“ახალგაზრდებს ნურაფრის ეშინიათ, განიკურნებიან როგორც გრიპისგან” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენზიგ ცერცვაძე აცხადებს, რომ ახალგაზრდები კორონავირუსისთვის რისკჯგუფს არ წარმოადგენენ, თუმცა რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.  ცერცვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 50 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის.  “ახალგაზრდებს ვთხოვ, ნუ აყვებიან პანიკას და ნურაფრის ეშინიათ. რა მოხდა – გახდებიან ავად, არ არის კარგი, მაგრამ განიკურნებიან, როგორც გრიპისგან. 50 წელს ქვემოთ ასაკში მხოლოდ 0.6%-ია სიკვდილიანობა. ცხადია, ეს არ არის კარგი, მაგრამ იგივე სიკვდილიანობაა გრიპის დროს და არავინ ამის გამო წინასწარ არ ვწვებით. რეკომენდაცია ყველას მხრიდან და განსაკუთრებით, 50 წლიდან ზემოთ, უნდა შესრულდეს მკაცრად – უნდა დარჩნენ სახლში, მოერიდონ…

მეტი...

“ბოლო ერთ საათში სიტუაცია დრამატულად შეიცვალა – 8 ახალი შემთხვევა” – თენგიზ ცერცვაძე

„ბოლო ერთ საათში დრამატულად შეიცვალა სიტუაცია. 8 ახალი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასე, რომ ამჟამად არის 23 ახალი შემთხვევა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით,  ცოტა ხნის წინ დადასტურებული შემთხვევებიდან ერთ-ერთი ვარაუდობს, რომ ფულით დაინფიცირდა, რადგან მას კონტაქტი ჰქონდა პაციენტ ნომერ ხუთთან. “ერთი, მე ვინც ვიცი, ჩვენს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევს, მაგ­რამ მისი პა­სუ­ხე­ბი არ ვი­ცო­დით. ეს არის პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და კონ­ტაქ­ტში იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­სულ იმ პი­როვ­ნე­ბას­თან, ვის­გა­ნაც კი­დევ სამი დას­ნე­ულ­და. ეს არ არის ნო­მე­რი ოთხი პა­ცი­ენ­ტი, ეს არის, ასე ვთქვათ, ნო­მე­რი ხუთი პა­ცი­ენ­ტი, ვინც ნო­მერ ოთხთან ერ­თად…

მეტი...

რა წესები მოქმედებს იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით – საქართველოს საელჩო ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს საელჩო იტალიაში ​კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედების წესებს აქვეყნებს. La Gazzetta Ufficiale-მ გამოაქვეყნა იტალიის პრემიერ-მინისტრის ბრძანებულება – „მე ვრჩები სახლში“, რომელიც დღეიდან ამოქმედდა და ძალაშია 3 აპრილამდე. „მოქმედების წესები იტალიის მთელ ტერიტორიაზე: ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება მკაცრად იკრძალება საჯარო ადგილებში ან საზოგადოებისთვის ღია ადგილებში. ადამიანების ყველა გადაადგილება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: დოკუმენტურად დასაბუთებული სამსახურებრივი საჭიროება; საგანგებო სიტუაციები; ჯანმრთელობის მიზეზები; სახლში ან რეზიდენციის ადგილას დაბრუნება! ყველა ღონისძიება და სპორტული შეჯიბრი იკრძალება, გარდა დახურული კარების მიღმა საერთაშორისო შეჯიბრებებისა; დასაშვებია სპორტული ვარჯიში გარეთ, იმ პირობით, რომ ყოველთვის და…

მეტი...

იტალიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 168 ადამიანი დაიღუპა

“ევრონიუსის” ინფორმაციით, იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 168 ადამიანი დაიღუპა. ამრიგად, ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ევროპულ ქვეყანაში 631-ს მიაღწია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი, 1 149-ს შეადგენს. ამასთან, 1 004 პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა. კორონავირუსის გამო, იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა. შეკრებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქეები გარეთ მხოლოდ სამსახურში წასვლის მიზნით და გადაუდებელი საჭიროებისთვის უნდა გავიდნენ. იტალიის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების თანახმად, სასწავლო პროცესი 3 აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით შეწყდება. ახალი რეგულაციები 10 მარტიდან ამოქმედდება.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში “კორონავირუსის” კიდევ რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ქვეყანაში 23 ინფიცირებულია. ქვეყანაში დაფიქსირებულ ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით, 22:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გამართავს. ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში – 126, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 46 ადამიანი იმყოფება.

