როგორ უნდა დაიკრძალონ „კორონავისურით“ გარდაცვლილები – ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები მოამზადა

„COVID-19-ით დაინფიცირებული, ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში, გვამი უნდა დაიფაროს ზეწრით და მოთავსდეს წყალგაუმტარ გვამის ჩანთაში, მაჯაზე გაუკეთდეს საიდენტიფიკაციო ინფორმაციის შემცველი მინიშნება, შემდგომ ჩანთა შეიკრას მჭიდროდ თავიდან ბოლომდე ელვა-შესაკრავის საშუალებით, ისე, რომ გამოირიცხოს გვამის სითხეების გამოჟონვის შესაძლებლობა“ – ვკითხულობთ  „კორონავირუსით“ გარდაცვლილთა დაკრძალვის გრძელტანიან დოკუმენტში, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა. რაც შეეხება რეკომენდაციის სხვა პუნქტებს, შემდეგია: „გვამის მაიდენტიფირებელი ინფორმაცია (მაჯაზე გაკეთებულის იდენტური) უნდა დაერთოს (სპეციალური სამაგრით, ან ჯიბის საშუალებით) გვამის ჩანთას გარედან. გვამის ჩანთაში ჩადების წინ საჭიროა დაცული იქნეს შემდეგი წესები: გვამიდან ფრთხილად უნდა იქნეს მოშორებული კათეტერები, მილები და დრენაჟები; მათი…

მეტი...

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას თავად კლინიკა ავრცელებს. მათივე ცნობით, ცენტრში ვირუსით დაავადებული სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 79 ადამიანიდან 11 გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“ინფექციურში მოთავსებული პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მათგან ორის კი კრიტიკული” – მარინა ენდელაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან, რამდენიმეს მდგომარეობა ძალიან მძიმე და საყურადღებოა.  მისი თქმით, ბოქსირებულ განყოფილებაში არიან ასევე მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა და გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარი პაციენტებიც. „ახლა ჩვენ 34 ინფიცირებული პაციენტი გვყავს. ამათგან ოთხი ძალიან მძიმეა, საიდანაც ორი კრიტიკულიც კი არის. ერთი გახლავთ ასაკოვანი ქალბატონი, მეორე კი შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ ისიც ძალიან მძიმეა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის პნევმონია აქვს და გარდა ამისა, აქვს სხვა თანმხლები დაავადებებიც, რომლებიც გარკვეულ რისკს ქმნიან. ამდენად, ძალიან მძიმე, საყურადღებო პაციენტები გვყავს. ისინი რეანიმაციის განყოფილებაში არიან მოთავსებული. დღეს ველოდებით…

მეტი...

ხუთი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს

ხუთი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყვნენ მოთავსებულები თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, უწყების სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამხედროები თავს კარგად გრძნობენ და მათ COVID-19-ის სიმპტომები არ აღენიშნებათ.  “მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხუთივე სამხედრო მოსამსახურე თავს გრძნობს კარგად და მათ არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი ნიშანი. ასევე, პირველადი გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი. საუნივერსიტეტო კლინიკამ ორი სამხედროს ანალიზის მასალა კორონავირუსის კვლევაზე ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა. სამ სამხედროს კი ანალიზი გორის ჰოსპიტალში ჩაუტარდება და ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გაიგზავნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ არც სიცხე და არც ვირუსისასთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები არ აღენიშნებათ. …

მეტი...

მწერალი ბორის აკუნინი, კორონავირუსით არის ინფიცირებული

ბორის აკუნინის ფსევდონიმით ცნობილი მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. „მივატოვე ფეისბუქი, რადგან მოდური დაავადება შემეყარა. ცოტათი მოვძლიერდები – აუცილებლად გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს. (სპოილერი: კორონავირუსის მიმართ შიში უფრო ძლიერია, ვიდრე თავად კორონავირუსი. საჭიროა სიფრთხილე და არა პანიკა“, – წერს ქართული წარმოშობის მწერალი.

მეტი...

