„ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას და გმობის სირიის რეჟიმისა და რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს იდლიბში“- იენს სტოლტენბერგი

„მე მათ მოვუწოდებ შეწყვიტონ თავდასხმები, პატივი სცენ საერთაშორისო კანონმდებლობას და მხარი დაუჭირონ გაერო-ს მცდელობებს, მოხდეს სიტუაციის მშვიდობიანი დარეგულირება“ – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ელჩების საგანგებო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თურქეთის მიმართ მხარდაჭერა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული შეხვედრაც სოლიდარობის ნიშანია. „დღევანდელი შეხვედრა ნათელი ნიშანია თურქეთისადმი სოლიდარობის. თურქეთი არის ნატო-ს მოქმედი მოკავშირე და მას უწევს ყველაზე მეტის გადატანა სირიაში არსებული საშინელი კონფლიქტის გამო. ნატო აგრძელებს თურქეთის მხარდაჭერას სხვადასხვა ზომებით, მათ შორის საჰაერო თავდაცვით, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სირიიდან მომდინარე სარაკეტო თავდასხმებისგან დაიცვას“, –…

მეტი...

ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები შეჩერებულია

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა. აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და იტალიასთან. ასევე, 27 თებერვლიდან ორი კვირის განმავლობში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

მეტი...

„იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან დისკრიმინაციული მიდგომა დაუშვებელია“-ამირან გამყრელიძე

მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებებში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ეს დაუშვებელია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „ჩვენ არ ვიძლევით რეკომენდაციას, სააღმზრდელო ან სასწავლო პროცესის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რეკომენდაცია არის, რომ მაქსიმალურად გახდეს ინტენსიური სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ჰიგიენური საკითხები. უხერხრულ საკითხს მინდა, შევეხო. მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებებში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომებს იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. დაუშვებელია, ასეთ მიდგომა, ადამიანებთან, ვისაც აქვს მოგზაურობის ისტორია იტალიაში, სინგაპუპრში, თუ სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

„კორონავირუსის გავრცელების მთავარ საფრთხეს უსიმპტომო პაციენტები წარმოადგენენ“-კორონავირუსი სიმპტომების გარეშეც მიმდინარეობს

„კორონავირუსი დაავადებულთა 1/5 -ში მძიმედ მიმდინარეობს, 80%-ში მსუბუქად“- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განცხადა. ცერცვაძემ ყურადღებას დაავადების უსიმპტომო მიმდინარეობაზე ამახვილებს, მისივე ინფორმაციით ვირუსის მატარებელი, რომელიც რამდენიმე სათის წინ დადასტურდა ახალგაზრდა 31 წლის ქალია: „საგულისხმოა, რომ ქალბატონს ვისაც ვირუსი დაუდასტურდა არ უმგზავრია რისკის შემცველ რეგიონში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა იტალიაში ყველა ადგილი სახიფათო გახდა. ამ პაციენტს არანაირი ჩივილი არ აქვს, არც ტემპერატურის მატება“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ არა გამკაცრებული სიფრთხილე აღნიშნული პიროვნებები დაავადების გამავრცელებლები იქნებოდნენ: “მე მინდა გითხრათ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი,პირველი…

მეტი...

