ინფექციურ საავადმყოფოში ორი ადამიანი შეიყვანეს

ცოტა ხნის წინ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ორი ადამიანი შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტები საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ. მათ ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

მეტი...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები (ვიდეო)

საქართველოს მთავრობა ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიდეორეკომენდაციებს, როგორც დავიცვათ თავი კორონავირუსისგან.

მეტი...

კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გამო, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიის საფრთხე. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს. საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მეტი...

“შევზღუდოთ მიმოსვლა ჩინეთთან, ირანთან, სამხრეთ კორეასთან და იტალიასთან” – მთავარი რეკომენდაცია

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომანდაციებით მიმართავს როგორც ცოტახნის წინ სპეციალურ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, მთავარი რეკომენდაციაა, შევზღუდოთ მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, სადაც დღეს არის კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლები. “ეს გახლავთ, ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია. თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, არ გაემგზავრონ ამ ქვეყნებში. ხშირად კითხულობენ იტალიაზე. რა თქმა უნდა, შეიძლება. მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით წესდება იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, რამდენიმე პროვინციაზე, სადაც არის ეს ეპიდაფეთქება. დანარჩენი რეკომენდაციები გახლავთ ზოგადი, ჰიგიენური, რომელსაც ყოველთვის ვიძლევით, ძირითადად, ვირუსების დროს. აუცილებელია, ხელების ხშირი დაბანა, სველი წესით საცხოვრებელი და…

მეტი...

კორონავირუსის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ საგანგებო უწყებათაშორისი ჯგუფი შექმნა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა. საგანგებო ჯგუფი მთავრობის მეთაურმა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.   პრემიერმა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.

მეტი...

ლუგარის ლაბორატორიამ საქართველოში კორონავირუსი დაადასტურა

ჯანდაცვის მინისრმა  საქართველოში „ახალი კორონავირუსის“ არსებობა დაადასტურა. როგორც მინისტრმა განაცხადა, 1 სათის წინ დასრულდა ლაბორატორიული კვლევა. „ახალი კორონავირუსით“ დაინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საქართველოში გუშინ შემოვიდა,  მან ვირუსი ირანიდან შემოიტანა. დაინფიცირებული მამაკაცი 50 წლიაა.  

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეტი...

აქვს თუ არა ინფექციურში მოთავსებული 14 პაციენტიდან რომელიმეს კორონავირუსი, უცნობია

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 14 პაციენტის ტესტის პასუხები კორონავირუსზე ჯერჯერობით უცნობია. ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ამის მიზეზი პაციენტების რაოდენობამ განაპირობა. მარინა ებუზგაია ვარაუდობს, რომ ამ პაციენტების შემთხვევაშიც ტესტის პასუხი ნეგატიური იქნება. “დღეს დილით მოხდა პაციენტებზე ტესტის აღება, რადგან 14 პაციენტი იყო, ჯერჯერობით პასუხები ხელზე არ გვაქვს. სავარაუდოდ 1-2 საათში იქნება მზად და გვეცოდინება ტესტების შედეგები. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა ნორმალურია და გამორიცხულია პნევმონია. დღის მანძილზე მათი მდგომარეობა იყო სტაბილური, საბოლოოდ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტესტის შედეგი იქნება ნეგატიური. ტესტის შედეგების დაგვიანება გამოიწვია რაოდენობამ.…

მეტი...

„სამართლიანობა ხოჯალისთვის“ – ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა

დღეს, აზერბაიჯანში ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. სწორედ 28 წლის წინ, 1992 წლის 25-26 თებერვლის ღამეს, სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები, რუსეთის 366-ე მოტომსროლელი პოლკის სამხედროების მონაწილეობითა და ჯავშანტექნიკის დახმარებით, ქალაქ ხოჯალის დაესხნენ თავს, მსხვერპლი დიდი იყო, გარდაცვლილებს აზერბაიჯანში დღემდე დიდი პატივით იხსენებენ. „ყველაზე სისხლიანი ტრაგედია“ – ასე იხსენენებ „ხოჯალის ტრაგედიას“. გენოციდის მემორიალი,  აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს სისხლიანი წარსული. ლოზუნგით „სამართლიანობა ხოჯალისთვის“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალრიცხოვანი აქციებიც კი გაიმართა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით,  სომხური შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იყო…

მეტი...

“გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, ძვლებში დავანგრევთ ნებისმიერ რაიონში“ – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მსჯელობა არ ყოფილა. გიორგი ვაშაძის კომენტარს პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. „მთავარი არის, რომ პირველი – ოპოზიცია შეთანხმდა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საერთო მაჟორიტარები გვეყოლება, მეორე – სახელებზე და გვარებზე მსჯელობა ჯერჯერობით არ ყოფილა და 4 აპრილს აუცილებლად გამოცხადდება სახელებიც და გვარებიც, მესამე – თუნდაც ამ ტიპის სიუჟეტის გაკეთება ოპოზიციაში განხეთქილებას ვერ შეიტანს და პირადად მე პირობას ვაძლევ თითოეულ მოქალაქეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, რადგან ეს არის გამარჯვების ფორმულა და არა დაშლა და ერთმანეთის წინააღმდეგ…

მეტი...

“საელჩოები მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს მოქალაქეებთან იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია კორონავირუსი” – ალექსანდრე ხვთისიაშვილი

“საელჩოები მუდმივ კავშირზე არიან საქართველოს მოქალაქეებთან საზღვარგარეთ, იმ ქვეყნებში, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის მაღალი გავრცელება და იმ ქვეყნებში, სადაც უკვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას  დავალებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. „ჩვენი საელჩოები მუდმივ, ყოველდღიურ რეჟიმში აგროვებენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობისა და იმ ზომების შესახებ, რომლებსაც ქვეყნები ატარებენ პრევენციის მიზნით. ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში გვაწვდიან დედაქალაქში, სადაც ხდება მისი შეკრება, შესაბამისი ფორმის მიცემა და მიწოდება საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის. ასევე საელჩოები მუდმივ კავშირზე…

მეტი...

“გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაგებით შეხვდნენ” – ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ევროსაბჭოში მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ზურაბ აბაშიძე განმარტავს, თუ რატომ არის მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე ოპტიმალური მოცემულ ვითარებაში. მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია რუსეთის ფედერაციის პოზიცია. “უკვე რამდენიმე თვეა ამ თემის ირგვლივ არ წყდება აჟიოტაჟი და სპეკულაციები. ეს გახდა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და აშკარად შეიქმნა რისკი იმისა, რომ ამ ფონზე შეიძლება ჩვენს ქვეყანას და მის რეპუტაციას ამ ვითარებამ მიაყენოს ზიანი. ამის გათვალისწინებით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად გაგებით შეხვდნენ ამას სტრასბურგში. ხაზს ვუსვამ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა,” – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის…

მეტი...

ხვალ, ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხვალ პოლონეთში მიემგზავრება. ინფორმაცია მერაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა. „ხვალ დილით ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმძღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის შემდეგ კი აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას. როგორც ცნობილია, პატიმრობის თითქმის შვიდი წლის მანძილზე მას განზრახ არ გაუწიეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი დაბრუნდება საქართველოში“, – აღნიშნულია ვანო მერაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“ვიმედოვნებ, ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს” – მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი ​აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებულ გამოწვევას შესაბამისად უპასუხა. „როგორც ვიცი, გასული წლის ზაფხულში იყო ეკონომიკური შოკი, რამაც სერიოზული გავლენა იქონია ლარის კურსზე. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა ამ გამოწვევას შესაბამისად უპასუხა, რასაც ლარის დასტაბილურება მოჰყვა. ზოგადად, როგორც წესი, მაკროეკონომიკური ელემენტები ეკონომიკის გაძლიერების განმსაზღვრელია. საქართველო განაგრძობს ბენეფიტების მიღებას. ვიმედოვნებ, რომ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს“, – აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

მეტი...

