“ჩვენ საქართველოსა და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ” – პენტაგონი კიბერთავდასხმაზე

“ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას რათა მან საკუთარი უსაფრთხოება და გამძლეობა გააძლიეროს“, – ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კარლა გლისონმა განაცხადა. პენტაგონის განცხადებით, 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (გრუ) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კიბერთავდასხმა განახორციელა. ინციდენტმა სამთავრობო და კერძო ვებგვერდების, სამაუწყებლო სისტემების მუშაობა შეაფერხა და გავლენა იქონია საქართველოს მთელ მოსახლეობაზე. „ეს თავდასხმა კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ როგორ უთხრის ძირს რუსეთის მავნე ქმედებები გამჭვირვალობას და სტაბილურობას, ასუსტებს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და არღვევს მეზობლების სუვერენიტეტს. შეერთებული შტატების პოზიცია მკაფიო რჩება –…

მეტი...

აფრიკაში, მეკობრეების მიერ გატაცებული 10 მეზღვაურიდან 4 ქართველია

ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარ თავდასხმას და გემზე მყოფი საქართველოს 4 მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციას მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის თქმით, გემთმფლობელთან აქტიურ კომუნიკაციაში არიან, რომელიც შეიარაღებულ თავდასხმას ადასტურებს. “ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დღეს შემოვიდა ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ გემთმფლობელთან. გვიდასტურებს, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე მოხდა შეირაღებული თავდასხმა, გატაცებულია 10 მეზღვაური, აქედან 4 არის საქართველოს მოქალაქე. ჩვენ აქტიურ კონტაქტზე ვართ როგორც გემთმფლობელთან, ასევე ოჯახის წევრებთან. ვესაუბრე მათ. ვადასტურებთ, რომ გემთმფლობელი არის კარგი რეპუტაციის,…

მეტი...

ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კორეის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცინცაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კორეის მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ცერცვაძის ინფორმაციით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტს რესპირატორული ინფექცია აღენიშნებოდა და ის შესაბამის მკურნალობას ბინაზე განაგრძობს. კორეელი მამაკაცი საქართველოში სამშაბათს ჩამოვიდა და მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ამ დროის მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის შესაძლო სიმპტომებით სულ 16 პირმა მიმართა.

მეტი...

“სინოდმა სასწრაფოდ უნდა დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის” – დეკანოზი თამაზ ლომიძე

“აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, სინოდმა სასწრაფოდ უნდა დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის. “ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: გარდა სახელმწიფოს უმკაცრესი და თანმიმდევრული რეაგირებისა, აუცილებელია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღმდეგ; დაგმოს ყოველგვარი ძალადობა ქალების მიმართ და სასწრაფოდ დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის. ამასთან ერთად, ყველა ეპარქიაში, ეკლესიის ამბიონებიდან უნდა დაიწყოს ინტენსიური სწავლება და ქადაგება კაცების ვალდებულების შესახებ ქალის…

მეტი...

რესტორანთან, სადაც ვანო მერაბიშვილი ენმ-ს წევრებთან ერთად იმყოფება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ორგანიზაცია „გადავარჩინოთ სიცოცხლის“ წარმომადგენლები ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რესტორანში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე დღეს გათავისუფლებული ვანო მერაბიშვილი. ადგილზე იმყოფება გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი, ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, ასევე იური ვაზაგაშვილის და.

მეტი...

“რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს, რამე ფორმით საქართველოს შიდა საქმეში ჩარევას” – რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა. მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს რამე ფორმით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას. „ჩვენ ამ კომენტარებს საქართველოს იმ წარმომადგენლების სინდისზე ვტოვებთ, რომლებმაც ეს კომენტარები გააკეთეს. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს, რამე ფორმით საქართველოს შიდა საქმეში ჩარევას“, – განაცხადა ანდრეი რუდენკომ. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს, კიბერდანაშაულის გამოვლინებების წინააღმდეგ, საერთაშორისო თანამშრომლობა შესთავაზა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული  ეკონომიკის სტრატეგიული მნიშვნელობის სფეროები…

მეტი...

“ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას” – პრემიერი

“საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას”, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას. საქართველოს მთავრობის მეთაური დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძლიერ მხარდაჭერას“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

მეტი...

