„ძალიან მიკვირს, რომ კერძო სკოლები ასეთ მითითებებს იძლევიან“ – მინისტრის მოადგილე

განათლების სამინისტროში კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ მათი მითითებით დისტანციური სწავლება კომპიუტერებთან თუ ტელეფონებთან ჯდომას და მოსწავლეებისა თუ მშობლების ზედმეტ დატვირთვას მოიცავდეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ განუცხადა, ყველა სკოლას რეკომენდაციას ორშაბათს გაუგზავნიან. „არასწორი ინფორმაციაა, საიდან მოიტანეს არ ვიცი. დისტანციური სწავლება არის ერთ-ერთი ფორმა და ეს განათლებისთვის გარანტირებული ფორმა ვერ იქნება. მთელი დღეს მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ყველა ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, წვდომა ჰქონდეს ინტერნეტთან, კომპიუტერთან. ძალიან მიკვირს, რომ სკოლები ასეთ მითითებებს იძლევიან.  რეკომენდაციებს კიდევ ვამუშავებთ, რომელსაც კერძო და საჯარო სკოლებსაც გავუგზავნით. დისტანციური სწავლება არის ალტერნატიული საშუალება. არდადეგების პერიოდში ჩვენ…

მეტი...

ტაძრებს სადეზინფექციო საშუალებები გადაეცემათ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის ტაძრებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებები გადაეცემათ. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საკვირაო მსახურებებისთვის შეძლებისდაგვარად ყველა ტაძარი დასუფთავდება და ჩატარდება სათანადო დეზინფექცია. „სადეზინფექციო ხსნარები ეტაპობრივად გადაეცემა როგორც დედაქალაქის, ასევე ეპარქიების ტაძრებს“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მეტი...

“კორონავირუსის ეპიდსიტუაცია უარესდება” – ამირან გამყრელიძე

„შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევების ზრდა გვექნება, რადგან კლება არის მხოლოდ ჩინეთში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩინეთს გარეთ, უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია. გამყრელიძის შეფასებით, ეპიდსიტუაცია უარესდება. “აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ნაწილი გლობალური სამყაროსი და ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირდება შემთხვევათა მატება. ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ პანიკას, რადგან ინფექციას მსოფლიო დაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში ამ დრომდე ლაბორატორიული 25 შემთხვევა არის გამოვლენილი.

მეტი...

ხვალიდან, საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანთან საზღვარს დროებით კეტავს

2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის მეთაურებმა ერთობლივად, სატელეფონო საუბრისას მიიღეს. „ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

მეტი...

ბრაზილიის პრეზიდენტი უარყოფს ინფორმაციას, რომ კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ბრაზილიის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, ახალ კორონავირუსზე მისი ტესტის პასუხი უარყოფითია. „ფოქს ნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითია.

მეტი...

რა პრობლემებს უქმნის დისტანციური სწავლება სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიანებს და რას ავალდებულებენ სკოლები მათ?!

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, სკოლები, როგორც საჯარო ისე კერძო, დისტანციურ სწავლებაზე გადადიან. მშობლებმა უკვე მიიღეს შეტყობინებები სკოლებისგან, რომ შვილებს შეუქმნან, სკაიპი, ელექტრონული მისამართი, უზრუნველყონ კომპიუტერებით, ინტერნეტით და ორშაბათიდან მოემზადონ დისტანციური სწავლებისთვს. აღნიშნული გადაწყვეტილება არაერთი ოჯახისთვის აღმოჩნდა მტკივნეული. მათ შორის მათთვის, ვისაც ერთზე მეტი შვილი ჰყავს და ასევე სოციალურად დაუცველებისთვის, რომლებსაც არა თუ კომპიუტერი, ტელეფონისა ინტერნეტის ხელმისაწვდომობაც არ გააჩნიათ. აღნიშნული პრობლემის „მედიაცენტრი მთავარი“ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც არაერთი მშობლისგან მივიღეთ წერილი. გთავაზობთ, რა პრობლემაზე საუბრობენ მშობლები. ნატა, ერთ-ერთი კერძო სკოლის მშობელი: „ელექტრონულ სწავლებას რომ გვთავაზობთ და გადავდივართ, ძალიან მაინტერესებს ვართ…

მეტი...

