ბოლო ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა

ბოლო ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და ის კვლავ 33-ს შეადგენს. მათგან 28 ინფექციურში მკურნალობს, 3 საჩხერეში და ორი სხვადასხვა მიმღებ კლინიკაში. 12 პაციენტს აქვს პნევმონია, 4 პრობლემურად მიიჩნევა, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფმა პიკი უკვე გაიარა და ვითარება უმჯობესდება. ამ დროისთვის ინფექციურში ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს 14 პაციენტზე ელოდებიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგრძნობლად მოიმატა კარანტინის რეჟიმში მყოფთა რიცხვმა და 1008 ადამიანი შეადგინა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64 პაციენტი რჩება. როგორც ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ტესტების პასუხი დღის მანძილზე იქნება ცნობილი.

მეტი...

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ასევე მოხდება იმის დადგენა, რამდენად შეესაბამება ნინო ქადაგიძის კანდიდატურა საქართველოს კანონმდებლობას. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე პარლამენტს 2020 წლის 11 მარტს წარუდგინა.

მეტი...

სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

დღეს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრიდან სასულიერო პირები ქალაქის ცენტრალური ქუჩებისკენ დაიძვრებიან და მას აკურთხებენ. ამის შესახებ პატრიარქის ბრძანება სამების საკათედრო ტაძარში მრევლს კვირას არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი) გააცნო. ასევე მან აღნიშნა, რომ ყოველდღიურად დღეში სამჯერ მრევლმა კონკრეტული ლოცვები უნდა წაიკითხოს. “მოგეხსენებათ, რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. ამიტომ სახელმწიფო იღებს გარკვეული სახის ზომებს. ეკლესიამაც გადაწყვიტა რომ გარკვეული სახის ზომები მივიღოთ, რაც გამოიხატება ლოცვაში. ერთი ლოცვა დღეს შესრულდა 12:00 საათზე და უნდა დაირეკოს ზარები ყველა ტაძარში. ითქვას საერთო ლოცვით “მამაო ჩვენო” , “ღვთისმშობელო ქალწულო” და “მოწყალებისა კარი განგვიღე”. იგივე…

მეტი...

„სამედიცინო პერსონალი სუსტ წერტილია, მოგვიწევს ამ შემოტევასთან გამკლავება. მთავარია, ეს ტალღა არ იყოს ცუნამი“ – აკაკი ზოიძე

„ყველა იმ ნიშნით რაც ჩანს, ჩვენ ცუნამი უკვე ავიცილეთ თავიდან“, , აცხადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ექიმი აკაკი ზოიძე. მისი შეფასებით, „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირებულთა შორის სამედიცინო  პერსონალიც იქნება, თუმცა, ამ შემოტევას გავუმკლავდებით.   „ჩვენთანაც, ყველაზე სუსტი წერტილი იქნება სამედიცინო პერსონალი. იტალია და ესპანეთი მათ გმირობას ტაშს უკრავს და ჩვენთანაც იგივე მდგომარეობაა. ხვალ არის დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც მართლა გმირულად იბრძვის და მე მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ ეპიდემიოლოგს, ექიმს, ექთანს, სანიტარს. ასევე, მოხალისეებს, სტუდენტებს, ყველას ვინც ჩართულია და კიდევ უფრო მეტი, ვინც ჩაერთვება. რაც არ უნდა გადავწიოთ ჩვენ ეს პიკი, სადღაც…

მეტი...

