“საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია” – სინოდი

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მამა ანდრია გვაზავამ სინოდის სხდომის დადგენილება წაიკითხა.   “წმინდა სინოდმა განაჩინა: დღევანდელი მსოფლიო გამოწვევის წინაშეა, ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები, მთავარი მიზეზი კი, თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, ის ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი.  სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების მეშვეობით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც პიროვნების სულიერ და ფიზიკურ ცხოვრებას ანადგურებს.  ჩვენ ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს…

მეტი...

შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელთათვის განმარტებას აკეთებს

გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ დეტალურ განმარტებას აკეთებს გადასახადის გადამხდელთა იმ კატეგორიისთვის რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებისთვის, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე. „საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, ოთხი თვის ვადით, მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, გადაივადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენით და დასტურის მიღების შემდეგ, პირს ექნება შეღავათით სარგებლობის უფლება. მიმდინარე წლის, 16 მარტიდან შესაბამისი…

მეტი...

„ჩვენ შევზღუდეთ საცალო ვაჭრობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა” – მაია ცქიტიშვილი

„ჩვენ შევზღუდეთ საცალო ვაჭრობა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ასევე, მუშაობას გააგრძელებენ ბანკები, მიკროსაფინანსო ინსტიტუციები და ამასთან ერთად, საფოსტო ოფისები. ის სტრუქტურები და ორგანიზაციები, რომელთა მუშაობა არის აუცილებელი ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. “ჩვენ ამ ეტაპზე ვაზუსტებთ სიას და ეს სია გამოქვეყნდება. ვიცი ბევრი კითხვა შემოდის ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ გავაჩერეთ ისეთი საცალო ობიექტები, არაპრიორიტეტული ანუ ყველაზე მაღალრისკიანი სექტორები, როგორიცაა მოლები, დიდი სავაჭრო ობიექტები, სადაც ყველაზე აქტიური იყო მოსახლეობის მისვლა, სავაჭრო ოპერაციები და იყო მაღალი საფრთხე ვირუსის…

მეტი...

ცოლმა ეპიდემიოლოგებს დაურეკა და ქმარი კარანტინში გადააყვანინა

“გვქონდა შემთხვევა, როდესაც მეუღლემ შეგვატყობინა, რომ თავისი ქმარი თვითიზოლაციაში გაუშვეს, რისი პირობებიც ოჯახში არ აქვთ. მან ითხოვა, რომ მეუღლე კარანტინში ყოფილიყო”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. პაატა იმნაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თვითიზოლაციის პერიოდში, აუცილებელია სპეციალური წესების დაცვა. “თვითიზოლაციაზე გადაყვანის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები ადგილზე სწავლობდნენ შესაძლებლობას, ათვალიერებდნენ, ნახულობდნენ, სად უნდა იყოს ადამიანი თვითიზოლაციაში. აქვს თუ არა მას სათანადო პირობები, რომ დაიცვას მან ეს თვითიზოლაცია. ხშირად ოჯახი ვერ ათვითცნობიერებს  იმას, რომ ისინი მარტო სხვისგან კი…

მეტი...

“უახლოეს მომავალში წარვადგენთ მიზნობრივ პაკეტს დაზარალებული ადამიანებისა და სექტორისთვის” – მაია ცქიტიშვილი

“საქართველოში არ დგას საყოველთაო კარანტინის საჭიროება”, – ამის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცქიტიშვილმა საზოგადოებას ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა. “დღეს ეკონომიკის გუნდის წარმომადგენლებს პრემიერთან გვქონდა შეხვედრა, სადაც ჩვენ განვსაზღვრეთ პრიორიტეტული სექტორები. ის სექტორები, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად დაზარალდნენ. უახლოეს მომავალში ჩვენ წარვადგენთ იმ პაკეტს, რომელიც იქნება მიზნობრივი, რომელიც იქნება იმ ადამიანების და იმ სექტორისკენ მიმართული, ვინც დაზარალდნენ. აუცილებელია გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების მიღება. საცალო ვაჭრობის ობიექტების მუშაობის შეწყვეტის აუცილებლობა ნამდვილად იყო. სწრაფად უნდა გადავლახოთ ის კრიზისი, რომელიც მთელ მსოფლიოშია. პრემიერის განცხადებით შეიზღუდა საცალო…

მეტი...

