“ვინც ბრუნდება მაღალი რისკის არეებიდან და საზღვარზე არაფერი დაუფიქსირდებათ, ორი კვირა თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან კორონავირუსის რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნებიდან, მოუწოდებს საზღვარზე სიმპტომების არდაფიქსირების შემთხვევაში, ორი კვირის განმავლობაში იყვნენ თვითიზოლაციაში. „მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა საზღვარზე, რომ გამოვლენილიყო რისკის ზონიდან მომავალი ადამიანებს თუ ქონდათ დაავადების რაიმე ნიშნები. 1600-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა. ანალიზები დასრულდა საღამოს. ჯერჯერობით არ დამატებია არც ერთი დადასტურებული შემთხვევა. კვლავ სამი ადამიანია საქართველოში ახალი კორონავირუსით დადასტურებული. ჩვენი ერთადერთი თხოვნა იქნება, ვინც ბრუნდება მაღალი რისკის არეებიდან და საზღვარზე არაფერი დაუფიქსირდებათ, ორი კვირის განმავლობაში მაქსიმალურად იყვნენ თვითიზოლაციაში, რათა თავიანთი ახლობლების და საერთოდ, ადამიანების ჯანმრთელობა არ…

მეტი...

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მეოთხე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, 7 მარტიდან საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემა იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დროებითი სქემის თანახმად, ნ. ყიფშიძის ქუჩიდან გ. წერეთლის ქუჩისკენ საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება; ბაგებიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარცხნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით თამარაშვილის ქუჩისკენ; თამარაშვილის ქუჩიდან მოძრაობის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მარჯვნივ, გ. წერეთლის ქუჩის გავლით ბაგებისკენ (თამარაშვილის N11-დან N1-მდე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის მოძრაობა არ შეიზღუდება); ჭავჭავაძის გამზირიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება – მოძრაობის გაგრძელება მხოლოდ მარჯვნივ, ყიფშიძის ქუჩისკენ იქნება დასაშვები; ყიფშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოხვედრა…

მეტი...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საკარანტინო პერიოდს 18 ადამიანი გადის

რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც საკარანტინო სივრცე მოეწყო, ამ დროისთვის 18 პირი იმყოფება. კლინიკაში განმარტავენ, რომ 18-დან 16 პაციენტი საქართველოს, ორი კი, აზერბაიჯანის მოქალაქეა. ამასთან, ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 18 პირი. გუშინ 13 პაციენტს კიდევ ხუთი დაემატა. ყველას ზოგადი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ტემპერატურული რეაქცია შეიძლება ითქვას, დაახლოებით 37 გრადუსამდე მხოლოდ ორ პაციენტს აღენიშნა, სხვა ყველას მდგომარეობა არის სრულიად დამაკმაყოფილებელი. არავინ დაგვმატებია, თუმცა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ მიიღო გადაწყვეტილება, პრევენციის მიზნით მაინც გაზარდოს საწოლ ფონდი და შევძლებთ მეტი პაციენტის მიღებასაც, ვიდრე ვვარაუდობდით. არ გვყავს არც ერთი ინფიცირებული პაციენტი, რადგან ყველა მოქალაქეს, რომელიც…

მეტი...

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ამ ეტაპზე 27 პაციენტი რჩება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე კიდევ რვა პაციენტის გამოკვლევის შედეგები ცნობილია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ უდასტურდება.  მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 13 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაც სინჯი უკვე აუღეს. ტესტის პასუხები ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი.  „ამ ეტაპზე გვყავს 27 პაციენტი. დილით აღებული იქნა რვა პაციენტზე ტესტირება კორონავირუსზე და მიღებულია რვავესთან უარყოფითი პასუხი. რვა პაციენტის მერე შემოვიდა კიდევ დაახლოებით 13-მდე პაციენტი და ამ პაციენტებს ახლა აუღებენ ანალიზს. დილისკენ გვეცოდინება მათი პასუხი. დღეს შემოყვანილი 13 პაციენტი საქართველოს მოქალაქეები არიან. ერთი მათგანი ირანიდან არის შემოსული, დანარჩენები კი იტალიიდან. რაც შეეხება იმ სამ…

მეტი...

აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს

საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, აზერბაიჯანის ერთ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. ექიმი ეპიდემიოლოგის მაკა ხმალაძის ინფორმაციით, ქალი ზაქათალიდან მოდიოდა, მას აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, რის გამოც ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს. “ქალს, რომელიც ზაქათალიდან მოდიოდა მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ამიტომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მივეცით. შევთავაზეთ კარანტინში მოთავსება, თუმცა უარი განაცხადა და აზერბაიჯანში დარჩენა ამჯობინა“, – განაცხადა დაავადებათა მაკა ხმალაძემ. დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

მეტი...

“პრემიერი დაგვპირდა, რომ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ შენობას სახელმწიფო უმოკლეს ვადებში შეიძენს” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალ შენობას სახელმწიფო უმოკლეს ვადებში შეიძენს და პაციენტებს მაღალი ხარისხის სერვისთან ერთად, კარგი ინფრასტრუქტურული პირობებიც დახვდებათ. “თუ მხედველობაში მივიღებთ შენობის მდგომარეობას და მის შიდა დიზაინს, შენობა კარგ მდგომარეობაში არ არის, ეს ფაქტია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ამის განზოგადება მომსახურებასა და სერვისებზე. მომსახურება, ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, როგორც დირექტორი, არის უმაღლეს დონეზე, სერვისები არის უმაღლეს დონეზე, სტაფი არის უგამოცდილესი და ინფექციებთან ბრძოლაში გამობრძმედილი. ამიტომ გავმიჯნოთ -შენობის მდგომარეობა კარგი არ არის, ეს არ არის ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო, სამაგიეროდ მომსახურება და კვალიფიკაცია არის მაღალი. ახლა გვაქვს მიღებული უკვე…

მეტი...

ჯანმო კორონოვირუსის პრევენციის კუთხით, ქართული მხარის ძალისხმევას, მაღალ შეფასებას აძლევს

დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონალური ოფისის ღონისძიებას დაესწრო, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მსოფლიოში  ორონავირუსის ახალი ტიპის გავრცელება იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა რეგიონალური ოფისის დირექტორთან, ჰანს კლუგესთან და განსაკუთრებული სიტუაციების განყოფილების დირექტორთან, ნედრეტ ემიროღლუსთან. „შეხვედრაზე იმსჯელეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს ქართული მხარის ძალისხმევას ქვეყანაში კორონავირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენისა და მისი შემდგომი გავრცელების პრევენციის მიმართულებით. მათ განსაკუთრებულად აღნიშნეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მისი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის წვლილი…

მეტი...

სამარშრუტო ტაქსებს დეზინფექცია უტარდება, მძღოლებს კი ნიღბებს დაურიგებენ

„ჩვენს მიკროავტობუსებში დეზინფექციის პროცედურა დავიწყეთ. ეს პროცედურა, რა თქმა უნდა, ერთჯერადი არ იქნება, რეგულარულად ჩატარდება”, – ამის შესახებ „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ განაცხადა. დავით ასანიძს თქმით, იგეგმება მძღოლებისთვის ნიღბების დარიგება.  “ხსნარი, რომლითაც დეზინფექცია ტარდება, საკმაოდ მაღალი ხარისხის არის და როგორც მომწოდებელმა აგვიხსნა, მას მოქმედების დაახლოებით ერთკვირიანი ვადა აქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეცდებით, რომ ყოველდღე ჩავატაროთ დეზინფექცია. ყველა მიკროავტობუსში ჯერ ხდება ორთქლით დამუშავება, რომელიც დეზინფიცირებას უკეთებს, ეს ხსნარი პრევენციას აკეთებს, რომ მომავალში არ გავრცელდეს მიკრობები და ვირუსები მიკროავტობუსში. ასევე ვაპირებთ, რომ მძღოლებს დღეს საღამოდან დაურიგდებათ ნიღბები და თუ თვითონ მგზავრობის დროს არ მოიხსნიან,…

მეტი...

