„ერთი სული აქვთ, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი“ – ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესმდივნის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები ეკლესიას მიზანმიმართულად ებრძვიან და მის დისკრედიტაციას გამალებით ცდილობენ. როგორც მამა ანდრიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა, ეს ჯგუფები ელოდებიან, როდის გაჩნდება ეკლესიის კლასტერი. “გარკვეული რეკომენდაციები იქნება, ეს რეკომენდაციები არ გაცდება ბოლო სინოდის გადაწყვეტილებას და მის ოქმში ასახულ რეკომენდაციებს, იქნება დაზუსტება ზოგიერთი დეტალისა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დაგვიდგა და რომელზეც სახელმწიფოს ჰქონდა რეაქცია და გაამკაცრეს ზომები. ამ გადაწყვეტილების ერთგვარი გათვალისწინება იქნება შემდეგ ზომებში,” – განაცხადა ჯაღმაიძემ. მისივე ინფორმაცით, საპატრიარქოში პატრიარქისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა შედგა, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრა. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ზიარების წესი არ შეიცვლება. „ვერც ჩინეთში, ვერც იტალიასა…

მეტი...

„სამწუხაროდ, ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, გაჩნდება ლეტალობაც“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში, „ახალი კორონავირუსით“ გარდაცვლილთა შემთხვევებიც იქნება.    „ჩემი პროგნოზით, ჩვენთან ინფექციების რაოდენობა მოიმატებს. სამწუხაროდ, გაჩნდება ციფრები იმ საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0 და ეს არის სიკვდილით გარდაცვალების შემთხვევები, გაჩნდება ლეტალობა. მაგრამ ჩვენ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვან ქვეყნებთან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება მაგრამ, ეს იქნება ასეულები და არა ათასეულები და ასეულ ათასეულები.  პიკი იქნებ 2-3- კვირაში, შენარჩუნდება  2-3 კვირა და მერე წავა დაბლა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.  

მეტი...

თუ ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება და საწოლები ამოიწურება, მათ სახლში დატოვებენ და ადგილზე უმკურნალებენ

„დარჩით სახლში მაშინაც კი თუ ავად ხართ და ვირუსის სიმპტომები გაქვთ“ – ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა და მსოფლიო პრაქტიკა მოიყვანა, თუ როგორ მკურნალობენ დაინფიცირებულებს საკუთარ სახლში. მისივე თქმით, საქართველოში ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშ მოხდება, თუ საავადმყოფოებში საწოლები გადაივსება. „მთელ რიგ შემთხვევებში, ასე ხდება. თუ ადამიანს ვირუსის სიმპტომები აქვს, მაინც ტოვებენ სახლშ. თუ ძალიან დამძიმდება, სუნთქვის უკმარისობა განვითარდება და ადამიანები იხრჩობიან, მაშინ გადაჰყავთ, რადგან ქვეყანას რესურსი არ ყოფნის. ასეთია მსოფლიო პრაქტიკა. ჩვენთან, შესაძლებელია, მსუბუქ პაციენტებს სახლშიც ვუმკურნალოთ. თითქმის ყველა ქვეყანა, სადაც კატასტროფულად იზრდება შემთხვევები, ამ გზას მიმართავს.…

მეტი...

სომხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები სულ მცირე ათი დღით გახანგრძლივდება

სომხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები სულ მცირე 10 დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ნიკოლ ფაშინიანის განაცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ სომხეთში ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. „თუ ჩვენ კონკრეტულ ზომებს არ მივიღებთ, მაშინ კორონავირუსი ჩვენამდე ძალიან სწრაფად მოვა, თუმცა არსებობს ვერსია, რომ ბევრი დაავადდება, შესაძლოა ყველაც კი. ახლა საჭიროა ორი საკითხის გადაჭრა – პირველი უკავშირდება სიტუაციის მაქსიმალურად მართვას, რომ არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომაროებაში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა პარალიზებული იქნება და ჩვენ იძულებულები გავხდებით, რამდენიმე ქვეყნის მსგავსად საწოლები ქუჩაში დავდგათ, ხის ქვეშ“,- განაცხადა ფაშინიანმა.

მეტი...

