი...

საქართველოში ​კორონავირუსის დადასტურებელ შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 117 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.

მეტი...

საქართველოში ​კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 116 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301.

მეტი...

გოგი წულაიამ პოლიციის შენობა დატოვა

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ პოლიციის შენობა დატოვა. ის ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. გოგი წულაიას ინფორმაციით, სასამართლო დისტანციურად უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო, რადგან მან ადვოკატი მოითხოვა. მოსამართლემ მისი მოთხოვნა გაითვალისწინა და პროცესი მომავალ კვირაში გაიმართება. წულაიას პოლიციისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით პილიციელისათვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს, სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.

მეტი...

ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან სამშობლოში კიდევ 92 მოქალაქე დაბრუნდა

ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან თბილისში სპეცრეისით გამომგზავრებული საქართველოს 92 მოქალაქე უკვე სამშობლოშია. მგზავრებმა აეროპორტში თერმოსკრინინგი და სპეციალური შემოწმება უკვე გაიარეს. მგზავრთაგან საავადმყოფოში არავინ გადაუყვანიათ, თუმცა, ისინი 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. მგზავრებს შორის იყვნენ იმ გადამზიდი კომპანიის მძღოლები, რომელთაც, საკარანტინო რეჟიმიდან გამომდინარე, ბულგარეთის მთავრობამ არ მისცა უფლება ბორანზე ასულიყვნენ და სახმელეთო გზით, საკუთარი ავტომობილებით დაბრუნებულიყვნენ ქვეყანაში.  რეისი ქალაქ ბურგასიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა შეასრულა. როგორც ავიაკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამარ ქობულაშვილმა განაცხადა, კომპანია მზადაა მსგავსი სპეცრეისები ყოველგვარი დანამატის გარეშე, თვითღირებულებით შეასრულოს. “ბურგასი-თბილისის სპეცრეისზე გვყავს 92 მგზავრი. მოხარულები ვართ, რომ შევძელით დავხმარებოდით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებიც…

მეტი...

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა შემაშფოთებელია” – ქეთევან ციხელაშვილი

“ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ცხინვალის პასუხი საკმაოდ დესტრუქციულია. შეთავაზებებს არ იზიარებს. საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა იქ არ არის გარდა წითელი ჯვრისა, რომელთანაც აქტიურად ვმუშაობთ, რათა ადგილზე შექმნილი მძიმე მდგომარეობა, სრული იზოლაციის პირობებში მოსახლეობას შევუმსუბუქოთ”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია. “ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიაქო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში. იმედია და ამაზე ვმუშაობთ კიდევ ჩვენი პარტნიორების ხაზით, რომ…

მეტი...

სამკურნალო-სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მიწოდება ან იმპორტი დღგ-ისგან გათავისუფლდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის მათ შორის, დამცავი ფარების, საიზოლაციო კომბინიზონების, ქირურგიული ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტების, პლასტმასის დამცავი სათვალეების, პირბადეების, უკონტაქტო თერმომეტრების მიწოდება ან/და იმპორტი 2020 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ეს გადაწყვტილება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს, შეუფერხებლად მიეწოდოს ყველა საჭირო ინვენტარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. დეტალები შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ.

მეტი...

“აბონენტებს, რომელთაც კომუნალური გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ, თანხა არ დაეკარგებათ, ბონუსის სახით გადავა” – ენერგოომბუდსმენი

“აბონენტებს, რომელთაც კომუნალური გადასახადი უკვე გადახდილი აქვთ, თანხა არ დაეკარგებათ, ბონუსის სახით გადავა და შემდეგ გამოიყენებენ”, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა. „შესაძლებელია, ასეთი შემთხვევა იყოს, რადგან ზოგს ავტომატურად აქვს კომუნალური გადასახადების გადახდა მიბმული, ეს თანხები არ დაიკარგება, აუცილებლად დაჯდება ბონუსში, მოქალაქე მის გამოყენებას შეძლებს მაშინ, როდესაც სურვილი ექნება და, როდესაც ამოიწურება სამთავრობო სუბსიდიები“, – განაცხადა მან. ამათან, ვარდიაშვილმა განმარტა, რომ თანხობრივ გამოხატულებაში, 200 კილოვატ საათი მოხმარებული ელექტროენერგია დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით დაახლოებით 30-დან 35 ლარამდეა, ხოლო 200 კუბური მეტრი გაზი – დედაქალაქში დაახლოებით 90 ლარი, რეგიონებში კი, დაახლოებით 115 ლარამდე. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს,…

მეტი...

