კორონავირუსით ინფიცირებულ კიდევ ერთ პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 91-ე პაციენტს ინგლისში მოგზაურობის ისტორია აქვს. მარინა ეზუგბაიას თქმითვე, რიგით 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, COVID -19-ის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.  “დილის შემდეგ ახალი შემთხვევა დაგვემატა და ამ დროის მონაცემებით უკვე 91 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ის ჩვენს ცენტრში იმყოფება. სულ 10 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება დღეს და მათგან ერთზე მოვიდა დადებითი პასუხი. ინფიცირებულის წყარო ცნობილია, მას მოგზაურობის ისტორია აქვს ინგლისში. უნდა დაიწყოს დაინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დილის შემდეგ არ შეცვლილა და მძიმე არ არის. ის ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ხვალ 7…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 91 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია. ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4717 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.

მეტი...

“შეიძლება ზაფხულში მიაღწიოს პიკს, ამოცანაა, ამ დრომდე მივაღწიოთ მინიმალური დანაკარგებით” – თენგიზ ცერცვაძე

“ინფექციის გავრცელების მასშტაბებით, ჩვენ ყოველთვის სხვა ქვეყნების უკან ვივლით”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, საქართველოში ინფექციის გავრცელება არ მიაღწევს იმ მასშტაბებს, რასაც ევროპის პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში. “არავინ არ იცის, როდის იქნება პიკი. პრეცედენტული მიდგომით, ელოდებიან, რომ აპრილიდან შეიძლება დაიწყოს ეპიდემიის დაღმავალი ტალღა. შეიძლება კორონავირუსმა ზაფხულში მიაღწიოს პიკს, ეს არავინ არ იცის. უმეტესობა, შინაგანად ვფიქრობთ, რომ პიკი იქნება მარტის ბოლოსთვის, შემდეგ დაიწყება გაუმჯობესება. ჩვენი მიზანია, ამ პიკთან მინიმალური დანაკარგით მივიდეთ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

“იტალიელებმა იტალიურად იმოქმედეს, ვირუსს სერიოზულად არ მიუდგნენ” – თენგიზ ცერცვაძე

“იტალიას უსიმპტომო, მსუბუქი პაციენტები გაეპარა, რომლებიც გამავრცელებლები გახდნენ. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ იტალიაში და დანარჩენ ქვეყნებში, ხელი შეუწყო ეპიდემიის სწრაფ ზრდას”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, ტენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. თენგიზ ცერცვაძემ ის მიზეზები ჩამოთვალა, რის გამოც იტალიამ გარდაცვლილთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო, დაინფიცირებულთა რაოდენობით კი უახლოვდება. “რამდენიმე მიზეზს ასახელებენ: ერთი ის, რომ მან გვიან ჩაკეტა საზღვრები და გვიან დაიწყო ზომების მიღება. ხშირად ვამბობთ, რომ ქართველები და იტალიელები ერთმანეთს ძალიან გვანან, რომ ლაღი ერი, კანონმორჩილი და პედანტი ხალხი  ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა. ჩვენმა ჯანდაცვის…

მეტი...

“ეს რომ არ გაგვეკეთებინა, 26 პაციენტი გაიპარებოდა” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, როდესაც კორონავირუსის არსებობის შესახებ გახდა ცნობილი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებისთვის რეკომენდაციები გასცა, თუმცა, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, მათ ამ რეკომენდაციებში გარკვეული შესწორებები შეიტანეს. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ჯანმო-ს რეკომენდაციებში შეტანილმა ცვლილებებმა, გარკვეულწილად გადაარჩინა საქართველო. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში გარკვეული კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით. ჯანმო-მ, როდესაც საეჭვო დეფინიციები გამოაქვეყნა, საეჭვო შემთხვევის, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევის, იქ ეწერა ასეთი რამ: საეჭვო, ანუ შესაძლო შემთხვევად ითვლება პაციენტი, ვისაც ტემპერატურა აქვს 38, ან მეტი. ჩვენ, მსოფლიო გამოცდილებით ვნახეთ, რომ პაციენტების ნაწილი საერთოდ უსიმპტომოდ მიდის, ან ეს 38 გრადუსი ტემპერატურა არც თუ…

მეტი...