“ენდიაის” საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს

„ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ლორა თორნტონი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას “ენდიაის”  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობაში ხელმძღვანელის შეცვლა გეგმური პროცესია. ვინ შეცვლის მას და კონკრეტულად როდის ეყოლება „ენდიაის“ საქართველოს ოფისს ახალი ხელმძღვანელი, კვლევითი ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში ამის შესახებ ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ. ლორა თორნტონი „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ქართულ ოფისს 2014 წლის შემოდგომიდან ხელმძღვანელობს.

მეტი...

“დამატებით ვაძლიერებთ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებს” – ავთანდილ თალაკვაძე

“საკარანტინო ზონაში რჩება 12-მდე ადამიანი, კლინიკაში – 35. გასული 24 საათის განმავლობაში 1600-მდე ადამიანი შემოწმდა საზღვარზე, საიდანაც 2 სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, საჰაერო და სასაზღვრო პუნქტებში მგზავრთა შემოწმება გაძლიერებულია. მისივე ინფორმაციით, ამ პროცესში წითელი ჯვრის მოხალისეებიც ჩაერთვებიან. “ჩვენ დამატებით ვაძლიერებთ სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებს. წითელი ჯვრის მოხალისეები ჩაერთვებიან აღნიშნულ ღონისძიებებში, რომ მაქსიმალურად მოხდეს ყველა ღონისძიების გატარება ჩვენი რესურსებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა იმ მგზავრმა, რომელიც მოდის რისკ-ზონიდან, ითანამშრომლოს ჩვენთან და დეტალურად მოგვიყვეს ყველა…

მეტი...

ბრიტანეთის თემთა პალატის თავმჯდომარე, მოქალაქეებს ურჩევს, ხელები ეროვნული ჰიმნის ფონზე დაიბანონ

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავმჯდომარემ, ჯეიკობ რის-მოგმა მოქალაქეებს ურჩია, ​ხელები ეროვნული ჰიმნის ფონზე დაიბანონ. განცხადება მან კორონავირუსის გამო გამართულ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე გააკეთა. სხდომას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა, რომელმაც მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება მოსალოდნელია. ბორის ჯონსონის თქმით, გაერთიანებულ სამეფოს აქვს შემუშავებული ღონისძიებების კონკრეტული გეგმა, რომელსაც ეპიდემიის შემთხვევაში აამოქმედებს, რათა ყველაზე მეტად დაუცველი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს. მისივე თქმით, კორონავირუსისგან დასაცავად ყველაზე მნიშვნელოვანი ხელების ხშირად დაბანაა.

მეტი...

4 მარტს, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიურ მოხსენებას წარუდგენს

4 მარტს, საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. რაც შეეხება პრეზიდენტის მოსმენის ფორმატს, ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ, სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები. ამასთან, რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო უმცირესობის ან უმრავლესობის ლიდერის გამოსვლის – 15 წუთს. აღნიშნული გამოსვლების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს. ამავე კვირაში პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრსაც მოუსმენენ. მაია ცქიტიშვილი პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგება.

მეტი...

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 7 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 7 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამჟამად ბავშვი კლინიკაში რჩება და მას მედიკოსები მკურნალობას სეზონურ გრიპზე უტარებენ. ლუგარის ლაბორატორიაში კვლევისთვის კლინიკიდან 6 პაციენტის ანალიზებია გაგზავნილი და პასუხებს დღის ბოლომდე ელოდებიან. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

მეტი...

კორონავირუსის გამო, მინისტრმა ანგელა მერკელს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

მთავრობის სხდომაზე, გერმანელმა მინისტრმა ანგელა მერკელს კორონავირუსის გამო, ხელი არ ჩამოართვა. “ბიბისის” ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა გერმანიის კანცლერის გამოწვდილი ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადა, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა. ზეეჰოფერის თქმით, ის ხელის ჩამორთმევაზე უარს კორონავირუსის გამო აცხადებს.

