„არ უნდა შევქმნათ ფუჭი მოლოდინები და არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა, ყველა მოქალაქე უნდა იყოს მზად“ – გიორგი გახარია

„როდესაც გვექნება ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ჩვენი შანსები, დავადგინოთ წყარო, უკვე მცირეა, ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელება და ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად, რომ ეს ნიშნავს გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში“ – ეს განცხადება ბ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ახალი კორონავირუსის“ გავრცელება არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ყველა სახელმწიფომ პასუხისმგებლიანი მიდგომით უნდა უპასუხოს. „მსოფლიო გლობალურ გამოწვევას ებრძვის, ეს გარკვეულწილად თავისებური ომია. აქ თითოეულ სახელმწიფოს აკისრია პასუხისმგებლობა, ამ გამოწვევას უპასუხოს და მოიქცეს პასუხისმგებლიანად. დღემდე ჩვენ ვმოქმედებდით ვირუსის გავრცელების შეჩერების რეჟიმში. ვგულისხმობთ პირველ რიგში იმპორტირებულ გავრცელებას. უწყებათაშორისი საბჭო შევქმენით 28…

მეტი...

“დასავლეთს უფრო უჭირს, ვიდრე ჩვენ და რამდენჯერმე დავეხმარეთ” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, СOVID-19-თან ბრძოლის პირობებში, ქვეყანას ტესტების დეფიციტი არ აქვს. გიორგი გახარიას თქმით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ამ კუთხით საქართველო დასავლეთს დაეხმარა. “ამ ეტაპზე, ტესტების საკმარისი რაოდენობა უკვე არსებობს. ტესტების შევსება მიმდინარეობს მუდმივად. არსებობს ჩინეთის მაგალითი, როდესაც საჩუქრად გადმოგვეცა ტესტები. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, სამწუხაროდ, დღეს უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ჩვენ და არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პირიქით, ჩვენ ვეხმარებით. ამ მიმართულებით, ყველაფერი ნორმალურადაა და ამ გამოწვევის წინაშე ჩვენ არ დავდგებით,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“დაახლოებით, ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს თუ არა ეპიდემიის რისკი” – ეკატერინე ტიკარაძე

“დაახლოებით ხვალ საღამოს გვეცოდინება, არსებობს ეპიდემიის რისკი, რომელსაც ვშიშობდით და ვვარაუდობდით, თუ ჯერ კვლავ დაკავებულია რისკები, რომლის პრევენციასაც უკვე ორი თვეა, ვახდენთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყანაში ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან სამი კვირის თავზე პიკის პერიოდს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საკმაოდ ეფექტურია მართვა, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო დღემდე ახორციელებს, რის შედეგადაც პიკური პერიოდი გადავადდა. „ცუდი სცენარის შემთხვევაში გვქონდა გარკვეული რისკები, რომ მესამე კვირას პიკი გვექნებოდა, მაგრამ ეფექტური მართვის შედეგად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პიკური პერიოდი შევძელით და გადავავადეთ. ჩვენი მხრიდან…

მეტი...

აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, აჭარაში სამედიცინო პირბადეების დამზადება დაიწყო. ჯაბა ფუტკარაძის თქმით, კომპანიამ სამეწარმეო ხაზი უკვე გადააწყო. მინისტრის განცხადებით, კომპანია 500 000 პირბადეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. „მთავრობის გარდა მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და სოციალური პასუხისმგებლობა. არაერთმა პირმა მოგვმართა მზადყოფნით, რომ ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითია კომპანია აჭარა ტექსტილის ინიციატივა. კომპანიამ გადააწყო თავისი სამეწარმეო ხაზი და დაიწყო სამედიცინო პირბადეების დამზადება. არსებულ ვითარებაში გაზრდილია მოთხოვნა პირბადეებზე, კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის პირბადეების წარმოებას, რომ დეფიციტი არ შეიქმნას. კომპანია 500 000 ცალ პირბადეს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. ჩვენ ვიყავით არსებულ საწარმოში. გათვალისწინებულია…

მეტი...

