ნიუ-იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ადასტურებს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეს “კორონავირუსით” გარდაცვალების ფაქტს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქეა გარდაცვლილი. „სამწუხაროდ, კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ, ეს არის უკვე მე-5 შემთხვევა საზღვარგარეთ ჩვენი თანამემამულის გარდაცვალების. ეს არის ნიუ-იორკში მცხოვრები 64 წლის მამაკაცი. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო ოჯახთან არიან კავშირზე, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, რომელიც ესპანეთში დაფიქსირდა, ორივე შემთხვევაში, გარდა კოვიდისა, ასევე იყო თანხმლები სხვა ქრონიკული დაავადებები,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

“დღეს კომენდანტის საათის ამოქმედება შედის ძალაში, მივმართავთ მოსახლეობას, დაიცვას ეს შეზღუდვა” – ირაკლი ჩიქოვანი

“სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ კომენდანტის საათის დროს არსებული შეზღუდვის მოქმედებას” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან მოსახლეობას შეახსენა, რომ დღეს 21:00 საათიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება და საზოგადოებას მოუწოდა, დაიცვან შეზღუდვები. „დღეს კომენდანტის საათის ამოქმედება შედის ძალაში და 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე აკრძალულია ყველა სახის გადაადგილება, როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით. ეს არის ის აუცილებელი ზომა, რომელიც საჭირო იყო იმისათვის, რათა მაქსიმალურად შეგვეჩერებინა კოვიდ-19 ის გავრცელება. მივმართავთ მოსახლეობას, დაიცვას ეს შეზღუდვა. სამართალდამცავები მკაცრად გააკონტროლებენ ამ შეზღუდვის მოქმედებას,“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 110-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278 პირი. ინფორმაციისთვის, 110 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

„11 შემთხვევა ჩვენი ქვეყნისათვის ბევრი მატებაა“ – ვლადიმერ კახაძე

„როცა ჯაჭვი გაგვიწყდა სადღაც ეს უკვე ბევრი მატებაა, უნდა შევძლოთ ამ გაწყვეტილი ჯაჭვის აღდგენა“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ განაცხადა. კახაძე თვლის, რომ ქვეყანაში პრევენცია გეგმაზომიერად გატარდა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ინფიცირების კვალის დაკარგვის ფონზე 11 მატება საქართველოსთვის ბევრია. „მატებისკენ მივდივართ, ქვეყანა უნდა გაფრთხილდეს, ქვეყანა საშიშროებისკენ მიდის. ჩვენ ვისარგებლეთ პრინციპით „იჩქარე ნელა“. ჩვენ მოვლენებს არ მოვასწარით. 11 შემთხვევა ბევრი მატებაა, ბევრი მატება არ იქნებოდა იმ შემთხვევაში კვალი, რომ მიდინებული ყოფილიყო, ჯაჭვის აღდგენა თივის ზვინში ნემსის მოძებნას ჰგავს, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ მოვახერხოთ.…

მეტი...

“კრიტიკული მდგომარეობით შემოსული პაციენტი გახდა კონტაქტური, დღის ბოლომდე შესაძლოა, აპარატიდან მოიხსნას” – ლევან რატიანი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში ახალი კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისივე განმარტებით, ერთ-ერი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, მეორე პაციენტსაც უახლოეს დღეებში მოხსნიან ასევე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. „იცით, რომ გვყავს ორი რეანიმაციული პაციენტი. მინდა, გითხრათ, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა, იმიტომ, რომ პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული დისტრესით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ომში, მეტნაწილად, გავიმარჯვეთ. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური, ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავდა. დღის ბოლომდე…

მეტი...

