“ქვეყანა მზად არის, გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს” – პრემიერი

“ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. თუმცა, როგორც გახარიამ აღნიშნა, პრეზიდენტთან შეთანხმებით, მათ გადაწყვიტეს, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, შეძლებენ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას. „ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და ჩვენი მედიკოსები, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული,…

მეტი...

“განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა” – გიორგი გახარია

“დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, თუ კი ამის საჭიროება დადგება, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა, განიხილეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით.  „დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაწყვეტილების მიღებას, შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და როგრც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის,…

მეტი...

“აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დროებით იხურება” – გიორგი გახარია

საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა დაიხურება. გადაწყვეტილება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ცოტახნის წინ მიიღეს.  “ეს იქნება დროში შეზღუდული, ეს არის აუცილებელი ნაბიჯი, რომ ჩვენ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ. როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგა.

მეტი...

„ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის შესაბამისმა სამსახურმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა „მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ მედიკამენტმა, „ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. დონალდ ტრამპის განმარტებით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახურმა ამ მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა. მისივე თქმით, პრეპარატი თავდაპირველად გამოიყენება დამხმარე დანიშნულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებს შეუძლიათ მოითხოვონ ამ ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენება პაციენტებზე, ხოლო შემდეგ სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახური შეძლებს შეაგროვოს მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

მეტი...

საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

კორონავირუსის პრევენციისთვის 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის, განცხადებას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, უპირველესი პრიორიტეტი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრების დაცვაა.  როგორც მინისტრი ამბობს, ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. ღარიბაშვილის თქმით, ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. „ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დაცვაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და 21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის…

მეტი...

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომას პრეზიდენტიც ესწრება

ამ წუთებში, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომას მართავს. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებიან. სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარია განცხადების გააკეთებს.

მეტი...

“ყველას გადარჩენა არ გამოგვდის, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ” – იტალიელი ქირურგის სულისშეძვრელი მიმართვა

იტალიაში, ბერგამოს საავადმყოფოს ქირურგი დანიელე მაკინი სულისშემძვრელ წერილს აქვეყნებს, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ: „ახლა დუმილი უპასუხისმგებლობაა, ამიტომ მინდა გავაგებინო ადამიანებს, რას განვიცდით ამ პანდემიურ დღეებში ბერგამოში. მესმის, რომ პანიკა საჭირო არ არის, მაგრამ ვკრთები, როდესაც ადამიანები ჩივიან, რომ სპორტდარბაზებში ვეღარ დადიან და ვერც საფეხბურთო ტურნირებს ესწრებიან. შესაძლო ეკონომიკური ზარალის მასშტაბებსაც ვაცნობიერებ, მაგრამ მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო ის ზარალი, რაც შეიძლება ადამიანების ჯანმრთელობას მიადგეს მთელ ქვეყანაში. COVID 19: ვითარება უკიდურესად მძიმეა – იტალია ჩინეთს დახმარებას სთხოვს გასულ კვირაში გაოცებული ვაკვირდებოდი მთელი ჩვენი საავადმყოფოს რეორგანიზაციას, როდესაც მტერი (COVID-19) ჯერ კიდევ არ იყო…

მეტი...

“დღეს დილით აღებული 10 ტესტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდგინდა” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დილით აღებული 10 ტესტიდან კორონავირუსი არცერთ პაციენტს არ დაუდგინდა. ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან 15 პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომელიც გვიან ღამით გახდება ცნობილი. “80 წელზე უფროსი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. ასაკთან ერთად, მას ნერვოლოგიური დაავადება აქვს. მიუხედავად სწორი მკურნალობისა, მოსალოდნელია დაავადების გართულება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება გადავრჩეთ. კიდევ ორი პირის მდგომარეობა, რომლებზეც ვამბობთ, რომ შედარებით რთული პაციენტები არიან, სტაბილურია, დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება. თუმცა თითოეულ მათგანთან შესაძლოა იყოს დაავადების გართულება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

საქართველოში, დღეს 10 ათას ტონაზე მეტი ხორბალი შემოვიდა

დღეს ბათუმის პორტში ხორბლით დატვირთული ორი გემი შემოვიდა. თითო გემზე სამი ათასი ტონა ხორბალი იყო განთავსებული. ბათუმის გარდა, კიდევ ერთი გემი შევიდა ფოთის პორტშიც, რომელზეც 3000 ტონა ხორბალი იყო განთავსებული. საზღვაო ტრანსპორტის გარდა, მარცვლეული სარკინიგზო გზითაც შემოვიდა საქართველოში და ამჟამად გორში მიმდინარეობს ჩამოტვირთვა. შესაბამისად, ჯამურად საქართველოში დღეს 10 500 ტონა ხორბალი შემოვიდა. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას ინფორმაციით, ქვეყანაში მარცვლეული სატრანსპორტო გზითაც შემოდის, თუმცა უამინდობის გამო, ლარსის გამშვებ პუნქტზე ტრაილერების გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

მეტი...