მეტი...

“ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს რომ ვხედავ, ლუი XV მახსენდება” – სოფო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სხვადასხვა განშტოებასთან და ერთკაციან პარტიებთან ერთად ცდილობს, მცირე მხარდაჭერის პირობებში, ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდეს და ქვეყანა მართოს. კილაძსი განმარტებით, „ქართული ოცნების“ შეთავაზება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში სტაბილურობის გარანტიისთვის. „არსებულ სიტუაციაში ეს შეთავაზება არის ოპტიმალური. როცა ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს ვხედავ, ლუი XV მახსენდება, რომელიც ამბობდა, ჩემს შემდეგ წარღვნაც მოსულაო. ოპოზიციის ინტერესია, ხელისუფლებაში მოვიდეს და რა ფასად მოვლენ,  რა დაუჯდება ეს ქვეყანას და როგორ იქნება საქართველო, არ აინტერესებთ”, – განაცხადა დეპუტატმა, სოფო კილაძემ.

მეტი...

4 აპრილს დაგეგმილი აქცია კორონავირუსის გამო შესაძლოა გადაიდოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ 4 აპრილს დაგეგმილი აქცია კორონავისურის გამო გადაიდოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით იქნება მიღებული. „შეხვედრაზე საუბარი გვქონდა, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში შეიქმნა და ზოგადად მსოფლიოშია შექმნილი კორონავირუსთან დაკავშირებით, რადგან უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამაც აწია საფრთხის დონე. საუბარია იმაზე, რომ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება მიზანშეწონილი არაა ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუ ქვეყანაში მდგომარეობა კორონავირუსის კუთხით დამძიმდა ან არ მოხდა დასტაბილურება, მაშინ შეიძლება განვიხილოთ 4 აპრილის აქციის გადადება. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე არ შეექმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს“ –…

მეტი...

“საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძებნება ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი” – ანრი ოხანაშვილი სააკაშვილის შტაბის გახსნაზე

“საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ მოიძებნება ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი“ – ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საუბრის დროს გააკეთა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ გუნდი, რომელიც ასოცირდებოდა სისტემურ დანაშაულთან, ბიბლიოთეკაში ხსნის შტაბს. „სიმბოლურია, რომ გუნდი, რომელიც ასოცირდებოდა სისტემურ დანაშაულთან, ბიბლიოთეკაში ხსნის შტაბს. საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში თუ უდევთ წიგნები, თუ იდევთ ის დასკვნები და რეკომენდაციები, რომელიც თავის დროზე შეიმუშავეს სახალხო დამცველმა, პარლამენტმა, საერთაშორისო პარტნიორებმა იმის თაობაზე, რომ მათ ჰყავდათ 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი და ა. შ. საინტერესოა, ასეთი ინფორმაცია თუ მოიძებნება…

მეტი...

კორონავირუსის საფრთხის გამო სასაზღვრო პუნქტებსა და აეროპორტებში საველე კარვები დამონტაჟდა

„ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დამონტაჟდა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე“- ამის შესახებ ნათქვამია, შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაში აღინიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან..“ კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების…

მეტი...

„საქართველოში დღეისთვის იზოლაციაში 97 ადამიანია“- ამირან გამყრელიძე

„საქართველოში არის 171 შესაძლო შემთხვევა, რომელიც გამოკვლეული იქნა კლინიკურად და ლაბორატორიულად და სამი გვაქვს დადასტურებული“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძე იმ სამ პაციენტზე საუბრობს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით მათი მდგომარეობა სტაბილურია : „ ადამიანები, რომლებსაც დაუდგინდათ კორონავირუსი, მოთავსებულები არიან ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია, დაავადება მიმდინარეობს მსუბუქი კლინიკური ნიშნებით. კარანტინულ იზოლაციაშია ამჟამად 97 ადამიანი იმყოფება, ზოგადად სამედიცინო დაწესებულებებში წევს 40 შესაძლო შემთხვევა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, მისივე ინფორმაციით, დღეს დილით ლუგარში კიდევ 14 ნიმუში შევიდა, 2 ქუთაისიდან ,ერთი გორიდან და…

მეტი...