მეტი...

იტალიიდან დაბრუნებული მგზავრები განცალკევებით დაარეგისტრირეს

იტალიიდან საქართველოში დაბრუნებული მგზავრები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურად გამოყოფილმა მესაზღვრე-კონტროლიორებმა განცალკევებით დაარეგისტრირეს. „საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იტალიიდან საქართველოს მიმართულებით ორი ჩარტერული რეისი განხორციელდა. ორივე თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა. მგზავრებმა ქვეყანაში შემოსვლისთანავე, ყველა საჭირო და აუცილებელი პროცედურა გაიარეს“, – აცხადებენ შსს-ში. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსმა, გურამ დავითაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში დაბრუნებული ყველა მგზავრის პასპორტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სპეციალურად გამოყოფილმა მესაზღვრე-კონტროლიორებმა განცალკევებით დაარეგისტრირეს. „იტალიიდან…

მეტი...

სლოვაკეთი და ირლანდია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრას ცარიელ სტადიონზე ჩაატარებენ

ბრატისლავაში 26 მარტს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის შეხვედრას სლოვაკეთი და ირლანდია მაყურებლის გარეშე, ცარიელ ტრიბუნებთან ჩაატარებენ. გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მიიღეს. შეგეხსენებთ, რომ ამავე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში, „დინამო არენაზე“ ბელარუსს უმასპინძლებს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, ექნებათ თუ არა გულშემატკივრებს „დინამო არენაზე“ მისვლის საშუალება.

მეტი...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში ხანძრის 3 აქტიური კერაა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყანაში არსებულ ხანძრის კერებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია: სამეგრელოში-ჩხოროწყუსა და, წალენჯიხაში, ასევე სოფელ ლიაში, რაჭაში-ხვანჭკარაში, შიდა ქართლში- გოსტიბეში, სამცხე-ჯავახეთში – ლიკანში, აჭარაში- ქობულეთში, იმერეთში – ჭალოვანში.  ღია კერები აღარაა და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს გურიაში – ვაკიჯვარში, რაჭაში – კრიხში;  ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა კახეთში – სოფელ გომბორთან,  ქვემო-ქართლში-თეთრიწყაროში, გურიაში: გომსა და მამათში.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ხანძრის აქტიური კერებია იმერეთში – ხონსა და ტყიბულში, სამეგრელოში – ეწერში. მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო ტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობენ, მათ ჯამში 200-ამდე გაფრენა განახორციელეს.…

მეტი...

კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში ვიზიტებს აუქმებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უცხოეთში ვიზიტებს აუქმებს.  „მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა, ხელისუფლების სხვა შტოებთან კოორდინაციით, გააუქმა ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში დაგეგმილი ვიზიტები. გასაჯაროებამდე, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ეცნობა ჩვენს პარტნიორებს“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მეტი...

კორონავირუსის საფრთხის გამო, ქვემო ქართლში ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმდა

კორონავირუსის საფრთხის გამო, ქვემო ქართლში ხალხმრავალი ღონისძიებები გაუქმნდა, მათ შორის ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული, რომელიც 19-21 მარტს აღინიშნება.  „სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიხედვით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინიტრაციებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეჩერდა მოქალაქეთა მიღება და გაუქმდა ხალხმრავალი ღონისძიებები, მათ შორის ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად მიმდინარე თვის განმავლობაში აღინიშნება. მოსახლეობა საჯარო უწყებებიდან ინფორმაციის მიღებას სატელეფონო კომუნიკაციის გზით შეძლებს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია: ცხელი ხაზის ნომერი – (0341) 222 854, 222 838 ელ.ფოსტა – info@kvemokartli.gov.ge რუსთავი: ხელი ხაზი – (0341)255 127, 255 183, 270 005. ელ.ფოსტა…

მეტი...

