“ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით” – გიორგი გახარია

“ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება,მე პირადად და მთავრობა დავუდგებით გვერდში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში არის ეპიდემია, მსოფლიოს გლობალური გამოწვევა. „თითოეული ლარი, დამატებითი ინვესტიციებისა, ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რომ ფოთიც უნდა აშენდეს და ანაკლიაც და ვინმეს რაიმე რესურსი თუ აქვს და შეუძლია ანაკლიაში, ან რაიმე კიდე სხვა მსხვილ პროექტში, იქნება ეს – ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, დამატებითი ინვესტირება, მე გპირდებით პირადად, რომ თითოეული ლარი იქნება დათვლილი და სახელმწიფო გაუწევს ყველანაირ მხარდაჭერას იმისთვის, რომ ჩვენი…

მეტი...

ვირტუალური გაკვეთილების მიუხედავად, კერძო სკოლები სწავლის საფასურს სრულად ითხოვენ – მშობლები საჯარო სკოლაში გადასვლაზე ფიქრობენ

„არც ვდაობთ, რომ კერძო სკოლებმა გარკვეული შეღავათი უნდა გაწიონ იმ სერვისების ხარჯზე, რასაც მოსწავლეები ვერ იღებენ“ – აცხადებს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი არჩილ სუმბაძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში და იმ პრობლემებზე  საუბრობს, რასაც მოსწავლეები, მშობლები და სკოლები ინტერნეტ გაკვეთილებზე გადასვლისა და გაუმართავი ადმინისტრირების გამო აწყდებიან. რა პრობლემები შეუქმნა „ონლაინგაკვეთლებმა“ მშობლებსა და მოსწავლეებს; რატომ ახდევინებენ  კერძო სკოლები მშობლებს სწავლების სრულ საფასურს; იჩენენ თუ არა სკოლები სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ფიქრობენ თუ არა გარკვეულ შეღავათებზე; მოუწევთ თუ არა მშრობლებს კერძო სკოლებიდან საჯარო სკოლებში გადანაწილება – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „მედიაცენტრ მთავარს“  სკოლის ადმინისტრატორთა…

მეტი...

„ის მოდელი ვითარდება ჩვენთან, რაც განვითარდა იტალიაში“ – პაატა იმნაძე

„თუ კონტროლს დავკარგავთ, მერე მოწოდება „სახლში დარჩი“ გვიანაა, ფილოსოფიებს ყველამ თავი დაანებოს და დარჩნენ სახლში” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. პაატა იმნაძე თვლის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ გაითავისა მოწოდება „სახლში დარჩი,“ თუმცა ის ყურადღებას სოციალურ დისტანცირებაზე ამახვილებს და საზოგადოებას ისევ და ისევ სახლში დარჩენას სთხოვს გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა. იმნაძეს მიაჩნია, რომ იტალია ოჯახურმა კლასტერმა დააყენა განსაცდელის წინაშე. „იტალიას სხვა კი არაფერი დაემართა გარდა იმის, რომ ერთმანეთთან სტუმრად დადიოდნენ. ხალხო დარჩით სახლში, ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი ჩვენთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს უბედურება, ხედავთ, რომ არაფერი აჩერებს ამ…

მეტი...

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან მივიღებთ პაციენტებს და გავუწევთ სათანადო მომსახურებას” – ეკატერინე ტიკარაძე

“ოკუპირებული ტერიტორიებიდან მივიღებთ პაციენტებს და მათაც გავუწევთ ყველა სათანადო მომსახურებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რუხში განაცხადა. მისი თქმით, რუხის საავადმყოფოს დამატებით სუნთქვის 11 აპარატი გადაეცა. „დღეს რუხის საავადმყოფოში უკვე ჩამოვიტანეთ და კლინიკა აღვჭურვეთ სუნთქვის 11 აპარატით და 25 საწოლით. შევხვდით ექიმების იმ ნაწილს, რომლებიც აქ დასაქმდებიან. რა თქმა უნდა, გამოიკვეთა საკმაოდ ბევრი პრობლემატიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მოგვიწევს კიდევ მუშაობა ექიმების დამატებაზე. ადგილზე სამინისტრო წარმომადგენელი იქნება აუცილებლად, რომელიც თვალყურს მიადევნებს, რომ პროცესი იყოს გამართული და ყველანაირი ხარვეზის გარეშე. აღჭურვა გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, რუხის საავადმყოფოში გვექნება საშუალება, მივიღოთ პაციენტები, რომლებიც…

მეტი...

“ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა” – გიორგი გახარია

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება, – სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო. კლინიკას, რომელიც ერთდროულად 100 პაციენტის მომსახურებას შეძლებს, ხელოვნური სუნთქვის აპარატები გადაეცა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კორონავირუსისგან გამოწვეული მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საჭირო აპარატურით და საწოლებით საავადმყოფოს აღჭურვა რამდენიმე დღეში დასრულდება. „ეს არის მრავალფუნქციური საავადმყოფო საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით. ის დღემდე გაშვებული არ იყო და ვინაიდან დღეს გვაქვს სერიოზული გამოწვევები, ნახეთ რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება. უახლოეს დღეებში კლინიკა შეძლებს, მოემსახუროს კორონავირუსით პოტენციურად…

მეტი...

“რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის” – ქეთევან ციხელაშვილი

“პრემიერის ინიციატივით, რუხის კლინიკა მზადდება რეგიონისთვის და აფხაზეთიდან მომართვიანობის შემთხვევაში, დიაგნოსტირებისა და ინფიცირებულთა მკურნალობისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა რუხში განაცხადა, სადაც სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო. „საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა და იმედია, ამაში დონორებიც გვერდით დაგვიდგებიან. ახლა რუხის მრავალპროფილურ კლინიკას ამზადებს იმისთვის, რომ რეგიონისთვის მთლიანად და საჭიროებისას აფხაზეთის რეგიონიდან მომართვიანობის შემთხვევაში, მოახდინოს დიაგნოსტიკაც და ინფიცირებულთა მკურნალობაც. ეს არის შეთავაზება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და გარწმუნებთ, რომ რუხში არის ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული და მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა“, –…

მეტი...

“ვინმეს თუ რაიმეს თავი აქვს, მოვიდნენ, იქ, სადაც მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ” – გიორგი გახარია

“ვინმეს თუ რაიმეს თავი აქვს და შეუძლია, ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს მიეხმარონ, მოვიდნენ, იქ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, სპეკულირება მიმდინარეობს ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ამ ტესტებზე და მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ. „გეგმა არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, გააზრებული, რომლის ნაწილიც უკვე წარდგენილი იქნა და შემდგომ ნაწილსაც წარვუდგენთ ჩვენს მოქალაქეებს. იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს – ასეთი ტესტი, ისეთი ტესტი, ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ ტესტებზე, საერთოდ მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არის შემდეგი რამ – საქართველო დღეს თუ  სხვებთან…

მეტი...

აშშ ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს

აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და სხვა. „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“თავი დამანებონ, ბევრი რამე ვიცი, გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები” – პაატა იმნაძე ოპონენტებზე

“მე პოლიტიკოსი არ ვარ, მრევენ პოლიტიკაში არ მინდა, თავი დამანებონ სუყველამ, რადგან ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს”, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ყველამ თავი უნდა დაანებოს ტელევიზიებში კეკლუცობას, ტესტებს აქვს თავისი აზრი, თავისი გამოყენების დროს, რომელი ტესტი როდის უნდა გამოიყენო. „თავი დამანებონ, რადგან იმდენი რამე ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში, თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ, რომ ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი იყო, ამერიკის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი განიკურნა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი განიკურნა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსისგან 16 პაციენტი განიკურნა. „ამ ერთი თვის მანძილზე ყველა შეკავების ღონისძიება იყო წარმატებულად განხორციელებული. დღეის მდგომარეობით, უკვე გამოჯანმრთელებულია 16 პაციენტი. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს სწორ ნაბიჯებზე და ყველა ის გაიდლაინი, რომელიც გამოყენებულია საქართველოში, წარმატებით მუშავდება ჩვენი ექიმების მხრიდან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ​85 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმშია 4535 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 276.