ქუჩაში მცხოვრები ბავშვებისთვის საკარანტინო პერიოდის გასატარებლად სპეციალური სივრცე გამოიყო

“დავიწყეთ მყისიერი რეაგირება და მივიღეთ გადაწყვეტილება სპეციალური ფართის დაქირავების შესახებ, სადაც ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს გაატარებენ. აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება უკვე მათი გადანაწილება სხვადასხვა დაწესებულებებში”, – განაცხადა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ. მისი თქმით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო მიჰყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიიო ორგანიზაციის მიერ. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ყველა სერვისი მოერგოს იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. „ჩვენ უნდა დავიცვათ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ვირუსის საფრთხისგან და ამისთვის აქტიურად…

მეტი...

„ეს ვირუსი ძალიან სახიფათოა და ამ დროისთვის უკვე 16 ათასამდე დაღუპული გვყავს” – ჯანმო

“სახლში დარჩენის თხოვნითა და მოსახლეობის ჩაკეტვით ჩვენ ვყიდულობთ დროს და ვამცირებთ ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე, თუმცა თავისით ეს ზომები ეპიდემიას ვერ აღმოფხვრის”,-  ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ღებრეიესუსმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნებმა, რომლებმაც კარანტინი გამოაცხადეს, ეს დრო ვირუსის დასამარცხებლად უნდა გამოიყენონ. „ეს ვირუსი ძალიან სახიფათოა და ამ დროისთვის უკვე 16 ათასამდე დაღუპული გვყავს. უკვე ორი თვეა ვაცხადებთ, რომ ეს ვირუსი ხალხის ნომერ პირველი მტერია. ვაფრთხილებთ მსოფლიოს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება და მოქმედების დრო ერთი თვის ან ორი თვის წინ იყო. ვფიქრობ, რომ ჩვენ გავუშვით პირველი შესაძლებლობა, თუმცა…

მეტი...

“უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულებს ველოდებით” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებული პაციენტების მატებას ელოდებიან. „უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულებს ველოდებით, ტესტირებები ტარდება პერიოდულად 2-4 დღეში უნდა ჩატარდეს განმეორებითი ტესტირება და მიღებული პასუხების მიხედვით ხდება კვლევის გაგრძელება. ძირითადად, პირველად შემოსული პაციენტების რე-ტესტირებით შეიძლება ვთქვათ, რომ კონცენტრაციის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება, რაც იმის საწინდარია, რომ შემდგომში უკვე მოსალოდნელია უარყოფითი პასუხები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

ფოთის ჰოსპიტალში მაღალი ცხელებით 84 წლის ქალი შეიყვანეს, რომელიც 13 მარტს რუსეთიდან დაბრუნდა

ფოთის ჰოსპიტალში სენაკიდან მაღალი ცხელებით 84 წლის ქალი შეიყვანეს. პაციენტი 13 მარტს რუსეთიდან დაბრუნდა. სამი დღის წინ კი, მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, მას COVID-19- ის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აქვს, თუმცა შესაბამისი ანალიზები საბოლოო პასუხისათვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. “პაციენტი დაახლოებით 40 წუთის წინ შემოვიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სენაკის ბრიგადიდან, სენაკიდან, ფოთის ჰოსპიტალში. გამომდინარე მისი კლინიკური სიმპტომებიდან, ეს პიროვნება არის ასაკოვანი, 84 წლის, ჩამოიყვანეს მოსკოვიდან და დააბინავეს სენაკში. ეს იყო 13-ში, სამი დღის წინ მას დაეწყო სიმპტომები ცხელების სახით 38 გრადუსი და მეტი, დანარჩენი COVID-19​-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები…

მეტი...

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 540-მდე ოჯახს სურსათი დაურიგდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კერძო პირებისგან მიღებული შემოწირულობებით ნაყიდი სურსათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა პენსიონერებს დაურიგდებათ. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ასევე პირბადეების დარიგება, რომელიც მუნიციპალიტეტს ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა. თავდაპირველად ეს პირბადეები გადაეცემათ კერძო ობიექტებში დასაქმებულ მომსახურე პერსონალს, ასევე მუნიციპალიტეტის იმ სამსახურების წარმომადგენლებს, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ მოქალაქეებთან.

მეტი...