იტალიიდან საქართველოს 150-ზე მეტი მოქალაქე სამშობლოში უკვე გამოემგზავრა​

იტალიაში საქართველოს ელჩის განცხადებით, იტალიიდან საქართველოს 150-ზე მეტი მოქალაქე სამშობლოში უკვე გამოემგზავრა​. როგორც კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა, რომლებსაც ნაყიდი ჰქონდათ ბილეთი, რეისები გაუუქმდათ. „მინდა მოვუწოდო ქართველებს, რომ დაემორჩილონ ადგილობრივი ხელისუფლების იმ განკარგულებებს და რჩევებს, რასაც ჩვენ დიპლომატები ვემორჩილებით. მეორე, ნუ აყვებიან უსაფუძვლო პანიკას, თუ რამე საკითხებია გასარკვევი, ჩვენთან შეუძლიათ დარეკონ. მაქსიმალურ ინფორმაციას მივაწვდით“, – განაცხადა სურგულაძემ. 2020 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერების შესახებ. მთავრობისვე გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს იმ მოქალაქეების გამომგზავრებას საქართველოში, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ დასაბრუნებელი ბილეთი და…

მეტი...

“სული რომ უნდა ვუბეროთ ის კაცია” – პაატა იმნაძის ფოტო ლუგარის ცენტრის ეზოდან

ჟურნალისტი, მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის ფოტოს აქვეყნებს და წერს: “პაატა იმნაძე – ასი მეილი, 200 ზარი, 50 ჩართვა. ლუგარი, ცენტრი, ბრიფინგი და 4-5 საათი ძილი და 4 ფინიკი საჭმელად. და სულ სანდო, საოცარ გუნდთან ერთად. სული რომ უნდა ვუბეროთ ის კაცია”, – წერს მანანა მანჯგალაძე.

მეტი...

“მოვიძიეთ სადეზინფექციო საშუალებების იმპორტიორი, რომელიც მზადაა ეკლესიას საჭირო სადეზინფექციო მასალა უფასოდ გადასცეს” – ამირან გამყრელიძე

“მოვიძიეთ სადეზინფექციო საშუალებების იმპორტიორი,  რომელიც მზადაა ეკლესიას საჭირო სადეზინფექციო მასალა უფასოდ გადასცეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს უკვე აქვს და მათგან პასუხს ელიან. „როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოებრივ ჰიგიენაზე, ეს ეხება ყველა დაწესებულებას. საზოგადოებრივი ჰიგიენა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ყველგან. დეზინფექციები, სველი წესით დალაგება და ა.შ. – ეს ეკლესიებში ტარდება. გუშინ ერთ-ერთმა მეუფემ გააკეთა განცხადება, რომ თუ მოგვეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, მზად ვართ, რომ ეკლესიებში შესაბამისი პროცედურები ჩავატაროთო. ამის შემდეგ, როდესაც ჩვენმა პიარსამსახურმა ეს ინფორმაცია მოგვცა, დავალება…

მეტი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” უწყებიდან აცნობეს, 2020 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერების შესახებ. „მთავრობისვე გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს იმ მოქალაქეების გამომგზავრებას საქართველოში, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ დასაბრუნებელი ბილეთი და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს საქართველოში დაბრუნება. კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხებათ იტალიაში მუდმივად საცხოვრებლად მყოფ, ხანგრძლივი სამსახურებრივი ან სასწავლო მიზნით მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, თუ ისინი არ გეგმავდნენ საქართველოში დაბრუნებას ფრენების გაუქმებიდან მომდევნო ორი კვირის…

მეტი...

კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მონიტორინგში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჩაერთვებიან.  როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ტიპის ღონისძიებების გატარება ეპიდემიების დროს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მის შესაჩერებლად.  “ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი. გადაწყვეტილებაა მიღებული მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა, რათა კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების, ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების. ჩვენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაარღვიონ ეს კარანტინი…

მეტი...