“70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია” – თენგიზ ცერცვაძე

“70 წელს გადაცილებული ადამიანი ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სხვადასხვა დაავადებების დროს, იყო დაძაბული პერიოდი, თუმცა არც ერთხელ მსგავსი მოცულობის სამუშაო არ შეუსრულებიათ, როგორც ახლა, კორონავირუსის ეპიდემიის დროს. “იყო დაძაბული პერიოდი, შიდსის ეპიდემიასთან ბრძოლა, შიდსის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩვენ ძირითადი ინიციატორები და განმახორციელებლები ვიყავით. იყო ღორის ეპიდემია და მასთან ბრძოლა, წითელას ეპიდემია და სხვა, მაგრამ არც ერთხელ ამ მოცულობის სამუშაოს გაკეთება, ასე შემჭიდროვებულ დროში არ დაგვჭირვებია”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე. თენგიზ ცერცვაძემ მარინა ეზუგბაიასა და მარინა ენდელაძეს განსაკუთრებული…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი წითელ ზონაში იმყოფება

ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი მარნეულში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი საკარანტინე ზონაში ადგილზე გაეცნობა მოსახლეობის მდგომარეობას და დაათვალიერებს საველე ჰოსპიტალს. სალომე ზურაბიშვილს მარნეულში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მარნეული და ბოლნისი რამდენიმე დღის წინ წითელ ზონებად გამოაცხადა.

მეტი...

“პური და ღვინო არის ქრისტეს სხეული და როგორ უნდა დავიჯეროთ ჩვენ, რომ ქრისტეში ვირუსი შევა?” – მეუფე იოსები

შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები მრევლს კურთხევას აძლევს, ტაძარში პირბადეებით იარონ. მისივე თქმით, ბოლო ჟამი მოახლოებულია, ადამიანებმა ახლა უფრო მეტად უნდა იარონ ტაძრებში და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განსაცდელის დროს წირვა-ლოცვაზე უარის თქმა. მანვე საზოგადოებას მოუწოდა, ვისაც მიწის ნაკვეთები აქვთ, საკვები დათესონ. “სინოდის კრებაზე ყველა ერთსულოვანი იყო და არაფრით არ შეიძლება წირვა-ლოცვების შეწყვეტა. ეს იქნება კატასტროფა მსოფლიოსთვის. იესო ამბობს, როცა მსხვერპლშეწირვა შეწყდება, მაშინ კაცობრიობა დაამთავრებს თავის არსებობას. ღვინოს და პურს ვწირავთ ჩვენ ღმერთს. ეტყობა ღმერთმა იმიტომ მოავლინა ეს განსაცდელი, რომ ხალხი უზიარებელი არ დარჩეს. ვიღაცები გვეუბნებიან, რომ ჩვენც კათოლიკეებივით, ბაპტისტებივით და ა.შ. დავკეტოთ ეკლესია და წავიდეთ სახლში. ეს რომ ვქნათ,…

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის, დღეს, ბოლნისში 25 ადამიანი დააჯარიმეს, ბირჟებზე ისევ იკრიბებიან

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტში, საგანგებო მდგომარეობის დაცვა ისევ პრობლემაა. ადგილობრივთა ნაწილი შეზღუდვებია არასერიოზულად აღიქვავს და მათ აჯარიმებენ. დღეს, 15:00 საათის მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 25 ადამიანი დააჯარიმეს. როგორც ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ადგილობრივები სრულად არიან ინფორმირებულები, თუმცა, დარღვევები მაინც ხდება. „ინფორმაციის პრობლემა არ არსებობს, სრულად არიან ინფორმირებულები, თუმცა, როგორ ჩანს სერიოზულად ვერ აღიქვავენ საკითხს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო შსს წარმომადგენლების მიერ, გუშინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში 19 ადამიანი დაჯარიმდა 3000 ლარით. დღეს, კი  25 ადამიანია დაჯარიმებული. არის შემთხვევები, როცა ადამიანები უმიზეზოდ, ტყუილად გამოდიან ქუჩებში და…

მეტი...

