“სამი ახალი შემთხვევა არის ოჯახი, რომელმაც ამერიკაში იმუგზაურა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით დღევანდელი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება. ტიკარაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა საზღვართან მოქალაქეების გაზრდილ ნაკადზე. „ეს არის ახალი კლასტერი რაც დღეს გვაქვს. სავარაუდოდ გვაქვს კიდევ ახალი შემთხვევა აჭარაში. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ  გაიზარდა შემომსვლელთა ნაკადი სახმელეთო საზღვარზე, რის გამოც გავაძლიერეთ სამივე საზრღვარზე საკარანტინე სივრცეები, რადგან ჩვენთვის უმთავრესი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაა” – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

მეჩეთბში კოლექტიური ლოცვა ჩერდება

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. 1.     იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების სერიოზული საფრთხე დგას, ამავე დროს, მსოფლიოს მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას დროებით შეჩერდეს მეჩეთებში პარასკევისა და ხუთი დროის ჯემაღეთით (კოლექტიური) ლოცვა. ვინაიდან ისლამის მიხედვით, პარასკევის ლოცვა მხოლოდ მეჩეთებში ჯამაღეთით სრულდება, აღნიშნული ლოცვის ვალდებულება ეკისრება პირს, თუ ის გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებს. მათ შორის: პიროვნება უნდა იყოს თავისუფალი. მაგალითად, პატიმარს ან მოცემულ…

მეტი...

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სინოდი სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელებს. როგორც სხდომის დაწყებამდე, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა განაცხადა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას სხდომაზე დააფიქსირებს. მისივე თქმით, სხდომის განჩინება სინოდის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მეტი...

„საგანგებო მდგომარეობამდე ერთი ნაბიჯია – დარჩით სახლებში“ – დიმიტრი ხუნდაძე

„დღეს განვიხილავთ ვითარებას და შევაფასებთ სიტუაციას, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“ – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ხუნდაძე მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობს და მოქალაქეებს სახლში დარჩენას ურჩევს. მისივე განცხადებით ინფექციის გავრცელების რისკი ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობს „ჩვენ ევროპასთან შედარებით მოვიგეთ სამი კვირა ეს არის ძალიან კარგი. პირველი ფაზა გავიარეთ ძალიან კარგად  და ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება და ამას მოჰყვება კრიზისული ფაზა. მოგვიწევს რთულ ვითარებაში გადასვლა, სადაც გვექნება მეტი გავრცელება, და მოჭარბებული შემთხვევები, ამიტომ მეტი ყურადღება გვმართებს, საჭიროა სოციალური სიმჭიდროვის განტვირთვა. საგანგებო მდგომარეობამდე…

მეტი...

უპრეცენდენტო მოხმარებამ, შესაძლოა, ინტერნეტის მიწოდებას პრობლემები შეუქმნას

“იუთუბი“ ევროკავშირის მასშტაბით მაუწყებლობის ხარისხს შეამცირებს, რომ მოახდინოს ინტერნეტის უპრეცენდენტოდ მაღალ მოხმარებასთან გამკლავება. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. ამასთან ევროკავშირმა Netflix -ს მოუწოდა, რომ ხარისხი შეამციროს, რადგან ინტერნეტის მოხმარებას საფრთხე არ შეექმნას. ოფიციალური პირები პლატფორმებს სთხოვენ, შეწყვიტონ მაღალი ხარისხის ვიდეოების ჩვენება. ევროკომისარი, ტიერი ბრეტონი კი მომხმარებლებს მიმართავს და სთხოვს არ გამოიყენონ HD ხარისხი თუ ამის აუცილებლობა არ არის. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ინტერნეტის მოხმარებამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ექსპერტები შიშობენ, რომ შესაძლოა, სერვერებმა მსგავს ზეწოლას ვერ გაუძლოს.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზე გადავიდა

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან, საქართველოში ორი კვირით აიკრძალა სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა.

მეტი...