ეროვნული ნაკრების სახალისო შემადგენლობა გურამ კაშიასგან (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ინსტაგრამის პირად გვერდზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. იზოლაციაში მყოფი გურამ კაშია საქართველოს ნაკრების სახალისო შემადგენლობას გვთავაზობს.

მეტი...

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. დღეს მოქმედი კურსი 3.2816 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0403 შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5460 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.5960 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0500 ლარი შეადგინა.  კურსები ძალაში ხვალ შევა.

მეტი...

გიორგი ტყემალაძემ და რევაზ სოხაძემ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტები გადასცეს

დღეს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით,  თბილისის საკრებულოს  თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა რევაზ სოხაძემ თავიან სამაჟორიტარო ოლქებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს. დეპუტატები ოჯახებს პირადად ესტუმრნენ და მათ სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. გიორგი ტყემალაძემ და რევაზ სოხაძემ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ კამპანია მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. „კორონავირუსის პრევენციის პერიოდში, მნიშვნელოვანია,  ისეთი ოჯახების დახმარება, რომლებიც ამას  ყველაზე მეტად საჭიროებენ. დღეს, სამგორის რაიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ რამდენიმე  მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტები გადავეცით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა  ინსტიტუტმა შეიძინა. საკრებულომ  კორონავირუსის…

მეტი...

“შეიძლება, სისხლის მწვავე დეფიციტის წინაშე დავდგეთ, დონაციის პროცესის გაგრძელება მნიშვნელოვანია” – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სისხლის დონაციების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. კლების ტენდენციის შენარჩუნებამ კი, უწყების ცნობით, შესაძლებელია, სისხლის პროდუქტების დეფიციტის გამოიწვიოს. ჯანდაცვის სამინისტროში სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებს სისხლის უანგარო დონაციის აქციების ჩატარების თხოვნით მიმართავენ. „ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯანდაცვის გამოცდილება ცხადყოფს, რომ COVID-19 მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს სისხლის მარაგებზე ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა დონორების მიმართვიანობის შემცირება, COVID-19-ის შემთხვევები, კარანტინი, თვითიზოლაცია, სისხლის ბანკებში შემცირებული პერსონალი, მობილური აქციების შეზღუდვა და სხვა ბარიერები, რაც ნეგატიურად აისახება გადაუდებელი მდგომარეობების და იმ ქრონიკული დაავადებების მართვაზე, რომლებიც მოითხოვენ…

მეტი...

საქართველო ნატო-ს მხარდაჭერის ახალ პაკეტს მიიღებს

“ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან მომავალში”, – ამის შესახებ აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში კეი ბელი ჰათჩინსონმა განაცხადა. როგორც კეი ბელი ჰათჩინსონმა ​ აღნიშნა, რუსეთმა უნდა მისცეს უფლება საქართველოს და უკრაინას ჰქონდეთ სუვერენული მმართველობა „ჩვენ ასევე გვინდა, რომ მათ რეფორმები გააგრძელონ, რათა შეძლონ რუსული დეზინფორმაციისა დაძლევა და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ ტერიტორიაზე ბორდერიზაციას. რუსეთმა უნდა მისცეს უფლება საქართველოს და უკრაინას ჰქონდეთ სუვერენული მმართველობა. ამ ქვეყნებმა თავად უნდა აკონტროლონ საკუთარი სუვერენული ტერიტორიები და საზღვრები. ჩვენ მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს და უკრაინას, რათა მათ გააგრძელონ პასუხის გაცემა რუსეთის აგრესიაზე, რის შედეგადაც მათ ქვეყნის ნაწილი წაართვეს. ჩვენ ამ…

მეტი...

ქუთაისში გოგი წულაია დააკავეს

ქუთაისში პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია დააკავეს. წულაიას პოლიციისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით პილიციელისათვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს, სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან. არსებული ინფორმაციით, წულაიას ქალაქში პატრულმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა და უთხრა მას, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს, პროტესტის უფლება არ ჰქონდა. მცირედი შელაპარაკების დროს, უცენზური სიტყვების გამო, წულაია განყოფილებაში გადაიყვანეს. წულაიას ბრიფინგი სავალუტო პუნქტების დახურვის გამო ჰქონდა და აცხადებდა, რომ შეზღუდვით ადამიანები უმუშევრები რჩებიან.

მეტი...