ლაშა ტალახაძე, ზედიზედ მესამედ მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს

ლაშა ტალახაძე საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად (17 084 ხმით) მსოფლიოს უძლიერეს ძალოსნად აღიარეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი თანამემამულე პლანეტის უძლიერეს ძალოსნად ზედიზედ მესამედ დასახელდა. „უკანასკნელ სამ არჩევნებში ცვლილება არ მომხდარა – ქართველი გიგანტი ტალახაძე ზედიზედ მესამე გამარჯვებას ზეიმობს“ – წერია ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე (iwf.net)

მეტი...

“28 ოქტომბრის კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე” – სალომე ზურაბიშვილი

“2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

მეტი...

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას ბრიტანეთიც გმობს

გაერთიანებული სამეფო გმობს რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ „გრუ“ – რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური – პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე. გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა (NCSC), დიდი ალბათობით დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს „გრუ“-მ განახორციელა მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევები. ისინი მიმართული იყო სხვადასხვა ქართული ვებ-პროვაიდერების მიმართ, რამაც შედეგად გამოიწვია ვებ-გვერდების სახეცვლილება, მათ შორის საქართველოს მთავრობის, სასამართლოების, არასამთავრობო სექტორის, მედია და ბიზნეს ორგანიზაციების ვებ გვერდების. კიბერშეტევამ ასევე…

მეტი...

“ვგმობთ რუსეთის მავნებლურ კიბერთავდასხმებს, რომლის სამიზნეც საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტები გახდა” – დავით ზალკალიანი

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მავნებლურ კიბერთავდასხმებს, რომლის სამიზნეც საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტები, ბიზნესი და მედია გახდა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. „ეს დესტრუქციული ქმედება არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ამას უნდა მოჰყვეს მკაცრი საერთაშორისო დაგმობა“, – წერს „ტვიტერში“ დავით ზალკალიანი. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

მეტი...

“მინისტერიალზე რუსული დელეგაციიდან მათ შემოუშვებენ, ვისაც ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია” – ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სერგეი ლავროვი საქართველოში, სავარაუდოდ, ვერ ჩამოვა. აბაშიძის განმარტებით, თბილისში, მაისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსული დელეგაციიდან მხოლოდ მათ შემოუშვებენ, ვისაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არ აქვთ. “ჩამოვა, ვისაც არ ექნება დარღვეული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეს ერთია. პრინციპში, ეს საერთაშორისო ფორუმია, ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ ამას შესაბამისი სტანდარტებით ჩავატარებთ. ამავე დროს, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი კანონმდებლობა, რაც ყველამ უნდა დაიცვას,” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მეტი...

აშშ, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

“ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას”, – ნათქვამია ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. “2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ინციდენტმა, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა საქართველოს მოსახლეობაზე, შეაფერხა საქართველოს მთავრობისა და კერძო საკუთრებაში არსებული რამდენიმე ათასი ვებ-გვერდის მუშაობა და სულ მცირე ორი მთავარი სატელევიზიო არხის ტრანსლაცია. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს…

მეტი...

“2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა” – საგარეო უწყება

“2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა. „2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებითა და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.…

მეტი...

“მერაბიშვილის გათავისუფლება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ფონზე მოხდა” – ევროპარლამენტარი

“ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებისა და დემოკრატიული უკუსვლის ფონზე მოხდა”, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე ყოფილი პრემიერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას. “წესების შეცვლისა და ოპოზიციის დევნის გზით, მიმდინარე წლის არჩევნებში ყველაფრის ფასად გამარჯვება ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე აისახება”, – წერს ევროპის სახალხო პარტიის წევრი “ტვიტერზე”. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.

მეტი...

“ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი” – ნუკრი ქანთარია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა და მის პოლიტიკურ მომავალს ვერ ხედავს.  “ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი. თუ რომელიმე პარტია დაიკიდებს სიმბოლურად კედელზე, ეს მათი საქმეა და მათი გადასაწყვეტია. დანარჩენი, ეს ყველაფერი არის ბლეფი. იმიტომ, რომ “ორი გვამის” პატრონი მობრუნდეს პოლიტიკაში ისე აქტიურად, რომ მან ეს მუქარა თუ დანაქადნევი შეასრულოს, ან თუნდაც ოდნავ მაინც ბიძგი მისცეს ამას, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.  შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.  მერაბიშვილს…

მეტი...