აღებული გვაქვს 24 სინჯი და არ გამოვრიცხავ, კიდევ გვქონდეს კორონავირუსის შემთხვევა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დღეს აღებული 24 სინჯიდან დიდი ალბათობით კორონავირუსის შემთხვევა კიდევ დადასტურდება, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე თანდათანობით დიდ შედეგს არ იძლევა. „დღევანდელი რიცხვით ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ არის 29 მოქალაქე. დღეს გვაქვს აღებული 24 სინჯი, აქედან მაღალი ალბათობით არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს კიდევ დადებითი შემთხვევა. მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს. მოგახსენეთ, რომ მიმდინარეობს სერიოზული ზრდა ევროპაში კორონავირუსული ინფექციის. დღეს მთლიანად მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევა არის 51 ქვეყანაში, გუშინდლიდან დღემდე დაემატა 6 ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა – ლატვია, ნიგერია,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. მოქალაქე, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა იტალიიდან ჩამოვიდა. “მე, როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა გაიზრდება ქვეყანაში“- ამის შესახებ დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. კორონავირუსის მეორე შემთხვევის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი საათის წინ დადასტურდა: „მინდა ვთქვა, რომ გვიან ღამით დადასტურდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. გვიან არ გავაკეთეთ განცხადება, რადგან დღეს კორონავირუსის კიდევ ორ გენზე გავაკეთეთ რეაქცია და ერთი საათის წინ დამიდასტურეს, რომ გვაქვს დადებითი შემთხვევა. წყაროს წარმოადგენს იტალია ამ შემთხვევაში,…

მეტი...

ლუიზა ვინტონი – მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემა კიდევ ერთი ოქროს ვარსკვლავია დემოკრატიული რეფორმების გზაზე

„UNDP-ისთვის დიდი პატივია მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის შექმნის პროცესში მონაწილეობა, არა მხოლოდ საქართველოში ადგილობრივ დონეზე, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით, რადგან ყოველივე ეს საქართველოსთვის წარმოადგენს კიდევ ერთ ოქროს ვარსკვლავს დემოკრატიული რეფორმების გზაზე“ – ამის შესახებ UNDP ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა. მისივე შეფასებით, სტრატეგიული დოკუმენტების, მონიტორინგის და კოორდინირების ახალი მიდგომის სპეციფიკა უნიკალური მიღწევაა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. „ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ეს კონკრეტული რეფორმა, როგორც ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმის შემადგენელი…

მეტი...

„სირია და თურქეთი ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა“- ამირან სალუქვაძე

„კოლეგებს ვთხოვ თავი შეიკავოთ ამ პროცესებთან საქაეთველოს მიბმისგან და საქართველოში შესაძლო რაღაც სცენარების აღწერისგან. ყველაფერი ღია სივრცეში არ განიხილება. დავაკვირდეთ სირიას“- ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა. ამირან სალუქვაძე თურქული და რუსული მედიის რიტორიკის შეცვლაზეც საუბრობს, მან ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების მხარდაჭერას თურქეთის მიმართ. „ნატო, მიუხედავად ერდოღანის მიმართვისა, ჯერ ვერ ხედავს მე-5 მუხლის ამოქმედების საჭიროებას. ამერიკა, როგორც ადრე მოგახსენეთ, თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს. კიდევ ერთხელ შეახსენეს ანკარას, უარი თქვან რუსულ ს-400-ებზე. თურქეთში უშიშროების საბჭო მიმდინარეობს, რომელიც უკვე მრავალი საათია გრძელდება. სერიოზული დანაკარგების ფონზე, არაა გამორიცხული რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. საბრძოლო…

მეტი...

“დაანებეთ თავი გარდაცვლილის სულის შეურაცხყოფას და ჩვენზე ზეწოლას” – გუდაურში მოკლული მამაკაცის მეუღლე

„ჩვენ არ ვერევით გამოძიებაში ერთადერთი სურვილი მაქვს დაანებონ თავი გარდაცვლილის სულის შეურაცხყოფას და იმ საშინელ კომენტარებს რასაც ვკითხულობთ. ეს არის ძალიან ძნელი მოსასმენი“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გუდაურში გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლემ ნინო გულიაშვილმა გააკეთა. გულიაშვილი საზოგადოებას მიცვალებულის პატივისცემას სთხოვს და მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. „ჩემი ერთადერთი სათქმელია ბრალდებულის მხარემდე და საზოგადოებამდე მივიდეს ჩემი სიტყვა, დაანებონ თავი გარდაცვლილის შეურაცხყოფას, ჩვენზე ზეწოლას, იმ რაღაც საშინელ კომენტარებს. ამ ყველაფერს კითხულობენ ძმები, ჩვენ და მიდის დედის ყურამდე, რაც ყველაზე მძიმეა. ჩვენ დავკარგეთ ახალგაზრდა ბიჭი ვგლოვობთ და ამის…

მეტი...