მარნეულის შესასვლელში, მავთულხლართებს და ბეტონის კონსტრუქციებს, სიჩქარის შემზღუდავი დაბრკოლება დაემატა

წითელ ზონაში მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება. ეპიდემიოლოგებმა დაახლოებით 150 ათასი ადამიანის ტემპერატურა უნდა შეამოწმონ. მარნეულის შესასვლელში მავთულხლართებს და ბეტონის კონსტრუქციებს დღეს კიდეც ერთი, სიჩქარის შემზღუდავი დაბრკოლება დაემატა. წითელ ზონაში მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები შედიან, მათ იციან, რომ ტერიტორიას საკარანტინო რეჟიმის გაუქმებამდე ვეღარ დატოვებენ. მარნეულის შესასვლელთან მოწყობილი გამშვები პუნქტის გავლით, ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, ძირითადად, სატვირთო ავტომობილები შედიან. მათი უმეტესობა მუნიციპალიტეტების ტერიტორიას გადაადგილებისთვის გამოიყენებენ და ტერიტორიის გავლით უკვე სომხეთში გადავლენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ როგორც ცენტრალურ, ასევე მეორეხარისხოვან გზებზე აქტიურად მიმდინარეობს პატრულირება და უსაფრთხოების ზომები დაცულია.  ორივე მუნიციპალიტეტში, როგორც მარნეულში, ასევე ბოლნისში, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. მათ…

მეტი...

“ლეიბორისტები” მოქალაქეებისათვის დავალიანების გამო დენისა და გაზის ჩაჭრის შეჩერებას მოითხოვს

“ლეიბორისტული” პარტია მოქალაქეებისათვის დავალიანების გამო დენისა და გაზის ჩაჭრის შეჩერებას ითხოვს. პარტიაში ამბობენ, რომ მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომ მათ დამატებით პრობლემებს არ უნდა უქმნიდნენ. “ლეიბორისტები” ხელისუფლებას მოუწოდებენ, ენერგო კომპანიებთან მოლაპარაკება აწარმოონ. “მაფიოზა ენერგო კომპანიები მასობრივად უჭრიან ელექროენერგიისა და გაზის მიწოდებას იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ხარჯის გადახდა. ამ სიტუაციაში ეს არის დანაშაული. მთავრობაც ამ პირობებში დანაშაულებრივად დუმს. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აუკრძალოს ენეგოკომპანიებს საგანგებო მდგომარეობის დროს მოქალაქეებისათვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტა. ამავე დროს, დროულად უზრუნველყოს მოქალაქეები კომუნალური ვაუჩერით,” – განაცხადა გიორგი გუგავამ

მეტი...

რეკომენდაციები ორსულობისა და ჩვილთა კვების საკითხებზე, კორონავირუსის გავრცელების პირობებში

გაერო-ს მოსახლეობის ფონდი „კოვიდ 19-ის“ პრევენციის მიზნით და ასევე ინფიცირების შემთხვევაში, რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც ორსულობისა და ძუძუთი კვების საკითხებს შეეხება. ფონდში აღნიშნავენ, რომ ამჟამად მიმდინარეობს კვლევა იმის დასადგენად, რა ზეგავლენას ახდენს COVID 19-ის ინფექცია ორსულ ქალებზე. ჯერჯერობით მწირი მონაცემებია ხელმისაწვდომი, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ორსულები უფრო მეტი რისკის წინაშე იქნებოდნენ, ვიდრე საერთო მოსახლეობა. თუმცა ცნობილია, რომ ორსული ქალების სხეულსა და იმუნურ სისტემებში მიმდინარე ცვლილებების გამო, ზოგიერთმა რესპირატორულმა ინფექციამ შეიძლება, მათზე მძიმედ იმოქმედოს. შესაბამისად, როგორც ფონდის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, მნიშვნელოვანია, ორსულმა ქალებმა სიფრთხილის ზომები მიიღონ COVID-19-ისგან თავის დასაცავად და…

მეტი...

ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ოთხი ადამიანი შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ოთხი ადამიანი შეიყვანეს. მათ ცხელება და ხველა აღენიშნებათ. ოთხივე მოქალაქე ერთი ოჯახიდან არის, მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ერთ-ერთი კი მცირეწლოვანია. კლინიკაში  აცხადებენ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახალ კორონავურსზე კვლევის მიზნით, მათი სინჯები ლუგარის ლაბორატორიაში სავარაუდოდ, უახლოეს საათებში გაიგზავნება.

მეტი...