მონაკოს პრინცს კორონავირუსი დაუდგინდა

“ბიბისი” მონაკოს სამეფოს სასახლეზე დაყრდნობით წერს, რომ მონაკოს პრინცს, ალბერ მეორეს კორონავრუსი დაუდგინდა.  მედიის ინფორმაციით, პრინცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეშფოთების მიზეზს არ წარმოადგენს. სამეფო სასახლის განცხადებით, 62 წლის პრინცი ალბერი მუშაობას სახლიდან განაგრძობს.აღსანიშნავია, რომ სამი დღის წინ კორონავირუსი მონაკოს სახელმწიფო მინისტრს სერჟ ტელეს დაუდგინდა

მეტი...

ქართველებს, ვისაც ავსტრიაში ყოფნის ვადა ეწურებათ და ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ, სამომავლოდ სავიზო პრობლემები არ შეექმნებათ

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ავსტრიაში დროებითი ყოფნის ვადა ეწურებათ და უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ დროში ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ, ავსტრიის ტერიტორიიდან გასვლისას არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ. ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს საელჩო, ვენის სამხარეო პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ავსტრიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გაგაცნობთ ვენის სამხარეო პოლიციის განცხადებას, რომლის თანახმად, ავსტრიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ავსტრიაში დროებითი ყოფნის ვადა ეწურებათ და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლეს მოკლევადიანი ვიზით ან/და 90 დღიანი უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ დროში ქვეყნის დატოვება, ავსტრიის ტერიტორიიდან გასვლისას არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ. ვრცელი ინფორმაციისთვის, იხილეთ ვენის სამხარეო პოლიციის განცხადება: https://www.polizei.gv.at/ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით…

მეტი...

სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე მაღაზია პირველ აპრილამდე იხურება

შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბიზნესასოციაციაში მიიღეს გადაწყვეტილება, სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე მაღაზია პირველ აპრილამდე დაიხუროს.  ასოციაციაში ამბობენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ სახელმწიფო ორგანოებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით და მინიმალური დანაკარგით გამოვიდნენ არსებული რთული ვითარებიდან. “მეოთხე და მეხუთე გადადებები ვიცით, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს და არ გვინდა ჩვენი თანამშრომლები რისკის ქვეშ დავაყენოთ. ვალდებულება გვაქვს თანამშრომლების მიმართ და ამ ვალდებულებას ჩვენ პირველ აპრილამდე შევასრულებთ. ამისთვის ბანკის რესურსი გვჭირდება და ბანკები გვეხმარებიან, მაგრამ ის, რომ გავაგრძელოთ მომავალ თვეებში, დაგვჭირდება მთავრობის დახმარება.  შევქმენით საინიციატივო ჯგუფი და მზად ვართ, მთავრობასთან ერთად ვისაუბროთ, რა იქნება საუკეთესო გამოსავალი, როგორც მოსახლეობისთვის,…

მეტი...

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არის სტაბილური და საიმედო”, – ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეუღლე, ანა ჯაბაური ავრცელებს. ცოტნე გამსახურდიას მეუღლე სოციალურ ქსელში წერს, რომ ნელ-ნელა უმჯობესდება როგორც მოტორული, ასევე კოგნიტური ფუნქციები: “კორონავირუსით შექმნილი განსაცდელის მიუხედავად, ცოტნეს ჯანმრთელობის მიმართ ინტერესი არ ნელდება, რის გამოც უღრმეს მადლობას მოგახსენებთ. ცოტნეს მდგომარეობა არის სტაბილური და საიმედო. ნელ-ნელა უმჯობესდება როგორც მოტორული, ასევე კოგნიტური ფუნქციები – აამოძრავა ოთხივე კიდურის თითები, შეუძლია ხელის მოხრა ორივე იდაყვის სახსარში, აღუდგა ყლაპვის ფუნქცია, უფრო მეტი გულმოდგინებით ასრულებს მარტივ დავალებებს. ჯერჯერობით წინ მხოლოდ მოკრძალებულ ნაბიჯებს ვდგამთ, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება მისი გადაყვანა ევროპის საუკეთესო სარეაბილიტაციო…

მეტი...