„ეს იყო განზრახ მკვლელობა და არა მოგერიება“ – გუდაურში მოკლული მამაკაცის ოჯახი (ვიდეო)

კობიაშვილს შეეძლო მიემართა დაცვისთვის , დაერეკა პოლიციაში და თავიდან აერიდებინა მკვლელობა, ეს იყო განზრახული მკვლელობა და არა მოგერიება“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გუდაურში მოკლული მამაკაცის ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა განაცხადა. წულეისკირი იმ ვიდეოჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელდა. „ვინმეს თუ აქვს ნანახი, როგორ წყნარად მიდის კობიაშვილი მანქანასთან, როგორ აღებს კარს და როგორ იღებს იარაღს. ეს კადრები რეალობას ასახავს. როდესაც გადის კობიაშვილი გარეთ შეუძლია თუ არა მას სწრაფი ნაბიჯით წავიდეს, ამის საწინააღმდეგოდ ვხედავთ, რომ კობიაშვილი ამ ყველაფერს ძალიან მშვიდად აკეთებს, მას შეეძლო დაექოქა მანქანა და გზა გაეგრძელებინა, კობიაშვილი იარაღით…

მეტი...

საქართველოდან უცხოეთში სამედიცინო ნიღბების გაგზავნა აიკრძალა

„საქართველოს ფოსტის“ გადაწყვეტილებით, საქართველოდან უხცოეთში,  საფოსტო გზავნილით ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო ნიღბის გაგზავნა იკრძალება. განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ:   „საქართველოს ფოსტა“ გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება”,-აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, სამედიცინო ნიღბების დეფიციტი მთელ მსოფლიოში შეიქმნა, მათ…

მეტი...

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატები ბოსფორისა და დარდანელის სრუტის გავლით, ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილდებიან

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფრეგატები ბოსფორისა და დარდანელის სრუტის გავლით, ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენლები ავრცელებენ. „შავი ზღვის ფლოტის ორი ფრეგატი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეს გაივლის და ხმელთაშუა ზღვაში შევა. ფრეგატები „ადმირალი მაკაროვი“ და „ადმირალი გრიგოროვიჩი“, რომლებიც სარაკეტო კომპლექს „კალიბრით“ არიან აღჭურვილნი, სევასტოპოლიდან ხმელთაშუა ზღვაში გეგმურ გადასვლას ახორციელებენ. ისინი შეუერთდებიან ხმელთაშუა ზღვაში მუდმივად დისლოცირებული გემების ჯგუფს“, – ნათქვამია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენელთა განცხადებაში. რუსული გემების ხმელთაშუა ზღვაში გადაადგილება იმ ფონზე ხდება, როდესაც სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება უკიდურესად არის გამწვავებული. „ბიბისის“ ცნობით, სირიის ჩრდილო-დასავლეთ…

მეტი...

„მალე ევროპის ყველა დიდ ქვეყანაში რუსეთის საელჩოებთან ოკუპაცია გაპროტესტდება“ – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ევროპაში ვიზიტის დროს ქართული დიასპორის წევრებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს. ქართული დიასპორის დევნილი მოსახლეობა რუსულ ოკუპაციას ევროპაშიც გააპროტესტებს. „ჩვენ ვიზიტის დროს შევხვდით ჩვენს დევნილ ქართველ მოსახლეობას , ვისაუბრეთ უამრავ თემაზე, ყველა მათგანთან ჩვენ ელექრტონული კომუნიკაცია გვაქვს. დავგეგმეთ, რომ ყოველი 5 ოქტომბერი გამოცხადდება ქართველების გენოციდის დღედ. სწორედ ამ პროტესტის გამოსახატავად ევროპის ყველა დიდი ქვეყანაში რუსულ საელჩოსთან ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.გამახარიამ ყურადღება კორონავისურზეც გაამახვილა, მისი ინფორმაციით დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დახმარებისთვის ვირუსის გავრცელების შემთხვევაში დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს…

მეტი...

