ფონდი „ქართუ” გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს გამოუყოს ფინანსური რესურსი

ფონდი „ქართუ” განცხადებას ავრცელებს, სადაც გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს გამოუყოს იმ მოცულობის ფინანსური რესურსი, რაც საჭირო იქნება ვირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების მაქსიმალურად დასაცავად. „დღეს ჩვენი ქვეყანა, მთელ მსოფლიოსთან ერთად, დგას გამოწვევის წინაშე, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ააცილოს საკუთარ მოსახლეობას. საქართველოს მთავრობა, ყველა შესაბამისი უწყება, მთელი სახელმწიფო აპარატი, პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში და ძალიან ეფექტიანად ართმევს თავს საზოგადოებისთვის საფრთხის არიდების პროცესს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან პროცესების კვალიფიციურ და ეფექტურ მართვას ხაზგასმით აღნიშნავენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველა შესაბამის უწყებას, პირველ რიგში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, იმუნოლოგიისა და…

მეტი...

შეიძლება თუ არა ვირუსის მატარებელი ადამიანების ერთად მოთავსება?

„ახალი კორონავურისის“ გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ხშირია კრიტიკა იმის გამო, რომ კარანტინში მყოფი ან ვირუსის მატარებელი ადამიანები, რიგ შემთხვევებში,  განცალკევებით არ იმყოფებიან. როგორც ინფექციონისტი და იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე აცხადებს, პროტოკოლით შესაძლებელია, რომ ერთი კლასტერის ადამიანები ერთად იმყოფებოდნენ. „კარანტინში ადამიანების ერთად მოთავსება შეიძლება, თუ ეს არის იგივე კლასტერიდან, იგივე კოჰორტადან რომლებიც ერთად იყვნენ, ერთი ოჯახის წევრები არიან. პირიქით, შესაძლოა, მათი ერთად მოთავსება უფრო უპრიანიც კი იყოს ფსიქოლოგიური მომენტიდან და ეპიდემიოლოგიური გადაცემის გზების გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევებში, მათი სველი წერტილი უნდა იყოს იზოლირებული და სხვებთან არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი. ეს პროტოკოლშიც წერია, რომ მსგავსი…

მეტი...

ელექტრონული წიგნებით სარგებლობა ერთი თვით უფასო გახდა

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხეებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების პერიოდში, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს საშუალება lit.ge-ს ელექტრონული წიგნებით უფასოდ ისარგებლოს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და განათლების, სამინისტროს ჩართულობით მიღწეულია შეთანხმება ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია – lit.ge – სთან,  რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა მიეცეს ამ პლატფორმაზე განთავსებულ „პალიტრა L“-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ 2093 ელექტრონულ წიგნზე. “მომხმარებელს სამკითხველოს ერთთვიანი პაკეტი უფასოდ გაუაქტიურდება და სასურველი წიგნის არჩევის საშუალება მიეცემა. არჩეული წიგნები ერთი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური…

მეტი...

“პური უნდა იყოს შეფუთული – მნიშვნელოვანია” – მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის, მადონა კოიძის განცხადებით, ვინაიდან ფულთან შეხების დროს ვირუსი გავრცელების მაღალი რისკი არსებობს, მნიშვნელოვანია, პატარა საცხობებში, თონეებში ერთი და იგივე ადამიანი არ ახდენდეს ფულთან კონტაქტს და პურის რეალიზაციას. როგორც მადონა კოიძემ „ინტერპრესნიუსს“განუცხადა, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტი პურია, დაბინძურების თავიდან ასარიდებლად საჭიროა ამ პროდუქტის რეალიზაცია ქსელურ მარკეტებში შეფუთული სახით ხდებოდეს. „საერთოდ ვეწინააღმდეგები შეფუთვის გარეშე პურის რეალიზაციას, ეს არასწორია რადგან დაბინძურების ძალიან დიდი რისკი არსებობს დისტრიბუციის, დასაწყობების პროცესში და ასევე დახლზე, როდესაც მსხვილ ქსელურ მარკეტებში ადამიანებს აქვთ პურთან ხელით შეხების შესაძლებლობა. პური უნდა იყოს შეფუთული. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს,…

მეტი...

7 პირის ანალიზის პასუხს დღის განმავლობაში ელოდებიან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 7 პირის ანალიზის პასუხს დღის განმავლობაში ელოდებიან. ამასთან, როგორც მარინა ეზუგბაია განმარტავს, პაციენტი, რომელსაც გუშინი კორონავირუსი დაუდგინდა, ინფიცირების ახალ წყაროს არ წარმოადგენს და ის იტალიის წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირია. „გუშინ 21 პირის ტესტირება უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი ორი ეტაპიდან ჩატარებული ტესტირებით მხოლოდ ერთთან იყო დადებითი და 13 უარყოფითი პასუხი გვქონდა, ახლა ველით გვიან ღამით ჩატარებული ტესტირებების პასუხს, 7 პასუხს, რომელიც მესამე ეტაპად ჩატარდა. როგორც იცით, გუშინ დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი და კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჩვენთან 21-დან 22-მდე გაიზარდა, ე.ი.…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ბრძანება გამოსცა

თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 12 მარტიდან თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ამავე ბრძანების მიხედვით, სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთაკატეგორიას. „საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა გამოცხადდეს თავდაცვის უწყების თანამშრომელი, იმ შემთხვევაში თუ: თავად ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს; პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ან დაუდასტურდა კორონავირუსი. ასევე შემდგომ განკარგულებამდე სამსახურში გამოცხადება…

მეტი...