„ვანო მერაბიშვილი არ უნდა გამოსულიყო ციხიდან“ – ლია კრიალაშვილი

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის დას, ლია კრიალაშვილი მიაჩნია, რომ მერაბიშვილი ციხეში უნდა შებრუნდეს, როგორც მოკლული პოლკოვნიკის და აცხადებს, მისი ძმის საქმე პროკურატურაში თაროზეა შემოდებული. ლია კრიალაშვილი მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  უნდა შებრუნდეს. „არ უნდა გამოსულიყო ციხიდან. მართლია, რაღაც დანაშაულებებზე მოიხადა სასჯელი, მაგრამ ჩემი ძმის ბრალეულობა არ ჰქონია წარდგენილი. საქმე აღძრულია 2013 წლიდან, პროკურატურაში დევს საქმე, ოღონდ თაროზე და ამ საქმეზე მერაბიშვილი არ გასამართლებულა. ძალიან განვიცდი, რომ ეს კაცი გარეთ გამოვიდა. თვითონ გამოდის, ბედნიერია მისი ოჯახი, დედა ჩაეხუტება თავის შვილს, მეუღლე დახვდება, შვილი დახვდება, ბედნიერები არიან. ვეკითხები – ჩემ დედასაც…

მეტი...

კორონავირუსის ინფექციის შესაძლო შემთხვევით, მხოლოდ ერთ პაციენტს იკვლევენ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ამჟამად ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ახალი კორონავირუსით ინფექციის შესაძლო შემთხვევით მხოლოდ ერთი პაციენტი იმყოფება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობაც ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. „ამჟამად ინფექციური პათოლოგიის ცენტრში იმყოფება ერთი პაციენტი ახალი კორონავირუსით ინფექციის შესაძლო შემთხვევით. ის არის ეროვნებით კორეელი, 55 წლის მამაკაცი, რომელიც ჩამოვიდა კორეიდან თბილისში. სამშაბათს საღამოს ის იმყოფებოდა ხაშურში, სადაც თავი იგრძნო შეუძლოდ, ჰქონდა მაღალი სიცხე და ტემპერატურის მატება. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არც ტემპერატურა და არც რაიმე მნიშვნელოვანი კლინიკური ცვლილება არ აღენიშნება. წუხელ ღამით გაუკეთდა რენდგენოლოგიური გამოკვლევა და არ აქვს ფილტვების ანთება. ამ…

მეტი...

„არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ“ – ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა. ღარიბაშვილმა, მერაბიშვილი კრიმინალად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ყოფილი მინისტრის დღევანდელი განცხადებები ღიმილის მომგვრელი იყო. „არავითარი განსაკუთრებული არ მომხდარა და არც მოხდება. ციხიდან გამოვიდა ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, როგორც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იმ ბოროტი, დანაშაულებრივი სისტემის, რომელიც მან შექმნა სააკაშვილთან, ბოკერიასთან და სხვებთან ერთად. ის, რომ დღეს კიდევ ბედავს ეს კრიმინალი და ერთ-ერთი სახე ამ გარყვნილი, ბინძური სისტემის, რომელიც მათ შექმნეს და წლების განმავლობაში მართავდნენ ამ რეჟიმით, ასეთი განცხადების გაკეთებას,…

მეტი...

„აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ“ – გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი , გიორგი  მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას პოზიტიურად აფასებს, თუმცა თავად აქტიური პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებს. კვირიკაშვილის განმარტებით, მას არ სურს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მისი მოტივაცია, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების დროს გააჩნდა. „გიორგი მარგველაშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას მივესალმები. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი თავისი ბევრი თვისებით არის აქტივი საქართველოსთვის და არა მარტო პოლიტიკისთვის. პირადად, აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ. რა  თქმა უნდა, მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში მონაწილეობას არ ვაპირებ ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების დროს ქვეყნის…

მეტი...

საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 5.7  პროცენტით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ექსპორტი 262.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.8 მლნ. აშშ დოლარს (4.0 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მიმდინარე წლის იანვარში, 357.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია. 2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (44.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი…

მეტი...

ფინანსთა სამინისტრო აზარტული თამაშებით გამოწვეულ რისკებზე იმსჯელებს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს, რაც ითვალისწინებს მოთამაშეთა რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შექმნას და თანხების იდენტიფიცირებული არხებით მოძრაობის ვალდებულებას. ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, უახლოეს პერიოდში რეგულირების უახლეს ვერსიაზე შეთანხმება მიიღწევა და ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული ეს მნიშვნელოვანი ინიციატივები კანონმდებლობაში აისახება. ფინანსთა მინისტრს აზარტული თამაშებით გამოწვეულ პრობლემებზე კითხვა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა დაუსვეს და დაინტერესდნენ, როგორია ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შემოტანილ კანონპროექტზე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი…

მეტი...