არ დაიჯეროთ – მოსახლეობას, მთავრობის სახელით ყალბ სმს შეტყობინებებს უგზავნიან

კომუნიკაციების კომისია მობილურ კომპანიებს ყალბი სმს-ების შეზღუდვას სთხოვს. კომუნიკაციების კომისია მიმართავს ყველა მობილურ ოპერატორს არ დაუშვან “კორონავირუსთან” დაკავშირებით მიზანმიმართულად შეცდომაში შემყვანი სმს შეტყობინებების გავრცელება.  ამ მიზნით კომუნიკაციების კომისიამ უკვე დაავალა მისი რეგულირების სფეროში შემავალ ყველა ავტორიზებულ პირს უსწრაფესი რეაგირება მოახდინონ. კერძოდ, კომისიამ  ყველა ავტორიზებულ პირს მისცა მითითება დაუყონებლივ  შეუზღუდონ სმს  (A2P)  შეტყობინებების გავრცელება არაავტორიზებულ პირებს, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ მობილური ოპერატორების სერვისით და საზოგადოებას შეცდომაში შემყვან ინფორმაციას აწვდიან. შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, საქართველოს მთავრობამ “კორონავირუსთან” დაკავშირებით  გაუგზავნა მთელი საქართველოს მოსახლეობას რეკომენდაციები და ინფორმაცია შემდეგი  შეტყობინებების სახით: „MTAVROBA: დაიცავთ პირადი ჰიგიენა, აუცილებელი საჭიროების გარეშე…

მეტი...

დღეს, ქალაქის საყოველთაო კურთხევის ცერემონია გაიმართება

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, მოსახლეობის დასამშვიდებლად, დღეს, თბილისის ქუჩებს აკურთხებენ. სასულიერო პირების სამების ტაძრიდან სხვადასხვა მიმართულებით, ავტოკოლონებით დაიძვრებიან, დედაქალაქს ნაკურთხ წყალს მიაპკურებენ და მრევლს დალოცავენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრიდან 13:00 საათზე დაიწყება.   როგორც საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, 12 საათზე წყლის კურთხევის ცერემონიაც გაიმართება. „დღეს გაიმართება დედაქალაქის საყოველთაო კურთხევის ცერემონია. დაძვრამდე, 12:00 საათზე სამებაში შესრულდება წყლის კურთხევა, მოხდება მოსახლეობის დალოცვა, გამოყენებული იქნება სპეციალური ავტოკოლონები, რომლის საშუალებით მოძღვრები გადაადგილდებიან სხვადასხვა უბნებში და მოახდენენ როგორც წყლის მისხურებას, ისე დალოცავენ მოსახლეობას. ამით კიდევ ერთხელ შევიტანთ სიმშვიდეს ჩვენი…

მეტი...

პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

ბურღულეული 30-40 თეთრით გაიზარდა, ზეთი 50 თეთრით, შაქარი 35 თეთრით, კარტოფილი 1 ლარით, სხვა ბოსტნეულსა თუ ჰიგიენურ საშუალებებს, ფასი ყველაფერს მოემატა.   „ახალი კორონავირუსის“ საფრთხიდან გამომდინარე შექმნილი პანიკა სამომხმარებლო ფასებზეც აისახა. კერძოდ, პროდუქტებზე ასები 30-50 თეთრითაა მომატებული. „მედიაცენტრი მთავარის“ გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ ეს ვითარება იმ დაპანიკებულმა ადამიანებმა გამოიწვიეს, რომლებმაც პროდუქტები ძალიან დიდი რაოდენობით მოიმარაგეს. ნეა დვალი: „დღეს ზუსტად ის პროდუქტები ვიყიდე, რასაც ჩვეულებრივ ვყიდულობ, ვხედავ, რომ ფასები მიფრინავს, თუ ადრე ანალოგიურ პროდუქტებში  დაახლოებით  70 ლარს ვხარჯავდი, დღეს 98 ლარი გადავიხადე. გაზრდილია ფასები ბურღულეულზე, შაქარზე, ზეთზე და თითქმის ყველა ყოველდღიური…

მეტი...

დედაქალაქსა და რეგიონებში ითოვს

გამართლდა სინოპტიკოსების პროგნოზი და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში აქტიურად თოვს.  მიმდინარე კვირას თოვა ისევ გაგრძელდება. ყინვა და თოვლი, ბუნებრივია,  აყვავებულ ხეხილზეც იმოქმედებს და შესაძლოა, მოსავალიც გაფუჭდეს. ამ ეტაპზე, თბილისში ნული გრადუსია.    

მეტი...