ოფისი, სადაც ყალბი SMS-ების გავრცელების გამო ჩხრეკა ჩატარდა, პაატა ბურჭულაძის შვილებს ეკუთვნით

ოფისიდან, საიდანაც ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ყალბი SMS-ების გავრცელების გამო ჩხრეკა მიმდინარეობდა, კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. როგორც ცნობილი გახდა, ოფისში განთავსებული კომპანიის მფლობელები პაატა ბურჭულაძის შვილები, შუქრი და ლექსო ბურჭულაძეები არიან. როგორც შუქრი ბურჭულაძე მედიასთან ყვება, SMS-ები ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხუმრობით გაავრცელა. მისივე თქმით, მათი კომპანიიდან მხოლოდ 6 SMS გაიგზავნა. შუქრი ბურჭულაძის თქმით, თანამშრომელი სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.  ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქეთა ნაწილს, მოკლეტექსტური შეტყობინებით დაეგზავნათ ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის საკარანტინო ზონად გამოცხადება იგეგმება. 

მეტი...

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო

“კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო”, – ამის შესახებ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვაქცინის პირველი ტესტირება დაიწყო სულ რაღაც 60 დღეში მას შემდეგ, რაც ვირუსის გენეტიკური თანმიმდევრობა ჩინეთმა გაგვიზიარა. ეს წარმოუდგენელი მიღწევაა. გვსურს შევაქოთ მკვლევარები მსოფლიოს მასშტაბით იმისთვის, რომ სისტემატიურად ახორციელებდნენ ექსპერიმენტალური მედიკამენტების შეფასებას“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა. 16 მარტს აშშ-ში მეცნიერებმა მოხალისეზე კორონავირუსის ვაქცინა დატესტეს​.

მეტი...

„მადლიერების ტაში“ – ექიმების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივით, ექიმებისადმი მადლიერების ნიშნად, აქცია სახელწოდებით „მადლიერების ტაში“ გაიმართა. საქართველოში ზუსტად 21:00 საათზე მოქალაქეებმა ექიმებისადმი მადლიერება აპლოდისმენტებით გამოხატეს. მათ აივნებიდან ტაშით გაამხნევეს ექიმები, მთელი სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში.

მეტი...

“ჩინეთი მალავდა ვირუსს თვეების განმავლობაში, მათ უნდა გადაიხადონ საფასური” – ადამ კინზნიგენი

“ჩინეთი მალავდა ვირუსს თვეების განმავლობაში, მათ უნდა გადაიხადონ საფასური”, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩინეთი მალავდა ამ ვირუსს თვეების განმავლობაში და საკუთარ ხალხს ვირუსით ფრენის უფლებას აძლევდა. ჩინეთს არ აქვს უფლება, იყოს შეურაცხყოფილი ან განაწყენებული. მათ საფასური უნდა გადაიხადონ“, – წერს ადამ კინზინგერი.

მეტი...

“თუ დავიცავთ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება” – ამირან გამყრელიძე

“კარანტინიც იზოლაციაა, თუმცა კარანტინი უფრო ორგანიზებული იზოლაციაა. ორივე არის ე.წ. სოციალური დისტანცირების ან ფიზიკური დისტანცირების მეთოდი, რომელიც მთავარია ამ გამოწვევის დაძლევაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ამ ორი მეთოდით სერიოზული შედეგი მიიღეს ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ და რამდენიმე ქვეყანამ. „ამიტომ თუ ჩვენ ამას დავიცავთ კარგად, მოვეკიდებით მაღალი პასუხისმგებლობით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება ამ ეპიდემიის გამო ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, ქვეყანაში დაინფიცირების რაოდენობის ზრდა იქნება, მაგრამ მთავარი მიზანია ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან აცილება.

მეტი...