მეტი...

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 7 პირი დააჯარიმა

პოლიციამ იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და აჭარის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 6 ახალი ფაქტი გამოავლინა. პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად, მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და…

მეტი...

საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა. მისი თქმით, ახალშობილების მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. „რაც შეეხება სამ ახალშობილს, სამივესთან მოვიდა უარყოფითი ტესტი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არც ერთი მათგანი არ იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე,  მკურნალობა მიდის სტანდარტის მიხედვით“, – განაცხადა რატიანმა.

მეტი...

“არ გამოვრიცხავ, ოკუპანტებს ხელს აწყობდეს აფხაზეთში ვირუსის გავრცელება, რაც მეტ ადამიანს მოიშორებენ, მათთვის უკეთესია” – ჯემალ გამახარია

“აფხაზეთში, ადგილობრივი ექიმები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი იქ არის. ამას არავინ აღიარებს. ამის დაგდენა არ შეუძლიათ. სპეციალისტები არ არიან. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მოსახლეობის დიდი რაოდენობა დაავადებულია”, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ განაცხადა. “სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ოკუპანტები ამას სპეციალურად აკეთებდნენ. მათ დიდი ხანია აფხაზი ხალხი ნერვებს უშლის და რაც უფრო მეტ ადამიანს მოიშორებენ ამ ვირუსის დახმარებით, მით უკეთესია მათთვის. მე ამის ძალიან დიდი შიში მაქვს. ამას თვითონ აფხაზებიც გრძნობენ. ყვირიან, გაიძახიან, რომ ჩვენ ვართ უპატრონოდ, ყველასგან მიტოვებული. დიდი განსაცდელის წინაშეა აფხაზეთი”, – აღნიშნა…

მეტი...

“ჩვენს შეთავაზებაზე ოკუპანტები ამ დრომდე უარს ამბობენ” – ჯემალ გამახარია

“ქართულმა მხარემ, მათ შორის ქეთევან ციხელაშვილმა სერიოზული განცხადება გააკეთა მთავრობის სახელით, რომ მზად არიან დაეხმარონ ოკუპირებული ტერიტორიების, განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობას, რომელიც დაუცველია. დაეხმაროს დიაგნოსტიკით, მკურნალობით და ყველაფერ იმაში, რაც საჭირო გახდება”, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ჯემალ გამახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ამ ყველაფერში, საქართველოს მთავრობასთან ერთად, აფხაზეთის მთავრობაც ჩაერთვება. “ჩვენთან შექმნილია საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც გააჩნია ყველა რესურსი იმისთვის, რომ აკონტროლოს სიტუაცია ენგურს გაღმა. საჭიროების შემთხვევაში, ლეგიტიმური ხელისუფლება მზადაა, საქართველოს მთავრობასთან ერთად, ყველაფერი იღონოს, მოახდინოს ავადმყოფების ტრანსპორტირება ენგურს აქეთა საქართველოში და მკურნალობა. ოკუპანტები, ამას ჯერჯერობით ეწინააღმდეგება. ქართულმა მხარემ…

მეტი...

“აფხაზეთში არ არიან სპეციალისტები, გარდა ამისა, არავინ ამბობს, რომ იქ კორონავირუსი გავრცელებულია” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოსავლენი 400-მდე ტესტი გაგზავნა, თუმცა, ჯემალ გამახარიას განმარტებით, რეგიონში არ არიან ისეთი სპეციალისტები, რომლებიც ადამიანებს შეამოწმებენ და დაინფიცირების შემთხვევებს გამოავლენენ. როგორც “მედიაცენტრ მტავარში” ჯემალ გამახარიამ განაცხადა, ვირუსით დაინფიცირებული ადამიანებისთვის გუდაუთის რაიონული საავადმყოფო გამოყვეს, თუმცა დღემდე იქ არც ერთი პაციენტი არ მიუღიათ. “მათ გამოყვეს დაინფიცირებულებისთვის გუდაუთის რაიონული ე.წ. საავადმყოფო, სადაც დღემდე არავინ მიუღიათ. ცოლო, ვინმაც მიმართა, მათ ეუბნებიან, რომ მხოლოდ მძიმე ავადმყოფებს ვღებულობთო. ამან საერთოდ გადარია მოსახლეობა. ჯერ ერთი, ვინ უნდა დაადგინოს ავადმყოფი დაინფიცირებულია თუ არა, რა სიმძიმისაა, მერე კიდევ როდის უნდა მიიღონ ამ…

მეტი...