ტყუილია, „კორონავირუსი“ ჰაერით არ გადადის – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, „ახალი კორონავირუსი“ ჰაერით არ გადადის. „ეს ჰაერით გავრცელებადი ინფექცია არ არის“ – აცხადებენ ორგანიზაციაში. „სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ახალი კორონავირუსული“ ინფექცია ჰაერში 8 საათის განმვლობაში ძლებს. „კორონავირუსი“ ძირითადად გადაიცემა წვეთებით, რომელსაც ინფიცირებულ ადამიანი ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს გამოყოფს“ – აცხადებენ ჯანმო-ში და ყველას მოუწოდებენ, ხშირად ჩაატარონ ზედაპირების დეზინფექცია და კონტაქტისას დაიცვან ერთ მეტრიანი დისტანცია.    

მეტი...

სამეგრელოში ზომები მკაცრდება, დამატებითი ბლოკ-პოსტები და საპოლიციო ძალები კონტროლისთვის ემზადებიან

ავტომობილში მხოლოდ 3 ადამიანი, სამეგრელოში გადაადგილება იზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი ჩიქოვანმა  საგანგებო განცხადება გააკეთა. „ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონში დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე, ეს არის ერთადერთი დამატებითი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე. დადგება დამატებითი ბლოკ-პოსტები რეგიონის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, რაც ნიშნავს იმას, რომ გაძლიერებული საპოლიციო ძალები და ეკიპაჟები მკაცრად გააკონტროლებენ მანქანით გადაადგილებას. მანქანების გადაადგილების კონტროლში იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება ანუ ერთ ავტომობილში დასაშვებია 3 ადამიანის ყოფნა, მძღოლი და  2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ. ამავდროულად, პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით რათა…

მეტი...

“განსაცდელშია მსოფლიო” – ილია მეორე

“მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ბოდბეში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. „დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ“, – განაცხადა ქადაგების დროს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას ბოდბის დედათა მონასტერში დაესწრო. ილია მეორემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვა ბოდბის ეპარქიის წინამძღვართან, მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.

მეტი...

მარნეულსა და ბოლნისში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მკაცრდება

მარნეულსა და ბოლნისში, სადაც უკვე მე-7 დღეა კარანტინია, უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მკაცრდება. სამართალდამცველები გაძლიერებულ პატრულირებაზე გადადიან და იზოლაციის დამრღვევ პირებს აჯარიმებენ. პარალელურად მკაცრი კონტროლია მუნიციპალიტეტში შესასვლელ და გასასვლელ გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე.  “დღეს დასკვნას ელოდება ის 6 პირი, რომელთაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ. გუშინ საღამოს დაემატა 3 ადამიანი, რომელთა საკვლევი მასალაც ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება. რადგან წყაროები დადგენილი არ არის და შიდა გადაცემები ფიქსირდება, რა თქმა უნდა, ადამიანების გადაადგილებისა და კონტაქტის კონტროლი გამკაცრდა. გუშინ საკმაოდ ბევრი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა, ამ გამკაცრებულმა პრევენციამ კი, მეტი ეფექტი გამოიღო და ქუჩები დღეს ფაქტობრივად ცარიელია,” – განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო…

მეტი...

ზუგდიდში მრევლს პირბადეები დაურიგეს

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ მონასტერში შეკერილ მრევლს პირბადეები დაურიგა და მორწმუნეებს სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მეუფე გერასიმე სასულიერო პირებისა და თეოლოგების ნაწილის განცხადებას გამოეხმაურა და მათ მოუწოდა, პატრიარქს მოუსმინონ. მისივე თქმით, ჯერჯერობით ზიარებისა და ზეთისცხების წესების ცვლილება არ იგეგმება და არც წმინდა სინოდის შეკრებაა აუცილებელი. კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი მრევლის მონაწილეობით ღვთისმსახურება შეწყდეს, მეუფე გერასიმე ამბობს, რომ მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ. “არ ვიცით, რას ვიზამთ ჯერ, შევხედოთ. ვლოცულობთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს. ​ღვთის წყალობა ყველაზე აღმატებულია, ტაძარში ვიქნებით თუ სახლში, ჩვენს ლოცვაზეა ეს დამოკიდებული, ვთხოვოთ ღმერთს, რომ აგვარიდოს ეს განსაცდელი, რომელიც არის მსოფლიოს…

მეტი...