“პანდემიური მზადყოფნის ფაზა გამოცხადდა – ინფექციამ მოიცვა ყველა კონტინენტი” – ამირან გამყრელიძე

„ვირუსი სწრაფი ტემპით იზრდება ჩინეთს გარეთ. დღესთვის 65 ქვეყანაშია გავრცელებული, ყველაზე მეტი ჩინეთი,შემდეგ სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი, იაპონია, ამიტომ ყურადღება ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღევანდელ მდგომარეობას განიხილავს პანდემიური მზარდყოფნის ფაზას რადგან მოიცვა ყველა კონტინეტი“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გამყრელიძე იმ  მონაცემებს ეხმაურება, რაც მსოფლიოში დაავადებასთან დაკავშირებით დღეს დილიდან გავრცელდა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, ჩინეთში კლების მაჩვენებლის პარალელურად იზრდება გავრცელების არეალი დანარჩენ მსოფლიოში. „გლობალურად სიტუაცია ასეთია,  ჩინეთში დამშვიდებისკენ მიდის, ანუ  კლებისკენ. დილის მონაცემებით ყველაზე ცოტა შემთხვევაა დაფიქსირებული 202, სულ არის 80 000 ამავე დროს…

მეტი...

კორონავირუსის საფრთხემ სასტუმრო ბიზნესი შოკურ მდგომარეობაში ჩააგდო – ჯავშნები ჯავშნებზე უქმდება

„დღესდღეობით 200-ზე მეტ თანამშრომელს ვუთხარი, რომ საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს და შეიძილება ხელფასები ვერ გავცე“- ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, როგორც თბილისში 6 სასტუმროს მენეჯერი ამბობს, სასტუმროები სტრესულ მდგომარეობაში არიან დედაქალაქში და ბანკებში არსებული დაუფარავი სესხების გარდა, მათ მაისისთვის ქონების გადასახადის დაფარვაც მოუწევთ, რაც რთულია იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ტურ-ოპერატორები ჯავშნებს ყველა მიმართულებიდან აუქმებენ. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჰოტელიერებს facebook-ის პირადი გვერდიდან მოუწოდა, ხვალ 12:00 საათზე whindam Grand Tbilisi-ში შეიკრიბონ.  „ყველას პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სასტუმროები მართვაში ბანკის სესხით გვაქვს აღებული, ამიტომ სესხის გადახდის პრობლემა…

მეტი...

„ევროპული საქართველო“ არის პარტია, რომელსაც ხალხის ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს“ – დავით ჭიჭინაძე

„რაც ხალხმა საკუთარი ღირსებით და სისხლის ფასად მოიპოვა, იმაზე არ შეიძლება  არც მთავრობასთან ივაჭრო კაბინეტებში და არც სადილებზე  გაცვალო უცხოელ პარტნიორებთან, რადგან პროპორციული არჩევნები კაბინეტებში, სადილებზე და ვახშმებზე არ მიუღიათ!“- ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს. დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაზე ხელისუფლებას და ოპოზიციას იმ შეხვედრების გამო აკრიტიკებს, რაც არჩევნების ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე რაუნდად მიმდინარეობს. იგი ხალხის ინტერესების კულუარულ განხილვას ამორალურს უწოდებს და თვის, რომ ხალხი ორივე მხარემ „თამაშიდან“ გაიყვანა. „20 ივნისის შემდეგ „ოცნებამ“  ხალხი გადააგდო  და ვინც დღეს  მათთან ერთად კაბინეტებში ჯდება,…

მეტი...