შესაძლოა, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები დაწესდეს – სემეკი მთავრობასთან ერთად საკითხზე იმსჯელებს

სემეკი, კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის ნაწილი ვირუსის გამო, უსამსახუროდ დარჩა, ტურისტული ობიექტების დიდი ნაწილი კი დაკეტილია და მათ შემოსავალი არ უფიქსირდებათ, ბიზნესი გადასახადების გადავადების საჭიროებაზე ალაპარაკდა. “ამ ეტაპზე კომისიაში მიმდინარეობს მომხმარებელზე დარიცხული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება“, – აცხადებენ სემეკში. ამასთან, ენერგოომბუდსმენი აღნიშნავენ, რომ იმ მოქალაქეთა მომართვიანობა გაიზარდა, ვინც კომუნალურებზე  გარკვეული შეღავათების დაწესებას ითხოვს. „ძალიან ბევრი ზარი გვაქვს, მოქალაქეები მოგვმართავენ სხვადასხვა მიზეზების გამო, ზოგი…

მეტი...

ორსული ქალის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის განცხადებით, ორსული ქალის მდგომარეობა, რომელსაც COVID 19 დაუდასტურდა, სტაბილურია. როგორც ექიმი ამბობს, ნაყოფს საფრთხე არ ემუქრება.  “დღეს შემოყვანილი იქნა ბოლნისიდან ორსული ქალბატონი, 25 წლის. არის 22 კვირის ორსული. 15 მარტს გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი და არის ბოლნისში მაცხოვრებელი. შემდეგ ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და არსებული სწრაფი ტესტით დადგინდა კორონავირუსი. გადმოყვანილი იქნა ჩვენთან, ამჟამად ქალის მდგომარეობა არ არის მძიმე. ტემპერატურა ამ წუთში არ აქვს. შემოყვანის დროს ჰქონდა 37.1. ფილტვებში მოსმენით ქვედა წილებში შესუსტებულია სუნთქვა და ამიტომაც ჩაითვალა საჭიროდ კომპიუტერული კვლევის გაკეთება. ნაყოფი ცოცხალია, გულის ცემა კარგად ისმის,“ –…

მეტი...

“ღვთის წყალობით, კორონავირუსის ნახტომისებური ზრდა არ გვაქვს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირებულთა ერთბაშად მკვეთრი ზრდა ამ დროისთვის არ შეინიშნება. მისი თქმით, თუკი ასეთი დინამიკა შენარჩუნდა, ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება.  „დღეს შესრულდა ზუსტად ერთი თვე, რაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და მივდივართ დუნე ზრდით, ქვეყანაში არ გვაქვს ნახტომისებური ზრდა, ღვთის წყალობით და ეს არის იმის ხარჯზე, რომ ყველა ერთად იბრძვის. დაწყებული საზღვრიდან, თითოეულ მესაზღვრეს, მებაჟეს მადლობა, ჩვენს ეპიდემიოლოგებს, ვინც იქ დგანან, მადლობა ყველას, ვისაც შემდეგ ეს ადამიანები საზღვრიდან კარანტინში თუ საავადმყოფოში გადაჰყავს, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალს მადლობა, ყველა…

მეტი...

საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19-ით ინფიცირებული მცირეწლოვანი ამ დროისთვის ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. “ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არის 2 წლის ბავშვთან დაფიქსირებული. ოჯახი იყო გასული თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს დადასტურდა ამ ბავშვთან კორონავირუსი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკური გამოხატულება არ არის. მისი ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, თვითონ მშობლები არ არიან დაინფიცირებული. დედას კი უწევს ყოფნა ბავშვთან ერთად”, – განაცხადა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა კახა იშხნელმა. ამ დროისთვის კლინიკაში 11 პაციენტი იმყოფება, მათგან ხუთი კორონავირუსული ინფექციით.

მეტი...

მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები. აღინიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. მთავრობა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, დარჩნენ სახლში და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. გარდა ამისა, საკოორდინაციო…

მეტი...