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და „თბილისის თავისუფალ აკადემიას“ შორის მემორანდუმი გაფორმება

10 მარტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და „თბილისის თავისუფალ აკადემიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, რესურსების გაცვლა და ეფექტიანი საქმიანობის ზრდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოდან აცნობეს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მემორანდუმის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში: აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში სტუდენტთა თემატური სტაჟირების გავლის სისტემის ჩამოყალიბება მათი შესაძლო დასაქმების პერსპექტივით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე სტუდენტების სოციალური დაცვის ხელშეწყობა, აკადემიურად წარჩინებული ახალგაზრდების წახალისების ფორმების პრაქტიკაში დანერგვა, რეგულარული საკონსულტაციო შეხვედრები და სხვ. მათივე ცნობიტ, მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის…

მეტი...

“კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია” – ამირან გამყრელიძე

15:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ​კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 15-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია. „სულ გვქონდა 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას. ყველა გატესტილია, ზოგი ორჯერ. აქედან, დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებული გვაქვს 15 შემთხვევა. ორი უკავშირდება ირანში, ერთი ესპანეთში მოგზაურობას, შვიდი იტალიაში მოგზაურობას, საიდანაც ექვსი შემთხვევა წარმოადგენს ორი ერთად ნამოგზაურები ოჯახის კლასტერს, ხუთ შემთხვევაში კი დადასტურებულია შემთხვევასთან კონტაქტი“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. გამყრელიძე ამბობს, რომ  ამჟამად ლუგარის ცენტრში კვლევისთვის 23 პირის ნიმუშია გაგზავნილი.…

მეტი...

ევროკავშირის ლიდერები, კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მოლაპარაკებებს გამართავენ

ევროპაში, ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მოლაპარაკებებს გამართავენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ცნობით, მოლაპარაკებები დღეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება. ამასთან, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ იტალიაში შექმნილ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯუზეპე კონტეს ესაუბრა. „ჩვენი ვალდებულება ევროკავშირის კოორდინირებული მიდგომის გაძლიერებაა. ჩვენ „კოვიდ-19“-ით დაზარალებულთა გვერდით ვართ“, – აღნიშნავს შარლ მიშელი. კორონავირუსის შემთხვევები უკვე ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოშია გამოვლენილი.

მეტი...

“რაინეარი“ 8 აპრილამდე იტალიაში ფრენებს წყვეტს

ავიაკომპანია „რაიანეარი“ იტალიაში ფრენებს აჩერებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცადებაშია აღნიშნული, 11 მარტის შუაღამიდან 8 აპრილამდე შეწყდება იტალიაში ყველა შიდა რეისი, ხოლო 13 მარტის შუაღამიდან 8 აპრილამდე შეწყდება იტალიაში ყველა საერთაშორისო რეისი. ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ რეისების გაუქმების შესახებ მგზავრებს შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნათ. შესაბამისი გადაწყვეტილება „რაიანეარმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო, მთელი იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა.

მეტი...

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა აირჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მოსამართლე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა აირჩია. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღო. მან საბჭოს წევრთა 12 ხმა მოიპოვა. საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის. დეპუტატთა სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით დაინიშნება.

მეტი...

შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დასახელდნენ

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გამართული კონსულტაციების ფარგლებში უზენესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის და ნინო ქადაგიძის კანდიდატურები დაასახელა“ – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა. დოლიძის თქმით, საბჭოთა კომპარტიის სხდომებთან უფრო ახლოს იყო ეს კონსულტაცია, ვიდრე ცოცხალ ფორმალურობასთან. მისი ინფორმაციით, შალვა თადუმაძის კანდიდატურა დაასახელა მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა, ხოლო ნინო ქადაგიძის კანდიდატურა დაასახელა მოსამართლე ალექსანდრე წულაძემ. „განცდა მქონდა, რომ ცუდი სამოყვარულო თეატრის სპექტაკლს ვესრწებოდი, რადგან ცხადი იყო, რომ დადგმული იყო ეს ყველაფერი. ყველას შორის თანმხმობა შედგა და ყოველგვარი დისკუსიის გარეშე”, – განაცხადა დოლიძემ.

მეტი...

ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,  სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მეორე კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა“- ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა შვედეთის მთავრობას აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვის კოდექსი, სტრატეგია და ეროვნული გეგმა სრულ თანხვედრაშია პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციებთან. მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტულობის შესახებ და ყურადღება ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა. კონფერენციაზე გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარების და ამ სისტემის ეფექტიანი დანერგვის…

მეტი...

თბილისის მერიამ გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყო

„თბილისის მერიამ ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტების მიღება დაიწყო. პროგრამა გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15–დან 60 წლის ჩათვლით პირებისთვის, სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსებას ითვალისწინებს“ – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. როგორც გნცხადებაშია ნათქვამი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით. „დედაქალაქის მერია მიმდინარე წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 180 ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავს. პროგრამაში ჩასართავად და მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის…

მეტი...

“მიღწეული შეთანხმება მთლიანად უნდა შესრულდეს – ნაწილობრივ შეთანხმებული შესრულება არ არსებობს” – გიგა ბოკერია

გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლების ბედი მშვიდობიანი არჩევნების შედეგად გადაწყდება, როდესაც ისინი არჩევნებში დამარცხდებიან. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულება აუცილებელია. „მიღწეული შეთანხმება, რომელიც კარგია მთელი ქვეყნისთვის და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის, მთლიანად უნდა შესრულდეს. ორი დოკუმენტი ამიტომ შეიქმნა და ამიტომ არის ორი მიმართულება. ნაწილობრივ შეთანხმებული შესრულება არ არსებობს, არის ან მთლიანად შესრულებული, ან არშესრულებული. ჩვენი და ჩემი პოლიტიკური გუნდის ინტერესი არ არის ამ პინგ-პონგის გაგრძელება ხელისუფლებასთან. გვინდა, რომ ნორმალურობისკენ წავიდეთ, იყოს კონკურენცია, მწვავე საარჩევნო შეფასებები, ცივილიზებული, რომ ამომრჩეველმა არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. დარწმუნებული ვარ, ეს ბედი…

მეტი...

” შეთანხმების ჩაშლის არანაირ საფრთხეს არ ვხედავ” – მამუკა მდინარაძე

“მე პირადად ამ შეთანხმების ჩაშლის არანაირ საფრთხეს არ და ვერ ვხედავ, რაც არ უნდა არ მოსწონდეს ეს ჩვენს ოპონენტებს. ისინი დღეს აპელირებენ, თითქოს შეთანხმება შედგა იმაზე, რომ პოლიტიკოსები ჩაერეოდნენ მართლმსაჯულების კონკრეტულ საკითხებში ” – ამის შესახებ განცხადება მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. უმრავლესობის ლიდერი თვლის, რომ შეთანხმების ჩაშლის საფუძველი არ არსებობს: “შეთანხმება შედგა საპირისპირო რამეზე, რომ პოლიტიკა და პოლიტიკოსები მართლმსაჯულებაში არ ჩაერევიან. ეს ასე ხდებოდა ადრეც და ეს ასე უნდა მოხდეს მომავალშიც. საზოგადოებას თავიანთი ხელით კიდევ ერთხელ წააკითხონ ის, რაც შავით თეთრზე დაიწერა. ამის იქით შეთანხმება არაფერზე არ მომხდარა. თუ ისინი…

მეტი...

დაკავებულ პროკურორს პატიმრობა შეეფარდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულ პროკურორს, დავით შაკიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი 50 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. მოსამართლეს თხოვნით თავად ბრალდებულმაც მიმართა და სთხოვა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოყენებინა. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, პროკურორმა დავით შაკიაშვილმა ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით. „ამასთან, პროკურორმა ადვოკატს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდებულს არ გაუფორმდებოდა…

მეტი...

შსს ჰაკერების მიერ ინტერნეტ ტოტალიზატორის საშუალებით მოქალაქეების პირადი ანგარიშიდან თანხების მოხსნის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰაკერების მიერ ინტერნეტ ტოტალიზატორის საშუალებით მოქალაქეების პირადი ანგარიშიდან თანხების მოხსნის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, კიბერდანაშაულისთვის 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2 მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს პერსონალური მონაცემები და საბანკო პლასტიკური ბარათების ნომრები, რომელთა გამოყენებითაც მათ სახელზე ერთ-ერთი ბანკიდან სესხები აიღეს, შემდეგ აღნიშნული თანხები სხვა ანგარიშებზე გადარიცხეს და ფულს უკანონოდ დაეუფლნენ. დაკავებულების მიერ თაღლითური გზით, მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული თანხა, ჯამში, 20 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, თბილისის…

მეტი...