“სახელმწიფოში საკმარისზე მეტი ტესტია, რომ ყველას, ვისაც სჭირდება, ჩაუტარდეს ტესტირება” – ირაკლი ჩიქოვანი

“ქვეყანაში არსებობს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა, რათა არსებული მოთხოვნები ჩვენი სამედიცინო ვითარებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე დავაკმაყოფილოთ ტესტირების თვალსაზრისით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, მთავრობის მეთაურის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლოა, ტესტირების რესურსი გაიზარდოს, რასთან დაკავშირებითაც მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა სახელმწიფოში საკმარისზე მეტი ტესტია იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული სამედიცინო ვითარების გათვალისწინებით, ყველას, ვისაც სჭირდება ჩაუტარდეს ტესტირება. „შესაძლოა, ტესტირების რესურსი გაიზარდოს, სხვადასხვა ადგილობრივი ლაბორატორიების შესაძლებლობებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ რამდენიმე სახელმწიფოსთან, რომელთაც აქვთ გარკვეული შედეგები წარმატებული ტესტირების პროდუქტებთან მიმართებაში. ეს საუბარი მიმდინარეობს და ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტის…

მეტი...

ავსტრალიაში ქორწილში მყოფი 35 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა

ავსტრალიაში ქორწილში მყოფი 35 პირი კორონავირუსით დაინფიცირდა. ქორწილი ახალი სამხრეთ უელსის შტატში მარტის დასაწყისში შედგა. ანალოგიური ინციდენტი მოხდა ურუგვაიში, სადაც ქორწილში მყოფი 44 სტუმარი ევროპიდან ახალი დაბრუნებული მოქალაქისგან დაინფიცირდა. დიდი ბრიტანეთში, ინგლისის ეკლესიამ მოუწოდა მოქალაქეებს, ქორწილის სტუმრების საერთო რაოდენობა ხუთ ადამიანამდე შეზღუდონ. ესენია: მღვდელი, სიძე, პატარძალი და ორი მეჯვარე.

მეტი...

“ყველას გთავაზობთ ასეთ დევიზს, არ გადასდო და არ გადაგედება” – მეუფე ნიკოლოზი

“ყველას გთავაზობთ ასეთ დევიზს, არ გადასდო და არ გადაგედება”, – ამის შესახებ საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება. „ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. ერთადერთი, რასაც ვერ გავითვალსწინებთ და არც არსებობს ასეთი რეკომენდაცია, რომ ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოების მადლმოსილებაში და მისტიკურ კავშირში ღმერთთან. ამაში ეჭვს ვერ შევიტანთ. აზრთა სხვადასხვაობა იმ საკითხში, რომ საიდუმლოება მადლმოსილია და არ შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ამაში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წმინდა სინოდის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ  მინისტრის განცხადებით, ინფიცირებულს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს, თუმცა საზღვარზე შემოსვლის შემდეგ მისი ყველა ნაბიჯი და ურთიერთობა იყო გაკონტროლებული. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ინფიცირებული მოქალაქეა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 44 დადასტურებული შემთხვევაა.

მეტი...

“ვერ ვეტყვით ადამიანს, რომ არ მოვიდეს ტაძარში და წირვას არ დაესწროს” – მეუფე ნიკოლოზი

“ცვლილება იქნება სასიკეთო. რეკომენდაცია გვექნება ყველა ტაძართან, ნუ, ეს თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეძლებისდაგვარად, რომ მოახერხონ მსახურების გახმოვანება. იმისთვის, რომ სიმჭიდროვე არ იყოს და მაქსიმალურად იყოს დაცული ექიმების რეკომენდაციები”, – ამის შესახებ საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.  მეუფე ნიკოლოზის თქმით, ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების კოვზით შეიძლება ინფექცია გადაედოს ვინმეს, გამორიცხულია. შესაბამისად, მისი განმარტებით, ამასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იქნება.  ამასთან, მეუფე მრევლს მოუწოდებს, დაემორჩილონ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და დარჩნენ სახლში.  “რაც შეეხება ღვთისმსახურებას, წმინდა ზიარების მიღებას, საეკლესიო წესებში მონაწილეობას, ეს არის ის, რითიც ცოცხლობს…

მეტი...