“მთავრობის მიერ შედგენილ ჩამონათვალში არსებული პროდუქტების მინიმუმ სამი თვის მარაგი გვაქვს” – ტიტე აროშიძე

მთავრობის შედგენილ ჩამონათვალში მითითებული ცხრა დასახელების პროდუქტების სამი თვის მარაგი არსებობს. ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, რეგიონში აქტიურად ხორციელდება შეზღუდვების მონიტორინგი, ასევე კონტროლდება კომერციული თუ სახელმწიფო ობიექტები ჰიგიენისა და დეზინფექციის კუთხით. დღეს საღამოს კი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბათუმის მერიასთან ერთად ქალაქის ქუჩების დეზინფექციას დაიწყებს. „იმ ცხრა პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც მითითებულია მთავრობის მიერ შედგენილ ჩამონათვალში, გვაქვს მინიმუმ სამი თვის მარაგი, რომელიც ყოველდღიურად ივსება როგორც პორტის, ასევე სარფის საბაჟოდან შემომავალი ტვირთებით. ასე რომ, როგორც ბათუმში, ასევე მუნიციპალიტეტებში მარაგების კუთხით არის კარგი მდგომარეობა“, – განაცხადა პირველ არხთან ტიტე აროშიძემ.

მეტი...

რუსეთის მთავრობის აპარატის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

“მედუზა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის მთავრობის აპარატის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.  გამოცემის ინფორმაციით, ტესტის პასუხი ადმინისტრაციაში 25 მარტს მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, აპარატის თანამშრომელი 26 მარტის შემდეგ სამსახურში არ გამოცხადებულა.

მეტი...

როგორ ემზადებიან ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან შესასვლელად (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ემზადებიან ექიმები კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან შესასვლელად. მედიკოსები იცვამენ სპეციალურ სამოსს, რასაც დიდ დროსთან ერთად, დიდი ენერგიაც სჭირდება. 

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღის ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება

„აბიტურიენტთა ინტერესების გათვალისწინებით და არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისათვის გაგრძელდეს 30 აპრილის ჩათვლით”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ცვლილება არ განიხილება. “მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ცვლილება ეხება მხოლოდ რეგისტრაციის ვადებს და არა ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღებს. რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღს, ამ ეტაპზე ცვლილება არ განიხილება. ასევე მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ორშაბათიდან ფუნქციონირებას იწყებს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი – „ტელესკოლა“, რომელსაც ჩვენი სამინისტრო საზოგადოებრივ მაუწყებელთან,…

მეტი...

„სანტიაგო ბერნაბეუ“ მედიკამენტებისა და სურსათის საწყობად გადაიქცა

მადრიდის „რეალის“ საშინაო სტადიონზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კორონავირუსის პანდემიის დროს, დროებით მედიკამენტებს, სურსათსა და სხვა საჭირო ნივთებს შეინახავენ. როგორც „რეალის“ ვებვერდზეა აღნიშნული, სტადიონზე შეინახავენ ნებისმიერ ნივთს ან მასალას, რის შემდეგაც, მათ მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მითითებით გაანაწილებენ. „რეალმა“ თავის განცხადებაში მოუწოდა ყველა სპორტულ ორგანიზაციას, გაიღონ ნებისმიერი სახის შემოწირულობა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიიტანონ.

მეტი...

ავსტრიიდან საქართველოში 175 ადამიანი დაბრუნდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით დაგეგმილი საერთაშორისო რეისების ფარგლებში, დღეს, 26 მარტს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ განახორციელა ფრენა თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით. ბორტზე იმყოფებოდა 175 მგზავრი, მათგან 21 (ავსტრიიდან, გერმანიიდან, სლოვაკეთიდან) განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეები. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „როგორც თავიდანვე განვაცხადეთ, აღნიშნულ ფრენაზე ძირითადად იმყოფებოდნენ ის მგზავრები, რომლებსაც ნაყიდი ჰქონდა ბილეთები 22 მარტის თბილისი-ვენა-თბილისის გეგმიურ რეისზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა. საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული რეისების ფარგლებში უახლოეს მომავალში, კერძოდ 31 მარტს, შესრულდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის რეისი, იგივე პრინციპით, ანუ გამოემგზავრებიან გაუქმებული გეგმიური რეისის…

მეტი...

“ავადმყოფები სახეში ახველებენ და მათ არ ეშინიათ, აცადეთ ამ ადამიანებს მუშაობა!” – პაატა იმნაძე

“ჩემმა თანამშრომლებმა, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა, ხახაში უნდა ჩათხარონ ნიმუშის ასაღებად ჩხირები, მათ ამ დროს ავადმყოფები სახეში ახველებენ და მათ არაფრის ეშინიათ, აცადეთ ამ ადამიანებს ნორმალურად მუშაობა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მარნეულში საველე ჰოსპიტალთან მოქალაქეების რიგებს შეეხებოდა. მისივე თქმით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არათუ მოქალაქეებს, ავადმყოფებსაც კი არ უკეთებენ ტესტებს. “ნახონ რა ხდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. საერთოდ უკეთებენ თუ არა ტესტს ავადმყოფებსაც კი, არათუ ასე მოსახლეობას. ეს ხდება მსოფლიოს უმდიდრეს…

მეტი...