„ქართველი ჟურნალისტები, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკიდურესად ეგზალტირებული ქალბატონები არიან” – პუშკოვი

„ქართველი ჟურნალისტები, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკიდურესად ეგზალტირებული ქალბატონები არიან”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი სტრაბურგში, სერგეი ლავროვსა და ქართველ ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტს. პუშკოვის თქმით, მას ქართველი ჟურნალისტების ზეწოლა არაერთხელ განუცდია. „მათი ზეწოლა საკუთარ თავზე არაერთხელ განმიცდია – მოსკოვშიც, სტრაბურშიც და ევროსაბჭოშიც. ისინი აგრესიულ-ისტერიული ჟურნალისტიკის ყველაზე ცუდ მოდელს მიმართავენ. მიაჩნიათ, რომ პასუხი ძირფესვიანად უნდა გამოგგლიჯონ“, – წერს პუშკოვი “ტვიტერზე”. ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობდნენ, „ავადმყოფები“ უწოდა.

მეტი...

საბერძნეთსა და ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საბერძნეთსა და ბრაზილიაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. საბერძნეთში კორონავირუსი 38 წლის ქალს აღმოაჩნდა, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობდა. ის ამჟამად სალონიკში, კარანტინშია მოთავსებული. ხოლო, ლათინური ამერიკის ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსი 61 წლის ქალს დაუდგინდა. ის სან პაულოს სამედიცინო ცენტრში იმყოფება. “როიტერის” ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირებული ქალი 9 თებერვლიდან 21 თებერვლამდე ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა.

მეტი...

კორონავირუსთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით, ირანში 24 ადამიანი დააკავეს

„ასოშიეთიდ პრესის” ინფორმაციით, ირანში, კორონავირუსთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს, ხოლო 118-მა ადამიანმა გაფრთხილება მიიღო. არსებული ინფორმაციით, კიბერპოლიცია აქტიურად აკონტროლებს ვირუსთან დაკავშირებით ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას. ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 19 ადამიანია გარდაცვლილი.

მეტი...

“ვხედავ მთავრობის მონდომებას, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას” – სებასტიან მოლინეუსი

ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ბიზნესგარემო შეაფასა. „ვფიქრობ, მიმდინარე განათლებისა და ჯანმრთელობის რეფორმები გადამწყვეტი იქნება. მოხარული ვარ, რომ ვხედავ მთავრობის მონდომებას, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას. საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი კიდევ უფრო უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სხვადასხვა რეიტინგში ძალიან მაღალ პოზიციებზეა, მაინც არსებობს მეტად გაუმჯობესების შესაძლებლობები. და ბოლოს, ქვეყანაში არსებობს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია, რომელიც ახლახან ამოქმედდა და მთავრობასთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით“, – აცხადებს სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში. კონფერენცია „საქართველო და…

მეტი...

“ახალი კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთს გარეთ უფრო მეტია” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

“ახალი კორონავირუსის შემთხვევები ჩინეთს გარეთ უფრო მეტია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორანიზაციის პრეზიდენტმა, ტედროს ადჰანომ გებრეიოსმა განაცხადა.  მისი თქმით, ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში კორონავირუსის სწრაფი გავრცელება შემაშფოთებელია, თუმცა ვირუსის შეკავება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ვირუსის 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დანარჩენ ქვეყნებში კი საერთო ჯამში – 427. მთელ მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 80 980-ია.

მეტი...

საქართველოში პირბადეების დეფიციტია

ქვეყანაში პირბადეების დეფიციტია, რასაც სააფთიაქო ქსელების წარმომადგენელთა ნაწილიც ადასტურებს. ამას, კომპანიის წარმომადგენლები პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნით, ასევე ჩინეთიდან პროდუქციის მოწოდების შეჩერებით ხსნიან. როგორც „ჯიპისიში“ აცხადებენ, დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით, ერთ მომხმარებელზე ერთ ჯერზე, მაქსიმუმ 20 პირბადეს გასცემენ. კომპანია „ავერსის“ ობიექტებში ამ ეტაპზე პროდუქციის მარაგები არსებობს, თუმცა ბაზებში, საიდანაც აფთიაქები მარაგდება, პირბადეები უკვე აღარ არის დარჩენილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, დეფიციტი შექმნა იმანაც, რომ ჩინეთიდან, რომელიც საქართველოსთვის პირბადეების ძირითადი მომწოდებელია, პროდუქციის შემოტანა შეჩერებულია. „ავერსში“ აცხადებენ, რომ მუშაობენ ალტერნატიული მომწოდებლების მოძიების მიზნით. კომპანიებში ამბობენ, რომ მათთან პირბადეებზე ფასები არ გაზრდილა და ისინი 18-20 თეთრის ფარგლებში ღირს. ჯანდაცვის მინისტრმა…

მეტი...