ფოთში, 49 ადამიანი თვითიზოლაციაში, 6 კი კარანტინში იმყოფება

ფოთში ახალი კორონავირუსის პრევენციის ღონისძიების ფარგლებში 49 ადამიანი თვითიზოლაციაში, 6 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება. “დღეს დაემატა 6 შემთხვევა, აქედან ერთი კარანტინის სივრცეში იქნა გადაყვანილი, რადგან თვითიზოლაციის პირობები არ ჰქონდა და როგორც კი ჩამოვიდა ისრაელიდან, საგანგებო სიტუაციების მართვამ, მაშინვე გადაიყვანა აჭარაში კარანტინის პირობებში. დანარჩენები ნიგერიიდან და თურქეთიდან ჩამოვიდნენ. ჯამში 49 ადამიანია თვითიზოლაციაში, 6 კი კარანტინში. ყველას მდგომარეობა ნორმალურია, რეჟიმის დარღვევის ფაქტს არ ჰქონია ადგილი და ჯერჯერობით სიმშვიდეა,” – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მეტი...

“აუცილებელია, გეგმური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში” – დაავადებათა კონტროლის ცენტრი

გეგმურ ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პრინციპულად აუცილებელია, გეგმური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში. „ძვირფასო მშობლებო, არსებული სიტუაციის აქტუალობიდან და თქვენი მრავლობითი შეკითხვებიდან გამომდინარე, გიზიარებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პოზიციას ბავშვთა გეგმიურ ვაქცინაციის ჩატარებასთან დაკავშირებით: პრინციპულად აუცილებელია (!) გეგმიური ვაქცინაცია გაგრძელდეს უწყვეტად, ჩვეულ ასაკობრივ ვადებში. კორონავირუსული ეპიდემიის პირობებში ძალზე საშიშია პატარების საფრთხეში დატოვება აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი დაცვის გარეშე. თქვენი იმუნიზაციით მომსახურების უსაფრთხოების გაზრდის მიზნით პოლიკლინიკებს და დაწესებულებებზე, სადაც ტარდება გეგმიური ვაქცინაცია გაცემულია მითითება, რომ აცრის ვიზიტისთვის თქვენთან წინასწარ შეთანხმდეს (სატელეფონო ან წერილობითი სახით) ზუსტი…

მეტი...

ქუთაისში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებისთვის პროდუქტები გროვდება

ქუთაისში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებისთვის აუცილებელი საკვები პროდუქტები გროვდება. აქციაში ქალაქში მოქმედი კერძო კომპანიები ჩაერთნენ.  მოხალისეთა გუნდის წევრები მარტოხელა მოქალაქეებს ნობათს სახლებში მიუტანენ. სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი სპორტის სასახლეში მაღაზიათა ქსელმა „ფემილიმ“, „ლიდერფუდმა“, „მაგნიტმა“, შპს „მზიურმა“ და შპს „არგომ“, ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ მიიტანეს, რომელმაც არდადეგების გამო ადრე შეძენილი ხილის და ბოსტნეულის გამოყენებაც ბაღებში ვეღარ მოასწრო. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებისთვის პროდუქტების დარიგება ხვალიდან დაიწყება.  ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში თავი დაუცველად არავინ უნდა იგრძნოს. „ადამიანებისთვის უმნიშვნელოვანესია იმის დანახვა, რომ…

მეტი...

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 253-მდე გაიზარდა

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, რუსეთში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 253-მდე გაიზარდა. „კოვიდ-19“ რუსეთის ცხრა რეგიონში გამოვლინდა. „ბოლო 24-საათში რუსეთში, ქვეყნის ცხრა რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა აღირიცხა. ამაჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 253-ია“, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში. 54 ახალი შემთხვევიდან 33 მოსკოვში აღრიცხეს. ამასთან, ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ საავადმყოფოდან გაეწერა შვიდი პირი

მეტი...

“ეს სასჯელია სიცოცხლის, ბედნიერების, ტკივილის ვერ შემჩნევის გამო” – გიორგი კეკელიძე კორონავირუსზე

“შეიცვლება რამე? ვერ გიპასუხებთ. ადამიანის განსაზღვრა წარმოუდგენელი რამეა. ან ეგებ შეიცვალა უკვე. ძალიანაც შეიცვალა. მე მინდა, რომ შეიცვალოს.” – ასე ეხმაურება მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე კორონავირუსის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. “მორწმუნესთვის ეს სასჯელია რწმენის სიმცირის გამო. ურწმუნოსთვის ეს სასჯელია ფიქრის ნაკლებობის გამო. მოგზაურისთვის ეს სასჯელია გზების გამოტოვების გამო. მდიდირისთვის ეს სასჯელია გადარაზული ფულის საცავის გამო. მკითხველისთვის ეს სასჯელია წაუკითხავი წიგნების გამო. შეყვარებულისთვის ეს სასჯელია დავიწყებული კოცნის გამო. მტრისთვის ეს სასჯელია დავიწყებული პატიების გამო. ადამიანისთვის ეს სასჯელია სიცოცხლის ვერ შემჩნევის გამო. სიხარულის ვერ შემჩნევის გამო. ტკივილის ვერ შემჩნევის გამო.…

მეტი...