“მინდია გორაძე 28-ში სადეპორტაციოდ გაამზადეს და ელოდნენ, საქართველოს წაეყვანათ” – რატომ შეაბრუნეს “კანონიერი ქურდი” ციხეში?!(ვიდეო)

„მინდია ლავასოღლის დაპატიმრების ვადა იყო 28 თებერვლამდე , ამის შემდეგ ის უნდა გადმოეცათ საქართველოში“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულ მინდია ლავასოღლის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა. ნიკოლეიშვილის ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თურქეთის ხელისუფლებას არანაირი პრეტენზია არ აქვს. ადვოკატი თვლის, რომ ლავასოღლის ექსტრადირება დროულად უნდა მოხდეს, რასაც მისივე ვარაუდით ქართული მხარე აჭიანურებს.„საქართველოს კანონმდებლობით ცხრა თვეზე მეტ ხანს ვერცერთ საექსტრადიციო პატიმარს ვერ გააჩერებ ციხეში, მე არ ვიცი თურქეთის სახელმწიფოში რა განუკითხაობაა, რომ მათ 28 ში გაათავისუფლეს პატიმრობიდან, წაიყვანეს სადეპორტო განყოფილებაში და ელოდებოდნენ , რომ საქართველოს ხელისუფლებას…

მეტი...

საქართველოს აზერბაიჯანთან საზღვარი არ ჩაუკეტავს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველომ „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საშიშროების გამო აზერბაიჯანთან საზღვარი ჩაკეტა, სიმართლეს არ შეესაბამება, როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქარველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მეზობელ აზერბაიჯანთან როგორც სახმელეთო ისე საჰაერო საზღვარი ღიაა და არ დაკეტილა. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში ვრცელდება ინფორმაცია ქართული მხარის მხრიდან საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.  

მეტი...

„უსიმპტომო პაციენტები განსაკუთრებით საყურადღებოები არიან”- ივანე ჩხაიძე

„როგორც კი საეჭვო შემთხვევა ჩნდება რეკომენდაცია გვაქვს დავუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს“ – ამის შესახებ “მედიაცენტ მთავრის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „თსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძე იმ რეკომენდაციებზე საუბრობს, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაიცა და რის საფუძველზეც ადგილობრივი მედიკოსები დატრენინგდნენ, პროფესორი აქცენტს საეჭვო პაციენტების იზოლირებაზე აკეთებს. “ეს პაციენტები უნდა განთავსდნენ იზოლირებულად, ყველა პედიატრიული კლინიკის ამოცანაა გადაუდებელი რეაგირების დონეზე მოხდეს ამ პაციენტების იდენთიფიცირება, საბოლოო დადასტურებამდე კი უნდა იყვნენ ბოქსირებულ სივრცეში, პერსონალი, რომელიც მათთან კონტაქტობს არიან შესაბამისად ეკიპირებულები, დადასტურების შემთხვევაში პაციენტები გადაგზავნილები იქნებიან ინფექციური პათოლოგიის ცენტრში“…

მეტი...

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს, 3-4 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ფაშინიანს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია უმასპინძლებს. გაიმართება საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც გიორგი გახარია და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად გმირთა მოედანზე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი…

მეტი...

ევროვიზია 2020 – თორნიკე ყიფიანის სიმღერის თიზერი

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერის Take me as i am თიზერი ვრცელდება. სიმღერის და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია.  არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექ ვოკალია. სიმღერის პრემიერა უახლოეს დღეებში საქართველოს პირველი არხის ეთერში შედგება. ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება.

მეტი...