აჭარაში მცხოვრებ 6000-ზე მეტ პირზე სასურსათო პროდუქტები გაიცემა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, აჭარაში მცხოვრებ 6000-ზე მეტ პირზე სასურსათო პროდუქტები გაიცემა. მისი თქმით, მომზადდება სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში 100 000 ქულამდე რეგისტრირებულ ოჯახებზე. „ამ კატეგორიაში დღეს აჭარაში 6000-ზე მეტი მოქალაქეა. მივიღეთ გადაწყვეტილება, სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს შესაბამისი ბიუჯეტი და აღნიშნული სასურსათო კალათა გადაეცეთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ერთიან ბაზაში ფიქსირდებიან და აქვთ 100 000 ქულამდე. მიწოდება განხორციელდება საჯარო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურების, აჭარის ახალგაზრდული ცენტრის, ჩვენი მოხალისეების თანამონაწილეობით. დარიგების პროცესიც მოხდება შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით“ , – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მეტი...

ჩინეთში სპილოები სოფელში შეიპარნენ, მაჭარი დალიეს და ჩაის პლანტაციაში მთვრალებს ჩაეძინათ

იზოლაციისა და კარანტინის ფონზე, ჩინეთში, იუნანის პროვინციის ერთ-ერთი სოფელში 14 აზიური სპილო სიმინდის ყანებში შეიპარა. საკვების ძიებაში სპილოები სიმინდის მაჭარს წააწყდნენ და 30 ლიტრამდე დალიეს. ცოტა ხანში, სპილოებმა შორიახლოს მდებარე ჩაის პლანტაციებში გადაინაცვლეს, სადაც მთვრალებს ჩაეძინათ. 

მეტი...

“მზად უნდა ვიყოთ, რომ შესაძლოა, პიკი თუნდაც ივლისში გვქონდეს” – თენგიზ ცერცვაძე

„არავინ იცის, როდის იქნება ვირუსის გავრცელების პიკი, რადგან ეს არის ახალი ვირუსი და მისი ბუნება როგორია, დამერწმუნეთ, არავინ იცის”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.  ცერცვაძის განმარტებით, შესაძლოა, კორონავირუსმა სულ სხვა თვისებები გამოამჟღავნოს და ვირუსის გავრცელების პიკი არა მარტში, არამედ ივნისში ან თუნდაც ივლისში იყოს. .”არის მხოლოდ ვარაუდები და მსჯელობენ პრეცედენტებით გრიპის ეპიდემიის მიხედვით. გრიპის ეპიდემია მეორე პიკს, პირველი ნოემბერ-დეკემბერში იყო, აღწევს თებერვალ-მარტში და აპრილიდან ის ხდება მილევადი, ანუ იწყება ეპიდემიის დაღმავალი ტალღა. ექსპერტთა ნაწილს აქვს იმედი და ყველას ასე გვინდა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მოიქცეს ისე, როგორც…

მეტი...

ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გონება დაკარგა (ვიდეო)

ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი ბრუნო ბრუინსი, პარლამენტის სხდომაზე, სადაც კორონავირუსის თემას განიხილავდნენ, ცუდად გახდა და გონება დაკარგა. მოგვიანებით ბრუნო ბრეინსმა ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი შეუძლოდ გახდომის მიზეზი დატვირთული სამუშაო კვირა გახდა.

მეტი...

#დარჩისახლში – გურამ კაშია აქციას უერთდება (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია აქციას #დარჩისახლში უერთდება და instagram-ის პირად გვერდზე სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. მთავ­რო­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შემ­დეგ სახ­ლში დარ­ჩე­ნის­კენ საზოგადოება ერ­თმა­ნეთს უკვე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­უ­წო­დებს. და­ი­წყო კამ­პა­ნია #დარ­ჩი­სახ­ლში, რო­მე­ლსაც ათა­სო­ბით ადა­მი­ანი შეუერთდა.

მეტი...