საქართველოში კომენდანტის საათი ამოქმედდა

საქართველოში დღეიდან, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდა. ამ დროის განმავლობაში, იკრძალება პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. შეზღუდვა არ ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ სპეციალურ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობისთვის შესასრულებლად. პირი ვალდებულია, გადაადგილებისას თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მეტი...

“ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი თუ რას ნიშნავს, როდესაც ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ” – ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ ის ხალხი, ვინც იძულებულია ყოველდღიურად იმუშაოს ლუკმა-პურის მოსაპოვებლად. „თუ დავხურავთ ყველაფერს, შევზღუდავთ გადაადგილებას, რა მოუვა იმ ხალხს, ვინც იძულებულია ყოველ დღე იმუშაოს ლუკმა-პურის საშოვნელად? თითოეულმა ქვეყანამ ამ კითხვას საკუთარი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა უპასუხოს. ამ სიტუაციას მხოლოდ ეკონომიკური ზარალის კუთხით არ უნდა ვუყურებდეთ. ასევე უნდა დავინახოთ თუ რას ნიშნავს ეს თითოეული ადამიანისთვის. მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი თუ რას ნიშნავს, როდესაც ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ. უნდა გავითვალისწინოთ, რა გავლენა ექნება ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს თითოეულ ადამიანზე“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

მეტი...

მთავრობა ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედ შეზღუდვებსა და დაშვებებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს. 1. რა შემთხვევაშია ავტომობილით გადაადგილება ნებადართული? ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის 2 უნდა იჯდეს უკანა სავარძელზე. ამასთან, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე სრულად იკრძალება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით. 2. როგორ შეიძლება მანქანით 3-ზე მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახის ქალაქგარეთ გაყვანა? მსუბუქი ავტომობილით მხოლოდ 3 პირის მგზავრობაა დასაშვები. ეს შეზღუდვა ეხება ოჯახის წევრებსაც, მათ შორის – ბავშვებს. 3. რა შემთხვევაშია ნებადართული საჯარო…

მეტი...

რა საქმიანობაა ნებადართული საგანგებო მდგომარეობის დროს – მთავრობის დადგენილება

30 მარტს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის პირობები გამკაცრდა და უკვე დღეიდან  21:00 საათიდან 06:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.  საინტერესოა, ამდენი შეზღუდვის პირობებში, რა არის დაშვებული საგანგებო მდგომარეობის დროს. მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა: ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა; ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა; გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა; დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი…

მეტი...

კომენდანტის საათის დაწყებამდე მთავრობა მოქალაქებს აფრთხილებს

“21:00 საათზე, საქართველოში ამოქმედდება ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს, საღამოს 9:00 საათიდან, ხვალ დილის 6:00 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებსა და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, მაგალითად ისეთი, როგორიც არის პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა ამდაგვარი. „მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც…

მეტი...

აფხაზეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმში აქტიური მონაწილეობა მიიღო

29 წლის წინ,  1991 წლის 31 მარტს, როცა საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა რეფერენდუმი — საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე, მასში აქტიური მონაწილეობა მიიღო აფხაზეთმა; აფხაზეთის მოსახლეობის  61,27% გავიდა რეფერენდუმზე  და საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მისცა მონაწილეთა 97,73%-მა. „ეს იყო საქართველოს ეროვნული ხელისუფლების პირველი დიდი პოლიტიკური გამარჯვება აფხაზეთში, იმავე წლის 17 მარტს იქ  კრახით დასრულებული საბჭოური რეფერენდუმის შემდეგ.  მიუხედავად იმისა, რომ  სსრ კავშირის შენარჩუნების თაობაზე რეფერენდუმი სეპარატისტებმა და სკკპ ცენტრალური კომიტეტიდან მოვლინებულმა ემისრებმა, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან გალის რაიონის თვითნებური გამოთიშვით და არნახული გაყალბებით სცადეს, სასურველი…

მეტი...