“პანდემიის ფონზე ევროპის საბჭოს ღირებულებები უცვლელი რჩება ყველა ევროპელისა და მთავრობისთვის” – დავით ზალკალიანი

“პანდემიის ფონზე ევროპის საბჭოს ღირებულებები უცვლელი რჩება ყველა ევროპელისა და მთავრობისთვის”, –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპის საბჭოს ღირებულებები – ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა უცვლელი რჩება ყველა ევროპელისა და მთავრობისთვის. “კორონავირუსის პანდემია გამოწვევის წინაშე აყენებს ერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროპაშიც. დღეს, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან უფრო მტკიცე სოლიდარობის დროა!” – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე. 

მეტი...

“ინფიცირების წყარო მხოლოდ ერთ პირთან არ არის ცნობილი” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და გაუარესება არ შეინიშნება. “ამ პერიოდისთვის ჩვენთან წევს 46 პაციენტი. დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ შეგვმატებია. დღეს დილიდან აღებულ 11 პაციენტზე მიღებულია ტესტი უარყოფითი. ეს პაციენტები თანდათანობით დატოვებენ ჩვენს ცენტრს ზოგი საკარანტინო სივრცეში და ზოგი თვითიზოლაციაში გადასვლით. ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დილიდან საღამომდე სტაბილურად რჩება, მათი არც ერთის მდგომარეობა არ გაუარესებულა,” – განაცხადსა ეზუგბაიამ. მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთის ინფიცირების ზუსტი წყარო ცნობილი არაა. “ჩემთვის როგორც ცნობილია, ჯერ შიდა გავრცელებაზე ლაპარაკი არ არის. ინფიცირების წყარო მხოლოდ…

მეტი...

რუსეთის საპატრიარქო მრევლს ურჩევს, მღვდლის ხელზე ამბორისგან თავი შეიკავონ

რუსეთის საპატრიარქო კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით მოსკოვის ეპარქიისთვის ინსტრუქციას ავრცელებს.  ინსტრუქციის თანახმად, ზიარების დროს თითოეული მორწმუნის ზიარების შემდგომ კოვზი გაიწმინდება სპირტით გაჟღენთილი ხელსახოცით, ყოველ ჯერზე გამოყენებული იქნება ახალი ხელსახოცი. ზიარების შემდეგ მისაყოლებელი მრევლს ერთჯერადი ჭურჭლით მიეწოდება.​ სეფისკვერები ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით დარიგდება. რუსეთის ეკლესია მოზიარეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ზიარების თასზე (ბარძიმზე) მთხვევისგან. ნათლობის ყოველი რიტუალისას უნდა მოხდეს წყლის გამოცვლა და კურთხევა. ღვთისმსახურების შემდეგ სასულიერო პირებს ურჩევენ ჯვარზე მთხვევის ნაცვლად მორწმუნეებს თავზე დაადონ ჯვარი, მრევლს ურჩევენ მღვდლის ხელზე ამბორისგან თავი შეიკავონ. ინსტრუქციის თანახმად, ღვთისმსახურებისას გამოყენებული ჭურჭელი ყოველი რიტუალის შემდეგ უნდა დამუშავდეს მდუღარე წყლით, დროებით შეწყდეს საკვირაო სკოლების, ასევე სექციებისა და წრეების მუშაობა. ამას გარდა, ინსტრუქცია ითვალისწინებს ტაძრების განიავებას, ტაძრებში საერთო სარგებლობის…

მეტი...

კარანტინის წესის დამრღვევები 3 000-დან 15 000 ლარამდე დაჯარიმდებიან

საკარანტინო წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესითა და ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება ხდება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის (მაგალითად კომპანიის, რომელიც კარანტინში მყოფ თანამშრომელს სამსახურში მისვლას აიძულებს) დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაში კარანტინი ნიშნავს თვითიზოლაციასაც. ასევე, კანონპროექტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ოქმის შემდგენი პირი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილ პირთან ერთად, უფლებამოსილი იქნება, სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად, როგორც პრევენციული ღონისძიება, გამოიყენოს დამრღვევი ფიზიკური…

მეტი...

აფგან მუხთარლი გაათავისუფლეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საპატიმროდან გაათავისუფლეს. მისი ძმის, რამაზან მუხთარლის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი პირდაპირ აეროპორტში წაიყვანეს, საიდანაც ჟურნალისტი გერმანიაში გაემგზავრა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აფგან მუხთარლის სასჯელის ნაწილი პირობითი მსჯავრით შეეცვალა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი წაყენებულ ბრალს, საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ არ აღიარებს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

მეტი...