“შევცდი, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა – ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემ კოლეგებს, პროკურატურას” – დაკავებული პროკურორი

მე შევცდი, არ ვიცი როგორ, რანაირად. როცა თავად მე ღირსების მეტი არაფერი მქონია ცხოვრებაში, ეს უღირსი საქციელი ჩავიდინე ღირსეულმა ადამიანმა, – ამის შესახებ სასამართლო პროცესზე განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულმა პროკურორმა დავით შაკიაშვილმა განაცხადა. მან სასამართლო პროცესზე მის კოლეგებს, პროკურატურას ბოდიში მოუხადა, ადვოკატებს კი გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა. დავით შაკიაშვილმა მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება სთხოვა. „დიდი მადლობა ყველას, იმისათვის რომ მობრძანდით. მე არავისთვის მითხოვია, რომ ჩემი ინტერესები დაიცავით-მეთქი. ერთი თხოვნა მაქვს, იმ ადამიანს შეეშვით, ვინც ეს გააკეთა, თავისიც ეყოფა. ძალიან დიდი ბოდიში მინდა ჩემ კოლეგებს მოვუხადო, პროკურატურას.…

მეტი...

“ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც გიგი უგულავასთან დაკავშირებით თეორიულად რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ეს არის პრეზიდენტი” – ირაკლი კობახიძე

ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც გიგი უგულავასთან დაკავშირებით თეორიულად რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, შეთანხმებაში, რომელსაც მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ მოაწერა ხელი, წერია, რომ დამოუკიდებელ ორგანოებზე პოლიტიკური გავლენა უნდა გამოირიცხოს. „თითოეული საკითხი გადაწყდება ინდივიდუალურად, როგორც ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, უგულავას საკითხი დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ შეწყალებასთან. ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც თეორიულად შეუძლია რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი. რაც შეეხება თამლიანის შემთხვევას, აქ თვითონ მის ხელშია გათავისუფლება. პროკურატურა ითხოვს აღიარებას და თუ აღიარება იქნება,…

მეტი...

“რესურსი გვაქვს, რომ დეპუტატობის 20-25 ახალი კანდიდატი წარვადგინოთ საზოგადოების წინაშე” – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის 20-25 ახალ სახეს წარადგენს. მისი განცხადებით, გუნდის განახლებისთვის ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რაზეც მმართველმა პარტიამ აქცენტი უნდა გააკეთოს. მისივე ინფორმაციით, გუნდის განახლებაზე მუშაობა „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. „შარშან საკმაოდ აქტიურად დაიწყო ამაზე მუშაობა. პრინციპული ამოცანაა გუნდის განახლება და ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე განახლებული გუნდით წარვდგებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სათანადო მხარდაჭერა მოვიპოვოთ მოსახლეობაში. ეს იქნება ჩვენი წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ხედავთ, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს განახლება. ისინი მუდმივად ერთი და იმავე…

მეტი...

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, თვითიზოლაციის წესები დაიცვან

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, დაიცვან თვითიზოლაციის წესები. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა. „საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 15-ს შეადგენს. უმეტესობა მათგანის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, 2 მათგანს აღენიშნება შედარებით რთული სიმპტომები, თუმცა ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. საკოორდინაციო საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 178 ადამიანი, ხოლო სტაციონარში,…

მეტი...