ბათუმის სასპორტო სკოლა სასწავლო პროცესს აჩერებს

კარანტინის რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით, „ბათუმის სასპორტო სკოლა ყველა აქტივობას აჩერებს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ აღნიშნული სკოლიდან აცნობეს, პროცესები 21 აპრილამდე ჩერდება. „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ქ . ბათუმის სასპორტო სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერება 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა, ძალაში დარჩა სკოლის სამუშაო პროცესის დისტანციური რეჟიმი. ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის დირექცია საყოველთაო კარანტინის რეჟიმში კომენდანტის საათის ამოქმედებასთან დაკავშირებით თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი 70 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მოუწოდებს გაითვალისწინონ კანონით დადგენილი რეკომენდაციები და საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით მოერიდონ სახლიდან გამოსვლას“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მეტი...

“მედპერსონალი უფრო მეტადაც გვყავს შემოსილი, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა” – ლალი ტურძელაძე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურის დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, საავადმყოფოში მედპერსონალი პაციენტებთან ურთიერთობისას სრულად არის აღჭურვილი სპეციალური ეკიპირებით. ტურძელაძის თქმით, მათ უფრო მკაცრი ზომები აქვთ, ვიდრე ამის რეკომენდაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა. „ჩვენს არც ერთ ექიმს არავითარი მოვლენები აქვს, რომ საეჭვო იყოს. ანუ უნდა ჩაიცვას ისე, როგორც ინვაზიის დროს არის საჭირო. ის ცოტა კიდევ განსხვავებულია, უნდა იყოს დაფარული სახე და ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს მოწოდებული. ჩვენ ზუსტად ისე გვყავს დაცული თანამშრომლები, ჩვენი ექთნები და ექიმები, როგორც გვასწავლის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავისი გაიდლაინით. ჩვენ ზუსტად მივყვებით იმ პროტოკოლს,…

მეტი...

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხები 2,5 მლნ ლარით გაიზარდა

StopCoV ფონდში უკვე 19 მლნ 935 ათასი ლარია. 31 მარტის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 19 მლნ 935 ათასი ლარი შეადგინა. #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფონდში აცხადებენ, რომ შენატანები განახორციელეს, როგორც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა: „კავკასუს ონლაინი“ – ერთი მლნ ლარი; STAR WOOD, ORMAN URUNLERISANAYI – 650 ათასი ლარი; „IDS ბორჯომი საქართველო“ – 300 ათასი ლარი; ავთანდილ ნამიჩეიშვილი -100 ათასი ლარი; „ჯორჯიან მანგანეზი“- 100 ათასი ლარი; „ალდაგი“ – 50 ათასი ლარი;​ „იუჯითი“ – 50 ათასი…

მეტი...

“მოხარული ვართ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს დაინტერესებულ მხარეებთან” – აშშ-ს საელჩო

„მოხარული ვართ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს დაინტერესებულ მხარეებთან“,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში, რომელიც საელჩოს ტვიტერის  ოფიციალურ  გვერდზე გამოქვეყნდა, დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის მიმდინარე ონლაინ დისკუსიას ეხმაურება. „მოვუწოდებთ პარლამენტს, სრულად გაითვალისწინოს ეუთოსა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობაში, რათა ოქტომბერში გარანტირებული იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“,- ნათქვამია განცხადებაში.​

მეტი...

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო განცხადებას ავრცელებს

ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს აცნობებს, რომ მიმდინარე წლის 29 მარტიდან თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შემოღებულ იქნა ქვეყნის მასშტაბით მგზავრთა გადაადგილებაზე სპეციალური სამგზავრო ნებართვის აღების ვალდებულება. „30 მარტს, ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს უშუალო ჩართულობით, ავტოტუროპერატორებმა მიიღეს ნებართვები თურქეთის ადგილობრივი ორგანოებიდან და ქალაქ სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით ავტობუსებით გაემგზავრა საქართველოს 125 მოქალაქე. საკონსულოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, 30 მარტს, 29 მგზავრზე ვერ მოხდა მგზავრობის ნებართვის მიღება. ისინი გენერალური საკონსულოს მიერ განთავსებულნი იქნენ სასტუმროში, ხოლო მეორე დღეს, თითოეულ მათგანზე მოხდა მგზავრობის ნებართვის მოპოვება და ისინი უკვე გაემგზავრნენ საქართველოს მიმართულებით. აქვე გვინდა აღვნიშნოთ,…

მეტი...

