კორონავირუსის გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს

“კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს”- შესაბამისი განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა. „მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონა ვირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამსახურები სრულად აკონტროლებენ ვითარებას; მთავარია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისთვის. ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აცნობა, ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საჯარო სამსახურებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია,…

მეტი...

კორონავირუსის გამო, ნორვეგიამ ნატო-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნა გააუქმა

კორონავირუსის გავრცელების გამო, ნორვეგიამ ნატო-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნა „ქოლდ რისპონს“ (Cold Response) გააუქმა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მთავარი ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუნე იაკობსონმა განუცხადა. „კორონავირუსის გავრცელება კონტროლს აღარ ექვემდებარება. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ არმიის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას, რათა გვქონდეს შესაძლებლობა, რთულ პერიოდში საზოგადოებას მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა იაკობსონმა. ნორვეგიის შეიარაღებული ძალების სამხედრო სწავლება „ქოლდ რისპონსი“ 2 მარტს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, არქტიკის რეგიონში დაიწყო. წვრთნები 18 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო. 12 მარტიდან საველე სწავლებაში ნატო-ს წევრი მოკავშირე ქვეყნების – ბელგიის, დანიის, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის სამხედროები უნდა ჩართულიყვნენ. გასულ კვირას ნორვეგიაში სამხედრო…

მეტი...

„ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყოს თვითიზოლაციის ზუსტი წესების  აღსრულების კონტროლი“ – გიორგი გახარია

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ადამიანები, რომლებიც პოტენციურად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები, მათ აქვთ გარკვეული ვალდებულება,  ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინაშე და თვითიზოლაციის რეჟიმის შესაბამისი დაცვა არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი დღეს“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო წააწყდა, ეს  თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვაა. „მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციის რეჟიმში, მკაცრად დაიცვან ეს პირობები. ასევე,  ვავალებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სრულ კოორდინაციაში ჯანდაცვის სამინისტროსთან, უზრუნველყონ ზუსტი და შესაბამისი წესების შესაბამისი აღსრულება იმ მოქალაქეების…

მეტი...

ჩინეთში საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმროს ჩამონგრევას 29 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმროს ჩამონგრევის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 29 ადამიანი გარდაიცვალა. ფუძიანის პროვინციაში მდებარე სასტუმროს შენობაში ის ადამიანები იყვნენ განთავსებულნი, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი. ისინი საკარანტინო რეჟიმში იმყოფებოდნენ. სასტუმრო 7 მარტს ჩამოინგრა. შემთხვევის დროს შენობაში 80 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ცხრამ თავის დაღწევა შეძლო, 71 კი, ნანგრევებში მოყვა. მოგვიანებით, მაშველებმა ნანგრევებიდან 42 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. საძიებო სამუშაოებში ათასზე მეტი მაშველი იყო ჩართული. სასტუმროს ჩამონგრევის მიზეზები უცნობია. ჩინეთის სახლემწიფო მედიის ცნობით, შენობის ჩამონგრევის დროს შენობაში მყოფი 80 პირიდან 58 კარანტინში იმყოფებოდა და ყველა მათგანის შემთხვევაში კორნავირუსზე ტესტი  ნეგატიური აღმოჩნდა. შენობა 2013…

მეტი...

„14-დღიან საკარანტინო რეჟიმს დღეიდან გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც გაივლიან“ – გიორგი გახარია

„ჩვენ უკვე გვაქვს დაწესებული გარკვეული შეზღუდვები ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან, ჩამომსვლელი პირებისთვის, ამ რეჟიმს ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს  ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც  ამ ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნდება, გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. „ხოლო უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე საზღვარზე წარადგენს ან შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ  კორონავირუსზე მას ჩატარებული აქვს კვლევა, ან ისიც გაივლის 14 დღიან საკარანტინო რეჟიმს. გარდა ამისა, საქართველოს ყველა მოქალაქეს ეძლევა რეკომენდაცია, რომ თავი შევიკავოთ უცხო…

მეტი...

COVID-19 / საქართელოს წითელმა ჯვარმა თბილისში საინფორმაციო კამპანია გამართა

საქართველოს წითელმა ჯვარმა კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საინფორმაციო კამპანია გამართა. კამპანიის ფარგლებში დარიგდა საინფორმაციო მასალები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლალაციის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ, წითელი ჯვრის თანამშრომლებმა და მოხალისეებმა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მსგავს ღონისძიებას მოსახლეობის ინფორმირებისთვის საქართველოს წითელი ჯვარი რეგულარულად გამართავს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 შემთხვევაა დადასტურებული.