ბულგარეთ-თურქეთის საზღვართან დარჩენილი ქართველები სამშობლოში გამოემგზავრებიან

ბულგარეთ-თურქეთის საზღვართან დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან. ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები სპეციალური ავტობუსებით გამოემგზავრებიან. “საქართველოს 80-მდე მოქალაქე, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად, ბულგარეთიდან თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო  საბჭოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ. აღნიშნულმა მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში საქართველოს სელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს”, – აცხადებენ სამინისტროში.

მეტი...

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდო

უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდო. კონტინენტის პირველობა ზუსტად ერთი წლის შემდეგ გაიმართება. შეთანხმება უეფას წევრ ქვეყნებს შორის ელექტრონული კონფერენციის ფარგლებში მოხდა. ჩემპიონატი 12 მარტს იტალიაში უნდა დაწყებულიყო, მატჩები ევროპის მასშტაბით 12 სხვადასხვა ქალაქში იყო დაგეგმილი. უეფას გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს, 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. გადადებულია ერთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპიც, შესაბამისად, 26 მარტს თბილისში დაგეგმილი შეხვედრა საქართველოსა და ბელორუსის ნაკრებს შორის არ ჩატარდება. ნახევარფინალური ეტაპის ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მეტი...

საქართველოს მთავრობა კორონავირუსის 20 ათას ტესტს ყიდულობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, სამინისტრო კორონავირუსის 20 ათას ტესტს ყიდულობს. მისი თქმით, დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე მომუშავე სამედიცინო დაწესებულებებს 100 ტესტის ჩატარება შეუძლიათ, შესაბამისად, ამ კუთხით დაყოვნების პრობლემა არ არსებობს. „ამჟამად ჩვენს მარაგში არის 3 000 ტესტი, ასევე შესყიდვის ფაზაშია 20 ათასამდე ტესტი, შესყიდვის პროცედურა მთავრდება და ტესტების მოწოდება ხდება. დღეს ჩვენ გვაქვს სრული შესაძლებლობა, რომ ყველა საეჭვო შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტულ განმარტებას – იქნას ტესტირებული“, – განმარტავს გაბუნია. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ტესტის პასუხებს 12-დან 24 საათამდე დროის ვადაში იღებენ. საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა ფიქსირდება,…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი, „კორონავურისის“ პერიოდში ახალგაზრდებს ერის გამრავლებისკენ მოუწოდებს

„ახალი კორონავირუსის“ გამო შექმნილი იზოლაციიდან გამომდინარე, უკრაინის პრეზიდენტი ახალგაზრდებს ურჩევს, დემოგრაფიულ პრობლემის გამოსწორებასა და ერის გამრავლებაზე იფიქრონ. როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ სატელევიზიო პროგრამაში – „სიტყვის თავისუფლება“ განაცხადა, დემოგრაფიულ პრობლემასთან ბრძოლის დროც მოვიდა. “სამსახურების გამო ხშირად ვერ ვნახულობთ დროს ჩვენს ახლობლებთან და ბავშვებთან ჩვეულებრივი საუბრისთვის, ურთიერთობისთვის. ამიტომ, ამჯერად იყავით სახლში, წაიკითხეთ წიგნები და უყურეთ კინოს. ხოლო ახალგაზრდებისთვის, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ერთი კრიზისი – უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისი არავის გაუუქმებია. ვფიქრობ, მასთან ბრძოლის დრო მოვიდა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ნახევრად ხუმრობით.

მეტი...

ცნობილია, როდიდან დაიწყება თბილისის საჯარო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 19 მარტიდან შეძლებენ. თბილისის მერის ინიციატივის შესაბამისად, ის კომპანიები, რომლებიც წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით ამარაგებენ, 12 სახეობის საკვები პროდუქტისგან დაფასოებული პაკეტის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. პროდუქტების გაცემისთვის მომზადების პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დღეს N9 და N143 ბაღებში გაეცნო და ადმინისტრაციას იმ პროცედურებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის დაცვაც, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელია. „თბილისში მოქმედი 181 ბაგა-ბაღის ყველა აღსაზრდელისთვის განკუთვნილია პროდუქტების ნაკრები, რომელიც შევადგინეთ სპეციალისტების რეკომენდაციით. მშობლებთან კომუნიკაციას აწარმოებენ ბაღების ადმინისტრაციები და ადგენენ…

მეტი...