კორონავირუსი მხოლოდ წვეთოვანი გზით არ გადადის – ახალი კვლევა

კორონავირუსი მხოლოდ წვეთოვანი გზით არ გადადის. ბოლო კვლევებით დგინდება, რომ ინფექცია ადამიანის ბიოლოგიურ მასალასთან შეხებითაც ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციის, COVID 19-ის გადადების რისკი 60%-ია, თუმცა არსებობს ფაქტები, რომლებიც რისკს ამცირებს. ინფექციონისტების განმარტებით, კვლევების თანახმად, ვირუსის ბაქტერია ნივთზე, დაახლოებით, 48 საათი ჩერდება, რის გამოც, ჩვენი სამუშაო, ან საცხოვრებელი მუდმივ დეზინფექციას მოითხოვს. თუ აქამდე გავრცელების მთავარ რისკად წვეთოვანი გზა სახელდებოდა, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ბაქტერია კუჭნაწლავშიც ფიქსირდება.  სპეციალისტების მთავარი რეკომენდაცია ისევ რჩება ჰიგიენის მაქსიმალური დაცვა. ხელების დაბანვისკენ მოწოდება მსოფლიოში უკვე ვირუსულ ხასიათს იღებს. ყოველდღიურად ასობით ნივთს და შემდეგ სახეს ვეხებით. ქცევითი ფსიქოლოგია ადასტურებს, რომ ადამიანის სხეულს…

მეტი...

ლუგარის ლაბორატორიიდან 12 პირის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 46 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 30 კორონავირუსითაა ინფიცირებული. ცერცვაძის განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიიდან 12 პირის შემთხვევაში ანალიზის პასუხებს ელოდებიან. „გარდა ამისა, შვიდი პაციენტი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით წევს ქვეყნის სხვა კლინიკებში, რომლებიც განისაზღვრა, როგორც მიმღები ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად ამ კორონავირუსის ინფექციების. ერთი იცით, რომ გაჯანმრთელებული გაეწერა. ანუ სულ ამ მომენტისთვის საქართველოში დაფიქსირებულია 38 დადასტურებული შემთხვევა“ ,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

“მადლობა იმ სამოქალაქო გმირობისთვის, რომელსაც ყოველდღე ჩადიხართ” – გირგი გახარია ექიმებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ექიმებს და სამედიცინო პერსონალს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობას უხდის. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ექიმებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლის პროცესში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და პაციენტების მდგომარეობის შესახებ. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ წინ უფრო რთული გამოწვევებია და ამ პროცესში ყველას განსაკუთრებით ექიმების პროფესიონალიზმის იმედი აქვს. მისი თქმით, შეიქმნა სპეციალური კლინიკური მართვის ჯგუფი, რომელსაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს. პრემიერის განცხადებით, სწორედ თენგიზ ცერცვაძე იქნება პასუხისმგებელი მკურნალობის პროცესის წარმართვაზე. „მადლობას გიხდით იმ სამოქალაქო…

მეტი...

“პრემიერმა პირდაპირი მართვა აიღო საკუთარ ხელში, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური” – თენგიზ ცერცვაძე

“პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა საკუთარ ხელში. მოდი ასე დავარქვათ – პირდაპირი სამთავრობო მმართველობა. მან აიღო პირდაპირი სამთავრობო მმართველობა, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური. სულ სხვა დონეზე ავიდა საპასუხო ღონისძიებების გატარების როგორც დაგეგმვა, ისე განხორციელება და შედეგი სახეზეა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ინფექციურ საავადმყოფოში პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძისა და მედპერსონალთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფონზე ბევრი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყანა არის საქართველოზე გაცილებით უარეს პირობებში. „საპასუხო ზომები იყო საკმარისი და ეფექტური, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის…

მეტი...

“ველით, რომ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემებიც დაფიქსირდება კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომავალი კვირიდან ქვეყანაში ე.წ. მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევებს ელოდება. ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური გათვლებით, რამდენიმე დღეში ვირუსის გავრცელების ტემპი მოიმატებს და დაფიქსირდება შიდა გავრცელების შემთხვევები. “ველით, რომ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემებიც დაფიქსირდება, ალბათ, კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შემთხვევების მინიმიზაცია მოხდეს. ყოველდღიურად ვლინდება ახალი კონტაქტები, საკმაოდ დიდი ადამიანების რაოდენობა არის გამოკვლეული. ეპიდ და ლაბორატორიული კვლევები გრძელდება,”- ამირან გამყრელიძე.

მეტი...

რესპუბლიკური საავადმყოფოდან 11 პაციენტი უკვე გაწერეს

დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფოდან 11 პაციენტი უკვე გაწერეს. ამის შესახებ საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა. მისი თქმით, 1 პაციენტი ბინაზე გაეწერა, 10 კი თვითიზოლაციაში გადავიდა.  “დანარჩენი პაციენტები კი, რომლებიც ამჟამად არიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, იმ სამი პაციენტის ტესტის პასუხი, რომელსაც გუშინ ველოდებოდით, ნეგატიური მოვიდა,” – ლევან გოფოძემ. 