მეტი...

იტალიელი ექიმი რობერტო სტელა კორონავირუსით გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი ექიმი,რობერტო სტელა ვარეზეს პროვინციის ექიმთა კავშირის თავმჯდომარე რობერტო სტელა კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით ის მძიმე მდგომარეობით რამდენიმე დღის წინ იყო ჰოსპიტალიზებული. კერძოდ, ექიმს სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. კოლეგებმა მას კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს. იტალიის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო 10 მარტიდან იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდა. პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს  განცხადებით,  კარანტინი 3 აპრილამდე იქნება ძალაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა,…

მეტი...

“მთავრობას, სახელმწიფო უწყებებს და კერძო სტრუქტურებს ეძლევა რეკომენდაცია, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სახელმწიფო უწყებებსა და კერძო ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართავს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაძლებლობების ფარგლებში, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, ამ ნაბიჯმა მთავრობის ეფექტურ მუშაობას ხელი არ შეუშალოს. „საქართველოს მთავრობას და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი. ასეთი რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს. რა თქმა უნდა, უნდა გავივალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას”, – განაცხადა…

მეტი...

“სამოთხიდან ჯოჯოხეთში… ვიმყოფები საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში, სრულიად ჯანმრთელი” – ექიმი კარანტინიდან

ჯამბულ მაკასარაძე ექიმია, ის საჩხერის სასტუმროში კარანტინში იმყოფება.  როგორც იქნა, მოახერხა შვებულებაში გასვლა და კრუიზით მოგზაურობა, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. კარანტინის გამო, 16 წლის განმავლობაში, პირველი დღეა, მეუღლის 16 წლისთავზე, მის საფლავზე ვერ მივიდა.    „ამჟამად  ვიმყოფები საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში, სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ უკიდურესად გაბრაზებული იმ ტრაგი-კომიკური სიტუაციის გამო, რაშიც აღმოვჩნდი. მოკლედ, 1 მარტს გავემგზავრე კოლეგებთან ერთად ხმელთაშუა ზღვის კრუიზზე. 1-წლიანი უშვებულებო შრომის შემდეგ ჩემთვის ეს იყო საუკეთესო შანსი დასვენებისთვის. თბილისი-კიევი-რომის რეისით ჩავფრინდით რომის აეროპორტში, სადაც მხოლოდ ჩვენთვის შეკვეთილი ავტობუსით პირდაპირ მივადექით საკრუიზო სუპერთანამედროვე გემს “გრანდიოზა” , რითაც 1 კვირის…

მეტი...

საზოგადოებრივი მაუწყებელი დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადადის

„საზოგადოებრივი მაუწყებელის ყველა პლათფორმა მზადაა დისტანციურ რეჟიმში სამუშაოდ“ – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანიის  ადმინისტრაცია ავრცელებს. საზმაუს დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ სხვადასხვა რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები სამსახურიდან დროებით გაათავისუფლეს და დიდაუდიტორიანი და სტუმრიანი გადაცემები დახურეს. მაღლაფერიძის თქმითვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმა მზადაა ამ რეჟიმზე გადასასვლელად. დირექტორი ხაზს უსვამს, რომ ტელევიზია საერთაშორისო რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. მაღლაფერიძე ირწმუნება, რომ საზმაუ კვლავ მიაწვდის მაყურებელსა და მსმენელს გადამოწმებულ ინფორმაციას. “მშობლებს ვპირდებით, რომ არ უნდა შეეშინდეთ ტელევიზორთან ბავშვების დატოვების, ბავშვებისთვის იქნება ძალიან ბევრი მულტფილმი, ფილმები და მრავალფეროვანი პროგრამა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მეტი...

იტალიაში სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა დაწესებულება დაიხურა

 მთავრობის გადაწყვეტილებით, სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ქვეყანაში ყველა დაწესებულება დაიხურა. იქამდე კი, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა, რომელიც 3 აპრილამდე გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 827 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირების შემთხვევები კი 12 462-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 1 135 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 38-ია.

მეტი...