„ძირიდათ 9 პროდუქტზე საქართველოს მთავრობა შეძლებს ფასის დაკონპენსირებას“ – გელა ხანიშვილი

“იმ 9 პროდუქტის მარაგი, რომლეიც გამოიკვეთა აუცილებელი საჭიროების თვალსაზრისით ფასი შენარჩუნდება“ – ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა განაცხადა. გელა ხანიშვილის ინფორმაციით ფასის რეგულაციას ძირითად პროდუქტებზე ხელისუფლება შეძლებს, როგორც ხანიშვილი აცხადებს ქართული ბიზნესი მომზადებული აღმოჩნდა პრობლების დასაძლევად. „ბაზარზე როდესაც მოთხოვნა ძალიან იზრდება ეს აისახება ფასის ზრდაზე, ამიტომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ძირითად ჩამონათვალზე, 9 პროდუქტზე დააკონპენსიროს ფასი. სხვაობა რაც იქნება მთლიანად თავის თავზე იღებს მთავრობა. ამავე დროს ბიზნესთან შეთანხმებით მოხდება ფასის შენარჩუნებაც აღნიშნულ ჩამონათვალზე. მიმდინარეობას ასევე მოლაპარაკებები იმპორტიორებთან, ძალიან საგულისხმოა, რომ ქართული ბიზნესი მზად აღმოჩნდა…

მეტი...

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 43-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 1575 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275 პირი.

მეტი...

„ყველა ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებდა თბილისსა და ბათუმის აეროპორტში დღეს დატოვებს საქართველოს სივრცეს“ – თეა ზაქარაძე

„დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უცხოური ავიაკომპანიები ბოლოჯერ შაესრულებენ რეისბეს“ – ამის შესახებ „ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განაცხადა. ზაქარაძის ინფორმაციით დღეს ყველა ავიაკომპანია გადის საქართველოს საჰაერო სივრციდან. 17 აპრილამდე საქართველოს აეროპოტრებში მხოლოდ ადგილობრივი ავიახაზები იმუშავებენ საგანგებო რეჟიმში. „დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლოჯერ შეასრულებს რეისს ყატარის ავიახაზები, რომელიც გავიდა ქვეყნიდან 31 მაისამდე, ასევე ბოლოჯერ შეასრულებს რეისს თურქეთის ავიახაზები, რომელიც ქართულ ავიასივრცეს დატოვებს 17 აპრილამდე. დღეს შესრულდება 7 ავიარეისი, ხოლო 21 მარტიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები გადადიან შეზღუდულ რეჟიმზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვრჩება მხოლოდ ადგილობრივი ავიაკომპანია“ –…

მეტი...

ინფორმაცია მედიისთვის – დღეიდან პარლამენტიც დისტანციურ მუშაობაზე გადადის

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის 20 მარტიდან, საქართველოს პარლამენტი  მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადადის. ბრიფინგების და რესპოდენტების კომენტარების ტრანსლირება მოხდება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parliament.ge 

მეტი...

NoCovid19 ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი იქმნება

დღეიდან თსუ-ს კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგების მიერ ინიცირებული პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი დაიწყებს მუშაობას. ის ზოგადად, კრიზისულ სიტუაციებში, ამჯერად კი მოსახლეობას „კორონავირუსის“ პანდემიის დროს დაეხმარება.   ფსიქოლოგიური კონსულტაციით მომსახურება გამიზნულია მათთვის, ვინც მიმდინარე სიტუაციაში პანდემიის პირობებში განიცდის ემოციურ და ფსიქოლოგიურ სირთულეებს,  როგორიცაა შფოთვა, სტრესი, გაურკვევლობის გამკლავების საჭიროება, პანიკური შეტევები, უიმედობა, კარანტინის გამო მარტოობის განცდა, გადაღლილობა და გამოფიტვა მედპერსონალში და ა.შ. ჯგუფის ხელმძღვანელია პარლამენტის წევრი, პროფესორი გუგული მაღრაძე. როგორც გუგული მაღრაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფის გაფართოებაც იგეგმება. მომსახურეობის მიღება შეიძლება ყოველდღე 12 საათიდან 14 საათის ჩათვლით ტელეფონით: 574831237 Skype…

მეტი...