მასწავლებლებს მოსწავლეებისთვის დავალებების ტელეფონით მიცემის ვალდებულება დაეკისრათ

“მასწავლებელი ვალდებული იქნება, მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებები სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებითაც მისცეს”, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის №205-ე დადგენილებაშია საუბარი, რითაც განსაზღვრულია სასწავლო პროცესი წარმართვის მეთოდი. დადგენილების მიხედვით, თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს სამინისტროს მიერ დადგენილი დისტანციური/ელექტრონული ფორმით მოსწავლეებისთვის განათლების მიწოდება „ტელესკოლის“ ან ონლაინსწავლების საგანმანათლებლო მიზნებისთვის შექმნილი სპეციალური ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. “თუ მოსწავლე „ტელესკოლაში“ ტექნიკური პრობლემების გამო არ/ვერ შეძლებს ჩართვას ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ონლაინსწავლების პროცესში მონაწილეობის მიღებას, საგნის მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული დავალებების მიცემა, კონსულტირება. ამ…

მეტი...

“მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ. “ისინი ჩვენი თანამშრომლები არიან და ჩვეულებრივ, თავის სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ,” – აღნიშნა კალაძემ.  კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში დღეიდან სრულიად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. ამასთან, სრულად აიკრძალა თბილისის მეტროთი გადაადგილება.

მეტი...

საუნივერსიტეტო კლინიკაში მარნეულიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორი ქალი შეიყვანეს – მათი მდგომარეობა მძიმეა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში ორი პაციენტი უკვე დადასტურებული დიაგნოზით მარნეულიდან გადმოიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. „იყო 17 კორონავირუსით ინფიცირებული და ორი დაგვემატა. ეს ორი არის მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონები. ერთი არის უკიდურესად მძიმე კრიტიკულ მდგომარეობაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი, აპარატზეა, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ორივე დადასტურებულია იქ, სწრაფი ტესტის საშუალებით და ჩვენთან მოვიდა როგორც დადასტურებული შემთხვევები. მეორე ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოკში“ , – განაცხადა ტურძელაძემ. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 110…

მეტი...

ექიმს, რომელსაც პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს

მოსკოვის მე-40 საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს, რომელსაც 24 მარტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინეს.  „კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ. ვიმყოფები თვითიზოლაციაში, ჩემს კაბინეტში, სადაც დისტანციური მუშაობისთვის ყველა აუცილებელი პირობა მაქვს შექმნილი“, – წერს პროცენკო სოციალურ ქსელში.  მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღება ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მე-40 საავადმყოფომ დაიწყო. 24 მარტს საავადმყოფოს ვლადიმერ პუტინი ეწვია და დენის პროცენკოსაც გაესაუბრა.

მეტი...

საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მძღოლები ავტომობილების ტექინსპექტირების გავლისგან თავისუფლდებიან

საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მძღოლები ავტომობილების ტექინსპექტირების გავლისგან თავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება მთავრობის 2017 წლის 1-ლი დეკემბრის №510 დადგენილებაში დღეს შევიდა. „იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (პირველადი/განმეორებითი), რომლის ვადა შეჩერდა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, უნდა ჩატარდეს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ განმეორებითი ინსპექტირების ვადა ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადას, სატრანსპორტო საშუალების განმეორებითი ინსპექტირება აღნიშნულ 60 კალენდარული დღის ვადაში იმავე ინსპექტირების ცენტრში, რომელშიც ჩატარდა პირველადი ინსპექტირება, თავისუფლდება მომსახურების საფასურისაგან“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

მეტი...

დღეს, ამსტერდამიდან საქართველოს 179 მოქალაქე ჩამოფრინდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, რამდენიმე საათში თბილისში ამსტერდამიდან თვითმფრინავი დაეშვება, სადაც საქართველოს 179 მოქალაქეა. „მათ შორის არიან განსაკუთრებული საჭიროების ადამიანები, ორსულები, არიან სტუდენტები რომლებიც ევროპაში სწავლობდნენ და არიან ტრანზიტული მგზავრებიც, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში იყვნენ და შეძლეს ჩვენი საელჩოების დახმარებით ამსტერდამში ჩასვლა. ყველა მგზავრი, რომლებიც ჩამობრძანდება, გაივლიან შესაბამისი წესით საკარანტინო პირობებს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, იგეგმება ასევე რეისების შესრულება სხვადასხვა ქვეყნებიდანაც. „რეისები იგეგმება ლონდონიდან, ათენიდან, ლარნაკადან და სხვადასხვა ქალაქებიდან. ჯერ მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხები, მგზავრების ზუსტი რაოდენობა მოგვიანებით გვეცოდინება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ…

მეტი...