ფიზიკურ პირებს, რომლებიც იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით სარგებლობენ, “ბაზისბანკი” სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

„ბაზისბანკი“ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ამავე ბანკის იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით სარგებლობენ, სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. ამის შესახებ ბანკის განცხადებაშია აღნიშნული. „ბაზისბანკი“ განმარტავს, რომ საშეღავათო პერიოდი ვრცელდება სესხის ძირ თანხასა და ასევე პროცენტზე. „შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ბაზისბანკმა“, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ფიზიკურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ „ბაზისბანკის“ იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით შესთავაზოს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი ვრცელდება როგორც სესხის ძირზე, ასევე პროცენტზე. დეტალებთან დაკავშირებით თითოეულ მომხმარებელთან მოხდება კომუნიკაცია და ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება დისტანციურად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში. ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან…

მეტი...

სკოლებში, არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, სასწავლო პროცესი 15 ივნისს დასრულდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სწავლის პროცესი სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების გახანგრძლივების მიუხედავად, 15 ივნისს დასრულდება.  როგორც ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ სწავლის პროცესი პირველ აპრილსაც ვერ განახლდა, განათლების სამინისტროს კონკრეტული გეგმა ექნება. „თუ პირველ აპრილს დავიწყებთ სასწავლო პროცესს, რისთვისაც მზად ვართ, არ მოუწევთ ბავშვებს დამატებით სწავლის გახანგრძლივება. არის რამდენიმე არჩევანი. თუ სკოლა გადაწყვეტს, რომ პროგრამა თავის მოსწავლეებს სრულფასოვნად გაატაროს, რა თქმა უნდა, მასშიც თავისუფალი იქნება სკოლა და თავად დააორგანიზებს სასწავლო გეგმის ფარგლებში ამ პროცესს. ეს იქნება შაბათ-კვირა, დამატებით გაკვეთილების გახანგრძლივება სასწავლო დღეების განმავლობაში, ამაში სკოლა მოქნილი…

მეტი...

ესპანეთში, კოროკავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ესპანეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ესპანეთში ახალი ვირუსული ინფექციით 36 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 120-ს მიაღწია. ინფიცირებულია 4200 ადამიანი. პედრო სანჩესის თქმით, ერთ კვირაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი შესაძლოა, 10 ათასამდე გაიზარდოს.

მეტი...

ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

“ფოქს ნიუსის” ინფორმაციით, ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონარუსთვის კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი დადებითია. ბოსონარუს შვილმა ედუარდომ განაცხადა, რომ დიაგნოზის დასადასტურებლად მეორე ტესტს უტარებენ, რომლის პასუხებიც პარასკევს, დღის მეორე ნახევარში იქნება. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი და მისი პრესმდივანი 7 მარტს ფლორიდაში აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრამპს შეხვდნენ.

მეტი...

“შემთხვევა იქნება საკმაოდ ბევრი, მაგრამ იქნება კონტროლირებადი” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა მედიასთან განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდას ელოდებიან, თუმცა თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვითარება კონტროლირებადი იქნება. “შემთხვევა იქნება საკმაოდ ბევრი, მაგრამ იქნება კონტროლირებადი, იმიტომ რომ შიდა გადაცემა, ჯერჯერობით, არის ერთეული და არ არის მესამეული და მეოთხეული გადაცემები. საერთოდ, ითვლება სპეციალისტების წრეში, რომ მეოთხეული გადაცემა როცა იწყება, ანუ მეოთხე პირი როცა გადასცემს სხვას, იქ ეპიდემია შეიძლება უკონტროლო გახდეს,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კლინიკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამის საჭიროება შეიქმნება, საკარანტინო სივრცეები სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც შეიქმნას.

მეტი...