„მედიაცენტრ მთავარის“ სტატიას შედეგი მოჰყვა, შემოსავლების სამსახურმა მანქანების განბაჟება გადაავადა

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივოს“ – ინფორმაცია ამის შესახებ დღეს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა. აღნიშნული პრობლემის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ ექსკლუზიურად გუშუნ წერდა, რადგან არაერთი ადამიანი დაგვიკავშირდა, რომლებმაც პრობლემის შესაბამის სტრუქტურებამდე მიტანა გვთხოვეს. „ის მოქალაქეები, რომლებმაც უცხოეთიდან ავტომანქანა შემოიყვანეს და ამ დღეებში ტრასპორტის განბაჟება უწევთ, პროცედურის გადავადებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მაშინ, როცა მანქანის გაყიდვა ჭირს და მყიდველები არ არიან, სახელმწიფომ მათი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს და ისევე როგორც სხვებს, გარკვეული შეღავათები დაუწესოს“ –…

მეტი...

ხვალიდან, საქართველოს მასშტაბით დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება

“როგორც საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა უკვე აცნობა, ხვალიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, დროებით ჩერდება მიკროავტობუსების მომსახურება”, – ამის შესახებ თბილისის მერის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მერიიდან აცნობეს, ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან,  მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სატრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომეტებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული. “იმის გათვალისწინებით, რომ ბაღებსა და სკოლებში სწავლება შეჩერებულია, შეზღუდულია მთელი რიგი სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის და შესაბამისად, ქალაქში დღის მანძილზე ნაკლები ადამიანი გადაადგილდება, მუნიციპალური ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით შევძლებთ მოსახლეობის მომსახურებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკება…

მეტი...

სურსათის სააგენტო აგრარული ბაზრებისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციებს გასცემს

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, აგრარულ ბაზრებში სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. • გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე; • შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია; • სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია; • გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით; • ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ; • ნაგვის ურნები დაცალეთ…

მეტი...

„სავარაუდოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა კიდევ გვექნება დღეს“ – დიმიტრი ხუნდაძე

„ჩვენ ყველა შესაძლო სცენარს განვიხილავთ, თუმცა არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად მოხდება“ – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ხუნდაძის განცხადებით ის რაც საგანგებო ვითარების დროს ტარდება ქვეყნებში, საქართველოში ნაწილობრივ უკვე განხორციელებულია. “ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი ამოცანა, ეკონომიკას ზიანი არ მიადგეს და მოსახლეობის ჯანმრთელობას, ამიტომ რეგულაციებსაც შესაბამისად ვიღებთ. გვინდა, რომ თითოეული რეგულაცია იყოს სწორად გაწერილი. ჩვენ შევაკავეთ ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ შიდა გავრცელებას ვერ ავცდებით. მთავარია ეს პროცესი გაიწელოს და დიდი დოზით არ დაგვატყდეს.“ ხუნდაძის ინფორმაციით თუკი შიდა გავრცელების ხარისხი მიაღწევს საგანგაშო ნიშნულს მაშინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. „აქ არსებობს…

მეტი...

“ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ისე მედპერსონალთა რაოდენობა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საკმარისია როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ასევე იმ მედპერსონალთა რაოდენობა, რომლებიც სტაციონარში მყოფ პაციენტებს მკურნალობენ. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელოვნური სუნთქვის სულ 150 აპარატია მომზადებული, თუმცა მათი გამოყენების საჭიროება ჯერ არ დამდგარა. „ჯერჯერობით ჩვენთან არ დამდგარა საჭიროება გამოგვეყენებინა ხელოვნური სუნთქვის აპარატები. თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა სტაციონარში მობილიზებლი გვაქვს ხელოვნური სუთქვის აპარატები. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა – ჩვენ არ გვყავს ისეთი მძიმე პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება ხელოვნური სუნთქვის აპარატი. თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეისათვის მომზადებული გვაქვს ხელოვნური სუნთქვის 150 აპარატი. საჭიროების შემთხვევაში მოხდება მათი გამოყენება. ჩვენ ასევე ვმუშაობთ როგორც…

მეტი...