ეროვნული გამოცდების ფორმატისა და ვადების ცვლილება არ განიხილება

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის თქმით, ეროვნული გამოცდების ფორმატისა და ვადების ცვლილება არ განიხილება. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს მიერ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსწავლეთა და აბიტურიენტთა ინტერესებიდან გამომდინარე და წინასწარ ეცნობება საზოგადოებას. „მოგეხსენებათ, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება არ განიხილება“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მეტი...

ზუგდიდის ინფექციურში გალიდან გადმოსული მამაკაცი და მისი მცირეწლოვანი შვილები შეიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული სამი ადამიანი შეიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, სამივე მათგანს ცხელება აღენიშნებოდა. მამაკაცი და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი ინფექციურ კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა. მამაკაცსა და ორ მცირეწლოვანს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ.

მეტი...

სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან  დევნილთა ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა ინიციატივით, გუშინ და დღეს დედაქალაქში და გარეუბნებში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანთა 12  ოჯახს, უმაღლესი საბჭოს თანამშრომელთა სახსრებით შეძენილი საკვები პროდუქტები და ყოველდღიური მოხმარების ნივთები  გადასცეს. ამანათებში, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, შემდეგი სახეობის პროდუქტები გადანაწილდა: პურის ფქვილი, შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა, მანანის ბურღული, მაკარონი, ვერმიშელი, ზეთი, შედედებული რძე, მარგარინი, მაიონეზი, ერთჯერადი ჩაის პაკეტი, ყავა, ორცხობილა, საპონი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება, სამზარეულოს ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდები. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დევნილთა დახმარებას გააგრძელებს და კორონავირუსის ამ საყოველთაო შემოტევის ჟამს შეჭირვებულ თანამემამულეთა თანადგომის ჰუმანური პროცესი…

მეტი...

ოჯახი, ვისაც ერთზე მეტი შვილი ჰყავს, ერთი მანქანით ვერ გადაადგილდება

ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინიდან გამომდინარე დაწესებული მკაცრი შეზღუდვებით, ერთ კერძო მანქანაში 3 მგზავრზე მეტის ყოფნა დასჯადია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განმარტა, აღნიშნული რეგულაცია ბავშვებსაც ეხებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დედა და მამა, ორ შვილთან ერთად ვერ გადაადგილდება. „ბევრი კითხვა დაისვა, რომ ოჯახში გვყავს სამი, ოთხი შვილი და როგორ გადავადგილდეთ? ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში, 3–ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს, ეს კეთდება, პირველ ყოვლისა, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი ასაკის ბავშვზეა საუბარი“, – განმარტა ნათია მეზვრიშვილმა.

მეტი...

გურჯაანში კორონავირუსი 19 წლის ახალგაზრდას დაუდასტურდა

გურჯაანში კორონავირუსი 19 წლის ახალგაზრდას დაუდასტურდა. გურჯაანის მერის თქმით, პაციენტი სოფელ კარდენახში, დაკრძალვაზე იმყოფებოდა, სადაც დაახლოებით 30 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. “გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 19 მარტს, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელსაც სამწუხაროდ დაუდასტურდა კორონავირუსი. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვენების კონტაქტების დადგენაზე.” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოში ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსი 110 ადამიანს აქვს დადასტურებული. აქედან 21 გამოჯანმრთელდა.

მეტი...

“თუ დაავადებას ადამიანი შეგნებულად მალავს ეს იქნება „სამედიცინო ტერორიზმის“ – ვლადიმერ კახაძე

„ვფიქრობ, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც გაფრთხილებას მიიღებს ჩვენგან, უნდა გაიაზროს, თვითონ ხომ არ არის მონაწილე, ნებსით თუ უნებლიედ“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ განაცხადა. კახაძემ ინფექციის შეგნებულად დამფარავი ადამიანები შაჰიდებს და ტერორისტებს შეადარა. დაავადების დამალვასთან დაკავშირებით ორი გარემოება შეიძლება არსებობდეს. თუ ეს შეგნებით ხდება, ცუდია, ეს იქნება „სამედიცინო ტერორიზმი“. არიან შაჰიდები, რომლებიც თავის თავს იფეთქებენ, კლავენ ადამიანებს, ეს ამის ანალოგია იქნება. თუ შენ იცი და შეგნებულად აკეთებ ამას, ეს არის გასვლა მორალური ჩარჩოდან, ვერ წარმომიდგენია, რომ დედამიწაზე ასეთი ადამიანები არსებობენ.…

მეტი...