აფხაზეთში ქართველების მიმართ განხორციელებულ გენოციდზე რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დავა იწყება

აფხაზეთში ქართველების მიმართ განხორციელებულ და მიმდინარე გენოციდთან დაკავშირებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელს ამზადებს და საერთაშორისო დავას იწყებს. აღნიშნულ თემაზე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ტავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. „ჰააგის სასამართლო მალე ქართული მხარეს სარჩელს განიხილავს, სადაც მოპასუხე რუსეთის სახელმწიფო იქნება. ეს ეხება რუსეთის მხრიდან აფხაზეთში მოწყობილ გენოციდს ქართველების მისამართით“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომამდგენლები რამდენიმე დღე ბრიუსელში იმყოფებოდნენ, სადაც საუბარი ევროპარლამენტარების წარმომადგენლებთან ბევრ სხვა საკითხთან ერთად სწორედ იმ სარჩელებს შეეხო, რომელსაც ქართული მხარე ამზადებს. „აქ რამდენიმე სარჩელზეა საუბარი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის,…

მეტი...

თურქული ბაზების დაბომბვის გამო შეერთებული შტატები განცხადებას ავრცელებს

შეერთებული შტატები შეშფოთებულია სირიის იდლიბის რეგიონში თურქ ჯარისკაცებზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და ნატოელ მოკავშირე თურქეთს მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ ჩვენი ნატოელი მოკავშირე თურქეთის გვერდით ვდგავართ და მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, თურქეთსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს ამაზრზენი თავდასხმა,“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თურქეთის ჰატაის პროვინციის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სირიის ძალების მიერ იდლიბის რეგიონში განხორციელებულ ავიაიერიშს 33 თურქი ჯარსიკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია 29 თურქი სამხედროს დაღუპვის შესახებ. შეგახსენებთ, რომ გუშინ სირიაში მდებარე მდებარე თურქეთის…

მეტი...

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს. ბრალდებულებმა, აჭარის რეგიონში, სხვა პირებთან ერთად, დაამზადეს ყალბი საშემოსავლო დეკლარაციები და სახელფასო ცნობები, რომლებიც ბანკებში კრედიტის მისაღებად გამოიყენეს.  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით.

მეტი...

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმე ეხება ქობულეთში, გუშინ მომხდარ ფაქტს, ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს . „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

მეტი...

ლიეტუვაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ლიეტუვაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული ქალია, რომელიც სამშობლოში რამდენიმე დღის წინ იტალიიდან დაბრუნდა. ლიეტუვის ხელისუფლების განცხადებით, დაავადებული საავადმყოფოში, იზოლირებულ ბლოკში დაკვირვების ქვეშ ორშაბათიდან იმყოფება და მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

მეტი...

ევროპარლამენტი შესაძლოა, ვირტუალური სესიების ჩატარებაზე გადავიდეს – „კორონავირუსის“ საფრთხე

მსოფლიოს მასშტაბით „ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხეებიდან გამომდინარე, ევროპარლამენტი დახურულ სივრცეში სესიების ჩატარების საჭიროების საკითხს განიხილავს. პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, მსჯელობის შემდეგ გადაწყდება, სესიები გახდება თუ არა ვირტუალური.     თუ ევროპარლამენტარებმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს, ამ შემთხვევაში, სესიებისთვის დარბაზის ნაცვლად  სატელეკომუნიკაციო საშუალებები იქნება გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, „კორონავირუსით“ დაინფიცირების შემთხვევები 84 000 აღწევს, რაც შეეხება  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ეს ციფრი – 37 000-მდეა.

მეტი...