“როდესაც დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, მას შემდეგ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე და დავასახელებთ ამ დროს” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი მას შემდეგ დასახელდება, რაც ქვეყანაში მასობრივი შიდა გავრცელება დაიწყება. როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომდევნო კვირების განმავლობაში დაავადების გავრცელების ზრდას უნდა ველოდოთ. „დღეს არის ერთი თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხევვა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას, ჩვენნაირი მოსახლეობით, შეიძლებოდა სამჯერ და ოთხჯერ მეტი შემთხვევები ყოფილიყო ქვეყანაში, რომ არა ის ღონისძიებები, რაც გატარდა. მესმის, რომ ყველას აინტერესებს რა მოხდება, მაგრამ როდესაც დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, მას შემდეგ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე და დავასახელებთ…

მეტი...

“მარნეულიდან გადმოყვანილი ორსული ქალი 62 წლის პაციენტის ახლო ნათესავია” – ეკატერინე ტიკარაძე

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 62 წლის ქალის ახლო კონტაქტების მოკვლევა მარნეულში კვლავ გრძელდება. რაც შეეხება ორსულ ქალს, ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას გადის. „დღეს ჩვენ გვყავს 79 პაციენტი, ერთი პაციენტი არის საყურადღებო, ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ მარნეულში, გამოკვლევა მიმართულია ამ ქალის ახლო კონტაქტებისა და ნათესავების მიმართ. შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა დაადგინეს კოვიდის ინფექცია და ის გადმოყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ექიმები ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

„შეგნება და ტვინი ხომ უნდა ჰქონდეთ, რომ პირბადეების გამო არ შეკრიბონ ხალხი“ – პაატა იმნაძე

„არაა ახლა ამის დრო ამ ვითარებაში ქუჩაში შეკრიბო ხალხი და იწერო პოლიტიკური ქულები. შეეძლოთ ეს პირპადეები კარდაკარ დაერიგებინათ და არა ქალაქის ცენტრში შეეყარათ ხალხი.შეგნება და ტვინი ხომ უნდა ჰქონდეთ, რომ პირბადეების გამო არ შეკრიბონ ხალხი“ – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ზუგდიდში ხალხის შეკრების საპასუხოდ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდში პიბადეები დაარიგა, რა დროსაც ქალაქში ხალხი ყოველგვარი დისტანციის დაცვის დარღვევით შეკრიბეს.

მეტი...

„ზუგდიდში ჩატარებული აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო რეკომენდაციების დარღვევა“ – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოსახლეობის შეკრების ფაქტს გამოეხმაურა. მინისტრი მიიჩნევს, რომ ეპიდემია არ უნდა იყოს პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება. „ინფექცია დღეს არის გლობალური გამოწვევა და არ გვაქვს უფლება ამასთან დაკავშირებით გვქონდეს პოლიტიკური მესიჯები, ქველმოქმედება კარგია, მაგრამ ზუგდიდში ჩატარებული აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო რეკომენდაციების დარღვევა. იქ შეიკრიბა უამრავი ადამიანი.“ – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

შემოსავლების სამსახური საბაჟო გამშვები პუნქტების სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტოს შემოსავლების სამსახური დროებითი შეზღუდვების შედეგად, საბაჟო გამშვები პუნქტების სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის (COVID–19) გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გამკაცრებულ სისტემას დაექვემდებაროს საქართველოს საზღვრის კვეთის წესები. ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად: საქართველოს საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქე მგზავრებისთვის/ფიზიკური პირებისთვის შესაძლებელია –  10:00 საათიდან 18:00 საათამდე და მხოლოდ შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების საშუალებით: თურქეთის რესპუბლიკა • ნებადართული მხოლოდ „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტიდან; • „კარწახისა“ და „ვალეს“ საბაჟო  გამშვები პუნქტები ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის დახურულია; აზერბაიჯანის რესპუბლიკა…

მეტი...