მეტი...

„ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები, სამი თვის განმავლობაში, კომუნალურ გადასახადებს საკომისიოს გარეშე გადაიხდიან

ლიბერთი ბანკის“ მომხმარებლები დღეიდან სამი თვის განმავლობაში ინტერნეტბანკით, მობაილბანკითა და სწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობისას კომუნალურ გადასახადებს საკომისიოს გარეშე გადაიხდიან. საუბარია ელექტროენერგიის, წყალის, გაზისა და დასუფთავების გადასახადებზე. ბანკი განმარტავს, რომ აღნიშნული შეღავათის დაწესების მიზანი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებზე ზრუნვაა. „ლიბერთი ბანკის“ სერვისცენტრებში მომხმარებლების ნაკადის შესამცირებლად და მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, გადავწყვიტეთ, დისტანციურ არხებში კომუნალური გადასახადების გადახდა უფასოდ განხორციელდეს. დღეს, როდესაც ერთმანეთზე ზრუნვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, „ლიბერთი“ განაგრძობს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენს მომხმარებლებს ვაძლევთ კიდევ უფრო მეტ სტიმულს, სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და მარტივად ისარგებლონ სრული საბანკო სერვისით“, – განაცხადა „ლიბერთის“ გენერალურმა…

მეტი...

თბილისში მცხოვრებ ხანდაზმულებსა და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ნობათები ურიგდებათ

თბილისის ათივე რაიონის მასშტაბით, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საკვები პროდუქტები, პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები ურიგდებათ. თბილისის მერიის ინფორმაციით, აქცია, მოხალისეების ინიციატივით, რაიონული გამგეობების დახმარებითა და თბილისის საკრებულოს ჩართულობით მიმდინარეობს. დედაქალაქის მასშტაბით, ნობათების დარიგების პროცესი ხვალამდე გაგრძელდება. რაიონული გამგეობების თანამშრომლები და მოხალისეები საჭირო პროდუქტებს 370 ოჯახში მიიტანენ. ასევე, ნობათები დაურიგდებათ თბილისის რამდენიმე თავშესაფრის ბენეფიციარებს, მათ შორის თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მობინადრეებს

მეტი...

რუსეთმა 2006 წელს დეპორტირებულ საქართველოს 7 მოქალაქეს კომპენსაცია გადაუხადა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ კომპენსაცია გადაუხადა 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ინდივიდუალური საჩივრები ჰქონდათ წარდგენილი. საუბარია საქმეზე “ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, რომელიც 19 აპლიკანტის ინდივიდუალურ შემთხვევას მოიცავს, მათ შორის, 8 პირის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. აღნიშნულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება 2019 წლის 26 მარტს გამოიტანა და დაადგინა, რომ რუსეთს დაზარალებული მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ოდენობის კომპენსაცია (2000 ევრო ან/და 10,000-დან 15,000 ევროს ფარგლებში) უნდა გადაეხადა. კომპენსაციის ოდენობა თითოეული მომჩივანის მიმართ  ინდივიდუალურად განისაზღვრა მათ მიმართ დარღვეული უფლებების სიმძიმის, ინტენსივობისა და…

მეტი...

ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა

The Guardian-ის ცნობით, ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი დაასახელა. ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, პრეპარატი „ფავიპირავირი“, რომელსაც იაპონური კომპანია აწარმოებს, კორონავირუსის მკურნალობისთვის ეფექტიანი აღმოჩნდა. გამოცემის ცნობით, უჰანსა და შენჟენში წამლის 340 პაციენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ტესტირებამ იმედისმომცემი შედეგები აჩვენა. კერძოდ, დაავადებულთა ანალიზებმა აჩვენა, რომ, მათ, ვინც „ფავიპირავირს“ იღებდნენ, კორონავირუსზე ტესტის პასუხი უარყოფითი 4 დღეში ჰქონდათ. ის პაციენტები კი, რომლებსაც ეს პრეპარატი არ მიუღიათ, საშუალოდ 11 დღეში გამოჯანმრთელდნენ. სპეციალისტების მტკიცებით, მედიკამენტს უსაფრთხოების მაღალი ხარისხი აქვს და ფილტვების მდგომარეობას დაახლოებით 91%-ით აუმჯობესებს.

მეტი...

მართვის მოწმობის ასაღები გამოცდები დროებით არ ჩატარდება

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს. ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. „მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე; იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მეტი...