აშშ-ის საელჩო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალს მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალს კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში განსაკუთრებული მონაწილეობისთვის. ამის შესახებ, საელჩომ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა. „კოვიდ-19“-თან ბრძოლა მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნასა და ნიჭს. ამერიკის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნაში გვეხმარება. დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ავად ყოფნისა თუ დაშავებისას. სასწრაფოს თანამშრომლები „კოვიდ-19“-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

“აღდგომის დღესასწაულამდე ორი კვირაა, შევჯერდებით, რა ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე არ არის შეჯერებული. მისი თქმით, მთავრობა კოორდინაციაშია საპატრიარქოსთან. „საპატრიარქოსთან კოორდინაციაში ვართ ყველა, არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთლიანად, მთავრობა. გავიარეთ სხვადასხვა მიმართულება. აღდგომა მოდის, ჯერ ორი კვირაა იქამდე. შევჯერდებით იმაზე, თუ რა ფორმით და როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით, ორ კვირაში რა იქნება, მსოფლიოში არავინ არ იცის და ჩვენთან წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად“, – განუცხადა შს მინისტრმა ჟურნალისტებს.

მეტი...

“საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევისთვის 350-მდე ადამიანი და 14-მდე საწარმო დაჯარიმდა” – ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოქალაქეების დიდი ნაწილი საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებულ შეზღუდვებს ითვალისწინებს. როგორც ვახტანგ გომლაურმა განაცხადა, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანდტის საათის დარღვევის 17 შემთხვევა დაფიქსირდა. „მოქალაქეები ემორჩილებიან შეზღუდვებს, უფრო მეტს ველოდებით დარღვევებს, თუმცა გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, ძალიან ცოტა 17 დარღვევა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ჩვენც გაგვიკვირდა, მეტს ველოდებოდით სტატისტიკურად. მთლიანობაში 350-მდე მოგვიწია სამწუხაროდ, არავის არ გვიხარია არც ჩვენ, არც რიგით პოლიციელებს, არც ხელმძღვანელობას, რომ ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. 350-ადამიანამდე და 10-15-მდე საწარმო დაჯარიმდა უკვე“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მეტი...

ამსტერდამიდან თბილისში სპეცრეისით საქართველოს 179 მოქალაქე ჩამოვიდა

ამსტერდამი-თბილისის სპეცრეისით საქართველოს 179 მოქალაქე ჩამოიყვანეს.  ეკონოსმიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოსული მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილ საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს და იქ 14 დღის განმავლობაში დარჩებიან.  ამსტერდამი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები სასტუმრო „მოქსსა“ და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გადანაწილდნენ.  სამინისტროს ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო ზონები საქართველოს მასშტაბით 82 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 5400-მდე ადამიანია განთავსებული.

მეტი...

ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 987 ადამიანი დაინფიცირდა

ირანში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით 138 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ​კორონავირუსს 3 036 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ვირუსით ქვეყნის მაშტაბით 2 987 ადამიანი დაინფიცირდა. საერთო ჯამში ირანში ვირუსის დიაგნოზი 47 593 ადამიანს დაუსვეს. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 3 871 ადამიანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია, 15 473 კი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“რუსეთის პრეზიდენტს კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა” – “როიტერი”

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაატარებს, მას შემდეგ, რაც კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გასულ კვირას ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთ საავადმყოფიში მივიდა, სადაც მას ექიმმა დენის პროცენკომ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა გააცნო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ ექიმს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. კადრებში კარგად ჩანს, რომ პუტინმა მას შეხვედრის დროს ხელი ჩამოართვა. კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი თავს კარგად გრძნობს და ხალხისგან დისტანცირებას ცდილობს, სწორედ ამიტომ მთავრობის სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კონფერენცია ღია ფორმატში ჩატარდება. „ყველა დაინახავს, რომ ის დისტანციურად…

მეტი...

“სავალდებულო საპენსიო შენატანის შეჩერება ამ ეტაპზე არაა გათვალისწინებული” – მაია ცქიტიშვილი

მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სავალდებულო დაგროვებითი პენსიის ფონდში შენატანის დროებით შეჩერება “ამ ეტაპზე არ არის გათვალისწინებული”. ცქიტიშვილის თქმით, დამატებითი ზომების მიღებამდე მთავრობამ უნდა შეაფასოს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც დახმარება დაჭირდება, შემდგომ ნაბიჯებზე კი მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. “არ შეგვიძლია შევაფასოთ, თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და შესაბამისად, ჩვენ ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, თუ რა ზომების მიღება ან რა რაოდენობის თანხა იქნება საჭირო იმისათვის, რომ დავაკმაყოფილოთ ამ ადამიანების საბაზისო, მინიმალური საჭიროებები,” – აცხადებს ცქიტიშვილი. დღეს, 1 აპრილს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე პრემიერმა გახარიამ 2 მილიარდ ლარიანი…

მეტი...