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, საეჭვო სიმპტომებით, 5 მოქალაქე შეიყვანეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, 5 მოქალაქე საეჭვო სიმპტომებით შეიყვანეს. 4 მათგანი ერთი ოჯახის წევრია. ცოლ-ქმარსა და მათ ორ შვილს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ ოთხივე მათგანის მონაცემები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია და პასუხები უახლოეს საათებში იქნება.  “ბათუმის ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 5 მოქალაქე საეჭვო სიმპტომებით. ეს უკავშირდება ევროპის რეგიონს. სტაბილურია მათი მდგომარეობა, მაგრამ იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი ეს არის ტემპერატურული რეაქცია და ხველა. ამ სიმპტომების შემთხვევაში, ჩვენ ისინი შეგვყავს ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში და შემდეგ უკვე ბოქსირებულ განყოფილებაში ხდება მათი…

მეტი...

სასამართლომ ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დატოვა

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ  მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, რის შემდეგაც ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატის განცხადებით, არ არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, რასაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. მათი თქმით, დაცვის მხარეს ახალი არსებითი გარემოება პატიმრობის შესაცვლელად არ წარმოუდგენია. საბოლოოდ, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დატოვა.

მეტი...

“ბევრი საავადმყოფო, რომელიც დღეს ჯანდაცვის სისტემაშია, „ქართუს“ დახმარებით გაკეთდა” – მაია ცქიტიშვილი

“ბევრი საავადმყოფო, რომელიც დღეს ჯანდაცვის სისტემაშია, „ქართუს“ დახმარებით გაკეთდა “, – ამის შესახებ დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა. მაია ცქიტიშვილმა ბანკებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ყველა ბიზნესი და სოციალური პარტნიორი გამონახავს შესაძლებლობას თავის მომხმარებელსა და სახელმწიფოს აღმოუჩინოს დახმარება. „შეგახსენებთ, რომ თბილისის სტიქიის დროს 30-მილიონიანი პაკეტიდან, რაც მაშინ ბიზნესიდან შემოვიდა, 11 მილიონი სწორედ „ქართუს“ წილი იყო. ამასთან, ბევრი საავადმყოფო, რომელიც დღეს ჯანდაცვის სისტემაშია და იქ მომსახურებას ჩვენი მოქალაქეები იღებენ, „ქართუს“ დახმარებით გაკეთდა, მათ შორის – რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილება,…

მეტი...

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდაცვლილი 71 წლის ქალი ჟიტომირის ოლქის მცხოვრები იყო, რომელიც 12 მარტს გადაიყვანეს კლინიკაში. ამჟამად ექიმების მეთალყურეობის ქვეშ იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ასევე ის პირები, ვისთანაც დაავადებულს ჰქონდა კონტაქტი. უკრაინაში კორონავირუსის სამი შემთხვევა იყო დადასტურებული.

მეტი...

ჩინეთში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა აპრილში მზად ექნებათ

ჩინეთლი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მომდევნო თვეში კლინიკური ცდებისთვისა და განსაკუთრებული სიტუაციებისთვის კორონავირუსის ვაქცინა მზად ექნებათ. ამის შესახებ New York Post წერს.  იმისთვის, რომ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგინდეს, სულ მცირე 12-18 თვეა საჭირო, თუმცა, ჩინეთის კანონონმდებლობის მიხედვით, მისი გამოყენება გადაუდებელ სიტუაციებში მანამდეც არის შესაძლებელი, თუ საჭიროება რისკებს აჭარბებს.  ვაქცინაზე მუშაობენ აშშ-შიც. მასაჩუსეტსში მდებარე ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna Inc უკვე გადასცა ვაქცინა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს გამოსაცდელად. პირველადი შედეგები ივლისში, ან აგვისტოში იქნება. 

მეტი...

იტალიაში, ქართველი დედა-შვილი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

იტალიაში, ქართველი დედა-შვილი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.  იტალიური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები 41 წლის ქალი და მისი 16 წლის შვილი არიან. შემთხვევა ქალაქ ბარიში მოხდა. გარდაცვლილები სახლში ოჯახის ახლობელმა აღმოაჩინა და პოლიციაში დარეკა. ექიმები კორონავირუსით გარდაცვალებას გამორიცხავენ. მიმდინარეობს გამოძიება.  საქართველოს საკონსულო სამსახური სამართალდამცველებთან ხაზზეა. 

მეტი...

სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, 600 მილიონის ნაცვლად, დღგ მილიონ 200 ათასი ლარის ოდენობით დაბრუნდება

„სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად, ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა  ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დღგ-ს საშუალებით 1 მილიარდ 200 მილიონი ფინანსურ რესურსს დაუბრუნებს. „ამასთან ერთად, ვიყენებთ სასტუმრო ბიზნესისთვის სასესხო მომსახურების კომპონენტის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების უკვე ძალზე კარგად აპრობირებულ მექანიზმს, იმ განსხვავებით, რომ გავზარდეთ სასტუმროების ზომა და 4 ნომრიდან 30 ნომრამდე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო. ეს შეეხება შეეხება დაახლოებით 2000 სასტუმროს…

მეტი...

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, კარანტინში იძულებით 9 ადამიანი გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები გამოვლინდა. შსს-ს ინფორმაციით, ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ქობულეთიდან და ბათუმიდან 9 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული. “ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს,”- ნათქვამია განცხადებასი.

მეტი...

„ეს ყველაფერი გაკეთებულია, რათა შევაჩეროთ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება“ – გიორგი გახარია

საქართველოს მთავრობა „ახალი კორონავურისის“ იმპორტირებისა და შიდა გადაცემის თავიდან ასარიდებლად ზომებს მაქსიმალურად ამკაცრებს. „საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველასთვის კარგად ცნობილია: გამკაცრდა კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე, ასევე – თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე; ამასთანავე, დროებით შეჩერდა სწავლა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში, გაიცა რეკომენდაცია შესაძლო ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე, ისევე, როგორც გადავადდა საყოველთაო საგაზაფხულო გაწვევა; პრობაციონერების დროებით მოეხსნათ პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება; ასევე პენიტენციურ სისტემაში ორი კვირით შემოღებულ იქნა სპეციალური ღონისძიებები. ეს ყველაფერი გაკეთებულია, რათა შევაჩეროთ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ქვეყანაში და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებების ეფექტურობა“, – ვკითხულობთ…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველას კარგად გვესმის, რომ “კორონავირუსი” არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არც ერთ შემთხვევაში არ არის პანიკის დრო, ახლა კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ქმედებების დროა. „ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის, პირველივე დღიდან უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შესაბამისად, ნაბიჯები გადადგმული იყო პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. მეორე ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ეკონომიკა და ის მასტიმულირებელი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ, რათა ნაკლებად…

მეტი...

ბათუმის სასპორტო სკოლა დისტანციურ მუშაობაზე გადადის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ბათუმის სასპორტო სკოლაც უერთდება და დისტანციურ მუშაობას იწყებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სასპორტო სკოლიდან აცნობეს, სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე შეჩერებულია. „საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2020 წლის 12 მარტის სხდომაზე, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ახალი რეკომენდაციები შემუშავდა , რომლის თანახმადაც 2020 წლის 13 მარტიდან „ქ. ბათუმის სასპორტო სკოლა“ დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდა, სასწავლო პროცესი კი პირველ აპრილამდე გადაიდო“ – ვკითხულობთ განცხადებში.   

მეტი...

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინეს კონცერტი კორონავირუსის გამო გადაიდო

11 აპრილს, თბილისში, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მევიოლინეს ბელა მახარაძე – ბერკემერის და მისი მეუღლის, კომპოზიტორის, დირიჟორის და პიანისტის – უვე ბერკემერის დაგეგმილი კონცერტი კორონავირუსის გამო გადაიდო. ეს ინფორმაცია კლასიკური მუსიკის ქართველ გულშემატკივარს თავად მევიოლინემ გააცნო. „თქვენ კარგად იცით, თუ რა დიდი სიხარულითა და სიყვარულით ემზადება მთელი ჩემი ოჯახი ყოველწლიურად აპრილის კონცერტისთვის და ეს ყველაფერი თითქოს ტრადიციადაც გვექცა, მაგრამ, კორონავირუსმა ყველაფერი გააფუჭა და რათქმაუნდა, როგორც დანარჩენ სხვას და მთელ მსოფლიოს, ჩვენც შეგვეხო, დაგვთრგუნა და შეიძლება ითქვას, დაგვაზარალა, მაგრამ ოქტომბერში აუცილებლად დაგელოდებით კონცერტზე.“ – განაცხადა ბელა ბერკემენმა. 11 აპრილს დაგეგმილი კონცერტი 17…

მეტი...

