აშშ-ის რვა შტატში “ახალი კორონავირუსის” გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის რვა შტატში ახალი კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მათ შორის აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე არსებულ სამივე შტატში. ამის შესახებ „სიენენი“ წერს. საგანგებო რეჟიმის ამოქმედების შესახებ დღეს, ორეგონის შტატის გუბერნატორმა, ქეით ბრაუნმაც განაცხადა. რეჟიმი 60 დღის განმავლობაში იქნება ძალაში. ორეგონის შტატში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 14 შემთხვევაა დადასტურებული. ორეგონამდე მსგავსი ზომები ვაშინგტონის, კალიფორნიის, კენტუკის, ნიუ იორკის, მერილენდისა და იუთას შტატებმაც მიიღეს. ვაშინგტონში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაცვლილთა რიცხვი 18-ს შეადგენს. ორი ადამიანი ფლორიდაში, ერთი კი – კალიფორნიაში გარდაიცვალა. სულ კი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 500-მდე შემთხვევაა აღრიცხული.

მეტი...

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა. როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე არის აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება. ამასთან, საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ექიმმა, მარიამ ენდელაძემ განუცხადა, რომ აღნიშნული ორი პაციენტი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. ენდელაძის თქმით, აღნიშნული მოქალაქეების კვლევის შედეგები ლუგარის ლაბორატორიიდან კლინიკამ გვიან ღამით მიიღო. როგორც მან აღნიშნა, პაციენტებს იტალიიდან ჩამოსულ პირებთან ჰქონდათ კონტაქტი. ამასთან, stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 51 პაციენტი.

მეტი...