მთავრობისა და ჯანდაცვის სახელით გაგზავნილ ცრუ SMS-ებთან დაკავშირებით, სუს-ი განცხადებას ავრცელებს

მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს სახელით გაგზავნილ ცრუ SMS-ებთან დაკავშირებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოკითხულია ათეულობით მოწმე და მიმდინარეობს ცრუ შეტყობინებების გავრცელებაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა: “2020 წლის 16 მარტს, საქართველოს მთავრობამ, შპს “მაგთიკომის”, სს “სილქნეტის” და შპს “ვიონი საქართველოს” მეშვეობით, მოქალაქეებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინებები გაუგზავნა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ, პირთა ჯგუფმა, საქართველოს რიგ მოქალაქეებს, “მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ. აღნიშნული ქმედებით, ისინი შეეცადნენ მსოფლიოში გამოცხადებული…

მეტი...

თბილისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემა დაიწყო

თბილისის მერის ინიციატივითა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, დედაქალაქის საჯარო ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო. პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე N92 ბაგა-ბაღში გაეცნო. კახა კალაძემ ბაღების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.  „დიდუბის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საბავშვო ბაღში საკვების გაცემის პროცესს გავეცანით. ჩვენი გადაწყვეტილებით, არამალფუჭებადი, დაფასოებული პროდუქტები აღსაზრდელების  მშობლებს გადაეცემათ. ეს არის ის რაციონი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში უნდა მიეღოთ ჩვენს…

მეტი...

კერძო კლინიკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები საკუთარ კლინიკებში მიიღონ

“საქართველოში არსებული კერძო კლინიკების ხელმძღვანელები მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს გვერდით დაუდგნენ და კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები საკუთარ კლინიკებში მიიღო”ნ, – ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, დღეს კერძო კლინიკების ხელმძღვანელ პირებს ესაუბრა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე, ძირითად დატვირთვას მიიღებენ სახელმწიფო კლინიკები და ამ მიზნით, უკვე მომზადებულია რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება. თუმცა, ვინაიდან ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების ეტაპზე, შესაძლოა დადგეს დამატებითი საწოლების ფონდის მოძიების აუცილებლობა, რაშიც კერძო სექტორის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კერძო კლინიკების წარმომადგენლებმა დაადასტურეს სრული მზაობა, გამოყონ კლინიკები, როგორც თბილისში, ისე მათ შორის რეგიონულ ცენტრებში,…

მეტი...

გენერალური პროკურორის მოადგილედ ნათია მერებაშვილი დაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში  საკადრო ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, გენერალური პროკურორის მოადგილედ ნათია მერებაშვილი დაინიშნა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” უწყებიდან აცნობეს, მანამდე ნათია მერებაშვილს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. “საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებისა და განვითარებისკენ”, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

მეტი...

“სასურსათო მარაგები გვაქვს და ფასის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს” – ლევან დავითაშვილი

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში მივაწოდოთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ როგორც სასურსათო მარაგებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც ვახორციელებთ იმისათვის, რომ არ იყოს მიწოდებაში შეფერხება, ფასები იყოს ადეკვატური და ხელმისაწვდომი”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით საგანგებო მექანიზმზე მუშაობა მიმდინარეობს, რომლითაც 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასები გაკონტროლდება. მინისტრის თქმით, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო. “ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში გადავაზღვევთ განსხვავებას კონკრეტული ფასიდან და…

მეტი...

“საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საავიაციო და საჰაერო თავდაცვის სფეროში, კიბერთავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში” – ნატოს ანგარიში

2019 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებისთვის დატვირთული იყო, – ამის შესახებ ნატოს 2019 წლის ანგარიშში წერია. ანგარიშის თანახმად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული თანამშრომლობა გაიზარდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საქართველოსთვის დახმარების გაწევას ნატოში საბოლოოდ გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. „აღნიშნულის ფარგლებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საავიაციო და საჰაერო თავდაცვის სფეროში, შეძენის შესახებ გამჭვირვალე კანონმდებლობის შემუშავებაში, კიბერთავდაცვისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებაში“, – აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ნატომ გააძლიერა საქართველოს მხარდაჭერა საზღვაო უსაფრთხოებისა და პორტების დაცვის სფეროში. ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრმა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ…

მეტი...

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ” 2020 წლის 19 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1564 შეადგინა”,-აღნიშნულია სებ-ია განცხადებაში.

მეტი...

