„გაუფრთხილებლობით შეიძლება მოვკლათ სხვა ადამიანი, არ დავაზიანოთ ერთმანეთი“ – ნიკოლოზ გამყრელიძე

ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სოციალური დისტანცირებისკენ. „გაუფრთხილებლობით შეიძლება მოვკლათ სხვა ადამიანი, არ დავაზიანოთ ერთმანეთი. ძალიან გთხოვთ გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები რასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ, და ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის – სოციალური დისტანცირება”- წერს სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.

მეტი...

მსოფლიო საოპერო მომღერალს „კორონავირუსი“ დაუდგინდა

ცნობილ მსოფლიო საოპერო მომღერალ პლასიდო დომინგოს „ახალი კორონავირუსი“ დაუდასტურდა. მომღერალმა, ვირუსთან დაკავშირებით  განცხადება თავად გაავრცელა. „ვგრძნობ, რომ ჩემი მორალური ვალია გაცნობოთ, რომ Covid 19 – კორონავირუსი დამიდგინა. მე და ჩემი ოჯახი თვითიზოლაციაში დავრჩებით მანამ, სანამ ამას მედიკოსები მოითხოვენ. ამჟამად ყველანი კარგად ვართ, მაგრამ მე ცხელება და ხველა მაქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ტესტის გაკეთება და შედეგი დადებითი აღმოჩნდა“, – წერს დომინგო. ასევე აღსანიშნავია, რომ საოპერო მომღერალი თავად იყო ჩართული ქველმოქმედებაში და აქტიურად ეხმარებოდა ვირუსით დაინფიცირებულებს. მან დაინფიცირებულთა გამოჯანმრთელებისთვის 500 000 დოლარი გადარიცხა.

მეტი...

„8 პაციენტს, რომლესაც ჰქონდა კორონავირუსი განკურნებულია“ – მარინა ენდელაძე

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ გვექნება მინიმალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით“ – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. ენდილაძის განცხადებით გამოჯანმრთელებული პაციენტიდან ერთი საკმაოდ მძიმე იყო. ბოქსირებული განყოფილების უფროსი მომავალი კვირისთვის გამოჯანმრთელებულთა რიცხვის ზრდას აანონსებს. „მთლიან ჯამში, 8 პაციენტს,რომელსაც ჰქონდა კორონავირუსი განკურნებულია. ამ საღამოს მივიღეთ 5 პაციენტის გამოჯანმრთელების პასუხი, ერთი მათ შორის საკმაოდ მძიმე იყო. დიდი იმედი გვაქვს, რომ ძალიან დაბალი გვექნება სიკვდილიანობის პროცენტი სხვა ქვეყნებთან შედარებით. იმ კვირაში კიდევ იქნება გამოჯანმრთელება“ – განაცხადა მარინა ენდელაძე.

მეტი...

ჭიათურაში 18 ადამიანი თვითიზოლაციაშია, 3 კი კარანტინში

ჭიათურის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის სულხან მახათაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად კონტროლდება, რომ ის მოთხოვნები, რასაც საგანგებო მდგომარეობა ითვალისწინებს, არ დაირღვეს და თავშეყრა არ მოხდეს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, ჭიათურაში 18 ადამიანი თვითიზოლაციაში, 3 კი კარანტინში იმყოფება. „კარანტინსა და თვითიზოლაციაში ის ადამიანები აღმოჩდნენ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, ემიგრანტები. კონტროლი  შესაბამისი იყო  როგორც ქუთაისის აეროპორტში, ისე თბილისშიც. ყველას იდენთიფიცირება მოხდა და მაქსიმალურად ყურადღების რეჟიმში არიან“, – აღნიშნა დეპუტატმა. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, სულხან მახათაძე მიიჩნევს, რომ  ეს პრევენციის საუკეთესო გამოსავალია. „საგანგებო მდგომარეობას რაც შეეხება, ეს არ ნიშნავს კომენდანტის საათს, როცა ადამიანების გადაადგილება…

მეტი...

ანგელა მერკერი კარანტინში მოექცა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინშია მოთავსებული.  უცხოური მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკერს კონტაქტი ჰქონდა ერთ-ერთი ექიმთან, რომელსაც მოგვიანებით „ახალი კორონავირუსი“ დაუდასტურდა. კანცლერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანგელა მერკელი ოფიციალურ საქმიანობას კარანტინის რეჟიმიდან გააგრძელებს.

მეტი...