კორონავირუსით 12 წლის ბელგიელი მოზარდი გარდაიცვალა

კორონავირუსით 12 წლის ბელგიელი გოგონა გარდაიცვალა. ბელგიის ეროვნული კრიზისის ცენტრის სპიკერის, ემანუელ ანდრეს განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ემოციურად ძალიან მძიმეა, რადგანაც ვირუსმა ამჯერად სრულიად ახალგაზრდა ადამიანი იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ მოზარდს მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, რომლის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ მოახერხეს, რადგან პნევონია მძიმე ფორმებში გადაიზარდა. ემანუელ ანდრეს თქმით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 192 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 876 დაინფიცირდა. საერთო ჯამში ინფიცირების 12 775 ინფიცირების შემთხვევაა, რომელთაგან 705 ფატალური აღმოჩნდა.

მეტი...

ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება

მსუბუქ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) განთავსებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკისრება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი. მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე. “საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული…

მეტი...

“შიდა გადადებაა უკვე – სამედიცინო პერსონალიდან დაწყებული, ჟურნალისტების ჩათვლით, ყველას სიფრთხილე გვმართებს” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსის შიდა გადაცემისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მან ჟურნალისტები გააფრთხილა, რომ სამედიცინო პერსონალთან ერთად, ისინიც ამ თვალსაზრისით მაღალი რისკის ჯგუფში შედიან. გოფოძის თქმით, შიდა გადადების დროს კონტაქტების დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. „შიდა გადადება არის უკვე, ამიტომაც ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. დაწყებული სამედიცინო პერსონალიდან, ჟურნალისტებს ყოველდღე გაფრთხილებთ, რადგან თქვენც საკმაოდ მაღალი რისკის კონტინგენტს მიეკუთვნებით. რა თქმა უნდა, მოსახლეობაც. დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცირება და მაქსიმალურად შევზღუდოთ კონტაქტები, რადგან შიდა გადაცემა ყველაზე დიდი პრობლემაა. როდესაც ზუსტად ვიცით, ვინ საიდან ჩამოვიდა, რა ჩამოიტანა და როგორ, მათი მართვა შედარებით ადვილია,…

მეტი...

რამ აატირა ექიმი და დეპუტატი ლადო კახაძე

„დიახ, დღეს პირველად ვნახე აცრემლებული ლადო კახაძე. ჩემი  კითხვა იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ექიმისთვის, ცრემლები ვერც ერთმა შევიკავეთ. აუცრებლიანდა და გაუწითლდა თვალები მასაც და მეც. კითხვა კი შემდეგ თემას ეხებოდა: დღეს სახეზე გვაქვს მსოფლიო მაგალითი, როცა ექიმებს პაციენტების გადარჩევა უწევთ – ვინ გადაარჩინონ, ვის უმკურნალონ და ვის არა…“ – წერს „მედიაცენტრი მთავარის“ დირექტორი ეკა გულუა, რომელსაც დღეს სტუმრად ჰყავდა ექიმი და დეპუტატი ლადო კახაძე. ლადო კახაძის „კანკალებული“ პასუხი შემდეგი იყო: „უჰჰჰ… ურთულეს გამოწვევაში შემიყვანე, მიჭირს პასუხი. მე ეს ყველაფერი ცოცხლად მაქვს მოსმენილი, როცა პაპაჩემი მიყვებოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. ექიმები…

მეტი...

16 წლამდე ასაკის მოზარდის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება

16 წლამდე ასაკის პირის მიერ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება. ამის შესახებ ცვლილებები „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23 მარტის დადგენილებაშია შეტანილი. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, ამ დადგენილებითა და საქართველოს კანონმდებლობით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების დაცვას აღასრულებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, ფინანსთა, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შესაბამისი დანაყოფები, აგრეთვე შესაბამისი მუნიციპალიტეტები, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ექნება დამხმარე ფუნქცია. თუ შესაბამისი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, აღნიშნული უწყებების უფლებამოსილი…

მეტი...