“სოციალური დისტანცირების ღონისძიებები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსაც უნდა შეეხოს, რა თქმა უნდა, საკვები ობიექტებისა და აფთიაქების გამოკლებით” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ აფთიაქებისა და კვების ობიექტების გარდა ყველა სხვა სავაჭრო დაწესებულება მომსახურების დისტანციურ რეჟიმზე უნდა გადავიდეს. შესაბამისი ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე გააჟღერა. „სამი კვირა გავიდა ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის შემოსვლიდან, ამ სამი კვირის განმავლობაში ქვეყანამ იმ ღონისძიებებით, რომელიც გატარდა და ძალიან სერიოზული ღონისძიებები გატარდა, მოვახდინეთ პრევენცია, რომ ჯერჯერობით, არ გვაქვს ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში. მაგრამ, როგორც ყოველთვის აღვნიშნავთ, შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში იქნება და ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ზრდა შემთხვევების.…

მეტი...

“კორონავირუსით დაავადებულთაგან ერთ-ერთი წლისთავზე იმყოფებოდა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის წლისთავზე ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ყველა ადამიანი, რომელიც ამ ღონისძიებას ესწრებოდა თვითიზოლაციაში იმყოფება. „რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, – განაცხადა ტიკარაძემ. საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეტი...

თბილისის მერის განცხადებას ავრცელებს

“თბილისის მერია სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, მაქსიმალურად ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას, მაქსიმალურად ითვალისწინებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს” -ამის შესახებ თბილის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. მერია მოსახლეობას რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს. “კიდევ ერთხელ მინდა, მოგიწოდოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დარგის სპეციალისტების, ექპერტების რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. დარჩით სახლში. არ გამოხვიდეთ, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. დღეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე გვქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელიც იქნა მოწონებული და პრემიერის დავალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავფრცელდება. მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების…

მეტი...

“ესპანეთში ჩვენი საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახთან”- დავით ზალკალიანი 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ  გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ესპანეთში საქართველოს მოქალაქის კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტის შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძირა. „უკვე იცით, რომ გვაქვს ესპანეთში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების სამწუხარო ფაქტი, გარდაცვლილი გახლავთ ხანდაზმული მოქალაქე, რომელსაც ჰქონდა თანმდევი სიმპტომები, ამიტომ გარკვეულწილად იყო გართულებული შემთხვევა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფაქტი მოხდა და ბუნებრივია, ვწუხვარ, ოჯახს ვუზიარებ ჩემს მართლაც გულწრფელ სამძიმარს.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.  მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი წესით სამშობლოში…

მეტი...

“მოსალოდნელია ინფიცირებულთა ზრდა, რადგან სარისკო ქვეყნებიდან ჩამოსული 2000-მდე მოქალაქე კარანტინსა და თვითიზოლაციაში გვყავს” – ეკატერინე ტიკარაძე

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა სიფრთხლე და მობილიზება საჭიროა. „მინდა საზოგადოება კიდევ ერთხელ დავამშვიდო, არ გვაქვს პანიკის საფუძველი. თუმცა არ გვქონდეს პანიკის საფუძველი არ ნიშნავს იმას, არ ვიყოთ ფრთხილად, არ ვიყოთ მობილიზებულები და არ გავითვალისწინოთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული ყველა რეკომენდაცია. ჩვენთვის აუცილებელია მივდიოთ ყველა რეკომენდაციას, შევასრულოთ ისინი მკაცრად, დავიცვათ სოციალური დისტანცირება, რათა ჩვენც სოლიდარობა გამოვუცხადოთ ექიმებს. პროგნოზი ეფუძნება პირველ რიგში, იმ ფაქტს, რომ 2000-მდე ჩვენი მოქალაქე, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში და ამ ეტაპზე რისკი მომატებულია ევროპაში საგანგაშოდ,…

მეტი...

“ვამზადებთ დამატებით საწოლებს, რომელთა რაოდენობაც 1000-დან 1500-მდე იქნება” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად, დამატებით 1000-დან 1500 საწოლამდე მზადდება. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეისათვის პაციენტების მისაღებად 500-ზე მეტი საწოლია მზად. „დღესდღეობით 500-ზე მეტ საწოლია მობილიზებული პაციენტების მისაღებად. ეს რამდენიმე ეტაპად გვაქვს დაყოფილი: პირველ ეტაპზე, გარკვეული რიცხვის ზრდის შემთხვევაში მიეწოდება ინფორმაციია მეორე ჯგუფის ჰოსპიტალებს, სადაც ჩვენ გვაქვს რეზერვი 700 საწოლი. შემდეგ გვაქვს მესამეული დონისთვის მომზადებული ჰოსპიტალები და მათაც აქვს რესურსი 700-800 საწოლი გამოყონ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების მისაღებად. ასევე, ჩვენ ვამზადებთ უკვე დამატებით საწოლებს, რომელთა რაოდენობაც იქნება 1000-იდან 1500-მდე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