“თბილისსა და რუსთავს შორის ავტობუსების დანიშვნის გადაწყვეტილება მიღებული არ არის” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაინიშნება თუ არა თბილისსა და რუსთავს შორის მუნიციპალური ავტობუსები, ჯერ გადაწყვეტილი არ არის მიღებული. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მოსახლეობამ გადაადგილებისგან მაქსიმალურად თავი უნდა შეიკავოს. „სამსახურებთან დაკავშირებითაც იქნა გაცემული რეკომენდაციები, რომ დისტანციურად უნდა იყოს მუშაობა, რა ღონისძიებებსაც მიმართეს შესაბამისმა უწყებებმა. როდესაც ვსაუბრობთ სახლში დარჩენასთან დაკავშირებით, ეს არის რეკომენდაციები, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა და გავითვალისწინოთ“, – განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამარშრუტო ტაქსები იკრძალება. სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვაზე მთავრობის გადაწყვეტილება როგორც თბილისს, ისე რეგიონებსა და საქალაქთაშორისო ე.წ. მარშრუტკებს ეხება.

მეტი...

სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა

მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელი არ გადაუვადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ მიიღო. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა განცხადა, ქსპერტიზის დასკვნით არ იკვეთება ის გარემოება, რომ მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფობითაა დაავადებული. “მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სასჯელის მოხდის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ ირკვევა, რომ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და აღნიშნული ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მე კომენტარს არ გავაკეთებ, ჩვენი პოზიციაც სწორედ ის იყო, რა გადაწყვეტილებაც სასამართლომ მიიღო. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ…

მეტი...

რუსეთის პატრიარქის ინსტრუქციების თანახმად, ზიარება მხოლოდ ერთჯერადი ჭურჭლით უნდა მოხდეს

მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით სანიტარული ზომების ინსტრუქცია დაამტკიცა. კერძოდ, ინსტრუქციების თანახმად, ბარძიმიდან ზიარების მიღება მხოლოდ ინდივიდუალურად, ერთჯერადი ჭურჭლით უნდა მოხდეს. გარდა ამისა, დიდი ყურაღება უნდა დაეთმოს სანიტარული და ჰიგინეური ნორმების დაცვას, მათ შორის ჭურჭლების სისუფთავეში შენახვა, სივრცეების განიავება, ხელების დეზინფექცია და მღვდელმსახურებისთვის სიცხის გაზომვა. ასევე მღვდელმსახურებს რეკომენდაცია ეძლევათ, ხელი არ გაუწოდონ მრევლს ამბორისთვის, ხოლო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჯვარი მრევლის წევრებს თავზე დაადონ, რათა ჯვარზე მთხვევა არ მოხდეს. რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღნიშნეს, რომ ამ ზომებს დროებითი ხასიათი აქვს და მათეს სახარებას ციტირებენ, სადაც წერია:…

მეტი...

ქართველმა ებრაელმა, პატრიცია დელონმა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს ხელფასებზე დანამატები ჩაურიცხა

საავადმყოფოს ოფიციალური გვერდი ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველმა ებრაელმა, პატრიცია დელონმა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს ხელფასებზე დანამატები ჩაურიცხა, ამავე ქალბატონისგან თენგიზ ცერცვაძემ დაბადების დღეზე ნახატი მიიღო საჩუქრად. მოგეხსენებათ, ცნობილი ექიმი ბუების კოლექციონერია. “კატეგორიულად ითხოვდა ამ ფაქტის აფიშირება არ მომხდარიყო, მაგრამ უნდა იცოდეს საზოგადოებამ მისი სახელი – პატრიცია დელონი! ბოქსირებული განყოფილების ექთნებს ხელფასზე დანამატი დაურიცხა და ასე გამოხატა თანადგომა… თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მომავალ თვეს თუ საშუალება იქნება ექიმებს წაახალისებს… არც იუბილარი თენგიზ ცერცვაძე დავიწყებია. საჩუქრად საკუთარი ნახატი, თავისი და მამის, ილია დედიაშვილის პოეტური კრებულები უსახსოვრა. ექსპრომტად ლექსიც მიუძღვნა…

მეტი...