2020 წლის ევროვიზიის კონკურსი აღარ გაიმართება

დღეს ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კორონავირუსის გამო აღარ გაიმართება. ევროფესტივალი როტერდამში უნდა გამართულიყო 12,14 და 16 მაისს. ჯერ უცნობია, გაიმართება თუ არა კონკურსი კვლავ როტერდამში 2021 წელს. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპის მაუწყებელთა კავშირი ნიდერლანდებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მეტი...

30-ზე მეტი კომპანია მზად არის, კორონავირუსთან ბრძოლისთვის რესურსები გამოყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინიციატივით, კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარულ ინიციატივებს კოორდინაციას ბიზნესომბუდსმენის აპარატი გაუწევს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინფორმაცია კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ერთად მოიყრის თავს და კოორდინირებულად, საჭიროებების შესაბამისად განხორციელდება. მათივე ინფორმაციით, უკვე შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც შეგროვდება კომპანიების მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოყოფილი სხვადასხვა რესურსის და მოქალაქეების წინაშე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულის ანალიზის შედეგად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის კოორდინაციით,  კერძო სექტორის სოლიდარული აქტივობები, კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება. დღეს, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ ბიზნესთან, დისტანციური პირობებით ორგანიზებულ შეხვედრაზე, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, განიხილეს ამ დროისთვის კერძო…

მეტი...

მთავრობის სახელით მოსახლეობას ყალბი ხმოვანი შეტყობინებები ეგზავნება და აპანიკებენ

სოციალურ ქსელში, მოსახლეობას აუდიო ჩანაწერი ეგზავნება, სადაც  პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ნახსენები.  კერძოდ, ახალგაზრდა მამაკაცი საუბრობს, რომ მას შეხვედრა ჰქონდა გიორგი გახარიასთან და ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა, რომელსაც არ ამხელენ. ჩანაწერის შინაარსი მოსახლეობაში პანიკის თესავს. ზოგი მას იჯერებს, ზოგიც – არა. ადამიანი,  ვინც მოსალოდნელ საფრთხეებსა და კატასტროფულ ვითარებაზე  საუბრობს, აღნიშნავს, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო და მალე ქვეყანაში გარდაცვლილთა და დაავადებულთა რაოდენობა ასეულ ნიშნულს ასცდება. „მედიაცენტრი მთავარი“ აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის აპარატს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ეს არის „ყალბი ინფორმაცია“, რომელიც მოსახლეობამ არ უნდა დაიჯეროს.  როგორც პრემიერი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, ისარგებლონ…

მეტი...

თორნიკე ყიფიანის საევროვიზიო სიმღერას მილიონი ნახვა აქვს (ვიდეო)

ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) და ვიდეოს ევროვიზიის ოფიციალურ არხზე მილიონამდე ნახვა აქვს. სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია. სოციალურ ქსელში თორნიკე ყიფიანის სიმღერას სხვადასხვა ვლოგერები ემხაურებიან და საერთო ჯამში ამჟამად 41 ქვეყნიდან მე-14 ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, ისიც რომ “ახალი კორონავირუსის” გავრცელების გამო, შეიძლება ევროვიზიის კონკურსი გადაიდოს და არ ჩატარდეს მაისში.

მეტი...

“აქცენტი გაკეთდება იმ პროდუქციის საქართველოში წარმოებაზე, რომელზეც მოთხოვნა დიდია” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აქცენტი გაკეთდება ადგილზე იმ პროდუქციის წარმოებაზე, რომელზეც მოთხოვნა დიდია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პროექტების ჩამონათვალს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს უახლოეს დღეებში წარუდგენენ. თურნავას განმარტებით, ადგილობრივად შესაბამისი პროდუქციის წარმოება განვითარდება იმ მიზეზით, რომ ქვეყანა იმპორტზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული. „აუცილებლობაა ის, რასაც ვხედავთ, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი წარმოება, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება. აქამდეც სახელმწიფო, ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას, მაგრამ დღეს აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგებზე, მათ განვითარებაზე ან აღორძინებაზე, სადაც ვხედავთ, რომ ყველაზე…

მეტი...

“ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, რადგან უამინდობის გამო გზის გაწმენდა ვერ ხდება, თუმცა ეს უზარმაზარი მარაგი მალე ქვეყანაში შემოვა” – ლევან დავითაშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ლარსზე სურსათით დატვირთული 1000-ზე მეტი მანქანა დგას, ვინაიდან ზვავსაშიშროების გამო გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება. როგორც მინისტრი განმარტავს, მოსახლეობის მხრიდან პანიკური მოთხოვნისა და უკონტროლო შესყიდვების გამო გარკვეული პერიოდი ბურღულეულზე შეფერხება იყო. ლევან დავითაშვილი საზოგადოებას სიწყნარისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქვეყანას პროდუქტების მარაგი აქვს. „ჩვენი სამინისტროს მხრიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა მომწოდებელ რგოლთან კოორდინაცია, იმისთვის რომ ქვეყანაში სურსათის უზრუნველყოფის პრობლემა არ შეიქმნას. ჩვენ ძირითად სასურსათო პროდუქტებზე, ასევე ძირითადი პირველადი მოხმარების პროდუქტებზე სრულ მონიტორინგს ვახორციელებთ. ეს არის დაახლოებით, 22 იდენტიფიცირებული პროდუქტი. ჩვენი მოწოდების მიუხედავად, ხშირ შემთვევაში, ვხედავთ პანიკურ…

მეტი...

„თუ იქნება სპეკულატიური ფასების გაზრდა, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები, რომლებზეც სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავიტაშვილის განცხადებით, თუ ბაზარზე იქნება სპეკულატიური ფასების გაზრდა, ამაზე სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. მისივე თქმით, აღნიშნული საქართველოს კანონმდებლობითაა განსაზღვრული. „თუ იქნება სპეკულატიური ფასების გაზრდა, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები, რომლებზეც სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ეს ჩვენი კანონდებლობით არის განსაზღვრული. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაზუსტების კუთხით, ჩვენი სამნინისტრო ძალიან მკაცრი იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა. ამასთან, მინისტრის თქმით, საზოგადოებრივი კვების ობიექტები განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე უნდა გადავიდნენ. „გუშინ საკოორდინაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების შესაბამისად, ძირითად მასობრივი თავშეყრის ადგილებში შეიზღუდა მოსახლეობის ყოფნა, მათ შორის, ეს ეხება კვების ობიექტებს. საზოგადოებრივი…

მეტი...

“ჯერჯერობით საუბარი იმაზე, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება, ან არ უნდა იქნეს გადახდილი, არ დგას“- ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საკითხი, რომ კომუნალური გადასახადები გადავადდება, ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. როგორც თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კერძო კომპანიებსაც რთული პერიოდი უდგათ, რადგან ბევრი პრობლემა აქვთ გადასაჭრელი. „ძალიან კარგად გვესმის, რომ ვითარება არის საკმაოდ რთული. ბევრი ფინანსური პრობლემა დაგვიდგა ყველას, საქართველოს მოქალაქეებს, ძალიან კარგია, რომ ბანკები გაგებით ეკიდებიან ამას და სამი თვით ხდება სესხების რესტრუქტურირება. ასევე ის, რომ ჩვენ ბიზნესებს ვუწევთ შეღავათებს გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ და ბიზნესებმა მაქსიმალურად შეინაჩუნონ თავისი მუშა მოსამსახურეები და გადაიხადონ ხელფასი. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს,…

მეტი...

„ჰოსპიტალში შემოყვანილებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც და სამხედრო პირებიც“ – შოთა ჩილინდრიშვილი

გორის საკარანტინო სივრცეში გუშინ გვიან ღამით 35 ადამიანი  მოათავსეს. ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში  აეროპორტიდან შეიყვანეს. როგორც ჰოსპიტალიდან „მედიაცენტრ მთავარს „ აცნობეს“ მოთავსებულებს შორის არიან სამხედრო პირებიც და უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ტესტის პასუხებს დღის მანძილზე ელოდებიან. ჰოსპიტალის წარმომადგენლების ინფორმაციით დღემდე სამხედრო ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. „შემოყვანილია გუშინდელი დღიდან 35 პირი, აქედან 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, არიან ასევე სამხედრო პირები და რიგითი მოქალაქეები. 6 შემთხვევა შეიძლება საეჭვოდ ჩავთვალოთ, მათი დაბალი ტემპერატურა აღენიშნებათ. დღის ბოლომდე ველოდებით პასუხებს ლაბორატორიიდან. დღემდე სამხედრო ჰოსპიტალიდან გაგზავნილ არცერთ შემთხვევაზე დადებითი პასუხი არ…

მეტი...