“ტრამპმა რაც გუშინ თქვა, ჩვენ თვენახევარია, ვაკეთებთ, ამის გამო პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში” – თენგიზ ცერცვაძე

“ტრამპმა რაც გუშინ თქვა, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ, ამის გამო პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტრამპმა გასცა ბრძანება, პრეპარატი “პლაქვენილი” დაუშვას გამოსაყენებლად. „მოხდა საინტერესო რამ, გუშინ გამოქვეყნდა ფრანგების რეკომენდაციები, სადაც მათაც „პლაქვენილი“ დაასახელეს ამ დაავადების, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ. კიდევ მოხდა უფრო მნიშვნელოვანი რამ, ტრამპმა, იცით მისი ექსტრავაგანტულობა, სწრაფი მოქმედებები, ის გამოვიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ს ოფიციალურ რეკომენდაციებს და ექსპერტების რჩევისა და ექსპერტებთან გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, როგორც პრეზიდენტი, თავის თავზე იღებს, რომ ეს მედიკამენტი, „პლაქვენილი“ პრეზიდენტის ბრძანებით დაუშვას გამოსაყენებლად, მისი…

მეტი...

ნიცაში კომენდანტის საათი გამოაცხადეს

ნიცაში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. ფრანგული მედიის ცნობით, კომენდანტის საათი დღეს, 20 მარტს 20:00 საათიდან შევა ძალაში. „დღეს 20:00 საათიდან დაიხურება ყველა მაღაზია და აფთიაქი. სახლიდან გასვლის მიზეზი არავის ექნება. მოქალქეები გარეთ არ გავლენ, გამონაკლისი იქნება სპეციალური პერსონალი, რომელიც კომენდანტის საათის დროს იმუშავებს და მოხუცებს და დაუცველ ადამიანებს საკვებით მოამარაგებს“, – განაცხადა ესტროზიმ. როგორც ცნობილი, ნიცის მერი თავადაც კორონავირუსით არის ინფიცირებული და ის ამჟამად თვითიზოლაციაშია.

მეტი...

ხვალიდან, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა შეჩერდება

2020 წლის 21 მარტიდან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა შეჩერდება; განხორციელდება მხოლოდ „საქართველოს ავიახაზების“ რეისები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამონაკლისი იქნება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც განხორციელდება „საქართველოს ავიახაზების“ მიერ და რომელიც კოორდინირებული იქნება საქართველოს მთავრობასთან. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული. საქართველოს ყველა მოქალაქე და ასევე ის მოქალაქეები, რომლებზეც ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არსებული შეზღუდვის გამონაკლისი, განურჩევლად წარმომავლობის ქვეყნისა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში და მათ მიმართ გადაწყვეტილებები არსებული პროცედურების შესაბამისად იქნება მიღებული. ამასთან, გადაწყდა, რომ უკეთესად მართვის შესაძლებლობის მიზნით, სახმელეთო-სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან სიახლოვეს…

მეტი...

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სოციალურ ქსელში სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენებას იწყებს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სოციალურ ქსელში სპექტაკლების ჩანაწერების ჩვენებას იწყებს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დიმიტრი ხვთისიაშვილის თქმით, დღეიდან, ყოველდღიურად თეატრი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი ორი სპექტაკლის ჩანაწერს აჩვენებს. სპექტაკლების შესახებ ინფორმაცია კი ყოველდღიურად განახლდება. „20 მარტი მსოფლიო საბავშვო თეატრების საერთაშორისო დღეა. მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩართულია მსოფლიო საბავშვო თეატრების ფერხულში. აქედან გამომდინარე, ჩვენც აღვნიშნავთ დღევანდელ დღეს. თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ამ თარიღის ფართო აღნიშვნის არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია. გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ სოციალური ქსელი და ჩვენი პატარებისათვის და მოზარდთათვის გიჩვენებთ ორი სხვადასხვა ასაკის მაყურებელზე გათვლილ გათვლილ წარმოდგენას. დღეს ჩვენ ვიწყებთ ქართული ხალხური…

მეტი...