„დედამიწა იმყოფება ვირტუალურ საავადმყოფოში – დედამიწას აერთიანებს ორი მოწოდება – “დარჩით სახლში” და “ერიდეთ კონტაქტებს“ – ვლადიმერ კახაძე

„დედამიწა ვირტუალურ საავადმყოფოშია, საავადმყოფოში არსებობს სულ სხვა წესი, იქ მოხვედრილი პაციენტი უნდა გამოჯანმრთელდეს, რაც დიდი შემთხვევებში ასე ხდება“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე   პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ განაცხადა. ვლადიმერ კახაძე გლობალურ მდგომარეობაზე საუბრობს, სადაც მისივე განმარტებით საქართველო ერთ-ერთი მონაწილეა. კახაძე მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ, რომ თითოეული ადამიანი ცუდი თუ კარგი შედეგების მონაწილე იქნება. „ჩვენ ველოდებოდით და მომავალშიც ველოდებით მატებას, ყველა ადამიანი მონაწილე ხდება ამ პროცესებისა. დედამიწა საავადმყოფოშია,  საავადმყოფოში არსებობს სულ სხვა წესი, იქ მოხვედრილი პაციენტი უნდა გამოჯანმრთელდეს, რაც დიდ შემთხვევებში ასე ხდება.…

მეტი...

ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 21 ადამიანია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დისრექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანია, რომელიც სავარაუდოდ დღეს გაეწერება. ქვეყანაში კი ჯამში 21 გამოჯანმრთელებული ადამიანია. „ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს ერთი პაციენტი, რომელთანაც გუშინ გვიან მივიღეთ განმეორებით უარყოფითი პასუხი და ეს პაციენტი დღეს დატოვებს ალბათ ჩვენს ცენტრს,“- განაცხადა მარინა ეზუგაბაიამ. ამასთანავე, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, რომ კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობას 31 პაციენტი გადის, აქედან 4 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. „4 მძიმე პაციენტია, თუმცა ამ 4 მძიმედან ერთის მდგომარეობა უკვე შეიძლება ითქვას, რომ დასტაბილიზირებულია და თუ ასე გაგრძელდება, ხვალიდან, ალბათ, შეგვიძლია ვთქვათ,…

მეტი...

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა დროებით ჩერდება

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ. „ამასთან, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და…

მეტი...

“კორონავირუსით ინფიცირებული 11 ახალი პაციენტიდან 3 ინგლისის კლასტერიდანაა” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ დილიდან დღეს დილამდე ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 3 ინფექციურშია მოთავსებული. ეზუგბაიას განცხადებით, ამ სამის დაინფიცირების წყარო ცნობილია, რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, რამდენიმე შემთხვევაში პირველწყარო არ არის ცნობილი. “დღეს დილას გვყავს 108 ინფიცირებული, გუშინ დილიდან დღეს დილამდე 11 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ამ 11-დან 3 დადასტურებული შემთხვევაა ჩვენს ცენტრის, დანარჩენი არის 6 სხვა დაწესებულებაში. ამ 108 პაციენტიდან საერთო ჯამში 50 ჩვენი ცენტრის პაციენტია, 58 არის დანარჩენი 6 ცენტრის ჯამური მაჩვენებელი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ახალი ინფიცირებულებიდან კრიტიკული და ძალიან მძიმე არც…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 პირი. ინფორმაციისთვის, 108 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.

მეტი...

„ვირუსი შემოიტანა ერთმა ჯგუფმა ქალაქ პატრადან, ხალხმა ვინც მოილოცა იერუსალიმი“ – მამა თეიმურაზი

„ვირუსმა არ იცის ადამიანი მორწმუნე ხარ ურწმუნო ხარ თუ ათეისტი ხარ, ის ყველას ებრძვის. უფალი ეხმარება მას ვინც ეხმარება საკუთარ თავს“ – ამის შესახებ ათენიდან მამა თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა. საბერძნეთის ეკლესიამ ვირუსის გავრცელებისთანავე ქვეყანაში ყოველგვარი რელიგიური რიტუალი აკრძალა. მამა თეიმურაზი საზოგადოებას მოუწოდებს „არ გამოსცადონ უფალი“ „ვირუსი შემოიტანა ერთმა ჯგუფმა ქალაქ პატრადან, ხალხმა ვინც მოილოცა იერუსალიმი. 15 მარტს შეიკრიბა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აიკრძალოს ყოველგვარი რელიგიური რიტუალის ჩატარება, ეს ყველამ მიიღო გაგებით მორწმუნეს შეუძლია მივიდეს ეკლესიაში დაანთოს სანთელი თუ ზიარების სურვილი აქვს დატოვებს თავის მისამართს და მივა…

მეტი...

“ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით გისწრებთ, ზუსტად ისე, როგორც ვუჰანია ჩვენს წინ რამდენიმე კვირით – მალე თქვენი ფანჯრებიდანაც დაუკრავთ მუსიკას”- წერილი იტალიიდან

„იტალიიდან გწერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გწერთ თქვენი მომავლიდან. ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც თქვენ რამდენიმე დღეში აღმოჩნდებით. ეპიდემიის დიაგრამა აჩვენებს, რომ უკვე საერთო ცეკვაში ვიხლართებით“ – იტალიელი ექიმი, ფრანჩესკა მელარდინი “მომავლიდან” წერილს აქვეყნებს. „დროის მდინარებაში, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით გისწრებთ, ზუსტად ისე, როგორც ვუჰანია ჩვენს წინ რამდენიმე კვირით. გაკვირდებით, თქვენც ზუსტად ისე იქცევით, როგორც ჩვენ. იგივე არგუმენტები გაქვთ, რაც ჩვენ, ცოტა ხნის წინ. სადღაც მათ შუაში ხართ, ვინც ამბობს: “ეს ხომ უბრალო გრიპია, რა საჭიროა ამხელა ამბავიო?” და ვინც უკვე ყველაფერს მიხვდა. აქედან, თქვენი მომავლიდან რომ გიყურებთ, ვიცით, ბევრი…

მეტი...

მეზობელი აზერბაიჯანიც კარანტინში მოექცა, სახლიდან გასვლა იკრძალება

აზერბაიჯანის მოსახლეობას სახლიდან გასვლა ეკრძალება. „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების მოჭარბებული საფრთხიდნ გამომდინარე, მეზობელმა აზერბაიჯანმაც, საქართველოს მსგავსად, მკაცრი რეგულაციები შემოიღო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბაქოდან აცნობეს, დაცარიელდა ქუჩები და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი სახლიდან გამოსვლა. „მაღაზიები, კაფე-ბარები, გასართობი ცენტრები, თითქმის ყველაფერი დაკეტილია. ხალხი ქუჩაში არ მოძრაობს, მკაცრი რეგულაციები დააწესეს. სახლიდან გამოსვლაც კი გვეკრძალება. არსებობს რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა, ვისაც გამოსვლა შეუძლია. ეს შეძლება იყოს სამედიცინო მიზნებისთვის, პროდუქტებისთვის, ნაგვის გადასაყრელად და ასევე, გარეთ გასვლა შეუძლია იმ ადამიანებს, ვისი მუშაობაც აუცილებელია“ – აღნიშნა აზერბაიჯანული მედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას. შემოღებული მკცრი წესების დაცვას სამართალდამცველები აკონტროლებელი,მრომლებიც…

მეტი...

დაუდგენელმა წყარომ 10 + 1 ადამიანი დააინფიცირა

დღევანდელი მონაცემებით, “ახალი კორონავირუსის“ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა  103-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 2 ადამიანი. ინფიცირების შემთხვევებიდან, შემოტანილი და შემოტანილთან ასოცირებული შემთხვევების რაოდენობაა – 87; დაადავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯერ კიდევ დაუდგენელი წყაროს 2 შემთხვევიდან, ამ ეტაპზე, დაინფიცირებულია 10 და 1 ადამიანი.     რაც შეეხება დაინფიცირებულთა საშუალო ასაკს,  40.6 წელია, მაქსიმუმი 87 წელი, მინიმუმი კი 2 წელი.

მეტი...