კახა კალაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მოხალისეებად ჩართვის მსურველებს მიმართავს

“თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვისაც კორონავირუსის წინააღმდეგ განხორციელებულ ბრძოლაში მოხალისეობის სურვილი აქვს, დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე – 2722222, ან წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე – 0800 000 018” – ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, მოხალისეობის მსურველი უნდა დარეგისტრირდეს და გაიაროს სპეციალური ტრენინგი, რათა იცოდეს უსაფრთხოების წესები. „კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო – ესაა მოხალისეების ჩართულობა. ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მდგომარეობასთან და ჩვენი სურვილი, დავეხმაროთ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, საჭიროებს სწორად რეალიზებას. რაც გინდა კეთილი ზრახვა გვამოძრავებდეს, თუ არ გვექნება…

მეტი...

“აგროჰაბი” 1.50 ლარიან წყალს 1.80 ლარად ყიდის

“წყალს, რომელსაც ფასი ზედ აწერია, “აგროჰაბი” 1.80-ად ყიდის. მავნებლები! უნდა “გამოვაჭენოთ” ყველა ასეთი მავნებელი!” – წერს ეკა გულუას საკუთარ ფბ გვერდზე და შეძენილი წყლისა და მასში გადახდილი ფასის ფოტოს აქვეყნებს.

მეტი...

“გამოვხატავთ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, მოხალისეებად ჩავერთოთ ყველა საჭირო მიმართულებით” – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

“ჩვენმა პატარა ქვეყანამ, სწორედ პიროვნული თავგანწირვის და დაუღალავი შრომის წყალობით, მიაღწია იმას, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, ვართ სამაგალითონი მრავალი სხვა ქვეყნისთვის” – ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში ახალ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ პრევენციულ ქმედებებზე ისაუბრა. დეკანოზი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და COVID19-თან ბრძოლისთვის მადლობას უხდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, მის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, მოადგილეს პაატა იმნაძესა და ცენტრის ყველა თანამშრომელს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძესა და ყველა სამედიცინო მუშაკს. „ყოველ ადამიანს, ვინც ჩართულია ბოლო პერიოდში გავრცელებულ ვირუსთან ბრძოლაში პირად თუ საზოგადოებრივ დონეზე; ყველას, ვინც საკუთარი თავისა…

მეტი...

“ჩვენ უკვე ვიყენებთ საგანგებო მდგომარეობის გარკვეულ ელემენტებს, მაგრამ ამას არ ვაძლევთ იურიდიულ სახეს, რომ ეს საგანგებო მდგომარეობაა” – ირაკლი სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ იზრუნოს მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე და მეორე მხრივ, არ უნდა შეიქმნას ქვეყნის განვითარების შეფერხების საფრთხე. „მთავრობის შესაბამისი რეკომენდაციებით, გარკვეულწილად შექმნილია მოცემულობა, სადაც საგანგებო მდგომარეობის ელემენტებს ვიყენებთ. კარგია, რომ საზოგადოება დაწესებულ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს იღებს სწორად. ყველას ესმის, რომ ეს საფრთხე არის სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ მიმართული. გუშინ პრემიერმა თქვა და მეც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ამოცანაა არსებულ გამოწვევას ვებრძოლოთ ჩვენი მთელი რესურსით და შესაძლებლობებით, თუმცა გვქონდეს მინიმალური ზარალი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და მოვახერხოთ ბალანსის დაცვა, რომ ერთი მხრივ, დავიცვათ…

მეტი...

ეროვნული ბანკი ხვალ, 40 მილიონ დოლარს გაყიდის

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის.

მეტი...

“არ ვარ ნოსტრადამუსი და არც ვანგა, შიდა გავრცელების მასშტაბები რომ ვივარაუდო” – პაატა იმნაძე

“მე არ ნოსტრადამუსი და არც ვანგა შიდა გავრცელების მასშტაბები რომ ვივარაუდო. სიტუაციის მიხედვით იქნება ყველაფერი ქვეყანაში” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა არის ყველაზე ცუდი სცენარი რაც შეიძლება ქვეყანაში განვითარდეს. მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფერი მოვლენების მიხედვით გაკეთდება, როგორც იმნაძე აცხადებს, 38 ინფიცირებული არაა ის რიცხვი, რაზეც სტატისტიკის დროს საუბრობენ. „სიტუაციის მიხედით იქნება ყველაფერი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ყველაფერი გაკეთდება იმის მიხედვით, რაც იქნება მოსალოდნელი ეპიდისტუაციაზე. 38 ინფიცირებული არ არის ის რიცხვი, რაზეც სტატისტიკის დროს საუბრობენ“ – განაცხადა…

მეტი...