„სიტყვა „დამხობა“ ჩვენთვის მიუღებელია“- მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკური მოძრაობის “ლელო  საქართველოსთვის” თავმჯდომარე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. “ნებისმიერი ადამიანის თავისუფლებაზე ყოფნას მივესალმები, რომელიც მოიხდის სასჯელს. რაც შეეხება განცხადებას, ჩემთვის პირადად მიუღებელია სიტყვა “დამხობა”. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების დამხობის გზით და რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის. ჩვენ მსგავს თანამშრომლობას არ ვაპირებთ, შესაბამისად, არც არაფერი შეხვედრა არ იყო და არც იგეგმება,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მეტი...

„ამ ეტაპზე, ჩვენი სადავო საკითხია „ჩიჩხიტური“ და „უდაბნო“, რომელზეც მუშაობა გრძელდება“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები ქართული მხარის მიერ სადავო საკითხს არ ეხება. როგორც დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპისთვის, სიახლე არც სპეციალურ კომისიასთან დაკავშირებით არსებობს, რომელიც დავით გარეჯის საკითხზე მუშაობს. „როდესაც საუბრობენ პრობლემაზე დავით გარეჯთან დაკავშირებით, მხედველობაში უშუალოდ ლავრა არ უნდა გვქონდეს, არამედ მიმდებარე კომპლექსი, ქედს იქით. იქ ვითარება უცვლელად მძიმეა. არაფერი შეცვლილა ბოლო პერიოდში, ისევ ვერ გადავდივართ ქედს იქით. კომისიის მუშაობას რაც შეეხება, არც ამ მიმართულებით გვაქვს ცვლილება. რაც შეეხება სოციალურ…

მეტი...

„მათი ტაქტიკა და სტრატეგია იყო ადამიანის დათრგუნვა და სიცოცხლის წართმევა”- გია ვოლსკი

“დამხობა” ყველაზე რბილი გამოთქმაა  იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი და არ მიაჩნია დანაშაულად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა დანაშაული ჩაიდინა და მონანიების ნაცვლად დიდ გულზეა. „ეს არის ადამიანი, ვისაც ის ორი გვამი არა მარტო მოთხოვნილი აქვს. ეს რეალურია და ის დანაშაულებები რეალობაში ჩაიდინა. ამას განა არ აღიარებს ვინმე ან მათ ჯგუფში, ან საერთაშორისო დონეზე, ან ჩვენს საზოგადოებაში?! მათი ტაქტიკა და სტრატეგია იყო ადამიანის დათრგუნვა და სიცოცხლის წართმევა, ეს მიაჩნიათ სწორად. ამაზე ილაპარაკა ვანო მერაბიშვილმა, რომ გამოვიდა. სიტყვა დამხობას სამართლებრივ მუხლს ვერ მიუყენებ, მაგრამ…

მეტი...

„ვურჩევ გიგა ბოკერიას, რომელიც მერაბიშვილის მეგობარია, აუხსნას, რომ აღარ ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დამხობა ან გვამების მოთხოვნა“ – ირაკლი სესიაშვილი

“მერაბიშვილი ციხიდან არ გამოსულა, რომ უკვე დამხობაზე გველაპარაკება. ცხადია, ქართველ ხალხს არ დავიწყებია ის დანაშაულები, რაც ბატონმა მერაბიშვილმა თავისი სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩაიდინა.“-ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. სესიაშვილი იმ მოვლენებს გამოეხმაურა, რასაც ადგილი ჰქონდა მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს. „იგივე გირგვლიანის საქმის გაყალბება, “იმედის” ქონების მიტაცება, გელაშვილის ცემის ფაქტი და ა.შ. მათ სამწუხაროდ, არ აქვთ განცდა, რომ დანაშაულები ჩაიდინეს და ამ დანაშაულებზე ელემენტარულად ბოდიში მოიხადონ და ქართულ საზოგადოებას თვალებში ჩახედონ”, – განაცხადა სესიაშვილმა. სესიაშვილის თქმით, მათი სტილი როგორც ჩანს, არ იცვლება. „მე ვურჩევ გიგა ბოკერიას, რომელიც…

მეტი...

„ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან ვიხილოთ ვანო მერაბიშვილი“- ანზორ ბიწაძე

„თუ მერაბიშვილი უერთდება ისეთ პარტიას, რომელიც წარმოდგენილია საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან, იმ პარტიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ვანო მერაბიშვილი არ იყოს წარმოდგენილი ამ მაგიდასთან, – ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. ანზორ ბიწაძის განცხადებით, მათი პარტია არ აპირებს ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას და მასთან პარტნიორობა არ შედგება. „სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან ვიხილოთ ვანო მერაბიშვილი.  ჩვენი პარტია კატეგორიულად არ აპირებს არანაირ თანამშრომლობას ვანო მერაბიშვილთან და არანაირი პარტნიორობა მასთან არ იქნება.“ მისივე აზრით, ის განცხადებები, რომელიც დღეს ვანო მერაბიშვილის მხრიდან გაკეთდა, არანაირ თანხვედრაში არ მოდის იმ…

მეტი...

„კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ადგილი არ არის პოლიტიკაში“- ანრი ოხანაშვილი

რომელ პოლიტიკურ შანსზეა საუბარი? კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტების კითხვას ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებსთან დაკავშირებით. ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას “ქართული ოცნება” მოიპოვებს, ხოლო ვანო მერაბიშვილს “სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ადამიანები გასცემენ პასუხს.”„ივანე მერაბიშვილი არის მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში, ეს ადამიანი არის კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი და ეს ნათლად გამოჩნდა დღეს კიდევ ერთხელ. მე შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, ე.წ. ლიდერი შეუერთდა იმ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერთა ჯგუფს, რასაც წარმოადგენს “ნაცმოძრაობა” მისი სატელიტი პარტიებით. ამ ადამიანს პასუხს გასცემენ ის დაზარალებულები, იმ…

მეტი...

„თუ მერაბიშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაში მივა, იქ ბობმი ჩავარდება და  ის უნდა დაიშალოს“ –  დავით ჭიჭინაძე

„თუ ვანო მერაბიშვილი იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში მივა, სადაც სხედან, თუ ოდნავ თავმოყვარე ადამიანები არიან, ეს იქნება ბომბის ჩავარდნის ტოლფასი, მაშინ ეს გაერთიანება უნდა დაიშალოს. ალბათ, ხელისუფლებამ ამიტომ გააკეთა, რომ დაშალოს ეს „ოპოზიციური გაერთიანება“,- აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი  დავით ჭიჭინაძე. მისვე შეფასებით, მერაბიშვილის დღევანდელი განცხადებები დამხობასთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნებს შეიცავს თუ არა, იურისტებმა უნდა გაარჩიონ. „იურისტების გასარჩევია, შეიცავს თუ არა დანაშაულის ნიშნებს დამხობასთან დაკავშირებით მერაბიშვილის დღევანდელი განცხადება, თუმცა ყურს ძალიან ცუდად მოხვდა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ქვეყანაში განვითარებაზე არის ორიენტირებული და ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ცივილური, რა თქმა უნდა,…

მეტი...

„ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს ავეჯი სახლში, რომ მივა“- ლევან გოგიჩაიშვილი

„ორმაგმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ დღეს მერაბიშვილი გვემუქრება“-ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა, ვანო მერაბიშვილის რეპლიკის საპასუხოდ განაცხადა. გოგიჩაიშვილი თვლის, რომ მერაბიშვილის მუქარა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია. „ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა. ჩვენ გვჭირდება, რომ ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას. “ეს არის “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკა, რომელზეც მივუთითებდით ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარედ. მივუთითებდით იმ მართვის კრიზისზე, რომელიც მან აირჩია ორმაგი თამაშებით – ხან “ნაციონალებს” ეთამაშა, ხან “ევროპულ საქართველოს”, ხან იმ მექრთამე ყოფილ ჩინოვნიკებს გაურიგდა, მერე ვიღაც…

მეტი...