„ყველა ისევ პირბადეებს კითხულობს, პასუხი – „არ მიგვიღია“ – რა ხდება ქალაქში

„მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი ეკა გულუა საკუთარ „ფეისბუქ გვერდზე“ ფოტოებსა და პოსტს აქვეყნებს და აღწერს, თუ რა ხდება თბილისის ქუჩებში. „დღეს დავტოვე მანქანა სახლში და ყველა საქმიან შეხვედრაზე ვიარე ფეხით. მოვიარე ქუჩები და საინტერესო მასალებიც კი შევაგროვე. 1.     ქუჩები თითქმის ცარიელია როგორც ხალხისგან, ისე ტრანსპორტისგან; 2.     ქალაქში ჰაერი შედარებით სუფთაა; 3.     ფეხით სიარული იდეალური განტვირთვა აღმოჩდა სახლში გადატანილი ოფისის შემდეგ.    გარდა აღნიშნულისა, მაღაზიებში ისევ ხალხმრავლობაა. ძირითადად ყიდულობენ: შაქარს, ფქვილს, კარტოფილს, წიწიბურას, ბურღულეულს, მაკარონს. თუმცა, ეს ყველაფერი მაღაზიებში არის, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფასები მომატებულია. მაგალითად, კარტოფილზე ფასის მატება 1…

მეტი...

„საჯარო და კერძო სექტორებს დაევალათ, რომ სამუშაო ადგილზე თანამშრომელთა რაოდენობა მაქსიმალურად შეზღუდონ“ – ირაკლი ჩიქოვანი

„საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა  სამსახურებრივად, სამუშაო ადგილზე გამოცხადება იქნება აუცილებელი. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისთვის“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, დამსაქმებლებმა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს, სამუშაო ადგილებზე გამოცხადება. „საჯარო სექტორს მიეცა დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა  სამსახურებრივად, სამუშაო ადგილზე გამოცხადება იქნება აუცილებელი. გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე და აბსოლუტურ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც გადაადგილება მოუწევთ იმისათვის, რომ გამოცხადდნენ სამსახურში. ანალოგიური რეკომენდაციაა გაცემული კერძო სექტორისთვის, რომ მათაც მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ საკუთარ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გამოცხადება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს, კორონავირუსის ეპიდემიაზე პირადი მოსაზრებების გამოთქმისგან თავი შეიკავონ

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს, კორონავირუსის ეპიდემიაზე პირადი მოსაზრებების გამოთქმისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ საპატრიაქროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა. ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებში

მეტი...

მიწისქვეშა გადასასვლელებში დასაქმებულები საფრთხის წინაშე არიან, ისინი იძულებულები არიან, იმუშაონ

უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ და თბილისის მერმა. თუმცა, იქნებ იმ ადამიანებსაც დავეხმაროთ, რომლის შესახებაც „მედიაცენტრი მთავარი“ აქტიურად წერს – მიწისქვეშა გადასასვლელებში მომუშავე მცირე მაღაზიები, რომელიც კერძო საკუთრებაა, მეპატრონეები ფართს კოლოსარულ თანხად აქირავებენ ხოლო დამქირავებლებს, რომლებსაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ, ნულოვან ტოლერანტობასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას უცხადებს და ახრჩობენ, რომ ქირის თანხა გადაიხადონ. მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები ერთ-ერთი რისკის ზონაა, მცირე მოვაჭრეები მაღაზიებს ვერ ხურავენ. ან, რა აზრი აქვს მუშაობას, როცა ერთი მყიდველიც კი არ შედის. „მედიაცენტრი მთავარი“ არაერთ მსგავს მცირე მეწარმეს ესაუბრა, როგორც მათ გვითხრეს უმძიმეს მდგომარეობაში არიან. „ხედავთ,…

მეტი...

“გადაწყვეტილება მივიღეთ, 3 თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე” – კახა კალაძე

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, თბილისის მერია, კორონავირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დაცვის და შექმნილ ვითარებაში მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, ღონისძიებების გატარებას განაგრძობს. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილსის მერიამ უკვე გაათავისუფლა მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან. „დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 3 თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის…

მეტი...