“ძირითადი რეკომენდაცია – დარჩით სახლში”- პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. კითხვაზე, ხედავს თუ არა ის მუნიციპალურ ტრანსპორტში საფრთხეს, ვინაიდან დღეიდან მასზე მოთხოვნა გაიზარდა, იმნაძე პასუხობს – „დარჩით სახლში“. „ამაზე შემიძლია ერთი პასუხი გავცე – ჩვენი რეკომენდაციაა, რომელიც რამდენადაც ვიცი, სოციალურ ქსელებშიც ყოფილა ატაცებული – „დარჩით სახლში“, – განაცხადა იმნაძემ.

მეტი...

„საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის“ – ირაკლი ჩიქოვანი

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს საერთო სიგნალი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას,“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, იმისთვის, რომ ჟურნალისტებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა დროულად და შეუფერხებლად მოხდეს, ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა შეიქმნება. „იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი დაცულობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს საერთო სიგნალი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას. ასევე თქვენ გექნებათ საშუალება წინასწარ მოაწოდოთ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს შეკითხვები, რომელზეც ჩვენ ამომწურავად გაგცემთ პასუხს. რა თქმა უნდა გვესმის, რომ ეს საქმიანობა მოითხოვს ოპერატიულობას და გეტყვით, რომ ოპერატიულ რეჟიმში შეიქმნება საკომუნიკაციო პლატფორმა და მზად ვართ ნებისმიერ თქვენს შეკითხვას ვუპასუხოთ“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მეტი...

„მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ“ – ივანე მაჭავარიანი

დღეს, ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, სელიმ ჩაქერმა ერთობლივ განცხადება გააკეთეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებები, რის შედეგადაც მაჭავარიანი სერიოზული დახმარების მობილიზებას მოელის. „მოგეხსენებათ, მსოფლიო საკმაოდ დიდი გლობალური შენელების პირას დგას. ყველაზე დიდ დარტყმას პირველ რიგში ტურიზმი და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ. ამ კუთხით საქართველო შედარებით უფრო მოწყვლადია, რადგან ეს სექტორები ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მეორე ნეგატიური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს. ესაა ნავთობის ფასების კოლაფსი. თუმცა,…

მეტი...

გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, მეტი ეფექტურობის მიზნით, დაიყო ჯანდაცვის, ეკონომიკურ და სამართალდაცვით თემატურ ჯგუფებად და პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით რეგულარულად შეიკრიბება. ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე კლინიკების მზადყოფნისა და დამატებით მოძიებული სიმძლავრეების შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 38 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში  იმყოფება 1261  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 216 პირი. პრემიერ-მინისტრმა ასევე მიიღო ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით კლინიკების მდგომარეობის, ქვეყანაში სწრაფი ტესტების არსებული რაოდენობის და დამატებით შემოტანის შესახებ. საბჭოს სხდომაში ჯანდაცვის მინისტრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები და თბილისის მერი მონაწილეობდნენ. საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.

მეტი...

„აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის ზუსტ ცოდნას რომელ ჯგუფშიცაა გავრცელებული“ – ეკატერინე ტიკარაძე

„ტესტირების შემთხვევაში სწორედ ის პაციენტები, ვისაც ექნება მსუბუქად გამოვლენილი ფორმები იმკურნალებენ სახლში ექიმის რეკომენდაციით“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ტიკარაძე სამხრეთ კორეის მაგალითზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „აგრესიულმა ტესტირებამ“ ეფექტურად იმუშავა რამოდენიმე ქვეყანაში. „აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის ზუსტ ცოდნას, რომელ ჯგუფშიცაა გავრცელებული.. მსგავსი ტესტირება სამხრეთ კორეამ გამოიყენა და საკმაოდ ეფექტური გამოდგა. მათ დროულად გამოავლინეს დაავადება. ამ კუთხით გვაქვს მოლაპარაკებები როგორც სამხრეთ კორეასთან ისე სხვა ქვეყნებთან და დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ჩვენი საელჩოები უზრუნველყოფენ ტვირთს ჩამოტანას, რის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში შევძლებთ მასიურ ტესტირებას“ –…

მეტი...