„თუ დამხობა უნდა, მისი ადგილი იქაა, სადაც იყო“ – დავით ჭიჭინაძე ვანო მერაბიშვილზე   

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ის სასჯელი, რაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა, საკმარისი არ არის. „ამ ადამიანებს საკმაოდ მძიმე დანაშაულებები აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ვფიქრობ, ის სასჯელი, რაც მოიხადეს, არ არის საკმარისი, ყველა დაზარალებული ადამიანი ამ უკმარისობას გრძნობს, განიცდის“ , – აცხადებს დავით ჭიჭინაძე. მისი შეფასებით, ვანო მერაბიშვილის განცხადებები დამხობასთან დაკავშირებით,  მიანიშნებს, რომ ის ისევ ძალადობაზეა  ორიენტირებული. „თუ ეს ხალხი კიდევ შეეცდება ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლას, თან დამხობით, როგორც თვითონ ამბობენ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს ხალხი ისევ და ისევ ძალადობისთვის არის ორიენტირებული და არა…

მეტი...

„აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად…ჩემს წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ საქმე აღძრან“ – ვანო მერაბიშვილი

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი მის წინააღმდეგ,  სს სხვა საქმეების აღძვრას არ გამორიცხავს, თუმცა, აცხადებს, რომ ეს მას ვერ გატეხავს. როგორც ციხიდან გამოსულმა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მთავარი სამიზნე ოპოზიციის გაერთიანება და არსებული რეჟიმის დასრულება იქნება. „აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ხოლო, კონკრეტულად რა გეგემები მაქვს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, დრო მჭირდება. ყველას შევხვდები. ძალიან ცუდია რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო და ორივე  პარტიაში არიან  ჩემი მეგობრები. მე ყველას შევხვდები და დაველაპარაკები. ჩემს წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ საქმე აღძრან, თუმცა, ეს…

მეტი...

აგვისტოს ომის გმირს, ერაყისა და ავღანეთის მისიებში მონაწილე მერაბ კობიაშვილს სამუდამო პატიმრობა ემუქრება (ვიდეო)

გუდაურში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატები ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სს კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლები, რომელიც დაკავებულს წაუყენეს, რეალობას არ ექვემდებარება. როგორც ტარიელ კაკაბაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის, რაც მოხდა, იყო თავდაცვა და აუცილებელი მოგერიება, რაც ვიდეოკადრებიდანაც კარგად ჩანს. “ბრალდების მხარის ვერსია მოცემულ საქმეზე აბსოლიტურად ეწინააღმდეგება რეალურ ვერსიას.  ჩვენ ვხედავდით ჩანაწერებში როგორ იცავდა თავს ბრალდებული“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გუდაურში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა. უფლებადამცველი ბრალდების მხარის მხრიდან არსებულ დარღვევებზე საუბრობს, მისივე ინფორმაციით…

მეტი...

“ვერცერთი უცხოელი ვერ წყვეტს, ვინ როდის უნდა გამოვიდეს ციხიდან” – თეა წულუკიანი

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის და მის უფლებადამცველებს საზოგადოება შეცდომაში შეყავთ. “რაც შეეხება საკნიდან გაყვანის ეპიზოდს, ამ ეპიზოდზე გამოძიება გაიხსნა თავიდან, მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადვოკატები და პარტიის წევრები მედიის საშუალებით ეუბნებოდნენ ამ პატიმარს წლების მანძილზე, იყო ის, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამო, ევროსაბჭო დაავალებდა მთავრობას მის ვადაზე ადრე გათავისუფლებას”.  “ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს იყო სიცრუე, ვითომ ეს პატიმარი პოლიტიკური პატიმარია და მას 2020 წლის თებერვალზე ადრე გაათავისუფლებინებდნენ უცხოელებს, ეს იყო სიცრუე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერცერთი…

მეტი...

ავსტრალიაში ყოფილმა მორაგბემ ცოლი და სამი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ავსტრალიაში ყოფილმა მორაგბემ ცოლი და სამი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შემზარავი შემთხვევა ბრისბენში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ყოფილმა სპორტსმენმა, როუან ბექსტერმა მანქანას, რომელშიც მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შემდეგაც დანით თავი მოიკლა. 31 წლის ქალი, ჰანა ბექსტერი სასწრაფო დახმარების ექიმებმა დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ავსტრალიელები მთელი ქვეყნის მასშტაბით შოკირებულები, დამწუხრებულები და განადგურებულები არიან იმის გამო, რაც მოხდა“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის მიერ ციხის დატოვებას ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის მიერ ციხის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. სააკაშვილი წერს, რომ მიესალმება ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. ამასთან, სააკაშვილი ამბობს, რომ ამაყობს ვანო მერაბიშვილის გაუტეხლობით, შემართებითა და სიმტკიცით. ასევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ყველას შერიგებისკენ მოუწოდებს. „მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხლობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“ ,-…

მეტი...