“გადაკოცნას მოვერიდოთ, ხელის აწევით მიესალმეთ ერთმანეთს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა. „ძალიან გთხოვთ, არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გაგიკეთოთ. ქართველებს გვახასიათებს, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით და ძალიან გთხოვთ, იქნებ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა, რომ განსაკუთრებით ამ დროს არ არის საჭირო, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს., რომლებიც სწორედ წვეთოვანი გზით და ახლო კონტაქტით გადადიან. ასეთ დროს, ასევე არ არის რეკომენდაციებში ხელის ჩამორთმევა, ამიტომ, სჯობს ხელის აწევით მივესალმოთ ერთმანეთს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა,…

მეტი...

ინფექციურში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს – ის, სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომელია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც, სავარაუდოდ, აეროპორტის თანამშრომელია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტს ტემპერატურა და სხვა სიმპტომები აღენიშნება და ის ამ დროისთვის კვლევებისთვის ემზადება.  „ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს პაციენტი. სავარაუდოდ აეროპორტის თანამშრომელი. ჩვენთვის ცნობილია, რომ მას აქვს ტემპერატურა, რესპირაციული სიმპტომები, სურდო, ხველა, ყელის ტკივილი. აღებულია პირველადი კვლევები, გაუკეთდება რენტგენი, ემზადება კვლევებისთვის. თუ არ ვცდები, გადმოყვანილია აეროპორტიდან“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. როდის იქნება ბოლოს შეყვანილი პაციენტების ანალიზების პასუხები, უცნობია.

მეტი...

“დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევით ყინული დაძრულია – დიალოგი შესაძლოა განახლდეს” – მარიამ ჯაში

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ დიპლომატიური კორპუსის უდიდესი ძალისხმევით ყინული დაძრულია და შესაძლებლობა ჩნდება, რომ ფორმალური დიალოგი საარჩევნო სისტემაზე განახლდეს. “განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქართველოში აშშ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ ელიზაბეტ რუდს, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს ბატონ კარლ ჰარცელს და გერმანიის ელჩს საქართველოში ბატონ ჰუბერტ ქნირშს. სწორედ დიპლომატიური კორპუსის, ჩვენი ქვეყნის მეგობრების დამსახურებაა, რომ შესაძლებელია საარჩევნო სისტემაზე დიალოგი განახლდეს. დღეს იყო ახალ შემოთავაზებებზე საუბარი და მსჯელობა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, თუმცა რომელიმე კონკრეტული, საბოლოო პოზიციის გაჟღერება ჯერ ძალიან ნაადრევია. დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილის…

მეტი...

ამ ეტაპზე, ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ებუზგაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 21 პაციენტი იმყოფება. “დილას 10 პაციენტი იყო, დაგვემატა 11. 11-დან 5-თან უკვე გაკეთდა მყისიერი კვლევა კორონავირუსზე და მიღებულია უარყოფითი პასუხი. დანარჩენი პაციენტების კვლევა მიმდინარეობს და მოგვიანებით იქნება პასუხი, ან დღეს გვიან, ან ხვალ დილით. 6 პაციენტთან გამორიცხულია COVID-19, მათ ქონდათ გრიპით ინფიცირება და დარჩნენ ჩვენთან, დღეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ეს პაციენტები ფასდებიან როგორც კლინიკურად გამოჯანმრთელებულები და გადავლენ საკარანტინო სივრცეში”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მეტი...