სულხან მახათაძე მოხალისეთა ჯგუფებს შეხვდა და მუშაობის პრინციპზე შეთანხმდნენ

„ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი“ – ამ დევიზით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში covid19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა. მოხალისეთა ჯგუფს დღეს მაჟორიტარი პარლამენტის წევრი სულხან მახათაძე შეხვდა და მუშაობის პრინციპზე შეთანხმდნენ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მოხალისეთა ამოცანაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დროულად გამოავლინოს და დახმარება გაუწიოს ყველა იმ პირს, ვისაც დახმარებას სჭირდება. სულხან მახათაძემ მოხალისეებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის. „თქვენი მოხალისეობრივი საქმიანობა, დარწმუნებული ვარ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მოსახლეობისათვის და საჭიროების შემთხვევაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ვირუსთან ბრძოლის საქმეში, ვიმოქმედოთ ერთად და კოორდინირებულად“ – მიმართა მან მოხალისეებს. მოხალისეთა ჯგუფი 135 წევრისაგან შედგება, რომლებსაც საქართველოს წითელი ჯვრის ჭიათურის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა…

მეტი...

„იწამლება ქუჩები ხსნარებით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დგას ჯარი და პოლიცია“ – ქართველი ემიგრანტები ევროპაში

ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს მასშტაბით იმ მდგომარეობაზე ყვებიან, რაც ამ დროისთვის იმ ქვეყნებშია, სადაც იმყოფებიან. სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანებისთვის კარანტინი და თვითიზოლაცია გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. სამხრეთ იტალიაში ჩრდილოეთთან შედარებით კონტროლირებადია მდგომარეობა თუმცა ეს მათ სიმშვიდეს საფუძველს არ აძლევს. ნეაპოლთან ახლოს მდებარე ქალაქ “მასა დი სომა” – ში მყოფი ანა პავლიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან” იმ მდგომარეობაზე ყვება, რაც ამ დროისთვის სამხრეთ იტალიაშია: “ქვეყნის მასშტაბით საშინელება ხდება, ყოველდღე მიცვალებულთა და დაინფიცირებულთა მატება. ყველაფერი დაკეტილია სამხრეთ იტალიაშიც. იწამლება ქუჩები ყოველდღე ხსნარებით, ამოწმებენ ყველა მანქანას რატომ არიან გარეთ, ხალხს მოუწოდებენ დარჩნენ სახლში, მაგრამ ერთმანეთს ამხნევებენ ამ რთულ…

მეტი...

“ჩვენ მე-3 კვირა დავასრულეთ და შევდივართ პრე-კრიტიკულ ფაზაში” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პიკური პერიოდი მე-6, მე-7 კვირაში იწყება. მისივე თქმით, ჩვენ ახლა პრე-კრიტიკულ ფაზაში შევდივართ . „ძირითადი პიკური პერიოდი იწყება ხოლმე, მე-6, მე-7, მე-8 კვირას პირველი შემთხვევის დადასტურებიდან. შესაბამისად, ჩვენთან პირველი შემთხვევიდან, კორონავირუსის დადასტურებიდან 3 კვირა გუშინწინ დამთავრდა. 26 თებერვალს დავადასტურეთ ჩვენ პირველი დადებითი შემთხვევა საქართველოში. ამიტომ, ჩვენ ახლა მე-3 კვირა დავამთავრეთ და ამიტომაც გუშინწინ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მე გავაჟღერე ჩემი მოსაზრება, რომ ჩვენ შევდივართ გარკვეულად პრე-კრიტიკულ ფაზაში. ამიტომ, მეტად უნდა გაძლიერდეს ყველა ის ღონისძიება, რასაც დღეს ქვეყანა ატარებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 3 მძიმე ავადმყოფი” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 32 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 3 პაციენტის ჯანმრთელობს მდგომარეობა მძიმეა. ეზუგბაიას განმარტებით, მძიმე პაციენტებიდან 2 ქალბატონია და ერთი მამაკაცია, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. მისივე თქმით მამაკაც თანარსებული დაავადება აქვს, შაქრიანი დიაბეტის სახით. „3 პაციენტი უკვე გაწერილია კლინიკიდან გამოჯანმრთელებული. ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე, 32 პაციენტი მკურნალობს. ამ პაციენტებიდან, როგორც დილით ავღნიშნე, მდგომარეობა არ შეცვლილა, ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს 3 მძიმე ავადმყოფი. 2 ქალბატონი, შედარებით ასაკოვანია, მათგან ერთს აქვს თანარსებული ჰიპერტონული დაავადება, მეორეს ასაკთან ერთად, მძიმე ნევროლოგიური დაავადებაც აქვს, რის გამოც ეს ორივე პაციენტი,…

მეტი...