სამეგრელო-ზემო სვანეთში უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება. კერძოდ, ​ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. პოლიცია, სამხედრო ძალები და ჯანდაცვის სპეციალისტები მუშაობის ახალ ტაქტიკაზე გადადიან. იქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობის მკაცრ კონტროლს იწყებენ. ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ არსებობს რისკები და ამის გამო, გადაუდებელი შემთხვევის გარდა, ქალაქსა და სოფლებში არავინ უნდა იმოძრაოს. ამასთან, პოლიცია ყველა იმ მანქანას გააჩერებს, სადაც 3 ადამიანზე მეტი იქნება. ასევე, მგზავრებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადეები. “ეპიდემიისგან გადარჩენა სახლში ჯდომაა, ვინაიდან ეს მოწოდება ყველამ ვერ იღო ყურად, აღსრულების ნაწილში ჩვენ ზომებს ვამკაცრებთ. ფოთის გასასვლელსა და შესასვლელში, საპოლიციო ძალებით ბლოკ-პოსტები მოეწყობა. ეს იმიტომ ხდება ფოთში, რომ აქ არის საქართველოს საზღვაო…

მეტი...

ფოთი იკეტება, ბლოკ-პოსტებს აწყობენ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ფოთის ორივე შესასვლელთან ბლოკ-პოსტები მოეწყობა.  როგორც ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა, ბლოკ-პოსტები ამ ეტაპზე საპოლიციო ძალებით შეიქმნება. „ბლოკ-პოსტებს რაც შეეხება, პოლიციამ უკვე დაიწყო ამაზე მუშაობა, ეს არის ფოთის შესასვლელი და გასასვლელი. ჯერჯერობით საპოლიციო ძალებით შეიქმნება, რა თქმა უნდა და მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, მოხალისეების დახმარებით. თუ კი საჭირო გახდება, ყოველ წუთს შეიძლება ვითარება შეიცვალოს, ამ შემთხვევაში ჩვენი თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. ეს არის დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების მაღალ საზოგადოებრივ შეგნებაზე. ბლოკ-პოსტები ქალაქის შესასვლელში ნიშნავს გაძლიერებულ საპოლიციო ძალებს, ეკიპაჟებს, რომლებიც მკაცრად გააკონტროლებენ სამანქანო გადაადგილებას. იგულისხმება სოციალური დისტანციის დაცვით გადაადგილება, ერთ მანქანაში სამი ადამიანის ყოფნა“,…

მეტი...

ოკუპირებულ გალში კომენდანტის საათი შემოიღეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის საფრთხის გამო, ოკუპირებულ გალში კომენდანტის საათი შემოიღეს.  არსებული ინფორმაციით, კომენდანტის საათი შუაღამიდან დილის ექვს საათამდე იმოქმედებს. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმსაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა. ამრიგად, საქართველოში კორონავირუსისგან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, მათი რიცხვი ბოლო რამდენიმე საათია, არ შეცვლილა და ამ დროისთვის კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული. საკარანტინო რეჟიმში 4717  მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268.

მეტი...

“განსაცდელმა უნდა დაგვაახლოვოს ერთმანეთთან და არა პირიქით” – მეუფე გრიგოლი

“საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა, საგანგებო რეჟიმში ჩააყენოს ეკლესიაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესიაში ღვთისმსახურება შეწყდება”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გვიან ღამით ფოთის საკათედრო ტაძარში იქადაგა. მეუფემ აღნიშნა, რომ შეიძლება ადამიანებმა ეკლესიაში მისვლა ვერ შეძლონ არა იმის გამო, რომ ვინმე უკრძალავთ, არამედ ღვთის გამო, დაიცვან საკუთარი თავიც და სხვაც. მისივე თქმით, პრობლემები, რაც არის საქართველოში, შესაძლოა, იოლად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს ვერ შეგვიშლის ხელს საფრთხეების სწორად გააზრებაში და კარგი იქნება, ეს საფრთხეები უმსხვერპლოდ გადავლახოთ. „ზიარებაზე განსხვავებული აზრი არსებობს სასულიერო პირებს შორისაც. ეს საკითხი ცალკეულად ვერ გადაწყდება. სინოდზე…

მეტი...