უახლოეს მომავალში ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

“თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს მომავალში ქეთევან დედოფლის გამზირის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, კაპიტალური რეაბილიტაცია მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდება.„ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ. მიმდინარე წელს სხვადასხვა მასშტაბური პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს და გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს. სამუშაოები მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ჩატარდება. ყველამ იცის, რომ გზის ამ კონკრეტულ მონაკვეთზე დღეს არსებული…

მეტი...

„ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ფანჯარაა იხურება“- კარლ ჰარცელი

„მე ადრეც ვთქვი, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება და ეს ახლა კიდევ უფრო რეალურია“- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული დიალოგის გამართვის შესახებ განაცხადა. „დიალოგის შესაძლო მომდევნო რაუნდისთვის თარიღი არ არის შეთანხმებული. როგორც იცით, მე და სხვა შუამავალი მხარეები ვმუშაობთ, რომ ვიპოვოთ არეალი, რომელზეც გარკვეული შეთანხმება შეიძლება. მე ადრეც ვთქვი, რომ შესაძლებლობების ფანჯარა იხურება და ეს ახლა კიდევ უფრო რეალურია. ახლა ვცდილობთ მოვძებნოთ არეალი, რაზეც იმედი მაქვს შესაძლებელი იქნება ყველა მოთამაშის შეთანხმება. გულწრფელად მჯერა, რომ ეს საქართველოსთვის და მომავალი არჩევნებისთვის კარგი იქნება“,-აღნიშნა ელჩმა. კარლ ჰარცელმა…

მეტი...

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა თბილისის ნაცვლად სტრასბურგში გაიმართება

ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეები შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართა გადაწყდა, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა სტრასბურგში გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების შეხვედრაზე მიიღეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებისთვის უნდა ემასპინძლა. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენდა, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული. თბილისში რუსეთის დელეგაციის შესაძლო ჩამოსვლას ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აპროტესტებდა, რის გამოც დღის წესრიგში ღონისძიების სტრასბურგში ჩატარების საკითხი დადგა.

მეტი...

“ჩინელ კონტრაქტორებს ვთხოვეთ თავი შეეკავებინათ დამატებითი პერსონალის ჩამოყვანაზე“- მაია ცქიტიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, უწყებამ ჩინელ კონტრაქტორებს სთხოვა, თავი შეეკავებინათ დამატებითი პერსონალის ჩამოყვანაზე მანამ, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ საკარანტინო ზომები სწორად ხორციელდება. ამის შესახებ ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარკვეული გავლენა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილში კორონავირუსს ექნება, მაგრამ არა დრამატული, ვინაიდან ამ პროექტებზე დასაქმებულების ძირითადი ნაწილი ქართველები არიან. „საერთაშორისო მაგისტრალებზე დასაქმებულია ბევრი ჩინური კომპანია, თუმცა, 80% დასაქმებულების ქართველია ამ კონტრაქტებზე. თუმცა, გარკვეული შეფერხება იყო კიდეც, ჩემი მოადგილე შეხვდა ჩინელ კონტრაქტორებს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და ვთხოვეთ, თავი შეეკავებინათ დამატებითი…

მეტი...

„ამ ვირუსს აქვს თავისი თვისებები და დათბობასთან ერთად გადაივლის“ – ნათია თურნავა კორონავირუსზე

„ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ექნება თავისი ზემოქმედება გლობალურ ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, ავიაციაზე. მაგრამ მინდა დავიწყო პოზიტივით.“- ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებით გააკეთა. თურნავა თვლის, რომ საქართველოში ვირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, მისივე ინფორმაციით ქვეყანას პრევენციისთვის ყველა ზომა აქვს მიღებული. „საქართველოში არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მომზადებულია, ყველა საჭირო ზომა დროულად მივიღეთ, მათ შორის არაპოპულარული ზომებიც საკმაოდ სწრაფად. ჩვენთვის უპირატესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უყოყმანოდ შევწყვიტეთ ფრენები ჩინეთთანაც და ირანთანაც. თუ კიდევ რაიმე იქნება საჭირო, ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ. რაც შეეხება ზიანს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ…

მეტი...

„საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია“- ამირან გამყრელიძე

„ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ  განაცხადა. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდება მთავრობის ახალი განკარგულება, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოსულ ადამიანებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში კი ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ. 24 თებერვალს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 9 პაციენტი შევიდა. 2 მათგანი ირანის მოქალაქე იყო, დანარჩენები კი საქართველოსი. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული ანალიზების შემდეგ 5 პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა. 25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მილანის რეისით ჩამოსულ 20 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მეტი...

„კალანდიასთან დაკავშირებით საპროცესო გამორიცხულია, მას დანა არ ჰქონია, ურტყამდა მუშტს“- დავით თოდუა (ვიდეო)

„მიხეილ კალანდიას იარაღი არ ჰქონია და დავით სარალიძეს ურტყამდა მხოლოდ მუშტს, რამეთუ ეშველა თავის მეგობრისთვის.ეს გამოიძიონ და არა პირდაპირ ხელი შეახოცონ კალანდიას, რათა ზაზა სარალიძე დააწყნარონ და მიაღწიონ პოლიტიკურ სტაბილურობას“- ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ “მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ადვოკატი აცხადებს, რომ კალანდიას ხელი შეაწმინდეს, რასაც მისივე თქმით საქმეში არსებული ბევრი უზუსტობა ადასტურებს. თოდუა კალანდიას დამნაშავედ არ თვლის  და საპროცესო შეთანხმებასაც გამორიცხავს. „გამორიცხულია კალანდიას პირობებში რაიმე საპროცესო შეთანხმება. ეს შეიძლება მხოლოდ ელაპარაკო ადამიანს, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი. მიხეილ კალანდიას არანაირი იარაღი ხელში არ…

მეტი...

მინისტრის განცხადებით, საქართველოში „კორონავირუსის“ საფრთხე მომატებულია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ახალ კორონავირუსთან“ დაკავშირებით, საქართველოში რისკი მომატებულია. აღნიშნული საფრთხიდან გამომდინარე, მისივე შეფასებით,   „ლუგარის ლაბორატორია, მიმდინარე მოვლენებთან მიმართებით განცხადებას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს. პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. საგარეო საქმეთა მინისტრიც აქტიურად არის ჩართული, ასევე სასაზღვრო სამსახურიც. სრული ინფორმაცია გვაქვს ქვეყანაში შემომავალ მგზავრებზე, ასევე იმ მგზავრებზე, რომლებიც ამ ეტაპზე დაკვირვების პროცესში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველა ღონისძიება გვაქვს გატარებული, რაც მოსახლეობისთვის საფრთხის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.…

მეტი...

„მტკიცებულება იმის, რომ კალანდიამ ჩაიდინა სალარიძის მკვლელობა არც პირდაპირი და არც ირიბი საქმეში არ არსებობს“- ადვოკატი

მიხეილ კალანდიას ადვოკატი დავით თოდუა კალანდიას დაკავებას პოლიტიკური დაკვეთის პროდუქტს უწოდებს. თოდუა იმ ჩვენებებზე საუბრობს, რომელიც საქმეში ფიგურირებს. მისივე განმარტებით მარსაგიშვილმა კანონის მიღმა იმოქმედა. „არსებობს სამი ჩვენება, ჯანაშიას მიცემული, რომლის საფუძველზე მან საპროცესო შეთანხმება მიიღო, მეორე ბარბაქაძის ჩვენება , რომელიც ცდილობდა საპროცესო შეთანხმება მიეღო, მაგრამ ვერ მიიღო, რადგან დადუნაშვილის ოჯახმა პრინციპული პოზიცია დაიჭირა და მესამე მენაბდის, რომლის მიმართაც უამრავი კითხვა უნდა არსებობდეს. თანაბრალდებული, რომელმაც გააკეთა გათქმა და მიიღო თავის სასარგებლო სამართლებრივი მდგომარეობა ვერ იქნება მტკიცებულება გამამტყუნებელი განაჩენის სახით. თუ მარსაგიშვილმა ეს გააკეთა ყულბში აქვს თავი და თუ ესეც არ გაითვალისწინა…

მეტი...

მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებითვის 2 600 კვ თეთრ კარკასს შეისყიდის

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, კიდევ ერთი ინტერესთა გამოხატვაა გამოცხადდა. აღნიშნული განცხადება  დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების კუთხით, დედაქალაქის მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა. „კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მიხარია, რომ ჩვენ დედაქალაქის ის მთავრობა ვართ, რომელმაც ამ კონკრეტული პრობლემის მოგვარება და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ეს პრობლემა უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს, რის გამოც, დაზარალებულად 3 000-ზე მეტი ოჯახია ცნობილი.  ცხრა მიწის ნაკვეთზე უკვე გვქონდა გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა და საერთო…

მეტი...

„ჯარიმა თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გაკეთდეს, რომ მსგავსმა კომპანიებმა მეორედ არ მიიღონ ტენდერში მონაწილეობა“ – კახა კალაძე   

კახა კალაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს და  აფრთხილებს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ხარისხიანად შეასრულონ, რადგან საქმე დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ეხება. წინააღმდეგ შემხთვევაში, აცხადებს, რომ სანქციები არ ასცდებათ.   „მინდა, სამშენებლო კომპანიებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო – კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეთ. ჩვენ მეტს არაფერს გთხოვთ. გვინდა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მაღალ დონეზე ჩატარდეს და დროულად დასრულდეს, რაც დისკომფორტს წარმოადგენს. ხალხის გამოგზავნა და თხოვნები – არ დაგვაჯარიმოთო, არ გამოვა. ჩვენ ყველა ჩვენს ქალაქს და ხალხს ვემსახურებით. არ ვაპირებთ თავი დავუხაროთ ასეთ გადაცდომებს და უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. ამ კომპანიას თავისივე ხარჯებით…

მეტი...

“უხარისხოდ გაკეთებულ საქმეზე თვალს არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ” –  კახა კალაძის გაფრთხილება  

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც, შემსრულებელ კომპანიას აღნიშნული ქუჩების მოწესრიგება საკუთარი ხარჯებით დაევალა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ და მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაადასტურა. „როგორც იცით, გლდანის  რაიონის გამგეობა ბოჭორიშვილისა (ყოფილი ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, სადაც პრობლემები გვქონდა. როდესაც აღნიშნულ ქუჩებზე მუნიციპალური ინსპექცია და ლაბორატორია შესამოწმებლად შევიდა, შესრულებული სამუშაოები უხარისხო აღმოჩნდა. ლაბორატორიამ სინჯების აღებაც ვერ მოახერხა, იმდენად ცუდად იყო გზა მოასფალტებული. რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან…

მეტი...

დედაქალაქის გარკვეულ ზონებში 2021 წლიდან საბურავების, ჯართის,ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია აიკრძალება

“საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, „ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მტვრის შემცირებისა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ახალი რეგულაციის შესახებ კანონპროექტის დროულად მომზადება და საკრებულოში გადაგზავნა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, შეფუთვის გარეშე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სანქციების შესახებ ერთი წლის წინ მიღებულმა კანონმა ეფექტიანად იმუშავა და ამ დრომდე, სამართალდარღვევის 415 ფაქტი გამოვლინდა. მისივე თქმით, მოქმედი რეგულაციები საკმარისი არ არის და ქალაქში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გათვალისწინებით,…

მეტი...

“სცემეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… ათრიეს, აფურთხეს” – ახალი ვიდეოჩანაწერები გუდაურში მომხდარ მკვლელობაზე (ვიდეო)

გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ახალი ვიდეოჩანაწერები წარადგინეს. კადრები, რომელიც გუდაურში მომხდარ მკვლელობას ასახავს, არსებულ კითხვებზე სრულ პასუხს იძლევა. გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცია მკვლელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ახალი ვიდეოჩანაწერები წარადგინეს. კადრები, რომელიც გუდაურში მომხდარ მკვლელობას ასახავს, არსებულ კითხვებზე სრულ პასუხს იძლევა. „ჩანაწერები, რომელიც მოვიპოვეთ , ყველაზე მნიშვნელოვანია კობიაშვილის საქმეში, ამაზე მეტი კლასიკური მოგერიების შემთხვევა, რაც ამ საქმეშია არ არსებობს. ჩვენ მოვიპოვეთ ახალი ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იცავს თავს მას შემდეგ, რაც მას სახლამდე სდიეს. იმ დროს, როდესაც ხდება გასროლა და გამწვავდა…

მეტი...