სამართალდამცველები „ლისის ტბაზეც“ გამოჩდნენ და მოსახლეობას  მოუწოდებენ შინ დარჩნენ

დღეს, სამართალდამცველები „ლისის ტბაზეც“ გამოჩდნენ, ისინი, ტბის მიმდებარედ, მოსახლეობას მიმართავდნენ, რომ შინ დარჩნენ და ტერიტორია დატოვონ. დამსევენებლთა ნაწილი აღნიშნულს გაგებით შეხვდა, ნაწილი კი აპროტესტებდა და ამბობდა, რომ ჰაერზე გასეირნების აკრძალვა წარმოუდგენელია. დღეს, „ლისის ტბაზე“ საკმაოდ ბევრი ადამიანი სეირნობდა. როგორ ჩანს, სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია ადგილზე სამართალდამცველების გამოჩენა. „ერთადერთი ღია სივრცე, რაც დაგვრჩა, რომ ბავშვები გამოვიყვანოთ ჰაერზე და გავასეირნოთ, სწორედ ეს ტერიტორიაა, ეს ხომ არ არის დახურული სივრცე. როგორ შეიძლება ადამიანებს ჰაერზე გასვლა აუკრძალო. კომენდანტის საათი უკვე გამოცხადდა? ჩავიკეტოთ სახლებში? როდემდე გავძლებთ ჩაკეტილ სივრცეში“ – გვითხრა ერთ-ერთმა დამსვენებელმა, რომელიც „ლისის ტბაზე“ 3…

მეტი...

მარნეულიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, პაციენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსდება. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული შემთხვევა არ უკავშირდება საზღვრის კვეთას, მას კონტაქტი ჰქონდა დასთან, რომელიც აზერბაიჯანიდან დაბრუნდა საქართველოში. მარნეულში ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ, რომლებიც პაციენტის კონტაქტებს ადგენდენ. ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 54-ს შეადგენს. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge არ შეცვლილა, შესაბამისად, სავარაუდოდ, აღნიშნული შემთხვევაც ამ სტატისტიკაში შედის. საქართველოში…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე წუთის წინ, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 15:31 საათზე 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი წყალტუბოში, სოფელი ყუმისთავთან იყო.

მეტი...

გიორგი მარგველაშვილი მთავრობას სთხოვს, შეკრების აკრძალვის რეგულაცია მკაფიო გახადოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ყველას მოუწოდებს, საგანგებო მდგომარეობას დაემორჩილონ. ამასთან, მას მთავრობის მისამართითაც აქვს მოთხოვნა:  “მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას; – მთავრობას: გახადეთ მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ის ერთი მთავარი – შეკრებების აკრძალვის რეგულაცია! 10 ადამიანი – რა ფართობზე, რა დაშორებით, ღია თუ დახურულ სივრცეში? დაეხმარეთ მოქალაქეებს დაიცვან დაწესებული შეზღუდვები!!! – მთავრობის ნაბიჯების კრიტიკის დრო მოვა მას შემდეგ რაც ერთად დავამარცხებთ პანდემიას. ახლა ყველამ ერთად ვიზრუნოთ რომ დავეხმაროთ მათ ვისაც უჭირს!” – წერს გიორგი მარგველაშვილი “ფეისბუქზე”

მეტი...

საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება, რომელიც, უწყების ცნობით, სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „აღნიშნული ე.წ. არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს მაშინ, როცა აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად გამოდევნილი ნახევარ მილიონამდე იძულებით გადაადგილებულ პირი და ლტოლვილი ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს სრულად ახორციელებს რუსეთის საოკუპაციო ძალა. ე.წ. არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი…

მეტი...

“თქვენც არღვევთ სოციალური დისტანცირების ყველა წესს” – პაატა იმნაძე ჟურნალისტებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, COVID 19-ის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად მთავარ რეკომენდაციად სოციალური დისტანციის დაცვა რჩება. მან ჟურნალისტებს მოუწოდა, აზოგადოების არცერთი ჯგუფი არ გახადონ სტიგმის მსხვერპლი და მიუთითა, რომ მასთან საუბრის მომენტშიც, თავად ჟურნალისტები არღვევდნენ სოციალური დისტანცირების წესებს.  “სამწუხაროდ, ერთმანეთთან უნდა გავწყვიტოთ კავშირები. ახლა თქვენ რომ დგახართ ჩემთან ასე ახლოს, ესეც არ არის მიღებული ფორმა, იმიტომ რომ ახლა არღვევთ სოციალური დისტანცირების ყველა წესს. მითუმეტეს, თქვენი მიკროფონებით – ამირანი ლაპარაკობდა და ახლა მე ვლაპარაკობ, ისე, რომ დეზინფექცია მიკროფონებს არ ჩატარებიათ, ანუ თქვენც არღვევთ ახლა ამ წესს. მივეჩვევით ყველა სოციალური დისტანცირების წესებს, ერთ დღეში ძალიან…

მეტი...