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით, ონლაინ კონსულტაციები იწყება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები იწყება. საქართველოს შესაბამისი საელჩოს ფეისბუქ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, ექიმი უპასუხებს შეკითხვებს, რომელსაც მაყურებლები დაუსვამენ კორონავირუსთან დაკავშირებით. “საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები იწყება. მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც დიდია საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, საქართველოს შესაბამისი საელჩოს ფეისბუქ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ-ინფექციონისტის პირდაპირი ჩართვა, რომელიც ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს უპასუხებს. პირველი ასეთი ონლაინ-კონსულტაცია გაიმართება დღეს – 2020…

მეტი...

კორონავირუსის გამო, საქართველოში პირველი დისტანციური სასამართლო პროცესი ჩატარდა

საქართველოს გენერალური პროკურორის ინფორმაციით, საქართველოში გუშინ პირველი დისტანციური სასამართლო პროცესი გაიმართა, რაც პროცესის ყველა მონაწილის ჩართვას გულისხმობს სპეციალური პროგრამის დახმარებით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მხარეები ვიდეო კონფერენციაში ერთდროულად ჩაერთონ. პროკურორებს შესაძლებლობა ექნებათ დისტანციურ სასამართლო სხდომებში მონაწილეობა მიიღონ პროკურატურის ნებისმიერი ოფისიდან. სასამართლო პროცესებზე დისტანციურად ჩაერთვებიან ადვოკატები და პროცესის სხვა მონაწილე პირები, ასევე სათანადო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის საშუალებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული ბრალდებულები. “კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარების ფარგლებში, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის შეუფერხებლად წარმართვას და ასევე აღნიშნულ პროცესში ჩართული მხარეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებას გულისხმობს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კონკრეტულად, გუშინ უკვე გაიმართა პირველი დისტანციური…

მეტი...

„ახალი პაციენტების შემთხვევაში 10 დღის შემდეგ იყო ვირუსის გამოვლენა“ – ეკატერინე ტიკარაძე

„სასიამოვნოა ის, რომ დღევანდელი პაციენტები არ იმყოფებოდნენ კონტაქტში სხვა ადამიანებთან“ – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძის ინფორმაციით ახალი დაინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია. „არის შემთხვევები, როდესაც 7 – 8 დღეში ხდება ვირუსის დადგენა, ახალი პაციენტების შემთხვევაში 10 დღის შემდეგ იყო გამოვლენა. აქ სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მათ ხშირი კონტაქტი არ ჰქონიათ სხვებთან. დგინდება ის ჯგუფი ვინც მათთან ერთად მგზავრობდა.“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეგახსენებთ, რომ ახალი ინფიცირებულების შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და ამერიკაში იმოგზაურეს. ამჟამად ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფებიან, სპეციალისტები მათ მდგომარეობას…

მეტი...

საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინე ზონაში იქნება გადაყვანილი

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოსული ყველა მოქალაქე საკარანტინე ზონაში იქნება გადაყვანილი. “მინდა ხაზი გავუსვა და გაცნობოთ, რომ ყველა მოქალაქე, რომელიც შემოდის საქართველოში თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყანაში შემოდიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოემგზავრებიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინე ზონაში და იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ. შესაბამისი პროცედურების გათვალსიწინებით იქნება მათ მიმართ გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...

“3-4 დღეში კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები” – ამირან გამყრელიძე

“იცით, რა სტანდარტიც არის გაწერასთან დაკავშირებით, რომ 24 საათში ზედიზედ ორჯერ ადამიანს PCR ტესტი უნდა ჰქონდეს უარყოფითი. მე არ მინდა, რომ შევცდე, მაგრამ დარწმუნებულები იყავით, რომ მომავალ 3-4 დღეში კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის ინფიცირების 43 შემთხვევაა, აქედან – 1 გამოჯანმრთელდა.

მეტი...

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გამოცხადებასთან დაკავშირებით

ადამიანის უფლებათა ცენტრი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ” საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველია ბუნებრივი ან ტექნოლოგიური კატასტროფა ან ეპიდემია, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. საქართველოს კონსტიტუციით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატება საგრძნობლად გაიზრდება და ვირუსის მასობრივი გავრცელების საფრთხე რეალური იქნება.დღეისათვის მთავრობა ისედაც ატარებს რამდენიმე შემზღუდველ ღონისძიებას, რაც შეიძლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას არსებობდეს, მაგრამ ოფიციალურად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ არის. სხვა ქვეყნების პრაქტიკას თუ გადავხედავთ, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,…

მეტი...