რომან კაკულია ბიზნესმენებს მიმართავს, პროდუქტების რეალიზაციაზე შიდა კონტროლი დააწესონ

“საქართველოში ყველა იმახსოვრებს იმ ადამიანს, რომელიც საერთო გამოწვევებზე საკუთარი კეთილდღეობის აგებას ცდილობს და ნურავინ ჩაეწერებით ამ სიაში. მივმართავ ყველას, ვინც ახლა ცდილობთ, რომ მხოლოდ საკუთარი შემოსავლები დააყენოთ პირველ ადგილზე” – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რომან კაკულიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კრიზისულ პერიოდში ბიზნესსექტორის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია. „მინდა მივმართო ყველა ბიზნესმენს, რომელიც საცალო ქსელებთან არიან დაკავშირებული. პასუხისმგებლიანი მიდგომა მინდა ვთხოვო ყველა ბიზნესმენს, რომ გარკვეული მარაგების რეალიზებაში შეიძლება დაწესდეს შიდა კონტროლი. მაგალითად, ადამიანს რომ უნდა წიწიბურის ყიდვა, არ არის აუცილებელი 25 კოლოფი ერთიანად შეიძინოს. ეს შეზღუდვა შეიძლება ბიზნესმა თვითონვე გააკეთოს. მინდა ასევე ყველას…

მეტი...

“ორმა პოლიციელმა დაადასტურა, რომ განყოფილებაში ლუკა სირაძე არასრულწლოვნისთვის დამთრგუნველ გარემოში იმყოფებოდა” – ჩოლოიანის საქმის პროკურორი

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის, ალექსანდრე ჩხეიძის განცხადებით, სასამართლოში დაკითხულმა ორმა პოლიციელმა დაადასტურა, რომ პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე არასრულწლოვნისთვის დამთრგუნველ გარემოში იმყოფებოდა. „დღევანელ პროცესზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების რიგითი თანამშრომლები დაიკითხნენ. ორივე მათგანმა დაადასტურა, რომ 2019 წლის 10 დეკემბერს, როცა არასრულწლოვანი ლუკა სირაძე ხსენებულ განყოფილებაში იმყოფებოდა გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანთან, ამ განყოფილებაში არასრულწლოვნისთვის დამთრგუნველი გარემო იყო შემქნილი. მოწმეებმა დაადასტურეს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარკვეული გარემოებები. მოწმეებმა ჩოლოიანის პიროვნულ მახასიათებლებზეც ისაუბრეს და გასაკვირი არ არის, რომ თავიანთ თანამშრომელს დადებითად ახასიათებენ. თუმცა, იმ ფაქტს ვერ გაექცევიან, რაც ვიდეოჩანაწერებში…

მეტი...

სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების კურთხევა მიმდინარეობს

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები თბილისის ცენტრალურ ქუჩებს აკურთხებენ. ისინი სამების საკათედრო ტაძრიდან რესპუბლიკის მოედნისკენ დაიძრნენ. რესპუბლიკის მოედნიდან კი რამდენიმე ლოკაციაზე, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებისკენ გაემართებიან, რომლებსაც აკურთხებენ. როგორც დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა, ამ ფორმით ისინი უფალს დახმარებას სთხოვენ, რათა მსოფლიოში გავრცელებული სენისგან ქვეყანა და ხალხი დაიცვას. „პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამღვდელოება შევიკრიბეთ, რომ მთელი ქალაქი ეკურთხოს. ვხედავთ, როგორ მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა და მთელი მსოფლიო, ეს სენი როგორ ვრცელდება მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ ლოცვა ჩაატაროს. თქვენ გესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანია წყალკურთხევის ლოცვა, როგორ შინაარსს შეიცავს ეს ლოცვა და ლოცვის შემდეგ მთელი ქალაქი იკურთხება დღევანდელ…

მეტი...