“სახლში 2-3 ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე ვითარდება, როგორც სპეციალისტები პროგნოზირებდნენ.  “ვპროგნოზირებდით, რომ ზრდა გვექნებოდა და დაახლოებით მივდივართ იმ პროგნოზის ფარგლებში, რაც ჩვენი ერთ-ერთი სცენარით იყო განსაზღვრული, ანუ, სწრაფი ეპიდაფეთქება, ჯერ-ჯერობით, არ ფიქსირდება. ვფიქრობთ, საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს, ვაწარმოოთ ფართო მასშტაბის პრევენცია ქვეყანაში. ამისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ – სახელმწიფო, კერძო სექტორი, საზოგადოება; დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ვიძლევით და ახლა, ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანცირება. ამიტომ, ჟურნალისტებსაც გთხოვთ, ცოტა მოშორებით დადგეთ ხოლმე ჩაწერის დროს. თავი ავარიდოთ დიდ შეკრებებს, სახლში 2-3 ადამიანზე მეტი არ დავპატიჟოთ, არ გადავიხადოთ დიდი დღესასწაულები –…

მეტი...

რუმინეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

რუმინეთში „კოვიდ19“-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 67 წლის მამაკაცი, რომელსაც სიმსივნე ჰქონდა. რუმინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სულ 367 ადამიანია. ქვეყანაში 16 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებია

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პარალელურად, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ, საპრეზიდენტო არჩევნებია. უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას სამი კანდიდატი იღებს – ადგურ არძინბა, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია და ლეონიდ ძაპშპა. საოკუპაციო რეჟიმმა საარჩევნო უბნები მოსკოვისა და ჩერკესკის საარჩევნო ოლქებშიც გაიხსნა. ე.წ არჩევნების წინა დღეს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლეონიდ ძაპშპამ სტუდია მოულოდნელად დატოვა. “ყველა ჩვენგანს წარმატებას ვუსურვებ. მინდა სწორად გამიგოთ. მე და ასლან ბჟანია უკვე ვყოფილვარ ამ სტუდიაში დებატებზე, მაგრამ ახლა მე და ის არათანაბარ სიტუაციაში ვიმყოფებით.. არ მინდა, რომ ვინმემ თავი უხერხულად იგრძნოს ამ…

მეტი...

“წესები უნდა დავიცვათ ყოველთვის და ყველგან” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სიტუაციის კონტროლირებისთვის აუცილებელია, რომ საზოგადოების ყველა წევრმა შესაბამისი რეკომენდაციები დაიცვას.  “ეპიდსიტუაცია იცვლება. მოიმატა დაფიქსირებულ რაოდენობათა ციფრმა. ეს მოსალოდნელი იყო. მოსალოდნელია ის, რომ ჩვენ შევალთ პრეკრიზისულ ფაზაში, ანუ, შესაძლოა, რომ დადასტურებულ შემთხვევებთან ერთად გამოვლინდეს დაუდასტურებელი შემთხვევებიც. დღეს, საბედნიეროდ, ყველა დადასტურებულ შემთხვევას აქვს თავისი ეპიდმისამართი. ანუ, შესაძლო კავშირებზე დაყრდნობით, შესაძლებელია ეპიდემიოლოგიური კონტროლი და ვითარება კონტროლირებადია. მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხვალინდელი დღისთვისაც. მთავარია, რომ კორონათი დაინფიცირებულთა რიცხვის მატებას დავუპირისპიროთ წესრიგი და ამ წესრიგის მთავარი შემადგენელია, რომ სოციალური სიმჭიდროვე გავშალოთ, ანუ უშუალო კონტაქტები, თავშეყრის ადგილებში ყოფნას მოვერიდოთ და დავრჩეთ სახლში. მაქსიმალურად გამოვიყენოთ იზოლაციის რეჟიმი.…

მეტი...