„სხვა შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს უკიდურესი სიღატაკისთვის გავწირავთ“ – დავით ჭიჭინაძე

„ვიღაც“ ყიდულობს დოლარს, ახდენს დოლარით სპეკულირებას და ამ გასაჭირში ფულს შოულობს! ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნის სხვა ახსნა ნამდვილად არ აქვს!“ – აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და პრემიერ მინისტრს, ეკონომიკურ გუნდს და სებ-ს მიმართავს, პირველ რიგში ამ საკითხით დაინტერესდნენ. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს უკიდურესი სიღატაკისთვის გავწირავთ. „ფაქტია ქვეყანაში ტურისტული მოძრაობა შეჩერებულია, ვაჭრობა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გაჩერებულია, გადარიცხვები, ფულის გადინება ქვეყნიდან თითქმის არ ხდება. დოლარზე მოთხოვნაც იმდენად შემცირებული იყო, რომ ლარმა გამყარებაც კი დაიწო. მაგრამ ბოლო პერიოდში, რეალობა ისე შეიცვალა და ლარმა კურსმა ყველა ისტორიული ნიშნული გადალახა. და…

მეტი...

საქართველოს მთავრობა, ამ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს, სამომავლოდ კი არაფერს გამორიცხავს

„დღეს ჩვენ გვაქვს რესურსი, გამოწვევას ვუპასუხოთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და ჩვენი მოქალაქეების გარკვეული უფლებების შეზღუდვის გარეშე“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. პრემიერის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმზე გადასვლის არავითარი საჭიროება არ არსებობს. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა მიყვება კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად, ახალი გამოწვევების პირობებში ეს ღონისძიებები მკაცრდება. გიორგი გახარია ამბობს, რომ   ღონისძიებების გამკაცრება კიდევ უფრო მოგვიწევს, მაგრამ პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საგანგებო მდგომარების გამოცხადების დღეს აუცილებლობას ვერ ხედავს. „ზოგიერთმა სახელწმიფომ ეს საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა, მაგრამ, მინდა ერთ რამეს მიაქციოთ ყურადღება, ქვეყნებმა, რომლებმაც ეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მასთან ერთად…

მეტი...

“განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუს“, ეს არის მაგალითი როგორ უნდა ვუპასუხოთ ერთობლივად მსგავს გლობალურ გამოწვევებს” – გიორგი გახარია

“მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ რომელმაც ინიციატივა გამოხატა.  ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ყველანი ერთად და ფონდი „ქართუს“ მიერ გამოხატული ინიციატივა არის საუკეთესო დადასტურება და  მაგალითი იმისა, რომ მსგავსი გამოწვევების პირობებში როგორ შევინარჩუნოთ ერთიანობა და როგორ უნდა ვეცადოთ, ერთობლივად ვუპასუხოთ მსგავს გლობალურ გამოწვევებს” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, თუ სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი რესურსი მიმართვას ყველას ვინც ამის მზაობას გამოთქვამს, პირველ რიგში კი ქართუ ფონდს. „ის რესურსი, რომელიც ახლა ჩვენ ვთქვით, ეს სრულად უკვე დათვლილი და მობილიზებულია სახელმწიფოს მხრიდან. თუ დაგვჭირდა დამატებითი რესურსები, რა თქმა უნდა, მივმართავთ პირველ რიგში ქართუ ფონდს და ყველას, ვინც მზაობას გამოავლენს, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მცირე სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე სავარაუდოდ, 3 მილიონ ლარამდე თანხას დახარჯავს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს, 20 ივნისის შემდგომ 4-დან 20 ნოემბრამდე, მცირე სასტუმროების სესხების პროცენტის სუბსიდირების პროგრამამ კარგად იმუშავა და ამ ეტაპზეც ამ მექანიზმის გამოყენება იგეგმება. „ჩვენ ვაფართოვებთ სასტუმროების ზომას, ანუ მცირე სასტუმროები 4 ნომრიდან 50 ნომრის ჩათვლით, მიიღებენ იგივე სახის დახმარებას – საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირებას. ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადახდის გადავადება ყველა ზომის სასტუმროებისთვისაა, თუმცა მცირე სასტუმროები კიდევ უფრო მეტად მოწყვლადია, ამიტომ მათთვის სესხის პროცენტის სუბსიდირება…

მეტი...