“პრემიერი, პრეზიდენტი, სამინისტროები, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავონ COVID-19-ის გავრცელება” – კელი დეგნანი

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, თითქმის ყველა სამინისტრო, პარლამენტი და მუნიციპალიტეტები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ შეაკავონ COVID-19 ვირუსის გავრცელება”- აღნიშნავს ამერიკის შერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს. „გამარჯობა, მე კელი დეგნანი ვარ ამერიკის შერთებული შტატების ელჩი საქართველოში. დღეს მე სახლიდან ვმუშაობ, როგორც ჩემი კოლეგების უმეტესობა. ჩვენ ვითვალისწინებთ საქართველოს ხელისუფლების და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რჩევას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ დავრჩეთ სახლში და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, დავიცვათ სოციალური დისტანცია. რთული დროა და ვცდილობთ, გავუფრთხილდეთ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. ამერიკის საელჩოში განსაკუთრებით მადლიერები ვართ საქართველოს მთავრობის, მათ შორის დაავადებათა…

მეტი...

კანის კინოფესტივალის ტერიტორიაზე უსახლკაროთა თავშესაფარი გაიხსნა

2020 წლის კანის კინოფესტივალი ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო. ადმინისტრაციამ ფესტივალისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე უსახლკაროთა თავშესაფრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. მათი თქმით თავშესაფარი ღამეში 70 ადამიანს მოემსახურბა. 8 დღის წინ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. საფრანგეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ 12 000 უსახლკარო ადამიანს ამ თხოვნის გათვალისწინება არ შეუძლია.  26 მარტის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 25,604 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 3,900 და გარდაიცვალა 1,331 ადამიანი.

მეტი...

ბოლნისში, სწრაფი ტესტით კორონავირუსი ფეხმძიმეს დაუდასტურდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილ, 24-25 კვირის ორსულს სწრაფი ტესტის ჩატარების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ლალი ტურძელაძე აცხადებს, ორსულის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა. „ამ წუთში ვესაუბრებოდი ბოლნისიდან გადმოყვანილი ორსული ქალის მკურნალ ექიმს, სამეანო განყოფილების გამგეს, რომელმაც მითხრა, რომ პაციენტი ძალიან საყურადღებოა, არის 24-25 კვირის ორსული. ამ წამს შემოვიდა და ჯერ გამოკვლევები არ არის ჩატარებული. მას აღენიშნება ტემპერატურა. სწრაფი ტესტებით დადგინდა, რომ პაციენტს აქვს კორონავირუსი და ახლა ჩვენ მას აუცილებლად გადავამოწმებთ ლუგარის ლაბორატორიაში,“ – განაცხადა ლალი ტურძელაძემ. მან ასევე განმარტა, რომ პაციენტთან ენის…

მეტი...

მარნეულში მცხოვრებ ქალთან კომუნიკაციაში მყოფთაგან ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის პერიმეტრი სრულად გადაკეტილია შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მიერ. მისივე ინფორმაციით, სასურსათო და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფა მიმდინარეობს გეგმურად. სამედიცინო ჯგუფები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, შედიან ყველა ოჯახში და ამოწმებენ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას. „გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური ტესტებით 13 ადამიანს აუღო ნაცხი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კომუნიკაციაში იყვნენ მარნეულში მცხოვრებ ქალთან, რომელიც ერთ-ერთი პირველი იქნა გამოვლენილი. ამ 13 ადამიანიდან ერთზე ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა დადებითი პასუხი. ინფიცირებული გახლავთ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა და რომ არა ეს…

მეტი...

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: “ “ზუსტად 63  წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს, ევროპის ქვეყნებმა რომის ხელშეკრულების ხელმოწერით საძირკველი ჩაუყარეს დღევანდელ ევროკავშირს, რომელიც მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცა. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც ევროპის ერთიანობას, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობას ეფუძნება. სიმბოლურია, რომ  სწორედ რომში დათქმული  მთავარი პრინციპებისადმი ერთგულებამ  დღეს უნდა მოგვცეს ძალა  და იმედი, რომ მალე გავუმკლავდებით ვირუსის – COVID -19-ის სახლით დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარ უმწვავეს გამოწვევას. დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება, რაც პრაქტიკულად დაამტკიცებს დეკლარირებული ფასეულობებისადმი ერთგულებას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ არსებული ვითარება…

მეტი...