“შორიშორს დადექით, ეკლესიის გარშემო დადექით, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია” – ილია მეორე

“შორიშორს დადექით, ეკლესიის გარშემო დადექით, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. „ჩვენთან არს ღმერთი. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ტვირთვას. უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი და ეს ჯვარი მიგვიყვანს ჩვენს სასუფეველში. დიდ ხარ შენ უფალო. დიდება და მადლობა უფალს. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივყავართ სასუფეველში. უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის,…

მეტი...

იტალიაში ახალი კორონავირუსით 30 სასულიერო პირი გარდაიცვალა

“ვატიკან ნიუსის” ინფორმაციით, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 30 სასულიერო პირი დაიღუპა. 16 სასულიერო პირი ბერგამოში გარდაიცვალა, 15 ჰოსპიტალიზებულია. ხუთი სასულიერო პირი გარდაიცვალა პარმაში. იტალიური მედიის ინფორმაციით, პარმაში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი 54 წლისაა. ახალი კორონავირუსით იტალიაში ბოლო 24 საათში თითქმის 800 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, იტალიაში „კოვიდ-19“-ით 4 825 ადმიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულია 53 578.

მეტი...

ჯემალ გამახარია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამემამულეებს მიმართავს: “ძვირფასო მეგობრებო! უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში მთელი მსოფლიო ებრძვის ადრე უცნობ ე.წ. ახალ კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიას, რომელმაც უკვე ყველა კონტინენტი მოიცვა და  ათი ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდება. უძლიერესი სახელმწიფოებიც კი ჯეროვნად ვერ უმკლავდებიან სრულიად მოულოდნელად წარმოქმნილ გლობალურ გამოწვევას. სამწუხაროდ, ახალმა კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია, თუმცა სახელმწიფოს მიერ დროულად განხორციელებული ენერგიული ზომების წყალობით მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. შექმნილი ვითარება იქცა თავისებურ გამოცდად ქართული სახელმწიფოსათვის. კორონავირუსის მასობრივი გავრცელების შეკავების მიზნით განხორციელებულმა მკაცრმა ზომებმა…

მეტი...

„პურზე ფასი არ გაიზრდება. ხორბლის, ფქვილის და პურის მიწოდებაში შეფერხება არ იქნება“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან, პურის მწარმოებლებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფქვილსა და პურზე ფასის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდოს. „ხორბლის მარაგები მუდმივად კონტროლდება. საგანგებო პირობებში, აღნიშნულ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება.  ხაზგასმით ვამბობ, რომ პურზე ფასები არ გაიზრდება, მიწოდებაში არ იქნება შეფერხება და შეზღუდვა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.   მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო)…

მეტი...

“საპატრულო პოლიცია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს 24-საათიან მონიტორინგს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას” – ვაჟა სირაძე

“შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საქართველოში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასწესებულ შეზღუდვებზე, სადაც მოგვეცა დავალება, შესაბამისად, საპატრულო პოლიცია განაგრძობს საგანგებო რეჟიმში 24-საათიან მონიტორინგს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, გრძელდება მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. „საპატრულო პოლიციის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მესაზღვრე კონტროლირებას კვლავ განაგრძობენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მკაცრ კონტროლს და საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები დაიშვებიან, რომლებიც სავალდებულო კარანტინს…

მეტი...

სამების საკათედრო ტაძარში წირვას პატრიარქი აღავლენს

სამების საკათედრო ტაძარში კვირის წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. მორწმუნეები ცდილობენ, ერთმანეთისგან რეკომენდებული დისტანცია დაიცვან.  გავრცელებული ინფორმაციით, მრევლის ნაწილს ხმის გამაძლიერებლების საშუალებით საეკლესიო რიტუალის მოსმენა ტაძრის გარეთაც შეუძლიათ.  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქოში გუშინ განაცხადეს, რომ წირვა-ლოცვა, ჩვეულებრივ, ყველა ტაძარში შესრულდება. მრევლს კი მოუწოდებენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებული რეკომენდაციის თანახმად, ერთმანეთისგან 1.5 – 2 მეტრის დისტანცია დაიცვან. 

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთი ბავშვია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთი ბავშვია. ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმე არ არის. „ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენტრში, ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან. უკვე აზრი აღარ აქვს, რომელ ქვეყანაზე ვილაპარაკებთ, ევროპაა და დამთავრდა. ევროპიდან არის ერთი ახალი შემთხვევა, შემოტანილი შემთხვევა. მეორე შემთხვევა ჩვენს ცენტრში რომელიც არის, ის არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ-ერთი ჯგუფიდან კონტაქტი და არის ბავშვი. ასაკს არ ვამბობთ, 0-დან 14 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი ჩვენთვის იქნება ბავშვი. შემოვიდა ერთი ახალი ბავშვთა ასაკიდან, მისი ზოგადი მდგომარეობა,…

მეტი...