“სკოლებში არდადეგების კიდევ გახანგრძლივებაზე ამ დროისთვის საუბარი არაა” – განათლების მინისტრის მოადგილე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, არდადეგების კიდევ გახანგრძლივებაზე ამ დროისთვის საუბარი არაა. “რეკომენდაცია და ქვეყანაში არსებული სიტუაცია როგორი იქნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ზოგადი განათლების საფეხურზე, დისტანციური კომუნიკაცია სკოლასა და მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის იქნება. რა ფორმებით იქნება და რა რეკომენდაციებს გასცემს განათლების სამინისტრო, დღეს დღის ბოლომდე სკოლები მიიღებენ ამ ინფორმაციას. ეს იქნება მხოლოდ რეკომენდაციების დონეზე ფორმა, როგორ მოხდეს ამის კომუნიკაცია და ალტერნატიული შეთავაზებებიც იქნება, თუმცა, როგორ გააკეთებს პროცესის ორგანიზებას სკოლა, ეს იქნება სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სკოლებთან და…

მეტი...

დღეიდან საქართველოს მასშტაბით ტაძრების დეზინფექცია მასშტაბურად დაიწყება

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინეს და ტაძრები და მიმდებარე ტერიტორია სპეციალური სითხით დამუშავდება. სასულიერო პირები განმარტავენ, რომ ტაძრებში სამლოცველოების შიდა და გარე ტერიტორია სველი წესით ყოველდღე სუფთავდება. სპირტიანი ხსნარით იწმინდება ხატები და ყველა კუთხე საფუძვლიანად მუშავდება.

მეტი...

შეუგნებელ და ნულოვანი სოლიდარობის მქონე ადამიანებს ვერავინ ვერაფერს აიძულებს, მცირე მეწარმეები საფრთხის წინაშე დადგნენ

ბანკებმა და საფინანსო ორგანიზაციებმა გაითვალისწინეს შექმნილი რეალობა და არსებული საფრთხე, გამოიჩინეს სამოქალაქო ვალდებულება და მეწარმეებს, ბიზნესს, რომლებიც ბანკებთან იყვნენ დაკავშირებულნიი 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესეს. ​სამწუხაროდ, ნულავანი თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა აღმოჩნდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ერთ დროს „კაპიკებში“ ჩაიგდეს ხელში სხვადასხვა ფართი, მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელსაც სავაჭრო ობიექტებად აქირავებენ და დამქირავებელს, რომელსაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და უფრო მეტიც, მაღაზიები დახურეს, ახრჩობენ, რომ ქირა სასწრაფოდ გადაუხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ ფართის დაცლა. მნიშვნელოვანია ისიც რომ კონკრეტული ე.წ. მეწარმეები თუ ბიზნესმენები, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელებში ფართს აქირავებენ, სახელმწიფოსაც უმალავენ გადასახადს, რაც…

მეტი...

სამთვიან საშეღავათო პერიოდს მომხმარებელს „თიბისი“ ბანკიც დაუწესებს

ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს „თიბისი“ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს. აღნიშნულთან დაკავშირებით „თიბისი“ განცხადებას ავრცელებს. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს” – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“ვირუსს პასპორტი არ აქვს”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სატელევიზიო მიმართვის დროს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც შენგენის ზონის ქვეყნებისთვის ფრენების აკრძალვას უკავშირდება. საფრანგეთის ლიდერი მიიჩნევს, რომ მსგავსი დაყოფა კრიზისს ვერ მოაგვარებს. „დაყოფა კრიზისს ვერ მოაგვარებს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ ზომები უნდა იქნას მიღებული, მაგრამ ჩვენ უფრო სასარგებლო ნაბიჯები უნდა გავატაროთ. ვირუსს პასპორტი არ აქვს. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, ჩვენი ძალები გავაერთიანოთ, უნდა ვითანამშრომლოთ“- აღნიშნა მაკრონმა. შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ქვეყანაში შენგენის ზონის ქვენებიდან ფრენებს დროებით აკრძალავს.

მეტი...

კორონავირუსს მსოფლიოში 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 134 769 დაინფიცირდა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა

ამ დროსითვის არსებული მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 134 769 დაინფიცირდა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 127 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევები ჩინეთშია დადასტურებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 3177 ემსხვერპლა, 64 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ვირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 1016-მდე გაიზარდა.

მეტი...

სახელმწიფო უწყებების ნაწილი დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ

სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. ასეთი რეკომენდაცია ეძლევათ კერძო დაწესებულებებსაც. „თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. სამინისტროების დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა არ ეხებათ მინისტრებს და მათ მოადგილეებს.

მეტი...