„არცერთი მონაცემები არ მიუთითებს, რომ ვირუსი უკან იხევს“ – ივანე ჩხაიძე (ვიდეო)

მსოფლიოში დაფიქსირებულია 87 137 შემთხვევა, ჩინეთში 79 000 და გარდაცვლილია 2873, დანარჩენ ქვეყნებში 104 გარდაცვლილი“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე „თსუ“-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. ივანე ჩხეიძემ იმ მონაცემებზე ისაუბრა, რომელიც დღეს დილით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. სპეციალისტის განცხადებით ყველაზე ბევრი შემთხვევა გარდაცვალების ჩინეთში ფიქსირდება. მისივე ინფორმაციით ბოლო დღეების ტენდენციის მიხედვით ჩინეთში დაავადების გავრცელება კლებულობს, თუმცა დანარჩენ ქვეყნებში მაჩვენებლის მატება შეინიშნება .„რამდენიმე ქვეყანა სადაც პირველი შემთხვევები გამოვლინდა, აზერბაიჯანი, მონაკო, კატარი და კიდევ რამდენიმე, თუმცა უმრავლეს ქვეყნაში ეს არის ერთეული შემთხვევები. წინა დღეებში…

მეტი...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით, რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. „პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მიმართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, 17 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და…

მეტი...

„15 წლამდე ასაკის დაინფიცირებულების რაოდენობა 2 % -ზე დაბალია“- ივანე ჩხაიძე

„არის ირიბი მოსაზრება, რომ შესაძლებელია კორონავირუსის დაბალ გავრცელებას მოზარდებში განაპირობებს იმუნიზაცია“- ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, “თსსუ”-ის პროფესორმა,იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, 20 და 15 წლამდე ასაკის ადამიანებში ძალიან დაბალია. სპეციალისტი ვერ აკონკრეტებს რა არის ზუსტი მიზეზი დაბალი მაჩვენებლის,თუმცა ეყრდნობა მოსაზრებას, რომ მოზარდებში ვირუსის ნაკლები გავრცელება იმუნიზაციას უკავშირდება: „ძალიან მცირეა იმ ბავშვების რაოდენობა, როგორც ჩინეთში ასევე მსოფლიოში ვინც დაინფიცირდა საგულისხმოა, რომ 20 წლამდე ადამიანებში ვირუსის დაფიქსირების შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით 2 % -ია უფრო ნაკლებია 15 წლამდე ასაკში,…

მეტი...

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

“კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დირექტორის, ლადო მკერვალიშვილის გადაწყვეტილებით ორგანიზაცია დღეიდან, 2020 წლის 2 მარტიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებას და სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტას უკავშირდება. „მიმაჩნია, რომ საჭიროა გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობების აღება. მოცემულ ვითარებაში, სასწავლო პროცესის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ბავშვები მუდმივად სახლში უნდა იყვნენ, რაც გარკვეულ სირთულეებს უქმნით მშობლებს, უმეტეს შემთხვევაში, დედებს. სახლში მარტოდარჩენილ ბავშვს განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა სჭირდება. ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, 42-ე მუხლის თანამშრომლებმა, სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისად, დისტანციურად იმუშაონ,” – განაცხადა ლადო მკერვალიშვილმა. კონსტიტუციის 42-მუხლი: „სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა…

მეტი...

იტალიაში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულია 1694 ადამიანი. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, იტალიაში 83 ადამიანია გამოჯანმრთელებული, 140 კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ფიქსირდება.

მეტი...

ბერლინში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბერლინში. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. დაინფიცირებულის სქესი და ასაკი უცნობია, ცნობილია, რომ ის ინფექციურ საავადმყოფოში, იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული. ექიმები ახლა იმ ადამიანებს ამოწმებენ, რომლებთანაც ბოლო დღეების განმავლობაში დაინფიცირებულს ჰქონდა კომუნიკაცია.

მეტი...

8 პაციენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიურია

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი  19 პაციენტიდან, 8 პაციენტის პასუხებმა კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. მათ არც a და არც b ტიპის ვირუსი არ აქვთ, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. დანარჩენი 8 პაციენტის პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ყველა მათგანი საქართველის მოქალაქეა და შემხებლობაში იყვნენ ირანთან და იტალიასთან. შეგახსენებთ, რომ ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი პაციენტებიდან კორონავირუსი სამ ადამიანს დაუდგინდა, მათგან ორმა ირანში იმოგზაურა, ერთმა  კი, რომელმაც საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა იტალიაში.

მეტი...