“თუ ჰიპოთეზები კორონავირუსის წინააღმდეგ წითელა-წითურას და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობაზე მართალია, ჩვენ სხვებზე დაცულები ვიქნებით” – პაატა იმნაძე

“თუ ეს ჰიპოთეზები კორონავირუსის წინააღმდეგ წითელა/წითურა/ყბაყურასა და ბცჟ-ს ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით მართალია, ჩვენ გაცილებით უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ახალგაზრდა თაობაში ძალიან კარგია მოცვა ბცჟ-ს ვაქცინის. “ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, თუ დამტკიცდა, რომ წითელ/წითურა/ყბაყურას ვაქცინის, განსაკუთრებით წითურას კომპონენტს, დამცველობითი ეფექტი აქვს და ადვილად გადაიტანენ ადამიანები თუ აცრილები არიან და ასევე, ბცჟ-ზეც იგივე გამოქვეყნდა, რომ ემართებათ და უფრო ადვილად გადაიტანენ. ეს ორი ჰიპოტეზა, რომელიც არ არის მეცნიერული მტკიცებებით გამყარებული, თუ მართალი აღმოჩნდება,…

მეტი...

„ექიმები ირჩევენ იმ ავადმყოფებს, ვისი გადარჩენაც შეიძლება“ – ვლადიმერ კახაძე (ვიდეო)

“უნდა ვეცადოთ ექიმები არ დადგნენ არჩევანის წინაშე ვინ გადაარჩინონ“ – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ექიმი ვლადიმერ კახაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ექიმმა ვლადიმერ კახაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ლადო კახაძე პაციენტების გადარჩევაზე საუბრობს და მსოფლიოში მსგავს მაგალითებსაც იხსენებს. ლადო კახაძე იტალიის შემთხვევებზეც ამახვილებს ყურადღებას. „გვესმოდა, როგორ ყვებოდნენ ექიმები ვერ წარმოვიდგენდით ავადმყოფების არჩევა თუ მოგვიწევდაო. თითოეული ჩვენთაგანი უნდა გავხდეთ მობილიზებული, რომ ამ სიტყვების თქმა არ მოუწიოთ ექიმებს. იგივე ინგლისში გაჟღერდა ფრაზა ხელისუფლების, რომელიც დაახლოებით ამ შინაარსის იყო, „მივყვეთ, ვინც გადარჩება გადარჩეს“. პიკად ითვლება, როცა…

მეტი...

საქართველოში „კორონავირუსის“ სწრაფი ტესტები ჩამოვიდა

საქართველოს ხელისუფლება იმ კლინიკებს არჩევს, სადაც „კორონავირუსის“ დამდგენი ე.წ. სწრაფი ტესტები გადანაწილდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, 2000 სწრაფი ტესტი უკვე საქართველოშია.   “2000 სწრაფი ტესტი, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზატორს იმისთვის, რომ ისევ PSR მეთოდით შესრულდეს ტესტირება, ქვეყანაში ჩამოვიდა კვირას. ჩვენ დღეს გვექნება ექსპერტების ჯგუფთან შეხვედრა იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ზუსტად, რომელ კლინიკებში მოხდება ამ ტესტების გამოყენება. ასევე, არის 4000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხებს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე“ – ეს განცხადება მინისტრის მოადგილემ მთავრობის კანცელარიაში გააკეთა.

მეტი...

სპეციალური გამშვები პუნქტები თელავსა და ახალციხეშიც მოეწყობა  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, სპეციალური გამშვები პუნქტები ახალციხესა და თელავსაც დაემატება.  „საქართველოს მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე უკვე ამოქმედდა, სპეციალური გამშვები პუნქტები. ანალოგიური პუნქტები ამოქმედდება კიდევ 2 მუნიციპალიტეტში. ეს 2 მუნიციპალიტეტი გახლავთ თელავი და ახალციხე.  სპეციალური გამშვები პუნქტები  მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და ასევე, თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებისა, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ასევე, მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

მეტი...