ფოთში ექვსი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება

ფოთში, თვითიზოლაციაში ექვსი ადამიანი იმყოფება.აქედან ერთი 18 წლისაა, დანარჩენები კი 30-დან 45 წლამდე ასაკის არიან. „ერთი ჩამოსულია იტალიიდან, ერთი საფრანგეთიდან, ოთხი – გერმანიიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კარგი. არც ერთს არ აღენიშნება ტემპერატურა. არიან ცალკე იზოლირებულ ოთახში. საკვების მიწოდება ხდება ოჯახის წევრების მიერ დისტანციურად. ზოგს საპირფარეშო და სველი წერტილი საერთო აქვს, მაგრამ მუშავდება. არიან მკაცრად გაფრთხილებულები, იმ შუალედში, როდესაც ჩვენ არ ვურეკავთ, ოდნავაც რომ აუწიოთ ტემპერატურა ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იგრძნობენ, დაგვიკავშირდნენ. დღეისათვის სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი, ყველა იცავს იზოლაციის წესებს და არანაირ დარღვევს არ აქვს დგილი“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის…

მეტი...

“ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებსა და ბავშვებს, ერთმანეთს, საბოლოო ჯამში, უნდა მოვუაროთ ქვეყანას” – გიორგი გახარია

“ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებსა და ბავშვებს, ერთმანეთს, საბოლოო ჯამში, კი მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავარია მოქალაქეებმა კორონავირუსის პრევენციისთვის მიღებული ზომები სრულად შეასრულონ. “თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, რომ უბრალოდ ხშირად დავიბანოთ ხელი, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. არ ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ, არ დავექვემდებაროთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანის პანიკურ განწყობებს, დავიცვათ თუ რისკის ზონაში მოვხვდით თვითიზოლაციის წესები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებსა და ბავშვებს, ერთმანეთს, საბოლოო ჯამში, უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას,” – განაცხადა გიორგი გახარიამ..

მეტი...

“ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა ეფექტური ნაბიჯების და ქმედებების დროა” – გიორგი გახარია

არცერთ შემთხევაში ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ნაბიჯების და ქმედებების დრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჯანმრთელობა. „ყველას კარგად გვესმის, რომ კორონავირუსი ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც პირველ რიგში ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და ერთობლივი ძალისხმევით. რა თქმა უნდა, არცერთ შემთხევაში ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ნაბიჯების და ქმედებების დრო. ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. შესაბამისად, ღონისძიებები და ნაბიჯები პირველ რიგში, გადადმული იყო…

მეტი...

ფართოვდება იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებისთვის მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება შეიზღუდება

პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია 25 ადამიანი. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო – 2-ს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში  რჩება 245  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – 58 პირი. დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს. სახელმწიფო უწყებებს მიეცათ დავალება, მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობისა და სერვისების ელექტრონული მიწოდების რეჟიმზე. საბჭოს რეკომენდაციით, სერვისის მიმწოდებელ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ფართოვდება იმ კერძო დაწესებულებების ჩამონათვალი,  სადაც მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაავალა, ამ თემაზე შედგეს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა აქტიურად დაინერგოს დისტანციური სერვისები კერძო დაწესებულებებში და მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეთა პირდაპირი კონტაქტი. აღინიშნა, რომ საპატრულო პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა, რის შემდეგაც დამრღვევი მოქალაქეები საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს. მთავრობის მეთაურის დავალებით, საპატრულო პოლიცია ამ კუთხით მკაცრ…

მეტი...