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირებისთვის შესაბამის პარლამენტი ინიციატივას დაარეგისტრირებს

“პარლამენტში დღეს დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომელიც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევი პირებისთვის შესაბამის ზომებს ითვალისწინებს” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ გაანცხადა. მისივე ინფორმაციით, ასეთი პირების მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის საკითხიც განიხილება. „საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას და დღესვე, დაჩქარებული წესით დარეგისტრირდება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, იქნება სავარაუდო ჯარიმა და შესაბამისი სასჯელი მათთვის, ვინც შეეცდება, დაარღვიონ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესები. სამწუხაროდ, ეს საჭირო გახდა იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა ვინც თვითიზოლაციაშია, პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, მაგრამ არიან გამონაკლისები, რომლებიც ამ წესს არ იცავენ.ჩვენ უფრო ვფიქრობთ, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში დაჩქარებული წესით შევიტანთ ცვლილებებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურად…

მეტი...

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც საშუალება გვექნება დავეხმარებით“ – გიორგი გახარია

ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ რეკომენდაციების გაცემის პარალელურად ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა. გახარიას ინფორმაციით ხელისუფლება იზრუნებს იმ მოსახლეობაზეც, სადაც ამის საშუალება მიეცემა. “ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შეზღუდულები ვართ,  სადაც საშუალება გვექნება სრულად დავეხმარებით, ამასთანავე ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობის რესურსი არის შეზღუდული და ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანის სამოქალაქო პასუხისმგებლობა ნემისმიერი კუთხით“ – განაცხადა გახარიამ.

მეტი...

“რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, უნდა გახდეს სავალდებულო” – გიორგი გახარია

“რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია. ჩვენ ამ მიმართულებით, ისევე როგორც სანქციების და ჯარიმების მიმართულებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები გვექნება ხვალ” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერმა მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მიერ თვითიზოლაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თვლის, რომ მკაცრი ზომებია გასატარებელი. „მე იმით დავიწყე და ვთქვი, რომ რეკომენდაციები, რომელსაც მთავრობა გასცემს, უნდა გახდეს სავალდებულო და მათი აღსრულება აუცილებელია. ჩვენ ამ მიმართულებით, ისევე როგორც სანქციების და ჯარიმების მიმართულებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები გვექნება ხვალ“, – განაცხადა გახარიამ.

მეტი...

„ბარსელონა ჩაკვდა, ყველაფერი იკრძალება, ჯარიმები 600 ევრომდეა“ – ქართველი ემიგრანტი

ესპანეთში სამედიცინო პირბადე 9 ევრო ღირს. გაზრდილი ფასები, პროდუქტებზე უსაშველო რიგები, შეზღუდული გადაადგილება და ტრანსპორტი და დიდი პანიკა – ასეთი ვითარებაა დღეს ესპანეთში. როგორც ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა ეკა სიხარულიძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ვისაც პოლიცია ქუჩაში გააჩერებს და მისი გადაადგილების აუცილებლობას ვერ დაინახავს, 100-დან 600 ევრომდე აჯარიმებს.    „ვითარება საკმაოდ რთულია, ქუჩაში არავინ ჭაჭანებს, ყველაფერი დაკეტილია, მუშაობს მარტო აფთიაქი, სუპერმარკეტები, და ბანკი. ვართ პირბადეებითა და ხელთათმანებით. არის ძალიან დაძაბული სიტუაცია. მოძრაობა, ტრანსპორტი შემცირდა, ღია არის ბანკები, პროდუქტების მაღაზია და აფთიაქები. საშინელება ისიც, რომ 1 პირბადე 9 ევრო ღორს. ეს პოლიტიკაა…

მეტი...

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა რაღაც ეტაპზე შესაძლოა დადგეს“ – გიორგი გახარია

“იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც  გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყნის პრემიერის ინფორმაციით ხელისუფლების ყველა უწყება სიტუაციას ფლობს და ვირუსთან საბრძოლველად ყველა ბერკეტი გააჩნია. „საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის საჭირო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ და ასე გავაგრძელებთ. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს მკაფიოდ, დღეს, დღევანდელი მონაცემებით, იმ ობიექტური რეალობით და შეფასებით, რომელიც გვაქვს, საგანგებო…

მეტი...

„შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, დამშვიდების საბაბი არ გვაქვს“ – გიორგი გახარია

„გავრცელება ვირუსის გვექნება და ეს უნდა ვიცოდეთ. ხვალიდან თბილისში აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის მართვის ერთ – ერთი პროცესი, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ვირუსს“ – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიამ იმ პრევენციებზე ისაუბრა, რასაც საქარველოს მთავრობა ვირუსის გავრცელებასთან მიმართებაში გაატარებს. გახარიას ინფორმაციით ხვალიდან აიკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული ტიპის მოძრაობა. „მიუხედავად იმისა რომ მთავრობა ეფექტურად ახორციელებს დაავადების შეჩერების ფუნქციას შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, დამშვიდების საბაბი არ გვაქვს. ჯანდაცვის სიტემა მზად უნდა იყოს გამოწვევებს გაუძლოს, ჩვენ ამ პროცესის მენეჯმენტის პირველი ეტაპი ეფექტურად…

მეტი...

„მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ასე ზრუნავს ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის“ – მიმართვა კარანტინიდან

„გამარჯობა, უპირველეს ყოვლისა ყველას მადლობა მოკითხვისთვის და თანადგომისთვის. როგორც იცით საფრანგეთიდან ჩამოსულები მოგვათავსეს კარანტინში ბათუმის „სპუტნიკის“ სასტუმროში“ – ასე იქწყება წერილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე მანანა შაკიაშვილი კარანტინიდან წერს. კარანტინში მყოფი ახალგაზრდა მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს ვინც ქვეყანაში დაბრუნებული,  საქართველოს მოქალაქეების მიმართ ყურადღება გამოიჩინა. „მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ასე ზრუნავს ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, მთელი საქართველოსთვის.მადლობა საქართველოს მთავრობა-ს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც ცდილობს გაუფრთხილდეს და დაიცვას ჩვენი ქვეყანა დღევანდელი პანდემიისგან. Wizz air-ის თანამშრომლებს, რომლებიც ასეთი საფრთხის მიუხედავად მოგვემსახურნენ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თითოეულ…

მეტი...

ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო პირებმა რამდენიმეპუნქტიანი დადგენილება მიიღეს

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი საკუთარი ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასულიერო პირების კრებამ კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელა და რამდენიმეპუნქტიანი დადგენილება მიიღეს. „ეპარქიის სასულიერო პირების კრებამ იმსჯელა კორონავირუსით გამოწვეულ გამოწვევებზე, მიიღო დადგენილება, რომელსაც გაგაცნობთ: პირველი პუნქტი – შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოხდება ეპარქიის მოქმედი ტაძრების დეზინფექცია. მეორე – ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეები ეზიარებიან ერთი საერთო კოვზით. მესამე – იმასთან დაკავშირებით, რომ სიტკბოების მიღება არ წარმოადგენს სავალდებულო წესს, მრევლის წევრებს მიეცათ არჩევანის თავისუფლება მის მიღებასთან დაკავშირებით, თითოეული მოიქცევა მისი შეხედულების მიხედვით. მეოთხე –…

მეტი...

კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს პაციენტი ბოლო სამი შემთხვევიდან ერთ-ერთის კონტაქტია. „ამ დროისთვის საავადმყოფოში 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 15 პაციენტიდან 14 პაციენტთან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, 1 პაციენტის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ამ ეტაპზე ჩვენთან დადასტურებული წევს 29 შემთხვევა”, – განაცხადა ეზუგბაიამ. ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 34 ადამიანი.

მეტი...

“დამოუკიდებელი დეპუტატები” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც ნინო ქადაგიძეს უსმენენ, ფრაქციის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ  დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ხელისუფლება მოსწრებაზეა, რომ ნინო ქადაგიძე დაამტკიცოს. “მიმაჩნია, რომ ძალიან უადგილო იყო და არადროული ეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის მიერ იყოს განხილული ნინო ქადაგიძის კანდიდატურა. ამ ვითარებაში ჩვენ მაქსიმალურად თავს ვარიდებთ ხელისუფლების ოპონირებას, მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი გამომდინარე კორონავირისით შექმნილი პრობლემებიდან. მიგვაჩნია, რომ რაღაც დონეზე თვითცენზურა უნდა განვახორციელოთ ჩვენი თავის მიმართ რადიკალური ოპონირების მხრივ. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, განხილვა არ მიმაჩნია…

მეტი...