ყაზბეგის საბაჟო პუნქტზე პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქცია ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდის

„ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტი გახსნილია და პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციით დატვირთული ავტომობილები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდის”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, მამუკა ჯანგულაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. „რამდენიმე სამთავრობო უწყებამ ერთობლივად, უმოკლეს ვადაში შევძელით გზის გაწმენდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობის შედეგად, მოხდა ზვავების ხელოვნური ჩამოშლა და ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები. გაიხსნა სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში შეუფერხებლად ხდება სატვირთო ავტომობილებით სასურსათო პროდუქციის შემოტანა“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. საბაჟო დეპარტამენტის უფროსის, მამუკა ჯანგულაშვილის განცხადებით, ყაზბეგის საბაჟო გამშვები…

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთმა პაციენტმა კლინიკა გუშინ უკვე დატოვა, ერთი კი საავადმყოფოდან დღეს გაეწერება. „დავიწყებ სასიამოვნო ინფორმაციით, გუშინ გითხარით, რომ მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტზე განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა პაციენტმა გუშინ უკვე დატოვა ჩვენი დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ვთქვათ, რომ სამმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. მათგან ერთი გამოჯანმრთელებული და გაწერილია. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. როგორც ვებგვერდზეა აღნიშნული, კარანტინის რეჟიმში 1 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 259.

მეტი...

“როგორც გვეუბნებიან, 1500 – 2000 კაცამდე იქნება ვირუსით დაავადებული” – სიმონ ნოზაძე

“სავარაუდოდ, როგორც გვეუბნებიან, 1500 – 2000 კაცამდე იქნება ვირუსით დაავადებული”, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარს” ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ განუცხადა. დეპუტატი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმასრულებელი ხელისუფლება უშეცდომოდ მუშაობს. “სახელმწიფომ თავიდანვე ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა. პირველი ინფიცირებული ადამიანი შემოვიდა 26 თებერვალს. მანამდეც ყველა ზომას ღებულობდა სახელმწიფო და ამ დროის განმავლობაში, უშეცდომოდ მუშაობს აღმასრულებელი ხელისუფლება. ექიმები სწორ გზას გვაჩვენებენ, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ პაციენტებს. ალბათ, შიდა გავრცელებებიც იქნება”- აღნიშნა დეპუტატმა. რაც შეეხება ხაშურს, სიმონ ნოზაძის თქმით,…

მეტი...

„კორონავირუსით“ მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი გარდაიცვალა

მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობით კლინიკაში 17 მარტს გადაიყვანეს. მას „ახალი კორონავირუსი“ დაუდგინდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ლორენსო სანსის გარდაცვალების მიზეზი სწორედ „კორონავირუსი“ გახდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცით, ესპანეთში „კორონავირუსის“ 25 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 2 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

„მთავარია, სახელმწიფოს ხელიდან არ გაექცეს პანდემია, პროცესმა უმართავი სახე არ მიიღოს, ამიტომ გახდა საჭირო საგანგებო მდგომარეობა“ – სიმონ ნოზაძე

“როდესაც ქვეყნის ხელისუფლებას ვალდებულება აკისრია, არ გავრცელდეს ვირუსი, მაშინ ერთმანეთის გაგება და საღი დამოკიდებულება უნდა იყოს ნებისმიერ სფეროში”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა  სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავართან” ინტერვიუში განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, “კორონავირუსის” გავრელების მოჭარბებული საფრთხის  გამო დაწესებულ გარკვეულ შეზღუდვებს მრევლი გაგებით მოეკიდება. “მეც მორწმუნე ვარ, ჩემთვისაც დიდი დღესასწაული მოდის, მაგრამ აუცილებელია, წესები დავიცვათ”, – დასძინა ნოზაძემ. ამასთან, “მედიაცენტრ მთავართან” სიმონ ნოზაძემ დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებიტაც გააკეთა კომენტარი. “რაც შეეხება განათლების სისტემას და დისტანციურ სწავლებას, ბუნებრივია, ეს გამოცდილება ჩვენ არ გვქონდა და ყველაფრისთვის მზად არ…

მეტი...