“ტრამპი მართალია, ხელები საპნით დაიბანეთ” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიუსუსი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მართალი იყო, როდესაც კორონავირუსი გრიპს შეადარა. „თუ მკითხავენ, როგორ ავირიდოთ თავიდან ვირუსი, მე იმავე რჩევას მივცემდი, როგორ რჩევასაც გრიპის დროს ვიძლევი – დაიბანეთ ხელები საპნით, არ შეეხოთ სახეს“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ამერიკელებს ხელების ხშირი დაბანისკენ მოუწოდა. ალბათ გსმენიათ, მე ამას ხშირად ვაკეთებ. დაიბანეთ ხელები, იყავით სუფთა. აუცილებელი არ არის, ხელი სტაცოთ ყველა მოაჯირს, თუ ეს არ გჭირდებათ. თქვენ იცით, ჩვეულებრივი ქმედებები, რასაც გრიპის დროს აკეთებთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა

„წინ ვართ დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით, რაც გვაძლევს მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება  შეთანხმების მიღწევა“, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსიისას, სხვადასხვა ვარიანტები იქნა განხილული. საუბარი იყო სხვადასხვა პრინციპზე მათ შორის, პროპორციებზე, საარჩევნო ბარიერზე და ა.შ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ერთგვარი 40%-იანი ბუნებრივი ბარიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ 40%-იანი და მეტი შედეგით უნდა შეძლოს ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება. „ეს მიდგომა არის აბსოლუტურად მისაღები და რაციონალური. ეს არის ზოგადი მიდგომა, რომლის მიხედვითაც 40%-იანი…

მეტი...

“ყველანაირი პოლიტიკური შეთანხმება ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსს” – გიორგი გახარია

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები იდეალურად ხედავენ ვის რა ფუნქცია აქვს, ვინ რას აკეთებს, ვინ უფრო მოტივირებულია, მსგავსი კონსენსუსისა და შედეგის მიღწევისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები შესაბამის შეფასებებს გააკეთებენ. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობას არანაირი პრობლემა კომუნიკაციის არ აქვს არავისთან, არც საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან, ოპონენტებთან და მთავრობა ყოველთვის ღია იყო და არის. „თქვენ ბრძანეთ სანქციების გამკაცრება, თქვენ იცით, რომ ჩვენ რაიმე სანქციები გვაქვს? არ…

მეტი...

“პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია” – მარინა ენდელაძე

საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია და მას გართულებები არ აღენიშნება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.  რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებიც ვირუსის ნიშნებით ინფექციურ კლინიკაში არიან შეყვანილები, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ მათი ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბოქსირებულ განყოფილებაში 18 პაციენტია მოთავსებული. დღეს, ინფექციურ საავადმყოფოში 8 ახალი პაციენტი შეიყვანეს, მათი ნაწილი საქართველოში მილანის რეისით ჩამოფრინდა. პაციენტებს კვლევები ჩაუტარდათ, პასუხების ნაწილი დღესვე იქნება ცნობილი. 

მეტი...

რომის პაპი წირვაზე ახველებდა და სურდო აღენიშნებოდა

რომის პაპმა ავადმყოფობის გამო მესაზე დასწრება ვერ შეძლო. ინფორმაციას ABC News ავრცელებს. ვატიკანში განმარტავენ, რომ 83 წლის პონტიფიკოსი თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა კონკრეტულ ჩივილებზე არ საუბრობენ. ხოლო, მედია აღნიშნავს, რომ წირვაზე პაპი ახველებდა და სურდო ჰქონდა. არგენტინელ პონტიფიკოსს რესპირატორული დაავადების გამო, ახალგაზრდა ასაკში ფილტვის ნაწილი მოკვეთეს, ამას გარდა, მას იშიაზიც აქვს, რაც სიარულში ხელს უშლის. ფრანცისკეს ბოლო პერიოდის განმავლობაში დატვირთული გრაფიკი ჰქონდა. ოთხშაბათს, მსახურების შემდეგ ის მრევლს შეუერთდა, ბევრ მათგანს ხელი ჩამოართვა, მცირეწლოვან ბავშვებს კი – აკოცა.

მეტი...