“ოკუპირებულ აფხაზეთში ექიმებმა განგაში ატეხეს, აფხაზეთი მოუმზადებელი და დაუცველია ამ ვირუსთან საბრძოლველად” – ჯემალ გამახარია

“როდესაც გაჩნდა ეს გლობალური საფრთხე, კორონავირუსთან დაკავშირებული, აფხაზეთის საზოგადოებამ, იქ მცხოვრებმა ადამიანებმა, პირველ რიგში, ექიმებმა, ატეხეს განგაში, რომ აფხაზეთი არის დაუცველი და მოუმზადებელი ასეთ საშინელ ვირუსთან საბრძოლველად”, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით, ჯერ კიდევ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოსახლეობა დე-ფაქტო მთავრობას მოუწოდებდა მიეღოთ ზომები, მაგრამ, ვინაიდან მათ ე.წ. არჩევნები ჰქონდათ წინ, 22 მარტამდე სერიოზული ზომები არ მიუღიათ. “ეს ყველაფერი კიდევ უფრო ზრდიდა მოსახლეობაში განცდას, რომ ისინი დაუცველები არიან და დღე დღეზე მათ კარზე მოადგებათ ის უბედურება, რაც მთელს მსოფლიოს. დე-ფაქტო მთავრობა იძულებული…

მეტი...

“კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა” – მარინა ეზუგბაია

კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გვიან ღამით შეიყვანეს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს შემთხვევა უცხოეთში მოგზაურობას არ უკავშირდება, თუმცა პაციენტს სამსახურში უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი. „გვიან ღამით ერთი ახალი პაციენტი შემოგვემატა. ამ დრომდე ჩვენთან 33 პაციენტი მკურნალობს. გვყავს 4 მძიმე პაციენტი, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა მასთან დაკავშირებით მეტის თქმას მოგვიანებით შევძლებ. ჩემი ინფორმაციით, ახალი შემთხვევა უცხოეთში მოგზაურობას არ უკავშირდება, თუმცა სამსახურში უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ალბათ, მათაც…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 85 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი. ამასთან, კარანტინის რეჟიმში რჩება 4641 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239.

მეტი...

საგზაო-სატრანსპორტო სფეროში სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადამ გადაიწია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის ჯარიმისა და საურავის გადახდის ვადებმა გადაიწია. შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე ან საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდის ვალდებულება მოქალაქეებს დაეკისრებათ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ. „მთავრობის მიერ დადგენილი საშეღავათო პერიოდი ეხება როგორც გამოწერილი ჯარიმების გადახდას, ასევე, გადაუხდელ ჯარიმებზე საურავის დარიცხვას. გარდა ამისა, განსაზღვრული ვადით ჩერდება გადაუხდელი ჯარიმების აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადაგზავნა და ამასთან, გადაუხდელობის გამო პირს არ შეუჩერდება მართვის უფლება. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგზაო-სატრანსპორტო სფეროში ჩადენილი…

მეტი...

აზერბაიჯანი კორონავირუსის გამო დაწესებულ საგანგებო ზომებს ამკაცრებს

აზერბაიჯანი „კოვიდ 19“-ის პრევენციის მიზნით დაწესებულ საგანგებო ზომებს ამკაცრებს და პარკებში სეირნობას კრძალავს. ასევე შეიზღუდა რეგიონებსა და ქალაქებს შორის ავტომობილით გადაადგილება. მეტრო კი შეზღუდული დროით, დღის განმავლობაში მხოლოდ ხუთი საათით იმუშავებს. გავრცელებული მონაცემებით, აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის 165 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია სამი ადამიანი, 15 კი ვირუსისგან განიკურნა.

მეტი...