“სოციალური დისტანცირება ჩაითვალა როგორც ყველაზე მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელების” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სოციალური დისტანცირება არის ეპიდემიის შეკავების მთავარი მექანიზმი. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მონიტორიგზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს. „პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის, რომ რა ნაბიჯებიც ქვეყანამ დღემდე გადადგა, მხედველობაში მაქვს ინფექციის შეკავებასთან და ეპიდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი სწორია და განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ამ შეკავების მექანიზმების აღსრულებასა და მის მონიტორინგზე, თუ რამდენად სწორად ხდება აღსრულება იმისა, რასაც მთავრობა დღეს ადგენს და რეკომენდაციას აძლევს მოსახლეობას. მხედველობაში მაქვს სასწავლო პროცესისა და ფრენების შეწყვეტა, მთელი რიგი დაწესებულებების მუშაობის შეჩერება, არის ეს…

მეტი...

რატომ არ უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა

„მსოფლიოში და საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში რიგი შეზღუდვები დააწესა, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების ფუნქციონირება და ზოგიერთი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დროებით შეწყდა. ასობით მოქალაქე რჩება კარანტინში და სამართალდამცავი ორგანოები მკაცრად აკონტროლებენ კარანტინის პირობების შესრულებას. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიღებული ზომები არასაკმარისია და რომ მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 მარტს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ “პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, შევძლებთ რამდენიმე…

მეტი...

თბილისის მერიასა და წითელი ჯვრის საზოგადოებას თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„თბილისის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს თბილისის მერის მაოდგილე ილია ელოშვილმა და წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ მოაწერეს ხელი“ – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. როგორც ჰანცხადებაშია ნათქვამი, მიზანი ქალაქ თბილისის მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და ვირუსით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით, უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა.  მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერიის ბაზაში რეგისტრირებული მოხალისეები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადდებიან. წითელი ჯვრის საზოგადოება მოხალისეებს ასევე, მერიის სხვადასხვა საქმიანობის დროს პირადი უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით გადაამზადებს. თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, რომ უფასო…

მეტი...

“ჩვენ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ” – კახა კალაძე

კახა კალაძის ინფორმაციით მიმდინარეობს მსჯელობა, სახელმწიფოს მხრიდან რა დახმარებები განხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით. ქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას მიმართა. „დღეს ვიმყოფებით განსაკუთრებულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და ჩვენი არსებული მდგომარეობა გავლენას იქონიებს ჩვენს ეკონომიკაზე, ისევე როგორც მსოფლიო ეკონომიკაზე. ჩვენ არავის დავტოვებთ ამ პრობლემების პირისპირ, შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ამაზე უკვე დაწყებულია მუშაობა. თქვენ იცით, რომ არსებობს საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. მიმდინარეობს ყოველდღიური მსჯელობები და თუ რა დახმარებები იქნება ეკონომიკური მიმართულებით იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესს და ადამიანებს, ეს ყველაფერი იქნება გაჟღერებული“,- განაცხადა კალაძემ.

მეტი...

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, დამაკმაყოფილებელია. როგორც კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. „ეს ადამიანები შემოიყვანეს 14 რიცხვში. ოჯახური შემთხვევაა. საბედნიეროდ, მათ მაღალი მოქალაქეობრივი თითშეგნება გამოავლინეს. ადამიანები ნამყოფები არიან საზღვარგარეთ, რომლის შემდგომაც ჩამოვიდნენ ქვეყანაში და თავისივე ინიციატივით გავიდნენ თვითიზოლაციაში. ვიცით, საიდან არის წყარო და ვიცით კონტაქტების შესახებ. მინიმალური კონტაქტები არსებობს. ადამიანები საბედნიეროდ, კარგად არიან და ჩვენც მზად ვართ, გავაგრძელოთ მკურნალობა. სიმპტომებიდან გამოხატული იყო ტემპერატურის ზომიერი მატება და ამ შემთვევაშიც მკურნალობის ფონზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მიდის მკურნალობა დანიშნულების მიხედვით“, – აღნიშნა კახა…

მეტი...

სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის დახურვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება სავალუტო ჯიხურებს არ ეხება

მთავრობის გადაწყვეტილება, სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტის დახურვასთან დაკავშირებით, სავალუტო ჯიხურებს არ ეხება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებსნ, სავალუტო ჯიხურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. ცნობისთვის, ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სააფთიაქო ქსელისა, სასურსათო მაღაზიებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საბანკო განყოფილებებისა და საფოსტო გზავნილების ქსელისა.

მეტი...

„ჯორჯიან ეარვეისი“ მზადაა, ევროპის ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ჩარტერული რეისები შეასრულოს

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, ავიაკომპანია მზადაა, რომ მთავრობის თანხმობის და მხარდაჭერის შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყნიდან შეასრულოს ჩარტერული რეისები უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად. მისი თქმით, ავიაკომპანია დროებით მხოლოდ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს ევროპის ქვეყნებიდან. „მთავრობის მითითებით, „ჯორჯიან ეარვეისი“ დროებით წყვეტს რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით. შესრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები საქართველოს მთავრობის მითითებითა და ხელშეწყობით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების გამოსაყვანად. „ჯორჯიან ეარვეისი“ მზადაა ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თუ საქართველოს მთავრობის თანხმობა და ხელშეწყობა იქნება. ასევე კომპანია მზადაა ინდივიდუალური შეკვეთებითაც შეასრულოს ჩარტერული რეისები საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში ჩამოსაყვანად “, – აღნიშნა ბოკერიამ.

მეტი...

“საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ მოქალაქეების მხრიდან ადგილი ექნება გადაცდომებს” – გიორგი კახიანი

“მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან იყოს იმგვარი დამოკიდებულება, რომ არა კანონის ძალით და იძულებით ვმოქმედებდეთ, არამედ – ჩვენი თვითშეგნებით” – ამის შესხებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება მეტი ბერკეტი, რომ მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ მოქალაქეების მხრიდან ადგილი ექნება გადაცდომებს, ხელისუფლებას ექნება მეტი ბერკეტი, რათა აუცილებელი ზომები მიიღოს. ამიტომ ამ თვალსაზრისით საგანგებო მგომარეობის გამოცხადებამ ბევრი საკითხი, შესაძლოა, სხვაგვარად გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის მხრიდან იყოს იმგვარი დამოკიდებულება, რომ არა კანონის ძალით და იძულებით ვმოქმედებდეთ,…

მეტი...

“პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, ეკონომიკის დამატებითი სტიმულირებისთვის” – ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, რომ მათ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, დამატებით განსაზღვრული ახალი გეგმები, ახალი სტიმულირების პაკეტის შემუშავება ბიზნეს და საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, რომ კორონავირუსის გამოწვევას ეფექტურად გაუმკლავდნენ. „პრემიერ-მინისტრმა დავალება მისცა ეკონომიკურ გუნდს, რომ მათ წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელიც განხორციელდება დამატებით, გარდა იმ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა ჩვენს ქვეყანაში. დამატებით უნდა განისაზღვროს ახალი…

მეტი...

“შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ძალიან ბევრი უხარისხო ფეიკტესტი“ – პაატა იმნაძე

საგანგებო ბრიფინგზე პაატა იმნაძე გამოეხმაურა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ვაშაძე მზად არის მთავრობას სწრაფი ტესტების შემოტანაში დაეხმაროს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი მალდობელი ვიქნებით კერძო სექტორში ყველასი, ვინც შეძლებს და შემოიტანს ტესტებს, რომელიც პირველ რიგში ვალიდური იქნება. სამწუხაროდ, მე პირადად უკვე გავეცანი მსოფლიოდან 15 თუ 16 მწარმოებლის ტესტებს, რომელთა უმრავლესობაც არავითარ შემთხვევაში, იმ ელემენტარულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რასაც ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს. ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოგახსენათ, რომ მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიდის. როცა ქვეყანა გაძლევს რაღაც ტესტს, ამას სხვა გარანტია აქვს, როცა ბაზარზე მოიპოვებ რაღაც ტესტს, მას ძალიან…

მეტი...

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

სწრაფ ტესტებს საქართველო ჩინეთიდან და კორეიდან მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით ტესტები საჩუქრად ჩინეთის რესპუბლიკამაც გამოყო. „ჩვენ გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი. ჩინეთის რესპუბლიკამ გამოყო საჩუქრად 1000 ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში. ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება სწრაფი ტესტირება იმ პირებზე, რომლებზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში. ასევე წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ჩვენ ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის…

მეტი...