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი პერევთან ე.წ. გამშვებ პუნქტს კეტავს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უშიშროების საბჭომ ე.წ საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე  კორონავირუსი დადასტურებული შემთხვევა სახელდება.   საოკუპაციო რეჟიმის ე.წ КГБ-ს ინფორმაციით ე.წ. გამშვებ პუნქტებს  27 თებერვლის 20:00 საათიდან, განსაკუთრებული ბრძანების გაცემამდე ჩაკეტავენ. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის მედია ავრცელებს. ამ დრომდე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მხოლოდ ერთი ე.წ. გამშვები პუნქტი “სინაგური” მოქმედებდა სოფელ პერევთან. ახალგორთან მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი გასული წლის სექტემბრის თვიდან ჩაკეტილია და საოკუპაციო რეჟიმი ახალგორის მოსახლეობას უკვე რამდენიმე თვეა ტყვეობაში ამყოფებს.  ე.წ გამშვები პუნქტი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაიხსნა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ…

მეტი...

ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა

ირანის ისლამური რესპუბლიკოს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ირანის ვიცე-პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ცნობილია, ოჯახისა და ქალთა საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა, მასუმ ებტეკარმა ტესტის ჩატარება გარკვეული სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გადაწყვიტა. პასუხი კი,  დადებითი იყო. ამასთან, კორონავირუსი დაუდგინდათ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესა და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესაც.

მეტი...

კორონავირუსი კიდევ ერთ ირანელ მაღალჩინოსანს დაუდგინდა

კორონავირუსით ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა დაინფიცირებული. „ჩემი ტესტის პასუხი დადებითია. არაფერია საგანგაშო. ახლა კარანტინში ვარ. უფლის წყალობით ჩვენი ხალხი ამ ვირუსს დაამარცხებს“, – განაცხადა მოჯტაბა ზონლოურმა. ცნობისთვის, კორონავირუსი დაუდგინდა ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს. 

მეტი...

კორონავირუსის გამო, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში ჟურნალისტებს გადაადგილება შეეზღუდებათ

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შსს ახალ ზომებს იღებს. ამის შესახებ უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჟურნალისტებს სასაზღვრო პუნქტებში გადაადგილება შეეზღუდებათ. „გაცნობებთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება“, – აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მიღებულ ზომებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

მეტი...

„ვიზეარმა“ იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისები შეამცირა

ავიაკომპანია „ვიზეარმა“ (Wizz Air) ქუთაისის აეროპორტიდან იტალიის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისების რაოდენობა შეამცირა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით მილანის მიმართულებით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება პარასკევ დღეს. რაც შეეხება რომს, 18 მარტიდან 25 მარტამდე ორი რეისიდან მხოლოდ ერთი, შაბათის რეისი დარჩება. ბოლონიაში 17 მარტიდან 24 მარტამდე კვირაში ორი რეისიდან ასევე მხოლოდ ერთი დარჩება. ბარი – 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმებულია სამი ფრენა. მანამდე უნგრულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვიზეარი“ 10 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით იტალიის მიმართულებით ფრენებს მთლიანად წყვეტდა. როგორც უნგრულმა მედიამ დაწერა, ვისაც უკვე შეძენილი აქვს…

მეტი...

“ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლიანები, მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას” – პრეზიდენტი კორონავირუსის გავრცელებაზე

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა, როგორც მთელს მსოფლიოში სერიოზულია, მაგრამ არა საგანგაშო. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტს ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დეტალურად გააცნეს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებები. „დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზომა მიღებულია. საკოორდინაციო საბჭო სრულყოფილად მუშაობს და ჩვენი მოქალაქეები დაცულები არიან. საჭიროა, ყველამ დაიცვას ჰიგიენის რეკომენდებული ზომები, რათა ვირუსი არ გავრცელდეს. ქვეყანა დაცულია: საჰაერო მიმოსვლები შეზღუდულია იმ ქვეყნებთან, სადაც საჭიროა; ის საზღვრებია ჩაკეტილი, რომელიც საჭიროა. ჩვენ სრულ იზოლაციაში არ მოვაქცევთ ჩვენს თავს – ამის საჭიროება…

მეტი...