„ადგილები, საბედნიეროდ, გვაქვს“ – პაატა იმნაძე

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების კატასტროფული მატების გამო, გარკვეულ ქვეყნებს კლინიკებში ადგილებისა და მედპერსონალის პრობლემა შეექმნა. შესაბამისად, მათ არჩევანის გაკეთება უწევთ, ვის მიხედონ.      „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას,  დღეში რამდენი შემთხვევაა ჩვენთვის მაქსიმუმი, რომ სამედიცინო სფერომ პანდემიას გაუძლოს? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ასე უპასუხა: „ადგილები ჰოსპიტლებში საქართველოში, საბედნიეროდ, გვაქვს“.

მეტი...

“რეალობას არ შეესაბამება, რომ კორონავირუსი ნოემბერ-დეკემბერში ვინმემ გადაიტანა” – პაატა იმნაძე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვაზე, რეალურია თუ არა მოსაზრება, რომ მოქალაქეების ნაწილმა ნოემბერ-დეკემბერში უკვე გადაიტანა კორონავირუსი, ისე რომ მის შესახებ არ იცოდა, პასუხობს, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება.  “მსგავსი სიმპტომები, ტემეპერატურა, ხველა და ა.შ. ეს ზოგადად, ნოემბერში დაიწყო საქართველოში, ეს არის გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებების სეზონი. დაინტირესებულებს შეუძლიათ იხილონ ჩვენი ვებ-გვერდი და ნახავენ რომელი ვირუსები ცირკულირებდა ამ პერიოდში.  საუბარია სხვადასხვა ტიპის ვირუსზე, მათ შორის ჩვეულბრივ კორონავირუსზეც და არა მის ახალ ტიპზე. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ჰქონდა ახალი ტიპის კორონავირუსი, მაგრამ ეს რეალობასთან ახლოს ნამდვილად არ არის,”- განაცხადა იმნაძემ.

მეტი...

“ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით – 671 ათასი ოჯახი” – მაია ცქიტიშვილი

ელექტროენერგიაზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი, ხოლო ბუნებრივ აირზე დაწესებული შეღავათით – 671 ათასი ოჯახი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათის დასაწესებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი გამოთავისუფლდა. „იმ ოჯახებისთვის, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კილოვატს თვეში, სახელმწიფო მარტის, აპრილის და მაისის გადასახადს აუნაზღაურებს, როგორც ელექტროენერგიის ნაწილში, ასევე დასუფთავების და წყლის გადასახადის ნაწილში. ეს არის შეღავათი, რომლითაც ისარგებლებს 1 მილიონ 200 ათასი ოჯახი. გარდა ამისა, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ყველა იმ ოჯახს, რომლის ბუნებრივი გაზის მოხმარება…

მეტი...

“ჩემი კოლეგა გმირია, ის ემსახურებოდა ფსიქიურად დაავადებულს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი გაძნელებული იყო” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსის ყველა კონტაქი იდენტიფიცირებულია. როგორც იმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულმა პირმა ვერ შეძლო, რომ ინფიცირებულ პაციენტთან უშუალო კონტაქტისგან აბსოლუტურად დაცული ყოფილიყო. „ეს ჩემი კოლეგა არის გმირი, იმიტომ რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული, ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო და სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს, იქ რა ხდებოდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისი ყველა კონტაქტი მიკვლეულია და ყურადღების ქვეშაა, მაგრამ…

მეტი...

ისრაელში უცხოეთიდან ჩასულებს წმინდა ცეცხლს თვითმფრინავის ბორტზე მიაწვდიან

ისრაელში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის დღესასწაულის დროს ტაძარში 10-15 ადამიანი იქნება, რომლებიც აღმოსავლეთ მართლმადიდებლურ ეკლესიებს წარმოადგენენ. ინფორმაციას orthochristian.com ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ცეცხლის წაღება სხვადასხვა ქვეყნებში სპეციალურად დანიშნული ფრენებით მოხდება, რომლებიც ასევე რეგულაციებში მოექცევა. კერძოდ, თვითმფრინავის ბორტზე მყოფ პირებს ხომალდიდან გადმოსვლის უფლება არ ექნებათ და მათ ცეცხლს ბორტზე მიაწვდიან. გამოცემის ინფორმაციით, სპეციალური რეისები უკვე დანიშნულია რუსეთიდან, საბერძნეთიდან და უკრაინიდან. წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი პირდაპირი ეთერით გადაიცემა. მართლმადიდებელი სამყარო აღდგომას წელს 19 აპრილს აღნიშნავს.

მეტი...