გურჯაანში მამაკაცი თვითოზოლაციის წესის დარღვევის გამო პოლიციამ დააკავა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში გერმანიიდან ჩამოსულმა მამაკაცმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია, რის გამოც გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” ეზოში პოლიციამ დააკავა და ძალის გამოყენებით სახლში დააბრუნა. ინციდენტს ჰქონდა ადგილი ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში, სადაც  იტალიიდან, შუახნის ქალბატონი, რომელიც ქმრის დაკრძალვაზე მშობლიურ მხარეში დაბრუნდა, საკარანტინო ზონაში გადასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. მისივე თქმით, იგი სრულად ჯანმრთელია და პანიკის მიზეზი არ არსებობს. თითქმის ორი დღის განმავლობაში ცდილობს სოფლის ადგილობრვი ჯანდაცვის ცენტრი ქალბატონი თვითიზოლაციაში მოექცეს, თუმცა როგორც ქალბატონი და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ იგი უკვე თვითიზოლაციშია, საკუთარ ოჯახში. სამშობლოში დაბრუნებული ქალბატონი რამდენიმე დღის განმვალობაში ახლობლებისა და მეზობლებისგან სამძიმარს იღებდა.

მეტი...

“ბავშვები ეზოში და ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ სასურველია, საქანელები და სკამები დღეში ერთხელ მაინც სველი წესით დამუშავდეს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურველია, კორპუსთან მდებარე ეზოებსა და სკვერებში არსებული ბავშვთა გასართობი მოედნები, საქანელები, სკამები და სხვა ინფრასტრუქტურა დღეში, მინიმუმ, ერთხელ სველი წესით დამუშავდეს. “ჩვენთან დიდი ეპიდემია ღვთის წყალობით,არ არის და ბავშვები ჰაერზე უნდა გაიყვანოთ. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დიდი თავყრილობები, ბავშვების დიდ დაბადების დღეებზე წაყვანა, შევზღუდოთ, თორემ ეზოშიც უნდა გაიყვანოთ და ჰაერზეც უნდა გაიყვანოთ, რა თქმა უნდა. სასურველია, რომ ვინც ამ საქანელებსა და ა.შ ემსახურება, წესის შესაბამისად ჰიგიენურად დაამუშაონ, საქანელა გაწმინდონ ხოლმე, სასურველია ყოველდღიურად – როგორც სახლს ალაგებთ ისე. ზოოპარკში მაგალითად კარგია, ზოოპარკის…

მეტი...

“ამ ეტაპზე მარიანა ჩოლოიანის გარდა, სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება” – პროკურორი

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მარიანა ჩოლოიანის გარდა, სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება. როგორც ლევან ქუთათელაძე განმარტავს, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე – სამართალდამცავები დაიკითხებიან, რომლებიც შემთხვევის დღეს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ. პროკურორის თქმით, აღნიშნული სამართალდამცავების მიმართ ამ ეტაპზე სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება. „ბრალდების მხარე ორ დასაკითხ პირს წარადგენს. ისინი უკვე დაკითხულები არიან საგამოძიებო სამსახურში. ეს მოწმეები გახლავთ პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ 2019 წლის 10 დეკემბერს, როცა არასრუწლოვანი ლუკა სირაძის მიმართ განხორციელებული…

მეტი...

ევროპის საბჭოს დელეგაცია პოზიტიურად აფასებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შემდგარ შეთანხმებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებელს საქართველოს საკითხებზე – ტიტუს კორლატეანს, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრსა და სამდივნოს უფროსის მოადგილეს, ბას კლეინს  და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან ურსეს შეხვდა“ – ინფორმაციას ამის შესხებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, აგრეთვე, ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ და წინასაარჩევნო პროცესებს. „ევროპის საბჭოს დელეგაციის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდგარი შეთანხმება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობას.…

მეტი...

ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან კი უხანში ინფექციის მხოლოდ ხუთი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. უკვე რამდენიმე დღეა, ჩინეთში დამაიმედებელი მდგომარეობაა. უხანში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები საგრძნობლად არის შემცირებული. ერთ დღის წინანადელი მაჩვენებელი მხოლოდ 10 ადამიანს შეადგენდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საერთო რაოდენობა უკვე 61 ათასს აჭარბებს. ცოტა ხნის წინ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტში განაცხადეს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა.

მეტი...