კვლევის მიხედვით, კორონავირუსის სიმპტომები საშუალოდ ხუთ დღეში ვლინდება

უახლესი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის სიმპტომები საშუალოდ ხუთ დღეში ვლინდება. შესაბამის ინფორმაციას „ევრონიუსი“, ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს. კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულებს სიმპტომები საშუალოდ ხუთ დღეში უვლინდებათ, რაც ჩვეულებრივ გაციებასთან შედარებით ხანგრძლივი პერიოდია. კვლევაში აღნიშნულია, რომ ინფიცირებულებიდან ვირუსის ნიშნები 2,2 დღეში მხოლოდ 2,5% გამოუვლინდა. ამასთან, დაავადებულთა 97,5 % სიმპტომები 11,5 დღის განმავლობაში აღენიშნება. ასევე, ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევაში 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის გამოყენება  მიზანშეწონილია. თუმცა, მათივე კვლევა ცხადყოფს, რომ კარანტინში მყოფი ყოველი 10 000 პაციენტიდან 101-ს ვირუსის ნიშნები 14 დღის შემდეგაც შეიძლება, გამოუვლინდეს.

მეტი...

“30 მაჟორიტარული ოლქიდან თბილისში 7 ოლქის შექმნა განიხილება” – ირაკლი კობახიძე

კობახიძის ინფორმაციით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან 12 დასავლეთ საქართველოში იქნება, ხოლო 18 აღმოსავლეთ საქართველოში. მისივე განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები შემდეგნაირად გადანაწილდება: აჭარა – 3, გურია – 1, სამეგრელო 3, რაჭა -ლეჩხუმ- სვანეთი – 1, იმერეთი – 4 , თბილისი – 7, შიდა ქართლი -2, კახეთი – 3, ქვემო ქართლი – 3, სამცხე- ჯავახეთი – 2, მცხეთა-მთიანეთი – 1. „მონახაზი გვაქვს შემუშავებული, დიდი მანევრირების საშუალება არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ სულ 30 ოლქი უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა განისაზღვროს შესაბამისი საზღვრები. ქალაქებზე – თბილისზე და სამ დიდ ქალაქზე გადანაწილდება დაახლოებით 10 მაჟორიტარული…

მეტი...

“აპრილში შეიძლება უკვე მზად იყოს ახალი კორონავირუსის პირველი ვაქცინა „ – ჩინეთის ჯანდაცვის კომისია

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, აპრილში შეიძლება უკვე მზად იყოს ახალი კორონავირუსის პირველი ვაქცინა „გადაუდებელი გამოყენებისთვის“. ჩინეთის ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელთა განცხადებით, ქვეყანა სრული ძალებით არის გადართული ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. ვირუსით მსოფლიოში უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3000-ზე მეტი კი გარდაცვლილი. „ჩვენი შეფასებით, იმედი გვაქვს, რომ აპრილში გარკვეული ვაქცინები კლინიკური ცდის ეტაპზე გადავა ანდაც მზად იქნება საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისთვის“, — ამბობს ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მეცნიერებისა და განვითარების ცენტრის დირექტორი ჟენგ ჟონგვეი. მისივე თქმით, პროცესში ჩართულია ვაქცინების კვლევის ათეულობით ჩინური დაწესებულება და მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ვაქცინებზე მუშაობა. უსაფრთხო…

მეტი...

კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ

“ახალ კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, აჭარასა და იმერეთში განთავსებული ლუგარის ცენტრის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიები ტესტირების ჩატარებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. ცნობისთვის, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სავარაუდო შემთხვევებზე ტესტებს აქამდე მხოლოდ თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორია ატარებდა. ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის მხოლოდ 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. ყველა პაციენტი სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებებში მკურნალობს. კარანტინის რეჟიმში – 178, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 56 პირი რჩება.

მეტი...

გამონაყარი და ქავილი – “კორონავირუსის” ახალი სიმპტომები, რომელიც სინგაპურელმა ექიმებმა აღმოაჩინეს

სინგაპურელმა ექიმებმა აღმოაჩინეს ახალი სიმპტომები, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს გამოუვლინდათ. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო პორტალი „ლანცეტი“ აქვეყნებს. ეს სიმპტომებია – დენგეს მსგავსი ცხელება მაღალი ტემპერატურით, გამონაყრითა და ქავილით. სამედიცინო პორტალ „ლანცეტის“ ცნობით, როდესაც დენგეს ცხელებაზე შესაბამისმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და პაციენტებს სუნქვითი უკმარისობა დაეწყოთ, ექიმებმა მათი დიაგნოსტირება ახალ კორონავირუსზე დაიწყეს, რა დროსაც შედეგი დადებითი აღმოჩნდა.

მეტი...